შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი ( თავი 3)


12-06-2022, 09:25
ავტორი sabrina
ნანახია 5 946

თავი 3





******
ის არ მაკლდა გაწუწული რომ ვარ ეხლა ეს კაცი მინდოდა კიდე?!
- გითხარით გაგიკეთებთთქო , მეტი არაფერი შემიძლია და რა გაღრიალებთ.- ნახევარი საათია ვუხსნი ეს ვინ ყოფილა.
- ახალი გარემონტებული ბინა ჩამომირეცხე მეტი რა უნდა გამიკეთო. როგორც გინდა ისე გააკეთე ეგ ონკანი დროულად- ამასაც თუ კაცი ქვია, მარტო ღრიალი და ცოლზე გინება გამოსდის.
- გამოძახებული მყავს უკვე ხელოსანითქო ხომ გითხარით- ამის თქმა და ფეშენ ვიკის კვირეულიდან გადმოგდებული ლუქით ხელოსნის ხმა ერთი იყო
- რა გაღრიალებს!
- რას ქვია რა მაღრიალებს!ჩამომრეცხა ვერ ხედავ?-გალუმპულ იატაკზე მიანიშნა.
- მერე ქალს ეგრე უნდა ელაპარაკო?მოვედი და გავაკეთებ- წარუდგინა ბიჭმა თავი.
- შენ უნდა გააკეთო?-დამცინავი სახით გახედა. კარგად აათვალიერა მისი ჩაცმულობა- რა გეტყობა შენ ხელოსნის?- მართალია ეს კაცი , ასეთი ხელოსანი მარტო ფილმებში მყავს ნანახი.
- და რა არ მოგწონს?-რაღას იჭიმები დალოცვილო შენც ხომ იცი რომ არ ხარ ხელოსანი.
- ის რომ შენ ხელოსანი არ ხარ და მე რემონტი მიფუჭდება, რისი გამკეთებელი ხარ არ გეტყობა? ხინკალსაც დანა-ჩანგლით ჭამ ალბათ- ამის თქმა და მოხვდა კიდეც იმ დამცინავ სახეში.არც ამან დაუთმო და ვიღას ახსოვდა წყალდიდობა რომ მქონდა სახლში. როკ ვარსკვლავს რომ არ გამოეხედა ხმაურზე და არ გაეშველებინა მარტო ჩემი კივილით არაფერი მოგვარდებოდა.ძლივს ვაი ვაგლახით გაიყვანა ჩემი ღიპიანი მეზობელი გარეთ როკ ვარსკვლავმა
- -ვაიმე წარბი გაქ გახეთქილი- უცებ ვეცი სისხლის დანახვაზე.
- რა დროს წარბია -აბაზანაში შევიდა და ვინტილს დაუწყო ძებნა , გადაკეტა და წყალიც შეწყდა სახლში.
- სულ ეს იყო? - გაოცებულმა შევხედე.
- ხვალ ნამდვილ ხელოსანს გამოგიგზავნი, მე მართლა არ ვიცი ონკანის შეკეთება- საწყალი სახე მიიღო, არადა ფილმებში იციან.
- აბა რაღას ეცი იმას- კარებისკენ ვანიშნე-მართალი უთქვია
- რა იყო სიმართლე, ჩემს კაცობაში ეჭვის შეტანა?-როდის უთხრა კაცი არ ხარო.
- წამო დაგიმუშაო წარბი- კამათსაც აღარ ჰქონდა აზრი, არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა.
- ჯერ გამოიცვალე, რა ფორმით დგახარ - მერე დავიხედე ტანზე,მაისური და შორტი ზედ მქონდა მიკრული.საძინებელში შევედი , მოვწესრიგდი და უკან დაბრუნებულს დივანზე დამხვდა მიწოლილი.
- დათო ცუდად ხომ არ ხარ- მართლა შემეშინდა
- არა , უბრალოდ თავბრუ დამეხვა- წამოდგა და გასასვლელისკენ გასვლას აპირებდა რომ წაბორძიკდა.
- ესე ვერ გაგიშვებ !-წინ გადავუდექი- სოფო მაინც არაა აქ დარჩი, ტვინის შერყევა არ გქონდეს.
- მერე რას იტყვის შენი შეყვარებული? - ჩართო ირონია.
- ნუ გეშინია, მენდობა და ნუ დადიხარ დაჯექი წარბს დაგიმუშავებ.
ათ წუთიანი პროცედურის შემდეგ მზად იყო .სოფოს ოთახი გავუმზადე და გამოვედი.რამდენჯერ წარმოვიდგინე როგორ დავრჩებოდით ერთად , მაგრამ ნაცემი დათა სოფოს ოთახში არცერთ ჩემს კადრში არ ჯდებოდა.





*****

ფრთხილად მოვკიდე ხალათს ხელი შემოვიცვი და აბაზანას შევაფარე თავი .იქნებ ჯერ ეგ ადგა და მერე გადამეხადა საბანი?!რაც არის არის არც ეგეთი ცუდი შესახედაობის ტანი მაქვს,ქალების მეტი რა ეყოლება ნანახი.თავი დავიმშვიდე, მოვწესრიგდი და დავურეკე.
- გისმენთ-ამას რა ჩემი ნომერი არ უწერია?
- სოფო ვარ ბატონო დემეტრე...
- ქვევით გელოდები სასტუმროს რესტორანში- მართლაც იქ დამხვდა აშკარად ვერ იყო ხასიათზე.- სიტყვა არ დაუძრია დილანდელზე , ეს კარგის ნიშანია.
უკვე თბილისში ვიყავით შესულები ტელეფონმა რომ დაურეკა
- გისმენ... რას ქვია ვერ დაადგინე...რად უნდა ამდენი დრო სახელის და გვარის გაგებას....მაგაში გიხდით ფულს?მაშინ გამოძიებას დაველოდებოდი... ორ დღეს გაძლევთ , ორ დღეში ყველა მონაცემი მქონდეს მაგ ნაბიჭვრის, თუ არადა მთელ თანხას გადმომირიცხავთ უკან...დედას შ..ცი- ტელეფონის გათიშვის მერე შეუკურთხა.
თავიდან მეგონა მის ცოლზე იყო გაგიჟებული, მაგრამ გამოძიება რა შუაში იყო ვერ ვგებულობდი.სიტყვაც არ უთქვამს ისე მიმიყვანა კორპურსთან და წავიდა.სახლში ასულს თვალები რამის შუბლზე ამივიდა.კარები თვალ ჩალურჯებულმა დათომ გამიღო.
- ლენაა, ხომ ხარ ცოცხალი დაო? - შორიდანვე მოვიკითხე.
- სამზარეულოში ვარ- იქ შესული კიდევ ერთხელ გავოცდი , ხელოსანი ონკანს აკეთებდა ლენა საჭმელს, ოჯახური იდილია ჰქონდათ მოწყობილი, მგონი ხელი შევუშალე- თვალზე ვინ წაიმუშავა დავით?
-შენმა ს* მა მეზობელმა
- მაგას როგორ აცემინე თავი ბიჭო- სიცილი ამიტყდა.
- ერთმანეთი ვცემეთ , არც თვითონ იქნება კარგი დასანახი-თავი შეიქო ბიჭმა
ცოტა ხანში ონკანიც შეაკეთეს და სამივენი სუფრას მივუჯექით, მე მხოლოდ ყავას ვწრუპავდი.
- აბა ?! რა ხდებოდა წყნეთში
- არ გამახსენო , კოშმარი დღე იყო- სახე მოვმანჭე
- აბა მზიანი დღეა ჩიტები ჭიკჭიკებენო- დამცინა ლენამ
- მე რა ვიცოდი ეგრე თუ დავამთავრებდით.კარგია დღეს შაბათი როა , ცოტას მაინც დავისვენებ.
- კი დაისვენებ ხელოსნები გვყავს მოსაძებნი, ქვევით გასარემონტებელი გვაქვს ჭერი -თვალით ქვედა მეზობელზე მანიშნა- რა კარგი ცოლი ყავს და სად იპოვა ეს ღრძო კაცი- დანანებით გააქნია თავი.ამ დროს ტელეფონზე ბესარიონის ზარიც შემოვიდა და ბოდიშის მოხდით ოთახი დატოვა .
- -დათო რა ხდება დემეტრესთან?- მომენტით ვისარგებლე.
- რა უნდა ხდებოდეს?
- დღეს ვიღაცას ეჩხუბებოდა, გამოძიება ახსენა, ვიღაცის მოძებნას სთხოვდა ორ დღეში გამიგეთო - სახეზე ფერები გადაუვიდა-რა ხდება დათო?
- მაინც აგრძელებს ესეიგი, არადა მამაჩემი დაარწმუნა ამ საქმეს მოვეშვიო- ადგა და გასასვლელისკენ წავიდა.
- რა ხდება არ მეტყვი?- უკან ავედევნე
- მაპატიე სოფი მაგრამ ვერა -ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
- სად გავარდა?
- რავიცი რაღაც ხდება და ვერც მე გავიგე.
