დაიჯერე,სიყვარული არსებობს!(თავი1)
ღამე... Საათი 01:01 მიჩვენებს,სახლამდე მისასვლელ კიბეებს სწრაფად ავდივარ.ცივა,ნოემბერს რომ შეეფერება ზუსტად ისეთი ამინდია.პალტო კარგად შემოვიხვიე თხელ შემცივნულ სხეულზე,თეთრი კაშნეც კარგად შემოვიხვიე ყელზე და აწითლებული ცხვირი ჩავმალე.კიბეები უსასრულოდ გაგრძელდა.ჩემი სახლის საფეხურებს ვითვლიდი უკვე.როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე.კარში გასაღები შევდევი და ხელის მარტივი მოძრაობით გავაღე ჩემი თბილი სახლის ცივი კარი. Სახლში აი ის სითბოს ჰარმონია იყო რომელსაც ასე ძალიან ვნატრობდი.პალტო და შარფი კარადაზე ჩამოვკიდე,ჩემი თბილი ჩუსტები ფეხზე მოვირგე და სამზარეულოსკენ დავიძარი.ჩაი მჭირდებოდა,ისე როგორც უდაბნოში მყოფ ადამიანს წყალი.ჩაიდანი გაზზე დავდგი,ჭიქა გამოვიღე სასურველი შაქრის დოზა ჭიქაში ჩავყარე და დაველოდე წყლის ადუღებას რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა.სანამ წყალი ადუღდებოდა დედას გამომცხვარი კექსიდან ერთი ნაჭერი მოვჭერი და თეფშზე დავდე.ამასობაში წყალიც ადუღდა,მალე არომატული სითხეც გამზადდა და ჩემი გაციებული სხეული მთლიანად გამითბო.პირველი მოსმა ჩაის და მივხდი უკვე მემელიონეჯერ რომ ყველაზე მაგარი სასმელია მთელს პლანეტაზე,გალაქტიკაში დიახ თვით რძიან გზაშიც კი ყველაზე მაგარი სასმელია. Ტელევიზორი ჩავრთე,ეგრევე ფილმი შემხვდა სიყვარულზე.ო,ღმერთო ამ ლამაზ გრძნობაზე რომელსაც ცაში აყავს ადამიანი,ღმერთო როგორი მარაზმია თითოული სიტყვა,თითოეული წინადადება რაც კი უთქვამთ და რასაც კი ამბობენ სიყვარულზე.ფილმი მსახიობების გამო,მხოლოდ მათ გამო არ ჩამიწერია "ვერტიკალურ და თან ბრუნვად"შავ სიაში,დიახ აქ ხვდებიან ისეთი ფილმები რომლებიც მელოდრამა,სიყვარული,სისათუთეა აქ თუ ფილმი მოხვდა,ანუ ის ჩემთვის სამუდამოდ დახურულია. Ხო,ფილმი რომელსაც ამჟამად ტელევიზორის ეკრანი აჩვენებს "უბის წიგნაკია"ეს ფილმი ადრე ძალით მანახეს ჩემმა რომანტიკოსმა მეგობრებმა და საბოლოოდ,კიდევ ერთხელ ვაღიარე მსახიობთა ოსტატობა,ამ პროფესიის ზებუნებრივი ძალა. Მოკლედ ამის ნახვას არ ვაპირებდი ამიტომ სხვა არხზე გადავრთე,ყველგან ერთი და იგივე ჟანრი,თემა მოკლედ საბოლოოდ ჩემმა ტელევიზორმა დაკარგა გამოსხივება და დაიძინა. Ახლა კი ცოტა რამ ჩემს შესახებ,ალბათ ბევრს აინტერესებს,ბევრს არ აინტერესებს მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა Კატო იშხნელი,19 წლის,მომავალი იურისტი,თსუ-ს სტუდენტი.მაღალი,შავგრემანი,დიდი წამწამებით,ყველაზე ლამაზი თვალის ფერის მქონე მსოფლიოს მასშტაბით დიახ დიახ თაფლისფერის.პატარა ცხვრით,თვალთან პატარა ლამაზი ხალით.მოკლედ ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ ჩემი ანატომიით.დავიბადე 12 ნოემბერს,ღამის 01:01წუთზე,წვიმიან დღეს.ოჯახი იმდენად ძვირფასია ჩემთვის არ მიყვარს მათზე ხალხში საუბარი თუმცა ახლა ის იშვიათი გამონაკლისია როცა აცილებელია მათზე რამის თქმა.დედა ელენე დევდარიანი ექიმი,ადამიანი რომელიც რომ არ ყოფილიყო არც ვიქნებოდი და არც ჩემი ცხოვრება იქნებოდა ისეთი როგორიც ახლაა,ყველაზე უკეთ იცის რა მინდა კონკრეტულ მომენტში,ქალის იდეალია,რომელიც განუმეორებელია.მამა ლევან იშხნელი,ისიც ექიმია.მე კარგი გაგებით,ზედმეტი გადახვევების გარეშე მამიკოს გოგო ვარ.მამა,უბრალოდ საოცრებაა. Ბებია ეკატერინე(კატო)ჭავჭავაძე,ახალგაზრდა ბებოა რომელიც,ექიმია,მანქანას მბროლელივით ატარებს,სპორტდარბაზში დადის,აქტიურია საოცრად და დღემდე შეიძლება ახლა უფრო ბაბუაჩემს ეპრანჭება.საცარი ქალია,ყველაზე მეტად მიყვარს მასთან დროის გატარება.ბაბუა გეგა იშხნელი ისიც ექიმია,საოცარ ფორმაშია,უსიმპატიურესია და ჩემიი ბაბუშკოაა. Რაც შეეხბა ჩემს და-ძმებს შეიძლება გეფიქრათ რომ დედისერთა ვარ მაგრამ,არა.მყავს ორი და,ორი ძმა.დები ჩემი პატარები ევა და ელისაბედი ტყუპები არიან,სულ რაღაც ორი წლისები და საოცრად გვანან ერთმანეთს,ფუნთუშები არიან ჩვეულებრივი.რაც შეეხება ძმებს ჩემზე უფროსები არიან რამდნიმე წლით.ისინი არიან ადამიანები რომელთა გარეშეც ალბათ ყველაზე მეტად გამიჭირდება ცხოვრება.ისინიც ტყუპები არიან დემეტრე და დამიენე იშხნელები.ისინი 23 წლისანი არიან.ორივე ჩემი საყრდენია.ადამიანის და კაცობის ეტალონები.წიგნებში რომ ყავთ მწერლებს იდეალური კაცის პერსონაჟები ეგეთები არიან ზუსტად.იმ ნაკლითაც რომელიც უფრო მეტად იდიალურს ხდის მათ პიროვნებებს.ზოგადად მკაცრები არიან,ოჯახში ყველაზე მხიარულები,ორივე პრინციულია,მიზანდასახული,ამაყი,ცოტას საუბრობენ,იდეალური მსმენელები არიან,უსიმპატიურესები არიან და ამავდროულად მომავალი ექიმები.გარეგნობით ძალიან გვანან ერთმანეთს,ხასიათითაც მაგრამ მნიშვნელოვანი შტრიხები აქვთ განსხვავებული. Ალბათ ძალიან გაგიკვირადათ ამდენ ექიმში იურისტობა რომ ავირჩიე,თუმცა ბავშვობიდან ასეთი ვარ სულ ახალს ვეძებ,ალბათ და კიდევ იმან რომ ამ პროფესიისთვის ვარ დაბადებული,ჩავაბარე იურიდიულზე.ოჯახის ყველა წევრი მხარს მიჭერს და არანაირი პროტესტი არ ქონიათ ამაზე.პირიქით,ასე მითხრეს შენ რაც გინდა ის უნდა აირჩიო პროფესიად,მერე რა რომ ექიმების ოჯახში დაიბადე,ეს საერთოდ არაფერს ცვლის.შენ უნდა გახდე ის ვინც გინდა,ჩვენ გვინდოდა ექიმობა და გავხდით ექიმები.ასეთია ჩემი საოცარი ოჯახი Ხუთივე და-ძმის ხასიათში დევს პრინციპულობა,სიამყე და მიზანდასახულიბა.ევა და ელისაბედი მართალია პატარები არიან თუმცა უკვე ჩანს მათი ხასიათი.ეს გენეტიკურად გადმოგვეცა.დედას მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა,მაშინ როცა 18 წლის იყო.დარჩა მარტო,მაგრამ მანც შეძლო ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება.უძლიერესი ადამიანია. Ჩემი ოჯახი რამდენიმე კლინიკის მფლობელია,ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვარ თუმცა ამით უფრო ვწუხდებოდი ბავშვობაში ვიდერე სიამოვნებას ვიღებდი.მშობლებმა ისე გაგვზარდეს არასდროს ვინმეზე მეტად არ გვიგვრძნია თავი.ბარემ კონკრეტულ განხრებსაც გეტყვით ჩემი ექიმების დედა და ბებო გინეკოლოგები არიან,საოცარი სანახავია ორივე ერთად სამშობიარო ბლოკში სრული ჰარმონიაა მათ შორის ,ეს სულ ასე იყო.დედა ბებიასთვის შვილი იყო მეორე შვილი,გოგო რომელიც სულ უნდოდა.ბაბუშკო ნეიროქირურგია,მამა კარდიოქირურგი. Მე ამჟამად მარტო ვცხოვრობ,თუმცა ალბათ დავბრუნდები მალე ჩემს სახლში.მათთან მინდა ყოფნა.იმისდა მიუხედავად რომ ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ,ახლაც ჩემი ფული მაქვს და მარტო ყოფნაც არ მიჭირს.მათ გარეშე აღარ მინდა გაჩერება. Ასეთ სიყვარულში გაზრდილ ბავშს ქალის და კაცის სიყვარულის არ მჯერა,ყველაფერი აბსურდი მგონია რომელიც ოდესღაც დასრულდება.გასაკვირია არა?დედას და მამას სიყვარულზე ლეგენდები დადის დღესაც,ბებო და ბაბუ ხომ საერთოდ ცალკე თემაა.მაგრამ რა ვქნა ასე მწამს და მჯერა.ასეთი ხასიათი მაქვს.არასდროს ვუსმენ გულს,სულ გონებით ვფიქრობ. Ამასობაში ლოგინშიც ჩავწექი,ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო სახლში ვბრუნდები,გადაწყეეტილია.რასაც გადავწყვეტ იმას აღარ გადავთქვამ. Მორფეოსის სამყაროს უნდა მივცე თავი. Ხვალინდელი დღე,რას მომიტანს? Იქნებ იმას რასაც ვერ წარმოვიდგენდი. Მორჩა,საათს დავხედე 02:10,ვიძინებ. Გამარჯობა სიზმრების ღმერთო. --------- Მოგესალმებით,ახალი ისტორიით დაგიბრუნდით იმედია მოგეწონებათ,მე შევეცადე საინტერსოდ დამეწყო.ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. Ისიამოვნებთ იმედია. Ბოლო სიტყვებს ვწერ Დიდი დასაწყისის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.