პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც (თავი პირველი)
მაშინ მეორე კლასში ვიყავი, ანდრო რომ გავიცანი. მოდაში შემოსულ რეზინის ყელსაბამებს მჩუქნიდა და ყოველი გაკვეთილის ბოლოს დამალობანას მეთამაშებოდა. ანდრო ჩემი პარალელური კლასელი იყო. მერე მეგობრობაც გაგვეწელა.ჩენს ურთიერთობას მეგობრობას ვერასდროს დაარქმევდით, ერთი შეხედვით, რომ შეგეხედათ. ხან გვქონდა ურთიერთობა ხან არა. როცა არ ეზარებოდა ჩემ სახლთან ახლოს მომადგებოდა ხოლმე და ავლა დიდებით, მიწიდან დაწყებულ და ცამდე დამთავრებულ სიყვარულს მიხსნიდა. მეორე დღეს ამბებს ვიგებდი ხოლმე, როგორ ეთრფიალებოდა სხვებს, მაგრამ სულ იმას მეუბნებოდა შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარო. არ მწამდე სიყვარულის,არც იმედგაცრუების გამო, არც გულნატკენი არ ვყოფილვარ, უბრალოდ ჩემს ასაკში, სიყვარულის არ მწამდე, ეს იყო და ეს. მაგრამ რა ვიცოდი ვინმე შეყვარებას თუ შევძლებდი, თან ასე? ივლისის მზიანი დღეებით საგძნობლად ვხვდებოდი, რომ ზაფხულმა შემოაბიჯა ამერიკაში. ალბათ უფრო ის მიხაროდა, რომ საქართელოში ვბრუნდებოდი რამდენიმე თვით და ამაზე მეტად უფრო დიდ ბედნიერებას ჩემი მეგობრების გახარება მანიჭებდა. ყოველ დღიურად მოლში დავდიოდი, ახალი და საჭირო ნივთების საყიდლად და თანდათან ბარგსაც ვამზადებდი. მეზიზღეოდა მგზავრობა და ამას პლიუს, რომ მახსენდებოდა, რომ თვითფრინავით თორმეტი საათი უნდა მემგზავრა, გული გადაქანებაზე მქონდა. თვითფრინავმა დაშვება დაიწყო, თუ არა, გულში პეპლებს ვგრძნობდი. პატარა ბავშვს, ბევრ სათამაშოს რომ უყიდი და ცამდე სიხარულსგან ივსება, ზუსტად ეგეთი შეგრძნება, მქონდა. ვუყურებდი კავკასიონის მთებს და შუაგულში, მოკიაფე პატარა ქვეყანას და აზრად მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში: ,,მე დავბრუნდი”. _ ნაკო შენი დაპირება ძალაშია? - ჩემი საუკეთესო მეგობრის კორპუსთან ვიდექი და სიხარულისგან ვცქმუტავდი, ერთი სული მქონდა როდის მიმიხვდებოდა ჩანაფიქრს. _ ქეთო? ქეთოოო არ მითხრა რომ ჩამოხვედი? ჩემო ქეთოოოო ყურს მიგუბებდა ნაკოს წივილი. _ დაწყნარდი, კარს თუ გამიღებ, ცხადად დაგენახები. დამთვრებული არ მქონდა წინადადება, ნაკო, ყელზე მყავდა შემოხვეული. -ქეთოოო, ჩემი ქეთოოო ჩამოვიდა. -ჩუმად არანორმალურო. ერთხმად გავიცინეთ და სახლშე შევედით. არასდროს მენახა ნაკო ასეთი ბედნიერი. არასდროს წარმომედგინა ამას თუ მე შევძლებდი. მე და ნაკოს ურთიერთობა თხუთმეტ წელს ითვლის. ნაკოზე ახლო ჩემს ცხოვრებაში არავინ მეგულება. მხოლოდ ის არის ჩემს გვერდით ყოველთის ცუდ და კარგ პერიოდში, და არ აქვს მნიშვნელობა, იმას, რომ მე ამერიკაში ვცხოვრობ და ის საქართველოში. -მეგონა წელსაც არ ჩამოდიოდი, ეხლაც კი არ მჯერა, რომ აქ ხარ! მისი ჩვეული რბილი ტონით მითხრა და ფართოდ გამიღიმა. -კარგი რა, ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე? -მაკლიხარ ქეთოო! რატო არ ჩამოდიხარ როცა შეგიძლია? აქ ყველას აკლიხარ. -ახლა, ხომ აქ ვარ. საღამოს ამბები ერთად გადავწყვიტეთ და მალევე დავბრუნდი სახლში, მოსაწესრიგებლად. ტელეფონის ზარმა სიჩუმე დამირღვია: -გისმეთ? -ქეთო ჟღენტს ველაპარაკები? -თოკოოოოო! -დაგვიბრუნდა, გაფრენილი თოლია? როგორ გიკითხოთ? -ნეტავ არ გაკლდეს! მოდიხარ დღეს? -ნაკომ დამირეკა. მოვდივარ აბა რას ვშვრები! როგორ მომენატრე იცი ქეთუშ? ყველას ძალიან მოგვენატრე! -მეც მომენატრეეთ. მოკლედ გნახავთ დღეს, გკოცნი უნდა გავიქცე ეხლა, საბანაოდ შევდევარ და გნახაავ. მიდი მეც. იისფერი ოდნავ მოკლე კაბა ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე. თბილისში იწვის ყველაფერი და მეზიზღება თმა ხელს რომ მიშლის. ნაკოს ნომერი ავკრიფე და შეტყობინება გავუგზავნე. ,, მზად ვარ უკვე, ერთად წავიდეთ?” ,,გამოგივლი, მოვალ მალე” სანამ ნაკოს მოლოდინში დრო გადიოდა და ვიცოდი მალე მოვალ მთელ საუკუნეს ნიშნავდა, სამზარეულოში გავედი. მაკა(დედაჩემი) გასული იყო ნათესავების სანახავად და ყავი მომზადება ჩემით მიწევდა, მაგრამ მივხვდი არ შემეძლო და თავი დავანებე. ამასობაში ნაკომ დამირეკა. ერთდ გავეშურეთ მეგობრების სანახავად. ყველა კაფე ,,ეზოში” ვიკრიბებოდით. ჩვენი მეგობრის ალექსანდრეს მამის იყო და დიდი პატივით ალექსანდრემ დაახურინა ერთი დღით. -რამხელა გაზრდილხარ ქეთუშ! მესმოდა ალექსანდრეს ბოხი ხმა, რომელიც უფრონ და უფრო მიახლოვდებოდა. -შენ უკვე წვერი მოგიშვია. დაბერდი სანდრუშა? თბილად ჩავეხუტე მონატრებულ ჩემს მეგობრებს. თოკოს, მაროს, ალექსანდრეს, ნინის, რომელიც ანდროს დეიდაშვილია. ყველაფერი და ყველა იყო ვინც/რაც ბედნიერს მხდიდა, მაგრამ მქონა გრძნობა, რომ რაღაც ან ვიღაც მაკლდა. -ქეთო მოგვიყევი რა რამე ამერიკაზე? ფიქრებიდან მაროს ხმამ გამომიყვანა. -კარგი რა, სულ ამერიკაზე არ გელაპარაკებით? თქვენ მომიყევით, რას შვებით აქ უჩემოდ? -უშენოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე! ფართო გაშალა ალექსანდრემ ხელები და თან წაიმღერა! -მეგონა დიდი ბიჭია ალექსანდრე, ცოტა დასერიოზულდებოდა მეთქი, მაგრამ იმედები გამიცრუე ალე. კოცნის იმიტაცია გავაკეთე მისი მიმართულებით და ყველას გაღიმებაც დავიმსახურე. ალექსანდრე გაბრაზებული სახით მიბღვერდა. -მანანა მასწავლებლის შვილი რომ გათოვდა იცით? თქვა მრავალისთქმელად ნინიმ -კაი რა? ეგეთები შეუძლია კიდევ? (თოკო) -მაგარი ნაშა იყო არ გახსოვს? ( ალექსანდრე) -გემოვნება რომ არ გქონდა ვიცოდი, მაგრამ ასე ცუდად თუ გვქონდა საქმე არ მეგონა! (თოკო) -წადი ერთი შენიც….. ( ალექსანდრე) -გეყოთ! ამათ შემხედვარე დაღლილი ნაკო, მობუზული სახით უბღვერდა ორივეს. დანარჩენები ვიჯექით და სიცილისგან ატკიებულ მუცლებს ვიმშვიდებდით. და მაინც ბოლომდე მეგონა, რომ ანდრო მოვიდოდა. მილიონჯერ მაინც წარმოვიდგენდი, ჩვენს შესხვედრებს, რომელიც არასდროს სრულდებოდა, ჩემს ფიქრებში. დანამდვილებით არ ვიცოდი, შევძლებდი, თუ არა მის ნახვას. დიდი ხანი გავიდა, ყველაფრის მერე და მაინც როგორ არაფერი შეიცვალა. დროს ყველაფერს კურნავსო, რომ ამბობენ არაფერს არ კურნავს. საერთოდ არაფერს. ბევრიც დავლიეთ, ვიცეკვეთ, სიყვარულით ავავსეთ ერთმანეთი და ბოლოს როცა თოკო უკვე მიხვდა, რომ ალექსანდრე გასატანი ეყოლებოდა ცოტახანში, დრო იხელთა და ბოლო ჭიქასთნ ერთად, ცერემონიულად, მანქანაში ჩატენა და სახლში წააბრძნა. გოგოებიც დავიშალეთ. ნაკომ სახლამდე მიმიყვანადა მანამ მელოდა სანამ სადარბაზოში არ გავუჩინარდი. ჩემი სადარბაზო 90 წლების მერე ალბათ არც გაურემონტებიათ. ჩბნელებულ სადარბაზოში ზლაზვნით მივიკლაკნებოდი და საკუთარ სუნთქვასთან ერთდ სხვისსაც ვისმენდი. -მეგონა სუნამოს მაინც შეიცვლიდი, იმ წლების მერე! ნელა ცალ-ყბად გაღიმებული შევბრუნდი უკან. ყველგან -წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ არა ჩემ ნესტიან, ბნელ სადარბაზოში და არა ასე უბრალოდ. სტატისტიკა შეცვალე და ახლა ღამე დარეკვების მაგივრად, ღამე სახლთან ყურყუტი გადაწყვიტე? ისევ მე ვაგრძელებდი ლაპარაკს, საკუთარი ნერვიულობის დასაფარად. სულ ასე მემართება, როცა ვნერვიულობ, მუდმივად ბევრს ვლაპარაკობ. კიბეზე ჩამოვჯექი, რომ არ შეემჩნია, როგორ მეკვეთებოდა მუხლები მისი დანახვისას. მინდოდა მტკიცე ვყოფილიყავი და საკუთარი თავი არ გამომეტეხა ტყუილში. ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი იდგა. მხოლოდ მის თალებს ვხედავდი, ლამპიონის პატარა ანარეკლზე, რომელიც ხანდახან ქრებოდა. ისევ ისე მიყურებდა, როგორც ადრე. ისევ ისეთი იყო, როგორც მაშინ, მაგრამ ახლა უფრო სიმპატიური მეჩენებოდა. ალბათ მონატრების ბრალიც კი იყო. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და ნელა მოვუკიდე, იმის ლოდინში, რომ რამეს მეტყოდა. -არაფერს მეტყვი ანდრო? -როგორი უბრალო და ლამაზი ხარ ქეთო. უფრო გაზრდილი, მაგრამ ბავშური. ისევ ისეთი ხარ, როგორიც ადრე. ისევ ისეთი ამაყი, მაგრამ გატეხილი ქეთო. მის მიერ წარმოთქმილ ჩემს სახელში ტკივილის მეტი, არაფერი არ იგრძნობოდა, რომ მოგესმინათ. ისევ ისე დამარცვლით და რბილად ამბობდა, მაგრამ უფრო ბოხი ბარიტონი შეყპარვია მის ხმას. უფრო მკაცრი და ცივი გაუხდა. შინაგანად მილიონ გრძნობას ვებრძოდი, მონატრება, გაბრაზებას, ტკივილს, იმედგაცრუებას. რისთის მოხვედი ანდრო? -მომენატრე! არ მეგონა საქართველოსკენ კიდევ თუ გამოიხედებოდი. არ მეგონა თუ გემახსოვრებოდი! -შენთვის არ ჩამოვსულვარ! გაეცინა.უკვე მის სუნთქვას ცხვირთად ვგრძნობდი. ჩემზე ორი თვით მაღალი იყო. თავი დახარა და ჩემი თმები ხელებში მოიქცია, ყურზე გადამიწია და ბოხი მაგრამ ჩუმი ხმით მითხრა, თითქოს საიდუმლოს მეუბნებოდეს, თითქოს არავის არ უნდა გაეგო: - ორივემ კარგად ვიცით, რომ ცუდი მატყუარა ხარ. ისევ საკუთარ ტყუილებში იხლართები, ვითომ მალავ, მაგრამ თითონვე ამოაშკარავებ. საკუთარი სხეული ისევ გღალატობს, ისევ ისე გაყრის, ჩემი შეხებისას, როგორც ადრე. მხარზე რბილი კოცნა დამიტოვა და გამეცალა. დავრჩით მე და ჩემი არეული გრძნობები ფიქრებთან ერთად გახევებული და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რომ ისევ გავყიდე საკუთარი თავი. პ.ს გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. ძალიან ვნერვიულობ და თან ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მოგეწონებათ. შევეცდები თავევი მალე დავდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.