არასწორი სიყვარული(თავი 4)
4 თავი ბოთლი გახსნა, და არაყი ჭიქებში დაასხა პირველი ჭიქა გადავკარით, რეაქცია არ ჰქონია, მეორე, მესამე, მეოთხე, ვგრძნობდი რომ თანდათანობით ვითიშებოდი.ხალიჩიდან წამოვდექი, და საკრავთან მივედი ფირებში, ჩემი საყვარელი სიმღერა რომ აღმოვაჩინე გამეხარდა ეს იყო Nick Cave - children, საკრავი ამღერდა, მე კი თან და თანობით მუსიკას ტანს ვაყოლებდი, ჯიშკარიანს მივუახლოვდი -მეცეკვები? - ღიმილიანი მომლოდინე სახით დავაკვირდი, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა, დღევანდელი დღე, დუდუს შეყვარებული, ყველაფერი, უბრალოდ ვიყავით მე და დუდუ… ჯიშკარიანმა ხელი ჩამჭიდა და დამატრიალა, მე კი გადავიკისკისე.სიცილით ვცეკვავდით -დუდუ…- სიმღერის დასასრულს,რაღაცის თქმა დავაპირე - მე…მე მას კი უბრალოდ მიხუტებული ვყავდი, და იმ წამს არ ვფიქრობდი იმაზე ვინანებდი თუ არა ამ ყველაფერს… დილით თავის ტკივილი მაღვიძებს, თვალებს გაჭირვებით ვახელ ირგვლივ ვიხედები, ჩემს ოთახში ვარ, ვერ ვხვდები რა ხდება…გვერდით ვიხედები, და სავარძელში მჯდომ ლევანს ვხედავ, რომელიც გაბრაზებული სახით მიყურებს -კარგია რომ გაიღვიძე, იქნებ ამიხსნა რა ხდება მელანო? -სურვილი არ მაქვს - ვუთხარი და მეც გავრაზებული სახით შევხედე -მელანო სერიოზულად? გუშინ ისე გავარდი არც არაფერი გითქვამს, ახლა კი… -გუშინ იმიტომ გავვარდი რომ ვიღაც ქალი გამცანი, თან ისე თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ იმ ქალის -მელანო იმ ქალს მაკრინე ქვია, სიტყვები შეარჩიე -აღარაფერი მაქვს სალაპარაკო შენთან - ამრეზით შევხედე, ფეხზე წამოვვარდი, ახლაღა დავაკვირდი საკუთარ თავს, დუდუს მაიკა მეცვა, ჯანდაბა, არაფერი მახსოვს… ჯინსი ამოვიცვი, ჩანთას ხელი დავტაცე და ოთახიდან გავედი -მელანო, დაბრუნდი -მელი…მელი, სად მიდიხარ? - უცბად ოთახიდან ნანო გამოვიდა -არსად პატარავ, უბრალოდ ანდრასთან წავალ და დავბრუნდები, კარგი? - თავზე ვაკოცე და გაბრაზებულმა კარი გავიჯახუნე. გაჩერებაზე ვიდექი, მუსიკებს ვუსმენდი ვცდილობდი გამეხსენებინა გუშინდელი ღამე, როდის მიმიყვანა სახლში? ჯანდაბა, ამდენი არ უნდა დამელია… ავტობუსიდან ჩამოვედი, და ფეხით გავუყევი ანდრას სახლისკენ მიმავალ გზას… რკინის კარებზე მანამ ვაკაკუნებ სანამ კარს არ აღდგენ… -მელანო? - ზღურბლს იქით გაღიმებული მაგდა დგას - როგორ მომენატრე, რატომ აღარ მოდიხარ? -შეიძლება? - გავუღიმე -მოდი მოდი - მაგდალენა ანდრას დედაა როცა ქალი გადამეხვია, ოთახიდან ანდრაც გამოვიდა -მელანო? აქ რა გინდა? -წამოდი მელანო, შენი საყვარელი ნამცხვარი მაქვს, ჩაის დაგალევინებ - ღიმილით წამიყვანა სამზარეულოში მაგდალენამ - თქვენ დაჯექით, ორ წუთში ჩაიც იქნება - მელანო, აქ რას აკეთებ ეგ ვიღაცის გამო არ გითქვამს - მაგდალენას შეხედა რომელიც ღიმილით დებდა თეფშზე ალუბლის ნამცხვარს -მე და ლევანიმ ვიჩხუბეთ - ვუთხარი ორივეს, მაგდალენა ჩემი მეორე მეგობარი იყო -შენ და ლევანიმ? - მაგდამ თეფში მაგიდაზე დადო, და გაკვირვებით შემომხედა -ხო - ვუთხარი და ხელები თავზე გადავისვი -რატომ? -ის მოხდა რისიც ყოველთვის მეშინოდა - გამოვააშკარავე საკუთარი გრძნობა, შიში იმისა რომ მაკრინეს გამო ჩვენ დაგვივიწყებდა -ლევანის შეყვარებული ყავს, არც ვიცი რა დავარქვა -და? - შემომხედა ანდრამ - პრობლემა რაშია? -ანდრა…-დაიწყო მაგდამ -რა ანდრა? მაპატიეთ მაგრამ არის ესეთი რამ გრძნობები, რომლებიც გიჩნდება ადამიანების მიმართ, ის რომ ვინმე ჰყავს ლევანს ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ და ნანოს დაგივიწყებთ, არც განიხილება ჩემი აზრით, შენ კი შენი სულელური შიშით ცდილობ რომ ყველაფერი დაანგრიო, რა იყო გინდა ლევანი იყოს ერთი ქვრივი, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ზრდის? ელემენტარული ადამიანებს ჰორმონები აწუხებთ, შენ ამ მოვლენებს ვერ შეაჩერებ, რადგან ლევანსაც ჭირდება ვიღაცამ უთხრას მიყვარხარ, იცი რასაც ვგულისხმობ - და აი…ანდრა მართალი იყო მაგდალენამ დარჩენაც კი შემომთავაზა -მელანო, დარჩენილიყავი - შეწუხებული სახით მიყურებდა -არა მაგდალენა წავალ, შემდეგ კვირას კიდევ მოვალ - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -მპირდები? -გპირდები -ლევანი მომიკითხე - მითხრა -ხვალ გნახავ - ანდრა გადამეხვია და საბოლოოდ წამოვედი. თითქოს სახლში მისვლას ვერ ვბედავდი, საღამოს 10 საათამდე ქუჩებში დავსეირნობდი. საბოლოოდ კი ისევ ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ავდიოდი, კარების წინ ვიდექი, ღრმად ამოვისუნთქე და კარები გავაღე, შიგნით კი ბედნიერი “ოჯახი” დამხვდა მაკრინე სახლში მოსულიყო, ის ლევანი და ნანო ბედჯიერად იცინოდნენ, გულში რაღაც ჩამწყდა, იმდენად რომ სახლიდან გაქცევა მომინდა… -მელანო - ლევანიმ შემომხედა - ჩაი გინდა? -ეს აქ რას აკეთებს? - ამრეზით შევხედე -მელანო…პატივისცემა გამოიჩინიე -ლევანი კარგად იცი რომ პატივისცემას იმ ხალხისადმი არ ვიჩენ რომელიც არ მიყვარს -სიყვარულს არავინ გთხოვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემდამი პატივისცემა უნდა გამოიჩინო, მაგრამ შენ ამასაც არ გამოხატავ - მართალი იყო შემეძლო მის გამო ამეტანა მაკრინე ან თუნდაც სხვა, მაგრამ არ ვაკეთებდი -ლევან, არ გინდა, თანაც მე უკვე წასვლას ვაპირებდი - გაუღიმა მაკრინემ, მე უხმოდ ოთახში შევედი, კარები გადავკეტე, აბაზანაში შევედი, სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და კითხვას ვუცამდი “რას ვაკეთებ?” შემდეგ საწოლში ჩავწექი, და სიზმრების სამყაროში გადავედი… დილით ადრე გამეღვიძა, პლედი მოვიფარე და აივანზე გავედი, უბრალოდ,ერთ წერტილს მივშტერებოდი, ვფიქრობდი დღეს რომ შევხვდებოდი დუდუს რამეს მეტყოდა? თუ არც კი შემომხედავდა, უბრალოდ გვერდს ამივლიდა? ამ ფიქრებში წასულს კი ვერც შევამჩნიე როგორ მომიჯდა გვერდით ლევანი, ხმა არ ამოუღია, ისიც სივრცეში იყურებოდა -შენ ფიქრობ რომ…მარიტას ოდესმე გავაქრობ ჩემი თავიდან? დღესაც მახსოვს მისი სურნელი, რომელიც ყოველთვის თან დამსდევდა და დამსდევს, ის ერთადერთი იყო და იქნება, თქვენ კი ჩემი ცხოვრება იყავით, ხართ და იქნებით, ამას არაფერი და არავინ შეცვლის, მაგრამ გავბედე…და ვიღაცა შემიყვარდა,სრულიად განსხვავდება იგი მარიტასგან, ისიც მისი ქცევებით გამორჩეულია…ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მარიტა აღარ მიყვარს, არა მე მარიტა ისევ ისე ძალიან მიყვარს…- სევდინად გამიღიმა -მაპატიე - ამ სიტყვას ჩემი მთელი გრძნობები ამოვაყოლე, და მივხვდი რომ უნდა მეცადა მაკრინესთან ურთიერთობა ლევანიმ არაფერი მითხრა, უბრალოდ მიმიხუტა და თავზე მაკოცა… სკოლის კიბეებზე მივაბიჯებდი, და ვხვდებოდი რომ ვნერვიულობდი, თითქოს არ მინდოდა იმედები გამცრუებოდა, იმით რომ ჯიშკარიანს შეეძლო არაფერი მოემოქმედა… კლასში შევედი, ჩანთიდან ყურსასმენები ამოვიღე, და Nick Cave - ის Children გავაჟღერე, თვალები დავხუჭე, ღიმილი მომეფინა სახეზე, კლასში დუდუ არ შემოსულა… მთელი გაკვეთილების მანძილზე ჯიშკარიანი სკოლაში არ მინახავს, უცნაური იყო…სკოლიდან გამოვდიოდი, ანდრას ველაპარაკებოდი, როდესაც ვიღაცამ, ყელსაბამი მომგლიჯა, გვერდზე გავიხედე, ვინ თუ არა ალექსანდრე ამაღლობელი, სკოლის ცინიკოსი -დააბრუნე -მოდი და წაიღე - ყელსაბამი ჰაერში აათამაშა -მომისმინე, შენი გამოხტომებისთვისბარავის სცხელა ამიტომ დააბრუნე - ამრეზით შევხედე -მოდი და წა-ი-ღე - კბილებში ღიმილით გამოსცრა -გითხრეს დააბრუნეო - არსაიდან ჯიშკარიანი გამოჩნდა ჯიშკარიანისა და ამაღლობელის “მტრობა” სკოლაში ცნობილი რამ იყო, ბევრჯერ მომხდარა მათ შორის ჩხუბი, ბევრჯერ დაუსისხლიანებიათ ერთმანეთი -რა იყო ჯიშკარიანი, მოგენატრა ვიღაცა რომ გცემს? -დააბრუნე სანამ ეგ თავ-ყბა გაგიერთიანე, როგორც ჩანს შენ მოგენატრა, ვიღაცა რო გტ*ნავს ხო? -რა იყო, ერთი შეყვარებული არ გყოფნის, მეორეს დათრევას ცდილობ ჯიშკარიანო? -შე ნაბი*ვარო, ერთხელ გითხარი მეორეჯერ გამეორებას არ ვაპირებ - მუშტი მოუქნია, ალექსანდრეს ცხვირიდან სისხლი წასქდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა,და წაიქცა, დუდუ არ მიეშვა, ზემოდან დააჯდა და რტყმა დაუწყო, ორი მუშტი ალექსანდრემაც მოუქნია -დუდუ გეყოფა - ვყვიროდი - ახლავე გაჩერდი -კიდევ ერთხელ იტყვი ასეთ რამეს და შემომაკვდები - ღრიალებდა ჯიშკარიანი, ყელსაბამი ხელიდან გამოჰგლიჯა, წამოდგა, ჩემს წინ დადგა, წარბი გახეთქოდა -აიღე - გამომიწოდა ყელსაბამი, - და ფრთხილად იყავი. იქაურობა დატოვა, მე კი გახევებული ვიდექი. სახლში ემოციებისგან დაღლილი მივედი…ჩანთა შესავლელშივე მოვიხსენი, და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.ჩაი გავიმზადე და აივანზე გავედი. დღევანდელი დღე, არანორმალური იყო, მოხდა ის რასაც არასდროს წარმოვიდგენდი, ჯიშკარიანმა ჩემს გამო იჩხუბა, ღმერთო… ფიქრი კარზე კაკუნმა გამაწყვეტინა. მოსაღამოვდა, მაგრამ ნანო და ლევანი მაინც არ ჩანდნენ, ლევანის დავურეკე, მაგრამ არ იღებდა, შემდეგ მაიას დავურეკე -მარიკო, როგორ ხარ - ღიმილით ვკითხე -კარგად ვარ ბებო, კარგად, შენ როგორ ხარ -მეც, მარიკო ლევანი და ნანო შენთან არიან? -არა, ლევანი მოვიდა და ნანო წაიყვანა, რამე მოხდა? -არა მარიკო, ეტყობა საცობში არიან, იმიტომ იგვიანებენ, წავედი კარგი? -კარგი, მელანო დიდი იმედი მაქვს ამ კვირაში მოხვალ -მოვალ, მოვალ ისევ აივანზე ვიჯექი, კარზე კაკუნი რომ გაისმა იმის მოლოდინში რომ ზღურბლს იქით ლევანი და ნანო დამხვდებოდნენ, ხელში მაკრინე შემრჩა, გაოგნებული ვუყურებდი, დაბნეულ მაჯრინეს, რომელიც თითებს იწვალებდა -შემომიშვებ? - მკითხა -კი - გვერდით გავიწიე, და გზა გავათავისუფლე -ხო არ იცი ლევანი სად არის? - მკითხა,ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ჩანთით ხელში და ისევ თითებს აწვალებდა, მე კი კარადიდან ჭიქას ვიღებდი, რომ ჩაი ერთად დაგველია -გზაში უნდა იყოს, ნანო წამოიყვანა მაიადან - არ ვუყურებდი - დაჯექი, და ნუ ნერვიულობ არ შეგჭამ, ჩაი დავლიოთ, მაგრამ კაკაოც მაქვს თუ გინდა -არა ჩაის დავლევ -მითხრა მორიდებით, და სკამზე დაჯდა -ლიმონი? - გავხედე -კი ბოლოს აივანზე ვიჯექით მე და მაკრინე, ჩაის ჭიქებით ხელში -მე არ ვაპირებ რომ მარიტას ადგილის დაკავებას ვეცადო,და არც მინდა, უბრალოდ პირველად მოხდა ასეთი რამ, და შემიყვარდა, ყველაზე ლამაზი, კეთილი გულწრფელი გრძნობით შემიყვარდა - ბოლო სიტყვებზე გაეღიმა -ვიცი, მესმის, პირველად რომ დაგინახე გავბრაზდი, ალბათ მიზეზი მარტივი და სულელურია მეშინიდა რომ ლევანის შენს გამო დავავიწყდებოდით, მაგრამ მივხვდი რომ ეს მიზეზი მართლაც რომ სისულელე იყო, ამიტომ შეგიძლია მოეშვა და შენს თითებს შეეშვა - თითებზე ვანიშნე -საინტერესო ადამიანი ხარ - მითხრა და ჩაი მოსვა, შემდეგ ჩანთიდან ბარათი ამოიღო - ეს ჩემი “სავიზიტო” ბარათია, ზედ ჩემი ნომერი და მისამართი წერია, თუ რამე მოხდება შეგიძლია ჩემთან მოხვიდე - გამიღიმა -რას საქმიანობ? -მხატვარი ვარ -გამეღიმა -ხო, თითებზე გეტყობა - არ ვიცი რატომ მაგრამ თითებს ყოველთვის ვაკვირდებოდი, და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ხალხს თითებით ეტყობათ რას საქმიანობენ მიხარია რომ ძვირფას დროის ნაწილს ამ ისტორიის წაკითხვას უთმობთ, და ამისთვის მადლობა. სიყვარულით თქვენი Mysteries person |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.