მომეცი შანსი (თავი 10)
თავი 10 თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, ყველაფერს მოველოდი იმის გარდა რომ შუა დერეფანში ესეთ მდგომარეობაში შევხვდებოდი.მთელი ტანი მიკანკალებდა , ისე გავიყინე ისიც ვერ მივხვდი თვალი მომეშორებინა მისთვის, თუმცა არც თვითონ მარიდებდა თვალს. - დე გესმის? - სახეზე მიას პატარა ხელების შეხებამ დამაბრუნა რეალობას- გეგიმ დღეს მაკოცა. - ხოო- გავუღიმი, მერე მივხვდი რაც მითხრა- რას ქვია გაკოცა, სად გაკოცა?! -რადროს ამათი კოცნაა - აი აქ- ლოყაზე მიიდო ხელი. თვალი ისევ დემეტრესკენ გავაპარე რომელიც ადგილიდან არ იძროდა .მერე დათოს შევხედე საწყალი სახით,რომელიც არა ნაკლებ დაბნეული იყო. - მე კაბინეტში შევალ საქმე მაქვს- მხარზე მეგობრულად დამადო ხელი და დემეტრესკენ წავიდა- წამო კაბინეტში შევიდეთ- წინ წავიდა და თვალს რომ მოეფარნენ მეც ამოვისუნთქე. პირველი რაც მოვიფიქრე ჩემი ნივთები ავიღე და ლენასთან წავედი . - ვერ გავიგე ბავშვი შენია თუ სოფისი- პირველი კითხვა დემემ გააჟღერა. - სოფისია, დღეს ვერ ახერხებდა ბაღიდან გამოყვანას და მე წამოვიყვანე- სიტყვებს უბრთხილდებოდა რამე რომ არ ეთქვა ზედმეტად- პროექტი მანახე აბა- ეცადა საქმეზე გადაეტანა ყურადღება. - სოფი გათხოვდა? - მისმინე დემეტრე, შენ წახვედი და მარტო დატოვე. მე არ მაქვს მასზე შენთან ლაპარაკის უფლება. - უბრალოდ მაინტერესებდა… - ხოდა კითხე, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.სალაპარაკო ბევრი გაქვთ, თუმცა მინდა მეგობრულად გაგაფრთხილო, სოფი ჩემთვის დასავითაა და მია- მის გახსენებაზე თვალები გაუბრწყინდა- მია შვილივითაა, თომასგან არ ვანსხვავებ ხვდები? - გავიგე- სიცილით უთხრა- და მევინ ვარ შენთვის? - პროფილია ? რა კითხვებით მოძრაობ დღეს- სავარძელზე გადაწვა. - კარგი ხო გვეყოს, მისმინე ეს ნახე აბა- ნახაზები გაშალა- მოლის პროექტია, რადგან შენ გამოცდილება უკვე გაქვს ვფიქრობ საკურორტო ზონებში შესაძლებელია მისი გახსნა. - მაგალითად სად- დათოც დაფიქრდა, ქსელურ მაღაზიების კომპლექტზე ნამდვილად არ უფიქრია თუმცა - მაგალითად ბათუმში,ამ სეზონზე ვერ მოვასწრებთ მაგრამ მომავალ წელს უკვე შევძლებთ. - მიწა დაგჭირდება, მერე დაპროექტება და ათასი რამის დათვლაა საჭირო. - მიწა შევარჩიე და ჩემი გენერალური დირექტორი მიხედავს. - სოფის ვეტყვი წაყვეს - დემეტრეს გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა- ჩემს ოფისში ეგაა გენერალური დირექტორი! - ოჰო, არ ველოდი- დათას უნდოდა ეთქვა ჯერ სად ხარო , მაგრამ მარტო ჩაიღიმა.- მოკლედ , ხვალ ავთოს გამოვუშვებ. იქ მოსვლით არ მოვა ვიცი ამიტომ. - როგორც გინდა , საათი გამაგებინე რომ სოფის ვუთხრა. - გაგაგებინებ- ტუჩის კუთხე ჩატეხა და გასასვლელად მოემზადა, დათომ რომ იფიქრა ამოვისუნთქეაო სწორედ მაშინ - ანუ ქმარი ჰყავს? - დემე თუ რამის კითხვა გინდა უბრალოდ მიდი და კითხე კარგი? -ამით მიახვედრა ზედმეტ კითხვებს მე ნუ დამისვამო. ლენასთან მისული სოფი ჯერ კიდევ იყო აფორიაქებული იყო. - თავი ხელში აიყვანე! რას კანკალებ? ესე აპირებ შენ ოფისში მუშაობის გაგრძელებას? - უბრალოდ….ესეთ შეხვედრას არ ველოდი- თავი მაგიდაზე ჩამოდო- ისევ ისეთია, სულ არ შეცვლილა. - რას აპირებ? - წარმოდგენა არ მაქვს- თავი ხელებში ჩადო- ბავშვი დაინახა, იცის რომ ჩემი შვილია. - ხომ იცი დიდხანს არ დაიმალება, ჯობია მალევე უთხრა . - დე მეძინება- მია თვალების ჭ....ტვით შემოვიდა - წავიდეთ ხო დედი - თბილად მიეფერა - მერე ვილაპარაკოთ- ლენა გადაკოცნა და სხი დატოვეს. სახლში მისული განვლილ დღეზე ფიქრობდა . ყველაზე მეტად მისი რეაქციის ეშინოდა, როცა გაიგებდა რომ შვილი ჰყავდა.იქნებ სულაც არ უნდოდა მისგან შვილი, მაშინ რა იქნებოდა?! მამამისიც ხომ სწორედ ესე მოექცა?! მიას კითხვებს მამასთან დაკავშირებით სულ გაურბოდა, შემთხვევით რომ არ წამოსცდენოდა მიას მისი სახელიც კი არ ეცოდინებოდა.ეხლა კი უკვე როცა ასე ახლოს იყო რა უნდა გაეკეთებინა არც კი იცოდა. მეორე დღიდან ახალ პროექტთან დაკავშირებით ფართის ძებნა დაიწყეს. ბატონი ავთო სამოც წლამდე კაცი იყო, ჭკვიანი და გამოცდილი.გამოცდილება სოფის ნამდვილად აკლდა , ამიტომ მის რჩევებს ითვალისწინებდა და ცდილობდა მისგან ბევრი რამე ესწავლა.როგორც იქნა ორი ფართი შეარჩიეს და ბათუმში ვიზიტი დაგეგმეს. სოფი და დათა უნდა წასულიყვნენ, უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ თომას სიცხე რომ მისცა და იმის გამო რომ სახლში ვერ უგდებდნენ ტემპერატურას საავადმყოფოში მოუწიათ მისი გადაყვანა. ამის გამო მიას ძიძასთან დატოვება მოუწია, მანამდე მხოლოდ დღისით ტოვებდა ხოლმე და ეხლა კი ორი ღამითაც მოუწევდა დაეტოვებინა .ნელი დეიდა საკმაოდ გამოცდილი ძიძა იყო, დათამაც შეპირდა ხშირად შევუვლიო და ასე არეული მოუწია ბათუმში წასვლა.ამას კი ისიც დაერთო რომ თუ ერთი მესაკუთრე ადგილზე არ იყო ადგილის ყიდვას ვერ მოახერხებდნენ.სწორედ ამიტომ უკვე შემზადებული იყო რომ დემეტრეც იქ დახვდებოდა.სასტუმრო ,, ჰოლიდეი” სწორედ იმ საბას საკუთრება იყო რომელსაც სოფი მოსწონდა.იქ ჩასულს საბა სასტუმროს მისაღებში რომ დახვდა გაუკვურდა. - გამარჯობა- თავაზიანად მიესალმა, ისეთი დაღლილი იყო , ერთი სული ჰქონდა ნომერში ასულიყო. - როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ- ხელზე ეამბორა.საბა სხვა მისი თაყვანისმცემლებისგან სწორედ ზრდილობით და თავაზიანობით გამოირჩეოდა. - გმადლობთ- სოფი ცდილობდა მათ შორის გავლებული ზღვარი არ გადაეკვეთა - შენი ნომერი შევცვალე, ზღვის ხედით შეგირჩიე. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - არა პირიქით, მადლობელი ვარ.ძალიან დაღლილი ვარ…იმედია არ მიწყენთ ნომერში თუ ავალ. - არა რა თქმა უნდა , მაგრამ ვიმედოვნებ საღამოს ვახშამზე ჩემს მოპატიჟებას დათანხმდებით. - სიამოვნებით დაგეწვევით- სოფიმაც გაუღიმა და მიმღებში ნომერი გამოართვა. ის იყო ლიფტში კარები უნდა დახურულიყო ვიღაცამ ხელის შეყოფით რომ გააჩერა.