შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომუნისტი (1 თავი)


14-07-2022, 16:55
ავტორი murachashvili
ნანახია 3 023

ალბათ, წარმოგიდგენიათ რედაქციაში ჟურნალისტად მუშაობა რამხელა ძალისხმევას მოითხოვდა, განსაკუთრებით თუ იტალიელი იყავი, გიყვარდა შენი ქვეყანა და 70-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები ვითარდებოდა. თავს არ შეგაწყენთ ისტორიაზე საუბრით, მითუმეტეს არც პოლიტიკური ნიუსებით გაგაბრუებთ, ეს დამღლელი ყოველდღიური რუტინა მკითხველს კი არადა, მეც ყელში მქონდა ამოსული.
ვცხოვრობდი მარტოხელა, მარად „ყმაწვილი“ მამაკაცის ცხოვრებით, მართალია დაბადების მოწმობის მიხედვით აშკარად 40 წლის გახლდით, მაგრამ სულით დამიჯერეთ ისევ 25 წლის ბიჭი ვიყავი. ამას მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი სამეგობრო აღნიშნავდა, ვიღაც ალბათ შურით, ვიღაც აღტაცებით, მაგრამ ფაქტია ბერბიჭობისკენ მიმავალ გზას არ ვუხვდი არც დაოჯახებაზე ვფიქრობდი, არც შვილებზე. ან რად მინდოდა?! ლამაზი ქალების ყურადღება არც ასე მაკლდა და არც ისე, მჩხავანა და მტირალა წითელი არსებების დიდი მოყვარული კი არც არასოდეს ვყოფილვარ და, რაც უფრო ასაკში შევდიოდი, მეტად ვრწმუნდებოდი რომ არც არაფერი ქონდათ საყვარელი.
რომ გითხრათ კომფორტის მოყვარული ვიყავი, მოგატყუებთ, სულით მაწანწალას, მიყვარდა სხვადასხვა სიახლის ძიება, ახალი კულტურის გაცნობა, ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იყო. თუმცა ჯიბეში საკმარისი თანხა არასოდეს მიჩერდებოდა. ცხადია უცხო ქვეყნების მონახულება მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. დიდი-დიდი რედაქციიდან გავეშვი მივლინებაში რომელიმე ქვეყანაში რამდენიმე დღით და მაშინაც პირველ პლანზე სამსახურეობრივი მოვალეობები იყო, როგორც წესი დასასვენებლად და ქვეყნის დასათვალიერებლად დროც კი არ მრჩებოდა.
ჯერ კიდევ ნახევარი წლით ადრე შევუთანხმდი რედაქტორს დამსახურებული კუთვნილი შვებულების შესახებ. ამჯერადაც ჩემი მწირი ბიუჯეტის გათვალისწინებით დღეებს ვითვლიდი როდის შევძლებდი საყვარელ ქალთან ერთად ვენეციაში წასვლას. გგონიათ რამე განსაკუთრებულს ვგეგმავდით? არა რათქმა უნდა, ჩვენ ერთად ყოფნაც გვახადებდა. ზურგჩანთაში პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები ყოველთვის ჩალაგებული გვქონდა, იქვე იყო დახვეული პატარა 2 კაციანი კარავიც, საბედნიეროდ მეგობარიც ჩემი ჭკუის იყო. უკვე ვიცოდით როგორ გავერთობოდით, მანდოლებით ვისეირნებდით, კარავს წყლის პირას გავშლიდით, დიდ კოცონს დავანთებდით და შავი ღვინით მთვრალები ნახევრად შიშვლები ვიცეკვებდით ვნებიან ტანგოს. რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი? ბედნიერების სრული განცდა, 100 %-იანი თავისუფლება. საიდუმლოდ გაგიმხელთ, მასთან ისეთი ბედნიერი ვიყავი, თუ ოდესმე დაოჯახებას გადავწყვეტდი ის იქნებოდა ჩემი მეუღლე. ყოველ შემთხვევაში მაშინ ნამდვილად ასე ვფიქრობდი.
მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო, ეს იყო მთელი ჩემი საზაფხულო გეგმები, მათზე ფიქრიც კი სასიამოვნო ჟრუატელს მგვრიდა, უკვე გასამგზავრეებლად ჩაბარგებული კრისტინას აბაზანიდან გამოსვლას ველოდი, (ამაში ნამდვილად კლასიკური ქალი გახლდათ, მისი სულ რამდენიმე წუთში მზად ვიქნები, რატომღაც საათობით გრძელდებოდა, სიტყვა მოთმინების მნიშვნელობა მან მასწავლა).
ახლაც თითებზე ვითვლიდი წასვლამდე დარჩენილ წუთებს. მაგრამ ყველაფერი ისე ხომ არ ხდება ჩვენ რომ გვსურს? ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა. უსიამოვნოდ გამცრა, ასეთ დროს როგორც წესი სამსახურიდან მირეკავდნენ და შვებულების წინ სასიამოვნო ამბის მაცნედ არ მომევლინებოდა. ერთი კი ვიფიქრე არ ამეღო ყურმილი, მაგრამ აბაზანიდან გამოსულმა კრისტინამ არ დამაცადა, პირსახოც შემოხვეული, დანამული სხეულით, მსუბუქი მოძრაობით დაწვდა ყურმილს და გაპროტესტებაც ვერ მოვასწარი ისე შემომაჩეჩა ხელში.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ვეღარ მოვითმინე, მაგრამ რა აზრი ქონდა?! ხაზს იქით უკვე რედაქტორი მესაუბრებოდა.
- პიერ, მაგარია რომ მოგისწარი, შვებულება დროებით დაივიწყე, სასწრაფოდ რედაქციაში უნდა გამოხვიდე.
- გამორიცხულია....
- არა, პროტესტი არ მიიღება, ოღონდ ახლა უარი არ მითხრა და გპირდები ამ საქმის შემდეგ პრემიასაც მოგცემ და შვებულებაზე ორმაგ დღეებსაც დაგიმატებ.
- კი მაგრამ...
- პიერ, დაფიქრდი, 1 თვე დიდი დრო არაა. არამგონია დამატებითი თანხის მიღებაზე უარი თქვა, მითუმეტეს როცა ავანსად დაპირებული თანხის ნახევარს დღესვე მიიღებ, თუ 1 საათში რედაქციაში გამოცხადეები!
თუ აქამდე არ მითქვამს, ახლა უნდა აღვნიშნო მართალია ერთმანეთთან ბავშვობიდან ვმეგობრობდით, მაგრამ მაინც დიდი გაიძვერა კაცი იყო ჩვენი რედაქტორი, აშკარად ეხერხებოდა თანამშრომლის სუსტი წერტილების თავის სასარგებლოდ გამოყენება.
- ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე! - საწუწუნოდ შემართულ კრისტინას სიტყვის თქმა არ დავაცადე ისე გავვარდი კარში.

სამსახურში მისასვლელად დიდი დრო არ დამჭირდა, ნახევარ საათში რედაქციის ვიწრო დერეფანში მივაბიჯებდი. სტამბის კართან რამდენიმე წამს გავჩერდი. რა ვქნა, ნამდვილად მიყვარდა წებოსა და საღებავის სუნში გაჟღენთილი ქაღალდის სურნელი, ასეთი სუნი მხოლოდ ამ შენობაში იდგა და ანდამატივით მიზიდავდა.
ნებართვის გარეშე შევედი რედაქტორის მისაღებში.
- აქ რას აკეთებ? - ასე 50 წლის მდივანმა საბეჭდ მანქანაზე უკანასკნელი სტრიქონი ჩააკაკუნა და გაოცებულმა ამომხედა სათვალის ზემოთ.
- შეფს საქმიანი წინადადება აქვს.
დაუკაკუნებლად შევედი კაბინეტში.
- ასევ ვიცოდი! - სიცილი ვერ შეიკავა ჩემ დანახვაზე.
- გაიძვერა ხარ, - ბავშვობის მეგობარს წინ დავუსკუპდი - ბოღმა, - იმედია ღირებული საქმეა, ერთად -ერთი მეგობრის ბედნიერ დასვენების ჩაშლად ღირებული. - მისი ბედნიერი და კმაყოფილი სახის შემხედვარემ სიცილი ვეღარ შევიკავე.
- კრისტინესთან პრობლემები ნამდვილად არ მჭირდება, მაგრამ ვფიქრობ დაგაინტერესებს. იტალიასა და საბჭოთა კავშირის შორის დიდი პოლიტიკური ცვლილებები იგეგმება, რამდენად გვითხრეს შეიძლება მეგობარ ქვეყნებად გამოგვაცხადონ. ცხადია სასურველია ამ შედეგამდე მივიდეთ. თუმცა ვატიკანს განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც ათეისტურ ქვეყანასთან კავშირი ალბათ შორეული პრესპექტივა უფროა ვიდრე რეალობა. მოკლედ მივლინებით უნდა გაგიშვათ.
- და, მე რა მევალება, რომელი პილიგრიმი მე მნახეთ? - საკუთარ როლს ამხელა პოლიტიკურ ცვლილებებში აშკარად ვერ მივხვდი.
- არაფერი კონკრეტული. უნდა დაათვალიერო, შეისწავლო. გაეცნო, და წარმოგვიდგინო რეპორტი. ხომ იცი, რამდენად ჩაკეტილი სამყაროა. ფაქტიურად უცნობი და შეუსწავლელი, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან, რა კულტურის და შეგნების მატარებელი.
- რომელი პოლიტიკური ექსპერტი მე მნახეთ?! - არ მომეწონა მისი შემოთავაზება.
- არც არავინ გთხოვს ექსპერტობას. დაფიქრდი, ხომ გინდოდა მოგზაურობა? ჩათვალე ოცნებას იხდენ რედაქციის ხარჯზე. რა მიდის შენი? სლავური წარმოშობის ქალებს გაეცნობი, ახალ კულტურას ნახავ, დაათვალიერებ და დაისვენებ კიდეც.
- მივლინების თაობაზე უკვე გამზადებული ბრძანება გასაცნობად წინ დამიდო.
- არადა მისი შემოთავაზება სულაც არ მეჩვენებოდა ასე მომხიბვლელად. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, საბჭოთა კავშირი, თავად სიტყვაც კი რაღაც უსიამოვნო განცდას ტოვებდა ჩემში, ისეთი ცივი და შორეული მეჩვენებოდა ეს სრულიად უცხო ქვეყვენების გაერთიანება, ყველასთვის დახურული, ყოველგვარ ცივილიზაციას მოწყვეტილი, ერთი ფორმისა და სახის მქონე ხალხით, უსიცოცხლო ჩამქრალი თვალებით. ვერც სილამაზეს ვამჩნევდი და ვერც იმ საოცარ მომხიბვლელობას, რედაქტორი ასე გულმოდგინედ რომ მარწმუნებდა. საბჭოთა კავშირი ჩემთვის გაზეთი „Правда“-ს ჩაშავებულ შავ-თეთრ ფურცლების დიდ გროვას წარმოადგენდა, მისი ბელადებით, ზომბი პიონერ-კომკავშირლებით და მუდმივად აგენტებზე მონადირე, ვითომ კონსპირაციულად შენიღბული, მოთვალთვალე კაკებეს თანამშრომლებით.
- ფრთხილად იყავი, გახსოვდეს რომ გითვალთვალებენ, არ მინდა რამე დაგემართოს! - თითქოს ჩემი აზრები დამიდასტურა უფროსმაც.
და, მაინც რამდენად უცნაურია ცხოვრება, გეგმების განხორციელების ნაცვლად, ბოინგის ილუმინატორიდან გადავყურებდი ვენეციას და ჩემთვის უცნობი თავგადასავლისთვის ვემზადებოდი.
ხელჩანთაში მედო მკაცრად გაწერილი პროტოკოლი, სადაც დაწვრილებით იყო მოცემული ჩემი თითოეული დღის განრიგი.
