არსებები (თავი 1)
ისტორიაში არც ერთი დეტალი არ არის სინამდვილესთან ახლოს, თითოეული პერსონაჟი თუ ადგილი მხოლოდ ავტორის წარმოსახვის ნაწილია. თავი 1 -ტია! რას ელაპარაკები საკუთარ თავს მანდ! -დივანზე ჩამომჯდარმა ზუმ თვალი უცნაურად ჩააყოლა ფანჯარასთან, თავითვის მოლაპარაკე სხეულს. ფეხზე წამოდგა და გვერდით დაუდგა. -იქნებ სისულელეების ძახილის ნაცვლად ტვინში მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგენახა?-ხელი მაღლა ამართა და ორმეტრიან ბიჭს თავში წამოარტყა. -ხომ იცი, რომ არაადამიანური ძალა გაქვს მაგ პატარა ხელებში და თავს ისე ვგრძნობ თითქოს ურო ჩამარტყი. -მოკეტე! -ნუ სარგებლობ იმით რომ ქალზე ხელს ვერ ავწევ!-კბილები გამოაჩინა და ისევ დივანზე დაიკავა ადგილი. -ალბათ იცი, რომ ჩემზე ხელს ვერ აღმართავ? -ჰო, დარწმუნებული ვარ შენი რომელიმე ცხოველი ხელს მომაჭამს. -გირჩევ სიტყვები შეარჩიო, თუ გინდა თავი მხრებზე დაგრჩეს. -სინამდვილეში კისერზე უნდა დამრჩეს. -სულელს ვგავარ? -ტყის სულს გავხარ. -თქვა, გუმიჰომ. -ჩემს წოდებას დასცინი? -არა, უბრალოდ ვახსენე. -ტყის სული დამცინის!-გადაიხარხარა და ღვინო ჭიქაში ჩამოასხა. -შენი მელიობის საკითხი ცოტათი მაცინებს.-თეთრ დივანს ხელი დადო და მის ფეხებთან მოსულ ძაღლს მეორე ხელი თავზე მზრუნველად გადაუსვა. -საერთოდ არ გავხარ ღვთაებრივ არსებას, რომელიც ტყეში დაძრწის. -ამოილაპარაკა, როგორც კი მომაჯადოვებელი გარეგნობის ქალს თვალი გაუსწორა. -ალბათ იმიტომ რომ პენტჰაუსში ვცხოვრობ. -ჰო, ალბათ მაგის ბრალია. -თავი დაუქნია. -აქ რატომ ჩამოხვედი ზუ? -როდესაც საზღვარ გარეთ წავედი ერთი ქალი გავიცანი, აღმოჩდა რომ ქალი სულაც არ იყო. -ფეხი ფეხზე გადაიდო და მშვიდად დაიწყო თხრობა. -არსება მოხიბლე? -ტაიმ გაოცება ვერ დამალა და გაეცინა. -გობლინი. -სად იყავი? -ეშმაკური სახით ამოიკითხა ბიჭის სახეზე ემოციები. -გერმანიაში. -ჰო, ძირითადად მადედან მოდიან გობლინები… -უკვე ვთვლი, რომ გობლინები ლამაზები არიან. -მახსოვს როგორ გადამაგდე მთიდან, მას შემდეგ რაც გაიგე გობლინი შემიყვარდა. -გობლინი, რომელიც ადამიანად გადაიქცა. -ხომ იცი რომ გობლინები 1000 წლის შემდეგ ადამიანები ხდებიან? -ტაიმ წარბები შეკრა და მშვიდად გადაწოლილ ბიჭს გახედა.-ისიც მალე გახდება ადამიანი. -ჯერ მხოლოდ 200 წლისაა. -მით უარესი, ჯერ კიდევ ბავშვია! -პატარა გოგონები მიზიდავენ. -პედოფილი ხარ? -თვალები დაქაჩა და ახლა ისე გაუსწორა მზერა ზუს. -კარგი რა, მხოლოდ 1299 წლის ვარ. -ისე თქვი, თითქოს განსხვავება 1099 წელი არ იყოს. -აბა ჯობია, ის გობლინი შემიყვარდეს რომელიც 999 წლისაა? -რა ვერ მოინელე ნიკოლაის ადამიანობა. -საზიზღარ სული ჰქონდა, მთის სულმა იგი განდევნა, შენ კი ადამიანად ქცეული შეიყვარე. -წმინდა სისხლის შთამომავლობა ჰქონდა. -წმინდა სისხლის შთამომავლობა არ აძლევდა უფლებას, მოეკლა 170 ქალწული. -კარგი, შეიძლება 170 ბევრია, არ გახსოვს? მათემატიკაში სულ უჭირდა და გადათვლისას ორმოცდაათს ოდნავ აცდა. -ამ თემამდე როგორ მივედით?-ზუმ შუბლზე ხელი მოისვა და წამოდგა. -არ ვიცი, რა ჰქვია? -შეილა. -შეილა? ნამდვილად გობლინია? -ტაი, ნამდვილად ტყის სული ხარ? -ხომ იცი რომ ტალია მქვია? -სახელი შენს წოდებასთან რა შუაშია? -გობლინების სახელები აიზე მთავრდებიან. -ამით რის თქმას ცდილობ, რომ შეილა მატყუებს? -არვიცი, შეიძლება წმინდა სისხლის მოდგმიდანაა და უფლება ჰქონდათ მის მშობლებს სახელი თავად აერჩიათ. -საერთოდ მაგათი დანიშნულება რა არის? -წარბები შეკრა ზუმ და ჩაფიქრებულმა ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო. -ალბათ დაგავიწყდა, რომ მას შემდეგ, რაც სამყაროში ტექნოლოგიები შემოვიდა, აღარავის ჭირდება ჩვენნაირი არსებები. -ხელით მობილურზე მიანიშნა და ღიმილით გადააქნია თავი ტაიმ. -და რა, ახლა მხოლოდ იმიტომ უნდა ვიცხოვროთ ყველამ უსაქმურად, რადგან ქათმებს ფერმაში ზრდიან? -გთხოვ, არ მითხრა რომ ტყე-ტყე პირში ტახ გაჩხერილი სირბილი მოგენატრა. -ისევ თემას გადავუხვიეთ. გობლინებიც ჩვენსავით უსაქმურად არიან? -ნიკოლაი არაფერს აკეთებდა მთელი 50 წლის განმავლობაში, რაც მას ვიცნობდი. -ანუ ეგენიც უსაქმურები არიან? -არვიცი, შეიძლება კვლავ დაკარგული სულების პოვნა ევალებათ. -დაკარგული სულები?ის სულები რომლებიც მოკვეთილნი არიან საკუთარი წოდებისგან? მაგას ჯიპიესით ვერ იპოვნიან? -ამიტომაც არ ვიცი, ამჟამად საქმიანობენ თუ არა რამეს. -მასაც მოწონხარ? -მას შემდეგ რაც ჩემი ასაკი გაიგო, ისე იქცევა თითქოს ბაბუამისი ვარ. -საერთოდ ბაბუამისზე უფროსი ხარ. მის მშობლებზე რა ხდება? ისინიც გობლინები არიან? -კი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისიც წმინდა სისხლისაა.-გახარებულმა ზუმ ამოილაპარაკა და ღვინო ისევ მოსვა. -სულელო! რა გიხარია? რომელი გობლინი შენ ხარ, მაგ გოგოსთან რამე რომ გაგივიდეს. -შენც არ იყავი გობლინი. -სამაგიეროდ, არც ის იყო. -ისე მელაპარაკები ასაკზე ვითომ შენ მაშინ ძალიან პატარა იყავი.-წარბები აათამაშა და ტელეფონზე მოსული შეტყობინება გულდასმით ამოიკითხა. -იცი რა არის ტყის სულის ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილი?-ტაიმ თვალები დაახამხამა და ეჭვისთვალით შეხედა გაღიმებულ ბიჭს. -ის რომ ტყის სული ხარ? -ეგ არა,-გაეცინა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, კიდევ ერთი ბოთლი ღვინო რომ არ გაეხსნა, ისე ვერ გააგრძელებდა ვერაფრის მოყოლას. -აბა? -თავი მობილურიდან ამოწია და ყური დაუგდო აბობოქრებულ ქალს. -ჩემი ცხოვრება უსასრულობამდე გრძელდება, მიუხედავად ასაკის თვლისა, ჩემი ცხოვრება არ სრულდება. სულელ ადამიანებს უნდათ სამუდამო სიცოცხლე ჰქონდეთ, რადგან მაქსიმუმ 100 წელში ვერაფერს მოასწრებენ. მაგრამ მე მინდა 50 წელი მქონდეს, და ადამიანების ცხოვრებით ვიცხოვრო. -შენ გგონია მოგეწონებოდა ეგ ცხოვრება? საცოდავი წლები, რომლებიც თვალისდახამხამებაში გაივლის? -მთელი ცხოვრების მარტოობაში გატარებას ჯობს. -მარტოობაში? იცი დედამიწაზე რამდენი არსებაა, რომელსაც უსასრულოდ ცხოვრება შეუძლია? -და მერე? შენს ასაკში მეც მიხაროდა უსასრულო ცხოვრება, რომელიც არასდროს დასრულდებოდა, მაგრამ ახლა, ისე იწელება, ისე მიზოზინებს, მინდა ყელი გამოვიჭრა და სიცოცხლე დავასრულო. მაგრამ ფიზიკური სხეული არ გამაჩნია, ჩემს სულს სისხლის გარეშე არსებობაც ჰყოფნის და სულაც აი აქ,-ხელი გულზე მიირტყა და თვალებ გაფართოებულ ზუს შეხედა.-ხანჯალი რომ დავისო, მაინც უსასრულობამდე გამიგრძელდება გზა. -შეიძლება მეც აღარ მსურდეს შენს ასაკში მსგავსი უსასრულო ცხოვრება, მაგრამ იქნებ სახლში მოხუცივით ჯდომას და ქსოვას მოეშვა, ცოტახნით ტყეში გაისეირნო, ცხოველებს მოუხმო და დაისვენო. -რომელ ტყეშია საკმარისი ცხოველი ეს სიცარიელე რომ შემივსოს ზუ?-სასმელი მოსვა და მთვრალი ღიმილით შემოალაგა გრძელი ფეხები დივანის წინ განთავსებულ, ოთხფეხა მაგიდაზე. -სულ რომ ამაზონის ჯუნგლებში გავიქცე, იმ ცხოველებს ის ენერგია აღარ გააჩნიათ, რაც რამდენიმე ასეული წლის წინ ჰქონდათ. -რატომ აღარ იცავ ცხოველებს, თუ ასე გადარდებს მათი ენერგია? -მთის სულმა აკრძალა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, ახლა კი მეუბნები რატომ არ ვგლიჯავ მონადირეებს, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს ტერიტორიაზე შემოაბიჯეს? არც კი იცი როგორი სურვილი მაქვს თითოეული უგუნური ადამიანის ჩამოშორების. მაგრამ არ მინდა ჯოჯოხეთის კლდეში 900 წელი გავატარო, მხოლოდ ერთი სიცოცხლის შთანთქმით.-ქაოტურად საუბრობდა, მისი ემოციები კი ოთახში ქაოსად გადმოდიოდა, თვითონ ვერ აცნობიერებდა, მაგრამ ზუს ჰაერში ავარდნილი ნივთების აცილებაში ენერგია ეხარჯებოდა. -დამშვიდდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ძალებს გამოვიყენებ და ეჭვიც არ შეგეპაროს, 1300 წლის დემონის გაღვიძება მთელს სახლს თავზე რომ დაგამხობს.-გაღიზიანებულმა ზუმ, ძაღლს ფეხი ჰკრა, რითაც ტყის სულის ქაოსში ჩაძირული გონება გაათავისუფლა და გამოფხიზლდა.-ვერ ვიტან შენს ამ ავარდნებს! იქნებ მსგავს თემებზე საუბრამდე მწვანე, ან გვირილას ჩაი დალიო? -ფეხზე დაძაბულად წამომდგარი ადგილზე დავბრუნდა, გოგოს შეხედა და დარჩენილი ღვინო ბოლომდე გამოცალა. -შემდეგში როცა მოხვალ, გზად გვირილის ჩაი წამომიღე. -გზაზე გამახსენდა,შეიძლება არ იცოდე, მაგრამ 5 საათისთვის გერმანიაში მივფრინავ. -ტაიმ მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა და მაღალ ბიჭს ახედა. -უკვე ხუთია. -ვიცი.-ხელი გაწოდა და როგორც კი ქალის ხელი შეეხო მაშინვე გაუღიმა.-მომავალ შეხვედრამდე ტალია! გაქრა, თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა გუმიჰო. რაც არ უნდა საშიშ მონსტრებად წარმოიდგინო მითოლოგიური არსებები, ერთი თვალით, კუდით, ან თუნდაც ცხრა თავით, მათ ყოველთვის აქვთ ადამიანური სახე, რითაც შეუძლიათ იცხოვრონ თანამედროვე სამყაროში. დედამიწაზე კი უამრავი შენიღბული სული იყო, ფიზიკური სხეულით, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.