ფარვანა ( 5 )
დაორთქლილ სარკეს ხელი გადაუსვა და ნიჟარას დაეყრდნო, ერთხანს უხმოდ ათვალიერებდა ორეულს, სარკიდან მაღალი ფართო მხრებიანი სპორტული აღნაგობის ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი შემოსცქეროდა მუქი ხორბლისფერი კანით, შავი ოდნავ დატალღული თმით, სახის მკაცრი გამოკვეთილი ნაკვთებით, სწორი ცხვირით, მსხვილი ვნებიანი ტუჩებით და ხშირი წამწამებით შემოჯარული დიდი შავი თვალებით, გრძელი თლილი თითებით გადაიწია შუბლზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა და ეცადა საკუთარი ორეულისთვის გაეღიმა თუმცა ტუჩები უსიამოვნოდ დაემანჭა... - ამის დედაც... -უშვერად შეიგინა, პირსახოცი ჩამოხსნა წელზე შემოიხვია და კარი გამოაღო, ტყუილად არ ეძახდნენ ლუკა ჟღენტს მეგობრები ხუმრობით გაუცინარ ხელმწიფეს, არამეგობრები კი ალბათ ზურგსუკან უფრო მეტად საშინელ მეტსახელებსაც არ იშურებდნენ მისთვის, ცივი იყო, მუდამ სერიოზული და როცა თხუთმეტი წლის წინ ოცი წლის ასაკში ცოტნეს გადაეყარა ცხოვრების გზაზე უკვე აღარ იღიმოდა, სამყაროს, ადამიანების და საკუთარი თავის რწმენა დაკარგული ჰქონდა და უკვე ყელამდე იყო ჭაობში საიდანაც ამოსვლას ვერასოდეს მოახერხებდა მისი ძლიერი ხელი რომ არა, ალბათ ბოლომდე ჩაყლაპავდა ის სიბინძურე მაგრამ ცოტნემ მასში ის დაინახა რისი დანახვაც სხვამ ვერავინ მოახერხა, ნიჭი, ძალა, ამბიცია და რაც ყველაზე მთავარია ერთგულების უნარი, ახლა ლუკა ჟღენტი სრულიად დამოუკიდებლად უძღვებოდა საკუთარ იმპერიას, დიდი ხნის წინ დაუბრუნა ცოტნეს მთელი კაპიტალი რაც მაშინ ისესხა მისგან როცა ბიზნესის წამოწყება დააპირა, ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი, უმდიდრესი ადამიანი და ქალთა გულთამპყრობელი იყო, თუმცა არასდროს დავიწყებია და ალბათ ვერც ვერასდროს დაივიწყებდა იმას რომ წამითაც კი არ უყოყმანია ცოტნეს როცა დახმარება სთხოვა, მისმა სიტყვებმა, ‘’მე გენდობი, შენ ამას შეძლებ’’ მართლაც რომ შეუძლებელი შეაძლებინა, მისი წყალობით ჰქონდა ყველაფერი, არამარტო ფული და ქონება, სიცოცხლესაც მას უმადლოდა, მოკლედ რომ ვთქვათ ცოტნეს აღმერთებდა... მერე კი... მერე ის გამოჩნდა, ის პატარა ალქაჯი და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, პირველად რომ დაელაპარაკა ცოტნე და უთხრა რომ შეყვარებული იყო არ დაუჯერა, ცოტნე შეყვარებული იყო თანაც ვისზე, თავისზე ცხრამეტი წლით პატარა გოგოზ,ე აღმერთებდა, ცოლად მომყავსო რომ უთხრა, მაშინაც სცადა გაღიმება იცოდა ცოტნე იმსახურებდა ამას მისგან, გულწრფელ ღიმილს სიხარულს და მილოცვას, ცადა მაგრამ არ გამოუვიდა, არ სჯეროდა ლუკა ჟღენტს სიყვარულის, დარწმუნებული იყო ის გოგო იყენებდა და ფულის გულისთვის ურევდა თავგზას თუმცა არ იცოდა მისთვის ეს როგორ ეთქვა, როგორ ერჩია რომ არ დაქორწინებულიყო როცა თვალები ასე ჰქონდა გაბრწყინებული, როცა ლილიას ყოველი ხსენებისას მთლიანად იცვლებოდა, ხმა უთბებოდა და სახეზე ნეტარი ღიმილი ეფინებოდა, რამდენჯერმე სთხოვა ცოტნემ ჩამოსულიყო რათა მისი საცოლე გაეცნო მაგრამ ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა, არ უნდოდა მისი გაცნობა, სოციალურ ქსელშიც კი არ მოუძებნია, არ უნდოდა მის თვალებში რამე ისეთი დაენახა რაც თავისი აზრების სისწორეში დაარწმუნებდა არადა... არადა ადამიანების ნამდვილი ბუნების გამოცნობა ყოველთვის კარგად გამოდიოდა, ქორწილშიც ელოდა ცოტნე, ჩასვლას აპირებდა, მერე ის გადაუდებელი საქმე გამოჩნდა ავსტრალიაში და შვებით ამოისუნთქა რომ წასვლა უწევდა, დარდობდა რომ საუკეთესო მეგობრის ქორწილს ვერ დაესწრებოდა, მაგრამ ერთი მხრივ შვებას გრძნობდა... თითქოს სამყარო ჩამოექცა თავზე როცა შეატყობინეს რომ ცოტნე დაიღუპა, ვერ შეძლო, ვერ დაბრუნდა რომ დასაფლავებას დასწრებოდა, ორი დღე და ღამე გადაბმულად სვავდა და მესამე დღეს როცა სარკეში საკუთარი განადგურებული ადამიანობადაკარგული სახე დაინახა მიხვდა რომ სუსტი იყო, ისეთი სუსტი რომ თუკი ახლა საქართველოში დაბრუნდებოდა, იმ ტკივილს და ბოღმას რომელიც შიგნიდან ხრავდა ვერ გაუმკლავდებოდა და ისეთ რაღაცას ჩაიდენდა რასაც მერე მთელი ცხოვრება ინანებდა, ახლა სიმშვიდე და ცივი გონება სჭირდებოდა, რომ იმ ალქაჯისთვის რომელმაც მისი საუკეთესო მეგობრის სიცოცხლე შეიწირა ჭკუა ესწავლებინა. - - - - - - - - - - - - - - - უკვე ჩაცმული და წასასვლელად გამოწყობილი მისაღებში რომ გამოვიდა და ნესტოებში ახალმოდუღებული ყავის სასიამოვნო არომატი შეუძვრა, სახე შეეჭმუხნა, კბილები ბრაზიანად გააღრჭიალა და მთელი ძალით მომუშტული ხელების გამო ძლიერ მკლავებზე რომლებიც იდაყვამდე აკეცილი თეთრი პერანგის ქვემოთ მოუჩანდა დასკდომამდე დაებერა სისხლძარღვები, ღია სამზარეულოს მაგიდასთან მაღალ სკამზე მისი პერანგით, ფეხშიშველი იჯდა ქერათმიანი ლამაზმანი, ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და უღიმოდა. - აქ რას აკეთებ? -კბილებში გამოსცრა შემოთავაზებული ყავის ფინჯანი ორი თითით გააცურა უკან, თვალი გააყოლა მის თითებს ქალმა და ტუჩები მოილოკა. - მინდოდა შენთვის ყავა მომედუღებინა, ბლინების გაკეთებასაც ვაპირებდი მაგრამ მაცივარიც და კარადებიც ცარიელი გვქონია. ლუკას მისი თითქოსდა შემთხვევით წამოცდენილი ‘’გვქონია’’ არც კი გაუგია, მაგიდას დაეყრდნო, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. - აბაზანაში რომ შევდიოდი გითხარი რომ აქ არ დამხვედროდი. - კარგი რა ლუკ, როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რამდენი ხანია ერთად ვართ, თუ გეჩქარება შეგიძლია გასაღები დამიტოვო და წახვიდე, -ეშმაკურად აახამხამა თვალები, ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო და პერანგის ღილები ბოლომდე შეიხსნა, უემოციოდ დაჰყურებდა ლუკა მის ულამაზეს მკერდს და გრძელ ფეხებს... - ადექი სწრაფად ჩაიცვი და გავიდეთ, -ცივად მიუგდო და ზურგი შეაქცია. - კი მაგრამ ლუკ შეგეძლო უბრალოდ გასაღები... -აღარ დაასრულებინა, შებრუნდა ნიკაპზე თითები ჩაავლო, თავი მაღლა ააწევინა და ანთებული თვალებით ჩახედა თვალებში. - რატომ მაიძულებ რომ მაინც და მაინც გული გატკინო, რა გინდა ნატა, რა ვერ გასვენებს? რომელ გასაღებზე და ბლინებზე მელაპარაკები, ჩვენ ხომ თავიდანვე გარკვეული გვქონდა ჩვენი ურთიერთობა, ერთად ყოფნა მოგვწონს, არაჩვეულებრივი სექსი გვაქვს და ორივეს გვისწორდება სულის ამოხდამდე ჟიმაობა, მერე? სხვას რას ითხოვ ჩემგან, გულებს ყვავილებს და სახლის გასაღებს? იქნებ ისიც მთხოვო რომ მშობლების გასაცნობად წამოგყვე... უყურებდა აცახცახებულ, სატირლად ტუჩებდაბრეცილ ქალს და ვერანაირ სიბრალულს ვერ გრძნობდა მის მიმართ, არასოდეს მოუტყუებია, არასოდეს მიუცია უფრო მეტის იმედი, ნატამ თავიდანვე იცოდა რასაც სთავაზობდა, მისი ბრალი არ იყო თუ ქალებს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ყოველთვის მეტი უნდებოდათ, მასთან მიმართებაში უცნაურ გეგმებს აწყობდნენ და გაუგებარ ინტრიგებს ხლართავდნენ, ამიტომაც არასდროს აგრძელებდა ურთიერთობებს დიდხანს, თუმცა ნატა გამონაკლისი აღმოჩნდა, უკვე წელიწადზე მეტი იყო სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ და აქამდე არასოდეს უგრძვნია მისგან რამე ისეთი რაც შეაწუხებდა და დისკომფორტს შეუქმნიდა, მაგრამ თუკი ასე გაგრძელებას აპირებდა მასაც უპრობლემოდ გაუშვებდა ჯანდაბაში, უემოციოდ უყურებდა როგორ თავდახრილი გავიდა მისაღებიდან, საძინებლიდან გამოსულს გასასვლელთან დახვდა, გზა დაუთმო გაატარა მერე კი ხმაურით გაიხურა კარი და გასაღები გადაატრიალა. - - - - - - - - ლილიას ვერ გაეგო რატომ დაიბარა ლუკა ჟღენტმა შეხვედრაზე თანაც ოფისში, ნიკოლოზმა უთხრა საქმიანი შეხვედრა იქნებაო მაგრამ მაინც არაფერი ესმოდა. - რაზე ფიქრობ? -ნინის ხმამ გამოარკვია და თავი მაღლა ასწია. - ვერ გამიგია რა უნდა უნდოდეს? - ლუკას გულისხმობ? ის ხომ ცოტნეს ბიზნესპარტნიორი და მეგობარი იყო, ახლა კი ცოტნეს მთელი ქონება შენ გეკუთვნის, ალბათ სწორედ ამაზე უნდა გესაუბროს. - ჰო ალბათ ამაზე უნდა მესაუბროს, არც კი მიფიქრია რომ... - ყველასთან შეხვედრაზე უარს აცხადებდი, იურისტმაც რამდენჯერ მოგაკითხა, შენ კი ერთხელაც არ დაინტერესებულხარ იმით რა დაგიტოვა შენმა ქმარმა, მთელი ის დრო რაც შენ დეპრესიაში იყავი ლუკა შორიდან მართავდა იმ კომპანიას რომელიც ახლა უკვე შენ გეკუთვნის, ის რომ არა ‘’კეთილის მსურველები’’ ალბათ ყველაფერს მიწასთან გაასწორებდნენ. - კეთილის მსურველები? რას გულისხმობ? - ნიკოლოზმა მომიყვა ყველაფერი, მის თანაშემწეს უცდია კომპანიის გაძარცვა, თუმცა ლუკას დროზე მოუგვარებია ყველაფერი. - კი მაგრამ ლუკას უფლება აქვს რომ კომპანიის საქმეებში ჩაერიოს? - აჰ შენ ხომ ესეც არ იცი, ოცდაათ პროცენტიანი წილის მფლობელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია ასე რომ პარტნიორები იქნებით, ერთად მოგიწევთ მუშაობა, ისე ამბობენ რომ ძალიან მკაცრია, თანამშრომლებს ტირანივით ექცევა და არასდროს იღიმის თუმცა სიმპათიურიც ყოფილა. - ოოჰ კარგი რა არც მისი გარეგნობა მაინტერესებს და არც მასთან ერთად მუშაობა. - რას გულისხმობ? - ცოტნეს დატოვებული ქონებიდან არაფერი მინდა და მჭირდება, თუ ვინმე ნათესავს ვერ ვიპოვი ვისაც ყველაფერს მივცემ, მაშინ ლუკას გადავუფორმებ და ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია. - შენ რა სულ გაგიჟდი? იცი მაინც რას ამბობ? -ნინი გაცოფებული წამოხტა ფეხზე, -ყველაფერი ვიღაც ყვავი ჩხიკვის მამიდას უნდა მისცე? ან თუნდაც ლუკას რომელსაც თავისი ფულიც თავზე საყრელად აქვს. - აბა მე რად მინდა? -ისე გულუბრყვილოდ გაიკვირვა ლილიამ რომ პირდაღებულ ნინის სხვა არაფერი აღარ დარჩენოდა სკამზე დაჯდა და ამოიხვნეშა. - მე უბრალოდ ერთ რამეს გირჩევ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებ კარგად დაფიქრდი. - აუცილებლად ვიფიქრებ, -გაიღიმა ლილიამ და მიმოიხედა, -ცოტნე სად არის? - ისევ აივანზე თამაშობს, ისე წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა დიდი ეზოიანი სახლი რომ ჰქონდეს, ბაღით და აუზით, რა კარგად გაერთობოდა. - ჰო მაგრამ საიდან მოვუტანო ასეთი სახლი, არადა არც მე ვიტყოდი უარს, -სევდიანად გაიღიმა და მერე სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა როცა თვალწინ წარმოუდგა როგორ დარბოდა რაჭის სახლის ეზოში ცოტნე. - ესე იგი არ იცოდი? - რა უნდა მცოდნოდა? - ცოტნეს შენთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და თბილისის გარეუბანში თქვენთვის სახლი იყიდა უზარმაზარი ეზოთი, რომ ჩამოხვიდოდით პირდაპირ იქ უნდოდა რომ მიეყვანეთ. - ესე იგი ეს იყო მისი სიურპრიზი? -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და ყელში მოწოლილი ეკლიანი ბურთი ძლივს გადააგორა უკან, თვალები მაგრად დახუჭა, ცრემლებს უფლება არ მისცა გადმოღვრილიყვნენ. - კარგად ხარ? -მხარზე შეხება იგრძნო და ამღვრეული თვალებით შეხედა მეგობარს. - შენი აზრით რომ არ დაღუპულიყო შევძლებდით ბედნიერები ვყოფილიყავით? - შეძლებდით, ცოტნე შეუძლებელს შეძლებდა შენთვის, აუცილებლად შეგაყვარებდა თავს, -ნინი ისე მტკიცედ, ისე დარწმუნებული ამბობდა ამას რატომღაც გაეღიმა ლილიას. - იქნებ გადასულიყავით შენ და ცოტნე იმ სახლში მე ვნახე, მართლაც ძალიან კარგი ადგილია, უზარმაზარი ეზო აქვს, შენც მოგიხდებოდა გარემოს შეცვლა. - სახლიდან მაგდებ? -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები. - იმედია ხუმრობ, რა სულელი ხარ, გგონია მინდა რომ აქედან წახვიდე? იცი როგორ ვინერვიულე და როგორ მენატრებოდით რაჭაში რომ იყავით. - მაპატიე, -აშკარად ნაწყენი და გაბრაზებული ნინის ხელები ხელებში მოიქცია და მაგრად მოუჭირა, -მაპატიე მეგობარო, აშკარად მიჭირს ემოციების გაკონტროლება. - არა უშავს მესმის შენი და რაკი ამ ყველაფერზე ჩამოვარდა საუბარი მგონი დრო მოვიდა რომ რაღაც გითხრა, -თავი დახარა და ნერვიულად აათამაშა თითები, მიხვდა ლილია როგორ უჭირდა დაწყება, მერე ღრმად ამოისუნთქა თითქოს გამბედაობის მოკრებას ცდილობსო... - ნიკოლოზმა შემომთავაზა რომ მასთან გადავიდე საცხოვრებლად, -მიახალა პირდაპირ და ახლა თვალებგაფართოებული იჯდა და ელოდა მის რეაქციას, გახარებული წამოხტა ლილია და ჩაეხუტა. - ამის თქმა გინდოდა? როგორ მიხარია, როდის გადადიხარ? - ჯერ არ მითქვამს პასუხი, -დამნაშავესავით ჩაღუნა თავი და ამოიოხრა. - რატომ არ გითქვამს? რას ელოდები, ამაზე არ ოცნებობდი? - ახლა შენი და ცოტნეს მარტო დატოვება არ შემიძლია, ამ ყველაფრის შემდეგ მარტო როგორ დაგტოვო? - გაგიჟდი? ჩემს გამო შენს ოცნებაზე, შენს საყვარელ მამაკაცზე უარს ამბობ? გგონია თუ ასე იჭირვეულებ ნიკოლოზი სამუდამოდ დაგელოდება? მე კარგად ვარ ნინი, შენი წყალობით უკვე კარგად ვარ და უკეთ ვიქნები გპირდები, მართლა, -ღიმილით შეხედა მოღუშულ სახეში, მთელი ძალის და ნებისყოფის მოკრება დასჭირდა იმისთვის რომ შიში და ტკივილი არ შეტყობოდა, გაუჭირდებოდა, რათქმაუნდა გაუჭირდებოდა ცოტნესთან ერთად მარტო დარჩენა მითუმეტეს რომ მთელი ღამეები არ ეძინა და ისევ ხედავდა კოშმარებში იმ სახლში გამოვლილ ჯოჯოხეთს, მაგრამ იმის გამო რომ ეგოისტურად არ უნდოდა მარტო დარჩენა ერთადერთ მეგობარს უფლებას არ მისცემდა ბედნიერებაზე უარი ეთქვა... - ახლა ადგები და ბარგს ჩაალაგებ, მეც მოგეხმარები, მერე კი ნიკოლოზსს დაურეკავ და ეტყვი რომ დათანხმდი და მასთან გადადიხარ, -რაც შეეძლო ლაღად უთხრა, ფეხზე წამოდგა და ღიმილით დაიძრა საძინებლისკენ. - რაღას ელოდები დიდხანს უნდა იჯდე გაშეშებული, ადექი და დამეხმარე, შენი ჩემოდნები ჩამოვალაგოთ. - სერიოზულად ამბობ? -ნინი ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მის ასეთ ცვლილებას. - რათქმაუნდა სერიოზულად ვამბობ, შანსი მაქვს რომ სახლიდან გაგადო, როგორ ფიქრობ ამ შანსს ხელიდან გავუშვებ? - სულელო, -ნინი ზურგიდან ჩაეხუტა და მის თმებში ჩარგო სახე, -ვიცი რომ თავს მაჩვენებ თითქოს კარგად ხარ, რომ წავიდე მართლა შეძლებ მარტო ცხოვრებას? - მთავარია დღეს იმ მონსტრთან შეხვედრა გადავიტანო და მერე ყველაფერს შევძლებ. - ლუკაზე ამბობ? მონსტრს რატომ ეძახი? - შენ თვითონ არ ამბობდი ძალიან მკაცრი და უჟმურიაო? მერე მეც დამაინტერესა და ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე... - და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დაასკვენი რომ მონსტრია? - არ ვიცი, როგორ გითხრა... - ის მაინც თუ შეამჩნიე როგორი სიმპათიურია? - არა, არ დავკვირებივარ, მხოლოდ რამდენიმე ფოტო ვნახე და ისიც სულ სხვადასხვა ქალთან ერთად გადაღებული, როგორც ჩანს გართობა უყვარს ბატონს. - ჰო ასე ამბობენ, თუმცა სერიოზული ურთიერთობა აქამდე არავისთან ჰქონია. - ისე იბღვირება ვერ უძლებენ ალბათ ქალები. - ჰმ, შენ ასე გეგონოს, -ნინიმ ეშმაკურად აახამხამა თვალები, -ქალები გიჟდებიან მასზე, არაფერზე ამბობენ უარს მასთან თუნდაც ერთი ღამის გატარებისთვის, თუმცა ის არავის იკარებს ახლოს... აუ ბოდიში უნდა ვუპასუხო, -აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და ბედნიერების ღიმილ გადაკრული გავიდა მისაღებში, საწოლზე ჩამოჯდა ლილია და თავი ხელებში ჩარგო, ახლა როგორც არასდროს ძლიერი უნდა ყოფილიყო, თავისთვის თუ არა ცოტნესთვის მაინც, თავს უნდა მორეოდა და ახალი ცხოვრება დაეწყო. - - - - - - - - - - - შესასვლელში მდგარ დაცვის წევრს თავის ოდნავ შესამჩნევი თავის დაკვრით მიესალმა და შენობაში შეაბიჯა, ყოველთვის ამჩნევდა რა დაძაბულობას იწვევდა თანამშრომლებში მისი დანახვა და ეს არც თუ ისე ძალიან მოსწონდა მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, არც მდედრობითი სქესის თანამშრომლების აღფრთოვანებული მზერა და სურვილით ანთებული თვალები რჩებოდა შეუმჩნეველი მაგრამ თავისი საკუთარი დაუწერელი კანონი ჰქონდა, არანაირი რომანები სამსახურში... - დილა მშვიდობის მარია, -მიესალმა მისაღებში მდგარ მაგიდასთან მჯდომ ორმოციოდე წლის შავთმიან ქალბატონს რომელიც მისი დანახვისთანავე წამოდგა ფეხზე. - დილა მშვიდობის ბატონო ლუკა, კაბინეტში ბატონი ნიკოლოზი გელოდებათ, ცოტა ხნის წინ მოვიდა. - კარგი, ყავა შემოგვიტანე, -მეტი აღარაფერი უთქვამს კარი შეაღო და დივანზე მოკალათებული ნიკოლოზისკენ წავიდა, ხელი ჩამოართვა და გვერდით მიუჯდა. - გამიხარდა შენი ნახვა, რამ მოგიყვანა ჩემთან? - გუშინ რომ დამირეკე და მთხოვე ლილიასთვის გადამეცა რომ მისი ნახვა გინდოდა... - მაპატიე, არ შეგაწუხებდი მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდი, იურისტებთან შეხვედრაზე უარს ამბობდა, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა, ცოტნესგან ვიცოდი რომ ურთიერთობა გქონდათ ამიტომ გთხოვე. - ვიცი რომ მე და შენ ისეთი ურთიერთობა არასდროს გვქონია როგორიც შენ და ცოტნეს მაგრამ ყოველთვის მომწონდი და პატივს გცემდი ლუკა, ასე თუ ისე ვხვდები რატომ დაიბარე ლილია სასაუბროდ... - არ მინდა ცუდად გამომივიდეს ნიკოლოზ მაგრამ ეს შენ არ გეხება, -მოღუშულმა შეაწყვეტინა ლუკამ. - მეხება ლუკა, მეხება და თუ მომისმენ ყველაფერს აგიხსნი, ვიცი რომ ცოტნე ძალიან გიყვარდა და მისი სიკვდილი შენთვის ადვილი გადასატანი ნამდვილად არ იყო... - ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა ნიკოლოზ, ჩემი ოჯახი იყო რომელიც არასდროს მყოლია, ერთადერთი ადამიანი ვისაც ბოლომდე ვენდობოდი... - ამიტომაც არ მინდა რომ ბრაზმა დაგაბრმავოს და რამე არასწორი გააკეთო, ვიცი თავიდანვე როგორი დამოკიდებულება გქონდა ლილიას მიმართ, ახლა მითუმეტეს ალბათ წარმოგიდგენია რომ ერთი პატარა განებივრებული ფულზე დახარბებული გოგოა და შეიძლება ფიქრობ რომ სიხარულისგან ჭკუაზე აღარ არის რომ ხელში ამდენი რამ ჩაიგდო... - ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ, -ლუკამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და დაჟინებით მიაჩერდა აშკარად აღელვებულ ნიკოლოზსს რომელიც სათქმელს ძლივს უყრიდა თავს, -არ მეტყვი ვინ არის ეს გოგო შენთვის და რატომ ცდილობ რომ დაიცვა? - დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ, მაგრამ გეფიცები მასზე გულწრფელი და მიამიტი არასდროს არავინ შემხვედრია, ძალიან საყვარელია, ჭკვიანი, კეთილი და მერწმუნე ფული საერთოდ არ აინტერესებს, ძალიან ბევრი რამ აქვს გადატანილი, ჯერ კიდევ მანამდე სანამ ცოტნეს გაყვებოდა ცოლად, პირველად ცოტნეს გვერდით ვნახე ბედნიერი და ხალისიანი, ახლაც ზუსტად არ ვიცი იქ რაჭაში რა მოხდა მაგრამ რაც იქიდან დაბრუნდა ადამიანს აღარ ჰგავს, აი შენ თვითონ გაიცნობ და ნახავ როგორია ვიცი რომ არ შეგეშლება და მიხვდები, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას რა დაუტოვა ცოტნემ, უბრალოდ მინდა გთხოვო მასთან ფრთხილად იყავი, ცუდად ნუ მოექცევი, გულს ნუ ატკენ, ამას ნამდვილად არ იმსახურებს. - - - - - - - - - - დიდხანს უყურებდა უხმოდ კარს რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხურა ნიკოლოზმა, მაგიდაზე ეყრდნობოდა იდაყვებით, ნიკაპი ხელებზე ჰქონდა ჩამოდებული და იმ ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა რაც მოისმინა, ნიკოლოზსს პირადად არც თუ ისე კარგად იცნობდა მაგრამ ცოტნესგან ბევრი რამ სმენოდა მასზე, ვერ წარმოედგინა რას უნდა ეიძულებინა ნიკოლოზი რომ მასთან ასეთ თემაზე სასაუბროდ მოსულიყო, ახლა ერთი ასად გაუმძაფრდა ლილიას გაცნობის სურვილი... - უკაცრავად რომ გაწუხებთ, თქვენთან არიან, -მარიას ხმამ გამოარკვია და ჩვეული ცივი, უემოციო გამომეტყველება მიიღო, კარი გაიღო და ოთახში ლილიამ შემოაბიჯა, გაოცებული უყურებდა ლუკა პატარა, გამხდარ, ფერმკრთალ, ჯინსის შარვალსა და ფართო მაისურში გამოწყობილ გოგონას რომელსაც გრძელი თმა კეფაზე ცხენისკუდად დაუდევრად ჰქონდა შეკრული და ძალიანაც რომ გდომოდა ოც წელზე მეტს ვერ მისცემდი, თავი ასწია ლილიამ და დიდი ლურჯი თვალები შეანათა გაოგნებულ მამაკაცს. - გამარჯობა, მე ლილია ვარ, როგორც მითხრეს ჩემთან საუბარი გინდოდათ, -დაბალი, თბილი, სულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა, გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი ლუკამ და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა, ფეხზე წამოდგა და ის იყო მისკენ უნდა წასულიყო რომ კარი გაიღო და ოთახში ათიოდე წლის საყვარლად თმააჩეჩილი, ლუჯთვალა ბიჭუნა შემოვარდა. - აუ დეე იმ ქალთან ერთად ყოფნა არ მინდა, აქ დავრჩები რა შენთან ერთად, ლილიას რომ მიუახლოვდა მაშინღა შეამჩნია მის წინ მდგარი მამაკაცი, წელზე მოეხვია დედას და თვალები მორცხვად დახარა, ლუკამ უხმოდ ანიშნა კარში მდგარ მარიას რომ გასულიყო, მერე უხერხულად აწურულ ლილიას მიუახლოვდა, მისგან წამოსული საოცრად სასიამოვნო სურნელისგან ამწვარი ნესტოები არც კი შეიმჩნია, დაიხარა და ბიჭუნას ხელი გაუწოდა... - გამარჯობა, მე ლუკა მქვია. ქვემოდან ახედა დედას ლუკას მკაცრი გამოხედვით შეშინებულმა თითქოს ნებართვას სთხოვსო და როცა მისი მკრთალი ღიმილი შეამჩნია გაბედულად გაუწოდა პატარა ხელი. - მე ცოტნე ვარ... რამდენიმე წამს თითქოს სამყარო გაჩერდა მათ გარშემო, იდგა ლილიას სურნელით გაბრუებული, ბიჭუნას ზუსტად დედისნაირ ლურჯ თვალებში ჩაჰყურებდა და მხოლოდ ერთი რამ ესმოდა, ისევ და ისევ... - მე ცოტნე ვარ... - მე ცოტნე ვარ... შემდეგ უცნაურად მოეშვა, უფრო მეტად მიუახლოვდა ლილიას, ღრმად ჩაისუნთქა და როცა მისი სურნელით აივსო ფილტვები მოხდა სასწაული... ლუკა ჟღენტმა გაიღიმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.