არასწორი სიყვარული(თავი 1)
1 თავი Აივანზე ვზივარ,ჩაის ჭიქით ხელში,პლედი მაქვს მოხვეული და ღამის თბილისს ვუყურებ,ღამის 2 საათია, მაგრამ რა თქმა უნდა მანქანები მაინც დადიან ქუჩებში,კორპუსებში სინაათლეები ისევ ანთებულია, თბილისს არ ძინავს… Ხან და ხან რა არასწორები ვართ არა ადამიანები? Თითქმის ყველაფერში,გრძნობებში,ქმედებებში…როგორია იცოდე რომ არასწორი ხარ მაგრამ მაინვ გრძნობდე ან აკეთებდე? Როცა შენივე ტავიც გეზიზღება ამის გამო…რა საცოდაობაა არა? Ფიქრებში ვარ გართული, როცა მხარზე შეხებას ვგრძნობ -არ გეძინება? - მლევანი ჩემს გვერდით ჯდება, მე კი პლედს მასაც ვხვევ და მხარზე ვადებ თავს… -არა - ვუთხარი და თვალები დავხუჭე,ღრმად ამოვისუნთქე -რაზე ფიქრობ? -არ ვფიქრობ, ან არ მინდა რომ ვიფიქრო -მელანო,რამე ხდება? -არა…არა - ვიტყუებოდი რა თქმა უნდა - ფეფომ დაიძინა? - თემის გადასატანად ვკითხე -კი, დაახლებით 10 ამბავის შემდეგ რაც მოვუყევი - ორივეს გაგვეცინა -რამდენი ხანი გავიდა არა? - ვკითხე, თვალებდახუჭულმა -რის შემდეგ? -როცა ის გაქრა… - ვუთხარი,და ღრმად ამოვისუნტქე -მას ძალიან გავხარ…-მითხრა და თავზე მაკოცა -ტკიოდა?-ვკითხე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე -ტკიოდა, მაგრამ დამიჯერე მან ძალიან ბევრს გაუძლო,მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა,შენ და ნანო მოავლინა ამ მსოფლიოს,ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?მაგრამ მას მტავარი დაავიწყდა,თავისი თავი,რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა - ვგრძნობდი, რომ მის სახეზე ცრემლი იკვლევდა გზას,ის არასდროს მანახებდა, თავის ნერვიულობას,გრძნობებს,ის მხოლოდ ჩვენზე,მე და ნანოზე ფიქრობდა. Ლევანი? Ლევანი ადამიანია,რომელიც არასდროს განსჯის სხვაას,არასდროს არ აკეთებს დაუფიქრებელ რამეს,ის მეგობარია, რომელიც ყოველთვის გაგიგებს, მისთვის მთავარი ადამიანობაა და მეტი არაფერი,ყოველთვის მქონდა კითხვა რას ნიშნავს იყო ადამიანი,და გქონდეს ადამიანობა? Რა არის ადამიანობა?კარგი ადამიანი ვარ?ამ კითხვაზე პასუხი, არასდროს გამაჩნდა, არც ეხლა მაქვს… Ცოტა ხანში კი, შიშველი ნანო გამოდის, რომელიც თიტებით თვალებს “იზელს” ეს პატარა არსება 5 წლის ჩემი დაა, რომელსაც თავისი პატარა სამყარო აქვს, და ყოველთვის დაინტერესებულია ვარსკვლავებით, ყოველთვის აკვირდება მთვარეს, და ყოველთვის ბევრ კითხვას სვამს…სრულიად შიშველი დივანზე ცოცდება, შუაში გვიჯდება, და პლედს იფარებს… -რაზე ლაპარაკობთ? - გვკითხა და თავი მხარზე დამადო - მამა, მელისაც მოუყევი აპოლონისა და კლიტის ამბავი? - ლევანს გახედა, მელის მხოლოდ ნანო მეძახის მიზეზი კი გაურკვეველია -არა,როგორც მითხარი არ მომიყოლია, რადგან შენ უნდა მოგეყოლა -ხო,ხო, მელი გინდა მოგიყვე ეს მითი? - მკითხა,და ლამაზი ლურჯი დიდრონი თვალები შემომანათა. -ყურადღებით გისმენ - გავუღიმე,და მას დავაკვირდი,ღიმილით დაიწყო თხრობა -აპოლონი იცი ვინ იყო მითოლოგიაში? - მკითხა,თავი გავაქნიე - აპოლონი მზისა და ხელოვნების ღმერთი იყო,რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა დედამიწაზე ჩამოსვლა,ჩამოვიდა თუ არა, გადაწყვიტა მდინარის პირას მისვლა,როცა მივიდა კი მდინარესთან მომღერალი ქალი შენიშნა,ქალი რომელიც ულამაზესი იყო,უღმერთოდ ულამაზესი - ბავშური გულწრფელობით და ხმით ყვებოდა - დაინახა თუ არა აპოლონმა ქალი შეუყვარდა,მასთან მივიდა,ქალი იმდენად იყო გართული სიმღერით რომ,შეეშინდა როცა აპოლონი მიუახლოვდა “მაპატიეთ თქვენი შეშინება არ მიფიქრია,მე უბრალოდ მაინტერესებს, მშვენიერი პრინცესას სახელი - უთხრა აპოლონმა ქალს, ქალმა უპასუხა მე კლიტი მქვია,გარდა ამისა პრინცესა არ ვარ” კლიტს აპოლონი შეუყვარდა,მაგრამ როცა აპოლონმა მას ხელი სთხოვა, მან იუარა,ასე გრძელდებოდა სანამ კლიტი არ დასთანხმდა.აპოლონი და კლიტი ზეცაში ცხოვრობდნენ ბედნიერად,სანამ აპოლონი არ მიხვდა რომ კლიტი მას არუყვარდა,მოტყუებით ჩაიყვანა დედამიწაზე, და წავიდა…კლიტი მდინარესთან მივიდა,და ელოდებოდა,მხოლოდ მდინარის წყალს სვამდა,წყლის ქალღმერთი მასთან მივიდა,და უთხრა რომ სახლში წასულიყო, და მამასთან ერთად ბედნიერი ცხოვრება გაეგრძელებინა, მაგრამ არა, კლიტი მაინც ჯიუტად იჯდა და ელოდებოა აპოლონს, ელოდებოდა ელოდებოა, ელოდებოდა…ასე გადიოდა დღეები,თვეები წლები, მაგრამ აპოლონი არსად ჩანდა…კლიტი გარდაიცვალა,როცა აპოლონმა ეს ამბავი გაიგო, მაშინვე ჩავიდა, და მისი სხეული მზესუმზირად გაადააქცია, იცი რატომ? - ნაღვლიანი სახით, მიყურებდა, ის მთელი გრძნობებით ყვებოდა ამ მითს.. -რატომ? -იმიტომ რომ როცა მზე ამოდის,მზესუმზირა მას შეჰყურებს, ხოლო როცა მზე ჩადის თავს ხრის…- დაასრულა ამბავი, და ღრმად ამოისუნთქა - რა კარგი მითია არა? -ნამდვილად Ნანოს ცოტა ხანში ჩაეძინა, ლევანმა ის საძინებელში შეიყვანა და დააწვინა,დამემშვიდობა და თვითონაც დაიძინა, მე კი აივანზე ვიჯექი ისევ, და ვფიქრობდი რა მოხდებოდა ხვალ? Დილით ხელს ვგრძნობ მხარზე, და ლევანის ხმა მესმის -შენ რა ოთახში არ წახვედი დასაძინებლად? -არა აქ ჩამეძინა,რომელი საათია? -რვა არის, მოემზადე, სკოლაში გაგიყვან - მითხრა და თავზე მაკოცა. Სკოლა,ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი,სახლში შევდივარ, “შლაქს” ჯინსს ბრეტელებიან მაისურს, და კედებს ვიცვამ, ჩანთას ვირებ და სამზარეულოში გავდივარ, ლევანი მაგიდასთან ზის და ნანოს ელაპარაკება, უფროსწორად მოლაპარაკებას აწყობს, მის ქალიშვილთან -საუზმის ჭამა აუცილებელია ნანო - ეუბნება მშვიდი ხმით -ხო მაგრამ მე ჭამა არ მინდა აი კომპოტს დავლევ - თავით ატმის კომპოტზე ანიშნა -კომპოტი საუზმე არ არის - უთხრა ლევანმა და ხელები სახეზე ჩამოისვა -ხო მაგრამ კარაქიანი პური არ მიყვარს,მე ჯემიანი მინდა - ხელები გადაიჯვარედინა -ჯემი დამთავრდა დღეს აუცილებლად ვიყიდით,მაგრამ ახლა საჭიროა რომ შეჭამო - უთხრა და თვალებით კარაქიანი პურისკენ ანიშნა -რა ხდება? - ღიმილით ვიკითხე და ლევანის გვერდით მივუჯექი -პატარაა ქალბატონი ჯიუტობს -არ ვჯიუტობ,უბრალოდ არ როცა რაღაცა არ მიყვარს არ ვჭამ - იმართლა თავი ნანომ -ნანო,ბევრის ჭამა საჭირო არაა,მხოლოდ ერთი ნაჭერი - ვუთხარი და კარაქიანი პური მივაწოდე -კარგი,მაგრამ მეტჯერ არ შევჭამ - გამაფრთხილებლად გვითხრა და პური ჩაკბიჩა Საუზმეს როცა მოვრჩით,სკოლისკენ ავიღეთ გეზი.სკოლასთან გააჩერა მანქნა ლევანიმ,გადასვლას ვაპირებდი, როცა მითხრა -ხვალ,ავტობუსით წამოხვალ?შეხვედრა მაქვს მნიშვნელოვანი,ნანოს მარიკასთან დავტოვებ,ბოდიში -პრობლემა არ არის ლევან, წავედი - ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი Სკოლის კიბეები ავიარე,როცა ანდრას შევეჩეხე -მადლობა, ღმერთს,რომ მოაღწიე - მითხრა და გადამკოცნა -რა მოხდა? -ის მოხდა რომ ზუსტად 35 წუთია გელოდები, რა იყო სად ჩარჩი? -საცობი იყო -კარგი - ამოისუნთქა - წამოდი შევიდეთ Დერეფანს გავდიოდით, როცა ანდრამ მხარი გამკრა -რა იყო - შევხედე -ნახე ვინები არიან - წინ მანიშნა,მეც გავიხედე,და დავლანდე “ის” ჩემი ცხოვრების ყველაზე არასწორი ადამიანი, ადამიანი რომელიც არ უნდა გამოჩენილიყო,მაგრამ გამოჩნდა…დუდუ ჯიშკარიანი…სწრაფად გამოვიხედე და გზა განვაგრძე -არ შეგიძლია ერთხელ დაელაპარაკო? -რაზე უნდა დაველაპარაკო ანდრა? Იმაზე რომ მიყვარს, მაგრამ არასწორი ვარ? Რადგან შეყვარებული ყავს, მე კი ბო*ივით ვიქცევი?ჰა?თუ ამინდზე -კარგი ხო - მითხრა და გაჩუმდა -მაპატიე - ვუთხარი და თავი ჩავღუნე Კლასში შევედი,ბოლო მერხზე დავჯექი,ჩანტიდან ყურსასმენები ამოვიღე,და მუსიკის მოსმენა დავიწყე. Გამარჯობათ,პირველი თავი მიმოხილვა იყო მელანოს ცხოვრების,იმედი მაქვს მოგეწონებათ,სიყვარულით თქვენი Mysteries person. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.