პირველი რაც გაიფიქრა დეჟავუს შეგრძნება იყო.მის წინ დემეტრე თაბაგარი იდგა მთელი თავის შარმით.თვითონაც გაკვირვებულმა დაიკავა მის გვერდით ადგილი.თითქოს არ სუნთქავდა , ერთი სული ჰქონდა ლიფტი მალე ასულიყო თუმცა საბას დამსახურებით ნომერი ბოლო სართულზე იყო განთავსებული. - როგორ ხარ? - პირველი მაინც დემეტრემ დაარღვია სიჩუმე. - მშვენივრად. - მართალია, მშვენივრად გამოიყურები. -გვერდულად გახედა- შეცვლილხარ. - სამაგიეროდ შენ ისევ ისეთი ხარ! - ამაყად გაუსწორა თვალი. - ალბათ ქმრის დამსახურებაა- ირონიულად მიუგო. - საიდან მოიტანე? - რა საიდან მოვიტანე ? - ქმარი რომ მყავს?- გაოცებული უყურებდა. - არ გყავს? - პირველი მე გკითხე- ისე ბავშვურად გამოუვიდა დემეტრეს ჩაეცინა- ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?- სახით კარისკენ მიტრიალდა რომელიც იმ წამის გაღებული იყო.ლიფტი ამაყი ნაბიჯებით დატოვა, მაგრამ ფეხის ხმა მის ნომრამდე რომ არ შეწყდა უკან მიუტრიალდა- არ მითხრა ერთ ნომერში ვართო?! - გაფიქრებაზეც ცივმა ოფლმა დაასხა.დემეტრემ მის წინა ნომერზე ანიშნა და კარტა დაანახა - ნუ ნერვიულობ- ტუჩი ჩატეხა. - დიდი ხანია შენზე არ ვნერვიულობ!- არც თვითონ დააკლო ირონია. - ვითომ? არადა შენი გამომეტყველება სხვა რამეს ამბობს. - გინდა რაღაც გითხრა? - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა- ადამიანების ცნობა არ იცი , მათ ემოციებს ვერ კითხულობ. - დანანებით გაიქნია თავი და თავის ოთახში შევიდა. დემეტრე გაოცებული იყო მისი ხასიათის ცვლილებით .თუმცა გასაკვირიც არაფერი იყო, რაც მოხდა დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო.დიდი ხნის შემდეგ გააცნობიერა რომ სოფი არაფერ შუაში იყო მის წარსულთან. ნომრიდან საღამომდე არ გამოსულან . სოფი თავის თავით ამაყობდა, არ ეგონა თუ შეძლებდა მასთან ამ ტონით საუბარს.თუმცა მისი ხმა და ერთი შემოხედვაც კი დრემდე სულამდე სწვდებოდა. საღამოს ვახშამზე ჩასულს კი საბა და დემეტრე ერთად რომ დახვდა რესტორანში იქ უკვე მართლა რამის გაგიჟდა, დემეტრეს დაბღვერილმა გადახედა და საბას თავაზიანად მიესალმა. ისიც იმ წუთში წამოდგა და სკამი გამოუწია. - შენი პარტნიორი გავიცანი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ ერთად ვივახშმოთ?- წინააღმდეგი კი არა ერთი სული ჰქონდა აქედან ან თვითონ გამქრალიყო ან დემეტრე გაექრო , მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ იტყოდა ამიტომ უბრალოდ უარის ნიშნად თავი გააქნია. დემეტრე საკმაოდ კომფორტულად მოკალათებული აუღელვებლად აკვირდებოდა წყვილს - მაშინ ვახშამი შევუკვეთოთ.თუ მენდობი საფირმო კერძს მოვატანინებ- დაეკითხა სოფის. - რა თქმა უნდა გენდობით- მომხიბვლელად გაუღიმა სოფიმ და დემეტრეს ცალი წარბი ინსტიკტურად აიწია მაღლა. საბამ ხელის მაღლა აწევით მიმტანი მოიყვანა და თავისთვის და სოფისთვის საფირმო კერძი შეუკვეთა, დემეტრემ კი სხვა კერძი აიღო.ვახშამზე იმდენად შესამჩნევი იყო საბას სიმპატიები სოფის მიმართ დემეტრე უკვე თავს ძლივს იკავებდა.თუმცა თვითონაც ხვდებოდა, რომ მას უკვე არაფრის უფლება სოფისთან მიმართებაში აღარ ჰქონდა. - თუ წინააღმდეგი არ ხარ,სანაპიროზე გავისეირნოთ?!- შესთავაზა საბამ ვახშმის დასასრულს- მართალია ჯერ სეზონის გახსნამდე ადრეა თუმცა სანაპირო ყოველთვის ინარჩუნებს თავის ხიბლს. სოფი უარის თქმას აპირებდა დემეტრეს რომ გახედა და მის დაძარღვულ სხეულს თვალი შეავლო. - სიამოვნებით წამოვალ- თბილად გაუღიმა. დემეტრეც არ დაივიწყა,მშვიდი ძილი უსურვა და საბას ხელმკლავი გაუყარა. საბა იმის გარდა რომ საკმაოზე მეტად მომხიბვლელი იყო. ის ბევრ კარგ თვისებებთან ერთად საინტერესო მოსაუბრეც გამოდგა.თავიდან დემეტრეს ჯინაზე გაჰყვა ,თუმცა მერე იმდენ თემას შეეხნენ,ისე საინტერესო იყო საბას მოსაზრებები სხვადასვა საკითხებზე, რომ დრო ისე გავიდა ვერც კი შენიშნეს. საკმაოდ გვიანი იყო უკვე სასტუმროში რომ დაბრუნდნენ.ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავ- თავის ნომერში წავიდნენ. მეორე დღეს დილით მიას ელაპარაკებოდა დემეტრემ კარზე რომ დაუკაკუნა.ჩართული კამერით გაუღო კარები. - მზად ხარ?- არც ისე თბილად ჟღერდა მისი ხმა. - ბავშვს ველაპარაკები და გამოვალ- ტელეფონზე ანიშნა. - დედა ვინ არის? - დემეტრეს მიას ხმაზე შოკოლადები გაახსენდა და კამერაში დაენახა - როგორ ხარ პრინცესა?- სოფისგან განსხვავებით მიას თბილად მიესალმა. - კარგად .შოკოლადი მოგეწონა? - სოფის გაუკვირდა არ იცოდა მათი თავგადასავლის შესახებ. - უგემრიელესი იყო- თავის სიტყვები გაუმერა მიას. - დედი მე და დემეტრეს გვეჩქარება და შეხვედრიდან რომ მოვალთ დაგირეკავ-შეაწყვეტინა დიალოგი. - ნახვამდის მია-დემეტრემ ხელი დაუქნია და კარისკენ წასულს მიას ხმა მისწვდა. - დე , დემეტრე ქვია? ჩემი მამიკოსავით?- სოფი გაქვავდა … თითქოს სუნთქვა შეწყვიტა , უხმოდ გაუთიშა ბავშვს და დემეტრეს ანიშნა წავედითო გარეთ ისე გავიდნენ არცერთი ხმას არ იღებდა. - მიას როდის ელაპარაკე? - ლიფტში შემხვდა დათას მოყავდა - ეხლა გასაგებია. მამამისს მართლა დემეტრე ქვია? - სოფის გახედა - კი - მოკლედ უპასუხადა მიახვედრა საუბარი დასრულებულიაო. მერე კი სამუშაოზე გადაერთნენ და პირადი ორივემ ცოტა ხნით გადადეს.ადგილი ბათუმის ძველ ბულვართან შეარჩიეს.მფლობელებს და ადვოკატებს გაესაუბრნენ და ხვალინდელ შეხვედრაზე შეუთანხმდნენ. შუა დღე კარგა ხნის გადასული იყო საქმეებს რომ მორჩნენ. დემეტრემ პატარა კაფესთან შეაჩერა ისე რომ სოფისთვის აზრიც არ უკითხავს. - აქ წავიხემსოთ !- ბრძანებას უფრო ჰგავდა ვიდრე მიპატიჟებას .არაფერი შეცვლილა რა უჟმურიც იყო ის დარჩა. - მე სასტუმროში დავბრუნდები- უპასუხა მის არ დასმულ შეკითხვაზე. - რატომ? საბა გელოდება?- ირონიულად ჩაეკითხა. - რა შუაშია საბა?!- გაკვირვებულმა გახედა. - სულელი გგონივარ? - ტუჩი ჩატეხა-გგონია ვერ ვხვდები როგორ დაგტრიალებს თავს? - თუნდაც ეგრე იყოს , შენ ეგ მაინც არ გეხება- თვალი გაუსწორა. - მართალია , არ მეხება და არც მაინტერესებს!- უფრო თავის თავს უთხრა ვიდრე სოფის- არაფერი მოუვა ამ ერთხელ მის გარეშე თუ შევჭამთ- მანქანის კარი გააღო და სოფისაც ანიშნა გადმოდიო. ისეთი დაღლილი იყო მასაც არ გაუგიჟებია თავი და კაფეში შევიდნენ . საჭმელი შეუკვეთეს და მაგიდასთან დასხდნენ. დილანდელი საუბარი მიასთან სულ თავში უტრიალებდა, თითქოს ხვდებოდა რომ მია შესაძლოა მისი შვილი ყოფილიყო.სწორედ ამიტომ სჭირდებოდა მასთან განმარტოებმა. - ანუ ქმარი არ გყავს!- გამომცდელად შეხედა სოფის- მიას მამა სადაა? - რაში გაინტერესებს? - უბრალო ცნობისმოყვარეობაა- მხრები აიჩეჩა. - საყვარელი ბავშვია- სოფი დუმდა მაგრამ შინაგანად მის სხეული კიოდა, უნდოდა ეთქვა და დალოდებოდა მის რეაქციას, იცოდა ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა.უნდოდა სცოდნოდა რომ მამამისი იყო, მაგრამ კაფეში ამის თქმას ვერ... არ გამოვიდოდა.თანაც ჯერ კიდევ ეშინოდა მისი რეაქციის.დემეტრე კი საეჭვოდ დიდხანს ფიქრობდა. - ანუ მამამისი თქვენთან არ ცხოვრობს?!- სოფიმ თავი გაუქნია, ყელში თითქმის ბურთი გაეჩხირა და ლაპარაკის უნარი წაართვა. - მასაც დემეტრე ჰქვია!- დემეტრეს ხმა უფრო ხმამაღლ ფიქრს გავდა. სოფიც ხვდებოდა რომ ცოტა ხანში დასკვნასაც გამოიტანდა და უნდოდა კაფიდან გაქცეულიყო- რამდენი წლისაა სოფი მია? - და აი კითხვა რომელზე პასუხიც მის ფიქრებს გაამყარებდა. დემეტრეს მთელი ტანი დაჭიმული ჰქონდა , არც სოფი იყო უკეთეს დღეში .ორივე ხელი ჭიქაზე ჰქონდა მოჭერილი, და თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. - სოფი შემომხედე!რამდენი წლისაა მია?- უკვე კბილებში გამოცრა დემეტრემ. - ოთხის ხდება აპრილში- ბოლო ძალები მოიკრიბა და თვალი ამაყად გაუსწორა.დემეტრე ცოტა ხანს მდუმარედ იჯდა მერე წამოდგა საფულე გახსნა. - ადექი!სალაპარაკო გვაქვს!- კარგა ხნის დუმილი დაარღვია დემეტრემ და სოფის პასუხს არც დალოდებია.ფული მაგიდაზე დაყარა და კაფე ჩქარი ნაბიჯით დატოვა. კაფიდან გასული ხმას არ იღებდა სანმა სოფი მანქანაში დაიგულა .მანქანა ადიგილიდან ისეთი სისწრაფით მოწყვიტა სოფიმ მხოლიდ წამოიკივლება მოასწრო. - რას აკეთებ გაგიჟდი? - კარის სახელურს ჩაჭდებულმა უყვირა. - ტონი აკონტროლე და ღვედი შეიკარი!- მორიგი ბრძანება გასცა.ისე უჭერდა საჭეს ხელებს გეგონებოდა მოტეხავსო.სულ მისი და მიას შეხვედრა უტრიალებდა . საკუთარი შვიკი ვერ იცნო.ამ აზრს ჭკუიდან გადაყავდა. - გააჩერე გეყოფა!- უკვე მართლა სერიოზილად ეშინოდა . - მოვედით! შენს ნომერში დამელოდე ! - დაძაბულმა გახედა. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია , მასაც ერთი სული ჰქონდა მანქანა დაეტოვებინა. სამაგიეროდ მთელი ძალით მიუჯახუნა მანქანის კარი. ნომერში ასულმა თავი მარტო რომ დაიგულა ცრემლებმაც მაშინ გადაკვეთეს ლოყები.იმდენად ამაყად ეჭირა თავი გარეგნულად ვინც არ იცნობდა ვერ დაიჯერებდა რომ შინაგანად ნამსხვრევებად იყო ქცეული. - თავი ხელში აიყვანე, მაგრად უნდა დადგე . შენ არაფერი შეგშლია!- თავის თავს ამხნევებდა და ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში დადიოდა. ცოტა ხანში დემეტრეც ავიდა. - კითხვები მაქვს და პასუხები მჭირდება- გაცეცხლებული სახით უყურებდა .სოფის ის დღე გაახსენდა სახლში რო მიაკითხა და ჩაეცინა. - - ერთ დროს მეც მქონდა კითხვები მაგრამ პასუხები ვერ მივიღე .შენგან განსხვავებით მე არაფერს დაგიმალავ. - ნუ მეთამაშები!- კბილებში გამოცრა- მია ჩემი შვილია? - ბიოლოგიურ შვილს თუ გულისხმობ, მაშინ კი.- მეხის გავარდნასავით იყო სოფის აღიარება- ისე კი მია მარტო ჩემი შვილია! - მე რატომ არ ვიცოდი? - ღმერთო ჩემო-ნერვიული სიცილი აუტყდა- საიდან უნდა გცოდნოდა? საერთოდ სად იყავი? ვინმემ იცოდა სად იყავი? - სანამ წავიდოდი…. - არ ვიცოდი! შენი წასვლის მერე გავიგე!- შეაწყვეტინა საუბარი. - რა იცის ჩემზე?- ყველაზე მეტად იმის ეშინოდა მკვდრად არ შეერაცხა სოფის. - გაინტერესებს იცის თუ არა რომ მიგვატოვე?! - სოფი.... მაინტერესებს, იცის თუ არა რომ ცოცხალი ვარ? - ჯერ პატარაა, ვერაფერს ავუხსნიდი ამიტომ მხოლოდ შენი სახელი იცის.- დემეტრემ თითქოს ამოისუნთქა- მისმინე დემეტრე , ჩვენი ამბავი წლების წინ დასრულდა.თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდები, მერე მისი ცხოვრებიდან გაქრობის უფლებას არ მოგცემ! - არსად არ ვაპირებ წასვლას!- თავზე ხელები შემოიწყო - შვილი მყავს. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი . - თუ არ გინდა…-სიტყვის დამთავრება ვერ შეძლო დემეტრემ ისეთი სახით ამოხედა- ნუ მიყურებ ეგრე? მაშინ რომ მეთქვა ორსულად ვართქო რას მეტყოდი? დარწმუნებული ვარ მოშორებას მომთხოვდი. - ცუდად მიცნობ! - როგორც გამაცანი თავი ისე გიცნობ.- არაფრის მოთმენას არ აპირებდა-მაშინ რა იქნებოდა დემეტრე? - ნუ მახსენებ ამის დედას შე***ცი - ისე უცებ წამოხტა და ააყირავა სავრძელი სოფი ვერ მიხვდა რა თქვა ესეთი- ბოლოჯერ გეუბნები იმ დროს ნუ მახსენებ ! - ხუთი წელია გაურკვევლობაში ვარ !რას ნიშნავს ნუ გახსენებ?!- არც სოფიმ დააკლო. - არ მინდა გესმის, უბრალოდ დავიწყება მინდა.. - რისი ან ვისი? ჩემი? რამე დავაშავე? - შენ..- უკვე სიტყვებს ვერ პოულობდა- მისი შვილი ხარ… ამის დედაც… იმ დამპლის შვილი ხარ- გიჟივით ღრიალებდა. - ვისი შვილი ვარ ? რეებს ამბობ? - გაოცებული იდგა, ბოლოს თვითონაც აყვირდა-თქვი ბოლოს და ბოლოს! რისთვის დავისაჯე ? მეც ხომ მაქვს უფლება ვიცოდე! - შემეშვი სოფი.... -ხელი აუქნია- დრო მჭირდება რომ შევეგუო - მერე კი ოთახიდან გიჟივით გავარდა. სოფი გაქვავებული იდგა ოთახის შუაგულში და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა.ვერაფერს ვერ იგებდა, თუმცა იმას კი მიხვდა რომ მისი რომელიმე მშობლოს გამო იყო მიტოვებული.გიჟივით ჯერ სიცილი დაიწყო მერე ტირილი.მშობლები რომლებსაც ზაერთოდ არ აინტერესებდათ მისი მომავალი,მათი უბრალოდ არსებობით დაუნგრიეს ცხოვრება. რატომ დაიბადა?! ხანდახან ჯობია საერთოდ არ გაჩნდე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა, დამამშვიდებლებელმა რომ არ უშველა ძილის წამალი დალია და დაწვა უნდოდა ტვინი გაეთიშა რომ ვერაფერზე ეფიქრა .მაშინაც ესე აკეთებდა როცა დემეტრემ მიატოვა, ამიტომ საწოლში დაწვა და სიზმრების სამყაროს შეუერთდა. დემეტრე დიდხანს ურტყავდა ქალაქს კრუგებს.მერე ბარში შევიდა და სასტუმროში საკმაოდ გვიან ,ნასვამი დაბრუნდა .მისაღებში საბა დახვდა. - ეხლა ვაპირებდი თქვენთან დარეკვას- დემეტრემ გაკვირვებულმა შეხედა. - რასთან დაკავშირებით?-გაუკვირდა რა საქმე უნდა ჰქონოდა მასთან. - სოფის ვერ ვუკავშირდები!მეგონა წასული იყო, თუმცა მიმღებში მითხრეს ნომრიდან არ გამოსულაო. - არვიცი , ალბათ ისვენებს?- მხრები აიჩეჩა. - კარებს არავის უღებს... ტელეფონი ამოიღო და ჯერ თვითონ დაურეკა მერე დათას გადაურეკა. - დათა სოფის როდის ელაპარაკე? - დღეს დილით.რამე ხდება? - არა არაფერი - ტელეფონი გაუთიშა და მიმღებში მივიდა- 503 ოთახის გასაღები მჭირდება! - უკაცრავად - გოგონა დაიბნა-უფლება არ მაქვს... - მისმინე გოგონი...- უკვე ჩხუბს აპირებდა საბა რომ მივიდა. - მიეცი!- გოგონამ მაშინვე გაუწოდა ბარათი.ლიფტან იდგა ისევ დათოს ზარი რომ შემოვიდა- გისმენ დათა - რა ხდება დემეტრე!ძიძამ დამირეკა მია ტირის სოფის ვერ ვუკავშირდებითო.რომ მიხვდა რა შეიძლებოდა დამართვნოდა ტელეფონი გათიშა .უცებ მოწყდა ადგილიდან და ფეხით გაიქცა კიბებზე. მისი ქმედებით გაოცებული საბა კი დატოვა ლიფტთან.გზაში რა აღარ იფიქრა, სოფის რომ რამე მოსვლოდა რა უნდა ექნა?!რა პასუხს გასცემდა მიას?! კარებთან შეჩერდა ჯერ დააკაკუნა ,პასუხი რომ არ იყო მაშინვე გააღო კარი.შიგ შესულს სოფი საწოლში დახვდა . - სოფი , სოფი გესმის ჩემი?- ჯერ პულსი გაუსინჯა, რომ მიხვდა ცოცხალი იყო მის გაღვიძებას შეეცადა.სახეზე ხელებს უსვამდა, მერე ხმამაღლა ეძახდა და როგორც იქნა სოფიმაც ნელ- ნელა გაახილა თვალები. - რა ხდება? - რომ მიხვდა მის ოთახში დემეტრე იყო უცებ წამოჯდა. - ამის დედაც... როგორ შემაშინე - გაუაზრებლად ჩაეხუტა და თავზე აკოცა. - რაააა... -დაბნეულმა ვერ მიხვდა რა ხდებოდა- რა ხდება აღარ იტყვი? - შუა დღიდან გძინავს , ყველა გეძებს. ესე როგორ გეძინა ? - რომელი საათია მაშინვე ტელეფონს ეცა, საათი უკვე ღამის პირველს აჩვენებდა- ღმერთო ჩემო მია! - მაშინვე დარეკა მიასთან , მისი ნამტირალევი ხმა რომ გაიგო სულ გაგიჟდა. - ნუ ტირი რა დე , დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. - როდის ჩამოხვალ? შენთან მინდა! - სლუკუნს აგრძელებდა . - თუ დამპირდები რომ აღარ იტირებ და დაიძინებ დილით მანდ დაგხვდები კარგი? - მიას თვალები გაუბრწყინდა. - ვსიო დე აღარ ვტირი- ხელის გულებით ჯერ ცრემლები შეიწმინდა , მერე კი გაბურძგნულ კულულებზე საყვარლად გადაისვა ხელი. - ნელი დეიდას მიეცი ეხლა მია ტელეფონი და შენ დაიძინე - შოკოლადებს ხომ ჩამომიტან? - ჩამოგიტან-გაეცინა სოფისაც, შოკოლადს ვერც ერთი მისი მშობელი ვერ იტანდა ის კი ორმაგად ჭამდა.ცოტა ხანს ძიძას ესაუბრა და ტელეფონი გათიშა.ამ ხნის მანძილზე დემეტრე მის წინ საწოლზე იჯდა და გაბრწყინებული თვალებით უსმენდა მიას ტიკტიკს. - მე უნდა წავიდე, ყველაფერი დაანგარიშებულია ხელს უჩემოდაც მოაწერ დილით. - წადი , მაგრამ ნამდვილად იცი რომ ამხელა გზაზე სიარულს შეძლებ? - შევძლებ, უბრალიდ ძილის წამალი და დამამშვიდებელი მქონდა ერთად მიღებული.ამიტომ მეძინა ამდენ ხანს- უნდოდა დაემშვიდებინა მაგრამ მგონი უარესი ქნა. - და რა ეხლა ესე გაბრუებული აპირებ საჭესთან ჯდომას? - ეგ შენ არ გეხება! - არ მეხებოდა სანამ გავიგებდი, რომ საერთო შვილი გვყავდა.- სოფი მასთან ერთად მგზავრობის მომხრე ნამდვილად არ იყო - ხვალ დილით შეხვედრა გაქვს, მე კი მიას ვერ დავაღალატებ. - საბუთებს ელექტრონულად გავუგზავნი, სხვა ყველაფერი მოგვარებულია- საწოლიდან წამოდგა- გაემზადე და გავიდეთ. - ნასვამი ხარ!- ხავსს მოეჭიდა - ნუ გეშინია , ორი ჭიქა მაქვს დალეული და ისიც შიშიგან გამომაფხიზლე. - შეგეშინდა მკვდარი არ გენახე?- გაეცინა- თუ უბრალოდ არ გინდოდა ჩემს სიკვდილში შენ ყოფილიყავი დამნაშავე? - რა კითხვებით ხარ? - ხელები ფართეთ გაშალა-როგორ გგონია იმაზე ვინერვიულებდი რომ ვინმეს რამე ჩემზე არ ეფიქრა? - აბა რამ შეგაშინა? - შემეშინდა რომ მიაც უდედოდ გაიზრდებოდა- უცებ უყვირა- ამის დედაც.... - ნუ გეშინია ერთი აბი არ მომკლავდა - ვინ გითხრა რომ დამამშვიდებლის და ძილის წამალის ერთად დალევა შეიძლება? საიდან მოიტანე? - არაფერი მომივიდოდა, შენი წყალობით მთელი თვე ვსვავდი.- ფეხზე წამოდგა-მინდოდა ტვინი გამეთიშა რეალობას რომ მოვწყვეტოდი და არაფერი მომსვლია. ერთი დალევა არაფერს მიზავდა- თვალი გაუსწორა - გადი რომ მოვემზადო. მისმა სიტყვებმა დემეტრე დაამუნჯა , თავის ნომერში შესული იმას ფიქრობდა როგორ დაუნდგრია ცხოვრება. რანაირადაც არ უნდა შეგეხედა სოფი დამნაშავე არაფერში იყო, თუმცა ყოველ მის დანახვაზე ემახსოვრებოდა რომ მამამისმა ის ობლად აქცია, მისი საამაყო მამის მოკვლის ბრძანება სწორედ მისი გაცემული იყო, ბოლოს კი მის სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე.არ უნდოდა მაგრამ ყოველ მის დანახვაზე ახსენდებოდა რომ ის მისი მამის მკვლელის შვილი იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ ერთახ ყოფნას.მაგრამ არავინ იცოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. --------------------------------- მოკლედ მეგობრებო მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრებს მიზუარებთ.ყველას აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის . ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი .♡♡♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.