მარიკა
სოფელში ხმა დადიოდა, რომ ბატონი შაქრო ამაღლობელის ქალიშვილი-მარიკა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად ქცეულა. ყველა ამ ამბავზე ჭორაობდა. ყველას მარიკას სახელი ეკერა პირზე და სადაც არ უნდა გამევლო, მარიკას განიხილავდნენ: "-ლამარა, გაიგე? შაქროს თურმე წნევები აქვს, მაშ. გაგიჟებას, ცოტა უკლია. -აფსუს, ნათელა, აფსუს. როგორ დაანგრია შაქროს და მანანას რეპუტაცია, იმ გათახსირებულმა გოგომ. -აბა..განა კი რა დააკლეს, იმ დასაქცევსა?! -თურმე საცხა ბარში ნამუშევარა და კაცებთან გორაობს. -დიდუ, რა მითხარი ეგი! თლა წევიდა ხელიდან და აქანა მოსაშობი, არაა მაგი!" თავჩაღუნული ჩავუვლიდი ხოლმე სოფლის ჭორიკნებს და ჩუმად ვისმენდი მათ ლაპარაკს. უდიდესი ბურთულა, ყელში იბუდებდა და ჯიუტად ვერ ვყალაპავდი. ბრაზი მახრჩობდა მათი უსულო და უგულო სხეულების დანახვისას... სამწუხაროდ, ერთ ავბედით დღეს, შაქრო ძია გარდაიცვალა. ყველა ვგლოვობდით, რადგან კარგი კაცი იყო და სოფელსაც უყვარდა. მანანა დეიდა, მოთქმით ტიროდა. მისი ტირილის ხმა, სულს მიწიოკებდა და სისხლს მიყინავდა. თითქოს, შვილს და ქმარს ერთად გლოვობდა... უეცრად, ტირილი შეწყვიტეს და განაბულები, რაღაცას უყურებდნენ. უკან გავიხედე და დავინახე... მარიკა დავინახე. ულამაზესი იყო! ტანზედ, შავი, ატლასის კაბა ემოსა. თმა უკან შეკრული, რაც მეტ სიმკაცრეს სძენდა მის არაჩვეულებრივ და ღვთიურ სახეს... თვალები. ყინულივით გამჭვირვალე, ცივი და უცხო ჰქონდა. სახეზე, მხოლოდ ზიზღს ვატყობდი. ისეთი თვალებით უყურებდა ხალხს, შემეშინდა. ყველას შეეშინდა. ვერავინ გაბედა და ვერ შეხედეს. უკლებლივ ყველას, დაბლა დაეხარა მზერა და ხელებს იმტვრევდნენ. დღეების, კვირების, თვეების და წლების მანძილზე საუბრები და მარიკას ქილიკი, სადღაც გამქრალიყო და მის წინაშე, უსუსურება, შიში და უმექმედობა დამდგარიყო. უჩუმრად მივიდა კუბოსთან და უყურებდა... უყურებდა მამამისის გაყინულ, უგრძნობ და უსულო სხეულს, მაგრამ სახე უცვლელი ჰქონდა. თითქოს ემოციები გაყინულიყო, მის ადგილას კი არ ვიცი რა და როგორ იყო. ვერაფერს ვკითხულობდი. უნებურად გადავდგი მისკენ ნაბიჯი, თუმცა დედაჩემმა შემაჩერა: -გაჩერდი, ნინია! თავის ავადმყოფობას გადმოგდებს!-მითხრა მან. ყველამ გაიგონა...მათ შორის მარიკამაც. ჩვენს მხარეს გამოიხედა, გამიღიმა. მან მე გამიღიმა. ღიმილი ძალიან უხდებოდა. ლოყაზე, პატარა ჩაღრმავება ჰქონდა...ულამაზესი იყო. შემდეგ... დამეფიცება რომ დავინახე, თუ როგორ ამოისუნთქა ღრმად, გული როგორ შეიკუმშა მოსალოდნელი ქარიშახალისგან და მანდაიწყო: -იცით, დიდი ხნის განმავლობაში, ვფიქრობდი, თუ რატომ მაქცია გვერდი ყველამ, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ნუთუ მხოლოდ ჩემი მე*ძავის სტატუსია ამის მიზეზი? ოდესმე მაინც დაინტერესებულხართ რამ განაპირობა ყოველივე? არა! თქვენ ისე მკიცხავდით, ერთხელ არ გიკითხავთ მიზეზი! და მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ჩემი მშობლებისგან მაინც მექნებოდა მხარდაჭერა, მათ უარესი გააკეთეს. ხუთი წლის წინ-ქალბატონო ნათელა, თქვენმა სანაქებო და სანუკვარმა ვაჟმა, ჩემზე იძალადა!