მომეცი შანსი (თავი 14)
თავი 14 დემეტრე ცოტა ხანს კიდევ დარჩა კლუბში, მერე კი აჩისთან ერთად დატოვა იქაურობა. - ტაქსით წადი ნასვამი ხარ!- მეგობრული რჩევა მისცა აჩიმ - ნასვამი ვარ მთვრალი კი არა-დაამშვიდა დემეტრემ- მაგრამ მანქანის მართვის თავი მართლა არ მაქვს- მხარზე მიარტყა მეგობრულად ხელი და იქვე მდგომ ტაქსიში ჩაჯდა. დემეტრესგან განსხვავებით აჩი იქვე ცხოვრობდა , ამიტომ თავის თეთრ რაშში ჩაჯდა და სახლისკენ გასწია.საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობდა მეთექვსმეტე სართულზე მთელი სართული ჰქონდა ნაყიდი.საკუთარ თავს ფუფუნების უფლება მისცა და მშვენიერი აპარტამენტიც მოიწყო. - არ მომეკარო! ხელი გამიშვი- ლიფტან იყო მისული ქალის განწირული კივილის ხმა რომ შემოესმა- ხელი გაწიე- აგრძელებდა ხმა კივილს და აჩიც ამ ხმის მიმართულებით ავიდა კიბეებზე.მესამე სართულზე კი საშინელი სანახაობა დახვდა. კაცს გოგო ჰყავდა მიმწყვდეული და მასზე ძალადობდა. ტანზე თითქმის ყველაფერი შემოხეული ჰქონდა და ისეთი შეშინებული თვალებით ითხოვდა შველას აჩი ჯერ თითქოს გაქვავდაო , მაგრამ მალევე მოვიდა გონზე და ააცალა გოგოს მოძალადე. - შენ, შე ნაბი*ვარო-ყელში მოუჭირა ხელი- ვინ გაგზარდა შენი გამ* დელი დედაც მოვ*ან- გოგოსკენ არც გაუხედია ისე გამეტებით ურტყავდა. - გაჩერდი , მოკლავ გესმის- სცადა მოეშორებინა ქალი ცდილობდა აჩი გონს მოეყვანა, მხარზე ხელი მოკიდა რომ მისთვის მოეშორებინა ,მაგრამ აჩიმ ხელი აიქნია. უცებ ხმა შეწყდა და მიხვდა რომ გოგოს მოხვდა აქნეული ხელი , კაცს თავი დაანება და უცნობ ქალს გახედა რომელმაც ინერციით კიბის სახელურისთვის ჩამოერტყა თავი და გონება დაკერგული იწვა მეტლახზე. - გესმის? გოგონა?- სახეზე ხელებს უსმევდა, მერე იფიქრა საავადმყოფოში წავიყვანო , მაგრამ ტანზე სულ დაფლეთილი ჰქონდა კაბა , ისე ჰქონდა კაბა შემოხეული მკერდიც კი მოუჩანდა- ესეც დაბადების დღის საჩუქარი, ჩემი ბედის დედას შევე*ი. ლიფტი გამოიძახა და გოგო ხელში აიყვანა. სახლის კარების გაღება ძლივს შეძლო.დედამისის დამსახურებით აფთიაქის იმხელა მარაგი ჰქონდა სახლში ნიშადურიც და კაპლიც ერთად შეასუნთქა. გოგოს ისეთი ხველება აუტყდა გონზე მოსული რამის დაიხრჩო. - ღმერთო ეს რა იყო!-მოსულიერებულმა ძლივს ამოთქვა- ჩემი სიკვდილი გინდოდა? - მე მეუბნები?- გაიკვირვა აჩიმ - სხვას ხედავ აქ ვინმეს?- დაუბრიალა უცნაური დიდი ლურჯი თვალები. - ალბათ მადლობის მაგიერია!მგონი თავი მაგრად მიარტყი?! - ისე მომიქნიე ხელი... ღმერთო თავი - თავის მოსინჯვა დაიწყო - ნუ გეშინია , არ გაქვს გატეხილი- დაამშვიდა. - მადლობა ღმერთს- გულზე ხელი მიიდო და სიშიშვლე რომ იგრძნო უცებ მიიფარა ორივე ხელი. - ნუ გრცხვენია , მარტო სახეზე გიყურებ- ეცადა უხერხულად არ ეგრძნო თავი . - რატომ?! გეი ხარ?- დიდრონი თვალები კიდევ უფრო მაგრად დაჭყიტა. - რა?!- თვალები გაუფართოვდა აჩის - პიდ**არასტს ვგავარ? - არა , მაგრამ რომელი კაცი არ უყურებს ქალს მკერდზე? მითუმეტეს თუ შიშველი აქვს! - დარწმუნებული აღარ ვარ რომ ის კაცი შენზე ძალადობდა. მგონი შენ აპირებდი მასზე..- გაიკრიჭა აჩი გოგოც უცებ გაჩუმდა, მერე თითქოს გახსენება დაიწყო მომხდარის და ცრემლებმაც გადმოკვეთეს თვალის ჯებირები- არ იტირო რა, უბრალოდ ვიხუმრე. - მე ... უბრალოდ სახლს ვალაგებდი- უკვე გულამომჯდარი ტიროდა- ხვალ ჩამოდიან და გვიან მომიწია მოსვლა... ის , მთვრალი იყო... - კარგი ხო - ხელი გაწია ცრემლების მოსაწმენდად ,მაგრამ გოგომ თავი ჩახარა- მე არაფერს დაგიშავებ. - ჩემი ბრალი მართლა არ იყო.....შეგიძლია სახლში წამიყვანო? - დილით წაგიყვან, არ მინდა შეგაშინო მაგრამ მეც ნასვამი ვარ.იმედია არ შეგეშინდება,ყველა ერთნაირი ნაბი**ვარი არაა- ფეხზე წამოდგა, კარადა გამოაღო და თავისი მაისური მიაწოდა- ეს ჩემი ოთახია,გვერდით მეორე საძინებელია, იქ გადი და დაიძინე.დილით სადაც გინდა იქ წაგიყვან- კარებიდან გასვლას აპირებდა უკვე რაღაც რომ გაახსენდა- მე აჩი მქვია. - თაია... თაია მქვია- მორცხვად უპასუხა . - ლამაზი სახელია- თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ წავიდა- ესეც ჩემი ჯადოსნური 35 წელი, გილოცავ აჩი დიდი ბიჭი გაიზარდე- სიცილით გააქნია თავი და აივანზე გავიდა. უკვე პირველი საათი იყო ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა. - გისმენთ- არც დაუხედია ისე უპასუხა. - გამო ლოთო,მე და დემე სახინკლეში ვართ- როგორც ყოველთვის მხიარულ ხასიათზე იყო დათა.ან რატომ არ იქნებოდა ვნებიანი ღამის შემდეგ. - ხოო... როლმელი საათია?- საწოლზე წამოჯდა აჩი - პირველია , ჰე მიდი გელოდებით მარჯანიშვილზე ვართ. - კარგი გამოვალ- დაპირდა მეგობრებს და საწოლიდან წამოდგა. წყალი გადაივლო და სამზარეულოში გასულს ტოსტი და ყავა დახვდა მაგიდაზე .იქვე მაცივარზე კი სტიკერზე მიწერილი ,,მადლობა“ თაიასგან.გოგო რომელიც წინა დღეს მოძალადისგან იხსნა მის სახლში უკვე აღარ იყო და ალბათ ვერც ვერასდროს შეხვდებოდა.მალევე მოწესრიგდა და დანიშნულების ადგილისკენ გასწია. სახინკლეში შესულმა მეგობრების ყურადღება გახეთქილი წარბით მიიქცია. -რა გჭირს შე*მა ? - დათამ დაასწრო - როდის მოასწარი ჩხუბი? - დემეტრეც ჩაერთო გამოკითხვაში.აჩიმაც მოკლედ უამბო წინა დღის ამბები. - წარმოგიდგენიათ?! ოცდამეერთე საუკუნეში კორპუსში გოგოზე ძალადობენ, რა ნაგავი უნდა იყო!- დათა გაოცებული უყურებდა. - ნახე ის კაცი? - გუშინ არ მეცალა. დღეს დაცვას გავახსნევინებ კამერის ჩანაწერს- ხინკლის ჭამას შეუდგა- მაგრად აკეთებენ აქ ხინკალს. - ნაბი*რი- დათა გაცეცხლებული იყო და ჯერ კიდევ ვერ ჰამოდიოდა მდგომარეობიდან- წარმოგიდგენია რა მოხდებოდა რომ ვერ მიგესწრო? - წარმოდგენაც არ მინდა! იცი რა ლამაზი თვალები ჰქონდა? - ამუს თქმაზე დათამ და დემეტრემ ერთმანეთს გადახედეს-მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა , ისეთი უცხო .... - რაიყო ბიჭო , მოგეწონა?- ხარხარი აუტყდა დათას - ეგ რა შუაშია,უბრალოდ აგიღწერეთ.ხო მართლა დათა, როდის დამიბრუნებ მენეჯერს სამსახურში? ახალი მაგარი დაბდურა ვინმეა - თვითონ არ უნდოდა აქამდე- მხრები აიჩეჩა- დაურეკე და თუ გამოსვლა უნდა ძიძას ავიყვანთ , რა პრონბლემაა. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ მერე აჩი წამოდგა. - კარგი გავიქეცი, დღეს დავურეკავ და შენც უთხარი. დროა უკვე დაგვიბრუნდეს სანამ შემომაკვდა ის ქალი - თავის მენეჯერი იგულისხმა.მეგობრებს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა. - დათა მიდი რა ძმურად გამიგე სად ხვდება ხვალ სოფი იმ გამო* რებულს?- დემეტრემ საშველად ისევ დათას მოუხმო. - ლენას ვკითხავ თუ მითხრა გეტყვი, მაგრამ რად გინდა- ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, მერე მის ეშმაკურ გამოხედვაზე თითქოს მიხვდაო-მოიცა, არ მითხრა რომ თავზე უნდა დაადგე და პაემანი ჩაუშალო? - არა- თავი გააქნია- ანუკამ დამირეკა ,განქორწინებისას კოჯრის სახლი რომ მივეცი ხომ გახსოვს.ხოდა ფული შემოაკლდა ალბათ და გაყიდვა მინდაო . - და რა ვახშამზე უნდა დაპატიჟო იმავე რესტორანში? სერიოზულად?!- სიცილი აუტყდა - აღიარე რომ მაგარი აზრია- თვითონაც აყვა. - აუ სოფი გაგიჟდება- დათა უკვე ხარხარებდა. - მეც ეგ მინდა, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება! - მე და ლენაც ხომ არ წამოვიდთ ეე - იმედია იხუმრე - არა რატო? ჩვენ დამკვირვებლები ვიქნებით- სიცილს აგრძელებდა . - გეყოფა , სულ როგორ უნდა იცინოდე -აბა შენნაირად უემოციო სახით ხომ არ ვიმოძრავებ სულ. - მიდი დავიშალეთ და ლენა დაკერე რა, გაიგე სად ხვდებიან ! - მე რომ არ გყავდე რა გეშველებოდა - გაიჯგიმა დათა- დემეტრემ ხელი ჩაიქნია, ანგარიშო გაასწორა და სამუშაოზე დაბრუნდა. - ვის უნდა შეხვდე?- გაოცებული უსმენდა ლენა სოფის- გოგო, ნუ გადამრიე? სად შენ და სად საბა?! - რატომ ვითომ? შენ არ იძახდი სასტუმროებში დავისვენებთო?- შეახსენა თავის ნათქვამი. - ღვთის წყალობით მაგის გარეშეც ვისვენებთ ჩვენ - ცხვირი ასწია მაღლა- ნუ გადამრევ ეხლა , მართლა აპირებ პაემანზე წაყვე? -რა გინდა ადამიანო?! მშვენიერი ბიჭია, ზრდილობიანი , მეგობრული.... - გეყოფა სოფი! რეებს ამბობ ხვდები მაინც? ტიპი არც კი მოგწონს! - ნელ- ნელა მომეწონება - ხო ეგრე ამბობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში გარიგებით რომ თხოვდებოდნენ. ეგ ისეთ ტიპია .... აი წარმოიდგინე საწოლში რომ გეტყვის ,,თუ შეიძლება სოფი მიიწიეთ რომ დავწვე“- ბოხი ხმით გააჯავრა - შენ რა იცი საწოლში რას მეტყვის- კოპები შეყარა - კარგი ხო. სად შენ სად ის ჰალსტუხიანი პეპელა! - ეს მეორე- თვალები აატრიალა- რა იყო კურსები დემეტრესთან გაიარე? - რისი კურსები? ეგეთია და დაგიმალო? - უნდა შევხვდე ცოლად კი არ მივყვები?რა ქვეყანა შეყარე- კაფეში მჯდომ ხალხზე მიანიშნა. - ღმერთმა დაგვიფაროს !- სამჯერ დააკაკუნა ხის მაგიდაზე- სად ეგ და სად დემეტრე, შედარებაც კი არ შეიძლება. - მართალია , საბა ეგრე არასდროს მიმატოვებდა- თავი ჩაღუნა წარსულის გახსენებაზე. - მისმინე სოფი!არ მინდა ცუდად გამოვიდეს მაგრამ მის ადგილას შეიძლება შენც ესე მოქცეულიყავი... - არ მოვიქცეოდი, საყვარელ ადამიანს ესე ვერ მივაგდებდი. - ეგ არავინ იცის , თანაც ხომ აგიხსნა არა?უმიზეზოდ ხომ არ წასულა? - მითუმეტეს რომ ამიხსნა და ვიცი რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. - ჯიუტი ხარ და იმიტომ. ნახე მია როგორი ბედნიერია? - ხოდა ძალიანაც კარგი! მამად მაინც რომ ივარგა. - შენთან ლაპარაკი შეუძლებელია- ფეხზე წამოდგა- ხო მართლა სად ხვდები იმ შენს პეპელას? - რესტორან ,, თეთრ პირამიდაში“ - ოხ ეგვიპტის ფანია ბიჭი?- გადაიკისკისა ლენამ. - საიდან დაასკვენი- სოფისაც გაეცინა - აბა რა პირამიდები აუტყდა - აი რა შუაში იყო ეხლა ეგ... - კარგი ხო, წავედი მე ძიძა მყავს დაბარებული სააგენტოდან - ჩემი თომა- თბილად გაიღიმა- მიას ენატრება , ხვალ ვახშმის მერე გამოვალ მეც - კარგს იზავ,თან მაინტერესებს როგორ ჩაივლის ,,პაემანი“- თითებით ბრჭყალები გააკეთა, სოფის აკოცა და კაფე დატოვა. დათამ თავის მოვალეობა პირნათლად შეასრულა და დემეტრეს სოფის პაემანის ადგილმდებარეობაზე ინფორმაცია გადასცა.დემეტრემაც საქმიან ვახშამზე ანა იმავე რესტორანში ნახევარი საათით გვიან დაიბარა.ანას კი იმედი ჰქონდა დემეტრეს შერიგებაზე დაიყოლიებდა, ამიტომ დემეტრემ კარგად იცოდა ანა როგორი ვიზუალითაც მოვიდოდა შეხვედრაზე. მეორე დღეს სოფიმ შეხვედრიდან სახლში არბენა ძლივს მოასწრო გამოსაცვლელად , თუმცა მაინც უნაკლოდ გამოიყურებოდა.საბას მის დანახვაზე სახე გაებადრა, მაგიდასთან მიიპატიჟა და სკამზე დაჯდომაშიც მიეხმარა. - როგორს ყოველთვის შეუდარებელი ხარ- კომპლიმენტით დაიწყო. - მადლობა შენც კარგად გამოიყურები- საბა ნამდვილად მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცი იყო ამას ვერსად გაექცეოდი. - მგონი დროა ვახშამი შევუკვეთოთ , მანამდე კი ფრანგული ღვინით დავიწყოთ - ბოკალი შეუვსო სოფის და მიმტანს უხმო შეკვეთაზე.ჯერ სოფის აარჩევინა და მერე თავადაც იგივე შეუკვეთა.მათი ჰარმონია კი ცოტა ხანში დემეტრეს და ანას წყვილმა მიიქცია,რომელიც არც მეტი არც ნაკლები მათ მაგიდასთან გაოცებული სახით მივიდა. - აქ არ გელოდით- ჩვეული ურეაქციო სახით მიესალმა- ეს ანაა ჩემი ყოფილი ცოლი- წარუდგინა საბას. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- თავაზიანად გაუწოდა ხელი საბამმ, სოფიმ კი უბრალოდ ტუჩები გაწელა, სოფის სახეზე დემეტრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა.ანასთვის წლებს ვერაფერი დაეტყო, ისევ ისე შეუდარებელი გარეგნობა ჰქონდა. - აღარ მოგაწყენთ - დემეტრე წყვილს გამოემშვიდობა და იქვე არც ისე შორს მაგიდა დაიკავა, საიდანაც კარგად შეძლებდა სოფისთვის თვალ- ყური ედევნებინა. სოფის მთელი ტანი უცახცახებდა ნერვიულობისგან, არ ეგონა მისი სხვასთან დანახვა მასზე თუ ესე იმოქმედებდა. საბას მხოლოდ კი და არას პასუხობდა, თითქმის არც ესმოდა რას ელაპარაკებოდა . თვალი ინსტიკტურად დემეტრესკენ გაურბოდა . ისიც ჩვეული ურეაქციო სახით ანას ესაუბრებოდა, რამოდენიმეჯერ მათი თვალებიც ერთმანეთს შეეჩეხნენ .სოფი დიდხანს არ დარჩენილა ეგრედ წოდებულ პაემანზე , რომელიც უინტერესო აღმოჩნდა და მის გამეორებას აღარ აპირებდა.ბავშვი მოიმიზეზა და საბაც წასვლაზე დაიყოლია. საბამ რესტორნიდან გასვლისას ხელი შემოხვია წელზე სოფის, დემეტრე ისე დაიძაბა , მარტო იმაზე ფიქრობდა როგორ დაატეხდა ხელებს მისი ქალის შეხებისთვის.გონება კი გამალებით ახსენებდა რომ ის თავად დაკარგა და მისი ნაკლებად ეთქმოდა. - დემე გესმის?- ფიქრებიდან ანას წიკვინმა გამოიყვანა- მე ვნანობ რომ ესე დავშორდით. იქნებ გვაქვს შანსი - ანა აქ კოჯრის სახლზე სალაპარაკოთ დაგიბარე, ფასზე შევთანხმდით ხომ ესეა?! - ხო , მაგრამ… - ხვალ ჩემი ადვოკატი გადმოგცემს ჩეკსაც და გამოატანე სახლის საბუთები- მიმტანს ხელის აწევით ანიშნა რომ მისულიყო- იმედია აღარასდროს შევხვდებით - ანგარიში გაასწორა და რესტორანიც დატოვა. - რა იყო ვინმე მოგსდევს?- გაოცებულმა გაუღო კარი სოფის ლენამ. - არ ვარ კარგად, დამამშვიდებელი მჭირდება- ჯერ კიდევ უცახცახებდა სხეული.მისაღებში შევიდა და ტახტზე დაჯდა - რა მოხდა ასეთი? - გაოცებული უყურებდა ლენა- საბამ გითხრა რამე? - რა შუაშია საბა? - რავიცი პაემანზე არ წახვედი? - კი, წესით მანდ უნდა წავსულიყავი მაგრამ… - არ მოვიდა? - მოვიდა… - ან იტყვი ან გეფიცები გცემ - თითი გაბზიკა მუქარასთან ერთად. - მოკლედ, ახალი მისულები ვიყავით, ვახშამი შევუკვეთეთ და … აუ წყალი მომიტანე რა - რა? რა დროს წყალია?- უკვე შეშლილი სახით უყურებდა - რავქნა პირი მიშრება და - ლენა გაბრაზებული წამოდგა წყალი და ყინული შემოუტანა, თავი დაიზღვია კიდევ არ გამიშვას სადმეო.სოფის წყლის დალევა რომ გაიწელა ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა - დროზე მოყევი !- მშვიდი ტონი ნამდვილად არ ჰქონდა და სოფიმაც არ გარისკა. - დემეტრე შემოვიდა რესტორანში…. - ვიცოდი- ტაში შემოკრა ლენამ სიხარულისგან - იცოდი რომ მოვიდოდა ?- თვალები დაქაჩა სოფიმ - ზუსტად არ ვიცოდი , მაგრამ მივხვდი რომ საბასთან არ დაგტოვებდა მარტო- ბედნიერი სახით გახედა - კი როგორ არა , სულ.მაგისთვის მოვიდა.პაემანი ქონდა ბიჭს! - რაააა?- ფეხზე წამოხტა- ერთ რესტორანში გქონდათ პაემანი? - დიახ , შენს საყვარელ დემეტრეს ყოფილ ცოლთან ჰქონდა პაემანი.აბა ახლა რას იტყვი?- ხელები გულზე ფადაიჯვარედინა. - ვერაფერს!მაცადე გადავხარშო ჯერ შოკში ვარ.- წინ და უკან სიარულს მოყვა. - არ მშველის ეს წყალი- ჭიქაზე ანიშნა- დამამშვიდებელი მჭირდება - შენ კი არა მგონი მეც მჭირდება …- ხელი ააფრიალა - რომ კითხო ვუყვარვარ თურმე ბიჭს! - რავიცი მეც მგონია რომ უყვარხარ - იმიტომ დადის ალბათ პაემნებზე - მასე შენც გიყვარს ,მაგრამ კარგად დათანხმდი იმ პეპელას!- სიტყვა არ შეარჩინა უპასუხოთ. - ეგ რა შუაშია, ან ვინ გითხრა რომ მიყვარს? - თავის დაძვრენა სცადა სოფიმ - შენმა ეხლანდელმა მდგომარეობამ- ხელით ანიშნა საკუთარ თავზე- იეჭვიანე და გაგიჟებული ქოთქოთებ ჩემთან ! - კი არ ვიეჭვიანე, უბრალოდ არ მესიამოვნა - კი გეტყობა- სიცილით უპასუხა და კარზე ზარის ხმაც გაისმა- რახდება დღეს, ბუზღუნით გაემართა კარებისკენ სადაც არც მეტი არც ნაკლები დემეტრე იდგა - პრივეტ ლენ- გადაკოცნა და მისაღებისკენ დაიძრა, ლენა პირდაღებული უყურებდა- დათა სახლშია?- მშვენიერ ხასიათზე ჩანდა. - კი მაღლაა ბავშვებთან , ავალ დაუძახებ.- ლენა მეორე სართულისკენ დაიძრა დემეტრე კი მისაღების დივნისკენ და სწორედ მაშინ შეამჩნია სოფიც. - აქ რა გინდა? პაემანი არ გქონდა? - შენ რა გინდა ? შენც პაემნიდან მოდიხარ როგორც მახსოვს!- არ ჩამორჩა. - პაემანზე არ ვიყავი , შენგან განსხვავებით!- წინა სავარძელზე მოკალათდა. - კი როგორ არა , საქმიანი ვახშამი გქონდა ალბათ ყოფილ ცოლთან- ისე იყო აჭრილი ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა დემეტრესგან განსხვავებით რომელიც ჩვეული დინჯი სახით იჯდა და წყნარად აკვირდებოდა სოფის რეაქციებს. - გაგიკვირდება და ხო , საქმიან ვახშამზე ვიყავი.- დაუკმაყოფილა ინტერესი. - მიას ვგავარ?- გაკვირვებული შეხედა. - არა - თავი გაუქნია- მია მე მგავს,უფრო დინჯია. შენ ისეთი სახით მიყურებ ცოტაც და ალბათ მოსაკლავადაც გამიმეტებ. - მია მე მგავს და საერთოდ ეგ რა შუაშია?რაც გინდა ის გიქნია?!- ვითომ უდარდელის სახე მიიღო. - შუაში ისაა რომ ეჭვიანობ, თანაც უსაბუთოდ - კი როგორ არა - გადაიკისკისა იძულებით- რაც გინდა ის გიქნიათ მშენ და შენს ცოლს. - ყოფილ, ყოფილ ცოლს !- დაუკონკრეტა - აი მე ეგრე ვერ ვიტყვი საბაზე?-წინ წამოიწია და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. - ეგ რას ნიშნავს? - იმას რომ მეორედ ხელს მოგხვევს და იმ თითებს სათითაოდ დავამტვრევ.- კბილებში გამოსცრა დემეტრემ. - კარგი ერთი, რა უფლებით?- კი ესიამოვნა მაგრამ ამას ხომ არ ეტყოდა, თუმცა ნამდვილად კმაყოფილო იყო. - უფლებები არ მჭირდება, რაც ჩემია თითი არავინ უნდა დაადოს. ასე რომ გადაეცი ხელები აკონტროლოს. - და ვინაა შენი მეეე?- ამ საუბარში იყვნენ ლენა და დათა მიასთან ერთად რომ ჩამოვიდნენ ქვევით. მია ბედნიერი იყო ორივე მშობელი რომ ერთად ნახა და ხან სოფის კოცნიდა ხან დემეს , თან ეჭორავებოდა. - მიდი მია ფეხზე ჩაიცვი რა , წავიდეთ!- სოფიმ დემეტრეს კალთაში მჯდომ მიას გახეხა რომელიც საეჭვოდ დუმდა. - დაეძინა , აიღე ფეხსაცმელები და ესე წამოვიყვან- ხელში კარგად დაიჭირა დემეტრემ. - კარგი , ოღონდ ჯერ ტაქსი უნდა გამოვიძახო, ჩემი მანქანა პროფილაქტიკაშია - მე წაგიყვანთ- კითხვას ნამდვილად არ ჰგავდა და დიდად თავი არც სოფის გაუგიჟებია.გაოგნებულ მასპინძლებს დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ. - გასაღები ჯიბეში მაქვს ამოიღე და შენ დაჯექი საჭესთან - დემეტრემ გააჩერა მანქანასთან მისული სოფი, მანაც გასაღების აცმა ხელების თრთოლვით ამოუღო ჯიბიდან და საჭეს მიუჯდა. დემეტრეს გვერდით ისევ ის უსუსური სოფი ხდებოდა რომელიც ხუთი წლის წინ იყო.სახლში მისულებმა დემეტრემ მია თავის ოთახში შეიყვანა და სოფისთან გავიდა. - ხვალ მიას ბაღიდან ადრე გამოვიყვან კარგი? - სადმე მიგყავს? - თავისი ოთახის ავეჯი უნდა შევარჩევინო.თუ გინდა შენც წამოდი. - ოთახს უკეთებ? იქ უნდა დარჩეს ხოლმე? - პირველად გაიაზრა რომ მია მამასთანაც დარჩებოდა ხოლმე და სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ იყო. - არ შეიძლება? - სოფის გამშრალ სახეზე გაეღიმა ახლოს მივიდა მისი ხელი თავის ტორებში მოიქცია - მისმინე სოფი !მართლა მინდა რომ ერთად ვიყოთ…. - ეგ არ მოხდება…. - ვიცი, ჯერ არ მოხდება მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ და თანაც მეც მაქვს უფლება ხანდახან მია ჩემთან დარჩეს. - ის სახლი რაღაცნაირია… ცივია და მიას არ მოეწონება - ვიცი , ამიტომაც ახალი ავაშენე.თუ გინდა ხვალ შენც წამოდი და ერთად შევურჩიოთ… - არა - ხელი გააშვებინა- თვითონ აარჩიოს , ოღონდ ორთოპედიული მატრასით კარგი?- ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. - მოდი მე და შენ ავურჩიოთ და მიას სურპრიზი მოვუწყოთ, თან შენ უკეთ იცი რა არის ბავშვისთვის სასარგებლო- სცადა გული არ ტკენოდა სოფის. - მერე მიას რომ არ მოეწონოს? წაიყვანე ჯობი, თან მეც სამუშაო შეხვედრები მაქვს ხვალ. - კარგი როგორც გინდა - ლოყაზე აკოცა და სახლი დატოვა. მთელი ღამე ტირილში გაატარა სოფიმ, განა რა მოხდა მაღაზიაში წაიყვანდა და ავეჯს აარჩევდნენ, მაგრამ მისი ადგილი იქ არ იყო.რა იქნებოდა ყველაფერი თავიდანვე სხვანაირად ყოფილიყო?! ნეტავ რიგორი სახლი აიშენა?! პირველად დაფიქრდა რომ შეიძლებოდა ოჯახიც შეექმნა და სხვასთან ერთად ყოფილიყო.ისე დაათენდა თავზე თვალის მოხუჭვა ვერ შეძლო.მეორე დღეს კი თვალებდასიებული მივიდა სამსახურში.უკვე შუადღე იყო დათამ რომ უთხრა ქვევით ჩამოდი გელოდებიო, პარკინგზე ჩასულს კი მია მოეხვია ფეხებზე. - აქ საიდან გაჩნდი დე?- გულში ჩაიკრა პატარა ონავარი. - მამამ პრინცესების საწოლი უნდა მიყიდოს- ბედნიერმა ჩაუკაკლა - შენც ხომ წამოხვალ?-სოფიმ მანქანაზე მიყუდებული დემეტრესკენ გააპარა თვალი რომელიც თვალებ აბრჭყვიალებული უყურებდა, იცოდა რომ გეგმა გაამართლებდა. - წამოვალ- კულულებზე ჩამოუსვა ხელი და მის ყელში ჩარგო თავი. იმდენი მაღაზია მოატარეს დედა შვილმა დემეტრეს უკვე ძალა აღარ ჰქონდა, თან ხვდებოდა რომ ფეხი უკვე ტკივილს უწყებდა მაგრამ ბოლომდე ცდილობდა მიას ყველა კაპრიზი აესრულებინა.საძინებლის ავეჯის მერე რომ სათამაშოების მაღაზიას მიადგა მიხვდა რომ ვეღარ გაუძლებდა. - მია მა, ხვალ ვიყიდოთ რა სათამაშოები? მე და დედა დავიღალეთ დღეს. - მე რომ არ დავიღალე?- ტუჩები გაბუშტა მოწყენილმა - დემეტრე მართალია, მეც შეხვედრა მაქვს ერთ საათში.არაფერი დაშავდება სათამაშოებს თუ ხვალ ვიყიდით . - კარგი ხო - თავი ჩაღუნა და მოწყენილი წავიდა გასასვლელისკენ. - ფეხზე რა გჭირს?!- დემეტრეს ეგონა ვერ შეამჩნევდა , მაგრამ სოფის კარგად ჰქონდა შესწავლილი მისი სიარულის მანერა. - არაფერია , როგორც ჩანს კუნთი დამეჭიმა. - ექიმთან ხომ არ წავიდეთ? - არა , არაფერია. დავისვენებ და გამივლის.- მერე გასაღები ამოიღო და სოფის მიაწოდა, ეშინოდა ფეხის სპაზმი არ დაწყებოდა და საფრთხე არ შეექმნა მათთვის. - კარგი მაგრამ…… დარწმუნებული ხარ რომ მაზით გაგივლის? - კი , ნუ ნერვიულობ - გაბუტულ მიას მოკიდა ხელი და ქარ სითში მოათავსა .მერე კი თვითონაც მძღოლის გვერდით მოთავსდა და თან დათას მისწერა რომ მისთვის ჩამოეკითხა.სოფიმ მანქანა სამსახურთან შეაჩერა და მიაც ჩამოსვა. - რა ქენი პრინცესა, გაძარცვე მამაშენი?- მხიარულად შეეგება დათა მიას. - სათამაშოები არ მიყიდა?- არ დაინდო დემეტრეც რომელსაც მხოლოდ მანქანის კარი ჰქონდა ღია და გადმოსვლას არ ,( ვერ) აპირებდა. - ხვალ კიდევ გავძარცვოთ მე და შენ კარგი- ყურში ჩასჩურჩულა და სოფის მიუყვანა. - სადმე მიდიხარ?- სოფიმაც უჭვით შეხედა. - საქმე გვაქვს მე და დემეს.თუ არ მოვედი შეხვედრაზე მარტო წადი კარგი?- თავზე აკოცა - რამე ხდება დათა?- ხვდებოდა რომ რაღაცას უმალავდნენ - არაფერი ,მიდი ადით - სოფის მოშორდა და დემეტრეს გვერდით დაიკავა ადგილი. - როგორ ხარ ?- მზრუნველი სახით შეხედა. - ცუდად- ფეხზე დაიხედა რომელსაც ვერ აჩერებდა ისე უხტოდა- მიდი წამიყვანე საავადმყოფოში, ჩემს ექიმს დავურეკავ.დათასაც მეტი არაფეტი უკითხავს, ისედაც ხედავდა რომ უკვე სახეზეც არ ედო ფერი. უხმოდ დაძრა მანქანა და ნაცნობ საავადმყოფოში წაიყვანა. ლენა აჟიტირებული იყო ამდენი ხნის შემდეგ სამსახურში მისვლით.თუმცა პრობლემებმა მაშინვე იჩინა თავი და ერთ-ერთ ფილიალს მიაკითხა, სადაც შემთხვევით მისი ბავშვობის მეგობარს შეხვდა ბავშვთა სახლიდან. - თაია! - გახარებული გადაეხვია წლების უნახავს- აქ რას აკეთებ ? - აქ ვმუშაობ, კონსულტანტად. შენ რას აკეთებ აქ? - მე ქსელის მენეჯერი ვარ, როგორ გამიხარდა შენი ნახვა .- მაგრად ეხვეოდა, თაია ერთ- ერთი ნათელი წერტილი იყო მისი წარსულიდან. - მეც ძალიან- ბედნიერებას ასხივებდნენ ორივე. - როდის ამთავრებ ? რა კარგია რომ გნახე. - მეც გამიხარდა , შვიდზე მთავრდება ჩემი ცვლა. - დაგელოდები ჩემთან ავიდეთ თუ გვცალია. - კარგი , მეც მომენატრა შენი დარიგებები. - ხოდა მოემზადე- თითი დაუქნია და ბუღალტერთან შევიდა.მერე აჩის დაურეკა , აშკარა იყო რომ ბუღალტერი ფულს ტეხავდა ამიტომ საქმის კურსში ჩააყენა.აჩისაც დიდხანს არ უფიქრია ობიექტზე წავიდა.ბუღალტრის კაბინეტიდან კი თაიას მოჰკრა თვალი.თვალებს ვერ უჯერებდა , რომ გოგო რომელსაც ბოლო ხუთი დღეა ეძებდა მის მარკეტში მუშაობდა. - თაიას უყურებ? - ფიქრებიდან ლენას ხმამ გამოიყვანა - იცნობ?- გაკვირვებულმა შეხედა. - კი , ბავშვობიდან. - არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდა- თვალს ვერ აცილებდა გოგონას რომელიც კლიენტს ემსახურებოდა. - არც მე ვიცოდი , დღეს გავიგე .- ცოტა ხანს უყურა აჩის გაბრწყინებულ სახეს - დღეს ჩემთან მიმყავს სამუშაოს მერე, ცოტა ხანს ვიჭორავებთ და თუ გინდა გვიან შენც ამოდი- შეხვედრის იდეა მუაწიდა აჩის. - ჯიგარი ხარ!- გახარებული ჩაეხუტა - ეხლა ისე გამაპარე რომ არ დამინახოს. - კარგი ხო - სიცილით დაიძრა თაიასკენ, მერე კი ერთად წავიდნენ სათავსოში და აციმას ქურდულად დატოვა თავისივე მაღაზია. - - - - - - - - - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.