შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენჯის ხალი (თავი I)


14-07-2022, 18:57
ავტორი Elllenee
ნანახია 1 330

ცა მოღრუბული იყო,სავარაუდოდ წვიმას აპირებდა. ახალგაზრდების ჯგუფი ამის გამო გაჩერდა და კარვების გაშლა დაიწყო. ზოგი კარავს შლიდა ზოგი კი ისე იდგა და უყურებდა
-ნეკა ერთ კარავში ვართ, ასე გადაანაწილეს
-ამ გადანაწილებაში შენი ხელი არ ურევია ხო?
-კი,რა თქმა უნდა, შენთან ერთად კარავში ყოფნას რას სჯობს?
-ცოტნე ნუ დამცინი
-გეწყინა?
-ხანდახან მართლა მავიწყდება როგორი საზიზღარიც ხარ და როგორ მაღიზიანებ
-ისე მართლა რატო გაღიზიანებ?
-შენ ხო არასდროს ხარ ნამდვილი
-რას გუკისხმობ
-ნიღაბი გაქვს აკრული და მუს მიღმა შენს რეალურ სახეს მალავ
-ჯანდაბა ერთი წელი გავიდა და მაინც ისევ ისე გძულვარ როგორც პირველ დღეს,პრობრესი არ გვაქვს
-არ გაბედო მაგის ჩემზე გადმობრალება, შენ ხარ ის,ვინაც პირველივე დანახვაზე ამითვალწუნა.
-გგონია მე მინდა? შენი აზრით მინდა ეს რაც ახლა გვაქვს? ჯანდაბა თავიდან სახალისო იყო მაგრამ ახლა, ახლა უკვე გამაღიანებელია.
-მოგვარებას ლაპარაკი სჭირდება, ეს კი არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე
-მართალი ხარ, ჩვენ უფრო ჩხუბი გამოგვდის,ვიდრე ცივილიზებული ლაპარაკი
-ეგ მაინც არ დამაბრალო მე
-მოიცა, რა გინდა თქვა რომ ჩემი ბრალია?
-შენ ააშენე კედელი
-რა?
-ყოველთვის როდესაც შენთან ნორმალურად და კარგად მოქცევას ვცდილობდი იმდენჯერ აგრესია გამოხატე
-აგრესია? რას ეძახი ნეკა აგრესიას?
-მოდი არ გვინდა. აღარაფერია სათქმელი
-რა თქმა უნდა, შენ თუ ლაპარაკი არ გსურს ეს იმას ნიშნავს რომ არც უნდა ვილაპარაკოთ არა?
-ცოტნე რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ?
-მინდა რომ მოვაგვაროთ პრობლემა რომელიც გვაქვს
-ვფიქრობ აჯობებს თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ როგორც არის
-ნეკა ნუთუ ვერ ხვდები? მართლა ვერ ხვდები თუ უბრალოდ თავს იტყუებ?
-რას გულისხმობ
-ვერ ხვდები ასე რატო ვიქცევი?
-ვერა მაგას ვერასდროს ვხვდებოდი
-ჯანდაბა შენ ხომ ასეთი იდეალური ხარ, ყველანაირად იდეალური, ახერხებდი და თანდათან თავს მაწონებდი მე კი არ მინდოდა გესმის? არ მინდოდა შენნაირი იდეალური გოგო მომწონებოდა რადგან, ეშმაკმაც დალახვროს ვიცი რომ შენი ღირსი არ ვარ. შემდეგ,შემდეგ გამოჩნდი იმ ირაკლისთან ერთად რომელიც ჩემზე უარესი ნაგავია და ბედნიერი წყვილის როლი მოირგეთ არადა ვიცი რომ მასთან არასდროს ყოფილხარ ბედნიერი. ვიცი რომ ის არ გიყვარს, ის არც კი მოგწონს.
-არაფერი არ იცი ცოტნე, ირაკლიც ისევე აითვალწუნე როგორც მე
-ჯანდაბა ირაკლი შენ არ გიმსახურებს
-რა გინდა თქვა რომ შენ ირაკლიზე უკეთესი ხარ?
-მისმინე შეიძლება მე მასზე უკეთესი არ ვარ მაგრამ ის ჩემზე უარესი ნაგავია. რა მნიშვნელობა აქვს ისიც ისევე არ გიმსახურებს როგორც მე.-ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა მას მხოლოდ ქარის ხმა არღვევდა რომელიც ავისმომასწავლებლად ქშენდა.-აჯობებს თუ წავალ.
-შენ ისევ გარბიხარ
-რა გინდა ნეკა? ჩემგან რას ითხოვ? გინდა ვილაპარაკოთ?რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე რომ შეშლილივით შემიყვარდი და იმაზე რომ ეს დაწყევლილი გრძნობა უიმედოა? იმაზე რომ ვერასდროს გავხდები შენი ღირსი? თუ იმაზე რომ იძულებული ვარ გიყურო როგორ მოგაქვს თავი ბედნიერად ვიღაც ნაბიჭვართან ერთად? გინდა იმაზე ვილაპარაკოთ რომ შენ არასდროს შემომხედავ ისე როგორც მე გიყურებ? რომ არასდროს არ გეყვარები ისე როგორც მე მიყვარხარ?
-გთხოვ…შეწყვიტე… ცოტნე არ გიყვარვარ…უბრალოდ ცუდად ხარ და თავს მარტოსულად გრძნობ
-გევედრები ნუ მეუბნები რას ვგრძნობ-ცოტნეს თვალში ცრემლმა გაუელვა- რადგან ეს არც მე არ მინდოდა გესმის? არ მინდოდა უიმედოდ შეყვარებული ვყოფილიყავი შენზე. ვცდილობდი…მაქსიმალურად ვცდილობდი შენზე არ მეფიქრა, ვცდილობდი არ შემყვარებოდი მაგრამ ჯანდაბა როგორ არ უნდა მყვარებოდი როდესაც ვხედავდი როგორ იცინოდი ვხედავდი როგორი ლაღი როგორი ნაზი და ძლიერი იყავი ერთდროულად. შენზე ფიქრები არ ქრებოდა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოსვენებას მიმარგავდა ახლა ახლა კი ხედავ სადამდეც მომიყვანა ამ ყველაფერმა
-მე…მე მაპატიე
-რისთვის ითხოვ პატიებას? იმისთვის რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ სიძულვილის გარდა? ეს ისედაც ვიცოდი ნეკა და ის რომ ახლა ამ დღეში ვართ ჩემი ბრალია.
-მე…მე წავალ.-ნეკამ სწრაფად დაავლო ხელი ფანარს და კარვიდან გავიდა.
ტყიდან წაყვანა მეგობარს სთხოვა რომელმაც უარი ვერ უთხრა და ნეკა სახლში დატოვა. მთელი ღამე არ ეძინა. ფიქრობდა ცოტნეზე. ფიქრობდა მართლა თქვა ის თუ ბოროტი ხუმრობა იყო? მაგრამ როგორ შეიძლებოდა ასე ეხუმრა? თუმცა ის ცოტნეა მისგან კი არაფერია გასაკვირი.
მაინც ვერ იჯერებდა რომ ცოტნეს უყვარდა.
იმ წვიმიან ღამით ცოტნე მარტო იჯდა კარავში და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ნეკა იყო.
-ნეტავ კარგად იმგზავრა? ახლა რომ დავურეკო არ იქნება სწორი- თავის თავს ელაპარაკებოდა-არ უნდა მეთქვა ნამდვილი იდიოტი ვარ ახლა თავს ცუდად იგრძნობს.-სწრაფად ადგა და კარვიდან გავიდა,წასვლა დააპირა, აღარ შეეძლო იმ პატარა კარავში სული ეხუთებიდა და საითაც გაიხედავდა ყველგან ნეკას ხედავდა. გზად იოანე შეეჩეხა
-ცოტნე? საით?
-თბილისში ვაპირებ დაბრუნებას აქ ვეღარ ვჩერდები
-ნენეც წავიდა, დათომ წაიყვანა, ახლა შენც მიდიხარ, ხო მშვიდობაა?
-მშვიდობაა იოანე მშვიდობა უბრალოდ დღეს დავიღალე და კარავში ძილს ჩემს საწოლში ძილი მირჩევნია
-ფრთხილად იარე წვიმაა მაინც
-არ იდარდო იმაზე ფრთხილად ვივლი ვიდრე წარმოგიდგენია
მანქანაში ჩაჯდა და ნელა გაუყვა გზას. გულმა მაინც არ მოუთმინა და ნეკასთან დარეკა. ზარი რამდენჯერმე გავიდა და მალევე გაიგო მისი ხმა
-ცოტნე?
-ნეკა მინდოდა მომეკითხე
-კარგად ვარ არ იდარდო
-თბილისში ხარ უკვე?
-კი დიდი ხანია დათომ მომიყვანა.
-მართლა კარგად ხარ?
-კი ცოტნე კარგად ვარ-ნეკას გაღიზიანებული ხმა ჰქონდა აშკარა იყო საკუთარ თავში ვერ გარკვეულიყო და ჯავრი ცოტნეზე უნდოდა ეყარა ასეთ დღეში რომ ჩააგდო
-ხვალ რომ გნახო შეიძლება?
-რატო?
-უბრალოდ საუბარი მინდა, სხვა არაფერი, დაგელაპარაკები და წავალ.
-კარგი. ხვალ ჩამოხვალ?
-გზაში ვარ უკვე დღეს ღამით ჩამოვალ, ხვალ დილით გნახავ პრობლემა თუ არ იქნება
-კარგი შეხვედრამდე
ცოტნე ცოტა დამშვიდდა ისე ძალიან აღარ ღელავდა ნეკაზე ისიც საკმარისი იყო რომ სახლში მშვიდად მივიდა.
ნეკა სახლში მარტო იყო. დიდი ხანია რაც მარტო ცხოვრობს, ხანდახან ირაკლი ადიოდა ხოლმე მასთან,ეგეც ეს ბოლო პერიოდი ადიოდა და უბრალოდ იძინებდა. ირაკლისთან ბოლომდე ჯანსაღი ურთიერთობა არ ჰქონდა, ცოტა გაურკვევლობა იყო მათ შორის. იმ ღამით გვიან ავიდა ირაკლი სახლში. ცოტა ნასვამიც იყო აშკარად
-ნენე? არ გძინავს?
-ვერ დავიძინე. დაგერეკა თუ მოდიოდი
-გადამავიწყდა. შევალ დავიძინებ
-ირაკლი დასალევად იყავი?
-ჰო, შენ რატო ხარ სახლში?
-კარავი მოუხერხებელი აღმოჩნდა
-კარგი კარგი ახლა ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ უნდა დავიძინო
-ამ ბოლო დროს სხვანაირად იქცევი
-როგორ სხვანაირად? რა გინდა ნეკა? შარს რატო მდებ? მიზეზს ეძებ რომ ვიჩხუბოთ?-ირაკლიმ ტონს აუწია, ნეკას ყველაფერთან შეგუება შეეძლო მაგრამ ყვირილი? ყვირილი მისთვის წითელი კოდი იყო როგორც კი ხმას აუწევდით მასთან ის უკვე შეტევაზე გადმოდიოდა ვერ იტანდა ხმამაღალი ტონით რომ ესაუბრებოდნენ
-არ გაბედო-ირაკლისთან ახლოს მიიწია და თვალი გაუსწორა-არ გაბედო და ჩემთან ტონს არ აუწიო
-რა გინდა? შევალ და უბრალოდ დავიძინებ შენთან ლაპარაკი არ მინდა
-წადი
-რა?
-შენს სახლში დაიძინე
-ნეკა შემეშვი-ოთახის კარი შეაღო და საწოლში გაიშხლართა. ნეკა ხვდებოდა რომ ცოტნე მართალი იყო. ირაკლი აღარ მოსწონდა და მითუმეტეს არ უყვარდა. მისი ყოველი ქცევა აღიზიანებდა და მიხვდა როგორი გარეწარიც იყო. ოთახში შევიდა
-ირაკლი ადექი და წადი
-ნეკა რა გინდა? ხო შეიძლება წყნარად დავიძინო ეს დედანატირები?
-წადი და სხვაგან დაიძინე. არ ვიცი სადაც გინდა.
-ნეკა ღმერთს ვფიცავარ ახლა თუ ძილს არ დამაცდი ის ყვირილი მონაგონო იქნება
-მემუქრები? ირაკლი გაეთრიე აქედან-ირაკლი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე
-რამდენს ბედავ? შემომივარდი აქ და მიწივიხარ
-ეს შენ შემომეჭერი ბინაში და აღარ მიდიხარ იმდენად გაიდგი ფესვები რომ ვერც კი ხვდები ირაკლი ერთად არ ვცხოვრობთ არა
-შენ რა მასაყვედურებ?
-არაფერს არ გასაყვედურებ უბრალოდ თავს კარგად არ ვგრძნობ და მინდა წახვიდე
-გათენდება და წავალ ამ შუაღამისას სად გავჩითო ტაქსი
-ფეხებე -ამის თქმა იყო და იგრძნო როგორ აეწვა ლოყა, ირაკლის ახედა,რომელიც გაკვირვებული იყურებოდა ხმა არ ამოუღია უთქმელად დაწვა საწოლზე და თავზე ბალიში დაიფარა.
ნეკა ოთახიდან გამოვიდა, თავს უსუსურად გრძნობდა, პირვლად იძალადედ მასზე და თავისი სისუსტე არ მოეწონა, არ მოეწონა რომ ირაკლის ამის უფლება მისცა. ოთახში შესვლის შეეშინდა, არც ის იცოდა სად წასულიყო. გულში გაივლო ცოტნეს ხო არ დავურეკოო? მაგრამ მალევე უარყო აქ ის არაფერ შუაშიაო. სავარძელზე იჯდა და ტიროდა. იქვე ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ბოთეა ყველა ის კაცი, ვინც ფიქრობს, რომ იმ ქალის ღირსი არაა ვისაც უყვარს:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent