შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 16


26-11-2015, 22:34
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 294

-ყოველდღე უნდა მოხვიდე და ლექციები მიკითხო,თუ როგორ გიჟდები ჩემზე და უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია,-შევხედე ცინიკური ღიმილით და მაგიდას მივუჯექი,გაბრიელი კი გაუნძრევლად იდგა და თავზე დამშტერებოდა.
-ალბათ, ძალიან გაგიხარდება,-მითხრა და გაჩუმდა
-რა?-ვკითხე მისი ნათქვამით დაინტერესებულმა და წამოვდექი,ხელის გულებით დავეყრდენი მაგიდას და თვალებში შევხედე.
-დემეტრე ჩამოვიდა,-გამცრა,გაბრუებული ჩავესვენე სავარძელში და ხელები ავიფარე სახეზე,ვიგრძენი როგორ ამეწვა თვალები და ცრემლებიც მომადგა,დემეტრესთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ მქონდა და მხოლოდ შიშს ვგრძნობდი,მე შემეშინდა იმ ადამიანის ვინც საკუთარ ძმას ამტყუვნებდა ჩემს წინაეშე და მხარს მიბავდა.რა პირით ვნახო და ვუთხრა რომ მის ძმას ყველაფერი ვაპატიე,იქნებ მას ჩემი ნახვა არც უნდა,სინამდვილეში ხომ მას არანაირი გრძობა არ გააჩნია და გრძნობა,რომელიც არსებობს გაბრიელია,-რას ფიქრობ ამდენს?,-მომიახლოვდა შეშინებულს,-დავიჯერო არ გაგიხარდა?,-ამას რაღა უნდა,სიამოვნებს ალბათ,ყოველვის რომ მანადგურებს და მის წინაშე ტირილი მინდება,-ასე რამ აგაღელვა,შენი მამაკაცი საქართველოშია თანაც უცოლო,-თქვა ოდნავ გაღიზიანებული ტონით,-უ ცო ლო,-დამიმარცვლა,-რატომღაც სიხარული არ გეტყობა,შენ რა აღარ გიყვარს?
-მეთამაშები?,-წამოვხტი გაბრაზებული,-რას ნიშნავს უცოლო,გამაგებინე რა გინდა?
-მისი ცოლი მოკვდა,-ისე უგულოდ თქვა,ცივად რომ დახრჩობა მომინდა
-ვწუხვარ,-ენის ბორძიკით ვთქვი და ვიგრძენი რომ მეც უგულოდ გამომივიდა და ჩემი თავის შემრცხვა.
-ამის სათქმელად მოვედი,დანარჩენი შენ იცი,დღეის მერე ვეღარ მნახავ,-მისი არ მჯერა,დავიჯერო ასე იოლად მომშორდება?იმის და მიუხედავად რომ მისი სიყვარული მეც შემომეპარა მაინც ჯანდაბაში გავგზავნი?ესეც გაივლის.
-იმედია,-ვუთხარი გაბადრული მზერით.
-ალბათ როგორ გაგიხარდა,-თქვა და შებრუნდა,-მგონი დავიღალე შენთან ბრძოლით და შენს თავს ჩემს ძმას ვუთმობ,-თითქოს ამოიოხრა და მშვიდი ნაბიჯებით წავიდა.
არ მჯერა მისი,ასე იოლად გაბრიელი არ დამთმობს,მგონია რომ კიდევ ახალ გეგმას ადგენს ჩემი გამწარებისათვის,მას ხომ კარგად გამოზდის ადამიანების ნერვებზე თამაში.წამიერი სისუსტით მეგონა რომ შემიყვარდა,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი,ისევ დემეტრეზე მეფიქრება,ვინმე რომ ისმენდეს ცემს ფიქრებს გაოცებული მკითხავდა,საერთოდ რა მინდა,რითი ვიქნები კმაყოფილი და ბედნიერი,მეც არ ვიცი,საეროდ არსებობს ბედნიერება?ბედნიერება წვრილმანებშია,მაგრამ მე ის წვრილმანიც არ გამაჩნია,რომ ბედნიერება ვუწოდო.ყოველდღიური რუტინა მომაბეზრებელია და იმის თავიც არ მაქვს ყოველდღიურობაში ვეძებო ის რაც გამხდის ბედნიერს.
* * *
სახლში გვიან ღამით დავბრუნდი საშინლად დაღლილი და ძილის მეტი არაფერი მინდოდა,აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე,რომ გამოვედი ჩაის გასაკეთებლად სამზარეულოში შევედი პირსახოცის ამარა,სახლში მარტო ყოფნას ერთი კარგი პლიუსი აქვს,ჩემს ნებაზე ვარ,მგონი მთელი ცხოვრება ასე ვიქნები და ჩემი ძმა მართალია,ჩემს კერას ვერავის გავუყობ.ქურა ავანთე და ჩაიდანი შემოვდგი,მიყვარს ადუღებისას შტვენას და ფუხფუხს რომ იწყებს,სანამ ადუღდებოდა ჭიქა ავიღე და ჩაის პაკეტი ჩავდე შიგ,საშაქრიდან ორი კოვზი შაქარი ამოვიღე და ჩავყარე.მგონი უჯრაში პეჩენიაც უნდა მქონდეს,უჯრა გამოვაღე და პარკი ამოვიღე,შოკოლადის კრუასანების თეფშზე დავაწყე და მაგიდაზე დავდე,მერე მაცივარი გამოვაღე და მანდარინები ამოვიღე,თბილი წყალი გადავავლე და კრუასანებს მივულაგე გარშემო,ამასობაში აფუხფუხდა ჩემი წყალი და დავასხი,როცა გაფერადდა პაკეტი სხვა ჭიქაში გადავიტანე და მაგიდას მივუჯექი,ნელ-ნელა მოვურიე რომ შაქარი მალე გამღვალიყო,სული შევუბერე და მოვსვი,კრუასანიც მივაყოლე, სრული ნეტარება სუფევს ჩემთან,თვალებ დახუჭული ვირებ მეორე კრუასანს თეფშიდან და პირში ვიდებ,როდესაც კარის ხმა მესმის და მე პირსახოცის ამარა ოთახში შევრბივარ,საღამურს ვიცვამ,საგულდაგულოდ ვიკოჭავ და კარისკენ მივდივარ.
-რომელი ხარ?-ვეკითხები.
-მე ვარ,-მპასუხობს.
-ვინ შენ?-ისევ ვეკითხები.
-ცივა,შემომიშვი სითბო მიწილადე,-ხმის კანკალით მეუბნება.
-უცხოებს სახლში არ ვუშვებ,-არადა უცხო არაა.
-ხმაზე ვერ მცნობ?-ცოტა გამწყრალი ხმით მეკითხება
-აკი გავქრებიო?-კითხვას ვუბრუნებ
-შემომიშვი და გავქრები სამუდამოდ.
-მპირდები?
-გპირდები!,-ვაღებ კარს და მხვდება ერთიანად სველი გაბრიელი,მის თმას წურწური გააქ,-საშინლად წვიმს.
-ხო ვხედავ,-სიცილს ძლივს ვიკავებ,-ასეთი ბოროტიც არ ვარ რომ ამ მდგომარეობაში სითბო არ გიწილადო,თუ შეიძლება მალე შემოდი სახლი გაიყინა,-ჭყაპა-ჭყუპით შემოვიდა სახლში,საწყალი,კანკალებდა და აცემინებდა,-უეჭველი გაცივდები,-ვუთხარი და კარადიდან პირსახოცი გამოვიღე,-გამომართვი,შედი აბაზანაში წყალი გადაივლე,-პირსახოცი გამომართვა და ჩემი მზრუნველობით გაკვირვებული აბაზანაში რგორღაც შელასლასდა,სველი ტანსაცმლით დამძიმებულს,ეტყობოდა სიარულის თავი აღარ ჰქონდა.მე ფხუკუნით შევედი სამზარეულოში და ხელმეორედ ავადუღე წყალი და ჩაის გასაკეებლად ახალი პაკეტი ავიღე,კარადიდან ის ჭიქა გამოვიღე,რომელსაც არასოდეს ვიყენებ.ისე დავიწყე ფუსფუსი თავი ცოლი მეგონა გაბრიელი კი ქმარი,რომელიც დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან და წყალს ივლებს მე კი ჩაის ვუდუღებ,ნეტავ რატომ შემოვუშვი,სახლი არ აქვს?.
-რაო რას ამბობდი?,-მესმის მისი ხმა და ვტრიალდები,დგას პირსახოც შემოხვეული და სველ თმაზე ისვამს ხელს.ტანი კი აქვს შოკოლადივით,ნერწყვები მომადგა.
-რა ვთქვი?,-ვკითხე გაკვირვებულმა და ქურა გამოვრთე.
-სახლში რატომ არ წავედი?დღეიდან უსახლკარო ვარ
-რატომ?-გაოცებული ვეკითხები და ცხელ ჩაის ვაწვდი,ისიც მართმევს და ჯდება.
-მელოდებოდი?,-მეკითხება და კრუასანს იღებს,-როგორ მოგიწყია
-დადე ეგ შენ არ გეკუთვნის.
-ვითომ რატომ?არ შემერგება?-უკვე ჩაუძახა მუცელში და კაი დროს მეკითხება
-არა,ჩემია.
-უკვე ჩემია,-ასუფთავებს მთელ თეფშს.
-ღორო!
-გმადლობ,-ჰაეროვან კოცნას გზავნის და ჩაის სვამს,მე უკვე სურვილი დავკარგე ჩაის დალევის და მისაღებში შევედი,დივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე,-რა სასიამოვნოა,-შემოვიდა ჭიქით ხელში,-ჩემი ცოლი ტელევიზორს უყურებს,მე ცხელ ჩაის ვსვამ.ასევე ჩემი ცოლის გაკეთებულს და ყველაფერი ზედმეტად ტკბილად მეჩვენება.
-ხო გეჩვენება,მე შენი ცოლი არ ვარ და არც ეს კერაა შენი,არც ეგ ჩაი მომიმზადებია სიყვარულით.
-არადა,როგორ იგრძნობა შენი სიყვარული ამ ჩაიში,ამას მარტო მე ვგრძნობ.
-რომ დალევ წადი.
-ასე სად წავიდე?
-მე რა გიყო?
-გაშრება და წავალ,შიშველს ხოარ გამაგდებ.
-რატომაც არა,ტანსაცმელი მაინც არ დაგისველდება და რა გიჭირს.
-გავცივდები.
-არაფერი გიშავს,მოიცა,-ახლაღა გამახსენდა რომ კარადაში დაჩის ძველი სვიტერები და შარვლები ეწყო,წამოვდექი და გაბრიელის შესაფერისის საძებნელად კარადასთან მივედი,დაჩის ჩვევა იყო ყველაფერი ძველი ჩემთან შეენახა.რაღაც ვიპოვე და გაბრიელს მივაჩეჩე.-ჩაიცვი და აორთქლდი.
-საცვალი?-მის ნათქვამზე თვალები გამიფართოვდა.
-სამწუხაროდ მამაკაცის საცვლებს არ ვინახავ,-ვამბობ და ვხარხარებ.
-რა გაეწყობა,ისევ გაშრობას დაველოდები.
-რა პრობლემა ხარ რაა,არ უნდა შემომეშვი,-ბუზღუნით დავჯექი დივნაზე.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

რა დემეტრე კაი რა ამ გოგოს რა ვერ გაურკვევია კიდე რომელი უყვარს რა მნიშვნელობა აქ გარეგნობას . ფიქრითაც არ უნდა იფიქროს დემეტრე ხო არ მიყვარსო ვერ ვიტან ასეთ გაურკვეველ გოგოებს am ვგიჟდები მე გაბრიელზე მაგას თუ არ უნდა მე გამომიგზავნეთ არ შეიძლება? request ნუ ხო კაი ჯანდაბას ყავდეს მაგას recourse კარგად წერ ველოდები მომდევნო თავს იმედია უფრო მსუყე იქნება და მეყოფა wink

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კაი რა რა დემეტრე რის დემეტრე მალე დადეე ეს გოგოც რით ვერ გაერკვა რაა :X ვაიმეე გაბრიელზე ვგიჟდებიი :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent