შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი (თავი 7)


20-06-2022, 12:22
ავტორი sabrina
ნანახია 6 193

თავი 6
****

როგორც იქნა ხელი მომიშუშდა და დავუბრუნდი ჩემს სამუშაოს.ბესარიონოს შვილი საკმაოდ სიმპატიური და ჭკვიანი აღმოჩნდა.ბევრი ახალი იდეები აქვს და ამიტომ სახლში თითქმის არ ვარ. ყველა მარკეტს ამოწმებს და მეც მასთან ერთად დავდივარ . ვანგარიშობ რა დაჯდება მისი იდეების განხორციელება.ძალიან დამღლელია, მთელი თვეა არ ამომისუნთქია, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც აქვს, სახლში მანქანით მივყავარ და თან არც ყურს აკლია.
- დილით გამოგივლი !მცხეთაში მინდა ერთი ადგილი დავათვალიეროთ- თბილისი ხომ მომატარა ,ეხლა მცხეთას გადასწვდა. შაბათია ხვალ ადამიანოოოო
- ბატონო აჩი!იქნებ ჯერ თანხები დავაჯამოთ?საკმაოდ დიდ თანხებზე ავიდა თქვენი იდეები და ეხლა ახალი ადგილის ყიდვის დრო მგონი არ იქნება მომგებიანი- მინდოდა მეთქვა შაბათს მაინც დამასვენეთქო .
- ადგილს არ ვყიდულობთ!ეგ მამამ იყიდა,მე შენობის ჩადგმა მინდა და დიდი მოლის გაკეთება, თავის გასართობი ცენტრით.
- კი მაგრამ თანხები ….
- მაგაზე არ ინერვიულო- დამამშვიდა, ხო რას ამბობ ვკვდები ნერვიულობით,დასვენება მინდა მე - საკუთარი თანხით ვაპირებ ,,მცხეთა მოლი” გავხსნა.- აგაშენა ღმერთმა, მომეშვა გულზე.
- კარგით როგორც იტყვით.ხვალამდე- თავს ზევით ძალა არაა, მე ფული მჭირდება იმას იდეები ახრჩობს.სახეზე ღილიმი ავიწეპე და გადმოვედი.
ეს ლიფტი კიდე ჩემს ჯინაზე სულ მოშლილი როგორაა?! გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და პატრონი არ გამოუჩნდა რომ ახლით ჩაანაცვლოს.კარები ძლივს გავაღე.
- სოფი წყალი- ვიყვირე შესვლისთანავე
- რა დაგემართა?- წყლით ხელში გამოვარდა .
- ძალა გამომაცალა ამ ბიჭმა!დამიბრუნეთ ჩემი ბესარიონი!
- ნორმალური ხარ? - შემომღრინა- მეგონა ცუდად იყავი.
- აი ...ეგეთი უფროსი რომ გყავდეს შენც ესე იყვირებდი, მაგრამ შენი უფროსი ძალას კოცნით გაცლის.ზოგს როგორ უმართლებს- დანანებით გავაქნიე თავი.ფეხსაცმელი გავიხადე და სოფოს დაქაჩულ თვალებს რომ შევხედე მივხვდი რაღაც მივქარე, თან სამზარეულოდანაც შეუერთდა იმ მუტანტის ხარხარიც - ამას აქ რა უნდა? - ხმადაბლა ვკითხე.
- საერთოდ აღარ გამცე შენ
ხმა - ცხვირი ასწია და გამეცალა.ზლოზინით წავედი სამზარეულოს ბარისკენ , იქ
კი დემეტრე და დათო ისხდნენ დაკრეჭილი სახეებით.
- საღამო მშვიდობის- უხერხუპად გავიღიმე.
- რაო მოგენატრა ტურფა? - შემომკრიჭა ვაჟბატონმა- აჩი არ მოგწონს?
- ვინ გითხრა რომ არ მომწონს? საკმაოდ სიმპატიური ბიჭია!- სახეზე რომ შეეყინა ის სიცილი ბედნიერმა გავაგრძელე- მაღალი, სიმპატიური .ჯერ მარტო რა თვალები აქვს…
- ჩვეულებრივი ტიპია დიდი არაფერი- შემაწყვეტინა მისი ქება- დიდება.
- ვისთვის როგორ?!- გავიჯგიმე
- შენ ეგრე ამბობდი მამამისზეც- სამივეს ერთად აუვარდა სიცილი.
- ნუ ...ბესარიონზე ვხუმრობდი და ეს მართლაც მაგარი ტიპია.
- კარგი ნუ დახოცავთ ერთმანეთს - გაგვაშველა სოფომ- ლენ ხვალ წყნეთში გვინდა ასვლა და ხო წამოხვალ?
- ვერა , მე და აჩი მცხეთაში მივდივართ- ამაყად ვთქვი და დათოსაც გადასცდა ყავა-ღირსი ხარ- ხომ კარგად ხარ ძვირფასო- ზურზე ხელი ჩავარტყი რაც ძალიდა ღონე მქონდა.
- გადასარევად!- აცრემლებული გთვალებით მომხედა- სოფო წყალი მომაწოდე რა.
- ხო სოფო მარტო წყლის მისაწოდებლად გჭირდებათ და მე აქ ვიწვები,ერთი დღე რომ ავსულიყავით რა მოხდებოდა.
- მე და შენ ავიდეთ სოფ-ჩაეხუტა დემეტრე, რა საყვარლები არიან.ეს საცოდავი ვის გავს ასეთი...
- კარგი - გაინაზა ესეც- მაგრამ საღამოს მაინც ამოდით რა ?! ერთი დღე რომ დავისვენოთ არ შეიძლება?- საწყალი სახით შემომხედა.
- ვეტყვი აჩის და ამომიყვანს- ამაყად დავაბრეხვე მეორე სისულელე.
- მე თვითონ აგიყვან! - ამოიღო ხმა დახრჩობას გადარჩებილმა- დილით მეც საქმეები მაქვს.
- ანუ მოვგვარდით- დემეტრეც ჩაერია- ხვალ დილით გამოგივლი- სოფის აკოცა და დათოსაც ანიშნა წავედითო.
- საღამოს შვიდზე შემოგივლი- მომაძახა ბატონმა და დემეტრეს გაჰყვა.
სტუმრები გააცილა და უკან მობრუნებული მე მომდგა.
- რა გინდა მცხეთაში?
- რაღაც მოლის გახსნა უნდა და იქ მივყავარ- საწყალი სახით ავხედე
- მერე ეგრე ვერ თქვი? მეგონა პაემანზე მიდიოდი.
- კარგი რა ?!შენ მაინც ხომ მიცნობ ?! რა პაემანი, ამ იდიოტის გარდა ვერავის ვერ ხედავს ჩემი ბრმა თვალები, თორემ….იცი მართლა რა სიმპატიურია.
- საწყალი რამის დაიხრჩო- სიცილი აგვიტყდა- ესეც კაი ბოთეა, ორმეტრიანი კაცი როგორ დააჯერე …
- წყნეთში ასვლა ვისი იდეა იყო?
- დათომ თქვა ავიდეთო.ივლისის ბოლომდე აქედან ვერ გავალთ და ესე დავიხრუკებით- თავი მოისაწყლა.
- მეც არ მინდა ხვალ მუშაობა, მაგრამ თანხას მიმატებს და ხომ იცი მანქანის ყიდვა როგორ მინდა - ოცნებებში ჩემი ყვითელი ჟუკით დავქროდი უკვე.
- მანქანა კარგი აზრია!-დამეთანხმა- იქითა თვიდან მეც გადავდივარ ეკონომისტად და მერე მეც დავაგროვებ მანქანის ფულს- გახარებულმა შემოკრა ტაში.
- შევედი მე წყალი გადავივლო- ფეხზე წამოვიზლაზნე.
- არ გშია?
- ჭამის თავი არ მაქვს - ერთი სული მქონდა როდის დავწვებოდი.მანქანაშიც კი მარტო ჩემი ბალიში მელანდებოდა.





***

- დემე ჯერ მარკეტში შევიაროთ რა- ბარგი მივაწოდე
- სოფი ერთი ღამით ვრჩებით , ამდენი რამე რად გინდა?
- მე ქალი ვარ და ქალურ პრინციპებს ვერ ვუღალატებდი- ამაყად გამოვაღე მანქანის კარი.
თბილისთან შედარებით წყნეთი ბაკურიანს გავდა.თხელი მოკლე სარაფანი გადავიცვი და სამზარეულოს მივაშურე ცივი ყავის მოსამზადებლად.კიბეზე რომ ჩამოვდიოდი დემეტრეს საუბარიც მოვისმინე ვიღაცას გაცხარებით ელაპარაკებოდა
- ყველას ხომ ვერ წაიყვანდა… მისი ოჯახი მომიძებნე… რაც შეიძლება მალე, თავის ფეხით უნდა მოვიყვანო ჩემამდე…
მივხვდი ისევ იმ კაცზე იყო საუბარი
- დემე აქ ხარ? - ხმამაღლა დავიძახე და კარები შევაღე.
-ვაუ რა ფორმაში ხარ პატარა?-წელზე ხელის მოხვევით მასთან მიმწია და გიჟივით დამეტაკა ტუჩემბზე- ნეტავ იცოდე რას მიშვები.
- ცივი ყავა გინდა?
- ვითომ მიშველის- უკვე ჩემს ყელს აგემოვნებდა და მისი ცხელი სუნთქვა არანაკლებ მიშლიდა ჰორმონებს
- თუ არ გიშველა აუზში ჩავიდეთ!- ენა გამოვუყავი.
- მეეჭვება შენი საცურაო კოსტუმში ხილვამ გამაგრილის - სიცილით შემომხედა- ჩემთან თავს როგორ გრძნობ სოფი?- ისე უცებ შეცვალა სიტუაცია...
- კომფორტულად- დაუფიქრებლად ვუპასუხე მეც და ხელები კისერზე შემოვხვიე.
- მარტო კომფორტულად?
- რა გინდა რომ გითხრა? - ცოტა დამაფიქრა - ხომ იცი რომ მომწონხარ? მომწონს ყველა დღე შენს გვერდით.
- მე მოწონებაზე ბევრად მეტს ვგრძნობ, მინდა სულ ჩემთან იყო- პატარ -პატარა კოცნებით გაუყვა ჯერ სახეს , მერე ყელს და ნელ- ნალა მაბრუებდა.ეს უკვე კომფორტს ბევრად სცდებოდა-მინდა დილით შენს სახეს ვხედავდე და ძილის წინ შენს სურნელში ვიძინებდე.
- დემე ჯერ ძალიან ადრეა- უკვე სიტყვებს ძლივს ვაბავდი ერთმანეთს.
- მე არ ვარ სოფი ოცი წლის
- სამაგიეროდ მე ვარ ოცდაორის!
- ანუ რა გამოდის ? რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენო ცალ- ცალკე ყოფნა?!
- არვიცი დემე!- ამაზე მართლა არ მიფიქრია- ალბათ... დრო გვიჩვენებს.
- კარგი - არც ისე მხიარულად დამეთანხმა- მოდი ისევ ცივი ყავით დავიწყოთ- სიცილით მიბიძგა სამზარეულოსკენ.
საღამომდე ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადადიოდა.უკვე მთელმა სამსახურმა იცოდა ერთად რომ ვიყავით.ზოგს მოწონდა ჩვენი წყვილი,ზოგს არა. მაგრამ უკვე თვეზე მეტია მათი საჭორაო თემა ვიყავით .მეთვითონაც მიკვირდა ჩემი თავის , საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ რას ფიქრონბდა.მთავარი ის იყო რომ ჩვენ კარგად ვგრძნობდით თავს და სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებდა .
უეცრად გიჟივით შემოვარდნილმა მანქანამ დაგვირღვია სიმყუდროვე.იქიდან კი შეშლილი სახით დათო გადმოვიდა .
- რა მოგივიდა შეჩ* მა?
- ის მკითხე რა არ მომივიდა- მერე მე მომიტრიალდა- ის შენი დაქალი …. ერთი საათი მალოდინა სადარბაზოსთან და ჯერ კიდევ იმ სი* თან ერთადაა თურმე მცხეთაში- შეზლონგზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
- მოიცა , არ მოდის? - მართლა გამიკვირდა.
- მოაბრძანებს ბატონი არჩილი- ამრეზით გაიხედა კარისკენ
- რა დაგემართა ბიჭო!- ჩაერია დემეტრეც- არ იცნობდე მაინც აჩის, სერიოზული ტიპია არაფერი მოუვა.
- სერიოზული ტიპი რომაა მაგაზე ვგიჟდები მეც.ეს არანორმალური რამ მოაწონა?
- დაიცა და რა იცი რომ მოსწონს?- ჩემი კითხვა გააჟღერა დემეტრემ.
- შენი აზრით მარტო ვერ წავიდოდა მცხეთაში? მაგრამ არა !ესეც წაიყოლა .ხვდები რას ვამბობ?- თავზე თითი მიიდო.
- ვაიმე დათუნა!შენ რა ეჭვიანობ? - სიცილი ამიტყდა.
- მაქვს საეჭვიანო? - ხო ესე კითხვის მოტრიალებას არ ველოდი.
