შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი გარიგება


13-07-2022, 17:38
ავტორი justsomeone
ნანახია 3 675

ცხოვრება არც ისეთი მშვენიერია როგორც ამბობენ. მშვენიერია მხოლოდ მათთვის ვისაც ბევრი ფული აქვს და მე ნამდვილად არასდროს მქონია ამის ფუფუნება. ეგკიარა არც სახლი მაქვს, არც კარი, არც ოჯახის წევრები და აბა ბედნიერი და მშვენიერი ცხოვრება როგორღა მექნება. მე ნინა ვარ, ნინა გიორგაძე. ჩემი დაბადებით დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არაფერი შემატებია ამ სამყაროს. საკუთარ მშობლებსაც კი არ ვუნდოდი, ალბათ რა მარტივად მომიცილეს თავიდან და აი ასე ვიზრდებოდი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ერთ უბადრუკ თავშესაფარში, მანამ სანამ 18ის არ გავხდი. სულ რამდენიმე კვირის წინ მაცნობეს უკვე სრულწლოვანი ხარ და შეგიძლია დატოვო აქაურობაოა. მეც მეტი რა მინდოდა, წამით არ მიყოყმანია, იმ დღესვე, სიხარულით წამოვედი იქიდან. არადა რა იყო გასახარებელი, ამიერიდან საკუთარ ლუკმაპურზეც უნდა მეზრუნა და აღარც ის მცირეოდენი საჭმელი მექნებოდა, რასაც იქ მაძლევდნენ. არადა ისეთი საზიზღარი რამე იყო, საჭმლის გარდა ყველაფერს გავდა. მოკლედ რომ გიამბოთ, იქიდან წამოსულმა რამდენიმე კვირა ასე უთავბოლოდ ვიხეტიალე ქუჩებში და ვცდილობდი როგორმე რაიმე სამსახურისთვის მაინც გამომეკრა ხელი. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, სულ ტყუილად, ჯანდაბა, ტირილი მინდა, ისიც კიარ ვიცი სად შეიძლება იმუშაო ან ხელფასი რამდენი უნდა გქონდეს თავის ნორმალურად გატანა რომ მაინც შეძლო. ჰო, თავიდანვე ვიცოდი ღმერთს დიდად გულზე რომ ვერ ვეხატებოდი, მაგრამ ყოველი წარუმატებლობის მერე მაინც თავიდან მევსებოდა გული წყენით. ვერაფერი ვერ მოვახერხე, იყო ერთი ორი სამსახურის მცდელობა სუპერმარკეტში და ასე შემდეგ, მაგრამ მივიდოდი თუ არა გასაუბრებაზე, უმრავლესობა მათგანი უბრალოდ შესვლის უფლებასაც არ მაძლევდა, სხვა რომ არაფერი. ზოგიერთიც სიბრალულით მიყურებდა, ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე რაღაცებს და იმ ადგილს ჩემივე ნებით ვტოვებდი. ოღონდ სიბრალული არა, არ შემიძლია მაგის ატანა, მირჩვენია ზიზღით მიყურონ. რამდენიმე კვირის დაუბანელი ვიყავი, ბინძური, ადგილადგილ დახეული ტანსაცმელი მეცვა და დიდად არ მიკვირდა ის ფაქტი შიგნითაც რომ არ მიშვებდნენ ხშირად. მაგრამ, აბა რა ჩემი ბრალი იყო, თითქოს ვინმეს სურვილი ჰქონდეს რომ ასეთ ფორმაში იყოს. საბოლოოდ, მაინც ვერაფერი ვერ ვიპოვე, იმედი უკვე კარგა ხნის გადაწურული მქონდა, მაგრამ ბოლო გასაუბრებამ, მეცინება საერთოდ გასაუბრებას რომ ვუწოდებ, ნამდვილად დააგვირგვინა ყველაფერი. არადა აქაც არაფერ შუაში ვიყავი, ჩემი ბრალი საერთოდ რა იყო ახლაც ვერ ვხვდები. მისული არ ვიყავი, კარებთან დამაყენეს, შიგნით არც შემიშვეს, თუმცაღა ამას დიდად არ განვიცდიდი, მივეჩვიე უკვე. შუა კითხვა-პასუხის დროს კი, რომლიდან გამომდინარეც წინასწარ ვხვდებოდი რომ ჩემს აყვანას სულაც არ აპირებდნენ და დროს ტყუილად ვფლანგავდი, ჩემ წინ მდგომ მომაბეზრებელ ქალს დაუძახეს. სავარაუდოდ თანამშრომელმა, და ესეც ისე სხარტად მიტრიალდა, რომ ჯიბიდან ნახევრად გადმოვარდნილი ტელეფონი კიდევ უფრო გადმოიწია და დავარდებოდა კიდეც ალბათ ხელი რომ არ შემეშველებინა. სწორედ ამ მომენტში დაფეთებულივით მოტრიალდა ჩემს წინ მდგომიც და მაშინვე ერთი ამბავი ატეხა. ქურდი, უნამუსო და რავიცი კიდევ რა არ მეძახა.აი ეს მივიღე მადლობის ნიშნად. მერე ერთხელ კი გავიფიქრე განწყრომით, ასეთი ადამიანი ღირსია საერთოდ დაფშვნოდა ის ტელეფონი მეთქი, მაგრამ მალევე დავიმშვიდე თავი, მთავარია ჩემ თავთან მართალი ვარ, იმ აბეზარას რაც უნდა ის უფიქრია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქიდან დაცვის თანხლებით გამომაბრძანეს და მაშინ უკვე გააზრებული მქონდა, რომ ასე ვერაფერს მივაღწევდი, არავინ აიყვანდა ჩემნაირ მათხოვრის ფორმაში მყოფ ადამიანს სამსახურში. არადა ხალხს რომ კითხო სიკეთეს ასხივებენ, სად არის აბა ეგ სიკეთე? რაღაც ვერ ვხედავ. არადა საქმე იმაშია რომ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ და ქცევებით მუდამ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. სამსახურის დასაწყებად არც რაიმე ნიჭი მქონდა, რომ მაგით მაინც მომცემოდა შეღავათი და არც ცოდნა გადმომდიოდა ტვინიდან. ქართულის მეტი ენაც არ ვიცოდი. ერთხელ თავშესაფარში დროებით მოსულმა მოხუცმა ქალმა კი ცადა ჩვენთვის რუსულის სწავლება, მაგრამ თავი დიდად არავის მოგვიკლავს მაგის სმენაში. ცალ ყურში შევუშვებდი და მეორედან ვუშვებდი მაგის ნალაპარაკებს. ამაზე არასდროს მიდარდია, მაგრამ ახლა კი დამწყდა გული, მესწავლა სხვა რა საქმე მქონდა. მაგრამ ისე მეზიზღებოდა ის ადგილი სუნთქვაც კი მიჭირდა ხანდახან და რუსულის სწავლაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. კარგი, იმდენ რუსულს მაინც ვერ მასწავლიდა ეგ ჩია მოხუცი რომ სამსახურში მაგის ხათრით მაინც ავეყვანე ვინმეს. დიახაც რომ ასე იქნებოდა, ტყუილად ნუ დავიწყვიტავ გულს.
***
რომელიღაც კლუბის ცენტრში ვიდექი და აქეთ-იქით გაოცებული ვიხედებოდი, პირველად ვიყავი კიარა, ვხედავდი საერთოდ მსგავს ადგილს. გარშემო სიბნელე იყო, მაგრამ არა უკუნითი, ფერადი განათებები არ აძლევდა უფლებას იქაურობას რომ სრულიად ჩაბნელებულიყო. დიდი კლუბი იყო, უამრავი დასაჯდომით და ხალხით, ცენტრში რომ მოეყარათ თავი და თავისებურად ერთობოდნენ. კაცები და ქალები ერთმანეთს ისე ეტმასნებოდნენ, სირცხვილისგან ამ ყველაფერს რომ ვხედავდი გვერდით გახედვა მინდებოდა, მაგრამ, იქ მთლად უარესს წავაწყდი. თვალები ლამის ძირს დავალაგე, მთლად შიშველი ქალები რომ დავლანდე მოშორებით, რაღაც ორიოდე პატარა ნაჭერი ძლივძლივობით რომ ფარავდნენ ინტიმურ ადგილებს. აშკარად ცეკვავდნენ, არა მე იმას ცეკვისა ვერაფერი შევატყე მაგრამ რავიცი ყველას თავისებური სტილი აქვს ალბათ. მე ვინ მეკითხება. კიდევ, ჰო, რაღაცნაირი მძაფრი სურნელი ტრიალებდა გარშემო, შემოსვლის წამიდან რომ ვიგრძენი. სიგარეტს შერეული სპირტის სურნელი იყო ალბათ და უკვე საწყლად მობუზულმა გავაგრძელე მენეჯერის ლოდინი, რომლის შესახებაც დაცვამ გამაფრთხილა. საერთოდ, რომ შემომიშვეს ისიც კი გამიკვირდა. თავიდან რომ მითხრა მიბრძანდითო, ერთი-ორი წუთი ისეთი თვალებით მივჩერებოდი დაცვის წევრს რომ ახლაც მრცხვენია. მაგრამ, აბა რავიცი, ვიფიქრე ხომ არ მემაიმუნება მეთქი, რაღაცნაირად ვერ დავიჯერე ასეთ ადგილას რომ შემომიშვა. რეალურად სულ სულ თავიდან თვალებშივე ამოვიკითხე გაგდებას რომ მიპირებდა და წამში მივახალე, არ გამაგდოთ სამსახურის თაობაზე ვარ მეთქი და ალბათ მაგის გამო არ მიმაბრძანა აქედან, თუმცა მაინც გაკვირვებული დამტოვა ამ ფაქტმა. ამ ფიქრებში ვიყავი, უცებ რომ დავლანდე ჩემკენ მოსიარულე ქალი. ალბათ ეს არის მენეჯერი. საშუალო სიმაღლის კარგად მოვლილი ქალი იყო, არც მსუქანი რომ ითქმის მასზე და გამხდარი ხომ საერთოდ, ქერა, აშკარად შეღებილი თმა დილით კარგად ჩამოესწორებინა და ქუსლების საშინელი კაკუნით მოდიოდა ჩემკენ. მოდი მისი მოკლე კაბაც არ დავივიწყოთ, სხეულზე ისე ჰქონდა მიტმასნილი, გეგონება ახლა არადა ახლა ნამდვილად შემოასკდებაო. რანაირი ქალია, ავიბზუე ტუჩები და მაშინვე ჩემი თავი დამიდგა თვალწინ, რას ვგავარ რომ აღარ ითქმის უკვე. გავიაზრე თუარა როგორ ფორმაში მყოფი მე ვიბზუებდი ტუჩებს, მაშინვე მოვკუმე ბაგეები, სიცილისგან რომ არ გამეყრუებინა იქაურობა. არადა ისე მინდოდა გაცინება, იმაზეც ვიფიქრე აქ მაინც არ ამიყვანენ ამ კუდაბზიკა ხალხს რომ ვუყურებ და იქნებ გავიცინო, გავმხიარულდები მაინც თქო, მაგრამ ალბათ ცხოვრებაზე მთლად ჩაქნეული არ მქონდა ხელი და უკანასკნელ შანსს მოვეჭიდე სამსახურის შოვნის მიზნით. თორემ ამის მერე, ისეთი გამოფიტული, მშიერი და გამოუძინებელი ვიყავი ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებდი სადმე წასვლას.
-გამარჯობა
მივესალმე ქალს, რომელსაც წარბები შეეკრა და იმ მზერით მიყურებდა დაუფარავად რომ მაგრძნობინებდა ერთ უტყუარ ფაქტს, მე იქ არაფერი მესაქმებოდა და საერთოდ სირცხვილი იყო ჩემი არსებობა. მაგრამ, უბრალოდ დავიკიდე მისი მზერა ახლა არც ხალისი და არც ენერგია მქონდა მაგაზე სადარდებლად
-პრივეტ
ახლახანს შევამჩნიე თუ რა საზიზღრად იცოხნებოდა კევს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ლამის გავიწიე თავში ყბა არ მომარტყას თქო, მაგრამ აბა მაგაზე კრინტს როგორ დავძრავდი ან საერთოდ შევიმჩნევდი. არადა თავი უარესად ამატკია ამ ნერვებისმომშლელმა ჟესტმა.
-სამსახური მჭირდება და გარეთ დაცვ
-მივხვდი
დამპალი ქალი, ბოლომდე არც კი დამასრულებინა სათქმელი, ახლა კარგად რომ ვგრძნობდე თავს აუცილებლად ვაფორთხიალებდი იმ ყბით ამ იატაკზე. სამწუხაროა, აშკარად ბედნიერი დღე გაუთენდა დღეს, რადგან ამის თავი საერთოდაც არ მაქვს
-რისი გაკეთება შეგიძლია?
-იცით, აქამდე არასდროს მიმუშავია და არც კი ვიცი
-საერთოდ სრულწლოვანი ხარ?
-დიახ, რამდენიმე კვირის წინ გავხდი 18-ის.
ისევ უკმაყოფილოდ ამათვალიერ ჩამათვალიერა და სწორედ ამ დროს მეც მოვასწარი თვალის კიდევ ერთხელ შევლება, აშკარად ჩემზე დაბალი იყო, მაგრამ იმხელა ქუსლები ეცვა ერთი შეხედვით ამას ვერ გაიგებდი. რომ დავხედე, ღმერთო, მე მეტკინა მის მაგივრად ფეხები, ამით საერთოდ დგომას როგორ ახერხებს, დადიოდა ალბათ რამეზე.
-კარგი. ახლა მხოლოდ მიმტანი და დამლაგებელი გვესაჭიროება და კიდევ, თუ რა თქმა უნდა სხეულით გინდა ფულის გამომუშავება ეგეც მოხერხდება.
ისე უბრალოდ მითხრა, თითქოს არც არაფერი. ახლა მართლა ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, შენ განახებდი სეირს. როგორ გამიბედა საერთოდ, რა შემატყო მეძავის, თვითონ არც შერცხვენია ამის თქმისას, ანდა რა მიკვირს, ისე აცვია ზედმეტი წვალების გარეშე ვხედავ მის სავარაუდოდ სამ ზომა მკერდს.
-შემიძლია მიმტანად ან დამლაგებლად ვიმუშაო, მაგრამ
წამით გავჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე ძალა რომ მომეკრიბა და გავაგრძელე
-ხელფასი სადაც უფრო მაღალია იქ მირჩევნია
გავწითლდი მაგრამ რა გავწითლდი. მეუხრეხულებოდა ამის თქმა.
-ხომ გესმით ფული მჭირდება
დავამატე, ღმერთო რა უხერხული ადამიანი ვარ. სიტუაციის გამოსწორება ნამდვილად არ მეხერხება
-კარგი კარგი გავიგე, მაშინ მიმტანად იმუშავებ, ხელფასი უფრო მაღალია და თან იქნებ
რამდენიმე წამით ჩაფიქრდა
-ერთი ორი დღე დაგაკვირდები, რადგან ფული ასე ძალიან გინდა, კიდევ ერთი საქმეც გამოინახება შენთვის, რომელსაც თუ კარგად შეასრულებ ისე გადაგიხდით რომ კმაყოფილი დარჩები
-ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მართლა, გულახდილად მადლიერი ვარ თქვენი და მუშაობა? შეიძლება დღესვე დავიწყო?
-შეგიძლია, ჩვენც ასე გვირჩევნია. წამომყევი.
ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა და მეც ვცდილობდი მის ნაბიჯებს მივყოლოდი, ისე რომ თვალში ზედმეტად არავის მოვხვედრილიყავი. ძლივს ვასწრებდი მიყოლას და საერთოდაც, ამ კლუბში მარტო ეს ქალი კიარა გეგონება ყველა ცხოვრების სწრაფ რიტმს მიყვებაო. ეს ფაქტი შემოსვლისთანავე შევამჩნიე. ეს საშინელი განათება და ხმამაღალი მუსიკა ჯერ კიდევ თავს მატკიებდა, არადა სხვებს რომ დავაკვირდი ეს ამბავი ნამდვილად არ აწუხებდათ, პირიქით მოსწონდათ კიდეც. ბოლოს ერთერთ კართან გაჩერდა და მეც ამოვისუნთქე, სამშვიდობოს ვარ, ამ ადგილას იმასთან შედარებით ნაკლებად ხმაურია და ის გამაღიზიანებელი ფერადი შუქებიც დიდად ვერ აღწევდა.
-აქ შედი, ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს, მოწესრიგდები და ბართან მიხვალ, გიოს იკითხავ, ჩვენი ბარმენია და ის აგიხსნის ყველაფერს.
-კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ
-ხო ხო
აბეზრად ამიქნია ხელი
-დღეს ვნახავ როგორ იმუშავებ და მერე გავაფორმებთ ხელშეკრულებას
-დიახ, მადლობა
ისევ ისეთი ჩქარი ნაბიჯებით გამეცალა, გეგონება სადღაც აგვიანებსო და თან იმ თავისამატკიებელი ქუსლების კაკუნით,მაგრამ კარგი მე ნამდვილად კარგი საქმე გამიკეთა. ოღონდ დამტოვონ და მაგისს კაკუნს აიტანს კაცი. შევაღე კარები და ერთი ჩვეულებრივი ზომის ოთახი იყო, კედლები წითელ ფერში და განათებაც ცოტა უცნაური. მაგრამ მართალი თქვა, აქ მართლაც ყველაფერი მოიძებნება იმისთვის რომ სრულიად მოწესრიგდეს ადამიანი. სწრაფად ვიბანავე, ყველანაირად მოვწესრიგდი და რატომღაც მაშინვე სარკისკენ გამექცა თვალი. ყურადღებით დავაკვირდი ჩემს გამოსახულებას და ვიგრძენი როგორ მომნატრებოდა სისუფთავე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჭუჭყთან ერთად ეს საშინელი პერიოდიც ჩამოვირეცხე სხეულიდან და ახალი ცხოვრება დავიწყე. რაღაცნაირად ჩემი გარეგნობაც დამვიწყებია. ნეტავ რამდენიმე კვირის წინაც ასეთი ვიყავი? ალბათ კი, იმ განსხვავებით რომ ახლა რამდენიმე კილო მაინც დამეკლო და თვალის უპეებიც ჩამშავებოდა. ჩემი ყავისფერი თმა კი ჩვეულებრივზე უფრო თვალისმომჭრელად ანათებდა კარგი შამპუნის დამსახურებით და მოვრჩი თუარა ყველა დეტალის დაკვირვებას, დავასკვენი რომ ძალიანაც მომწონს ჩემი თავი, კარგია სისუფთავე. იქვე არსებულ ფორმას დავავლე ხელი, შევნიშნე გარეთ მიმტანებსაც ასეთი ეცვათ და უცებ გადავიცვი. მუხლს აცდენილი მოტკეცილი ქვედაბოლო და ცოტა უფრო ფორმალური ზედატანი, რომელსაც ლამაზი თეთრი საროჩკა წარმოადგენდა. ამ ადგილს რომ შეხედავ, თითქოს უარეს ფორმას უნდა ელოდო მიმტანებისთვის, მაგრამ კაბის სიგრძე მიუხედავად იმისა რომ მოკლეა, უფრო მოკლეც შეიძლებოდა ყოფილიყო და ახლა ამისთვისაც მადლიერი ვარ. ყველაფერი მოვამთავრე თუარა, გასვლა დავაპირე, კარები გამოვაღე და გავიდოდი კიდეც მოულოდნელად მძიმე სხეულს რომ არ შევჯახებოდი. ხელი რომ არ შემოეშველებინა ვიღაცას უეჭველად იქვე მოვადენდი ზღართანს. მაშინვე ავხედე ჩემს „გადამრჩენელს“, მამაკაცი შეჭმუხნული წარბებითა და დაჭიმული ყბებით მომჩერებოდა. აზრზე კი მისმა ირონიულმა ხმამ მომიყვანა, რომელსაც მისი ჩაცინება მოჰყვა
-ვხვდები რომ მოგწონს ჩემს მკლავებში ყოფნა, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება



№1  offline წევრი OKI ME

ოპაააა, რა საინტერესო ისტორიააა ❤️❤️❤️ უკვე ძალიან მომწონს. ❤️❤️❤️

როგორ მაინტერესებს რა უნდა შესთავაზოს სხვა იმ მენეჯერმა? ოოო, დიდი საფიქრალი გამიჩინე ახლა შენ მე. რა იქნება ნეტა შემდეგ თავში.

დიდი იმედი მაქვს რომ ახალ თავს მალე შემოგვთავაზებ. მართლა ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს. პირველი თავის მოუხედავად წარმოდგენა შემექმნა უკვე ნინაზე და ისტორიაზეც.

ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️❤️❤️ წარმატებები ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი justsomeone

OKI ME
ოპაააა, რა საინტერესო ისტორიააა ❤️❤️❤️ უკვე ძალიან მომწონს. ❤️❤️❤️

როგორ მაინტერესებს რა უნდა შესთავაზოს სხვა იმ მენეჯერმა? ოოო, დიდი საფიქრალი გამიჩინე ახლა შენ მე. რა იქნება ნეტა შემდეგ თავში.

დიდი იმედი მაქვს რომ ახალ თავს მალე შემოგვთავაზებ. მართლა ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს. პირველი თავის მოუხედავად წარმოდგენა შემექმნა უკვე ნინაზე და ისტორიაზეც.

ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️❤️❤️ წარმატებები ❤️❤️❤️


ძალიან ძალიან დიდი მადლობა მართლა❤️
უბრალოდ წავიკითხე თუარა ხასიათზე მომიყვანა შენმა კომენტარმა და ამისთვის კიდევ ცალკე მადლობა❤️❤️
ინტრიგა კარგია, შემდეგ თავში ვფიქრობ გაიგებ რას შესთავაზებს და მანამდე იფიქრე შენც.
ხვალ აუცილებლად დავდებ ერთ მსუყე თავს ან იქნებ ძალიან გვიან დღესაც თუ მოვასწარი, მგონი სტიმული მომეცი წერის heart_eyes ❤️❤️

 


№3  offline წევრი OKI ME

უუფ, გამახარე. ხვალ მთელი დღე ვუცი უნდა ვამოწმო საიტი ხომ არ დაიდოთქო :D ❤️❤️

სხვა რა გზაა, მე კი ვიფიქრებ და სავარაუდოთ დამესიზმრება კიდეც :DD ასე მჩვევია რა ისტორიაც მომწონს შემდეგ სიზმარშიც არ მასვენებს ფიქრები :DD ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Daria

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ,ძალიან მომეწონა

 


№5  offline წევრი ჭირვეული

მომეწონა წერის სტილი, რაღაცნაირი სადაა, თუმცა გამართული. ველი ახალ თავს მოუთმენლად

 


№6  offline წევრი justsomeone

სტუმარი Daria
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ,ძალიან მომეწონა

დიდი მადლობა, დღეს აუცილებლად ვეცდები დადებას❤️

ჭირვეული
მომეწონა წერის სტილი, რაღაცნაირი სადაა, თუმცა გამართული. ველი ახალ თავს მოუთმენლად


მადლობა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ ვორჭოფობ ჩემი წერის სტილზე. არ ვიცი სხვანაირად დავწერო, სხვა სტილი, მეტი სიმძაფრე თუ როგორ მოვიქცე. მაგრამ ჯერ ახალია ჩემთვის წერა და იმედია მალე ვიპოვი ჩემს სტილს. ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Ani

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№8  offline წევრი justsomeone

Ani
შემდეგი თავი როდის დაიდება?

ხვალ დაიდება აუცილებლად.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ხომ შეგვპირდი რომ დღეს დადებდი

აუუუუ არადა დღეს ველოდი სულმოუთქმელადდდ,რატომ არ დებ? როდის დადებ?????????????

 


№10  offline წევრი justsomeone

სტუმარი მარიამი
ხომ შეგვპირდი რომ დღეს დადებდი

აუუუუ არადა დღეს ველოდი სულმოუთქმელადდდ,რატომ არ დებ? როდის დადებ?????????????

დაიდება ალბათ მალე. დადასტურებას ელოდება. smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent