შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც ( თავი მეოთხე)


6-07-2022, 10:28
ავტორი Mysteries
ნანახია 1 406

- ნუღელავ ადამიანობა გამოვიჩინე და სავადმყფოში თავად წავიყვანე. -ბევრი სიჩუმის შემდეგ, დაარღვია ჩვენ შორის გაურკვევლობა. გამეცინა. სიმწრის სიცილით გამეცინა.
- ადამიანობა? რომელ ადამიანობაზე მელაპარაკები კოჩქიანო!- ცინიზმს არ ვეშვებოდი.
- ჩამოხვედი! წლები გელოდებოდი. რა გეგონა თავისუფალად პარპაში უფლებას მოგცემდი? მე ყველაფერი დაგიკავშირე, დღემდე შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება. იცი, არ მოგცემ ჩემი დავიწყების უფლებას. არ მოგცემ უფლებას სხვასთან ისე გაიღიმო, როგორც ჩემთან იღიმოდი. ისე შეხედო სხვას, როგორ მე მიყურებ დღემდე. მალავ, მაგრამ მაინც ვხედავ. გეყოფა პატარა ბავშვივით მოქცევა, თვითონაც კარგად იცი ბოლოს ჩემი იქნები მაინც. ნუთუ არ დაიღალე ჩემგან გაქცევით ქეთო!- ჩემ სახელს მთელი გრძნობა ამოაყოლა. დავიბენი, მინდა მეთქვა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ამბობდა, მაგრამ ბრაზი ტვინში გამალებით მირტყამდა. ვუყურებდი, მის მწვანე თვალებს და შემეძლო უსასრულოდ მეყურებინა მათთის, ისე რომ არც მომბეზრებულიყო. გრძნობა, რომელიც მის მიმართ გამაჩნდა, აღუწერელი იყო, მაგრამ მაინც გავურბოდი. თვითონ ვქმნიდი არეულობას საკუთარ ცხოვრებაში და არ ვიცოდი ასე რატომ ვიქცეოდი.
- სად წაიყვანემეთქი!
- სავადმყოფომდე ხომ არ მიგაცილო და ვუყურო, როგორ ეხმარები გამოჯანმრთელებაში?!- ცინიზმი ჩართო. თალები უფრო უელავდა.
-გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო ქეთო? გინდა, რომ კაცის მკვლელად მაქციო? გიკრძალავ! ერთხელ მაინც , რომ გავიგო, რომ საკუთარი ინიციატივით მოიკითხე, მოვკლავ, შენ თალწინ მოვკლავ, ისე რომ თვალს ვერ დაახამხამებ.
- მე შენი საკუთრება არ ვარ! დიდი ხნის წინ დავამთავრეთ და დავუსვით წერტილი ყველაფერს, რასაც მე და შენი ერქვა. დააგვიანე. ჩემს ცხოვრებას ვერ გააკონტროლებ, ამის უფლება არ გაქვს და არც მოგცემ.მელოდებოდი? მელოდებოდა თურმე ბიჭი. გოგოებს, საცვლებივით იცვლიდი და საერთოდ არ ცდილობდი, რამე დაგვებრუნებინა. და მაინც ამ დროის განმავლობაში სად იყავი ანდრო კოჩქიანო, ახლა როცა მოდიხარ და ისევ მირევ თავგზას!
- ასე, რომ ბრაზობ, ტუჩევი უფრო მეტად გებურცება!- მომიახლოვდა და თითები ტუჩებზე გადამატარა. შევხტი და უცბად უკან დავიხიე.
- აღარ გაბედო, ჩემი შეხება!
- დაიმახსოვრე, ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს, რომ შეგეხოს! - მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა და არეული მარტო დამტოვა. ვბრაზობდი, სასტიკად ვბრაზობდი, მისი მესაკუთრე ხასიათს გამო და მეზიზღებოდა საკუთარი უმწეობა, რომ არაფერი შემეძლო, რომ ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას.
იმ ღამით საშინელმა სიცივემ ამიტანა. გარეთ წვიმდა. ლამპიონების შუქზე, წვიმის წვეთებს, გარკვევით ვხედავდი. იმ ღამით საშინელმა სურვილმა მძლია გარეთ გასვლის. მიყვარდა წვიმა. განსაკუთრებით წვიმაში სიარული.
გარეთ გავედი და სანაპიროზე დავიწყე სეირნობა. მიუხედავად წვიმისა, ზვღა მაინც წყნარი იყო. ბევრ რამეზე ვიფიქრე, მაგრამ უფრო ავირია. თილისში დაბრუნება მინდოდა. ბედნიერი ვიყავი ურეკში, მაგრამ სასტიკად მძლია თბილისის მონატრებამ.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა - ,, უკან დაბრუნდი გაცივდები”- ანდრო იყო. თალები მობეზრებულად ავატრიალე. როგორ შეეძლო ყველაფრის გაკონტროლება. სახლში დავბრუნდი. არა იმირომ, რომ ანდრომ ასე თქვა, უბრალოდ სასტიკად დაღლილი ვიყავი, ფიქრებ არეული და დასვენება მჭირდებოდა. პლედში თბილად გავეხვიე და გათიშულს ჩამეძინა.
მეორე დღეს, ერთხმად შევთანხმდით თბილისში დაბრუნებაზე. ნანო დეიდას გული დასწყდა, თუმცა დავპირდი კიდევ ჩამოგაკითხავთ წასვლამდეთქო. მისი გამომცხვარი ხაჭაპურები გამოგვატანა გზისთვის. განაწილებით მე და ნინი ანდროს მანქანაში გადაგვანაწილეს. წინააღმდეგობა არ გამიწევია, თავიც არ მქონდა. მანქანის უკანა ადგილი დავიკავე და ძილისთვის კომფორტულად მოვეწყვე. ურეკი დავტოვეთ. მთელი გზა მეძინა, ვერც კი გავიგე, როგორ ჩავედით თილისსში. თვალები, რომ გავახილე, პირველი რაც დავინახე ანდრო, იყო მასთან სახლში. ფანჯარასთან ზურგით იდგა და ეწეოდა. მეგონა, მელანდებოდა და დასაწრმუნებლად თვალები დავხუჭე და გავახილე. უცბად წამოვდექი და მის წინ ავესვეტე.
- აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?- ისე გამომხედა, როგორც იცოდა ხოლმე.
- ჩემთნ რჩები ორი დღით!
- ჰაჰ უკაცრავად?- შევიცხადე ხმამაღლა
- წიკვინის და კონცერტების გარეშე გთხოვ! ესეთი ბუზღუნა, როდიდან გახდი? - წარბები შეჭმუხნა.
- მე რა ნივთი ვარ? როცა მოგინდება სადაც გინდა რომ წაიყვან? სახლში დამაბრუნე სანამ სრულ ჭკუაზე ვარ!- ხელი. წელზე შემომიცურა და ნაზად მიმიზიდა თავისკენ. თვითონ პანჯრის რაფას ეყდნობოდა. ერთხელში სიგარეტი ეჭირა, მეორეთ მე მიჭერდა. გრძნობა არეული თვალებით მიყურებდა.
- შენ როგორ ფიქრობ ქეთო შენი ტონი ჩემზე იმოქმედებს და გადამათქმევინებს ჩემს სიტყვას?
- თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ სახლში დამაბრუნე- ცრემლები მომაწვა. თვითონაც ხედავდა.
- როგორი უსუსური ხარ ქეთო!- თან თმაზე მეფერებოდა.- გპირდები დაგაბრუნებ! ორი დღე მომეცი გთხოვ!- ხელები შემიშვა და მიბრუნდა.
- გავდივარ! დავბრუნდები, მანამდე არ მოიწყინო. ყველაფერი ამოვიტანე რაც შენ გიყვარს! გაქცევა არც იფიქრო, თუ დააპირებ, გახსოვდეს აუცილებლად, ჩაკეტილი, რომ ხარ, მერე იმედები რომ არ გაგიცრუვდეს.- ყურებამდე მომღიმა მიყურებდა.
- შენი საკუთრება მაინც არასდროს გავხდები!- დავუყვირე უკან მიბრუნებულს.
- იქნები!- მომაძახა და დამტოვა. არ ვიცოდი, რატომ ვრჩებოდი. მე, რომელსაც ჯიუტი და ქვასავით ხასიათ მაქვს, ანდროსთნ ვტყდებოდი. მაინც დავრჩი. რის გამო ვრჩებოდი, არ ვიცოდი. ჩემს ნახევარს გაქცევა, ხოლო ნახევარს დარჩენა სურდა. იქნებ მინდოდა კიდევაც მასთან დაბრუნება.
სასტიკად მშიოდა. ჩემთის ადვილად მოსამზადებელი ვახშამი მოვიმზადე და ტელევიზორის ოთახში დივანზე ჩამოვჯექი.
- ანდრიკოო მოვედიი!- მომესმა შემოსასვლელიდან. მაღალ-ფეხება ბოტოქსით გაჟღენთილი გოგონა, რომ დავინახე ლუკმა ყელში გადამცდა და მეგონა იქვე დავიხრჩობოდი. უნდა გენახათ, როგორი საყურებელი იყო, რომ კიოდა. წამოვდექი.
- შენ ვინ ხარ გოგონა? - ყურის ბარაბანი გამიხეთქა მისმა ჟღერადობამ. პასუხის გაცემას ვაპირებდი, ანდრო რომ გვერდით მოუდგა ამ გოგოს.
- აქ რა ხდება?- იკითხა ორაზროვნად.
- ანდრიკოოო, ეს გოგო ვინაა!- ისე წიოდა, გეგონებოდათ ღალატში შეასწრესო. ჩემზე მაღალი იყო. ზემოდან დამჩხიოდა.
- მე მისი შეყვარებული და შენ?- დოინჯშემორტყმული ღიმილიან სახეს არ ვიშორებდი და სასტიკად ვერთობოდი გოგოს სახეზე, რომელზეც გრძნობები, წამში იცვლიდა ადგილებს. ანდრომ, წამში გაანალიზა ჩმი პასუხი და უტეხად, არ მაცილებდა თვალს.
-რა? რა? ეს რა სითავხედეა? პროვინციალიზმი!- არ წყვეტდა ლაპარაკს. ანდრო არაფერს ამბობდა. სასტიკად გაბრაზებული სახლის კარი მოგვიჯახუნა და წავიდა.
სახე წამებში შემეცვალა. ვგრძნობდი ამ თვხედობით გაბრაზებული სახეზე, როგორ წამოწითლდი. პირველად ვხედავდი მის ნა..ს ცხადში, აქამდე მხოლოდ მოყოლით მსმენია. მიმახლოვდა, მიხვდა რომ გავბრაზდი. ერთობოდა ჩემი რეაქციით.
- ჩენი შეყვარებული არა?- წელზე ორივე ხელი შემომხვია და გამომწვევად დამიწყო ცქერა. თამასში ავყევი და საკუთარი თავი ბოლომდე არ გამოვააშკარავე. ან იქნებ უკვე ყველაფერი ნათელი იყო, ჩემი სახის შემხედვარე. ხელები ყელზე შემოვხვიე. ვიგრძენი, როგორ დაიჯაბა და გაფითრდა. ჩვენ შორის მანძილი უმალვე დავფარე.
- ჩემს შემდეგ ეს სირცხვილია ანდრიკო! მეგონა გოგოებში კარგი გემოვნება გქონდა, თურმე შევმცდარვარ, იმედები გამიცრუე.- სახე ღიმილიანმა თავი დანანებით გავაქნიე. ცინიზმს არ ვეშვებოდი
- როცა, ეჭვიანობ უფრო საყვარელი ხარ!- სახე წამეშალა. გაღიზიანებულმა, უფრო გავბრაზდი, მის ასეთ ქცევაზე.
- შენთან დარჩენას მთხოვ და იმასაც ვერ აკონტროლებ, შენი ნა..ბი აქ არ შემომივარდნენ და სახლიანად ზემოთ არ ამწიონ- მის ტუჩებთან დავიჩურჩულე, ხელი ვკარი და ოთახში ჩავიკეტე.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ნორმალური ნაწარმოებია. შეცდომებს თუ არ ჩავთვლით...
სიტყვა სასტიკად- ამის ბევრი სინონიმებია. შეეცადე გაამრავალფეროვანე და სიტყვები შეცვალე ხოლმე....

 


№2  offline წევრი lilit

ცოტა უფრო დიდი თავები დადე ხოლმე რა... ვრლოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi nawarmoebia momecona zalian sainteresi velodebi axal tavs madloba warmatebebi ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent