მომეცი შანსი ( თავი 5)
თავი 5 ბავშობაში მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მინდოდა ხალხისთვის მემკურნალა.ვფიქრობდი კლინიკები გამეხსნა, სადაც ყველას შეეძლებოდა უფასოდ მკურნალობა.სწორედ იმიტომ რომ მკურნალობის ფული არ ჰქონდა ბებიაჩემს ვერ შეძლო ფეხზე დამდგარიყო და ჩემი მოვლა თავის თავზე აეღო.თუმცა თორმეტი წლის ვიქნებოდი,როცა ბავშვთა სახლში ახალი ექიმი მოიყვანეს. მისი კაბინეტიდან ყველა ატირებული გამოდიოდა, ამიტომ თუ ვინმეს რამე დავიზიანებდით ვცდილობდით მის ყურამდე არ მისულიყო.საშინლად უხეში ქალი იყო.საბედნიეროდ ავად იშვიათად ვხდებოდი , თუმცა მაინც მიწევდა მასთან შესვლა გადამოწმების გამო.ყველაზე მეტად ადამიანებში არ მომწონს როცა ქედმაღლურად გიყურებენ , ის კი ყოველ მის გამოხედვაში მაგრძნობინებდა რომ მე არავინ ვიყავი.სწორედ ამ ასაკიდან გამიქრა სურვილი ექიმი ვყოფილიყავი და დღემდე არ მიყვარს საავადმყოფოები.დღესაც ის მწარე ბავშვობა გამახსენდა,როცა ჩემმა ექიმმა საფენი გამომიცვალა, ალბათ იმდენად არც მტკენია რამდენადაც ბავშვობის ტრამვა.დამწვრობის ცენტრი ისე დავტოვე ცრემლები ყელში მაწვებოდა და ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი.გარეთ გამოსულმა კი იქვე ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და მთელი ჩემი ნაგროვები ემოცია გარეთ გამოვუშვი .ჩემს ბავშვობას დავტიროდი და ერთადერთი სურვილი მაწუხებდა, ჩემს დედ-მამასთან მინდოდა.ჩემს მოგონებებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე დათო როდის მომიჯდა გვერდით. - რა გატირებს ლენ? გატკინეს? - დასიებული თვალებით ავხედე, მან კი ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა- რა მოხდა ლენ არ მეტყვი? ესე ძალიან გატკინეს? - დიდი ხნის წინ მატკინეს- ამოვისლუკუნე - გინდა შევიდე და დედები მო*** ნა?- სერიოზულად გაგიჟდა მგონი- მითხარი რით დაგეხმარო, ნუ ტირი რა. - შეგიძლია… დედასთან წამიყვანო?- ქვევიდან ავხედე. - სად ცხოვრობს დედა , ადექი წაგიყვანო . - ვაკეში….. სასაფლაოზე წამიყვანე - მუდარის თვალებით შევხედე- ცოტა ხანს მიყურა მერე ხელი ჩამკიდა და უხმოდ მიმიყვანა ჯერ მანქანამდე მერე სასაფლაომდე- გინდა წამოგყვე? - არა , მადლობა რომ მომიყვანე.აქედან ჩემით წავალ სახლში - კარები გავაღე და გადმოვედი. თითქმის წელიწადია აქ არ ვყოფილვარ, ალბათ ჩემზე ბრაზობენ კიდეც.ადრე ყოველ თვე ამოვდიოდი, ეხლა კი რაც მუშაობა დავიწყე თითქოს დამავიწყდნენ.არცერთ შვილს არ ეპატიება მშობლის დავიწყება, მაშინ მომაგონდა როცა სული მეტკინა.ჯერ დავასუფთავე სასაფლაო, მერე კი დიდხანს ვუყვებოდი ჩემს მშობლებს ჩემზე.ამ ლაპარაკში ბინდიც შემოეპარა ცას, დავემშვიდობე და უკან მოტრიალებული გავშეშდი , იქვე არც ისე შორს დათო იყო ერთ ერთ სასაფლაოს სკამზე დამჯდარი და მელოდებოდა. - რატომ არ წახვედი? - ნახე რა ახალგაზრდაა- საფლავის ქვაზე მიმითითა- ჩვენზე პატარაა, არაფერი უნახავს ჯერ.ჩვენ კი დრო გვაქვს ლენა , დრო რომელიც უფალმა გვაჩუქა. - იცნობდი? - არა- ჩაეცინა - რატომ არ წახვედი დათო? - კიდევ ერთხელ ვკითხე. - ვერ დაგტოვებდი - შეგეცოდე? - გამახსენდი… - ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა. ჩუმად დავტოვეთ სასაფლაო, თითქოს არ გვინდოდა მათთვის მყუდროება დაგვერღვია.მანქანაში ჩავჯექით და რომ მივხვდი სახლისკენ არ მივდიოდით მაშინ დავარღვიე სიჩუმე. - სად მივდივართ? - ერთი კარგი რესტორანი ვიცი, მთელი დღის მშივრები ვართ , ვივახშმოთ და წაგიყვან სახლში. - ვაიმე- თავში ხელი შემოვირტყი- სოფო გაგიჟდებოდა , დამავიწყდა ტელეფონს ხმა რომ გამოვურთე- ჩანთაში დავიწყე ტელეფონის ძებნა. - იცის სადაც ხარ - ხო ეგ არც მიფიქრია. - კარგია რომ უთხარი.ბოდიში რომ მთელი დღე ჩემზე მოგიწია ზრუნვა. - მე მინდოდა და იმიტომ, თან დილანდელი კი არ დამვიწყებია- ისევ სიცილი აუტყდა.ღმერთო ამის ყბიდან რა ამოვა. - გეყოფა!ეგ მე არ მომიგონებია. - სამაგიეროდ კარგად გამოიყენე სიტუაცია- აროხროხდა ისევ- რაო რას ამბობდი?უნაკლოაო?- მოაწვა მეორე ტალღა. - დიახაც- მეც გამეცინა, მთელი დღეა ემოციებმა რამისაა წამლეკოს და მისი იუმორი ამ შემთხვევაში ნამდვილად მახალისებდა. ***** ვიმნმემ რომ მითხრას მდივნის სამუშაო უფრო იოლია ვიდრე ეკონომისტისო მართლა გავგიჟდები, თანაც ჩემ შემთხვევაში ორივე ერთად უნდა შემესრულებინა. მთელი დღეა საბუთებში ვარ ჩამძვრალი , ყავაც ისეთი ცხელი დავლიე პირი სულ დამეთუთქა.დემეტრეც მთელი დღეა ჯერ გასული იყო ობიექტზე, ეხლა თათბირზეა.ლენა უნდა მოვკლა, გუშინ პაემანი ჩამიშალა დღეს ნერვები ამიშალა .კიდევ კარგი დათო მაინც არის მასთან, ეს ცოტა დაამშვუდებს ჩემს გოგოს. - სოფო ბატომა დემეტრემ ჩემთან შემოვიდესო-ქეთიმ შემოყო თავი კარებში. - ეხლავე შევალ!- ფეხზე წამოვდექი. მომწონს ეს გოგო, კადრების განყოფილებაში მუშაობს. თბილი და ყურადღებიანია.პლანშეტი მოვიმარჯვე და კარებზე დაკაკუნებას ვაპირებდი უცებ რომ გაიღო და შიგნით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემაგდეს. - რა…- პირის გაღება მოვასწარი მარტო კარებზე რომ ამაყუდა .ღმერთო რამდენჯერ ვფიქრობდი დღეს მის კოცნაზე, მაგრამ ეს რაღაც სრულყოფილება იყო.ფილმიდან გადმოგდებულ რომანტიულ სიუჟეტს ჰგავდა. - როგორ მენატრებოდი პატარავ- ყელზე მომაწეპა ტუჩები. - გეტყობოდა- გამეცინა და მეც ჩავეხუტე . - დავიღალე… მიდი ჩაალაგე და წავიდეთ- მოწყვეტით მაკოცა და წელზე ხელის მოხვევით მანიშნა გავიდეთო. - ჯერ შენ ჩადი , მე მერე ჩამოვალ! - რატომ?- გაკვირვებულმა შემომხედა- ვინმეს ვემალებით? - რავიცი,იქნებ არ გინდა ვინმემ ერთად გვნახოს…თან ჯერ ერთი კვირაც არაა რაც ერთმანეთს ვხვდებით და … - გეყოფა !რამდენს ფიქრობ? აიღე ჩანთა და წავედით. ოცდაათი წლის ასაკში არ ვაპორებ ვინმეს დავემალო!- კარისკენ მიბიძგა. ერთად რომ გავედით თანამშრომლების ყურადღებაც მივიქციეთ. ვეცადე უკან ჩამოვრჩენოდი , მაინც არ მინდოდა ვინმეს მის საყვარლად მოვენათლე.მან კი როგორც კი მიხვდა რას ვაპირებდი ხელი ჩამკიდა და მეტი ეფექტისთვის ხელის გულზე კოცნაც დამიტოვა.ვერ აგიღწერთ იმ წამს რა ვიგრძენი.სიამაყე? ბედნიერება? არ ვიცი ამას რა დავარქვა, თუმცა უკვე მაშინ მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება ამ კაცს სამუდამოდ მიეჯაჭვებოდა. არცერმა არ ვიცოდით მაშინ რა მოხდებოდა… მე ნამდვილად არ ვიცოდი…. - აქვე წავიდეთ რა სადმე?! ძალიან დავიღალე დღეს- თავი მანქანის სავარძელზე დავდე და სახე მისკენ მივატრიალე. - ერთი თვეც გაუძელი და უფრო ნაკლები დატვირთვა გექნება ეკონომისტად რომ გადაგიყვან- გამიღიმა- თუ გინდა სახლში აგიყვან . - აუ კარგი აზრია, ჩემთან ავიდეთ ლენა და დათოც არ არიან ჯერმოსულები. პიცა გამოვიძახოთ- ტაში შემოვკარი. - გამოვიძახოთ- სიცილით მომიტრიალდა-მიყვარს შენი ემოციების ყურება.- მასში ორი ადამიანია, ერთი უჟმური უემოციო და მეორე მზრუნველი და თბილი. გაგიკვირდებათ და ნახევარი საათიც არ დასჭირდა პიცის მოტანას, ეს იშვიათი ბედნიერება ჩვენ გვერგო წილად. კომედია ჩავრთე და პიცას ისე მივუჯექით.გვიან მივხვდი რომ ფილმს მარტო მე ვუყურებდი და ვიცინოდი , დემეტრე დივანზე მიწოლილიყო და ფილმის მაგივრად მე მიყურებდა. - რამე მაცხია?- ტუჩებზე ხელი გადავისვი. - არაფერი- გაეცინა და თავისთან მიმწია- ფილმზე უფრო ეხლა შენი ყურება მინდა და არა მარტო.- ახლოს მიმწია და მეც გვერდით მიმიწვინა ,ცალი ხელი წელზე შემომხვია ცალით თმებს დაუწყო წვალება. - კარგი რა დემე.არ მიყვარს თმაზე ხელს რომ მკიდებენ- ავბუზღუნდი. - რა უცნაური ხარ? ზოგს ეძინება თმაზე რომ ეფერები - ხოდა ვისაც სიამოვნებს იმას ეფერე- წამოდგომა დავაპირე,მაგრამ ხელის ერთი მოძრაობით მის ქვეშ აღმოვჩნდი. - საით პატარა- ახლოს მომიწია სახე- რას ამბობდი ? ვის მოვეფერო? - ისე ვთქვი… ადექი რა დემე- ავწუწუნდი, ესეთ სიტუაციაში ბიჭთან პირველად ვიყავი. - მომწონს ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტი ….და ხო კიდევ ესე ვერ გაგიშვებ.შენი ტუჩები მიწვევს- ჩემს ტუჩებსაც სიამოვნებდა მისი შეხება, თუმცა ხელი მაისურში რომ შემიცურა მანდ შიში და სიამოვნება ერთმანეთში აირია. მალევე მოწყდა ჩემს დაგემოვნებას და ისევ ძველ პოზას დაუბრუნდა . - ჩემი არ შეგეშინდეს კარგი? - რა თქმა უნდა მიხვდა- მხეცი არ ვარ. - ვიცი … უბრალოდ - მოდი ფილმს ვუყუროდ - რაღა გამაცინებდა , მუცელში მთელი ზოოპარკი მქონდა. მე ვამბობდი არ მიყვარს თმაზე ხელის მოკიდებათქო? როდის ჩამეძინა წარმოდგენა არ მაქვს თუმცა ლენა რომ შემოვიდა ორივეს გაგვეღვიძა. - უი უკაცრავად- რაღაცნაირი საყვარელია, როცა რცხვენია მთელ სახეზე ჭარხლის ფერი ედება. - ჩაგვძინებია- წამოდგა დემეტრეც- მარტო აღარ ხარ, მე წავედი - მოწყვეტით მაკოცა და წავიდა. - როგორ ხარ ლენ? - კარგად. შენ აღარც გეკითხები- ფხუკუნი აუტყდა- ისე საყვარლად გეძინათ სურათის გადაღებაც მოვასწარი-ტელეფონი ამიფრიალა ცხვირთან. - გადმომიგზავნე რა- ბედნიერმა ავხედე- ჩვენი პირველი სურათია. - როდის მერე გახდი ესეთი ემოციური ჰა?დამიბრუნეთ ჩემი გადარეული დაქალი- ხელები ზევით აიშვირა. - კარგი ხო ,მორჩი ჩემს დაცინვას.შენ ის მითხარი თავად სად იყავი? - ლისზე- ბედნიერმა გაიცინა- იცი რა მაგარი კაფეა იქ? მყუდრო , რომანტიული და წყნარი. - ეხლა მართლა დებილი ბავშვის სახე გაქვს- სიცილი ამიტყდა. - ასე მალეც არ უნდა დაგებრუნებინათ- ზევით აიხედა გაბრაზებულმა. - რაო დათუჩამ , მომწონხარო? - არაფერი უთქვია, ნუ თუ არ ჩავთვლით რომ ბესოს აქებდა მთელი საღამო. როგორი სიმპატიური საქმრო მყავს და რა ნიჭიერი- რამის დივნიდან გადავარდი დათოს სახე რომ წარმოვიდგინე - იცინეთ, რა გენაღვლებათ. წლის დასაცინთა შორის პირველი ადგილი მაქვს- თვითონაც გაეცინა- ეჰ ვეღარ ვნახავ ჩემს ბესარიონს- დანანებით გააქნია თავი - რატო? რა მოუვიდა საწყალს ასე უცებ?- სერიოზულად შემეცოდა. - რა უნდა მოსვლოდა ადამიანო!მისი შვილი ჩამოვიდა და ის შეცვლის . - წესიერად თქვი მერე, მეგონა დავკარგეთ სიძე კაცი. - სოფო მორჩი!ისედაც მთელი საღამო ჩამაშხამა იმ იდიოტმა- ფეხზე წამოხტა- წავედი მე დავიძინე. - კარგი ხო, შენც კარგი უჟმური ხარ- მეც მივბაძე და საძინებელში შევედი. დიდხანს ვიწრიალე,ბევრს გვფიქრობდი განვლილ დღეზე .ლენას ისტორიაზე, მიუხედავად იმისა რომ მხიარული ადამიანია ცხოვრებისეული ტკივილი მაინც სულ თან სდევს.იმაზე რომ არცერთი მშობელი აღარ ყავს და ამას ვეღარავინ შეუცვლის.ვფიქრობდი მამაჩემზეც რომელზეც მხოლოდ ის ვიცოდი რომ სოფელში ერთი წლით იყო ჩამოსული სამუშაოდ და მეც ზაფხულის ვოიაჟის ნაყოფი ვიყავი.რამდენჯერ მიკითხავს დედასთვის და არვიცი მატყუებდა თუ არა , მაგრამ სულ ერთი და იგივეს მპასუხობდა.მას სხვა ოჯახი ჰყავს და სოფელში მხოლოდ ერთი წელი იყო. სამხედროების წვრთნაში იღებდა მონაწილეობას.როგორც ვიცი დედა ისე დატოვა რომ იცოდა ორსულად იყო თუმცა აბორტის ფული ჩაუთვალა და წავიდა.იმ დღის მერე მისი ასავალ-დასავალი არაც მომიკითხია, მან არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.მას უბრალოდ არ ვჭირდებოდი და ჩემზე უარი გაგებისთანავე თქვა.მაგრამ ლენასგან განსხვავებით მყავდა დედა, როგორი ურთიერთობა გვქონდა ეს სხვა თემაა, თუმცა ის მე მყავდა , ისევე როგორც პატარა ნიკი .აი მასზე კი ვგიჟდებოდი , ჩემი ცხოვრების სხივი არის. ისე მომინდა მასთან ლაპარაკი მაშინვე ტელეფონი მოვიძიე, რამოდენიმე ზარის შემდეგ კი მიპასუხეს - სოფი დედი, როგორ ხარ?- არავინ თქვას რომ ეს ხმა არ ამშვიდებს.ყველა შვილს ამშვიდებს დედას დაძახებული შვილო , როგორ შორსაც არ უნდა იყოთ ერთმანეთისგან…. ფიზიკურად იქნება ეს თუ სულიერად . - P.S ვიცი რომ მეტს ელოდით, გპირდებით გამოვსწორდები :) ეს დღეები დატვირთული ვარ და ვერ ვახერხებ წერას.მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.