გზა, სიცოცხლისა ... (თავი 9)
*** - ასეთი მშვენება ქალბატონი ფეხით რატომ არის? - ოთომ მანქანა ფეხებთან გაუჩერა ნუცას. - ალბათ, იმიტომ რომ თქვენნაირ მამაკაცებს ჯელტმენობის გამოვლინების შანსი მივცე. - აჰ, ანუ შანსს მაძლევთ? - დიახ. - მაშინ დაბრძანდით და სადაც გნებავთ იქ მიგიყვანთ. - სალონში წავიდეთ. - ღვედი გადაიკრა და მითითება გასცა მხეიძემ. - არის! - ჩესტი გააკეთა და მანქანა სწრაფად დაძრა. - აბა როგორ ხართ საქალბატონე ნუცა? - გმადლობთ და თქვენ როგორ გიკითხოთ? რაღაც არ შემიმჩნევიხართ ეს დღეებია ჩვენთან. - რას ვიზამთ როცა საქმეები მაქვს, თავს ნებივრობის უფლებას ვერ ვაძლევ. თუმცა მალე შემოგივლით. - თვალი ჩაუკრა. - ჩვენი კარი მუდამ ღიაა. - სალონის კარი თუ? - გულის კარებს გაღებას ნუ დაელოდები! - ძალიან მკაცრი, ხომ არ ხართ? - კი! - არადა არ შეგშვენით! - ოთო, - მიუბრუნდა ბიჭს, - ხომ არ იცი დეასა და დემნას შორის რა მოხდა? - რამე მოხდა? - არ ვიცი, თითქოს ჩემი ემალება, გაურბის. ფართის ქირის გაზრდა ხომ არ მოუთხოვია ნეტა? - ქირის გაზრდა? - წარბები შეჭმუხნა ოთომ, - ეგ უჩემოდ მაგ საკითხს არ განიხილავდა, თან მაქსიმე უფრო მატერიალისტი იყო, დემნა უფრო სხვა ტიპია, ურთერთობებს და ჰარმონიას აქცევს ყურადღებას და არა მგონი ეგ იყოს, თუმცა ვკითხავ. - ხო, რავი ძაან სასაცილოდ არიდებს დეა თავს, არადა ვატყობ დემნას წყაროს წყალივით სჭირდება მასთან საუბარი. - გავარკვევ, ავალ ახლა. ჯერ მანქანა გავაჩერო, აქ ხომ არასოდესაა თავისუფალი ადგილი. - მადლობა მოყვანისთვის. - აბა დროებით. - დროებით. ოთო დაელოდა ნუცას სალონში შესვლას, შემდეგ კი დემნასთან გაეშურა. - დემნიკოო, სად ხარ? - მისაღებში შეიჭყიტა და დივანზე წამოწოლილ ბიძაშვილს თავზე დაადგა. - რა გენაღვლება, ოთომ იმუშაოს, ირბინოს და შენ აქ იკოტრიალე. - თუ საწუწუნოდ მოდი, შეგიძლია აივანზე გახვიდე და იქ იწუწუნო. - იქ ვის ვეწუწუნო? - შენს თავს. - ჩემს თავს ისედაც ვეწუწუნები, ახლა კი ... მოიცა შენ რა გჭირს? რატომ ხარ მოღვენთილი? - ნოდარის ველაპარაკე, მტკიცებულებებს გავეცანიო. - წამოჯდა. - მერე? - ის ბიჭი იმ დღეს ჩამოსულა და მოკლედ, პირველად მოხდა ის რაც მოხდა და თან დაასრულა ჩემმა ძმამაც... არ ვიცი ფიქრები მაგიჟებენ, იმაზე ფიქრები, რომ ერთი საათი ადრე რომ მისულიყო, ან გვიან... ან საერთოდ რომ არ მისულიყო, იქნებ ეს უბედურება თავიდან აგვეცილებინა. ხანდახან ჩემს თავს ვადანაშაულებ, მე მიჭირს ამ აზრთან შეგუება, რომ მაქსიმე ციხეშია და არავინ ვიცით, როდის გამოვა გარეთ და მაქსიმე წარმომიდგენია როგორ დღეშია, თან რომ არ მეკონტაქტება და არ მღებლობს, ეს კიდევ მაცოფებს!!! - ბრაზისგან მუშტები შეკრა. - გთხოვ, შენ მაინც ნუ დაიტანჯავ მაგ ფიქრებისგან თავს, რაც მოხდა მოხდა, სამწუხაროდ არც დროის მანქანა გვყავს და არც ჯადოსნური ჯოხი, რომ ის დღე წავშალოთ ან დავაბრუნოთ და შევცვალოთ მოვლენები... - ხო, რაა მაგრამ მიჭირს ხოლმე... ყავას დალევ? - კი დავლევ, მაგრამ საჭმელი არ გშია? თუ ჭამ საერთოდ? - კი როცა მშია. - სამზარეულოში გავიდა. - და შენ როდის გშია? ის ხილი კიდევ ისე გიდევს, როგორც დაგიტოვე, გინდა დაგიჭრა და გაჭამო? - მოიცა 3 წლის ვარ თუ ეს დაჭრა რათ მინდა? - ისე შენ და დეას შორის რამე მოხდა? - რა უნდა მომხდარიყო? - უსინდისოდ იცრუა. - არა ისე გკითხე, ნუცამ მკითხა და მეც მაგიტო ვიკითხე. - ყავის