- ნუ …როგორც ლენა ამბობს სიმპატიური ბიჭიაო- ცეცხლზე ნავთის დასხმა გადავწყვიტე
- ანუ მართლა მოსწონს? - თავი სერიოზული სახით დავუქნიე- ფუ ამის დედას შ** ცი- გიჟივით შევარდა სახლში
- სერიოზულად ამბობ?- გაოცებულმა მკითხა დემემ.
- გადაირიე- სიცილი ამიტყდა - რამის ათი წელია ამაზე ჭკუა ეკეტება, მაგრამ ამათ სანამ ვინმე არ უშველის ასე მუნჯებივით ივლიან .
- და ეხლა სად არის ლენა?
- წეღან მომწერა მოვდივართ უკვეო.
- მერე რას გააგიჟე -დათოზე მანიშნა
- აუ თუ გიყვარვარ , რომ მოვლენ აჩი შემოიპატიჟე რა …- ისე უეცრად ვთქვი ვერც კი გავიაზრე.თვითონაც მიხვდა და რომ ინსტიქტურად წამომცდა.ჩაეცინა,ჩემს შეზლონგზე გადმოჯდა ახლოს მოიწია მაკოცა და მიპასუხა .
- კარგი, ვეტყვი შემოვიდეს- კარგა ხანს დამუნჯებული ვუყურებდი.
ლენას რომ შეაგვიანდა მერე მართლა ავნერვიულდი, ცალკე დათო არტყავდა კრუგებს ეზოს, ლენას ტელეფონი კი გათიშული ჰქონდა .ცოტა ხანში უცხო ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე
- გისმენთ! ლენა?სად ხარ ადამიანო ამდენ ხანს?
- არ მკითხო ! თბილისში ვარ, მანქანა გაუფუჭდა და ვეღარ წამოვედი .
- ვისგან მირეკავ?
- აჩის ნომერია.ტაქსით მივდივარ სახლში.ბოდიში რა სოფი
- კარგი , არაუშავს. გინდა დათო ჩამოვა და წამოგიყვანს?- დათოს გავხედე ჩემს სიტყვებს რომ ისრუტავდა.
- არა იყოს ეხლა მაგის დუდღუნის თავი არ მაქვს.მირჩევნია დავწვე და დავიძინო.
- კარგი მეც წამოვალ მაშინ
- შენ რატო უნდა წამოხვიდე?
- აბა მარტო ხომ არ ვიქნები აქ?
- არ შეგჭამს შენი დემე- სიტყვა გაწელა- თუ მოვახერხე დილით წამოვალ .დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
- რაო? არ მოდის?
- ვერა მანქანა გაფუჭებია და სახლში მიდის.დემე მეც წამიყვანე რა?
- იყავით ამოვიყვან- დათოს წინადადებაზე დემეტრემ თვალით მანიშნა გაჩერდიო.
- თქვენ დახოცავთ გზაში ერთმანეთს.
- ნუ გეშინია, თუ არ მაიძულებს ცოცხალს ამოგიყვან- მანქანისკენ დაიძრა- სულ დამავიწყდა აქ სამწვადეა, დაიწყეთ შეწვა და ჩვენც მოვალთ- ოჰ დაგვასაქმა ბიჭმა.
მწვადის შეწვაც სასიამოვნო პროცესი ყოფილა, მართალია შებოლილები ვიყავით მაგრამ ერთ საათში უკვე დათო და ლენაც შემოგვიერთდნენ.ერთმანეთს კი ებღვირებოდნენ, მაგრამ რაც მთავარია ცოცხლები იყვნენ.ის საღამო ჩემს მოგონებებში ერთ- ერთი დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში.ესე ერთად მის შემდეგ აღარც ვყოფილვართ.
ჩემი და დემეს ურთიერთობაც უკვე სერიოზულ იერს იღებდა , პიკნინკებს ვაწყობდით, ვსეირნობდით.რამდენადაც სერიოზული და უჟმური უფროსი იყო იმდენად თბილი და მოსიყვარულე შეყვარებული იყო.მისი დაც გავიცანი , მართალია ინტერნეტით თუმცა დაგვპირდა თქვენს ქორწილს არ გამოვტოვებო.
- სოფო ბატონი დემეტრე გეძახით- მდივანმა შემატყობინა. თითქმის ორი კვირაა სტაჟიანი ეკონომისტი ვარ და იშვიათად გვიწევს სამსახურში შეხვედრები.
- მადლობა ანი- მთელი დღე გასული იყო და ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი.კარებზე არც დამიკაკუნებია ისე შევედი იქ კი ისეთი შხვართი ქალი იჯდა მეც ავტომატურად დავიხედე ფეხებზე- გამარჯობა!
- ეს არის? - ალმაცერად ამათვალიერა- ჩემს მერე ამასთან როგორ წევხარ? - გადაიხარხარა.
- უკაცრავად!-გაურკვევლობაში მყოფი თავის დაცვასაც ვერ ვახერხებდი სე სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები.
- კაბინეტი დატოვე სანამ დაცვა გამოვიძახე - დემეტრეს ხმამ ოთახი გაკვეთა- დროზე მეთქი.
- კარგი საყვარელო, სხვა დროს ვისაუბროდ- კოცნა გაუგზავნა და ამაყად გავიდა კარებიდან.
ვერ გავიგე რა გამეკეთებინა,მთელი ეს დრო პირღია ვიდექი .დემეტრე რომ არ მოსულოყო კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ალბათ ამ მდგომარეობაში.
- ეს… ეს ვინ იყო?
- ჩემი ყოფილი ცოლი? - ასეთს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
- ეს იყო? - რამის მე ვკითხე ამას მართლა როგორ დაშორდითქო.
- მოდი ჩემთან- დივანზე დაჯდა და მეც თან გამიყოლა- მომენატრე პატარა. ისევ მდივნად ხომ არ დაგაბრუნო?
- არა იყოს.. მეც მომენატრე- ჯერ კიდევ შოკში ვიყავი.
- მორჩი კარებისკენ ყურებას- თავი შემატრიალებინა- ჩამეხუტე რა , იცი როგორ მაკლდი მთელი დღე?- თავი კისერში ჩარგო- ვგიჟდები შენზე.
- მეც მომენატრე- ცოტა მოვდუნდი.
- სოფ !საღამოს კორპორაციულ საღამოზე უნდა წავიდეთ.
- მეც უნდა წამოვიდე?- გავიკვირვე.
- მგონი დროა ყველამ გაიგოს რომ ერთად ვართ.
- ბევრი ხალხი იქნება? - არ მიყვარს დაკვირვების ობიექტად ყოფნა.
- საკმაოდ-ისეთი სახე მივიღე გაეცინა- ნუ ნერვიულობ მალე წამოვალთ და ხვალვე შეგვიძლია ზღვაზე წავიდეთ- იცოდა როგორ ველოდებოდი შვებულებას.
- ოოო... კარგი ხო , მაგრამ მაშინ გამიშვი ეხლა რომ კაბა მაინც შევარჩიო.მოწყვეტით მაკოცა და მითხეა შვიდზე შემოგივლიო.
ოთახიდან გამოსული პირველი რაც გავაკეთე ლენას დავურეკე
- ლენა უნდა მიშველო?
- რა ხდება ?
- საღამოსთვის კაბა მჭირდება და თან ისეთი რომ მის შხვართ ყოფილ ცოლს ვჯობდე!
- სოფი რა დალიე?
- რა დავლიე ადამიანო ფხიზელი ვარ!
- აბა თავიდან თქვი? - მოკლედ მოვუყევი ჩემი გაჭირვება და საღამომდე სავჭრო ცენტრი დავლაშქრეთ.
საბოლოოდ მუქ წითელ გამოსასვლელ კაბაზე გავაკეთე არჩევანი, ფეხზე ჩახსნილი უმკლაო კაბა შევარჩიე, მაღლებზე შევდექი და სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი ვერ ვიცანი.
- რა ლამაზი ხარ სოფ
- იმედია დემეტრეც ეგრე იფიქრებს. ძაან გამომწვევი ხომ არაა?- უარის ნიშნად თავი გამიქნია და დემეტრემაც მომწერა ქვევით გელოდებიო.
დემეტრე მანქანასთან მელოდებოდა.დავინახე როგორ ამაყოლა თვალი ქვევიდან ზევით და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გავშიშვლდი.
- ულამაზესი ხარ- თვალებანთებული მიყურებდა- ეხლა რომ გაკოცო შენი მეზობლები გაგიჟდებიან?
- არ მითქვამს რომ მეზობლებთან არ ვმეგობრობ?!- ეშმაკურად აუწიე წარბი.მასაც მეტი რა უნდოდა და ლენას რომ არ დაეძახა მაღლიდან გაგვიანდებათ გვრიტებოო ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ერთმანეთს აწეპებულები.
კორპორაციულზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. შესვლისთანავე მივიქციეთ ხალხის ყურადღება , ცოტა დავიძაბე კიდეც .საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა უზარმაზარ დარბაზში.სოლიდურად გამოწყობილი საზიგადოება იყო და მაშინ პირველად დავფიქრდი რა სტატუსით წარმადგენდა ხალხთან.ამ ფიქრებში ვიყავი გართული,ერთი მაღალი აღნაგობის კაცი რომ მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას.
- ბატონო დემეტრე- ხელი გაუწოდა- რა მშვენიერი მანდილოსანი გიმშვენებთ გვერდს - ეს ცოტა ირონიული ნათქვამი უფრო იყო.
- თქვენ კი ისევ მარტო ხართ ბატონო ნოდარ- არც ამან დააკლო ირონია.
- როგორც ყოველთვის- ჩაიცინა- მე თავისუფლება მიყვარს - გაიცინა , მერე მე შემომხედა-თავს აღარ მოგაწყენთ - ჩემსკენ მოტრიალდა - დროებით მშვენიერო ქალბატონო- ხელზე მაკოცა და გავიდა
- ეს ვინ იყო?
- ერთი სი*ია, დაივიწყე - წელზე ხელი მომხვია და ახლოს მიმწია მასთან, მერე კი საცეკვაოდ გამიყვანა .ჩვენი პირველი ცეკცვაც აქ შედგა, თითქოს ყველა გაქრა და საცეკვაო მოედანზე მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.ხელებს ისე დაატარებდა ჩემს ტანზე , ისე ვგრძნობდი მის სიმხრვალეს მეგონა შიშველი ვიყავი.ვგრძნობდი უკვე შორს მქონდა შეტოპილი.იმდენად მიყვარდა უკვე რომ მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. ცოტა ხანში ვიღაც კაცმა მოაკითხა და გაიყვანა , მარტოდ დარჩენილმა ვერანდაზე გასვლა გადავწყვიტე.წყნარი საღამო იყო.ორსართულიან რესტორანს რომელშიც კოტპორაციული იმართებოდა ულამაზესი ეზო ჰქონდა, ხელოვნური ჩანჩქერით რაც მის სილამაზეს ხიბლს მატებდა.სულ მინდოდა საკუთარი სახლი მქონოდა ,წარმოვიდგენდი რას გავაკეთებდი ეზოში და როგორ მოვაწყობდი მას, მაგრამ არასდროს არ წარმომედგინა ხელოვნური ჩანჩქერი . ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ვიღაც უკნიდან ამეკრო, ჯერ მეგონა დემეტრე იყო,თუმცა მის სურნელს ალბათ ათას კაცში გამოვარჩევდი ეს კი ისე ქშინავდა იმწამსვე ვცადე მისი ხელები მომეშორებინა.
- როგორ ბედავთ?
- კარგი რა ! თავს ნუ იფასებ!- უკვე ყელში ვგრძნობდი მის სნთქვას.
- ეხლავე გამიშვით ხელი!
- რომ არ გაგიშვა ჩიტო ? რითი ვარ თაბაგარზე ნაკლები? - უცებ რაც მოვიფქრე ჩემი მაღალქუსლიანები იყო.ქუსლი ჩავარტყი ფეხში და ხელებიც წამებში მომაშორა.როგორც კი თავისუფლება ვიგრძენი ეზოში გავიქეცი დემეტრეს რომ ჩევეჩეხე.
- რა დაგემართა? - გაკვირვებულმა შემომხედა.
- არაფერი - გულამოვარდნილი ჩავეხუტე- წავიდეთ რა აქედან?!
- სოფი შემომხედე!- თავი ამაწევინა- ბოლოჯერ გეკითხები რა გჭირს?- არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ცრემლებმა თავისით იწყეს ლოყებზე ჩამოსვლა.ამ დროს კი დემეტრეს სახე ჩემს უკან გაეყინა და უკვე კბილებში გამოცრა.
- რა გიქნა? შეგეხო? - მის მზერას თვალი გავაყოლე და ირონიულად მომღიმარი ის ტიპიც დავინახე .
- არა …არა…დემე მისმინე..
- სოფი დროზე მოთმინებას ვკარგავ....მარტო სიმართლე-თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
- ვერ მოასწრო …გამოვიქეცი -ამოვიბურტყუნე და წამში მომშორდა.
კაცების ჩხუბი როგორ არ მინახავს მაგრამ ისე მხეცივით ურტყავდა მეგონა მოკლავდა .
- დემე გთხოვ ესე შემოგაკვდება…დემე გავგიჟდები … გთხოვ … ცუდად ვარ გესმის? - უკვე მართლა ვგრძნობდი თვალებში გამოსახულებები ირეოდა, იმ ტიპის დასისხლიანებული სახე კი...-დემე მართლა ცუდად ვარ- უცებ შემომხედა და ხელის მოხვევა ძლივს მოასწრო.
- სოფი შემომხედე - სახეზე ხელი მსუბუქად მომარტყა- ვსიო სოფი წავედით - შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. მეც ცოტა ჰონზე მოვედი და რომ მეგონა უკვე სამშვიდობოს უნდა გავსულიყავით მაშინ კიდევ ერთხელ მომესმა ისევ ის ამაზრზენი ხმა
- ამას არ გაპატიებ !ვიღაც ს გამო…
- შენ ხარ შე ნაბოზ*რო,ჩემი საცოლის გვერდით არ დაგინახო თორემ დედას მოგ*ნავ!- საცოლეზე ცოტა დავიბენი.
- შენ ცოლს ვტ* დი და საცოლე რა მოსატანია- ხელები გაშალა და სიცილი ატეხა, თან სისხლს აფურთხებდა.გულის ამრევი სანახაობა იყო.
- ხო და გააგრძელე ჩემი ნასუფრალიდან ჭამა შე სი*ო
- ხომ იცი რომ ამას ასე არ დავტოვებ!- კაცი ფეხზე ვერ დგებოდა და მაინც თავისას აგრძელებდა.
- ყ* ე არავის მოჭამო- ხელი გადამხვია- წამო პატარა წავიდეთ.
გაოცებული ვუყურებდი მის სახეცვლილებას .აქამდე მხოლოდ უჟმურ და თბილ დემეტრეს ვიცნობდი ,ამას კი ვინც ხუთი წუთის წინ ვნახე დაუფიქრებლად შეეძლო ადამიანი მოეკლა, თუმცა რიგორც ქალს მომეწონა ჩემი დაცვა რომ შეძლო.ყველა ქალს სიამოვნებს მის გვერდით ძლიერი მამაკაცი და არც მე ვიყავი გამონაკლისი.მთელი გზა ისე გავიარეთ ფიქრებში ვიყავი გართული და ისიც არ შემიმჩნევია რომ სახლში არ მივდიოდით.ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა , რომელიც სავარაუდოდ მდივანს ესაუბრებოდა და უბარებდა რომ ორი კვირა არ ქნებოდა სამსახურში.
- დემე სად მივდივართ?- ტელეფონის გათიშვისთანავე ვკითხე.
- ზღვაზე! ხომ გინდოდა?- ხელზე მაკოცა.
- ესე როგორ უნდა წამოვიდე?!- ტანზე დავახედე- საღამოს კაბით
- საბარგულში დევს შენი ბარგი, ლენამ ჩაგილაგა- გამყიდველი.
- მე არაფერს მეკითხებით?
- თუ არ გინდა დაგაბრუნებ სახლში- არც ისე სასიამოვნოდ ჟღერდა
- არა უბრალოდ … ხომ უნდა გეკითხა?
- გუშინ ხომ გკითხე?!რაზე ჭედავ სოფი?
- კარგი ხო ,მაგრამ ესე ვერ ვიმგზავრებ- საკმაოდ არაკომფორფულად ვგრძნობდი თავს კაბაში
- ჯერ ჩემთან შევივლით.გამოვიცვალოთ და წავიდეთ. - მის სახლში არასდროს ვყოფილვარ.თუმცა გამოცვლა მართლაც მინდოდა.
ორ სართულიან სახლთან შეჩერდა , ჭირკარი პულტით გააღო და ლამაზად მოვლილ ეზოში შევედით.ულამაზესი ეზო იყო და საკმაოდ მოშორებული ქალაქის ხმაურიდან.იმხელა აუზი ჰქონდა რა უნდოდა ზღვაზე?
- არ შემოხვალ? - ეზოს დათვალიერებით გართულმა ვერც კი მივხვდი დემეტრე უკვე სახლის კარებთან რომ იდგა.
- მოვდივარ- სახლში რაც დამხვდებოდა ისედაც მივხვდი . ძვირადღირებული , კომფორტულად მოწყობილი სახლი იყო , თუმცა ისეთი უსულო იერი ჰქონდა მე ამ სახლში მარტო შემეშინდებოდა.
- რამეს დალევ?
- არა გამოვიცვალოთ და წავიდეთ.
- გინდა დღეს აქ დავრჩეთ და დილით წავიდეთ?
- დაღლილი ხარ?- აქ დარჩენის იდეა არ მხიბლავდა.
- უფრო დაღლილსაც მიტარებია მანქანა- ჩაეცინა- რას შეცვლიდი?
- ვერ გავიგე?
- ვხვდები რომ სახლი არ მოგეწონა ,ეზოსგან განსხვავებით - წელზე ხელი მომხვია და ახლოს მიმიზიდა- ამ სახლში ქალი წლებია არ ყოფილა, მაინტერესებს რას შეცვლიდი, რა აკლია?
- ბევრ რამეს შევცვლიდი…. გავაცოცხლებდი- ჩემი აზრი ისე დაუფიქრებლად გავაჟღერე არ მიფიქრია რომ მისი მშობლების სახლი იქნებოდა და მას ისინი უკვე აღარ ყავდა- დემე მაპატიე
- რა გაპატიო? სიმართლე ?- უცნაურად ჩაიღიმა- იქ ჩემი დის საძინებელია, შედი გამოიცვალე და წავიდეთ.
- თუ გინდა… დავრჩეთ ამაღამ- ვეცადე გამომესწორებინა ჩემი დანაშაული.
- აბაზანაც ოთახშია, მიდი სოფი- ტუჩებზე ვნებიანი კოცნა დამიტოვა და თვითონ მეორე სართულისკენ დაიძრა.
ნატას ოთახში სიცოცხლე ნამდვილად იგრძნობოდა, ფერების უხვი რაოდებობა იყო მისაღებისგან განსხვავებით სადაც ყველაფერი შავ-თეთრ ფერში იყო.აბაზანიდან გამოსულმა მივხვდი ჩემი ბარგი მანქანაში იყო .პირსახოცი კარგად მოვიხვიე და დემეტრეს დავურეკე რომ ჩანთა შემოეწოდებინა .ცოტა ხანში შორტებში და მაისურში გამოწყობილი დემეტრე დამადგა თავზე. არ მეგონა კლასიკრი ტანსაცმლის შემდეგ ესე რამე თუ მოუხდებოდა , მაგრამ აშკარად შევცდი.მაისური ისე ჰქონდა ნახევრად სველ სხეულზე მიკრული მე თვითონ ვერ მივხვდი როგორ წავედი მისკენ და პირველად ვაკოცე ჩემი ინიციატივით.უკვე ვხვდებოდი რომ ჩემი ჰორმონები ანშლაგს მიწყობდნენ.არც დემეტრე იქნებოდა ნაკლებ მდგომარეობაში თუმცა ჩემგან განსხვავებით ის უფრო მალე გაჩერდა .
- სოფი … გაჩერდი თორემ … -თავი კისერში ჩარგო და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა- უბრალოდ ვეღარ გავჩერდები.
- კარგი ...გადი და გამოვალ- არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.
ცოტა ხანში უკვე გზას დავადექით .გზას რომელიც ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.



№1 სტუმარი ნი-კე

მგონი ვუახლოვდებით აწმყოს და არ მალოდინო დიდხანს..აბა შენ იცი წარმატებებიი

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს და საინტერესოა ვინ შეცვალა ეს სიყვარული. წარმატებები.ახალ თავს ველოდები მოუთმენლად

 


№3  offline წევრი OKI ME

როგორც ვატყობ მომავალი თავი იქნება რაც იქნება smiley smiley საინტერესო თავი იყო. ოო, მგონი მთავარ დამალულ ამბავს ვუახლოვდებით. დემეს წასვლის რეალური მიზეზის გაგებასთან ახლოს ვართ ხო? laughing laughing

წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი sabrina

OKI ME
როგორც ვატყობ მომავალი თავი იქნება რაც იქნება smiley smiley საინტერესო თავი იყო. ოო, მგონი მთავარ დამალულ ამბავს ვუახლოვდებით. დემეს წასვლის რეალური მიზეზის გაგებასთან ახლოს ვართ ხო? laughing laughing

წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველი heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვნახოთ რა გამოვა :)

Ana-maria
ძალიან მომწონს და საინტერესოა ვინ შეცვალა ეს სიყვარული. წარმატებები.ახალ თავს ველოდები მოუთმენლად

მადლობა♡♡♡

ნი-კე
მგონი ვუახლოვდებით აწმყოს და არ მალოდინო დიდხანს..აბა შენ იცი წარმატებებიი

კი :) გზის გასაყარზე ვართ უკვე????

 


№5 სტუმარი ნი-კე

sabrina
OKI ME
როგორც ვატყობ მომავალი თავი იქნება რაც იქნება smiley smiley საინტერესო თავი იყო. ოო, მგონი მთავარ დამალულ ამბავს ვუახლოვდებით. დემეს წასვლის რეალური მიზეზის გაგებასთან ახლოს ვართ ხო? laughing laughing

წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველი heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვნახოთ რა გამოვა :)

Ana-maria
ძალიან მომწონს და საინტერესოა ვინ შეცვალა ეს სიყვარული. წარმატებები.ახალ თავს ველოდები მოუთმენლად

მადლობა♡♡♡

ნი-კე
მგონი ვუახლოვდებით აწმყოს და არ მალოდინო დიდხანს..აბა შენ იცი წარმატებებიი

კი :) გზის გასაყარზე ვართ უკვე????

სადაა ახალი თავი????გელოდებიიიი

 


№6  offline წევრი sabrina

ნი-კე
sabrina
OKI ME
როგორც ვატყობ მომავალი თავი იქნება რაც იქნება smiley smiley საინტერესო თავი იყო. ოო, მგონი მთავარ დამალულ ამბავს ვუახლოვდებით. დემეს წასვლის რეალური მიზეზის გაგებასთან ახლოს ვართ ხო? laughing laughing

წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველი heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვნახოთ რა გამოვა :)

Ana-maria
ძალიან მომწონს და საინტერესოა ვინ შეცვალა ეს სიყვარული. წარმატებები.ახალ თავს ველოდები მოუთმენლად

მადლობა♡♡♡

ნი-კე
მგონი ვუახლოვდებით აწმყოს და არ მალოდინო დიდხანს..აბა შენ იცი წარმატებებიი

კი :) გზის გასაყარზე ვართ უკვე????

სადაა ახალი თავი????გელოდებიიიი

უკვე ავტვირთე და გამოჩნდება მალე♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent