სიყვარული მსხვერპლით(თავი I)
1 თავი დარბაზში, რომელიც ოთახის შთაბეჭდილებას უტოვებდა ადამიანებს, ორი სავარძელი იდგა. ერთ - ერთში ფურცლითა და კალმით ხელში ჟურნალისტი იჯდა მის წინ კი, მაგდალენა, რომელიც ღიმილით შესცქეროდა მის წინ მჯდომს. -ქალბატონო მაგდალენა…- შემდეგი კითხვა წამოიწყო ჟურნალისტმა -უბრალოდ მაგდალენა… -მაგდალენა, როგორი გრძნობაა როცა საქართველოს პირველი ლედი ხდები? -ეს სტატუსი ქალს მაშინ ენიჭება როდესაც მისი მეუღლე ხდება პრეზიდენტი ასე არაა? ამიტომ ჩემის მეუღლის წარმატება გამეხარდა, და არა წოდება რომ მე საქართველოს პირველი ლედი ვარ - ღიმილითვე უპასუხა -გავრცელდა ხმები, რომ ორსულობის შემდეგ როდესაც თქვენი მეორე შვილი, ანეტა დაიბადა, დეპრესიაში იყავით -დიახ,მეც გამოვიარე ეს რთული პერიოდი -კონკრეტულად რა იყო ამის მიზეზი? -ეს იყო შიში…როცა მე ანეტა გავაჩინე, შიში გამიჩნდა, მას არ ვეკარებოდი, არ ვიყვანდი ხელში, არ ვუახლოვდებოდი…. -ჩაიკეტეთ? -დიახ, ჩავიკეტე, ოთახიდან არ გამოვდიოდი…გარშემო მყოფები ცდილობდნენ რომ დამმხმარებოდნენ, მაგრამ ჩემი საკუთარი თავის გარდა ვერავინ დამეხმარებოდა, ეს ვიცოდი…მაგრამ, შიში იმდენად ბნელი რამაა, იმდენად შეპყრობილი ვყავდი… - სევდიანი თვალებით იხსენებდა მისი წარსულის რთულ პერიოდს -პირველად როდის აიყვანეთ ანეტა ხელში? -ისევ ოთახში ვიყავი, გარედან ანეტას ტირილი, და დამხმარეების ხმა ისმოდა, მას ვერ აჩერებდნენ, უბრალოდ თავში ფიქრმა გამიელვა რომ მე მას ვჭირდებოდი, კარი გამოვაღე, და მასთან მივედი, დამხმარეს ხელიდან ჩემსაში გადმოვიყვანე, ცრემლები მომდიოდა, პატარა კი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, და მაშინ მივხვდი რომ მე უნდა დავბრუნდებოდი ცხოვრებას, სადაც ვიქნებოდი, ცოლი, დედა, და პირველი ლედი. -თქვენ ერთ - ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ბულემიაც კი გჭირდათ… -დიახ, ამ დეპრესიის დროს, საკუთარი თავი მეზიზღბოდა, ბულემია, ვფიქრობ რომ ეს საიდუმლო დაავადებაა, რომელიც შიგნიდან გჭამს… -თქვენ ამ პერიოდში არსად ჩნდებოდით -დიახ, მთელი 6 თვე, მე არსად გამოვჩენილვარ - გაუღიმა, და თავი დაუქნია -თქვენ ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ადამიანი და ქალბატონი ბრძანდებით -მართლა? - სიცილით უთხრა - მიხარია თუ ასეა -ჭორი გავრცელდა, რომ თქვენ თქვენს პირველ შვილს არ მიეცით უფლება გაეცნო ან ენახა თავისი მშობლები, ამაზე რას იტყვით? -ვფიქრობ რომ ასეთი რამ ვინც თქვა პასუხის გაცემასაც არ იმსახურებს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გაბრიელის არანაირი უფლება არ დარღვეულა, აი თქვენ რაც თქვით კი მისი ერთ - ერთი უფლების დარღვევაა… - უპასუხა, შემდეგ იყო რამოდენიმე კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არასდროს უჭირდა, ის იყო მართლაც მისაბაძი ქალი ყველასთვის… *** ღიმილით დაუქნია თავი გამარჯობის მიზნით დაცვას -გიორგი, როგორ არის შენი ცოლი? - ჰკითხა, და ღიმილითვე დაელოდა პასუხს -კარგად არის, რა თქმა უნდა თქვენი წყალობით…თქვენ რომ არა ჩემი მარიკა უკვე აღარ იქნებოდა…- ახალგაზრდა მთელი მადლიერებით ესაუბრებოდა ქალს -რას ამბობ გიორგი, იმედი არასდროს დაკარგო, ძლიერია შენი მარიკა, მოკითხვა გადაეცი… - გაუღიმა და ბილიკს გაუყვა. ბაღი გადაჭრა, და მისი “სახლის” წინ დადგა -გამარჯობათ ბიჭებო, როგორ ხართ? -კარგად, მაგდალენა, თქვენ? -ასევე - ბიჭებმა კარი გაუღეს, დაღლილმა შეაბიჯა ფეხი სახლში, და გარემოს თვალი მოავლო -დედა - კიბის სათავიდან, პატარა კულულებიანმა გოგონამ შეჰკივლა, და კიბეებზე ჩასვლა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყო -ფრთხილად ანეტა, არ დაეცე - სიცილით უთხრა და კიბესკენ წაიწია. მისკენ გაქცეული გოგონა ხელებში მოიქცია, და ხელში აიყვანა -მომენატრე -მეც მომენატრე, სანამ არ ვიყავი რა გააკეთე? - ღიმილით ჰკითხა და თმაზე მოეფერა -მე ნანიკო ბაღში გავედით, და იასამნები მოვრწყეთ, იცი რა ლამაზია, წამოდი განახებ -წამოდი - პატარა ქალბატონი ძირს დასვა, ხელი ჩაკიდა, და ბაღში გასასვლელი კარისკენ წავიდა, როდესაც უკნიდან ხმა მოესმა -მაგდა - უკან მიიხედა, გაბრიელი იდგა, რომელიც ხელებს სახეზე ისვამდა -გაბრიელ ჩვენ ბაღში გავდივართ იასამნების სანახავად წამოხვალ? -არა იყოს,უბრალოდ მაგდას ხმა გავიგე, და იმიტომ ჩამოვედი -კარგი მაშინ, დედა წამოდი - წუწუნით უთხრა და ხელი დაქაჩა -გაბრიელ, რომ შემოვალ გნახავ კარგად…ანეტ მოვდივარ - სიცილით უთხრა გოგონას, რომელიც მთელი სიძლიერით ექაჩებოდა დედის თითებს პატარას ფეხშიშველობის გამო, ხელში აყვანილმა გაიკვლია გზა, იასამნისკენ,ღიმილით შეხედა ხეს, რომელსაც ლამაზი, იისფერი ყვავილები გასჩენოდა, ერთ ხანს უყურა ხეს შემდეგ კი ანეტმა უთხრა -ხომ გითხარი, რომ ლამაზი იქნებოდა, სურნელიც გავიგოთ, ცოტა მიიწიე -ხო, ხო ახლავე - ღიმილით უთხრა და ხისკენ მიიწია, ყვავილის სურნელზე თვალები დახუჭა. ეს ნეტარება კი ხმამ დაარღვია -მამაა - გოგონამ დაიყვირა, ქალს ხელიდან გაუსხლტა,და ფეხშიშველა გაიქცა მაღალი სილუეტისკენ. ქალმა პატარას დანახვაზე გაიღიმა, და ხელები ერთმანეთში ახლართა -ქალბალტონო, მომენატრე ძალიან - მამაკაცმა ბავშვის სურნელი შეისუნთქა და თავზე აკოცა, შემდეგ კი ქალს გახედა. -მეც მომენატრე, ხედავ იმ იასამნებს? დედამ რომ დარგო, გაიხარა, და იცი რა კარგი სურნელი აქვს? - ბავშვი მომხდარზე უამბობდა -შემდეგ ერთად ვნახოთ, ეხლა სახლში შედი, და ფეხზე ჩაიცვი, თორემ რაღაცას იტკენ კარგი? - უთხრა და ლოყაზე აკოცა -მამა, შენი წვერი მტკენს - უთხრა, ქერა კულულებზე ხელი გადაისვა, და სახლში შევიდა. ჯიბეებ ხელ ჩაწყობილი მიუახლოვდა ქალს, რომელიც აღარ იღიმოდა -გუშინ ვინმეს შეხვდი? - სსერიოზული სახით მიაჩერდა -კი - უპასუხა და სხვა მხარეს გაიხედა -მე რატომ არ ვიცოდი? - გაღიზიანებულმა ჰკითხა -ანგარიში უნდა ჩაგაბარო? - უთხრა და ერთი თავით მაღალს თვალებში ჩახედა -კი, უნდა ჩამაბარო, მითუმეტეს მაშინ როცა იმ ს*რს ხვდები - უთრა მკაცრად -არ ვარ ვალდებული -ხარ -ვალდებულებები მხოლოდ საზოგადოების წინაშე გვაქვს, წვეულებებზე, მაგრამ არა სახლში, შენს შენ თავს მიხედე, მე კი ჩემსას მივხედავ - უთხრა და წასვლა სცადა, როდესაც კაცმა თითები შემოაჭდო მის მკლავს, და მისკენ შეაბრუნა -სიტყვები აკონტროლე - კბილებიდან გამოსცრა -კარგი რა დემნა, ორივემ კარგად ვიცოდით ამ ყველაფრის დასაწყისში, რომ ეს ყველაფერი ესე იქნებოდა, მიხედე ქალს, რომელიც გიყვარს, მე კი ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ - უთხრა, მკლავი გამოჰგლიჯა, და სახლისკენ წავიდა. უჭირდა, ეს სიტუაცია სულის აწვამდე სტკიოდა, თუმცა ვერაფერს გააწყობდა, ინგრეოდა, როდესაც ფიქრობდა რომ დემნას სხვა უყვარდა, მაგრამ ხელ ფეხი შეკრული ჰქონდა. სახლში შესულმა ღრმად ამოისნთქა, და კიბეებს აუყვა, ერთ - ერთი ოთახის კარს მიადგა,ღიმილით გააღო და ნახევარი ტანით ოთახისკენ გადაიწია -შეიძლება? -მაგდა, მოდი - გაბრიელმა უპასუხა, ფუნჯს ხელი გაუშვა და ქალისკენ შეტრიალდა -ახალს ხატავ? - ღიმილით უთხრა, და მოლბერტზე დადებულ ტილოს დააკვირდა, ტილოზე აღბეჭდილი იყო ქალი, რომელსაც თვალებიდან წითელი სითხე მოსდიოდა, გარშემო კი ხალხი იყო, რომლებსაც ბოროტი სახე აეკროთ… -კარგი ნამუშევარია ბატონო გაბრიელ - უთხრა და ორივეს ჩაეცინათ -კიდევ რაღაც დავხატე - უთხრა ბიჭმა, მილბერტის უკან გადადებულ დიდი ტილოს ხელი სტაცა, და მაგდალენას აჩვენა. ტილოზე ის იყო გამოსახული, მაგდალენა… -ვერც კი აღვწერ ისეთი კარგი რამაა - უთხრა თვალებში ცრემლ ჩადგმულმა -მიხარია თუ მოგეწონა - ქალმა თავზე აკოცა, და ოთახიდან გავიდა. ხელში თავისი ფეხსაცმელი ეჭირა, და ფეხეიშველა მიაბიჯებდა თავისი ოთახისკენ, ოთახში შესულმა ფეხსაცმელი იქვე მიაგდო, და აბაზანაში შევიდა. წყლის ქვეშ იდგა თვალებ დახუჭული და წინ მისი და დემნას შეხვედრის პირველი სცენა ედგა…ნანობდა მათი პირველი შეხვედრის დღეს, მაგრამ ახლა ვერაფერს შეცვლიდა… თავი მოიწესრიგა, და სააბაზანოდან თავზე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა. გარდერობიდან ნაზი სარაფანი გადმოიღო, და სველი თავით ვერანდაზე გავიდა. ბაღი ამ სახლის ყველაზე ნათელი მხარე იყო, თითქმის ყველა ყვავილი აყვავებულიყო, ყველა ხე…უყვარდა ბაღის ყურება, რომლის აყვავებაშიც დიდი წვლილი მიეღო…რამოდენიმე წუთში კი უკნიდან ხმა მოესმა -დღეს 9 საათზე მზად იყავი, შეხვედრა მაქვს, სადაც უნდა იყო- უთხრა დემნამ და ვერანდაზე გავიდა, მჯდომიარემ მას ახედა, მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა, და ბოლი ტუჩებიდან გამოუშვა. -ვისთან გაქვს შეხვედრა? - ჰკითხა ისე რომ თვალი არ მოუშორებია, ვიბლიანი კი წერტილს გაჰყურებდა სივრცეში -პრემიერ მინისტრთან -კარგი - უთხრა და ფეხზე წამოდგა -სად მიდიხარ? - ჰკითხა და კარისკენ მიმავალს დააკვირდა -იქ სადაც შენ არ იქნები და ვერ -ეგეთი ადგილი არ არსებობს -მაშინ გამოსაძინებლად, მაგრამ დამიჯერე არაებობს ისეთი ადგილი სადაც შენ არ და ვერც იქნები, უბრალოდ ამ ადგილისკენ მმიმავალი გზა არ ვიცი - არც შეუხედავს ისე უთხრა, და ოთახში შევიდა. საწოლზე მიესვენა და თვალების დახუჭვის შემდეგ ძილს მიეცა. -მაგდალენა…- ბურუსისგან ბოხ ბარიტონს გამოჰყავს, თვალებს ნელა ახელს, შემდეგ კი დემნას ხედავს, რომელიც მზრუნველი სახით შეჰყურებდს, და მხარზე ხელს ახებს -დრო არის - უთხრა დემნამ და მკრთალად გაუღიმა -რომელი საათია? -რვა -კარგი, ავდგები - ხელი უხეშად მოიშორა მხრიდან, და საწოლზე წამოიწია. ნელა წამოდგა, მოულოდნელად სწონასწორობა ვერ შეინარჩუნა -ფრთხილად - მკლავზე ხელი მოკიდა ვიბლიანმა -ფრთხილად ვარ, გამიშვი - უთხრა გაღიზიანებულმა, და მას ახედა -ასე რატომ იქცევი? რატომ გაღიზიანებს ჩემი შეხება? -იმიტომ რომ მაგ ხელებით სხვას ეხები, მომაშორე - ამრეზით შეხედა -ლაპარაკი საით მიგყავს? - ხელი უშვა, და სახეზე დააკვირდა ქალს -არაფრისკენ, თუ შეიძლება გადი, და მადროვე მოვემზადო - უთხრა, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა -მაგიჟებ - უთხრა კაცმა, და ოთახიდან დინჯი ნაბიჯებით გავიდა. -ღმერთო… - აღმოხდა, და გარდერობისკენ წავიდა. გარდერობიდან შავი, წვრილ ბრეტელებიანი კაბა გამოიღო, ამოღებული ზურგით, კოჭებამდე სწვდებოდა. დაბალი წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა, ოდნავ გაიღიმა, შარფი, და პატარა ჩანთა აიღო, და ითახიდან გავიდა. კიბეებზე ჩადიოდა, როდესაც ანეტი გამოვიდა ოთახიდან, საღამურში გამოწყობილს, თმა არეულს არ ეძინებოდა. -დედა, სად მიდიხარ? - ჰკითხა და პატარა მკალავები ზევით აწია, აყვანის თხოვნის მიზნით, მან ღიმილით აიყვანა შვილი, გაუღიმა და ყელში აკოცა -მე და მამა შეხვედრაზე მივდივართ, არ გეძინება? -არა, მეც მინდა თქვენთან ერთად -მოდი ასე გავაკეთოთ, მე და შენ ხვალ KFC ში წავიდეთ, და თან რომ დავბრუნდები შენთან დავწვები, შევთანხმდით? -გაბრიელიც ხომ წამოვა ხვალ? - ჰკითხა და პასუხს დაელოდა. უხაროდა ის ფაქტი რომ ანეტს გაბრიელი ყველაფერზე მეტად უყვარდა და ყოველთვის ახსოვდა, ამაყობდა იმით რომ ეს პატარა არსება მისი გაჩენილი იყო. -რა თქმა უნდა, ახლა კი წადი ოთახში გაიქეცი და დაიძინე, თან ნახე ნანიკო გელოდება - უთხრა და ოთახიდან გამოსულ ქალს გახედა. -კარგი, კარგი - უთხრა და ქვემოთ ჩაცოცდა -მიყვარხარ - მიაძახა წინ წასულს -მეც მიყვარხარ დედა - შემობრუნდა გაუცინა, და ოთახში შევიდა. მაგდალენამ ამოისუნთქა, და კიბეზე ჩასვლა დაიწყო ნელი ნაბიჯებით. დემნა კარებთან იდგა, და მას ელოდა, ქალის დანახვისას ჩაეღიმა, თავ აწეული უადლოვდებოდა მაგდალენა -კარგად გამოიყურები -შენ არაგიშავს - უპასუხა, და სახლიდან გავიდა. დემნას გაეღიმა, და ისიც გავიდა სახლიდან. მანქანაში სიჩუმე იყო, არცერთი იღებდა ხმას, არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის, ისინი ხომ არ იყვნენ კლასიკური მოსიყვარულე ცოლ-ქმარნი, რომლებსაც დიდი სიყვარული აკავშირებთ, ისინი იყვნენ არეულნი, რომლებიც საიდუმლოებს მათში მარხავდნენ. 4 წელი იყო გასული, და მაინც ამ ოთხი წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ პაპარაცებთან, ინტერვიუებზე, წვეულებებზე შეხვედრებზე იყვნენ წყვილი, სახლში კი ორი სხვადასხვა ადამიანი იყო, რომლებიც არეულობით მოცულიყვნენ. მამაკაცს მზერა გზისთვის მიეშტერებინა, მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეხედა ქალისკენ…არადა როგორ უნდოდა, მაგრამ ჯიუტად შევცქეროდა ამ დაუსრულებელ გზას…სიმყარე უნდა შეენარჩუნებინა…მას ხომ ამ საღამოს შემდეგ ლილიანა ელოდებოდა სახლში, რომელშიც მთელ თავის ვნებას აფრქვევდა, სახლში სადაც ბევრჯერ წარმოუდგენია მაგდალენა… ქალმა ფანჯარას ჩაუწია, თვალებ დახუჭულმა ნახევრად გაყო თავი ფანჯარაში, და გრილი ჰაერით ნეტარება დაიწყო, სიამოვნებდა ნაზი ქარი რომელიც მის ფაფუკ, მას თმებს ოდნავ არხევდა, სიამოვნებდა ნიავი სახეზე, ოდნავ გაეღიმა კიდეც. მას პატარა დეტალიც კი უხაროდა, და სწყინდა… -აღარ მინდა რომ იმ ს*რს შეხვდე - ბოხი ბარიტონით წამოიწყო ლაპარაკი ვიბლიანმა -ეს შენ არ გეხება - უთხრა ისე რომ თვალები არ გაუხელია -მეხება…შენ არ იცი რისი გაკეთება შეუძლია, ნაბი*ვარია -რა გააკეთა, რაც მე არ ვიცი? - დააკვირდა კაცს -ეს საქმე შენ არ გეხება - კბილებში გამოსცრა -როცა მეუბნები რომ არ უნდა შევხდე ვიღაცას, ამისთვის მიზეზი გჭირდება - უთხრა, და ისევ ფანჯარაში გაიხედა -გეფიცები კიდევ რომ დავინახო რომ იმ ნაბი*ვარს შეხვდი -რა, რას მიზამ - ჰკითხა ამრეზით -შენ არა, იმ ნაბი*ვარს მოვკლავ - ეს ლაპარაკი იმდენად უჭირდა, რომ რულს ხელებს მაგრად სჭიდებდა, რაც მაგდალენას არ გამოსრჩენია. -ასე ხელები გეტკინება - უთხრა ისე რომ არ შეიხედავს -ჩემზე ღელავ? - ჰკითხა და პასუხს დაელოდა. როგორ უნდოდა რომ ეთქვა კი ვღელავ, მაგრამ თავი შეიკავა, და პასუხი არ გასცა. შემდეგ ისევ სიჩუმემ მოიცვა გარემო,რომელიც არავის დაურღვევია. მანქანა რესტორანთან გაჩერდა, დემნა გადავიდა მანქანას მოუარა და მაგდალენას კარი გაუღო, ხელი გაუწოდა და ღიმილით შეხედა მაგდალენამაც, და ხელი ჩაკიდა, გადასვლისთანავე ჟურნალისტები მოგროვდნენ, ყველამ სხვადასხვა კითხვის დასმა დაიწყო, მაგდალენამ ღიმილით შეაჩერა ყველა -დამშვიდდით მეგობრებო, ყველა კითხვას გავცემ პასუხს…- მშვიდად იღიმოდა -ქალბატონო მაგდალენა, ჭორი გავრცელდა რომ ბატონი დემნა სხვასთან რჩება, და მასთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა, მართალია? - ეს კითხვა ლახვარივით მოხვდა გულზე, კივილი მოუნდა, მოუნდა რომ ყველაფერი დაელეწა, ღიმილის შენარჩუნება მთელ მის ძალად დაუჯდა, დემნას გახედა, შემდეგ კი ჟურნალისტებს -თუ მესამე პიროვნება იქნება ჩვენს, მე და დემნას ურთიერთობაში, ჩემი მეუღლე ამას თავად მეტყვის, დამალვას არ დაიწყებს, ახლა კი ბოდიშს გიხდით, რესტორანში შევალთ,მადლობა იმისთვის რომ მოხვედით - გაუღიმა ყველას, და დემნასთან ერთად შენობაში შევიდა. დემნას ეყრდნობოდა ისე ეკვეთებოდა მუხლები ნერვიულობისგან… რესტორანში მთელი ელიტა შეკრებილიყო, გარემოს თვალი მოავლო,არაფერი უთქვამს დემნასთვის -ლენა…-დაიწყო დემნამ -მაგ სახელს ნუ მეძახი - ღიმილიდან გამოსცრა -მაპატიე, ყველაფრისთვის - უთხრა დემნამ მაგდალენამ დემნას ახედა, რომელსაც სახე გულწრფელობით ჰქონდა გაჟღენთილი, თვალები დახუჭა, იმისთვის რომ ცრემლები გაეკავებინა.არაფერი უთქვამს, შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდათ, სათნო ღიმილით -უკაცრავად, მაგიდა გაქვთ დაჯავშნილი? -ჩვენ არა, ნოდარ ამაღლობელს - უპასუხა დემნამ -დიახ, წამობრძანდით - წინ გაუძღვა, და შუაში მდგარ მაგიდასთან მიიყვანა. მაგიდასთან მამაკაცი იჯდა დაახლოებით 50-55 წლის, რომელიც მათ გამო წამოდგა, და გაუღიმა -ნოდარ, გაიცანი ჩემი მეუღლე მაგდალენა, მაგდალენა გაიცანი ბატონი ნოდარი - პრემიერ - მინისტრი ქალს ხელზე ეამბორა და ღიმილით შეხედა -სასიამოვნოა პირველი ლედის გაცნობა ჩემთვის -ჩემთვისაც სასიამოვნოა - უთხრა ოდნავი სიცილით და სკამზე დაჯდა. შეკვეთა მისცეს, მის ლოდინში კი დემნამ საუბარი წამოიწყო -როგორ არის თქვენი მეუღლე? -კარგად არის, დღეს ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა, შეუძლოდ გახდა -რატომ? - მაგდალენამ იკითხა -სუსტად არის…ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სიმსივნე აქვს - ამის გაგონება და მაგდალენას გულში რაღაცის ჩაწყდომა ერთი იყო, უეცრად მოეღრიცა სახე -ძალიან სასიამოვნო იქნება თუ მას პირადად შევხვდები - სევდიანად გაუღიმა -ყოველთვის უყურებს შენს ინტერვიუებს, ყოველთვის გაქებს, მასაც გაეხარდება შენი ნახვა - გაუღიმა -აუცილებლად გავიცნობ პირადად - რამდენიმე ხნის შემდეგ, კერძებს მადიანად შეექცეოდნენ, როდესაც ნოდარიმ ლაპარაკი წამოიწყო -დემნა,უკვე გადაწყდა რომ სკოლების აშენება სჯობს? - ჰკითხა და მომლოდინე მზერით დაელოდა დემნას -არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ სხვა რამე სჯობს - უთხრა და დანა ჩანგალი მაგიდაზე დადო -მაგდალენა შენ რას ფიქრობ? - გახედა ნოდარიმ ქალს -ვფიქრობ რომ სკოლას საავადმყოფო, და ბავშთა სახლი ჯობს, ვფიქრობ საქართველოს ეს უფრო ჭირდება,ამ სიტუაციებში -მართალი ხარ, ყველაზე კარგი იდეაა, რას ფიქრობ დემნა? - შეხედა დემნას რომელიც ღიმილით უყურებდა, მაგდალინას რომელიც გემრიელად მიირთმევდა კერძს. საღამო ჩვეულებრიც ხელის ჩამორთმითა, და თბილი სიტყვებით დასრულდა, შენობიდან გამოსულმა პირდაპირ მანქანისკენ აიღო გეზი. გზა ისევ სიჩუმით დაიწყო და ასე გაგრძელდა, სანამ ისევ დემნამ არ დაარღვია სიჩუმე -არაფერს იტყვი? - ფიქრებიდან კაცის ხმამ გამოარკვია -რაზე? - ჰკითხა და მიაჩერდა. დემნამ მანქანა გადააყენა, გადავიდა და მაგდალენას კარიც გააღო და მას მიაჩერდა -რატომ გავჩერდით? - ჰკითხა და ქვემოდან ახედა. -გადმოდი - უთხრა დემნამ, მაგდალენამ ერთი ამოისუნთქა, მანქანიდან გადავიდა, და დემნას გახედა, რომელიც სიგარეტს უკიდებდა -რა გინდა? - ჰკითხა დაღლილი სახით. რესტორანში მთელი ელიტა შეკრებილიყო, გარემოს თვალი მოავლო,არაფერი უთქვამს დემნასთვის -ლენა…-დაიწყო დემნამ -მაგ სახელს ნუ მეძახი - ღიმილიდან გამოსცრა -მაპატიე, ყველაფრისთვის - უთხრა დემნამ მაგდალენამ დემნას ახედა, რომელსაც სახე გულწრფელობით ჰქონდა გაჟღენთილი, თვალები დახუჭა, იმისთვის რომ ცრემლები გაეკავებინა.არაფერი უთქვამს, შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდათ, სათნო ღიმილით -უკაცრავად, მაგიდა გაქვთ დაჯავშნილი? -ჩვენ არა, ნოდარ ამაღლობელს - უპასუხა დემნამ -დიახ, წამობრძანდით - წინ გაუძღვა, და შუაში მდგარ მაგიდასთან მიიყვანა. მაგიდასთან მამაკაცი იჯდა დაახლოებით 50-55 წლის, რომელიც მათ გამო წამოდგა, და გაუღიმა -ნოდარ, გაიცანი ჩემი მეუღლე მაგდალენა, მაგდალენა გაიცანი ბატონი ნოდარი - პრემიერ - მინისტრი ქალს ხელზე ეამბორა და ღიმილით შეხედა -სასიამოვნოა პირველი ლედის გაცნობა ჩემთვის -ჩემთვისაც სასიამოვნოა - უთხრა ოდნავი სიცილით და სკამზე დაჯდა. შეკვეთა მისცეს, მის ლოდინში კი დემნამ საუბარი წამოიწყო -როგორ არის თქვენი მეუღლე? -კარგად არის, დღეს ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა, შეუძლოდ გახდა -რატომ? - მაგდალენამ იკითხა -სუსტად არის…ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სიმსივნე აქვს - ამის გაგონება და მაგდალენას გულში რაღაცის ჩაწყდომა ერთი იყო, უეცრად მოეღრიცა სახე -ძალიან სასიამოვნო იქნება თუ მას პირადად შევხვდები - სევდიანად გაუღიმა -ყოველთვის უყურებს შენს ინტერვიუებს, ყოველთვის გაქებს, მასაც გაეხარდება შენი ნახვა - გაუღიმა -აუცილებლად გავიცნობ პირადად - რამდენიმე ხნის შემდეგ, კერძებს მადიანად შეექცეოდნენ, როდესაც ნოდარიმ ლაპარაკი წამოიწყო -დემნა,უკვე გადაწყდა რომ სკოლების აშენება სჯობს? - ჰკითხა და მომლოდინე მზერით დაელოდა დემნას -არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ სხვა რამე სჯობს - უთხრა და დანა ჩანგალი მაგიდაზე დადო -მაგდალენა შენ რას ფიქრობ? - გახედა ნოდარიმ ქალს -ვფიქრობ რომ სკოლას საავადმყოფო, და ბავშთა სახლი ჯობს, ვფიქრობ საქართველოს ეს უფრო ჭირდება,ამ სიტუაციებში -მართალი ხარ, ყველაზე კარგი იდეაა, რას ფიქრობ დემნა? - შეხედა დემნას რომელიც ღიმილით უყურებდა, მაგდალინას რომელიც გემრიელად მიირთმევდა კერძს. საღამო ჩვეულებრიც ხელის ჩამორთმითა, და თბილი სიტყვებით დასრულდა, შენობიდან გამოსულმა პირდაპირ მანქანისკენ აიღო გეზი. გზა ისევ სიჩუმით დაიწყო და ასე გაგრძელდა, სანამ ისევ დემნამ არ დაარღვია სიჩუმე -არაფერს იტყვი? - ფიქრებიდან კაცის ხმამ გამოარკვია -რაზე? - ჰკითხა და მიაჩერდა. დემნამ მანქანა გადააყენა, გადავიდა და მაგდალენას კარიც გააღო და მას მიაჩერდა -რატომ გავჩერდით? - ჰკითხა და ქვემოდან ახედა. -გადმოდი - უთხრა დემნამ, მაგდალენამ ერთი ამოისუნთქა, მანქანიდან გადავიდა, და დემნას გახედა, რომელიც სიგარეტს უკიდებდა -რა გინდა? - ჰკითხა დაღლილი სახით. -ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ იცოდი რომ ის მართალი იყო? -ვიცოდი…დემნა ერთადერთი თხოვნა მქონდა, და ახლაც მაქვს რასაც ვერ ასრულებ ერთადერთი, რომ ჩემი ღირსება ფეხებ ქვეშ არ გაგეფინა, და მოფრთხილებოდი, მეტს არაფერს ვითხოვდი, გეგიცები კიდევ ერთხელ ჩემს ღირსებას რამე რომ დაემუქროს, გაგანადგურებ გაიგე? გაგანადგურებ! შენივე ვნება დაფარულ ადგილას ამოაფრქვიე, და არა საზოგადოებაში….მე მანქანაში დაგელოდები. - უთხრა და მანქანისკენ წავიდა. გამარჯობათ, ვიმედოვნებ მოგეწონებათ, მოხარული ვიქნები თუ აზრებსაც გამიზიარებთ.პატივისცემით Agnesa |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.