ორი დღე არც ჩვენს მეზობელს შევუწუხებივარ რემონტის თაობაზე და არც ჩვენ გაგვიგიჟებია თავი.კვირა საღამოს კი დათომ დამირეკა
- სოფო შენი დახმარება მჭირდება- საკმაოდ სერიოზული ხმა ჰქონდა.- რამოდენიმე დღით უნდა გამომყვე წყნეთში.
- რა მინდა წყნეთში ამ შუა ღამისას ადამიანო?
- დემეტრე დაჭრეს და სამი დღე მარტო ვერ დავტოვებ , ვერც ფირმას მივატოვებ.
- რას ნიშნავს დაჭრეს!მერე მე რომელი ექიმი ვარ?
- ექიმთან უკვე ვიყავით უბრალოდ ადგომა არ შეიძლება მისთვის
- მერე ლენა?
- ლენას მე მივაქცევ ყურადღებას , გაემზადე დაახლოებით ათ წუთში შენთან ვიქნები.- ლენას ავუხსენი რაც ვიცოდი, პატარა ჩანთაში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები ჩავაწყე და ქვევით ჩავედი.
- წინ დაჯექი
- რახდება გამაგებინე?-ტუჩებზე თითის მიდებით მანიშნა ჩუმადო და უკან გამახედა.იქ კი ფერდაკარგულ დემეტრეს ეძინა.
- სხვას ვერ დავურეკავდი, ბოდიში რომ გაწუხებ
- კი არ მაწუხებ ვერ ვიგებ რა მოხდა.რამე რომ დაემართოს იქ , ან....ან ინფექცია შეეჭრას , არ ჯობდა საავადმყოფოში დაგეწვინა?- ბოლო იმედს მოვებღაუჭე
- არ შეიძლებოდა. ნუ გეშინია შენს უჟმერს არაფერი მოუვა- სიცილით დამამშვიდა- .დანიშნულება და წამლები აქ დევს .თავის ბიძაშვილი ექიმია და საღამოობით ამოვა ხოლმე- გასამხნევებლად გამიღიმა.
- ეხლა სად მივდივართ?-ფანჯრიდან მხოლოდ ხეებს ვხედავდი.
- ჩემ სახლში აგიყვანთ, იქ ყველაფერია რაც დაგჭირდებათ-ჩემს პაციენტს გავხედე, ისეთი სახით სძინავს გეგონება არაფერშია დამნაშავეო-ხო მართლა, არ იცის რომ შენ დარჩები მასთან , გათიშული ვიპოვენე მე თვითონაც.
- დათო ვინ ესროლა?- შევაპარე კითხვა
- ეგ რომ გაიღვიძებს თვითონ ჰკითხე-თავაზიანად მომიშორა.
მალევე ჩავედით წყნეთში, სიბნელეში რაც გავარჩიე ორსართულიანი სახლი იყო ტყით გარშემორტყმული.დათომ შეაღვიძა და ძლივს მივიყვანეთ ოთახამდე.ისიც მალე წავიდა და მეც ფიქრებს მივეცი თავი.რა შეიძლებოდა მომხდარიყო?კრიმინალს არ ჰგავდა, რატომ უნდა ესროლა ვინმეს მისთვის და საერთოდ მე რატომ ვარ აქ?! ჩემ ფიქრებიდან დემეტრეს კვნესის ხმამ გამომიყვანს .მაშინვე შევედი ოთახში .
- გაიღვიძეთ?- ახლოს მივედი
- შენ? სად ვართ? -გაოცებულმა მკითხა და წამიდგომას შეეცადა , მაგრამ რა თქმა უნდა მუცელში დაჭრილი ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებდა ადგომას.
- დათოსთან წყნეთში.რამე ხომ არ გჭირდებათ?
- შენ რატომ ხარ აქ, მოვკლავ მაგ იდიოტს.ლევანი სადაა?-ისე მომაყარა არცერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
- ლევანი ვინაა?- ეს სახელი მართლა პირველად მესმოდა
- ჩემი ბიძაშვილი
- აქ არავინ დაგვხვედრია, დათომ ხვალ საღამოს ამოვაო.
- ტელეფონი მომაწოდე გთხოვ - ტელეფონი მივაწოდე მან კი დათოსთან დარეკა-ამოდი უკან და სოფო წაიყვანე!დათო არ გესმის ეს დედა მო** ლი…წარმოდგენა თუ გაქვს რას გიზავ რომ გნახავ- კბილებში გამოსცრა და ტელეფონიც მიაფშვნა კედელს.მართლა შემეშინდა თან მისი ჭრილობისკენ გამექცა თვალი საიდანაც სისხლმა უკვე გაჟონვა დაიწყო.
- ღმერთო ჩემო! რა გაყვირებთ? ვერ ხედავთ ჭრილობა გაგეხსნათ?!- წამლების ცელოფანს ვეცი და თუ რამე გრეის ანატომიაში მინახავს ერთიანად გადმოვაფრქვიე ჩემი ცოდნა.ახალი საფენი დავადე - არც ისე ცუდად გამოიყურება - გავამხნევე ჩემებურად .
- ამაღამ ვერ წახვალ , მაგრამ ხვალ მოგაკითხავენ და წაგიყვანენ.მადლობა რომ დამეხმარე- ლოგინზე კომფორტულად მოწყობაში დავეხმარე
- უკვე გვიანია, რამე თუ არ გჭირდებათ მე წავალ- თავი გამიქნია უარის ნიშნად და მეც ჩემს დროებით ოთახს მივაშურე..ცოტა ხანს ლენას ველაპარაკე და როდის ჩამეძინა აღარც მახსოვს.
დილით ფანჯრიდან შემოსულმა მზის შუქმა გამაღვიძა, უკვე კარგად იყო გათენებული.შორტი და მაისური გადავიცვი და ოთახიდან გავედი.სამზარეულოდან ჭურჭლის ლეწვის ხმა გამოდიოდა.
- ამის დედაც , საკუთარი ხელით ვკვერცხი ვერ შემიწვია- რა სი** ბაა.- ძლივს იდგა ფეხზე, ან საერთოდ რანაირად ადგა.თუმცა რა სჯობია დილით სამზარეულოში დაჭრილი აპოლონის ნახვას.
- დაჯექით მე მოგიმზადებთ- გატეხილი თეფშის ნატეხების მოგროვება დავიწყე.
- თქვენობის გარეშე სოფო, ისედაც ჩემს გამო ხარ აქ.არ ხარ ვალდებული რამე მომიმზადო.
- ვალდებული არ ვარ , მაგრამ მეც მშია და გაგიყობთ- ვეცადე გამემხიარულებინა.ომლეტი და ჩაი გავამზადე და გემრიელად მივირთვით.- წამლების დროა ბატონო დემეტრე.
- თავი ოთხმოცი წლის მგონია- თვალები აატრიალა- დემეტრე დამიძახე სამსახურის გარეთ კარგი?
- კარგი , წამლის დალევის დროა- წამლები მაგიდაზე დავულაგე და სუფრის ალაგება დავიწყე.
- დათოს ველაპარაკე , კიდევ ორი დღეც გამიძელი და წავალთ.
- მშვენიერ ადგილას ვართ არსად მეჩქარება- ფანჯრისკენ მივანიშნე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, ეზოში კი ფანჩატური იყო მოწყობილი - სანამ დაცხება გარეთ შეგვიძლია დავჯდეთ - ბედნიერმა გავახედე ფანჯრიდან.
- მოგწონს? - გაეცინა.
- ვის არ მოეწონება? - გაკვირვებულმა შევხედე
- იმას ვისაც ბუნება არ უყვარს , მაგალითად ჩემს ცოლს- არ იყო ამის შეხსენება საჭირო, სახე თავისით მომეჭყანა- ყოფილ ცოლს , შეგიძლია მშვიდად მომიარო შენი და დათოს დამსახურებით გუშინ ოფიცალურად გავეყარეთ.
- ვერ გავიგე? მე რა შუაში ვარ?
- დათომ მითხრა რაც გაარკვიეთ ,მეც ცოტა რაღაცეები გავარკვიე და მალევე დავითანხმე განქორწინებაზე.- მეწყინათქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ლაპარაკში აყოლა იქნებიდა სწორი.
- გავიდეთ?- ეზოზე ვანიშნე
- სხვათა შორის უკან აუზიცაა-დამაკვალიანა
- შენთვის აუზში ბანაობა არ შეიძლება
- ჩემთვის არც მითქვამს
- მე….საცურაო კოსტუმი არ მაქვს.
- არაუშავს- საცლებშიც მშვენივრად გამოიყურები - ყბა თავისით ჩამოვარდა, ანუ დამინახა.თვალი ჩამიკრა და ოთახში შევიდა.


****

- როდის ჩამოდიხარ?
- არ ვიცი ლენ, ალბათ კიდევ ორი დღე და მანდ ვიქნები.შენ რას შვები , მიხვედი სახლში?
- არა კომისია მადგას თავზე იმედია დროზე მორჩება და აქ არ გამათენებინებენ.
- დათო არ მოსულა? მითხრა მივხედავო!
- არა , არც გამოჩენილა.გაუტკბა ალბათ თეკუნასთან- რომ წარმოვიდგინე ქალთან ერთად გულში კიდევ ერთხელ თითქოს რაღაც ჩამწყდა .
- კარგი, სად წავა .უნდა წავიდე მალე ჩამოვალ .მიყვარხარ ლენ
- მეც ჩემო ლამაზო.-დავემშვიდებედა სამუშაოს მივუბრუნდი.
ორი დღეა სამსახურიდან ისე გვიან მივდივარ , გადაღლისგან უკვე თვალებში მიბნელდება.მთელი დღეა მშიერი ვარ და ვატყობ უკვე ხასიათში გადამდის .
- ჩვენ მოვრჩით!- კაბინეტში კომისიის ერთ-ერთი წევრი შემოვიდა- გადახედეთ, ხელი მომიწერეთ და თავისუფალი ხართ- ხელი მოვუწერე და რაც შეიძლება მალე გავემზადე სამსახურის დასატოვებლად .გასვლას ვაპირებდი დათო რომ შემოვიდა
- შენ აქ რა გინდა? - მართლა ვერ წარმოვიდგენდი აქ თუ მოვიდოდა.
- სახლში მოგაკითხე, იქ არ დამხვი ამიტომ სოფოს ვკითხე და მითხრა სადაც იქნებოდი.
- მერე? აქ რატომ მოხვედი? -უხეში ტონი კი გამომივიდა მაგრამ აქედან უნდა გამეშვა, გული მისკდებოდა ბესარიონი თავზე არ დაგვდგომოდა.ამიტომ არ მიყვარს ტყუილები.
- რა ხასიათზე ხარ? გშია?
- მშია, მწყურია, სახლში მინდა და მეძინება- სახეზე ხელები ავიფარე რომ მივხვდი რა დღეში ვიყავი.
- წამო, წამო- გაეცინა.ხელი გადამხვია და კარებისკებ მიბიძგა- სახლში წაგიყვან და პიცას გამოვიძახებთ, ეს ორი ჩემზეა.... თუ გინდა დაძინებაშიც....
- იყოს- შევაწყვეტინე მაშინვე - მაგას ჩემითაც შევძლებ .- პიცა გზაშივე გამოიძახა და სახლში მიმიყვანა.
- ამოგყვე თუ შენით ახვალ?
- - თუ გშია წამო, ერთად ვჭამოთ.
- ხვალ ვჭამოთ ერთად ეხლა დაისვენე , დილით შემოგივლი- მერე დაფიქრდა- გინდა წყნეთში ავიდეთ?
- აუ კიიი - მართლა გამიხარდა , ჩემ გიჟ გოგოსაც ვნახავდი და მის უჟმურ უფროსსაც - დილით სამსახურში გავალ ჯერ , მაგრამ ჯერ სამსახურში უნდა შევიარო,თავი უნდა გავინთავისუფლო.
- როგორც შენ გაწყობს , როცა მეტყვი გამოგივლი-ცოტა ხანს მიყურა მერე ჩემსკენ გამოიწია და ვითომ შემთხვევით ლოყის ნაცვლად ყელზე მომაკრო ტუჩები.არ ვიცი სხვას რომ გაეკეთებინა რას ვიზავდი,მაგრამ აქ მართლა რამის ჩამოვდნი-ძილინებისა ლენ .- ისევ თვითონ მომიყვანა გონს- რაღა დამაძინებდა , მუცელში მთელი ზოოპარკი მქონდა.
მეორე დღეს ჯერ სამსახურში გავიარე თავი გავინთავისუფლე,მერე დათოს დავურეკე.მანაც მალევე მომაკითხა და ისე რომ სოფოც არ გაგვიფრთხილებია წყნეთში წავედით.სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა თუმცა სიურპრიზი აქეთ დაგვხვდა, გარეთ ჰამაკში ჩაძინებულ წყვილს რომ წავაწყდით.



№1 სტუმარი სტუმარი ბარბარე

უი როგორ გამიხარდა მესამე თავიც რომ დავინახე :დ ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ბარბარე

საყვარლები არიან და საინტერესიდ ვითარდება მოქმედება ❤ წარმატებები ველი შემდეგს ❤

 


№3  offline წევრი OKI ME

ეს დემეტრე მართლა როგორი უჟმური კაციაა, უიმეე :დდდ ოო, როგორი ინტრიგა ჩააგდე, ვის ეძებს თუ რას იძიებს ნეტა? :P

ლენა და დათო ძაან საყვარლები არიან. აი სოფო-ლენას ტყუილი როდის გამომჟღავნდება და როგორ ეგ მომენტი ძაან მაინტერესებს. :დდდ

წარმატებებიი ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Zota patara tavia torem kargia momewona saintereso adgilas damtavrda velodebi axal tavs madloba warmatebebi

 


№5 სტუმარი ნი-კე

კარგი იყო მაგრამ ცოტა...აბა ახალი თავიც მალე მოგვაშველე..წარმატებები...

 


№6 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს ისტორია. მსუბუქი იუმორი ძალიან უხდება
გმირებიც მგონი დაწყვილდნენ.წარმატებები. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№7  offline წევრი Maia G.

ძალიან მომეწონა,სამივე ახლა ჩავიკითხე.მომწონს ეს იუმორი და გმირების სიხალისე.ძალიან საყვარლები არიან♥️ველი ახალ თავს.

 


№8 სტუმარი ნი-კე

დღეს ახალ თავს არ დადებ??არ დააგვიანო რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent