შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 3)


21-06-2022, 17:08
ნანახია 842

მთვარეს პატარა ღრუბელი გადაეფარა. წუთით ზღვა გაითოშა, პლაჟსაც მრუმე ფერი დაედო: მერე მთვარე ისევ გადაიწმინდა, წყალიც გავერცხლისფრდა და ნაპირს კვლავ დაეღვარა შუქი.
რეა მალრუ თვალს არ მაშორებდა.
-სხვანაირად არ თანხის ხელში ჩაგდება არ მოხერხდება, თქვა მან. ჩემს ქმარს მხოლოდ შვილის მოტაცება თუ გააკვრევინებს ჯიბეზე ხელს. გეგმა მარტივია, მხოლოდ დეტალების მოფიქრებაა საჭირო.
-ბავშვის მოტაცება სიკვდილით ისჯება, შევნიშნე მე. ეგ თუ გაითვალისწინეთ?
-კი, მაგრამ სინამდვილეში ხომ არავის არ მოიტაცებენ, შემეკამათა ქალი და ლამაზი, გრძელი ფეხები წინ გასწია, დავუშვათ, არ გაგვიმართლა. მაშინ ქმარს სიმართლეს გავუმხელ და ამით ყველაფერი დამთავრდება.
მთელი მისი გეგმა საეჭვოდ და არასაიმედოდ მომეჩვენა. არადა, ჩემი ცნობიერების ფსკერზე უკვე დაილექა ორმოცდაათ ათას დოლარზე ფიქრი. შეიძლება, კაცმა ყველაფერი რომ ჭკვიანურად გათვალოს და დეტალებიც დამოუკიდებლად დაამუშაოს, ეს ფული მართლაც მერგოს-მეთქი ვეუბნებოდი საკითარ თავს.
-ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი მეუღლე ერთი გულიანად გაიცინებს, თქვენ და თქვენს გერს დაგტუქსავთ, ეს რა ცუდი გოგონები ყოფილხართო და ამით დაკმაყოფილდება? მე დავურეკავ, ქალიშვილის მოტაცების ამბავს გავაგებინებ, გამოსასყიდს მოვთხოვ და მერე ვითომც არაფერი, ისე აუხსნის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს, ჩემს ცოლს ხუთასი ათასის გამოტყუება უნდოდა და უბრალოდ, იცელქაო?
რეა კარგა ხანს დუმდა, მერე თქვა:
-თქვენი კილო არ მომწონს, მისტერ ბაბრბერ, რაღაც თავხედურადდ ლაპარაკობთ.
-მე ოდესღაც გაზეთში ვმუშაობდი და ეტყობა, თქვენზე კარგად მაქვს წარმოდგენილი, რა ხმაურსაც ატეხს პრესა ფელიქს მალრუს ქალიშვილის მოტაცების გამო.
რეა სავარძელში შეირხა და დავინახე, როგორ მომუშტა თითები.
-აზვიადებთ. ჩემს ქმარს უფლებას არ მივცემ, პოლიციას მიმართოს.
მკაცრი და ბრაზიანი ხმა ჰქონდა.
-ყველაფერი ასე მოხდება ოდეტა გაქრება, თქვენ ჩემს ქმარს დაურეკავთ და ეტყვით, რომ მისი ქალIშვილი მოიტაცეს. გოგონა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ხუთასი ათას დოლარს გადაიხდის. დამიჯერეთ, ნამდვილად გადაიხდის. თქვენ წილს აიღებთ და ოდეტაც დაბრუნდება. ესაა და ეს.
-კარგია, ამით თუ დამთავრდება ყველაფერი, ვთქვი მე.
რეამ მოუთმენლად აიქნია ხელი.
-დარწმუნნებული ვარ, დამთავრდება, მისტერ ბარბერ. თქვენ ხომ თქვით, რიგიანი გასამრჯელოს ფასად მზად ვარ რისკზე წავიიდეო. თანხა თუ გეცოტავებათ, პირდაპირ მითხარით, სხვას მოვძებნი მსურველს.
-მოძებნით კი? თუნდაც ეგრე იყოს, ძებნას ცოტა დრო არ დასჭირდება. ისე, გულახდილად გითხრათ, თავისთავად იდეაც არ მომწონს. გამორიცხული არაფერია: დავუშვათ, თქვენი დაბეჯითებული მტკიცების მიუხედავად, თქვენმა მეუღლემ მაინც მიმართა პოლიციას? ისინი ხომ მანამდე არ დაშოშმინდებიან, სანამ ვინმეს, ვინმეს კი არა, სანამ მე არ დამიჭერენ.
-პოლიციამდე საქმე არ მივა. მაგდენი გავლენა ნამდვილად მაქვს ქმარზე.
თვალწინ მიხრწნილი მილიონერი დამიდგა, რომელსაც შიგნიდან ნელ-ნელა ღრღნიდა კიბო. შეიძლება, მართლაც დაკარგა უწინდელი ფხა და მარიფათი, იქნებ ეს ქალი მართალია, იქნებ მართლა მოახერხოს და დაიყოლიოს ქმარი, უბრძოლველად შეელიოს ხუთას ათას დოლარს. იქნებ.
იმაზე ფიქრმა, წარმატების შემთხვევაში ორმოცდაათი ათასია ჩემია-მეთქი, მოულოდნელი სინდისის ქენჯნა უკვალოდ გააქრო.
-თქვენი გერი თანახმაა?
-რა თქმა უნდა. იმას ფული ჩემზე მეტად სჭირდება.
სიგარეტის ნამწვი მოაჯირს იქით, სიბნელეში მოვისროლე.
-გაფრთხილებთ ვუთხარი ქალს, საქმეში თუ ფედერალური ბიუროს აგენტები ჩაერევიან, კარგი დღე არ დაგვადგება.
-მგონი, თქვენ ის კაცი არ უნდა იყოთ, ვისაც მე ვეძებ. ასეთ დასკვნამდე მივდივარ ეტყობა, ტყუილად ვკარგავთ დროს.
კარგი იქნებოდა, აღარ შევკამათებოდი, სამუდაიმ გამოვმშვიდობებოდი და დამეცლია, ისევე უხმოდ გამქრალიყო ბნელში, როგორც გამომეცხადა, მაგრამ ორმოცდაათ ათას დოლარზე ფიქრი მოსვენებას არ მიკარგავდა. თანხამ მომხიბლა და მომაჯადოვა. იმ ღამეს, მთვარის შუქზე მჯდომი მივხვდი, პოლიციის კომისარს მაგიდაზე ათი კი არა, ორმოცდაათი ათასი რომ დაედო ახალთახალი, ტკიცინა კუოიურებით, ცდუნებას ვერ გავუძლებდი. შეძრწუნებულმა გავიაზრე, ათ ათასზე უარის თქმა შემიძლია, მაგრამ ორმოცდაათ ათასზე ნურას უკაცრავად.
-იცოდეთ, ვუთხარი ბოლოს, რკინის გისოსებს მიღმა ჩვენ სამს კარგი არაფერი მოგველის.
-რამდენჯერ გაგიმეოროთ ერთი და იგივე? ეგ ფინალი გამორიცხულია.
მოთმინებადაკარგული ქალი გაღიზიანებას ვერ მალავდა.
-მქონდეს თქვენი იმედი, მისტერ ბარბერ?
-ჯერჯერობით, თქვენ მხოლოდ შიშველი სქემა გამაცანით. უფრო დაწვრილებით ამიხსენით, რა უნდა გავაკეთო. ვუპასუხე მე. მაშინ საბოლოოდ გადავწყვეტ.
-ოდეტა გაქრება. თქვენ ჩემს ქმარს ურეკვათ, უკმაყოფილო კილოთი და ხელახლა. ეუბნებით, რომ მისი ქალიშვილი მოიტაცეს და მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, როცა ხუთას ათასს გადაიხდის. მე ვაიძულებ დაჯეროს, რომ უარის შემთხვევაში მისი ქალიშვილი აუცილებლად დაიღუპება. თქვენც დამაჯერებლად უნდა ითამაშოთ თქვენი როლი, ამის იმედი მაქვს.
-თქვენი ქმრის შეშინება იოლია? ვკითხე მე?
-ქალიშვილი ძალიან უყვარს, მშვიდად მიპასუხა მან, მსგავს სიტუაციაში რთული არ იქნება.
-კარგი, მერე რას ვაკეთებ?
-ფულის მიღებას უზრუნველყოფთ. ფულს რომ მიიღებთ, თქვენს წილს დაიტოვებთ, დანარჩენს მე გადმომცემთ.
-თქვენ და, რა თქმა უნდა, თქვენს გერს.
ცოტა ხნის პაუზის შემდეგ მიპაასუხა:
-დიახ, რა თქმა უნდა.
-ყველაფერი ეს დამაჯერებლად ჟღერს, ვთქვი მე. ერთ უხერხულობას თუ არ გავითვალისწინებთ. იქნებ თქვენს ქმარს კარგად არ იცნობთ? მშიშარა კაცი ასეთ სიმდიდრეს ვერ მოაგროვებდა. მაგაზე არ გიფიქრიათ?
-აკი გითხარით, ქმარს მე მოვუვლი-მეთქი.
ქალმა ნაფაზი დაარტყა და მბჟუტავმა სიგარეტმა ხასხასა, პომადაწასმული ბრწყინავი ტუჩები გაუნათა.
-ორი-სამი წლის მთელი ეს წამოწყება, რასაკვირველია, არარეალური იქნებოდა. მძიმე ავადმყოფ კაცს კი, მისტერ ბარბერ, არ შეუძლია წინააღმდგების გაწევა, როცა მის ახლობელ ადამიანს საფრთხე ემუქრება.
ფიქრმაც კი შემზარა, ხომ შეიძლება ღმერთს ჩემთვის ცოლად ასეთი ალქაჯი მოევლინა-მეთქი.
-ალბათ, ამგვარ ამბებში თქვენ ჩემზე უკეთესად ერკვევით, ვუთხარი მე.
ცოტა ხანს ისევ ჩუმად იჯდა. მის მზერაში უკვე დაუფარავი სუსხი ვიგრძენი.
-აბა? თანახმა ხართ თუ არა?
ისევ გამახსენდა ორმოცდაათი ათასი დოლარი. კისრიტეხით ამ საქმეში გადაშვება, რა თქმა უნდა, არ ღირდა, მაგრამ საგულდაგულოდ მოფიქრებული გეგმით რაღაცას ნამდვილად გამოადნობდა კაცი.
-უნდა მოვიფიქრო. საბოლოო პასუხს ხვალ გეტყვით. ქალი წამოდგა, ხელჩანთიდან ფულის დასტა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.
-კოტეჯის ქირის გადასახდელად და სხვა წვრილმანი ხარჯებისთვის დაგჭირდებათ. ხვალ დაგირეკავთ.
ისევე უხმაუროდ გაუჩინარდა, როგორც მოვიდა, აჩრდილივით გაქრა ბნელში.
მაგიდიდან ფული ავიღე. ასი დოლარი იყო, სულ ათდოლარიანები. სანამ ჯიბეში ჩავიდევდი, ფიქში ეს თანხა ხუთასზე გადავამრავლე.
თერთმეტის ათი წუთი იყო. შინ დაბრუნებამდე ორიოდე საათი კიდევ მრჩებოდა. მთვარის შუქით განათებულ ზღვას გავცქეროდი და რეას გეგმის ყველა წვრილმანს გულდასმით ვწონიდი გონებაში, პირველ რიგში, რისკის ფაქტორის განსაზღვრას ვცდილობდი.
იოლი საქმე არ მელოდა, მაგრამ დაპირებული თანხა ცდად ნამდვილად ღირდა. ამ ფულით მე და ნინას ახლი ცხოვრების დაწყება შეგვეძლო.
გადავწყვიტე დავთანხმებოდი, ოღონდ, გარკვეული პირობებით.
მეორე დღეს დილაუთენია მივაშურე ბილ ჰოლდენს. ვუთხარი, კიდევ ერთი-ორი დღით ვიტოვებ კოტეჯს-მეთქი და ქირაც წინასწარ გადავუხადე.
ათ საათამდე პლაჟზე დავყიალობდი, მერე ოთახში შევედი და ტელეფონთან მოვკალათდი. ტელეფონი ზუსტადაც თერთმეტზე აწკრიალდა. ყურმილი ავიღე.
-ბარბერი გისმენთ, ვუთხარი მე.
-ჰო თუ არა?
-ჰო, ოღონდ გარკვეული პირობებით. მინდა თქვენც მესამე მხარესაც მოგელაპარაკოთ. აქ მოდით, საღამოს ცხრა საათისთვის.
შეკამათება აღარ ვაცალე და ყურმილი დავკიდე. მინდოდა თავიდანვე მიმეხვედრებინა, დღეის იქიტ ინიციატივა ჩემზე გადმოვიდა-მეთქი.
ტელეფონმა ხელახლა დარეკა, მაგრამ ყუტმილი აღარ ამიღია. კოტეჯიდან გამოვედი და კარი ჩავკეტე.
ტელეფონი არა და არ ჩუმდებოდა. კიბე ჩამოვირბინე და ჩემი ,,პაკარდისკენ'' გავემართე.
უკან შვიდი საათისთვის დავბრუნდი. თან რაღაც-რაღაცეები გამოვაყოლე ხელს. საბედნიეროდ, ნინა შინ არ იყო, თორემ მკითხავდა, რაში დამჭირდა გრძელი ელექტროზონარი, ხელსაწყოეი და ,,ჰერალდში'' მუშაობის დროიდან შემორჩენილი, დღემდე საკუჭნაოში გადანახული დიქტოფონი.
წინაღამეს რეა მალრუს გეგმაზე ფიქრებში გატარებული ორი საათი არცთუ უნაყოფო გამოდგა. პირველ რიგში დავასკვენი, ჩემი უმთავრესი პირობა ის უნდა იყოს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არც რეამ და არც მისმა გერმა არ სცადონ მთელი დანაშაული მე ამკიდონ, თვითონ კი ხელები დაობანონ-მეთქი. ამიტო გადავწყვიტე მათგან მალულად მთელი ჩცვენი საუბარი ფირზე ჩამეწერა, თუ კი ბატონი მალრუ მართლა მიმართავდა პოლიციას, ამ ქალბატონებს გაუჭირდებოდათ თავის დაძვრენა და ყველაფრის ჩემთვის გადმობრალება.
დიქტოფონი საძინებეკ ოთახში, კედლის კარადაში დავაბინავე. აპარატი მუშაობდა, მაგრამ სასტუმრო ოთახში დატოვება მაინც ვერ გავბედე, ჩართვის ხმასაც კი შეეძლო იმათი დაფრთხობა და დაეჭვება. კედელში პატარა ხვრელი გავაკეთე და ზონარი გამოვაძვრინე. მერე ზონარი სასტუმრო ოთახის განათების ჩამრთველს შევუერთე და დავრწმუნდი, მაგიდის ნათურის ანთებისთანავე დიქტოფონიც მუშაობას იწყებს-მეთქი.
რამდენიმე წუთი მიკროფონის დასამალად ყველაზე უკეთეს ადგილს ვეძებდი, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ოთახის კუთხეში, პატარა მაგიდის ქვეშ არ დავამაგრე, სადაც ხმა ყველა წერტილიდან შეუფერხებლად აღწევდა.
ერთადერთი გართულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, თუკი ან კოტეჯში შემოსვალზე იტყოდნენ უარს, ანდა ჩაბნელებულ ოთახში ჯდომას მოისურვებდნენ. მაგრამ იმედი მქონდა, რომ სახლში შეტყუებას როგორმე მოვახერხებდი, მოვიმიზეზებდი, გარეთ არ შეიძლება ვინმე შემთხვევითმა გამვლელმა შეგვამჩნიოს-მეთქი. ხოლო შუქის ჩაქრობას თუ მოითხოვდნენ, მაგიდის სანათს გამოვრთავდი და კედლის ჩამრთველს ხელს აღარ ვახლებდი.
პლაჟზე ჯერ კიდევ ხალხი იყო, მაგრამ ყველა წასასვლელად ემზადებოდა. ერთ საათში მთლად დაცარიელდებოდა იქაურობა.
უკვე ჩემს ხელსაწყოებს ვალაგებდი, როცა კარზე დააკაკუნეს. საქმით გართული, მოულოდნელობისგან შევხტი. შიშით მივაჩერდი კარს. მერე ყველაფერი ბალიშის ქვეშ შევტენე, კართან მივედი და გავაღე.
ჩემ წინ ბილ ჰოლდენი იდგა.
-მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მისტერ ბარბერ, თქვა მან. მაგრამ უნდა ვიცოდე, ხვალაც დაგჭირდებათ კოტეჯი თუ არა, მსურველები გამოჩნდენ.
-მინდოდა, ერთი კვირით დამეტოვებინა. ახლა სტატიების სერიაზე ვმუშაობ, აქ კი იდეალური პირობებია. თუ წანააღმდეგი არ იქნები, ანგარიშს კვირის ბოლოს გაგისტუმრებ.
-რა თქმა უნდა, მისტერ ბარბერ, კვირის ბოლომდე სახლი თქვენია.
როცა ბილი წავიდა, ხელსაწყოები ყუთში ჩავალაგე, ყუთი ჩავკეტე და ,,პაკარდისკენ'' გავემართე. შინ მისვლა არ მინდოდა და ისტ-ბიჩიდან ნახევარი მილით დაშორებულ, ზღვის ნობათით განთქმულ რესტორაში გადავწყვიტე მევახშმა. მაგიდას რომ მივუჯექი, ჩემს მაჯის საათზე ცხრას ოცი წუთი აკლდა.
გარეთ უკვე ბინდდებოდა.
ვახშმის მერე კოტეჯთან მივბრუნდი. პლაჟი უკვე გაუკაცრიელებულიყო. ვერანდაზე, სავარძელში ჩავჯექი და ჰალსტუხი შევიხსენი. ცოტა არ იყოს, ვღელავდი, და ვფიქრობდი, რეა ხომ არ დააგვიანებს-მეთქი, იმასაც ვმარჩიელობდი, როგორ გამოიყურება მისი გერი.
ათი სააათი იყო დაწყებული, შარიშური რომ გავიგონე და ხელმარცხნივ, ვერანდიდან სამ ნაბიჯში, რეა დავინახე, მარტო მოდიოდა.
წამოვდექი.
-საღამო მშვიდობისა, მისტერ ბარბერ, მითხრა მან და თავისუფალი სავარძლისკენ გაემართა..
-ოთახში შევიდეთ, შევთავაზე მე. აჯობებს, ერთად არავინ დაგვინახოს.
კოტეჯის კარი გამოვაღე და შუქი ავანთე.
-თქვენი გერის სადაა?
რეა ოთახში შემოვიდა, კარი მივხურე.
-სადაცაა მოვა, გულგრილად მიპასუხა და სავარძელში ჩაჯდა.
უმკლავებო, ლურჯი კაბა ეცვა. ჩამოქნილი ფეხევი მსუბუქ ქოშებში წაეყო. თავსაფარი მოიხსნა, თავი მოწყვეტით გააქნია და ქვიშისფრად შეღებილი თმა გაიშალა. უწინდებურათ მწვანე მზის სათვალე ელეთა, ოთახშიც არ მოუხსნია.
-თქვენს გერთან დალაპარაკებამდე თითსაც არ გავანძრევ, მშვიდად ვთქვი, მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენი იდეა მისთვისაც მისაღებია.
რეამ ამრეზით გამომხდე.
-რა თქმა უნდა, მისაღებია, თქვა მან, რამ დაგაეჭვათ?
მინდა, თვითონ გამიმეოროს იგივე, ვუპასუხე და ახლა მხოლოდ მაგნიტაფონის გასაგონად გავაგრძელე:
-თქვენ განმიცხადეთ, მე და ჩემი გერი მისი ვითომდა მოტაცების გეგმას ვადგენთო. სასწრაფოდ დაგჭირდათ ოთხას ორმოცდაათი ათასი დოლარი, ხოლო ერთადერთი საშუალება, ქმარს რომ ეს თანხა გამოსტყუოთ თქვენი გერის მოტაცების იმიტაციაა. თანამშრომლობისთვის მე ორმოცდაათ ათას მპირდებით.
მცირე პაუზის შემდეგ ისევ ავლაპარაკდი:
-მოზარდის მოტაცება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მინდა სრულიად დარწმუნებული ვიყო, რომ თქვენმა გერმაც იცის, რასაც აკეთებს.
-რა თქმა უნდა, იცის.. ბავშვი ხომ აღარაა, მოუთმენლად გამაწყვეტინა სიტყვა რეამ.
-დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ქმარი პოლიციაში არ განაცხადებს? ვკითხე მე.
რეამ თითები სავარძლის სახელურზე აათამაშა.
-ფროის ფლანგვის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ, მისტერ ბარბერ, მითხრა მან. მაგაზე გუშინ უკვე ვილაპარაკეთ.
კმაყოფილი ვიყავი. წარუმატებლობის შემთხვევაში, ამ მოკლე საუბრის ჩანაწერი კრავის როლში დარცენის შანსს აღარ უტოვებდა.
საათს დავხედე, უკვე ათის ნახევარი იყო.
-თქვენს გერთან დალაპარაკებამდე ამ საქმეს ხელს მაინც ვერ მოვკიდებ, ვთქვი მტკიცედ.
რეამ სიგარეტს მოუკიდა.
-ვთხოვე დროზე მოსულიყო, მაგრამ იშვიათად მიჯერებს. ყურით ხომ ვერ წამოვათრევდი? ხმაში გაღიზიანება არ ეტყობოდა.
უცენ ნაბიჯების ხმა შემომესმა.
-ალბათ ისაა, ვნახან, წარმოვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
კართან მივედი და გამოვაღე.
ქვემოთ, ვერანდის კიბის საფეხურებთან, გოგონა იდგა და მიყურებდა.
რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით.
-ჰელოუ, მითხრა ბოლოს და გამიღიმა.
ოდეტა მალრუ ტანმორჩილი, მაგრამ კოხტა იყო, კარგი ტან-ფეხი ჰქონდა. მსუბუქი, თეთრი კოფთა და ლეოპარდის ტყავის ფერებად გაწყობილი ჯინსის შარვალი მის უზადო აღნაგობას კარგად აჩენდა. ნინასავით ყორნისფერი, შუაზე გაყოფილი თმა ეფექტურად ეფინა მხრებზე. თეთრი სახე ნიკაპთან უვიწროვდებოდა. შესახედავად კაცს შეიძლება ჩვიდმეტი წლისაც მოსჩვენებოდა და ოცდახუთისაც. მონაცრისფრო თვალები, პატარა, აპრეხილი ცხვირი და ჟოლოსფერი პომადით დაუდევრად შეღებილი ტუჩები გარყვნილი თინეიჯერის იერს აძლევდა. მინახავს მსგავსი ახალგაზრდები თავხედები, დაუმორჩილებლები, ყველაფერზე გულაცრუებულები, თავშეკავებულები..
-მის მალრუ?
გოგომ ჩაიცინა და ნელ-ნელა ამოუყვა კიბის საფეხურებს.
-ალი-ბაბას გაუმარჯოს! ორმოცი ყაჩაღი სადღაა?
-შემოდი, ოდეტა, დაუძახა რეამ, ენამახვილობა შენი მოდებილო მეგობრებისთვის შემოინახე.
გოგონამ ცხვირი აიბზუა. დაიჭყანა, თვალი ცამიკრა და გამომწვევად შემოაბიჯა ოთახში.
კარი მივხურე და დიქტოფონი გამახსენდა. ფირი ორმოც წუთს ეყოფოდა. მთელი საუბრის ჩაწერას თუ ვაპირებდი, უნდა მეჩქარა.
-გამარჯობა, ძვირფასო რეა, თქვა ოდეტამ და სავარძელში ჩაენარცხა, რა სიცოცხლეა ეს ალი-ბაბა, არა?
-მორჩი! გააწყვეტინა რეამ. და მოუსმინე, რას გეტყვის მისტერ ბარბერი.
გოგონამ შემომხედა და წამწამები ააფახურა. მერე ფეხები შეიკეცა და ნაძალადევი ყურადღებით, დამცინავად მომაჩერდა.
-გისმენთ, მისტერ ალი-ბაბა.
მონაცისფრო-მოცისფრო თვალებში ჩავხედე. მოზარდის ამ თავხედობას წამითაც არ შევუყვანივარ შეცდომასი, თვალების გამომეტყველებას ვერანაირი ტლიკინით ვერ დავფარავ ეს იყო უბედური, გზააბნეული, საკუთარ თავში დაეჭვებული გოგონას თვალები, რომელსაც ესმოდა, რომ გზიდან გადაცდა, მაგრამ ვეღარც სწორ გზაზე დასაბრუნებელი ძალის პოვნას ახერხებდა.
-პირიქით, მე მინდა მოგისმინო, ვუთხარი მე, მოტაცების იდეა როგორ მოგწონს?
გოგონამ რეას გადახედა და ისევ მე შემომაცქერდა, ჩაეცინა.
-არა, მართლა რა მაგარი ვინმეა? რა თქმა უნდა, მომწონს. მე და ჩემმა ძვირფასმა რეამ ყველაფერი ერთად მოვიფიქრეთ. მაგარი იდეაა.
-მართალს ამბობ? დაჟინებით მივაჩერდი, ალბათ მამაშენი ამ საქმეს სულ სხვანაირად შეხედავს.
-ეგ თქვენ ერ გეხებათ, ჩაერია რეა, საქმეზე გადავიდეთ.
-კეთილი, გადავიდეთ, დავეთანხმე მეც. როდის დავიწყოთ?
-როგორც კი მზად ვიქნებით შეიძლება, ზეგაც, თქვა რეამ.
-მის მალრუ გაუჩინარდება, მაგრამ სად?
-ოდეტა დამიძახეთ, მისტერ ალი-ბაბა, თქვა გოგომ მეგობრები ასე მეძახიან..
რეას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მე მომმართავდა.
-კარმელში ერთი პატარა, წყნარი სასტუმროა. ოდეტას შეუძლია სამი-ოთხი დღე იქ გაატაროს, მეტი არ დაგვჭირდება.
-იქამდე როგორ ჩავა?
რეა ნერვიულად შეირხა.
-საკუთარი მანქანა ჰყავს.
-მანქანა კი არა, საოცრებაა, დაუმატა ოდეტამ. ,,პორშე-კარერა;; ჩიტივით დაფრინავს.
-ეგეთი მანქანის პატრონი შეუმჩნეველი ვერ დარჩები, შევეკამათე. აქაურები ალბათ კარგად გიცნობენ.
ოდეტა შეცბა.
-კი, ალბათ.
რეას გადავხედე.
-სხვა ვინმემ თუ იცის ჩვენი გეგმის ამბავი?
რეამ შუბლი შეიჭმუხნა:
-არა.. რა თქმა უნდა, არა!
-შენთვის მართლა ასე იოლია, ადგე და გაქრე? ვკითხე ოდეტას. მეგობრეი ხომ გყავს? არ მოგიკითხავენ?.
გოგომ მხრები აიჩეჩა.
-ხშირად ვმოგზაურობ ხოლმე.
რეას გადავხედე.
-თქვენი ქმრის ადგილას რომ ვიყო და დამირეკონ, ქალიშვილი მოგტაცეთ, ხუთასი ათასი მოგვეცით გამოსასყიდადო, ფულის გადახდას არ ვიჩქარებდი, ჯერ კარგად დავფიქრდებოდი, ვინმე ხომ არ მეხუმრება-მეთქი.
სიგარეტი ჩავაქრე და გავაგრძელე:
-მერე კი აუცილებლად მივმართავდი პოლიციას.
-ეს იმახე დამოკიდებული, რამდენად დამაჯერებლად შეასრულებთ თქვენს როლს, თქვა რეამ, ბოლოს და ბოლოს, ფულსაც ამაში გიხდით.
-ჩემი საქმის მე ვიცი, ვთქვი მე. მაგრამ, დავუშვათ, მაინც დარეკა პოლიციაში როგორ მოიქცევით? ეტყვით, მე და ჩემი გერი გაგეხუმრეთო? თუ ხმას არ ამოიღებთ იმის იმედით, ფულს როგორმე გამოვტყუებთ, პოლიცია კი ჩვენს კვალს ვერ მოაგნებსო?
-აკი გითხარით. ბრაზიანად დაიწყო რეამ.
-მახსოვს, გავაწყვეტინე წიტყვა. მაგრამ რატომ უნდა დაგიჯეროთ. თამაშში თუ ფედერალური ბიუროს აგენტები ჩაერთვებიან, მაშინ როგორ მოიქცევით, მაინც გააგრძელებთ თქვენსას?
-აუცილებლად, ჩაერთო ოდეტა. ჩვენ ფული გვჭირდება!
მოულოდნელად მას ხმაში უსიამოვნო, უხეშმა ბგერებმა გაიჟღერა, რამაც მაიძულა დაჟინებით მივჩერებოდი. სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება ეწერა, თან მე კი არა, რეას უყურებდა.
-ჰო, თქვა რეამ. ფული გვჭირდება. უკვე მერამდენედ გიმეორებთ, არავინ დაგვიწყებს ძებნას.
-კარგი, დავუშვათ თქვენმა ქმარმა გამოსასყიდი გადმოგვცა, მაგრამ ქალიშვილის დაბრუნების შემდეგ ის მაინც შეატყობინებს პოლიციას და ისინიც გამოძიებას დაიწყებენ. თანაც, ამხელა ქონების პატრონი არ შეიძლება ბრიყვი იყოს, რა იცით, რომ ფულის კუპიურებს არ დანიშნავს? რად გინდათ ფული, თუ კი მის დახარჯვას ვერ გაბედავთ?
-მაგას მე მივადევნებ თვალყურს, თქვა რეამ. თქვენ ნუ ინერვიულებთ. ჩემი ქმარი ავადაა, ცივად დაამატა რეამ. და ისე მოიქცევა, როგორც მე მოვისურვებ.
მისის მალრუსგან მზერა ოდეტაზე გადავიტანე და ვიგრძენი, როგორმა სუსხმა დამირბინა ზურგზე. ორივე მე მომჩერებოდა. უეცრად ოდეტას სახეს პატარა გოგოს გამომეტყველება ჩამოშორდა და დაუნდობელ დედინაცვალს დაემსგავს.
-ჯობს ვივარაუდოთ, რომ თქვენი ქმარი პოლიციას მაინც დაუკავშირდება, ვთქვი მე. ჩემს გეგმას გაგანდობთ, თუ არ მოგეწონებათ, პირდაპირ მითხარით და თამაშიდან გავალ.
რეამ მუხლებზე დაიკრიფა ხელები. ოდეტა ფრჩხილებს იკვნეტდ, თან თვალს არ მაშორებდა.
მეც სწორედ მას მივმართე:
-დღეს სამშაბათია. შაბათისთვის მოვასწრებთ მომზადებას. მანამდე რომელიმე მეგობარ გოგონას შაბათ საღამოს კინოში წასვლაზე შეუთანხმდი. მოახერხებ?
თავი დამიქნია.
-ნასადილევს მამას ეტყვი, რომ კინოში მიდიხარ. რამე თვალში საცემი სამოსი ჩაიცვი, ხალხში რომ გამოირჩეოდე და ყველას დაამახსოვრე. მეგობარს რვა საათისთვის დაუნიშნავ პაემანს, მაგრამ დათქმულ ადგილას არ მიხვალ. სინამდვილეში რესტორან ,,მეკობრეების ქოხში'' წახვალ, აქედან ორი მილის მოშორებით, ბარიც აქვთ, იცი?
ისევ დამიქნია თავი.
-მანქანას რესტორნის ავტოსადგომზე გააჩერებ და ბარში შეხვალ. იმ დროისთვის იქ უკვე ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ არა მგონია ვინმე ნაცნობს გადაეყარო. ხომ ასეა?
-სწორია, კვერი დამიკრა ოდეტამ, ჩვენ ეგეთ ჯურღმულებში არ დავდივართ.
ასეც ვფიქრობდი. იცოდე, კარგად უნდა დაგიმახსოვრონ. ჭიქა გააგდე ხელიდან, ან სხვა რამეთი მიიქციე ყურადღება. ხუთ წუთში გამოდი. არავინ არ უნდა აგეკიდოს. ჩემი მანქანა იქვე იდგება გასაღებსაც შიგ ჩავტოვებ. როცა დარწმუნდები, რომ არავინ გითვალთვალებს, ცაჯექი. უკანა სავარძელზე ახალი ტანსაცმელი და პარიკი დაგხვდება. ტანსაცმელს გამოიცვლია, მე ამასობაში შენს მანქანას ავტოსადგომზე გადავიყვან. შენც უკან გამომყვები, ჩემი მანქანით. შენს მანქანას იქ ვერავინ იპოვის, სანამ ისევ დაგვჭირდება მივალთ აეროპორტში. ლოს-ანჟელესის ბილეთს წინასწარ შევუკვეთ. იქ, სასტუმროში, ნომერი იქნება დაჯავშნილი. პორტიეს ეტყვი, რომ შეუძლოდ ხარ, სთხოვ, საჭმელი ნომერში ამოგიტანონ და მანამდე არ გამოდგამ ნომრიდან ფეხს, სანამ მე არ დაგრთავ ნებას, გასაგებია?
ისევ თავი დამიქნია და ფრჩხილების კვნეტას შეეშვა. დაინტერესებული მისმენდა.
-ეს ყველაფერი სრულიად ზედმეტია, თქვა რეამ. კარმელში თუ წავა იქაურ სასტუმროში.
-გჭირდებათ ფული თუ არ გჭირდებათ? გავაწყვეტინე სიტყვა.
-რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავეს გამეორება? გაბრაზდა რეა. აკი გითხარით, რომ მჭირდება!
-მაშინ მომისმინეთ, დამიჯერეთ და მიიღებთ იმ ფულს!
-მგონი, მართლა მაგარი ბიჭია, თქვა ოდეტამ. ნებისმიერ თქვენს ბრძანებას შევასრულებ, ჰარი. შეიძლება, ჰარი დაგიძახოთ?
-რაც გინდა, ის დამიძახე, ოღონდ რასაც გეტყვი, ის გააკეთე, ვუთხარი და რეას მივუბრუნდი:
-ოდეტას თვითმფრინავში ჩავსვამ თუ არა, მაშინვე თქვენს ქმარს დავურეკავ, მაგრამ უშუალოდ მასთან დამაკავშირებენ?
-ტელეფონს მისი მდივანი იღებს ხოლმე. თუ ეტყვით, რომ მისტერ მალრუსთან მისი ქალიშვილის თაობაზე გინდოდათ საუბარი, მდივანი ჰკითხავს, ისურვებს თუ არა თქვენთან ლაპარაკს. ამ დროს მეც იქ ვიქნები და მოვახერხებ, რომ პირადად დაგალაპარაკოთ.
-იმედი მაქვს, იმ დროისთვის უკვე ოდეტას მეგობარ გოგონასაც ექნება თქვენთან დარეკილი, მანამდე ალბათ ისიც იკითხავს მეგობრის ამბავს.
-როგორ ფიქრობ, დარეკავს?
-ნაღდად დარეკავს, მიპასუხა ოდეტამ.
-კარგი იქნებოდა. ნერვული ატმოსფეროს შექნაა საჭირო. შენი ძებნა მანამდე უნდა დაიწყონ, სანამ მე დავრეკავ.
-დარეკავს, დაბეჯითებით გაიმეორა ოდეტამ.
-კარგი, მამაშენს ვეტყვი, ფული ორ დღეში გაამზადოს. მერე რეას გადავხედე. თქვენ კი ნებისმიერი მოუფიქრებელი ნაბიჯისგან უნდა შეიკავოთ თავი. მთავარია, ბანკმა კუპიურები არ დანომროს, თორემ ვერც თქვენ და ვერც მე ერთ დოლარსაც ვერ დავხარჯავთ.
-ამას ჩემს თავზე ვიღებ, განაცხადა რეამ.
-კეთილი. ორ დღეში ისევ დაგირეკავთ. მისტერ მალრუ მოახერხებს, მარტომ მოიტანოს ფული დანიშნულ ადგილას?
რეამ თავი დამიქნია.
-ასეთ საქმეს სხვას არც ანდობს.
გაოცებულმა წარბები ავწკიპე.
-არც თქვენ?
ოდეტა ახითხითდა და ტუჩებზე აიფარა ხელი, რეას კი თვალები დაუვიწროვდა ბრაზისგან.
-მე კი მენდობა, დაისისინა მან, მაგრამ არ მოისურვებს ხიფათში გამხვიოს. იმის ნებასაც არ დამრთავს თან გავყვე..
-ძალიან კარგი.
ახალ სიგარეტს მოვუკიდე.
-ვეტყვი, შინიდან ღამის ორ საათზე გამოვიდეს თავის ,,როლს-როისით'' და ისტ-ბიჩ-როუდს გამოუყვეს. ამ დროს გზა უკაცრიელია. ფული დიპლომატში უნდა ედოს. გზატკეცილზე მოციმციმე შუქს ვერ შეამჩნევს, იქვე, შორიახლოს დააგდებს და გზას გააგრძელებს, გაუჩერებლად. ამ დროისთვის ოდეტაც ლოს-ანჯელესიდან დაბრუნდება და აქ, ამ კოტეჯში დამელოდება. მე ჩემს წილს ავიღებ, დანარჩენს მას გადავცემ. მერე რას უზამთ ფულს, ჩემი საქმე არაა. ოღონდ გირჩევთ ბოლომდე ფრთხილად იყოთ.
-არა! შემეკამათა რეა. არა ვარ თანახმა! ფულს მე ჩამაბარებთ!
ოდეტამ ფეხები იატაკზე ჩამოუშვა.
-ვითომ რატომ არ უნდა მომცეს? იკითხა მწივანა ხმით.
-არ გენდობი და იმიტომ! მოუჭრა რეამ, ფულს მე მომცემს!
-გგონია, მე გენდობი? მიახალა გერმა. საკმარისია ფული ჩაიდო კლანჭებში და.
-კარგი, გეყოფათ! ჩავერთე მე. ტყუილად ვკარგავთ დროს. კი ბატონო, უკეთესი ვარიანტიც არსებობს, მე დავწერ წერილის ტექსტს, რომელსაც ოდეტა გადაწერს და მამამისს გაუგზავნის. ასე ყველაფერი უფრო დამაჯერებელი იქნება, თან მეც აღარ მომიწევს მესამედ დარეკვა. წერილში აუხსნის, როგოორ გადასცეს გამოსასყიდი გამტაცებლებს. ყველა მითითებას რომ შეასრულებს, მისტერ მალრუ ავტოსადგომზე მივა, ვითომდა იქ მომლოდინე ქალიშვილთან შესახვედრა. გზაში ნახევარ საათს დაკარგავს. მგონი, ამასობაში მოასწრებთ ფულის აღებას. რას იტყვით?
-კი, მაგრამ ავტოსადგომზე რომ ვერ მნახავს, პოლიციაში არ დარეკავს?
მთელი საღამოს განმავლობაში ეს იყო პირველი გონივრული აზრი, მანამდე არც ერთს ჭკვიანური არაფერი უთქვამს.
-სწორია. ამიტომ წერილში გავაფრთხილებთ, რომ მანქანაში იპოვის მხოლოდ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ქალიშვილის ადგილსამყოფელი. ბარათში კი ჩავწერთ, რომ შენ უკვე შინ ხარ. როგორია?
რეამ ეჭვით შემომხედა.
-ჩვენ იძულებული ვხდებით, მთელი თანხა თქვენ განდოთ, მისტერ ბარბერ.
გამეცინა.
-თუ ეს გაღელვებთ, მაშინ ჩემთვის არ უნდა მოგემართათ. ვინმე სხვა მოძებნეთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოტ.
რეამ და ოდეტამ ერთმანეთს გადახედეს, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, რეამ თავი დააქნია:
-ფულის გაყოფას თუ დავესწრები, თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-ამით იმის თქმა უნდა, რომ თქვენ გენდობათ, მე კი არა, განაცხადა ოდეტამ. შესანიშნავი დედინაცვალი მყავს, რას იტყვით?
-უბრალოდ, იძულებულია მენდოს, ვთქვი მე. ახლა კი მიამბე, რა შეგემთხვა? რატომ არ შეხვდი კინოთეატრთან იმ შენს მეგობარს? რატომ წახვედი ,,მეკობრეების ქოხში''? ვინ მოგიტაცა?
ოდეტა უაზროდ მომაჩერდა.
-არ ვიცი, რატომ მეკითხებით? ეს ხომ თქვენი იდეაა.
-მაინც ჯობია, იცოდე. თავს დავდებ, რომ მამაშენი შენი დაბრუნების შემდეგ პოლიციაში დარეკავს, ისინი კი დაგკითხავენ. რამე თუ იყნოსეს, სიმართლეს ძალით გათქმევინებენ.
გოგონას თავდაჯერებულობა თვალის დახამხამებაში გაუქრდა და დაბნეულმა გადახედა რეას.
-ჰო, მაგრამ მე პოლიცია არ დამკითხავს! რეამ ასე თქვა!
-რა თქმა უნდა, არ დაგკითხავს! ჩაერია რეა.
-მეეჭვება, ვთქვი მე, ძალიან მეეჭვება.
-ჩემს ქმარს პრესის პანიკურად ეშინია, თქვა რეამ.
-ურჩევნია ფული დაკარგოს, ოღონდ ჟურნალისტების ყურადღება არ მიიქციოს.
-მაპატიეთ, მაგრამ ვერ დამარწმუნებთ. პოლიციის ჩარევის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ. ოდეტას რეალური ისტორია სჭირდება. მაგას მე შევთხზავ. შეგიძლია ხვალ საღამოს მოხვიდე აქ? ვკითხე ოდეტას. გასწავლი, რაც უნდა ილაპარაკო. უცებ მოგონილი ტყუილი არ გამოგადგება, პოლიციაში პროფესიონალები მუშაობენ.
-არ არის საჭირო, თქვა რეამ. რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, რომ ჩემი ქმარი პოლიციას არ მიმართავს!
-ამ საქმეში მონაწილეობას ჩემი პირობებით დავთანხმდი. ან მე დამიჯერებთ, ან არადა თამაშიდან გავდივარ, ვთქვი მტკიცედ.
-ხვალ საღამოს, ცხრაზე აქ ვიქნები, თქვა ოდეტამ და გამიღიმა.
-ჯერჯერობით სულ ესაა.
წამოვდექი.
-ჰო, მართლა, მივუბრუნდი რეას, კაბა უყიდეთ, ოღონდ უბრალო მაღაზიაში. რამე ახალგაზრდული და წითური პარიკიც არ დაგავიწყდეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით, აქაურ მაღაზიებში ნუ შეხვალთ. ჯობია, დეიტონში წახვიდეთ. ოდეტა ,, მეკობრეების ქოხთან'' აორთქლდება. ბარში ნახავენ, მერე იქიდან გამოსულსაც, ამის შემდეგ კი, შინ დაბრუნებამდე, უკვალოდ გაქრება.
-თუკი ეს ყველაფერი აუცილებელია.
-კაბა და პარიკი ხვალ საღამოს აქ მოიტანე. ვუთხარი ოდეტას. მაგ დროისთვის მეც მოვამზადებ რაიმე რეალურ ისტორიას და წერილს.
კართან მივედი, გამოვაღე და გარეთ გავიხედე. პლაჟზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
ხვალამდე.
პირველი რეა გავიდა, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ოდეტაც ფეხდაფეხ მიჰყვა, ოღონდ გვერდით რომ ჩამიარა, გაიღიმა და წამწამები კეკლუცად აახამხამა.
თვალი გავაყოლე, სიბნელეში რომ გაუჩინარდნენ, საძინებელ ოთახში შევედი და დიქტოფონი გამოვრთე.



№1 სტუმარი One

Sainteresoa)) rogor ganvitardeba movlenrbi)
Velodebi didi interesit)

 


№2 სტუმარი ია

One
Sainteresoa)) rogor ganvitardeba movlenrbi)
Velodebi didi interesit)

ეს პლაგიატია,სხვაა ავტორი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent