მე მოგცემ ყველაფრის უფლებას
_მე მოგცემ ყველაფრის უფლებას, შენ ცდილობ სულაც არ დამინდო_ ამ დილას ნისლები უხდება, ეს სევდაც უხდებათ ამინდებს, თენდება, ოთახში მარტო ვარ, მგონია გიჟურად იწვიმებს, დაღლილი გონება მიტოვებს უცნაურ გრძნობების სიმძიმეს, გარემო სველია ნისლივით, ფრთებს ნელა ვასწორებ საფრენად და მიჭირს გუშინდელ სიმშვიდით საკუთარ სხეულში დარჩენა, ვერაფით მოვირგე ეს სული, არ მინდა ვიყვირო, და ვმალავ, მიწაზე დავდივარ წყეული ათასგვარ დარდების ამარა... ფიქრები ზეცისკენ წამიღებს ოცნების ცისფერი მკლავებით _ ღრუბლები სევდის კარს არ მიღებს და მიწას ვერ წყდება თვალები, არ ვიცი ასე ვარ როდიდან, გარშემო უმიზნოდ დავდივარ, ეს სული ამ ქვეყნის როდია... ეს სული იმ ქვეყნის დარდია, ამ დილას ნისლები უხდება, ეს სევდაც უხდებათ ამინდებს, და ისევ ჩემივე უფლებით ჩემივე გონება არ მინდობს. Selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.