მინდა გითხრათ რომ საბჭოთა კავშირში ჩემი მივლინება იმაზე მეტად საინტერესო გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდი, მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევდნენ, ჩემი მოგზაურობა მოსკოვით დაიწყო, ჩასვლის პირველივე დღეს ტრაპთან დამახვედრეს თარჯიმანი ალბათ 30 წლამდე გოგონა. ერთი შეხედვით თითქოს ლამაზი, მაგრამ რომ დააკვირდებოდი ტიპიური რუსული გარეგნობის ქალიშვილი გახლდათ, მადის აღმძვრელი ტანის ფორმებით. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეით შეპყრობილი მოკლე თმას და მამაკაცის სამოსს ატარებდა ჩვენი ტანიჩკა, ჩაცმას კიდევ არაუშავს, ამის გამო მის გაკიცხვას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ ერთი ძალიან დიდი ნაკლი ქონდა, ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი დიდი, ცისფერი, მინის მსგავსი უსიცოცხლო, უემოციო თვალები. გაცნობის წამიდან ტანიას, სასურველი ქალების ვირტუალურ სიაში დიდი წითელი ხაზი გადავუსვი. არამგონია მასაც დიდად მოვსვლოდი თვალში. ჩემთან მიმართებით მხოლოდ საქმიან ინტერესს ავლენდა და პერიოდულად რაღაცას ინიშნავდა უბისწიგნაკში.
ხელმძღვანელობისგან მოცემულ გრაფიკს ზუსტად მივყვებოდი, ვცდილობდი კავშირში შემავალი თითოეული რესპუბლიკა მენახა. ვაღიარებ საკმაოდ დამაინტერესა მათმა კულტურამ, ეს ხალხი იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ წარმოუდგენლადაც კი მეჩვენებოდა მათი ასე ერთ მუშტად შეკვრა და თანაცხოვრება.
ნელ-ნელა გალღვა ყინული თარჯიმანთან ურთიერთობისას, თუმცა მაინც ვგრძნობდი ქალიშვილის მხრიდან დაძაბულობას და უნდობლობას. ერთად-ერთი რჩევა რაც ჩემმა რუსმა თარჯიმანმა მომცა მოსკოვიდან წამოსვლისას, ტრაპთან დგომისას იყო.
- თუ გსურთ თქვენი მოგზაურობა ნამდვილად დასამახსოვრებელი იყოს, ყველაზე ბოლო, გემრიელ ლუკმად კავკასია, საქართველო დაიტოვეთ! - ეს სიტყვები იმდენად თბილად და სიყვარულით მითხრა ამან უფრო მიიქცია ჩემი ყურადღება.
- საქართველო?!- პირველად მესმოდა ეს სიტყვა.
- დიახ, ვერ აგიხსნით რა აქვთ განსაკუთრებული, უბრალოდ მენდეთ, არ ინანებთ! - სიცილით დამემშვიდობა გოგონა.
- კეთილი, ვნახოთ.
- არ ინანებთ. - ისევ გამიმეორა და დამემშვიდობა.
შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ აშკარად უხაროდა ჩემი წასვლა, თუმცა მიზეზს დიდად ვერ მივხვდი, ამაზე ფიქრით თავი არც შემიწუხებია, გეზი ჯერ სომხეთისკენ, შემდეგ - აზერბაიჯანისკენ და საბოლოოდ, ისედაც საქართველოსკენ მქონდა.
ბაქო-თბილისის მიმართულებით მატარებელი ბაქოდან საღამოს 8 საათზე გადიოდა. დიდი ბარგი მე არ მქონდა, ერთი პატარა ჩემოდანი და განუყრელი ზურგ-ჩანთა. რვის ნახევარზე უკვე ბაქანზე ვიდექი და სამგზავრო ბილეთზე მითითებულ ვაგონს ვეზებდი.
- არ გინდა გითხრა რა გელის? - ჭუჭყიან ფუთაში გამოკრული, ჩვილი ბავშვით ხელში მომადგა ბოშა ქალი და კარგი ნაცნობივით გამიღიმა.
- რუსულად არ ვსაუბრობ! - ბედისწერის და მითუმეტეს მკითხავების არასოდეს მჯეროდა, თავი ავარიდე და ხურდა ფული წინასწარმეტყველების გარეშე ჩავუყარე გამოშვერილ ხელისგულში.
- ბედი გელის, უცხო ქვეყანაში, უცხო მხარეში. იქ ქალი იქნება, ლამაზი ქალი!- მატარებლისკენ წასულს უკან ამედევნა ბოშაც.
- ტყუილად წვალობ, მეტი არ მაქვს! - ბრაზი გამერია ხმაში.
- არ მინდა ფული! - გაკაპასდა ქალი, უკვე მიცემული ხურდები უკან შემაჩეჩა ხელში - მომისმინე! - მართალია მისი არ მჯეროდა, მაგრამ იმდენად გაბრაზებული მიმზერდა გავჩერდი - ერთად არ იქნებით. გეყვარება, ისე როგორც არავინ, მაგრამ ერთად არ იქნებით.
- არ მჯერა..
- დაიჯერებ. უკვე გჯერა. იცოდე, ის ყველაზე ძვირფას საჩუქარს დაგიტოვებს და არ დაკარგო... - გამაფრთხილელად დამიქნია თითი.
- ნეტა შენ! - დაუდევრად ავუქნიე ხელი და ვაგონში ავხტი.
- ეი, ბიჭუნა, დაიჯერე, გესმის? არ დაკარგო, თორემ არ გეღირსება ბედნიერება!...
- გაიგე ახლა კარგი მითხრა თუ ცუდი. - საკუთარ თავზე მეცინებოდა - სულელი ვარ, რას ვუსმენდი.



№1  offline წევრი თ. ა.

იმდენად დიდი პაუზა გქონდა შენი აქ ხილვა მედნიერებაა. რაც შეეხება ამ სიახლეს საინტერესო ჩანს. ვნახოთ რა სიახლე და ახალი სიურპრიზი ელოდება წინ.
მიხარია შენი გამოჩენა. გელოდებოდი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თ. ა.
იმდენად დიდი პაუზა გქონდა შენი აქ ხილვა მედნიერებაა. რაც შეეხება ამ სიახლეს საინტერესო ჩანს. ვნახოთ რა სიახლე და ახალი სიურპრიზი ელოდება წინ.
მიხარია შენი გამოჩენა. გელოდებოდი.

მადლობა ჩემო საყვარელო. მომენატრეთ ძალიან..იმედია კარგი გამოვა

 


№3  offline წევრი თ. ა.

murachashvili
თ. ა.
იმდენად დიდი პაუზა გქონდა შენი აქ ხილვა მედნიერებაა. რაც შეეხება ამ სიახლეს საინტერესო ჩანს. ვნახოთ რა სიახლე და ახალი სიურპრიზი ელოდება წინ.
მიხარია შენი გამოჩენა. გელოდებოდი.

მადლობა ჩემო საყვარელო. მომენატრეთ ძალიან..იმედია კარგი გამოვა

აქ ვართ და გელით აღარ დაგვეკარგო

 


№4  offline წევრი beshqen

იმედია მალმალე დაიდება და უფრო დიდი მოცულობით,რავქნა ცოტატი ვერ ვკმაყოფილდები და თან ისე დავინტრიგდი

 


№5 სტუმარი სტუმარი ანნა

როგორ გამიხარდა შენი გამოჩენაა. მომენატრა გამართული და საინტერესო ისტორიის კითხვა. იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი მომდევნო თავის წასაკითხად.

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

beshqen
იმედია მალმალე დაიდება და უფრო დიდი მოცულობით,რავქნა ცოტატი ვერ ვკმაყოფილდები და თან ისე დავინტრიგდი

ძალიან მინდა მოლოდინი არ გაგიცრუოთ. იმედია კარგი წასაკითხი გამოვა

სტუმარი ანნა
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენაა. მომენატრა გამართული და საინტერესო ისტორიის კითხვა. იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი მომდევნო თავის წასაკითხად.

დიდი მადლობა ანა. ვეცდები. ვნახოთ რა გამოვა.

Elllenee
ძალიან კარგია❤️ სულმოუთმენლად ველი❤️

დიდი მადლობა. იმედია დიდხანს არ მოგიწევთ ცდა.

 


№7  offline წევრი Lizi°

საინტერესო დასაწყისია, ვფიქრობ მოვლენებიც ასევე საინტერესოდ განვითარდება.


წარმატებები ❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Lizi°
საინტერესო დასაწყისია, ვფიქრობ მოვლენებიც ასევე საინტერესოდ განვითარდება.


წარმატებები ❤️

იმედია. დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent