შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Šonñneñblůmeñ


11-06-2022, 10:19
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 1 242

-ნიკო პაპა, თქვენს დედაზე მოგვიყევით.-ანთებული და სიანცეშეპარული მზერით უთხრეს ეზოს ახალგაზრდებმა.
-ყმაწვილებო, რამდენი უნდა მოგიყვეთ რომ თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო?!-ღიმილით მიუგო და გვერდით მჯდომ, ქარგვით გართულ მეუღლეს გადახედა, რომელმაც პასუხად ღიმილი შეაგება.
-ბევრი!-შემოსძახეს ერთხმად და კისკისი ატეხეს.
-რადგან არ იშლით, მაშ კარგი...
-გისმენთ, გისმენთ.
-ძალიან ბევრი რამე მახსენდება და აბა საიდან დავიწყო?!-უფრო თავისთვის იკითხა.
-გვითხარით, რა უყვარდა ყველაზე ძალიან, ან რა არ უყვარდა...-ბედნიერი ხმით უთხრა ერთმა გოგონამ და გაინაბა.
-ო, დედაჩემს...დედაჩემს ყველაფერი ის უყვარდა, რასაც სიცოცხლის ფერი ჰქონდა,-ღიმილმა გაუპო ბაგეები-მას უბრალოდ სიცოცხლე უყვარდა და მე...-გაჩერდა. თითქოს ცრემლიც მოადგა თაფლისფერ თვალებში და დანაოჭებული სახის გადაკვეთა ეწადა.
-რა თქვენ, ნიკო პაპა?-ჩაეძია კიდევ ერთი გოგონა.
-მე ვუყვარდი. სიცოცხლეზე მეტად, მე ვუყვარდი. მახსოვს როგორ უხაროდა, როცა მე ვიყავი მომღიმარი. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩემს სახეზე, მუდამ ღიმილი და ბედნიერება დაენახა. მაშ...
ის ისეთი თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყო. ყველა უყვარდა. ყოველთვის ცდილობდა რომ ყველასთვის გაეგო, მოესმინა...მათ ტკივილს, საკუთარ ტკივილად აქცევდა და სწორედ ეს იყო მთელი უბედურება.
-რატომ უბედურება?
-იმიტომ რომ თავისი თავი, ყოველთვის ავიწყდებოდა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, სულ მოწყენილი და ნაღვლიანი იყო, მაგრამ ცდილობდა მე ეს არ დამენახა, თუმცა ყველაზე უკეთ, ისევ მე ვხედავდი.
-ამას რატომ აკეთებდა?
-ვუყვარდი და ჩემი ბედნიერება, თავის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი იყო. ერთხელ დავპირდით, რომ მუდამ ბედნიერები ვიქნებოდით და ასე თუ ისე, ვასრულებთ კიდეც ამ პირობას.
-ნიკო პაპა, როგორი თვალები ჰქონდა?-უეცრად ჰკითხა ყველაზე უფროსმა ბიჭმა, მათ შორის.
-დედაჩემს...შავი, გიშერივით შავი თვალები და ულამაზესი წამწამები ჰქონდა. თვალებს რომ გაახელდა, ლარივით დაჭიმული წამწამებიდან, სიშავეები ისე ანათებდა, თვალს მოსჭრიდა უმალ ყველას.-გაჩუმდა. თითქოს იხსენებდა ყოველივეს, რაც ბავშვობასთან და დედამისთან ასოცირდებოდა. გაიხსენა კიდეც, თუმცა უჭირდა საუბარი.
-ნიკო პაპა...-ხმამ გამოაფხიზლა.
-დიახ, გისმენთ, ბავშვებო.
-რატომ გაჩუმდით? კიდევ გვინდა. -უყვარდა ვინმე?-ათრთოლებული ხმით იკითხა ერთმა.
-არ ვიცი. გულწრფელად რომ გითხრათ, მის ცხოვრებაში სიცოცხლის ბოლომდე, ერთადერთი მამაკაცი ვიყავი, ვინც გულით უყვარდა და არასდროს მარტო არ ყოფილა. სადაც ის იყო, მეც იქ ვიყავი და პირიქით. ჩვენ ყველაფერი ვიყავით ერთმანეთითვის.
ყველა ფერი.-თბილად, მაგრამ სევდიანად გაიღიმა.
-და არასდროს ნდომებია რომ გათხოვილიყო?
-არ ვიცი. სადღაც გულის სიღრმეში, შეიძლება უნდოდა კიდეც რომ ისე ჰყვარებოდა ვინმეს, როგორც მე მიყვარს ჩემი მეუღლე,-უცბად სიტყვა გააწყვეტინეს და...
-ბებია დეა, როგორი იყო ნიკო პაპას დედა?
თავი მაღლა ასწია ქალმა, მოავლო მზერა იქ მყოფთ და ღიმილიანმა უთხრა:
-ბავშვებო, მას ასე მოკლედ ვერ დაგიხასიათებთ.
-კი მაგრამ, რატომ?
-რადგან იმდენად დიდია მასზე ისტორია, მოკლედ საუბარი, ვთვლი რომ დანაშაულია.
-დანაშაული?-შეიცხადეს-რატომ არის დანაშაული?
-იმიტომ რომ არ მეგულება ქვეყანაზე ადამიანი, ვინც მასზე თბილიი, კეთილი და მოსიყვარულე იყო. დაუსრულებლად უნდა ისაუბრო ყველა ჭრილში და ყველა მოგონება-მოგონებების ზღვაში, სულ ზედაპირზე ამოიტანო. ლამაზად მოქარგო, შეარჩიო ყველა სიტყვა ისე, როგორც ამას ქარგვის, ან ქსოვის დროს აკეთებ და ლამაზი, მაგრამ ცოტა სევდიანი ზღაპრის თხრობა დაიწყო.

სიჩუმემ დაისადგურა. ყველა გაინაბა ზღაპრის მოლოდინში, მაგრამ მოხუცები ჯიუტად არ აგრძელებდნენ მოყოლას.
ამ ჟესტით, თითქოს არ უნდოდათ რომ ზღაპარი, რომელიც მათთვის ყველაზე სევდიანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე თბილი და საოცარი იყო, სხვისი გამხდარიყო. წამით მაინც მოესმინა ვინმეს და მოგონებები, რომლებსაც წლებია ინახავენ, უცბად გამქრალიყო.

ნიკო პაპამ, ჩიბუხს მოუკიდა. ერთი ღრმა ნაფაზი და წამში ბურუსში გაეხვა ყველა.
მხოლოდ ორი ადამიანისთვის იყო ეს ბურუსი მრავლისმეტყველი.
წლების მანძილზე, პეშვით ნაგროვები მოგონებები, ფიქრთან ერთად დღის სინათლეზე გამოდიოდნენ და ათასფერად ნათდებოდა.
წარსულში საუბარი ქალზე, რომელიც მათთვის ქალის, დედის და უბრალოდ ადამიანის ეტალონი იყო, ძალიან მძიმე იყო. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, თუ რატომ არ ვახსენე დედამთილი.
გეტყვით.
თუმცა...თავადაც მიხვდებით.

-ნიკო პაპა,-ფიქრებში გართულს, ისევ ხმა მოესმა არსადიან.-მიდიხართ დღეს?
-რა თქმა უნდა, ბავშვებო. მე და დეა, ყოველთვის დავდივართ და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი.
-ჩვენც რომ წამოვიდეთ, შეიძლება?-მავედრებელი მზერით შეეგებნენ ახალგაზრდები.
-არ გეწყინოთ, თუმცა ყოველ წელს მარტოები მივდივართ. ჩვენთვის ტრადიციად იქცა და გვინდა, რომ ასე იყოს მანამ, სანამ ჩვენც მას არ შევიერთდებით.
ბავშვების ნაღვლიან მზერას რომ შეხედა, დაამატა:
-მაგრამ რომ დავბრუნდებით, აუცილებლად ვითამაშებთ დომინოს. ვნახავ ერთი, როგორ ისწავლეთ.
მაშინვე გაკრთა მათ სახეზე ბედნიერების ჟრიამული და "საომრად" მომზადება დაიწყეს.

...პატარა ბილიკს, ხელჩაკიდებული მოხუცები მიუყვებოდნენ. ერთ-ერთს, ყვავილების უდიდესი კონა ჰქონდა და მთელი სინაზით ეპყრობოდა.
რაღაცებს ჩუმად ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ალბათ ეგონათ რომ ვინმე გაიგებდა მათ გულისთქმას, ამიტომ გადაეწყვიტათ ჩურჩული.
სულ მალე, ბილიკიც დასრულდა და პატარა, დაჟანგული, მაგრამ ლამაზად მორთული ჭიშკარი, ჭრიალით შეაღეს.

-დედა, მოვედით. ისევ მოვედით შენთან. ნახე, დეამ რა მოგიტანა...-მზის კაშკაშა სხივებმა, ათასფერად ააელვარა ყვითელი მზესუმზირები.
-შენთვის დავკრიფე, ჩემო კარგო. როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი...-თქვა დეამ და ნაცრისფერი საფლავის ქვა, უმალ შეიმოსა ფერებით. ყველაზე თბილი და ნათელი ფერებით.
-დაბადების დღეს გილოცავთ, დე.-მთელი სითბო, ამ რამდენიმე სიტყვაში ჩაატიეს და გრილ სიოს, ყველა გულის ნადები მაღლა, უსასრულო სივრცეში გაატანეს, სადაც ის ადამიანი ეგულებოდათ, ვისთვისაც მუდამ ძგერდა მათი გულები.
იქვე ჩამოსხდნენ. ჩუმად...არაფერს ამბობდნენ. არც ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ისხდნენ და უსმენდნენ.
რას უსმენდნენ, არავინ იცის.
ათასი მოგონება ირეოდა მათ გონებაში, ათასი ფერი...
საბოლოოდ ყველა გზა ფიქრისა, იმ ადამიანისკენ მიდიოდა, ვისთვისაც წლების წინ მიცემულ პირობას ასრულებდნენ და ბაგეებს, სევდიანი, თუმცა მოგონებებისგან ბედნიერი ღიმილი, ატმის ყვავილებით ფართოდ ხსნიდა...


..............................................
საკამოდ დიდი პაუზა გამომივიდა..
ბევრი ლაპარაკის გარეშე, უბრალოდ დავბრუნდი ამ თბილი ჩანახატით.
ჰო, იმედი მაქვს არ გეწყინებათ, თუ გეტყვით რომ კითხვის დროს, ის სითბო მოგპარეთ, რომელიც ჩანახატს თან დაჰყვებოდა...მაგრამ გეფიცებით, სულ ცოტა..))))

-გიშერივით შავთვალებიანო, შენ კიდევ გილოცავ და იმედი მაქვს, ახლა ღიმილი ცოტათი მაინც დაგთამაშებს სახეზე და თვალების ირგვლივ, ნაოჭებს გიჩენს...)))

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი One

Saocrebaa es cicqna chanaxati, uspetakesia da dzalian bevri emociit damtvirta)
Kargia rom dabrundit❤️

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

One
Saocrebaa es cicqna chanaxati, uspetakesia da dzalian bevri emociit damtvirta)
Kargia rom dabrundit❤️

როგორ მახარებს ხოლმე ასეთი კომენტარები????მთელი დღე კარგად ვარ...
ძალიან დიდი მადლობა♡აწ უკვე, მეორედ გხედავ ჩემს ჩანახატზე და იმედია, კიდევ გიხილავ და ისა, ეს თქვენობითი ფორმები, არ მეკომფორტულება.
შენობით მომმართე????♡

 


№3 სტუმარი Sonnenblume..

მიყვარხარ მე შენ... ♡♡♡
მადლობა...
ეს იყო ზღაპრული და საოცნებო ჩემთვის,თბილი და ძვირფასი.♡
ყველა სიტყვა,ყველა აბზაცი,ყველა წინადადება♡ სითბოთი გაჟღენთილი...
სათითაოდ ნაფიქრი და წარმოდგენილი,გამათბო ,გამახარა,და დამასევდიანა)) ოღონდ მიხვდები რომელ სევდას ვგულისხმობ...
მადლობა♡ მადლობა რო მყავხარ და არასოდეს მტოვებ,არც უჟმურობის და არც ჟმურიანობისას ;დ
მადლობა დაბადების დღის ამ ძვირფასი საჩუქრისათვის,ერთადერთი ღირებული საჩუქარი
ჩემს ოცდამეთოთხმეტე წელზე)))
მახარებს შენი ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიური არსებობა,და ეგოისტურად მიხარია ეს პაწაწუნა უსაყვარლესი,უთბილესი ჩანახატი რომ მხოლოდ მე მეკუთვნის...
გკოცნი ალუბალო....♥︎♥︎♥︎

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

Sonnenblume..
მიყვარხარ მე შენ... ♡♡♡
მადლობა...
ეს იყო ზღაპრული და საოცნებო ჩემთვის,თბილი და ძვირფასი.♡
ყველა სიტყვა,ყველა აბზაცი,ყველა წინადადება♡ სითბოთი გაჟღენთილი...
სათითაოდ ნაფიქრი და წარმოდგენილი,გამათბო ,გამახარა,და დამასევდიანა)) ოღონდ მიხვდები რომელ სევდას ვგულისხმობ...
მადლობა♡ მადლობა რო მყავხარ და არასოდეს მტოვებ,არც უჟმურობის და არც ჟმურიანობისას ;დ
მადლობა დაბადების დღის ამ ძვირფასი საჩუქრისათვის,ერთადერთი ღირებული საჩუქარი
ჩემს ოცდამეთოთხმეტე წელზე)))
მახარებს შენი ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიური არსებობა,და ეგოისტურად მიხარია ეს პაწაწუნა უსაყვარლესი,უთბილესი ჩანახატი რომ მხოლოდ მე მეკუთვნის...
გკოცნი ალუბალო....♥︎♥︎♥︎

როგორ მიხარია, რომ შევძელი და გაგაბედნიერე...))) ხომ იცი, ზუსტად ასე იქნება ყველაფერი. მჯერა)) ბედნიერების ღიმილი, მუდამ სახეზე გექნება და კი, მიგიხვდი "სევდას"..♡უჟმურიც ისე მიყვარხარ, როგორც ჟმურიანი(◍•ᴗ•◍)სულ სულ შენია...სულ)) ასეთივე თბილი და ტკბილი ხარ, როგორიც ეს ჩანახატია.
მეც ბევრი გაკოცე, ჩემო გიშრისთვალებიანო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent