მწვანეთვალება იდიოტი ( თავი 7 )
თვალის გახელა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ირგვლივ მხოლოდ სითეთრე იყო. დრო დამჭირდა დამენახა სად ვიყავი. ეს აშკარად საავადმყოფოს პალატა იყო. ითახს თვალი მოვავლე. ნათია, დიმა და ჩემი მშობლები დავინახე, ისინი დაძაბულები ჩანდნენ. - ნინო დე როგორ ხარ? — დედაჩემი ნამტირალევი და დაღლილი მომეჩვენა. - ცოტა თავი მტკივა. აქ რას ვაკეთებ? პალატის კარი გაიღო და მაღალი , ჭაღარა მამაკაცი შემოვიდა თეთრ ხალათში. - გამარჯობა ნინო მე შენი ექიმი გიორგი ვარ. - გამარჯობა გიორგი ექიმო! - ნინო- დაიწყო, მაგრამ დედა წინ დაუდგა და ღაღაც უთხრა. მე ვერ გავიგონე. - ქალბატონო თამარ მე მესმის რომ ყველა ვნერვიულობთ და დაძაბულები ხართ , მაგრამ პაციენტი სრულწლოვანია და არ გვაქვს მისთვის რამეს დამალვის უფლება. თან ხომ აგიხსენით ამ დაავადებას ბრძოლა სჭირდება. - რა ხდება იქნებ მეც მითხრათ. გულის წასვლის გამო აქ უნდა გამომკეტოთ? - ნინო შენ გული წაგივიდა და 3 დღეა გონზე ვერ მოხვედი. ვფიქრობთ, რომ თავის არეში სიმსინური წანაზარდებია. ეს ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, მაგრამ ზუსტად ჯერ არაფერი ვიცით. კიდევ რამოდენიმე გამოკვლევა დაგვ-ექიმს სიტყვა გავაწყვეტინე. - ანუ სიმსივნე. ანუ კიბო ამას მეუბენით?- ჩემებს გავხედე ყველა ტიროდა, როგორც ჩანს მართლა რაღაც სერიოზული იყო და ამიტომაც ნერვიულობდნენ. - ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. მთავარია ბიოფსიის გაკეთება. - გავიკეთოთ ბიოფსია. - მაშინვე დავთანხმდი. - ეს რა არის რომ ამიხსნათ? - დაზიანებულ უჯრედებში შევალთ და მასალას ავიღებთ. ამ სითხით გავარკვევთ რასთან გვაქვს საქმე. - გასაგებია, გავიკეთოთ. - დედა მაშინვე ჩემთან მოვარდა - დე ნუ ნერვიულობ ხომ იცი რომ რაღაც შეცდომაა. გავიკეთოთ გამოკვლრვები და ყველა დავრწმუნდებით ამაში. მერე გიგიც ჩამოვა და- ყველა გაჩუმდა. - დარეკა? ჯერ არაფერი უთხრათ. - ნინ მხოლოდ ის ვიცით , რომ ის ჩავიდა ამერიკაში და. - დიმას გაგრძელება უნდოდა, მაგრამ დედაჩემმა არ გააგრძელებინა. - დიმა ეხლა არ არის მაგის დრო. - სიცრუეში ცხოვრება არ არის სწორი. - მან ჩემი ტელეფონი გამომიწოდა- აქ ერთი მესიჯია, რომ წაიკითხავ ყველაფერს მიხვდები. “ჩემო ლამაზო, პატარა გოგო შენთვის ამის თქმა პირისპირ ვერ გავბედე, ჩამთვალე , რომ მხდალი ვარ. ნუ დამელოდები. მადლობა სიყვარულისათვის და ლამაზი დღეებისთვის. “ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. აირია ერთმანეთში. ჩემმა ყვირილმა და ტირილმა ყველა შეაშინა. ექიმებმა და ექთნებმა შემოირბინეს, მათ შორის იყო გიორგი ექიმიც. ნემსი გამიკეთეს და მერე ისევ სიჩუმე ჩამოწვა. გამოვიღვიძე, წყალი საშინლად მწყუროდა, ყელი მტკიოდა, სიბნელე იყო. უცებ ხმები გავიგე. - დათო გთხოვ თურქეთში წავიდეთ, ნინის იქ ვუმკურნალოდ. - ეხლა არსად არ ღირს წასვლა. ორი კვირაა აქ გვყავს და გონზეც ვერ მოგვყავს, სულ იმ ბიჭის ბრალია. - ვერ გავიგე რა მოხდა, ან რას გამოჩნდა ან რას წავიდა. მივხვდი ჩემები ძალიან შეშინებულები იყვნენ.ორი კვირა გავიდა მე კი ეს დრო სულ უგონოდ ვიყავი და საერთოდ არ მახსოვს. - დე - ხმა ძლივს ამოვიღე. - ნინო დე აბა როგორ ხარ? ექიმს დავუძახებ.- დედაჩემი მაშინვე პალატიდან გავარდა.მამა დაღლილი მეჩვენა.ექიმი სერიოზული სახით შემოვიდა. - ნინო თუ მზად ხარ და თავს მშვიდად გრძნობ მაშინ გავიკეთოთ ბიოფსია. - გავიკეთოთ. - უბრალოდ , არ ვიცი როგორ გითხრათ ამისათვის დამჭირდება თმები გადაგხოტროთ.- ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ისედაც ძალიან უბედურად გამოიყურებოდნენ არ მინდოდა მათთვის კიდევ სანერვიულო დამემატებინა. - არ არის პრობლემა, გავაკეთოთ ყველაფერი , რომ მალე გავერკვიოთ და დასრულდეს ეს გაუგებრობა. ექიმი მაშინვე გავიდა. - დე ნუ განიცდით, მე დარწმუნებული ვარ გაუგებრობაა და თმებს რაც შეეხება ის ისევ გაიზრდება , თან სულ გრძელი ხომ არ მექნება?- შეძლებისდაგვარად გავიცინე, თუმცა შინაგანად განადგურებული ვიყავი. ცოტა ხანში ექთანი შემოვიდა თმის საკრეჭით და ნათია შემოყვა. დედაჩემს და მამაჩემს ექიმი ეძახდა. სკამზე გადმომაჯინეს, თვალები დავხუჭე და მხოლოდ თმის საჭრელის ზუზუნს ვუსმენდი. ქვემოთ დავიხედე ძირს ჩემი წაბლისფერი თმები ეყარა, ექთანი და კუთხეში მდგომი ნათია ტიროდნენ. - ჩემი გმირი, რომ ხარ ეს აუცილებლად უნდა იცოდე ნი.- გამეღიმა.- შეიძლება მეც გადავიხოტრო? მეც მინდა მასავით გამორჩეული ვიყო. - ნათ გაგიჟდი? რას ერჩი მაგ შავ ულამაზეს თმას.- ნათია ექთანს მივარდა, ხელიდან მანქანა გამოართვა და თმაზე დაისვა. შეშინებული ვუყურებდი. მე და ის ტყუპებივით ვიყავით. პალატაში შემოსული დიმა გაოცებული გვიყურებდა, ნათიასთან მივიდა და მანაც თმა გადაიხოტრა. ოთახში ექიმი და ჩემი მშობლები შემოვიდნენ ყველა ვტიროდით. - ბავშვებო ეს რა გააკეთეთ?- დედაჩემი გაგიჟდა. - ჩვენ ყოველთვის ერად ვართ, ყველაფერში. აქაც ესე უნდა ყოფილიყო. ეხლა ერთად გავიზრდით.- დიმა ნაძალადევად იცინოდა. შევამჩნიე, რომ გიორგი ექიმიც თვალცრემლიანი გვიყურებდა. - როგორც ჩანს ჩვენი პაციენტის ამოცნობა გაგვიჭირდება. აბა წავიდეთ ბიოფსიაზე. პალატიდან ზარ-ზეიმით გამომაცილეს, თუმცა ყველას ცრემლები გვახრჩობდა, ყველას ყვირილამდე ეტირებოდა, მე არაფერზე ვფიქრობდი. ბიოფსია საკმაოდ დიდხნიანი და რთული პროცედურა აღმოჩნდა, თუმცა 10 დღე მისი პასუხის მოლოდინი ბევრად უფრო სასტიკი იყო. ეს 10 დღე ოთახიდანაც არ გავსულვარ. სახლში ვიწექი და ვცდილობდი სულ არავისთან მესაუბრა. ძალაგამოცლილი და ფერდაკარგული ვიყავი. სარკეში ვერ ვიხედებოდი. თუ მაინც სადმე შევავლებდი ჩემს თავს თვალს ვერც ვცნობდი. თმაგადახოტრილი, მოლურჯო- მოყვითალო ფერით და ძალიან გამხდარი. ჩემი გარეგნობიდან მხოლოდ ცისფერი თვალები შემრჩა, ისაც საცოდავი და ჩამქრალი. ვცდილობდი არავისთან მესაუბრა. ჩემები დაძაბულები იყვნენ და მხოლოდ მათ გამო ვჭამდი. მეათე დღეს მამა ოთახში შემოვიდა და ზუსტად ჩემი თმის ფერის პარიკი მომიტანა. მის დასანახად გავიხარე და გავიკეთე. ექიმის კაბინეტში მშობლები, ნათია და დიმა შემომყვნენ. გიორგი ექიმმა სათვალე მოიხსნა და დასხდომა გვთხოვა. - სამწუხაროდ ოპერაცია გარდაუვალია. - მე არც გავქანებულვარ. - ვიმსჯელეთ ექიმებმა და რთული, მაგრამ შედეგიანი ოპერაცია უნდა გამოვიდეს. ქიმიის კურსით ყველაფერს დავამარცხებთ. მთავარია შენ უნდა მოინდომა და რეაბილიტაცია წარმატებული იქნება. - როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია?- ჩემები ვეღარ საუბრობსნენ , ამიტომ მე გადავწყვიტე მეკითხა. - ოპერაცია ძვირი ჯდება ამიტომ როდესაც თანხა შეგროვდება მაშინვე შევძლებთ გაკეთებას. - რამდენი? - დაახლოებით 30 000 არის საჭირო.შემდეგ რეაბილიტაციასაც დაახლოებით 50 000 დასჭირდება. - თავზარი დამეცა. გაჭირვებულები არ ვიყავით , მაგრამ ეს თანხა ძალიან ბევრი იყო. - ნინო დე შენ ამაზე არ უფიქრო. - დედა ეს დიდდი თანხაა არ მინდა მე გადამარჩინოთ და მერე ვალებმა დაგახრჩოთ. - ნინ - ნათიამ ძალიან დაბალ ხმაზე დაიწყო. - ჩვენ უკვე დავიწყეთ თანხების მოგროვება. ბევრი ორგანიზაციაა , რომელიც ასეთი შემთხვევებითვის თანხებს აგროვებს. შენ არ ინერვიულო. ექიმმა დეტალებზე გვესაუბრა და სახლში წამოვედით. არ ვიცოდი ამდენი თანხა საიდან უნდა მოეგროვებინათ. ორგანიზმი აღარ მემორჩილებოდა. ფეხზე თითქმის აღარ ვდგებოდი. ჩემი ითახიდანაც უარს ვამბობდი გასვლაზე. ერთ დღეს ნათია და დედა ოთახში შემოვიდნენ. - ნინ როგორ ხარ?- ნათია უჩვეულოდ წყნარი იყო. - მინდა გაგახარო შენს ფონდში ერთმა კაცმა 100000 $ ჩარიცხა. ეს ოპერაციასაც ეყოფა, მკირნალობასაც და რეაბილიტაციასაც. - დედა ტიროდა და ოთახიდან გავიდა. ნათია გვერდით მომიწვა. - ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო, აი ნახავ რა კარგად იქნები. - იმედია რომ ყველაფერი გამოვა, არ მინდა თქვენ ინერვიულოთ. - ნინ კიდევ არის რაღაც, იმედია სწორად ვიქცევი - რა მოხდა? - გიგი- მისი სახელი მხოლოდ ტკივილის გამძაფრებას უწყობდა ხელს. - აქ არის საქართველოში. - ნათ. არ მინდა მასზე არაფერი მიამბო. ის წარსულია. ეხლა მხოლოდ ჩემებზე, თქვენზე და ოპერაციაზე უნდა ვიფიქრო. - მინდოდა გცოდნოდა. - ნათია ახლოს მივიდა, ჩამეხუტა და ასე ჩამეძინა. თავის ტკივილმა და წყლის წყურვილნა გამაღვიძა, ბნელოდა. ადგომა ვცადე, რაც ძალიან გამიჭირდა. დედა ითახში შემოვიდა მახსოვს გაოცებული , როგორ მიყურებდა და ისევ იატაკზე დავეხეთქე. თვალის გახელა ეხლა წინანდელთან შედარებით უფრო ძნელი აღმოჩნდა. ჩემები დავინახე.აპარატის წრუპუნი ისმოდა. სახეზე კი ჟანგბადის ნიღაბი მეკეთა. ხმის ამოღებას ვერ შევძლებდი ამიტომ ხელის აწევა ვცადე. ნათია და დედა ახლოს მოვიდნენ. - ნათია დათოს დაუძახე რა. - ნათია გარეთ გავარდა. - დე ისევ გაითიშე და 3 დღეა აქ ვართ. ძალა მოიკრიბე რომ ოპერაცია გავაკეთოთ. ნათია შემოვიდა. გარეთ ყვირილი ისმოდა, ჩხუბი. ჟანგბადი მოვიხსენი - დე რა ხდება?- დედამ ნათიას გადახედა და ადგა. - მასთან დარჩი. - ნათ რა ხდება? - გიგია გარეთ. ყველაფერი დალეწა და ჭკუიდან გადადის. შენთან უნდა შემოსვლა და მამაშენი არ უშვებს. კინაღამ დაჩი მოკლა. - უთხარი ორივე შემოვიდნენ და შენ და დიმაც. - დარწმუნებული ხარ? - ნათ მე მას ვიცნობ სანამ მე არ გავუშვებ აქედან არ წავა. ნათია გარეთ გავიდა. მამა მაშინვე შემოვიდა. - ნინ მამა შენი ნერვიულობა არ შეიძლება. - მამა ის აქ იქნება სანამ მე არ ვეტყვი. გთხოვ ორივეს უთხარი შემოვიდნენ. - დაჩი და ეგ როდის წვდებიან ერთმანეთს ყელში და როდის დაახრჩობენ ერთმანეთს არ ვიცი. ირივე ნერვებს მიშლის შენზე ვეღარ ვფიქრობთ. - მა შემოვიდნენ. გავუშვებ ორივეს. - მამა პალატიდან გადიოდა. - მა პარიკი მომაწოდე. - მამა ადგილზე გაიყინა. პარიკი მომიტანა და თავზე მომარგო. მე ხელის აწევაც მიჭირდა. ოთახიდან რომ გადიოდა ვხედავდი დატანჯულ სახეზე ცრემლები როგორ ჩამოსდიოდა. პალატაში ჯერ დიმა და ნათია შემოვიდნენ. იქით- აქედან ამომიდგნენ. დაჩი პირველი შემოვიდა. ფეხის ხმაზე გული აფრთხიალდა. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. და ისიც შემოვიდა. წელში მოხრილი, დარცხვენილი. თავი არ აუწევია. - გამარჯობა!- ჩემი საცოდავი ხმა ძლივს გაისმა. გიგიმ მუშტები შეკრა, მაგრამ თავი არ აუწევია. - ნინო- ჩემსკენ რამოდენიმე ნავიჯი დაჩიმ გადმოდგა. - დაჩი, დიდი მადლობა ჩემი ოჯახის გვერდით, რომ იყავი. ეხლა ძალიან გთხოვ ისე რომ არ გამანერვიულო აქედან გადი. წადი დაისვენე. ის არ შემწონააღმდეგებია. პალატიდან გავიდა. - ნათ დიმა გაიყვანე და თქვენც გარეთ იყავით. - ნინო!- დიმა ბრაზობდა. - გთხოვთ. არ ვინერვიულებ გპირდებით. - კართან ვდგევარ. - დიმა გადიოდა შეჩერდა და გიგის უთხრა. - არც გაბედო მისი განერვიულება. ოთახში მხოლოდ მე და ის დავრჩით. გიგი არ ექანებოდა. თავდახრილი იდგა. - გიგი!- ჩემი ხმა წინაზე უფრო საცოდავი იყო. მან თავი აწია. მწვანე თვალები წითლად ანათებდა. - ახლოს არ მოხვიდე! - ნინ!- მისი ტირილი ჩემთვის უჩვეულო იყო. - ჩემო ლამაზო გოგო მაპატიე. მაპატიე ასე რომ მოგექეცი - შენ რა შუაში ხარ! - იცოდი? - რა ? კიბო , რომ მქონდა? - გიგიგს სახეზე ტკივილი აღებეჭდა - რატომ დაბრუნდი? - არც არსად წავალ. - შენ ჩემს არც ერთ გეგმაში არ ხარ! - მე მაინც არსად წავალ. - გიგი ჩემი მიზანი ჩემი გაუბედურებული ოჯახის გვერდით ყოფნაა მინდა მათთან ერთად გავატარო დარჩენილი დღეები- მინდოდა ის წასულიყო. არ მინდოდა მასაც გადაეტანე ეს უბედურება. მის ტანჯვას ვერ გავუძლებდი - შენ წარსული ხარ და შენი ნახვა ეხლა საერთოდ არ მჭირდება. - ნინ , ჩემო გოგო. - შენი გოგოსგან აღარაფერია დარჩენილი, ჩათვალე , რომ ის უკვე მოკვდა- ხელო პარიკს მოვკიდე და მოვიხსენი - შენი გოგო ასეთი იყო? თავი ასწიე და შემომხედე- გიგიმ ამოიხედა სახეზე ტკივილი ეწერა. - შენ ჩემი ლამაზი გოგო ხარ. - გიგი ! რატომ დაბრუნდი? მოგწონს ასე რომ მხედავ? განადგურებულს და გაუბედურებულს? - რა? - გსიამოვნებს ასე რომ მიყურებ?- ვიცოდი ეს გულს ატკენდა და ეს უნდა გამეკეთებინა ის უნდა გამეშვა.- ხომ წახვედი ერთხელ. ხომ მიმატოვე. ეხლაც წადი. მე არ მჭირდები - უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ყვირილი დავიწყე. ისევ გულისწასვლა და ისევ სიბნელეში გამოღვიძება. ბევრად ცუდად ვიყავი. ვერაფერს ვხედავდი მხოლოდ ხმები მესმოდა. - არ ვიცი რატომ წავიდა, მაგრამ შემეცოდა ძალიან. ნინოს ამ სიტყვებმა გაანადგურა. ეხლა ერთი აქ წევს მეორე გვერდით პალატაში. - დიმა- ნათია მკაცრი იყო- მას გული წაუვიდა და დამამშვიდებელი გაუკეთეს. გამოფზიზლდება და გაუვლის. ჩვენ ჩვენს გოგოზე უნდა ვიფიქროთ. - მართალია! უბრალოდ. აუ არ ვიცი რა საერთოდ რას მიდიოდა რა. თავი მოვაჩვენე, რომ მეძინა. აღარ მინდოდა არავის ხმის გაგონება. არაფერზე ფიქრი. ❧ გამოღვიძებულმა ოდნავ თავის აწევაც ვერ მოვახერხე. ყველაფერი მტკიოდა. ხელი ავწიე რომ დაენახათ მეღვიძა. - ნინო!- პირველი გიორგი ექიმი მოვიდა. - დაგასვენეთ და 3 დღეა გთიშავდით. ეხლა შენი ორგანიზმი დასვენებულია და შეგვიძლია გავაკეთოთ ოპერაცია. თუ შენც მზად ხარ. - მზად ვარ. - ისე ჩუმად ვთქვი მხოლოდ გიორგი ექიმმა გაიგონა. - მე გავალ მოვამზადებ საოპერაციოს და გაფრთხილებთ მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. - ექიმმა უკან მდგომ ჩემიანებს მიმართა. ექიმის გასვლის შემდეგ დედა მოვიდა ჩემთან. - დე ჩემო გოგო ლუკას ისე უნდოდა წამოსვლა , მაგრამ არ მინდა აქ იყოს და ფეხებში მოგვედოს. მერე მოვიყვან. - თამრო შენ გადი ოპერაციაზე გაარკვიე და მარტო დამტოვე ჩემს გოგოსთან - მამა დაბერებული და გამხდარი მომეჩვენა. დედა მხარზე მიეფერა. მე მაკოცა და გავიდა. ჟანგბადი მოვიხსენი და მამას გავუღიმე. - ნინო ჩემი გოგო მე და შენ აქამდე ხომ სწორად ვიცხოვრეთ მა? - რა ხდება მამა ? - ვიცი რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. - რამე მოხდა? - ის ბიჭი რაც ამერიკიდან ჩამოვიდა აქ არის. ჯერ თავიდან იბობოქრა აქაურობა დალეწა, ყველას გვეჩხუბა. მერე დაჩი ჩემს თვალწინ კინაღან შუაზე გაგლიჯა. შენთან შემოსვლის შემდეგ ის განადგურდა. ჩემს ხელებში წაუვიდა გული. წამლებით გავთიშეთ. ეხლაც აქ არის ზის ძირს და არ ექანება. დაჩიც კი მასზე ანერვიულდა. არც ჭამს და არც წყალს სვავს. მინდა რომ შეხვდე და დაამშვიდო. - მამა მან მე მიმატოვა და მისი ნახვა ტკივილს მაყენებს. - ნინო ვიცი მას კი არ ვამართლებ, უბრალოდ ის შენი ტოლია. აქამდე სწორად ვიცხოვრეთ და არც ამის მერე უნდა შეიცვალოს რამე. შენ მის ხარჯზე ვერ გადაგარჩენ მა. ისაც ვიღაცის შვილია. - ვხვდებოდი მამა მართლა განიცდიდა მასზე. ესეიგი ის მართლა ძალიან ცუდად იყო. - თან მას მშობლები არ ყავს.- მამაჩემი გაოცებული და განადგურებული მიყურებდა. - მითუმეტეს. ნახე, მიეცი საშუალება შენთან იყო. არ აპატიო უბრალოდ გადაარჩინე მა. მას მართლა უყვარხარ. არ ვიცი რატომ წავიდა მაგრამ შენ გამო თავს იკლავს. მე ღმერთს შენ გადარჩენას ვერ ვთხოვ, თუ ასე შორიდან ვუყურებ მის ტანჯვას და არაფერს მოვიმოქმედებ. - შემოვიდეს. - და ნინო ის არ გეტყვის. შენი მკურნალობის მთელი ფული მისმა ბიძამ გადაიხადა. ის ხშირად ურეკავს. ეს ბიჭი განიცდის და ეუბნება რომ თუ მან შეასრულა თავის პირობა ესაც შეასრულებდა. არ ვიცი ეს რას ნიშნავს , მაგრამ მინდოდა გცოდნოდა. მამა პალატიდან გავიდა და გიგი თავისი ხელით შემოიყვანა. ჩემს გვერდით მდგარ სკამზე დასვა და ხელში წყლის ბოთლი ჩაუდო. გიგი გაოცებული უყურებდა. - აქ დაჯექი და არ ანერვიულო უბრალოდ ისაუბრეთ. ნინოს მალე მოაკითხავენ, ოღონდ ეს წყალი დალიე , თორემ ვეტყვი ნინოს როგორც იქცევი. მამა პალატიდან გადიოდა. ვიცოდი ის ასე ჩემს გადარჩენას უფრო ცდილობდა. - მადლობა !- გიგის ჩახლეჩილი და უჩვეულო ხმა ქონდა. მერე ჩემსკენ მოტრიალდა. - გამარჯობა. - გაღიმება უნდოდა მაგრამ ვერ მოახერხა. - გიგი მამა მითხრა, რომ არ სვამ და არ ჭამ და რომ თავს იტანჯავ! ეხლავე გახსენი წყალი და დალიე. - მან წყალს თავი მოხსნა და მოსვა. - რატომ იტანჯავ თავს? - შენ ჩემს გამო ხარ აქ და - შენს გამო კიბო ვერ დამემართებოდა. - აბა იმ იდიოტი დაჩის გამო დაგემართა? - გიგი დაჩი რა შუაშია. მე სუსტი ჯანმრთელობა მაქვს და ამაში დამნაშავე არავინაა. რომ გავიგე ცუდად გახდა და გათიშულიაო ვინერვიულე. - უბრალოდ ემოციურად გადავიწვი. ექთნებმა დრო იხელთეს და წამლებით გამთიშეს. ზურგიდან მომეპარნენ. - გამეცინა. - მიყვარს ეს შენი ღიმილი. - გიგი რატომ წახვედი?- ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. - ნინ არ მიდა ეხლა ინერვიულო. - წახვალ? - ჩემი მიზანი ეხლა შენი გამოჯანმრთელებაა! მხოლოდ ამაზე შემიძლია ფიქრი. - თუ მე რამე დამემართა. - ამაზე არ მელაპარაკო გთხოვ. არ შემიძლია ამას არც ვუშვებ. - მისმინე უბრალოდ მომისმინე. თუ მე რამე დამემართება და ვეღარ მნახავ მინდა იცოდე , რომ შენ მე საუკეთესო დღეები მაჩუქე. მინდა მადლობა გითხრა ყოველი დღისთვის რაც ერთად გაგვიტარებია. მინდა ისეთი გახსოვდე, როგორიც იმ დღეებში ვიყავი და არა ესეთი თმაგადახოტრილი, ყვითელი და დაუძლურებული. - ლამაზი. - წარბები ზემოთ ავქაჩე. - ნეტა ჩემი თვალებით შეგახედა შენი თავისთვის და მერე მიხვდებიდი. - მოკლედ , ნუ მაბნევ. - მას გაეღიმა - მინდა მხოლოდ ის გოგო გახსოვდეს ვისაც ძალიან უყვარდი და მხოლოდ შეყვარებულ გოგოსთან მინდა ვასოცირდებოდე. თუ რამე მომივა და საოპერაციოდან ვერ გამოვალ. - ნინი- ის ფეხზე ადგა და ჩემთან ისე ახლოს მოვიდა სუნთქვა შემეკრა. - გთხოვ გაიწიე. - რატომ აღარ გიყვარვარ? ჩემი კოცნა აღარ გინდა? - გთხოვ! - ნუ მთხოვ!- გიგი ჩამეხუტა და არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით. ჩემს ძარღვებში წამლებით გაჟღენთილი სისხლი ამოძრავდა და გავთბი. ყველა ტკივილი სადღაც გაქრა. დავრჩით მე და მწვანეთვალება. - ბავშვებო!- მამას ხმის გაგონებაზე გიგი გასწორდა- ეხლა ნინო უნდა წაიყვანონ. -ბატონო დავით მადლობა!- გიგი მამასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. ცრემლები დამიგუბდა თვალებში. ჩემი ირი უსაყვარლესი მამაკაცი ერთმანეთს ხელს ართმევდა. - გიგი ეხლა დიმას გაყევი და რამე ჭამე. ნინო არსად არ მიდის მას არ აქვს წასვლის უფლება. კიდევ ბევრს ილაპარაკეთბ. - ნინ მამაშენი რომ არ იყოს აქ ეხლა მაგრად გაკოცებდი. - თავბრუ დამეხვა. - იდიოტო! - გიგის გაეღიმა. - მიხარია რომ იღიმით, მაგრამ ეს კოცნის ამბავი დიდად არ მომეწონა. - ბატონო დავით, ცუდად არ გამიგოთ. მე მას სულ ასე ვემუქრები ის კი იდიოტს მეძახდა. უბრალოდ მისი გამხიარულება მინდოდა.- მამას ეღიმებიდა. პალატაში დედა, ნათია და დიმა შემოვიდნენ. გიგიმ ჰაეროვანო კოცნა გამომიგზავნა. - იდიოტო- ვუთხარი სიცილით. - მიხარია ვალებს აუცილებლად დავიბრუნებ! ყველა გაოცებული იდგა და ცრემლებს იწმენდდა. - დიმა გიგი წაიყვანე და ნახე რამე ჭამოს. მერე კი ისევ აქ მოდით. ოთახიდან ყველა გავიდა მხოლოდ მე და მამა დავრჩით. - მისი პატიება სწორი იყო. - მა მე ის მიყვარს. - ვიცი და მასაც ძალიან უყვარხარ. - მეშინია. - ოპერაციის? - არა ის რომ აღარ დამხვდეს, როცა გამოვალ. - მას მართლა უყვარხარ! ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ. - მადლიბა მა. - მამას ჩავეხუტე და მართლაც მჯეროდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებიდა. - აბა ჩემი ლამაზი პაციენტი გამატანეთ ეხლა. მალე ისევ მოვიყვან. - გიორგი ექიმი ორ გოგოსთან ერთად მოვიდა. ექთნებმა წრიპინა აპარატიდან გამომრთეს. საწოლი მოძრავი იყო და ნელ-ნელა გარეთ გავედით. ნათია და დედაჩემი ტიროდნენ და ერთმანეთს ამშვიდებდნენ. გიგი და დიმა ძლივს სუნთქავდნენ, როგორც ჩანს მორბოდნენ. გიგი ჩემთან მოვიდა ხელი ჩამკიდა და გვერდით მომყვრბოდა. ლიფტთან მივედით. - ზემოთ ვერ ამოხვალთ. ოპერაცია 10-14 საათს გრძელდება. ასისტენტები პერიოდულად ყველაფერს შეგატყობინებენ. ლიფტის კარი გაიღო მე თავი წამოვწიე და რაც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი. - მალე მოვალ, ვისაც წითელი თვალები გეწნებათ დაგსჯით!- ლიფტში შევედით. გიგი ახლოს მივიდა და ხმამაღლა იყვირა. - საპირფარეშოში ჩაკეტილო ლამაზო ნინი მე შენ მიყვარხარ! მაქედან მალე გამოდი ეს სიტყვები ბევრჯერ რომ გითხრა. - ეს ის სიტყევი იყო ამდენი თვე მის გაგონებას რომ ვნატრობდი. მთელი ჩემი ახლობელები გაოცებული იყურებოდნენ. - აი ეხლა ხომ გადაგიკეტე ჟანგბადი. მალე მიდი ისევ ჩემთან. - ლიფტის კარი იკეტებოდა. გიგი მუხლებზე დაეცა. მე კი საოპერაციოში ჯერ კიდევ გაოგნებული შემიყვანეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.