სურნელი ხარბად შეისუნთქა ოთომ. - რაო რა გითხრა? - დაინტერესდა დემნა. - დემნამ ქირის გაზრდა ხომ არ უთხრა დეასო, ეს დღეებია საეჭვოდ არიდებს თავს მასთან შეხვედრასო. - ასე გითხრა? - გაღიმებულმა ცალი თვალი მოჭუტა. - საეჭვოდ იღიმები, მაგრამ არ ჩაგეძიები. - ჭკვიანი ბიჭი ხარ, რომ გაკვირდები. - ხო, ვამბობ, ასეთი ჭკვიანიც არ უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ჰე, დავიბადე და კი ვიშნობ. - დემნამ თვალები სასაცილოდ აატრიალა მამიდაშვილის ნარცისულ განცხადებაზე. დეამ თავი ანება ქსოვილებს და იქვე მოთამაშე ვივიენთან მივიდა. - დე, ჩავიცვათ და წავიდეთ. - მიდიხარ? - ჰკითხა ნათიამ. - ხო, რაღაც ვერ ვარ. გულს ვერ ვუდებ რასაც ვაკეთებ, მგონი ძილი მჭირდება. - კი, აშკარად გადაღლილი ხარ, გეტყობა კიდეც და ბავშვს სწორად ჩააცვი ეგ ქურთუკი. - ვაიმე ჩემო თავო, - თავში წაიშინა ხელი დაბნეულმა, - მთლად გამოვშტერდი, - უკუღმა ჩაცმული ქურთუკი სწორად ჩააცვა, ქუდი თავზე სასაცილოდ ჩამოაფხატა და სამკერვალოდან გავიდა. - მიდიხარ უკვე? - თავი წამოყო ნიამ. - ხო, ვერ ვარ კარგად, უნდა დავიძინო, იქნებ გონება დამეწმინდოს. - წადი, წადი. არ ინერვიულო, მე დავკეტავ ყველაფერს. - მაგ ტელეფონიდან თავს თუ არ ამოყოფ, კი დაკეტავ კარგად, დაფრინავ მეცხრე ცაზე. - არ შემარგოთ ახლა ეს ფრენა, ნუ გშურთ ჩემი. - ენა გადმოუტიტა. - ვერ ხარ ცოტა შენ, - თავთან ხელი აიფრიალა დეამ და გარეთ გამოვიდა. - როგორც იქნა... - ნაცნობმა ხმამ ერთ ადგილზე გააჩერა, უკან შემობრუნება ვერ გაბედა, - მაინტერესებს როდემდე აპირებ ჩემგან გაქცევას? - მამიკო? - თავი წამოყო ვივიენმა, - მამიკო, - ისევ გაიმეორა, ხელიდან დაუსხლტა დეას და ხელგაშლილი გაიქცა მამაკაცისკენ. - ვივი, ჩემო პრინცეს აბა როგორ ხარ? - ჩამოშლილ ქერა კულულებზე მიეფერა, - იცი რომ მომენატრე? - დე-და, დე-და... - დამარცვლით ეძახდა ვივი ერთ ადგილზე გახევებულ ქალს. - დეა, ასე გეწყინა ჩემი ნახვა? - არა, წყენა არაფერ შუაშია... - ძლივს ამოილაპარაკა, - უბრალოდ, გადავიღალე და მეჩქარება. - შენთან საუბარი მსურს და როდის გექნება თავისუფალი დრო? - არ ვიცი დემნა, მთავარია, რომ დღეს გამოვიძინო, აზრებიც არეული მაქვს, არც ფიქრები მაქვს დალაგებულად... მე თვითონ შემოგეხმიანები კარგი? - მუდარა ისმოდა ხმაში. - კი, მე დაგელოდები. როცა შენ თვითონ იქნები მზად, მაშინ ვისაუბროთ. - აქ რა ხდება? - ანდრო კიბეებზე ბანცალით ავიდა და წყვილს თვალს არ აშორებდა. - ანდრო აქ რას აკეთებ? - მე? მე რას უნდა ვაკეთებდე? ბავშვის სანახავად მოვედი, მაგრამ ეს ბავშვი ვიღაც უცხო კაცს ეხვევა, ეს კაცი კი მგონი ჩემს ცოლს უჟუჟნებს თვალებს... - ენას ძლივს ატრიალებდა, ისეთი ნასვამი იყო. - დეა, - სიტუაცია სრაფად შეაფასა დემნამ, - მე და ვივი ჩემთან ვიქნებით, როცა საუბარს მორჩები დამირეკე და ჩამოვიყვან. - კარგი, - უხმოდ ანიშნა დეამ და განრისხებული თვალებით მიუბრუნდა ანდროს, - რას აკეთებ? - მე? - მხრები აიჩეჩა, - რას უნდა ვაკეთებდე? მოვედი ჩემს ცოლ-შვილთააან. - ხელები გაშალა. - ანდრო, ადამიანს როდის უნდა დაემგვანო? მამაკაცს, რომ შეეფერება ისე როდის უნდა მოიქცე? სამი წლის უნახავ შვილთან გალეწილი მთვრალი, რომ არ უნდა მოხვიდე არ იცი? - მე? მე არ ვარ მთვრალი! ვინ თქვა, რომ მთვრალი ვარ? - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია, - მე უბრალოდ ორი ჭიქა დავლიე ბიძაშვილობაში. - გეტყობა! - ზიზღით აათვალიერა ყოფილი ქმარი. - მე შენ გეუბნები, გეუბნები რაა, გეკითხები? ვინ არის ის კაცი, რომელსაც ჩვენი შვილი ეჭირა ხელში? - მგონი ვალდებული არ ვარ ახსნა-განმარტებები გაბარო! - მღალატობ ხომ? - როგორ მრცხვენია. - რისი? - რომ მიყვარდი და შენი ცოლი მერქვა... მრცხვენია, გესმის? - დეას ბრაზისგან ნესტოები დაებერა, თვალები კი ცრემლით აევსო. - მართლა გრცხვენია? - მხრები ჩამოყარა კაცმა, - არადა, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი? მერე რა მოხდა? - მე ? მე მეკითხები მაგას? არ იცი რა მოხდა? არ იცი როგორ გათელე ჩვენი სიყვარული? მე, რომელიც ყველაფერს გპატიობდი, შენ რით მიპასუხე? მიმატოვე შვილთან ერთად და გაიქეცი, გაიქეცი იმ დროს როცა ყველაზე მეტად მე და ვივის გვჭირდებოდი... - ცრემლებმა თვალის გუბურები დატოვეს. - და ახლა, როცა სიმშვიდე მოვიპოვეთ, ახლა როცა იმედი გაგვიჩნდა მომავლის, მოდიხარ და ისევ ცდილობ არიო ყველაფერი, მე არა, მაგრამ შვილს მაინც მოუფრთხილდი, დავიჯერო ოდნავაც არ გიყვარს? როდემდე უნდა ვიაროთ იმ წრეზე, რომელიც ბედნიერებას გვართმევს? გვაცადე გთხოვ... გვაცადე... დავიღალე უკვე, გესმის? და-ვი-ღა-ლე... - განადგურებულმა გახედა. - მე... მე... - ჩამწყდარი ხმით ამოიხრიალა დაბნეულმა ანდრომ, თითქოს წამებში გამოფხიზლდა. არის მომენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების ძირეულად შეცვლა შეუძლია და ანდრომ იგრძნო, რომ ახლა ის მომენტი დადგა, უხმოდ შეტრიალდა, ისევ ზურგი აქცია ქალს, მისი შვილის დედას და ქუჩის სიბნელეს შეერია. დეა წამიერად ფეხებში სისუსტე იგრძნო და იქვე კედელს მიეყრდნო. მცირე ხნის შემდეგ ენერგია დაშრეტილი სხეულში უკანასკნელი ძალები მოკრიბა და ლასლასით აუყვა დემნასკენ მიმავალ სახლის კიბეებს. - მოხვედი? - მალევე გაუღო კარები. - კი... - ხომ კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს? - ცოტა თავბრუმეხვევა, ალბათ წნევა დამივარდა... არ ვიცი... - სახე ხელისგულებში ჩამალა და აქვითინდა. დემნა გვერდით მიუჯდა, დეას ათრთოლებული ხელები მის თბილ ხელებში მოაქცია. - იტირე, შენთვის უკეთსია, რომ იტირო, ემოციებისგან დაიცალო! მჯერა შენს მიტოვებას ძალიან ნანობს და ამიტომაც იქცევა ასე დაუფიქრებლად. დეა მოდუნდა, რაღაც სასწაულ სინაზეს გრძნობდა დემნას მიმართ, თითქოს მის თბილ აურაში იჭრებოდა და უგზოუკვლოდ იკარგებოდა, ეს კი ადუნებდა და ამშვიდებდა. - ვივი სად არის? - დეამ ვარდისფერ ბურუსს თავი ძლივს დააღწია. - ლოგოებს ვაწყობდით და ჩაეძინა. - ძალიან შეგაწუხე. - ვგავარ შეწუხებულ ადამიანს? - ღიმილით შეანათა თვალები. ერთხანს უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. - იცი? - სახეზე ჩამოშლილი თმები ფრთხილად გადაუწია ყურზე, - დილით უზაროდ დამჩემდა აივანზე გასვლა და ჰაერზე სახის მიშვერა... მგონია, რომ შენს სუნთქვას მომიტანს დილის ანცი ნიავი. შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, არც განწყობა, მაგრამ უბრალოდ გაურკვევლობა არ მიყვარს... მინდა იცოდე, რომ როცა გხედავ თითქოს ჩემში ცისარტყელები ინთებიან... თავს ვერ ვაკონტროლებ, მინდა შეგეხო, გულთან თავი მოგადო და გავინაბო შენი გულის სასიამოვნო რითმების მოსმენისას. არის რაღაცეები რასაც ვერასოდეს დამალავ, რაც არ უნდა ვეცადოთ. არის სიტუაციები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ და ის საჭირო დრო და მომენტი ხელიდან არ უნდა დაგვისხლტეს, არის დრო როდესაც გონებაზე მეტად გრძნობას უნდა აჰყვე და აიყოლო სხეულის სხვა უჯრედებიც. დეას დემნას აღიარებაზე ჩაეღიმა, შემდეგ კი უცნაურად აციმციმებული თვალები შეანათა, მისკენ გაიწია და მჭიდროდ მოეხვია. - იცი? როცა შენთან ვარ სხვა ემოციას ვგრძნობ, სხვანაირად ვივსები, სხვა მუხტი მოდის და მთელი სხეული ენდორფინებით მაქვს სავსე... - დემნას კისერში თავჩარგული ბუტბუტებდა დეა, მოულოდნელობისგან კი უფროსი დევდარიანი ჰაერში გაშლილი ხელებით ქანდაკებას ჰგავდა. - ანუ გამოდის, რომ დღეიდან ერთად ვართ? - გაშლილი ხელები ნაზად მოხვია მხრებზე. - ერთად? - თავი ასწია და თვალებში ჩახედა დემნას, - არ ვიცი, ალბათ... ახლა ჩემი გონება მომსახურეობის ზონიდან გასულია, მხოლოდ ჩემი გრძნობები და ემოციები საუბრობენ, ალბათ ამიტომაც ვარ ასე თავშეუკავებლად... - გაეღიმა. - იმედია ხვალ არ უარყოფ ამ ყველეფერს... - ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა. - რას? - იმას, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ. - აჰ, გეშინია, რომ როცა ჩემი „გონება მომსახურეობის ზონას“ დაუბრუნდება, გრძნობა და ემოცია არ დაჩაგროს? აჰ, არა, ასე არ მოხდება... იცი რატომ? გაუზარებლად ჩემი თვალები მუდამ შენ გეძებენ და ამბობენ, როდესაც ასე ხდება ე.ი ჩვენში ჩნდება გრძნობა, რომელსაც ვერ დავმალავთ. - ეს თვალები მეძებენ? - ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს ნაზად შეეახო ბაგეები დემნამ. - ღმერთო ჩემო მრცხვენია. - სახეზე ხელები აიფარა დეამ, - თინეიჯერი ბავშვივით ვიქცევი არა? - მაშინ მეც უნდა მრცხვენოდეს? მგონი სიყვარულში სასირცხვილო არაფერია, ერთმანეთი ხომ არ გვძულს? პირიქით, ერთად ყოფნა ძალიან მოგვწონს, ერთმანეთს ვიზიდავთ და ეს ყველაზე მაგარია. - კი, ეს ძალიან მაგარია, მაგრამ... - მაგრამ ფიქრობ, რომ არც შენ და არც მე ჯერ სიყვარულისთვის შესაფერისი დრო არ გვაქვს ხომ? ანუ მართალი ვარ, - გაეცინა დეას გაოცებისგან გაფართოებულ თვალებზე, ქალი თავისკენ მიიზიდა და გულთან მიიხუტა, - შეიძლება, რაღაც კუთხით მართალი ხარ, რა დროს სიყვარულია, როცა ჩემს ოჯახში ამხელა ტრაგედია ტრიალებს, ძმა ციხეშია და ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენი ხანი იჯდება იქ... შენ ფიქრობ, რომ როცა ყოფილი ქმარი დაბრუნდა, როცა შვილის ჯანმრთელობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ არც შენ და არც მე სიყვარულის უფლება არ გვაქვს, მაგრამ იქნება ამ რთულ მომენტში იმიტომ შევხდით ერთმანეთს, რომ ეს მძიმე დღეები ერთმანეთს სიყვარულით გადავატანინოთ? ხომ იცი, შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება. არ გავუკეთოთ ჩვენს გრძნობებს აფიშირება, ვიყოთ კარგი მეგობრები და როცა საჭირო იქნება ამაზე ყველას ვუამბოთ... - როგორი კარგი ხარ... - მაგრად მიეკრა დემნას გულთან დეა, რომ მისი სითბო მთელს სხეულში შეეგრძნო, თუმცა წყვილს მყუდროება მობილურის ხმამ დაურღვია, - უკაცრავად, - მობილურს გადაწვდა დეა, - ხო ნუცა...ხო იყო მოსული... კარგი, ახლა დამშვიდდი... რა უნდა არც მე ვიცი, ასე მოჩვენებასავით ჩნდება და მერე ქრება... ხო ვიცი, მაგას რომ იზამ, მჯერა შენი! ... ახლა? ახლა სახლში ვარ... - თვალი ჩაუკრა დემნას, - ხო, ხვალ ვილაპარაკოთ თუ როგორ ამოთხრი თვალებს და ჩააბეტონებ თუ კიდევ მომიახლოვდება. რამდენჯერ გითხარი ფსიქოფატებზე ფილმებს ნუ უყურებთქო? ხანდახან მათ ემგვანები... ხო, კარგი ბოდიში... კარგი დროებით, ხვალ ვილაპარაკოთ... მეც გკოცნი. გიჟს გავს. - გაეცინა ნუცას რეაქციებზე. - თუმცა არც მიკვირს, ნუცამ ყველაზე მეტად კარგად იცის რა დღეები გადავიტანე, როდესაც ანდრომ მიმატოვა, ადამიანს, რომ აღარ ვგავდი და ძლივს მომაბრუნა საიქიოს მიმავალი, სააქაოს. - სევდიანად ჩაეღიმა. - მხოლოდ ისე შემომრჩა მეგობრებიდან, ჩემი გიჟქალაა. - კარგია, მასეთი მეგობრები. - კი, სერიოზული ძალაა და საყრდენი. - და შენ ხომ იქნები ჩემი ძალა და საყრდენი? - ეს ციცქნა გოგო? - თვალები სასაცილოდ აუფახულა. - მასე ნუ მიყურებ, გული მიჩაქრდება! - ასე როგორ? - სახე უფრო ახლოს მიუტანა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. - ამას განზრახ მიკეთებ? - რას? - ვერ მიხვდა დეა. - მოდი აქ, - წელზე ხელები მჭიდროდ შემოაჭდო და საყვარელი ქალის გაბუშტულ ტუჩებს ვნებამორეული დაეწაფა. *** ნოდარი მოთმინებით იცდიდა პაემნების ოთახში. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ძმაკაცის დაცვა ყველაზე მეტად უჭირდა, რადგან იცოდა დამნაშავე იყო და ყველნაირი ბერკეტი მხოლოდ პორკურატურის ხელში იყო. ნერვიულად აკაკუნებდა კალამს ხელში და კარებისკენ ხშირ ხშირად იყურებოდა. - ნოდარ. - მაქსიმე გაცრეცილი ღიმილით შეეგება მეგობარს. - ეე, მაქსიმე როგორ ხარ? - გადაეხვია. - როგორ ვარ? ჰმ. - ჩაფიქრდა, - აი, იცი როგორ? არც ცოცხალი და არც მკვდარი, სადღაც შუაში ვარ გაჭედილი. ტვინი რომ გაგეთიშება, მაგრამ გული რომ ბრძოლობს და არ ნებდება, დაახლოებით ისე. - ვიცი, მესმის, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო, აქ სამუდამოდ ხო არ იქნები? როცა გამოხვალ ძლიერი უნდა იყო. - როცა გამოვალ? და როდის გამოვალ? 15, 19 თუ რამდენი წლის შემდეგ? არაა, აღარც ვფიქრობ მომავალზე, მხოლოდ აწყმოთი ვარსებობ. უაზრობაა ფუჭი იმედებით ვიცხოვრო, იმით რაც შეიძლება არ მოხდეს. - ხო, ეგ მართალია, თუმცა აწყმოშიც ძლიერი უნდა იყო. - ვცდილობ. - მისმინე, ყველა მასალას გავეცანი, რაც შენს საქმეშია თანდართული, მთავარი რაც არის ეს პირველი შემთხვევა იყო და საბედისწეროც აღმოჩნდა. - პირველი იყო. - წინ წამოიწია და ხელებით მაგიდას დაეყრდნო მაქსიმე, - იცი ყველაზე მეტად რა მინდა? ის მომენტები გაქრეს ჩემი გონებიდან... - სუნთქვა გაუხშირდა, სივრცეს გაუშტერა თვალი, გამოცდილი თვალი მიხვდებოდა იმ ცარიელ კედელზე კინოკადრივით, რომ უყურებდა მსჯავრდებული ყველა იმ დეტალს, რაც იმ ღამეს მოხდა: იატაკზე არეულად დაყრილი ტანსაცმელი და ოთახიდან გამომავალი ხმები. უსიამოვნო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად მაქსიმემ თავი აქეთ-იქეთ გააქნია. - პირველი იყო თუ მეათე უკვე აზრი დაკარგა, უბრალოდ ამ ყველაფერს ვერც მას და ვერც ჩემს თავს ვერ ვაპატიებ! მე გავწირე როგორც საკუთარი თავი, ისე სხვებიც. უკვე რაც არ უნდა მოხდეს, აღარაფერს აქვს აზრი. ჩემი თავი ამ მდგომარეობამდე თვითონ მივიყვანე, გამოვუტანე განაჩენი და ერთი წელი ვიჯდები აქ თუ სამუდამოდ, აღარ მაინტერესებს. - მაქსიმე, გთხოვ მობილიზდი და ნუ დანებდები. შინაგანად თავს ნუ გაინადგურებ. მართალი ხარ, ის რაც გააკეთე შენი ცხოვრების განაჩენია, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ გარეთ ძმა გელოდება. - ძმა, რომელსაც ყველა იმედები გავუცრუე, - თავი ჩაქინდრა, - ძმა, რომელიც ტანჯვისთვის გავწირე... - როდის უნდა ნახო? ძალიან უნდა შენი ნახვა. - პროცესის მერე ვნახავ. - ხო, ესენი მოგიტანე. - ჟურნალები დაულაგა წინ, - სიმართლე გითხრა, შენგან გამიკვირდა ესენი, რომ მთხოვე. - ხო, მესმის. მაგრამ დრო კითხვაში იოლად გადის, ერთადერთი გაზეთია, რომელიც რაღაცნაირად მამშვიდებს, ხანდახან კი იმ კითხვებზეც კი ვპოულობ პასუხებს, რომლებიც ასე მაფორიაქებენ. - ჟურნალი „კარიბჭე“ - გადაშალა ნოდარმა, - ხო, ალბათ სულიერად მშვიდდები. - კი, თან აქ ერთი მამაოა და მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. - ძალიან კარგი. მჯერა, შინაგან ჰარმონიას, რომ მოიპოვებ, ამ ტრაგედიას თუ რავიცი რა დავარქვა გაუმკლავდები. - გავუმკლავდე? არა, არ უნდა გავუმკლავდე, პირიქით უნდა ვინანიო და ვინანიო, თუმცა ჯერ ეს სინანული ჩემში არ არის და მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ აქ ვარ ოთხ კედელში გამოკეტილი. - გაცრეცილმა ღიმილმა ისევ მოიცვა მაქსიმეს სახე. - ანუ როდის არის პროცესი? - მარტის ბოლოს. - მაშინ სასამართლო სხდომაზე შევხვდებით. - დამშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა და ციხის პაემნების ოთახი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა უმცროსმა დევდარიანმა. *** - რა სჭირს იმას? - თავით ანიშნა კატომ ანოს. - არ ვიცი, დილიდან იბღვირება, ვერ მივეკარე, რომ მეკითხა. - რას ჩურჩულებთ? - დაინტერესდა ვანო. - ხო არ იცი რატომ არის უხასიათოდ ნია? - ნია? - ხო. - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა და საღებავის შეზავება განაგრძო. - შენ რა იცი ერთი? სულ არ ვიცი გაკერია პირზე. - მერე მიდით და კითხეთ, ზურგს უკან, რომ განიხილავთ. - წავედი, - ნიაკოსკენ გაემართა კატო. - ნია... ნიაკო... - ხელები გაშტერებულ თვალებთან აუფრიალა. - ხო, რა მოხდა? - დაბნეული თვალებით მიაჩერდა კატოს. - მაგას მე უნდა გეკითხებოდე, რა მოხდა? რა გჭირს? რატომ ხარ ასე გათიშული? - არაფერი ისეთი. - თავის არიდება სცადა ნიაკომ. - ლამაზო, მე რას გამომაპარებ. თქვი, აბა რატომ ვართ მეგობრები, რამე მოხდა? - მმ... - დაფიქრდა გაენდო თუ არა მისი ეჭვები, - იცი? მგონი იო სხვასაც ხვდება. - ქვედა ტუჩი სასაცილოდ დამანჭა. - იო? მოიცა შენი შეყვარებული? დაინახე ვინმესთან ერთად? - კი, ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად. -მხრები ჩამოყარა. - და რატომ არ მიდი თუ დაინახე? - ერთხელ მანქანაში უჯდა და მეორედ კიდევ მანქანიდან გადმოსვა. პირველჯერზე რომ დავურეკე, გამითიშა და მეორე შემთხვევის დროს მიპასუხა და მითხრა, რომ სამსახურის საქმეებზე დარბოდა. - თვალები ცრემლებით აევსო. - ვაა, ნუ ახლა შეიძლება ნათესავია ან თანამშრომელი, ასეც შეიძლება ფიქრი, თუმცა ჯობია ეჭვებში ყოფნას, დაელაპარაკო და გაერკვიო. ასე უფრო მშვიდად იქნები. - ხო, დაველაპარაკები, მაგრამ მეშინია, რომ მართალი აღმოვჩნდე... რადგან ძალიან მომწონს... - ნუ ახლა მოღალატე ადამიანს ჯობია დროულად გაეშორო, ახალგაზრდა ხარ და გამოჩნდება ვინმე უკეთესი. - მადლობა. - რისთვის? - რომ დამელაპარაკე. - არაფერია სამადლობელი, მეგობრები ტყუილად ხომ არ ვართ? - თმები აუჩეჩა. - მოგესალმებით. - ყუთებით ხელში ოთო შემოვიდა. - ვაა, ოთო? ეს რა ყუთები მოგვართვი? - ოო, ჯერ სამზარეულოში გამიძეხით და მერე გეტყვით რა არის. - ახლავე, აქეთ წამოდი. - კარები გაუღო და ყუთების დალაგებაში მიეხმარა კატო. - უჰ, წელი მეტკინა. - დოინჯები შემოირტყა ოთომ, - დაუძახეთ ყველას, ვიცი რომ შესვენების დრო გაქვთ და თუ კლიენტებიც არიან მათაც მივაწოდოთ. - რა? აღარ იტყვი? - ახალი საფირმო ხაჭაპურია. - ვაა? მართლა? - გაუხარდა ნიაკოს და ყუთებს თავი ახადა. - და საფირმოობა რაში გამოიხატება? - რაჭული ხაჭაპურია. - ამაყად განაცხადა ბურდულმა. - რაჭული? და რით განსხვავდება სხვა ხაჭაპურებისგან? - შიგნით ყველთან ერთად ნიგოზია შერეული. - ვაა მართლა? - კიი, დღეს გავუშვით პირველად და თქვენც მოგართვით, რადგან ჩვენი ერთგული მომხმარებლები ხართ. - ვაა. რა მაგარი ხარ. ნელნელა სამზარეულოში თანამშრომლები იკრიბებოდნენ და აგემოვნებდნენ ახალ ხაჭაპურს. - აუუ, გემრიელია. მომწონს. - ილუკმებოდა ნუცა. - შენ არის რამე რაც არ მოგწონს? - ჰკითხა ანომ. - კი, არის. - რა? - მამაკაცები. - წყალი მოსვა ვანომ. - აუუ, ჩაგეთვალა ვანიკო. - ყველას სიცილი აუტყდა. ოთომ კი ჩუმად გააპარა თვალი ნუცასკენ, რომელსაც სულ არ აინტერესებდა რაზე ხუმრობდნენ მისი თანამშრომლები. - საღამო მშვიდობისა, - კარებში დემნა შემოვიდა. - ოჰ, მოდი ბიძაშვილო. - მიირთვით წვენები. - ვაა, დღეს რაღაც დიდ პატივში ვართ. დემნამ მალევე მოძებნა კუთხეში სკამზე დამჯდარი დეა და მასთან გადაინაცვლა. - როგორ ხარ? - მე კარგად და შენ? - როცა გხედავ კარგად ვხდები. - თვალი ჩაუკრა. - მერე სურათი, რომ დაიკიდო და უყურო? - რა იყო ახლა ეს? ხუმრობა? - არ გამომივიდა ხომ? - აშკარად. მოიცა რა პატარა ბავშვივთ ხარ დაფინჩხული, - ზედიდან ნამცეცები ჩამოუფერთხა. - ჩემი მზრუნველი ვინ არის? - საყვარლად შესცინა დეამ. - ოპ, ოპ, ოპ! რა ხდება მანდ? - ნუცას არწივივთ მახვილ თვალს დემნას და დეას ქცევები მხედველობიდან არ გამორჩენია. - რა ხდება? - უხერხულად შეიშმუშნა დევდარიანი. - მოიცა, თქვენ რა?... - თვალები მოწკურა და გამჭოლად დააკვირდა წყვილს. - თქვენ რა ერთად ხართ? სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა და ათი წყვილი თვალი ერთდროულად მიაჩერდა დეას და დემნას. - ხო, ერთად ვართ. - მშვიდად ამოილაპარკა დეამ, დემნამ კი გაოცებული სახით გადახედა. - მოიცა რატომ მიყურებ მასე? რა არ ვართ? - კი, როგორ არა, მაგრამ მეგონა ჯერ არ გინდოდა ამის გამჟღავნება. - მე? საიდან მოიტანე? - გაიღიმა, - ორივე ზრდასრულები ვართ და ერთმანეთს შევხდებით თუ არა ჩვენ ორის საქმეა და მეგობრებს კი, - თანამშრომლებს გადახედა, - ჩემი ბედნიერება გაუხარდებათ, არა? - კიი, როგორ არა. - აყვირდნენ გახარებულები. - როდიდან? - ცივ მზერას არ აცილებდა ნუცა წყვილს. - სამი დღეა. - სამი? - ხო. - მერე მე რატომ არ მითხარი? - იმიტაციურ ტირილს მიმართა ნუცამ. - მოვრჩეთ ახლა ამ მასკარადს, - გაეცინა ნუცას ბავშვურ გამოხტომაზე. - მერე დაგელაპარაკები, პირადად! - Ok! არის უფროსო. - მადლობა, - ყურთან ჩაჩურჩულა დემნამ. - მე? რისთვის? - რომ არ ვმალავთ ჩვენს ურთიერთობას, ზოგადად როცა მიყვარს მალვა არ შემიძლია, მინდა ყველამ გაიგოს. - მოიცა შენ რა ბევრჯერ გიყვარდა? - ცალი წარბი ასწია. - სულ ერთი ხელის თითები მეყოფა. - მორცხვად გაშალა მარჯვენა ხელის თითები. - იცოდე, ეს ბოლო და უკანასკნელია! - მეც ვგრძნობ, რომ მასეა. - ძალიანაც კარგი. - დემნას ცხვირზე თითი აკრა და სამკერვალოში გავიდა. ნიამ თავის ტკივილი მოიმიზეზა დ ადრე გაეთავისუფლა სამსახურიდან. - ნიაკო. - შორიდან დაუძახეს სალონიდან გამოსულს. - იონა? - ცივი სახით გახედა. - არ მელოდი ხომ? - ცუდად ენიშნა გოგოს სიცივე. - კი. - თითქოს საუბარს გაურბისო, სახეში არ უყურებდა ბიჭს. - რა ხდება? - რაზე ამბობ? - ჩვენ რა ვიჩხუბეთ და არ ვიცი? - წყენა ისმოდა კალანდაძის ხმაში. - ... - მხრები გაურკვევლად აიჩეჩა უმცროსმა მხეიძემ. - ჰმ! - იომ ხელი უკანა მხრიდან აიფარა ტუჩებზე და გამჭოლი მზერა სტყორცნა, - აბა რა ხდება? რა შეხვედრაა? თითქოს ისეთი ვინმე დაინახე ვისი დანახვაც არ გინდოდა, როდის მერე ვხვდებით ერთმანეთს ასე ცივად? რამე გამომრჩა? - როდიდან და დღეიდან! - ხელები გულთან ჩაიხვია ნიამ და ტუჩები გაბუსხა. - რა? რატომ? - იომ ხელები გაოცებისგან გაშალა, - რატომ? გეკითხები? - ვერ ხვდები? - ხო, ვერ ვხვდები, ამიტომ მიმახვედრე. მინდა გავიგო მიზეზი თუ რატომ ბუსხავ მაგ ტუჩებს, რომლის ჩაკოცვნა ახლა სასწაულად მინდა. - ვინ იყო ის გოგო? - დააიგნორა ბიჭს ვნება ანთებული მზერა. - ვინ გოგო? - კეფა მოიქექა იომ. - ჰმ! ანუ იმდენს ხვდები უკვე, რომ აღარც გახსოვს? - ნია! - სიმკაცრე გაისმა კალანდაძის ხმაში. - ჩხუბი თუ გინდა პირდაპირ მითხარი და უაზრო მიზეზები ნუ მოგყავს! ვინ გოგო, რა გოგო? - დღეს, ორის 15 წუთზე, მესხიშვილის თეატრთან ქერა თმიანი, მაღალი გოგო, წითელი შარვლით, ვინ იყო? - მოიცა, მოიცა?! მაგდაზე მეუნები? - ვაა, სახელიც არ ჰქვიებია ცუდი. - თავი ირონიულად გადააქნია ნიამ, - უკვე ორჯერ დაგინახე მასთან ერთად, ამიტომ არ გინდა დამალვა, პარალელურად მასაც ხვდები ხომ? - უკაცრავად რა თქვი? ჰა, ჰა, ჰა. - გადაიხარხარა იომ, მერე ბრაზისგან სახე მოექუფრა, - ანუ ასე ვაპირებთ? რამდენ გოგოსთან დამინახავ, ჩათვლი, რომ მასთან ვარ? ანუ რა გამოდის? არ მენდობი? არ გჯერა იმ გრძნობის, რომელიც შენს მიმართ მაქვს? ანუ ისეთი ადამიანი გგონივარ, რომელიც საყვარელ ადამიანს უღალატებს? - ჰმ! მოიცა ხუთი ფისო შენ არ გყავდა? - სარკასტულად ჩაილაპარაკა. - ეგ? - ტკივილი გამოესახა სახეზე, - შენ რა არავისთან გიმესიჯებია? ფლირტი არავისთან გქონია? არავინ მოგწონებია? ან არავის მოწონებიხარ? რადგან ვიღაცეებს ვეფლირტავებოდი, გგონია, რომ სიყვარულს და ფლირტს ვერ ვარჩევ? ასეთი გგონივარ? ანუ ჩემი ემოციები, რომელსაც გიზიარებდი, გგონია ვიგონებდი? ერთად გატარებულ პერიოდში ეჭვის თვალით მიყურებდი? ანუ ამიტომაც იკავებ თავს, რომ მითხრა გიყვარვარ თუ არა? კარგი. - მხრებში მოეშვა იო, - კარგი, თუ შენ ჩემს თვალებში იმ სიყვარულს, იმ ვნებას, იმ ბედნიერებას ვერ ხედავ რასაც შენს მიმართ განვიცდი, მაშინ არც უნდა ვილაპარაკოთ! შენ თუ ასე აპირებ გაგრძელებას, რომ ჩემს კლიენტებზე იეჭვიანო და ააგო უსაფუძვლო ეჭვები, მაშინ მოვრჩეთ! რატომ? რადგან თუ იმას ფიქრობ, რომ ყველასთან ვთამაშობ, ე.ი არ მიცნობ... - ხმა აუთრთოლდა, მოწოლილი ცრემლების დასაფარად თვალები ძირს დახარა, - მაშინ წავედი... - სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა თამარ მეფის ქუჩა და მანქანით უმალვე მიიმალა. - იო... - მიმავალ მანქანას თვალს არ აშორებდა ნია, გრძნობდა გული ტკივილისგან როგორ ეწურებოდა, თუმცა ეჭვებსაც ვერ გაურბოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.