-ყველა უარესად დამუნჯდა, ნათელა დეიდას, მკვდრის ფერი დაედო და ვეღარ მოძრაობდა.-დიახ, იძალადა და ეს რომ ჩემს სანაქებო მშობლებს მოვუყევი, მათ მე ბ*ოზი მიწოდეს. დედა, გახსოვს რა მითხარი?!-მარიკას სახეზე, მხოლოდ ახლა დავინახე ემოციები, რაც აქამდე იმალებოდა. ვულკანივით ამოეფეთქა ყველა გრძნობას და დღის სინათლეზე გამოსვლას ლამობდნენ...-გაგახსენებ! მე ვიგონებდი ამ ყველაფერს, რადგან გიორგი არასდროს მომწონდა და მისთვის სახელის შერცხვენა მინდოდა და ამასობაში, მე ვიყავი თქვენი სახელის შემარცხვენელი და გეზიზღებოდი. შენთვის მკვდარი ვიყავი...-მანანა დეიდა ტიროდა. ცხარე ცრემლით ტიროდა, მაგრამ მარიკა აგრძელებდა...მის წამებას ისევე აგრძელებდა, როგორც ერთ დროს ის აწამეს.-მართალიც იყავი. იმ დღეს მართლა მომკალი. შვილის მკვლელი ხარ, დედა!-ბოლო სიტყვები, ისეთი ხმით თქვა, შემცივდა. ტანში ტკივილისგან მოგვრილმა ჟრუანტელმა ისე დამიარა, თითქოს სხეული დამისერეს და ჭრილობაზე, მლაშე მარილს მუჭა-მუჭა მაყრიდნენ. ყველამ სუნთქვა შეწყვეტა. არაფერს ამბობდნენ, ან რა ჰქონდათ სათქმელი?! არაფერი! -არავის შეგებრალეთ. მართლებიც იყავით! არ ვარ შესაბრალისი და ჯვარზე გამაკარით, მაგრამ თქვენ რითი ხართ ჩემზე მეტი? მე ცოდვილი ვარ, მაგრამ თქვენ? მიპასუხეთ!-მისმა ხმამ, ზარივით დაიგრგვინა.-თქვენს თავს, უცოდველ ადამიანებად იმ დონემდე თვლით, რომ მე მკიცხავთ? რა უფლებით?! გეკითხებით! საერთოდ, ვინ მოგცათ ამის უფლება? ხმა ამოიღეთ!-მის სხეულში, ადამიანი აღარ იყო. განრისხებულ, დაჭრილ ცხოველს ჰგავდა, რომელსაც ტკივილისგან ეწვოდა მთელი სხეული და მშველელს ეძებდა, მაგრამ რადგან მხეცი იყო, ვერავინ ეკარებოდა...-ახლა ყველა ჩუმად ხართ, არა?! რა თქმა უნდა. ჩუმად იქნებით, რადგან სათქმელი არაფერი გაქვთ. ზურგს უკან, სამარეს მითხრიდით და ახლა?! ახლა თვალსაც ვერ მისწორებთ, ადამინებო! ყველაზე სასაცილო, იცით რა არის?!ამორალურ საქციელად, მხოლოდ ჩემს ბ*ზობას თვლით, მაგრამ თქვენი საქციელი, ამაზე უარესია და რომ შემეძლოს, ღმერთს ვფიცავ დაგწვავდით! ყველას იმ ჯოჯოხეთის ალში დაგწვავდით, სადაც მთელი ეს წლები მე ვიყავი!-ყვიროდა. მთელი ძალით ყვიროდა...ყელზე ლურჯად ეტყბოდა ვენები, რომელზეც ადუღებული ცრემლი, ნიაღვარივით მოედინებოდა. მოვკვდი. მეტკინა, მისი ტკივილი და რომ არა დედა, წავიქცეოდი. მე დედას ვეყრდნობოდი, მაგრამ მარიკა...მარიკა იდგა და მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდა, რადგან ყველამ მიატოვა, დაივიწყა. ცოცხალ ადამიანს, მიწა მიაყერს და ტანჯვისთვის გაიმეტეს... უეცრად, სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. მატარებელი, იმ სადგურში გაჩერდა, სადაც ამდენი ხალხი, ერთ კონკრეტულ რაღაცას ელოდა, მაგრამ არავინ იცის, თუ რა იყო ეს. დავინახე... დავინახე რომ მარიკა, მოწყვეტით დაეშვა და მუხლებზე დაემხო. სისხლიანი თვალები მოატარა ყველას და მზერა გამისწორა. ისევ შემომხედა...ისევ გამიღიმა. ვერ გადმოვცემ იმას, თუ რა დამემართა. მინდოდა მივსულიყავი და მასთან ერთად მეტირა, გამელანძღა ყველა და მეთქვა, რაც აქამდე გულში მქონდა. მათ ვერ ვიტანდი. ყველა მეზიზღებოდა სწორედ იმის გამო, რაც მარიკას გაუკეთეს. დიახ, მათ მარიკა მოკლეს და ცოცხლად დამარხეს! შემდეგ ადგა და ნელი ნაბიჯებით დატოვა სახლი. ვიდექი და ვუყურებდი, სანამ თვალს არ მოეფარა. ხელები გამეყინა, მზერა ერთ წერტილში გამიშეშდა და მოულედნელად, სხეული თავისით ამოძრავდა და გავეკიდე. ისე გავიქეცი, ვერ მოასწრო დედამ ჩემი დაჭერა. დავეწიე. არ მიმჩნევდა...უკან მივყვებოდი. ბოლოს მდინარის ნაპირთან გაჩერდა და იქვე დაჯდა. -ჩემი გეშინია?-ისეთი უეცარი იყო, შევხტი, მაგრამ მაშინვე ვუპასუხე: -არა, არ მეშინია. -ახლოს მოდი.-ძალიან მშვიდი იყო. თითქოს წუთების წინ, ქარიშხალი არ ყოფილიყო და ერთიანად არ წაელეკა ყველა. მის გვერდით დავჯექი.-რაზე ოცნებობ, ნინია?-სიგარეტი თითებს შორის მოიქცია და ღრმა ნაფაზით, მთელი ტკივილი შეისუნთქა, რაც ყოველ კუნჭულში იყო გამჯდარი. -მინდა რომ კარგი ექიმი გამოვიდე. შენ? რაზე ოცნებობდი?-საიდან მოვიკრიბე ამხელა გამბედაობა, არ ვიცი, მაგრამ მაინც გავბედე რომ მეკითხა. -მე მხატვრობა მინდოდა. ძალიან კარგად ვხატავდი...-სევდიანად გაიღიმა და კიდევ ერთი ნაფაზით გაივსო ფილტვები-მინდოდა მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა და უამრავ ადამიანს გაეცნო ჩემი შემოქმედება. ძალიან მინდოდა...-თვალზე ცრემლები ისე ჩამოუგორდა, ვერ შენიშნა. მზის სხივებმაც, თითქოს უთანაგრძნეს და თავისი კაშკაშა სინათლე ჩააქრეს. -რატომ შეწყვიტე ოცნება? -რადგან სუსტი აღმოვჩნდი. ვერ შევებრძოლე იმ უსამართლობას, რაც საზოგადოების ძლიერი მხარეა. მივეცი ნება, რომ ჩემი სხეული ისე დაესერათ, საბოლოოდ მოვეკალი და ასეც მოხდა. მომკლეს, მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალი იყო და იცი რატომ? -რატომ? -არ შევეწინააღმდეგე და როცა თავზე ლაფი დამასხეს, არ დავიბანე. დავიტოვე ტანზე და იმ ლაფთან ერთად გავაგრძელე არსებობა, მაგრამ საკითხავია, რამდენად გამომივიდა ეს არსებობა...?! -მარიკა, მე მჯერა რომ კარგად იქნები. თავს დაანებებ მაგ საქმეს და ძალიან ცნობილი მხატვარი გახდები. -ნინია...როგორი კეთილი გული გაქვს, მგონი არ იცი.-ისევ გამიღიმა. -მე...მე მინდა რომ ბედნიერი იყო, მარიკა!-ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი და ახლა მარიკას კი არ გაეღიმა, გაეცინა. მეც გავიცინე. ყველაზე კარგი სიცილი ჰქონდა-სუფთა და ნათელი. -ერთს გეტყვი, ჩემო ნინია. ბედნიერებისთვის არ ვიბადებით ადამიანები. ბედნიერება უნდა დაიმსახურო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის ვერ გაიმეტა ღმერთმა ეს ბედნიერება. -მე კიდევ ვფიქრობ, რომ უბრალოდ ჯერ არ მოსულა შენი დრო. აუცილებლად მოვა და ბედნიერი იქნები, მართლა. -როგორი ბავშვური და გულუბრყვილო ხარ...-სახეზე მომეფერა. ცივი, მაგრამ საოცრად ნაზი ხელები ჰქონდა-ეცადე, რომ ეგ სიკეთე, ბოლომდე შეინარჩუნო და მათ არ დაემსგავსო.-ზიზღით წარმოთქვა. -გპირდები, რომ ძალიან კარგი ვიქნები. -ვიცი, ვიცი...ახლა კი შენი წასვლის დროა. დედა გაგიბრაზდება. -შენ? შენ როგორ იქნები? -მე ცოტა ხანს ვიქნები და უკან დავბრუნდები. ტკივილი მომბეზრდა, ნინია. -უკან? სად უკან? -სადაც გზა სრულდება.-ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, მაგრამ აღარ ჩავეძიე. ავდექი და წასვლა დავაპირე, მაგრამ უეცრად მივტრიალდი და ჩავეხუტე. ისე ძალიან, რომ ძვლების ხმაც გავიგე. მანაც ხელები მომხვია და ვიგრძენი როგორ დამისველდა მხარი. შემდეგ კი უკანმოუხედავად გამოვიქეცი. იმ ღამით, ვერ მოვისვენე. რაღაცა მჭამდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა. მხოლოდ მერე მივხვდი... მეორე დღეს, კიდევ ერთი საშინელება დატრიალდა. მდინარემ, ქალის უსულო სხეული გამორიყა ნაპირზე. ბრბო უმალ გადავკვეთე და სხეულთან დამხობილი მანანა დეიდა დავინახე. მარიკა იყო... ნანახს ვერ ვუჯერებდი. სუნთქვა გამიხშირდა, სული მეხუთებოდა, თვალებში სისხლი, მთელი ძალით მაწვებოდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ სწორედ მაშინ წამერთვა ყველაფრის ძალა და გავითიშე... სოფელმა, კიდევ ერთხელ მოკლა მარიკა, მაგრამ ახლა უკვე სამუდამოდ. წლები გავიდა ამ ამბიდან და ისევ იხსენებენ მარიკას, თუმცა უკვე სინანულით. მისი სახლის წინ რომ ჩავივლი, ისევ გავყურებ ხოლმს სარკმელს, რომელიხ აღარ არსებობს...მარტოობით ამოავსეს და დაივიწყეს, რომ ერთ დროს, სინათლე კაშკაშებდა და სამყაროს განათება უნდოდა... ხანდახან, მტკივა ხოლმე მოგონებები ქალზე, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო. მოგონებებს ვაგროვებ, სკივრში ვათავსებ და დროდადრო სინათლეზე გამომაქვს. აქ, ამ ადგილას, აღარ გაზაფხულდება... და სარკმლიდან, საიდანაც აღარ ჩანს ადამიანის ლანდი, ისევ ტკივილისგან შექმნილი უხეში ფარდით იქნება დახშული სინათლე...სიცოცხლე და ბედნიერება. .......................................... სალამი, ისევ და ისევ..)) მოვედი, ისევ. არ ვიცი რა გითხრაათ, ან როგორ გითხრათ...უბრალოდ იმედი მაქვს, ის გამოვიდა, რაც მინდოდა. მადლობა, თუ წაიკითხავთ და ერთ სიტყვას მაინც გაიმეტებთ. ეგეც უდიდესი რამეა... პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.