მოგონებები
ჩემი მოგონებები სად წავიდა? სად გაქრა? ვეკითხებოდი ჩემს თავს, მეგონა გადამავიწყდა თუმცა არა, ისინი მე თავად ამოვშალე. გადავწყვიტე რომ არ მჭირდებოდა ის რაც ტკივილს მაყენებდა. გადავწყვიტე ძველი წამები და წუთები მომეშორებინა და უკან აღარ გამეხედა, მაგრამ თურმე რა რთული ყოფილა.თურმე წარსული ყოველთვის თავს შეგახსენებს. რომც გინდოდეს ძველი წიგნის დახურვა ცხოვრების მკაცრი ხელი მას ცხვირწინ გადაგიშლის. რა უცნაურია არა? შენ დახურე ძველი კარი,მაგრამ ის ისევ იხსნება შენს წინ და ამ დროს სვამ კითხვას :"რატომ?".პასუხს ვერ პოულობ იქამდე სანამ არ შეწყვეტ სირბილს და რეალობას თვალს არ გაუსწორებ. პასუხს ვერსად იპოვი გარდა საკუთარი თავისა ,რომელიც გეტყვის :"ნუ დაივიწყე ის რაც განვლე,რადგან დავიწყებული,სახეშეცვლილი წარსული მომავლის სახით დაგიხვდება წინ. რასაც გვერდი აუქციე ისევ წამოგეწევა და მოგთხოვს "შემამჩნიეო". " თურმე ქვეყნად ყველაფერი ჩვენს სასწავლებლად ხდება და არა იმისთვის,რომ შეშინდე და უკან დაიხიო,ან თუნდაც გონებიდან ამოშალო მოგონებები.არა ეს მოგონებები შენი ნაწილია,რომელიც ცხოვრებას გასწავლის. ეს გამოცდილება თუ არ შეინარჩუნე ერთი და იმავე პრობლემის წინ აღმოჩნდები გამუდმებით და ისიც არ გაქცევს ზურგს,სანამ არ დაანახებ რომ პასუხი რომელსაც იგი გთხოვს იცი, მიხვდი და გაიგე. ჩემს თავს ჩაღრმავებულმა და ფიქრებში წასულმა ვიპოვე არსი ყოფიერებისა. ნუ წაშლი მოგონებას,ის ხომ მომავალს გასწავლის!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.