შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია (19)

16-07-2022, 16:28
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 7 537

...................
_თქვენ იყავით ერთადერთი ვის ნახვასაც ციხეში ყოფნისას არ ველოდი ... ვიცოდი ჩემს მიმართ თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი იყო დარწმუნებული , რომ მე არასდროს არაფერს მოვიპარავდი . საშინელი პერიოდი მქონდა , თქვენთან საუბრის შემდეგ ძალა დავიბრუნე , რწმენა იმის , რომ იქ ყოფნა დასასრული არ იყო
_რომ მოვდიოდი მინდოდა მეთხოვა ჩვენება შეცვალე_თქო , მერე დაგინახე , ვისაუბრეთ და ვერ გავბედე მეთქვა ოჯახისწევრები დაასმინე_თქო. სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ცხოცრებაში ეგ სამართალია ზუსტად შერჩევითი . ახლა შენ ნასამართლები ხარ , ციხეში გატარებული წლებით რომელსაც ვერავინ დაგიბრუნებს, დაკარგული სწავლის უფლებით, დაკარგული ბავშვობით , სანდრო ჯანაშია , რომელიც სულ სხვა კაცია
_იმ რეალობას უნდა მოერგო, რომელშიც აღმოჩნდები ... ვცდილობ შევცვალო მათი მომავალი ვისაც შანსი აქვს
_კიტა ვნახე , შორიდან ვაკვირდებოდი და მივხვდი , მაშინ სწორად მოვიქეცი შენ გადაწყვეტილებას რომ ვენდე . შენ არ გატყდი, ის კი იქ ცხოვრებას დაინგრევდა
_ჯერ კიდევ არ იცის ვინ არის და სამყაროსგან რა უნდა , მაგრამ არაუშავს ბევრი დრო აქვს . სჯობს თინეიჯერული გაურკვევლობები აწუხებდეს ვიდრე სხვა პრობლემები ...
_იცის , რომ თავიდანვე აპატიე?
_არა , თუ ეცოდინება რომ შევურიგდი მოდუნდება . სჭირდება, მიმტკიცებდეს , რომ შეიცვალა და ტონუსში იყოს მუდმივად მანამ სანამ არ იპოვნის საკუთარ გზას , რომელსაც წნეხის გარეშე გაჰყვება
_ლიზა სახლში დააბრუნე , ახლა კოლეჯში დადის და პროფესია ექნება , კიტას საკუთარი საქმე აქვს, ბავშვები ისეთი მოწესრიგებულები მოდიან სკოლაში ყველა მასწავლებელი აღნიშნავს ... გეგმას მიჰყვები , მათ ცხოვრებას ცვლი
_აქაურობის დატოვებას ვაპირებ ... მომავალი წლიდან ქალაქში გადავცხოვრდებით . აქ ვერასდროს იცხოვრებენ მშვიდად , მათი წარსულის გაქრობას არ მინდა, სულ უნდა ახსოვდეთ ყველაფერი შეცდომებზე რომ ისწავლონ, მაგრამ ახალი ფურცლიდან დაწყება გვჭორდება , იქ ცხოვრება სადაც არავინ გვიცნობს
_შენ უკეთ იცი , რა აჯობებს მათთვის
_შეხვედრა, რომ ციხეში მონახულების და ნდობის გამო არ გთხოვეთ , დარწმუნებული ვარ ხვდებით _მთავარ თემაზე გადასვლის დრო დადგა . ყველა მოსალოდნელი გაგრძელებისთვის მზად იყო , მაგრამ მაინც უჩვეულოდ ღელავდა
_სახლიდან გამოსვლამდე მარიამს ვუყურებდი, ბოლო დროს მასში რაღაც შეიცვალა . უხასიათობას არასდროს უჩიოდა , მაგრამ სხვანაირად გაბრწყინებული დადის . მე თუ რამე გამეგება ამ ცხოვრების, ვიცი თვალებში ასეთ სხივებს მხოლოდ სიყვარული აჩენს , რომლის ავტორიც შენ უნდა იყო , ხომ ასეა _ სიგარეტის ღერს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა _ ჩემი ქალი ცოლად რომ შევირთე მას მერე მთხოვს მოწევას შევეშვა ... ღმერთია მოწამე ვცდილობ , მაგრამ ხომ ხედავ არ გამოდის . იმიტო კი არა, რომ მის სურვილს არ ვასრულებ, ან არ ვიცი ჩემთვის რამდენად მავნეა... არ გამოდის რა, რაღაცა უკუღმართს რომ მიეჩვევი მერე რთულია გადააგდო . ცხოვრებაში ჩვენგან დამოუკიდებლად იქმნება წრე , რომელიც ნელ_ნელა გშხამავს და შენს ნამდვილ სახეს გართმევს . სამწუხარო ის არის, რომ შენთან ზედმეტად ბევრმა ტვირთმა მოიყარა ერთად თავი ... ვიცი რას ნიშნავს როცა ცდილობ შენი გზა გქონდეს, მოწყდე მშობლების საძირკველს და საკუთარი თავი შექმნა , მაგრამ ჩემი 45 წლიანი ცხოვრება ისეთი რთული არ ყოფილა როგორიც შენია ამ ასაკში ...
_ხომ მიცნობთ, მარიამს არ შეეხება ჩემი ოჯახის სიბინძურე არასდროს... მხოლოდ მე უნდა მიმიღოს , ასეთი არაიდეალური , მაგრამ მთლიანად მისთვის
_შეუძლებელია ქალს უყვარდე , შენ ვიღაც გადარდებდეს და მას ეს არ ეხებოდეს. თუ მხოლოდ შენ აინტერესებ მაშინ არც უყვარხარ ... წარმოიდგინე ჩვენ , მისი ოჯახის რომელიმე წევრს რამე პრობლემა რომ შეექმნეს შენ შორიდან უყურებ ? პასუხი არ მინდა, ვიცი ყველაფერს დატოვებ და მარიამის გვერდით იქნები, შეუძლებელს გააკეთებ ოღონდ მისი პრობლემა გააქრო . ჩემ შვილს რას ეტყვი , თვალებზე ხელს ააფარებ როცა რაღაც მოხდება ? მარიამი არასდროს ყოფილა ფაიფურის თოჯინა, პრობლემებთან გამკლავების თავისი მეთოდები აქვს, სრულიად დამოუკიდებელი იყო ყოველთვის ჩვენ კი მის უკან მდგომები ნებისმიერ წამს მზად ვიყავით დავხმარებოდით თუ უკან დახევას მოინდომებდა ... შენ მას ვერ განარიდებ , ბროლის კოშკი რომ აუშენო და დედოფალივით დასვა არ დაგთანხმდება. ძალიან ცოტა ადამიანს იღებს , შენ კი ისე აღელვებ როგორც არავინ ... არ ვიცი რა ეტაპზე ხართ, არ ვიცი რა გქვიათ ერთად , ჯერ საერთოდ გამოუტყდით გრძნობებში თუ არა . არაფერს ვარკვევ , მე შენ როგორც კაცს გენდობი , ჩემი შვილის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ მივიღებ , მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მარტოვი არ იქნება არცერთი თქვენგანისთვის . მარიამი გადაწყვეტს როდის დაიწყოს და დაასრულოს , ჩვენ მასთან ვიქნებით სულ და შენ თუ გაუძლებ ამ გამოცდას სახელად სიყვარული , ყველანი გვერდით გეყოლებით . მამობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მარიამი რომ დაიბადა იქედან დავიწყრ მზადება მესამე ვაჟის მისაღებად და შენ თუ უნდა იყო ის მესამე ნამდვილად მოხარული ვიქნები
_აღარ ვიცი რა უნდა გითხრათ... იმდენი რამე მქონდა გონებაში და ახლა მხოლოდ იმას გეტყვით , რომ მარიამის გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს ვცემ და არასდროს , არაფერს ვაიძულებ . მე _ ისე ააღელვა კაცის სიტყვებმა ასე მაშინ არ იმოქმედებდა უარი რომ ეთქვა და უარყოფითად განწყობილი დახვედროდა . ახლა კიდევ უფრო მეტად იმძლავრა ემოციებმა, ის სანდრო გააცოცხლა დირექტორი რომ იცნობდა გულწრფელი და ნამდვილი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე. ისეთი დაღლილი იყო საკუთარი ძალის დემონსტრირებით , ახლა ერთიანად გათავისუფლდა , როცა იგრძნო ისეთს ხედავდნენ და ენდობოდნენ როგორიც იყო . არაფრის მტკიცება სჭირდებოდა უბრალოდ უნდა ყოფილიყო ის ვინც იყო და ყვარებოდა ისე როგორც უყვარდა
_ჩემ სასიმამროს მაშინ შევხვდი ხელის თხოვნას რომ ვაპირებდი უკვე და ისე მელაპარაკა 25 წელია ვერ ვივიწყებ . დავიფიცე ჩემი შვილის საყვარელ კაცს ასე არ დაველაპარაკები_თქო და შენთან ხისთავიანი მამასავით არცერთ შემთხვევაში მოვიქცეოდი _ მოეხვია, თითქოს ზუსტად იცოდა სანდროს რა სჭირდებოდა. მხრებზე ხელი მოხვია და მერე იხუმრა კიდეც _ მარიამმა რომ გაიგოს შემხვდი , სიცილით მოკვდება. ძველმოდური ხარო გეტყვის
_მართლა საუკეთესო ხართ . სამაგალითო მამა იყავით სულ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უფროსი მეგობარი ჰყავდა გვერდით ვისი ნდობაც შეეძლო ვინც უპირობოდ გაუმაგრებდა ზურგს.
...................
_სამსახურიდან წამოხვედი თუ ამ დროს აქ რას აკეთებ , შვილო ? - ვახშმობდნენ ნია მოულოდნელად რომ დაბრუნდა და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა კაცმა
_მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და იმიტომ ჩამოვედი
_გამოცდები ჩააბარე და სადმე სხვაგან აპირებ სწავლის გაგრძელებას ?
_არა ... ჯერ _ჯერობით საქართველოში ვრჩები
_გულს ნუ მიხეთქავ შვილო , თქვი ხო მშვიდობაა
_მშვიდობაა , უბრალოდ მე ვიღაც მიყვარს - ღრმად ჩაისუნთქა, გაიღიმა და პირდაპირ თქვა სათქმელი
_თუ გიყვარს კარგია... ვინ გიყვარს ბიჭი თუ გოგო _ კაცმა ჯდომის პოზა შეიცვალა და აშკარად გამოუსწორდა ხასიათი
_კაცია მამა - თვალები აატრიალა და ახსნა განაგრძო- ექიმია ... ჩვენთან კლინიკაში მუშაობს . ვუყვარვარ , მეგონა მე არ მაღელვებდა და როგორც ვამბობდი კაცთა მოდგმისთვის არ მცხელოდა, მაგრამ
_მაგრამ რაღაც სასწაული შენთვისაც გამოიმეტა ღმერთმა, გვეშველა მგონი ... ის ოც ლიტრიანი უნდა გავხსნა შარშანდელი ღვინოდან რომ შემომრჩა_უცებ წამოდგა, მაგრამ მერე ისევ დაჯდა _არა ასე მალე ვერ გავიხარებ, ჯერ მანახე ვინაა. ცოლ_შვილიანია? ქართველი არაა ხო? ასაკი აქვს?ქრისტიანი არაა? კაი ჯანდაბას არაფერს დავეძებ, მთავარია ახლა ხომ არ ჰყავს ცოლი
_ მამაა , არ ვხუმრობ
_კარგია მე რო სერიოზულად ვლაპარაკობ და შენ მეირონიულები და მაგიჟებ? გაასწორა ?
_შენ მამა ხარ და ასე არ უნდა იქცეოდე ... დედააა თქვი რამე
-თავიდანვე ვამბობდი გიყვარს შენ ეგ კაცი_თქო და მოიკალი თავი არაო და აჰაა ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. მე ძალიან კმაყოფილი, მოხარული და ბედნიერი ვარ ცოლად თუ გაჰყვები ღმერთს მადლობას ვეტყვი
_შენ იცოდი ? ჭორაობენ ჩუმ _ჩუმად და მე ახლა მეუბნება. მოიცა ახლა რატომ მეუბნები რა მოხდა? ერთად ცხოვრობთ ? უკვე გადაბარგდი თუ ახლა აპირებ ,როგორც ჭეშმარიტ ევროპელს შეგეფერება ... შეყვარებულს როგორ მაცნობ, წარმოუდგენელია მამას ვინ აცნობს შეყვარებულს? რა ხდება ორსულად ხარ?
-რა ლაპარაკია? გინდა გამაგიჟო? რას ეუბნები ბავშვს თუ ხვდები საერთოდ
-რა იყო მაკა? რას ვეუბნები ისეთს? თვითონ არ ამბობს ურთიერთობამდე რომ დაქორწინდით იმიტომ ხოცავთ ერთმანეთსო? გავიგოთ ახლა შეეწყო ბიჭს თუ ვერ
-დეგენერატი ვიყავი შენ რომ შემიყვარდი თორემ , არ ვიცოდი რა არანორმალურიც იყავი? ბავშვს ნუ მიგიჟებ, ისე ნუ იზამ უკან რომ გაბრუნდეს და არაფერი გითხრას
-რა არ უნდა მითხრას კაცო, მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. აბა? ბაბუა ვხდები და იმიტომ მაცნობ იმ ბიჭს? რა სჭირს, შემამზადე მიდი ჰე
_მამა რატომ გაქვს ისტერიკა? სერიოზული, ჩამოყალიბებული კაცია. ჭკვიანი , განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, უკეთილშობილესი, უსიმპატიურესი... ცოლი არ ჰყოლია , არც შვილი , ყოველ შემთხვევაში თავად არ ფლობს ინფორმაციას და მომავალში თუ რომელიმე ყოფილი საყვარელი დაადგება ბავშვით ეგ არ ვიცი, გამორიცხული არაფერია . ნამდვილი ქართველია,დედით, მამით და ყველა წინაპრით ქართველია . მოხუციც არ არის, 32 წლისაა ,ხასიათში ისეთი მინუსებიც აქვს ზოგჯერ შენ თავს მახსენებს და იმიტომ ვაიგნორებდი, მაგრამ რას ვიზამთ პლიუსებმა გადაწონეს მინუსები . მიყვარს, ვუყვარვარ, გავერკვიეთ საკუთარ გრძნობებში ბავშვებიც აღარ ვართ , მის მეგობრებსაც ვიცნობ, უჯახისწევრების უმრავლესობაც გამაცნო ეტაპობრივად და მგონი ნორმალურია, რომ თქვენთან შეხვედრის სურვილი აქვს. თუ ჭკუიდან არ გადაიყვანთ დავპატიჟებ , მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ხელის სათხოვნელად არ მოდის. უბრალოდ გაცნობა უნდა
-დაპატიჟე დე, ამის ამბავი ხომ იცი ჭკუაზე არაა ისე უხარია , მაგრამ უნდა გაგამწაროს. არ გავაქცევთ იმ ბიჭს, თან მე ძალიან მომწონს
-მე რომ ავილეწე ახლა მოუნდა ორივეს შეყვარებულების გაცნობა და ქეიფები ... - ლუკამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა
-მამა ,სერიოზულად მიპასუხე ...მორიგეობები უნდა გადაცვალოს და ზუსტი რიცხვი მჭირდება შენც, რომ დახვდე სახლში
_კვირას მობრძანდეს, მაინც შენი მანქანა ჩამოდის და უნდა ავღნიშნოთ. თუ მომეწონება ხომ კარგი და თუ არადა როდის იყო მე მიჯერებდი , ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
_რა მანქანა ... რომელი მანქანა _ისე ნერვიულობდა ვერაფერი გაიგო კაცი კიდევ მიმიკას არ იცვლიდა _ მამაა , მანქანა მიყიდე?
_7 თვის წინ ვიყიდე და ვეღარ ჩამოაღწია , უკუღმართი ბედი რო გაქ კიდე კაი გემი არ ჩაიძირა . ბატონის მანქანასთან ერთად ვიყიდე, ამან გაანადგურა უკვე და კი ივლის ავტობუსით . შენი ჩამოსულია, საბუთების ამბებს ვაგვარებთ ... საქორწილოდ თუ უნდა მომამზადო მასეთი კარგი მანქანაც არაა მზვითში რო გაგატანო
_მააა _ თვალებამღვრეული მოეხვია , რამდენჯერმე აკოცა და მერე მის მუხლებზე მოკალათდდა. ბავშობის ნოსტალგიამ ერთბაშად იფეთქა -მადლობაა
_რა სჭირს ამას... დავიღუპეთ მემგონი მაკა , ვერაა კაი ამბავი . რაღაცა ეჭირვება იმ კაცს ისეთი გული გამისკდება და იმიტომ არი ასე გასასუთებული
_არაფერი სჭირს, მთვრალიც კი არ აფრენს
_სვაამს? მაგით ვერ დაიწყე გოგო? მე მეგონა ვიღაცა ყავაწრუპია შეგიყვარდებოდა და ესაა? აბა არ მომწონს მსმელი და მწეველი კაცებიო?
_რა ვქნათ, ტიპიური კახელია და როცა კარგი სიტუაციაა სვამს . სიგარეტს ეწევა , ზოგჯერ და ეგეც უნდა გადავაგდებინო
_დაუთვლია რამდენჯერ სვამს ხედავ? საწყალი კაცი, ვაი შვილოო რა დღეში იგდებს თაავს... რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ ღმერთთან მართალი რომ ვიყო, ჩვენ ხო არ გავაფრთხილოთ სულს ამოგხდის ეს ჩვენი გოგო და თუ სხვა ვარიანტი გაქვს იმას მიეძალე_თქო? მოიცა სად მუშაობ იცის?
_მამააა
_ეჰ , რა ვქნა რა გიყოო . რადგან გაუთხოვარი არ რჩები და გიყვარს ვინმე , ჯანდაბას ... შვილიშვილს ხო გამიჩენ? თუ მაგაზეც უნდა ვიხვერწო
_რა უცნაურია ჩემ შეყვარებულზე ცუდად გახდა და შენი უხარია_დეამ ჩაიცინა და სავარძლის სახელურზე ისე ჩამოჯდა მამას რომ მოხვეოდა _ ჩემი ვაჩე ხომ მაინც ყველაზე მეტად გიყვარს?
_ ნუ ხარ გოგო ეგოისტი ! შენ რომ უყვარხარ და აბოდებს შენზე , არ კმარა? შენი ლაწირაკი ვაჩე გყავდეს შენ , ჩამოვა დემნა და ვნახავთ როგორი აღმატებული გემოვნება მაქვს . ყველა სიტყვას უკან წაიღებთ ორივე ცოლ_ქმარი რაც კი ოდესმე რამე გითქვამთ ჩემზე და ჩემს ქალურ ცხოცრებაზე
_ღმერთმა მაგ დღეს მომასწროს შენი არჩეული რამე მომეწონოს და თუ რამე ვთქვა მაგის მერე მე ვიყო არაკაცი
_როდის ჩამოვიდეს ? რა თქვი ჩემი მანქანა როდის ჩამოვა? რა მანქანაა? არ მაჩვენებთ? ფოტო მაინც მაჩვენეთ
_საერთოდ არ უნდა ეთქვა და სიურპრიზის არსი არ ესმის , ამდენხნიანი დუმილის მერე მაინც წამოსცდა და ახლა ფოტოები მოუნდა გოგოს. მამაა თუ არ მოგვეწონება ის ბიჭი მანქანა მე რომ დავიტოვო არა? _ლუკამ ჯერ დააცადა და მერე ისევ საკუთარ სარგებელზე გადაერთო
_შენ ივლი ფეხით მანამ სანამ არ დაიმსახურებ ... ჯერ ის ვალი გავასწორო რაც ამკიდე . შენ დას ვუყიდე მე მანქანა სიძეს კი არა. მოკლედ მოვიდეს კვირას ... ვახშამს მოვამზადებთ
_არ შემიკრიბო ახლა ათასი კაცი გემუდარები _მაშინვე გააწყვეტინა როგორც კი მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი
_ მხოლოდ ოჯახი ვიქნებით , ვაჩეს ეტყვის დეა და მორჩა
_უკაცრავად? ვაჩე უკვე მიღებულია ოჯახის წევრად? არა რა დეამ როგორ მოაგვარა თუ მჯეროდეს. მე მეგონა უბრალოდ ისაუბრეს და ის უკვე სიძედ გვევლინება
_ჩემი ვაჩეს არ შეყვარება რთულია
_ამის ვაჩეეე ... სად შეგვიძლია. ორი წელი სისხლი გაუშრო კაცს. ოხ ეს ქალებიი , ნამდვილი კუდიანები ხართ . გადაიყვანა ბიჭი ჭკუიდან და ახლა კიდე დაატარებს თავის ჭკუაზე . ღმერთო ასე არავინ შემაყვარო , მაგულავე ცოტახანს
_ შენ ამათნაირი იპოვნე ჯერ რა და მერე იწუწუნე . არა ისაა კაი ზოგ _ზოგიერთები როგორც კი მიუჯდები ეგრევე რომ ზედ გაჯდებიან და გიხარია
_რაღაც უცნაურად უბერავს ქარი ლუკას მიმართულებით... რა გასაოცარი შეგრძნებაა, მგონი ვკვდები და არ ვიცი _ ისევ კაცის მუხლებზე იჯდა, თავი მხარზე მიადო და ბიჭს გახედა . ცდილობდა არ შეემჩნია მამის ქმედებები , მაგრამ არ გამოსდიოდა გული ისე უცემდა
_ერთ მიქარულს გამახსენებს მთელი ცხოვრება, არ იცნობ?
-მიცნობს , ეს კი მიცნობს შენ რა გეშველება თორემ... - გოგოს თავზე ეფერებოდა, შუბლზე აკოცა და მერე კიდევ დიდხანს ისხდნენ ასე ერთად
-იგრეკ ქრომოსომა აღარ ჭრის ამ ოჯახში?
-ეს სამედიცინო იუმორი სად შეგვიძლია...მადროვეთ დაბრუნდება ჩემი ბატონობის ხანა
-ყველამ საკუთარ თავს მიხედოს რა, ბატონმაც და ქალბატონმაც მაინც უკმაყოფილოები ხართ ხოდა გვადროვეთ მე და ჩემ ქალს
-აუუ მაჩვენე რა ფოტოებიი...რა ფერია მანქანა? წითელია?
-წითელზე გამახსენდა, იცოდე ნელა ატარებ , დაკვირვებულად და პომადის წასმა არ დაიწყო იქ ... მე მეტს ვერ გადავიტან , ამის ალეწვა მეყოფა მთელი დარჩენილი ცხოვრება
-არაფერი მოხდება, დამშვიდდი - ლოყაზე აკოცა და მერე უჩქმიტა- დიეტას როდის იწყებ?
-არასდროს ! თქვენი რა საქმეა ნეტა, ჩემი ქალი უძლებს ჩემს წონას
-რა ლაპარაკია? უზრდელი კაცი, ტუტუცი
- ა ვამბობ, დედაშენს გავხარ-თქო და არ მიჯერებთ. რა ფანტაზია აქ ხედავ?
-გეყოს უკვე !
-მაკუნაა ,თვალებს ბოლოს ამ სიხშირით რომ მიბრიალებდი ლუკა გაჩნდა 9 თვეში და რას მინამიოკებ?
-ამხელა კაცს ჭკუა სულ აღარ გაქვს... ხომ ხედავ შვილიშვილები გეყოლება მალე
-პირველი ბიჭი თუ იქნება სიძეს ვუყიდი მანქანას
-არ სჭირდება სიძეს შენი მანქანა ... პირველი იქნება გოგო
-არ შეუძლია რა, რო არ შემეწინააღმდეგოს მოკვდება
იმ საღამოს არ უკამათიათ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაწყება. სამუდამო ზავის იმედი არავის ჰქონდა...
………….
_კირთაძე გიყვარს?
_გამარჯობა , ლუკა . არ ვიცოდი ყაარჯნით სიარული თუ დაიწყე, გილოცავ , როგორც ვხედავ კარგად მიდის შენი გამოჯანმრთელების პროცესი. მეც კარგად ვარ, გმადლობ _ უკანსვლით მიდიოდა და მხიარული ტონით საუბრობდა
_გაჩერდი , გთხოვ ... სერიოზული საქმე მაქვს
_სერიოზული, შენ? ნუ მაცინებ საკუთარ თავზე შეყვარებულო ბიჭო
_პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ საკუთარი თავი მიყვარს , მეტადაც ვაპირებ ვიზრუნო საკუთარ სურვილებზე და სიამოვნებაზე
_ახლა იმ კოცნაზე თუ უნდა მითხრა , ძალიან გთხოვ , სასაცილოა... თამაშ_თამაშში მივედით იქამდე ეგ იყო და ეგ, არ მითხრა გულში ჩამივარდიო
_სალომე, კირთაძე გიყვარს თუ არა _თქო , მხოლოდ ეგ გკითხე ხომ? უბრალოდ მითხარი კი ან არა
_რა თქმა უნდა , არა ... საერთოდ რა მინდა კირთაძეს მსგავს ტუტუც ტიპთან. როგორ მაღიზიანებს ღმერთო
_ასეც ვიცოდი , _ ჩუმად თქვა და ყავარჯენის ძირი მიწას ძლიერად დაჰკრა
_მოიცა სად მიდხარ, სპოილერს მიტოვებ და ქრები? იცი რამდენი საქმე მაქვს? შენზე და მითუმერეს კირთაძეზე ფიქრის დრო არ გამაჩნია
_არც იფიქრო, მასზე არ და ჩემზე შეგიძლია
_ჩემი იუთუბ გადაცემის თანაწამყვანობაზე არაფერს მეუბნები და უარია თუ ფეხის გამო ჩერდები
_არა , არ ვიცი ... როდის იწყებ
_მოსეს ახალი ბრძოლის შემდეგ
_მე რომ ვერ გეხმადები
_უბრალოდ მჭირდება სახე , რომელსაც თან საუბარი შეუძლია და სპორტშიც ერკვევა . მარტო ბიჭებმა რომ არ მიყურონ და გოგონები დავაინტერესო შენი ვიზუალით
_შენ დარწმუნებული ხარ , რომ ყველაზე მეტად მევასები თუ იმდენად ფეხებზე გკდივარ შეგიძლია ასე გამომიყენო
_კი არ გიყენებ სამოთხეში გაგდებ , სხვა რა გინდა?
_კირთაძე რომ არ გიყვარს გავიგე და ჩემზეც უნდა გავიმეორო კითხვა რომელიც დამიიგნორე?
_კირთაძე განუვითარებელი პრიმატია შენ კი ბავშვი, რომელმაც არ იცის რა უნდა და არ იყენებს საკუთარ რესურსს სწორად. სიყვარულობანას დრო არ მაქვს შენ კი მეეჭვება მონოგამური ურთიერთობა გინდოდეს , პატარავ. უბრალოდ დატკბი ცხოვრებით სანამ დრო გაქვს მერე ვინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება
_მთელი დღეები სახლში ვარ, ჩამიგდე ფოტოები , ვიდეოები და მე დავამუშავებ. კიდევ თუ რამე გინდა
_მგონი ავარიის დროს ისე დაარტყი თავი, რომ უმაქნისობის კოეფიციენტი დაგივარდა და კაცური საწყისები ამაღლდნენ _ ლოყაზე აკოცა და თვალი ჩაუკრა _ კირთაძე რასაც ლაპარაკობს ყველაფერი ვიცი , ისიც ვიცი შენ რა გააკეთე , როგორ სწორად დაიცავი ჩემი ღირსება და ისიც ვიცი ჩემზე რომ გიჟდები, მაგრამ ამ ეტაპზე , მხოლოდ თანაწამყვანობა შემიძლია შემოგთავაზო . ერთ დღეს კოლეგები , რომ გავხდებით და შენ იქნები ქვეყნის ყველაზე სიმპათიური ტელეწამყვანი მე კი სპორტული ჟურნალისტი , ყველა ინტერვიუში გაიხსენებ საიდან დაიწყე
_და ამ დროს შენ ჩემი ქალი იქნები
_ოცნება ოცნებად რჩება თუ მიზნად არ აქცევ, პატარავ . ჯერ აჩვენე სამყაროს როგორი სწორი გზა გაქვს ცხოვრებაში არჩეული და შემდეგ იფიქრე ჩემთან რომანზე _ თამაშობდა თუ არა ვერ გაიგებდით, ზედმეტად ნიჭიერი იყო იმისთვის რომ მისით შეპყრობილ ლუკას გაეგო როდის ამბობდა სიმართლეს. მეორედ მეორე ლოყაზე აკოცა და ამჯერად ნამვილად ემშვიდობებოდა
_თანახმა ვარ
_ რომელ ნაწილზე ? _ უკანსვლით მიდიოდა
_ყველა , მაგრამ ამ ეტაპზე თანაწამყვანის პოზიციას ვიღებ !
_მიხარია. დარწმუნებული ვარ ჩვენგან საინტერესო დუეტი შედგება _ თვალი ჩაუკრა , შემდეგ ზურგი აქცია და მეგობრებისკენ დაიძრა.
...............
_სახლში ხარ ?
_გიგაურს ჩემი მოკრძალებული სალამი ... მშვიდობაა ? სახლში ვარ , მაგრამ სადაც საჭიროა იქ გავჩნდები
_დეაა ქალაქში, მე ვერ ჩამოვდივარ და შენ წამოიყვან? ავტობუსით დაიტანჯება , მერე ცუდადაა მთელი დღე და ცოდოა
_გოგო რო ვიყოო შენ სიყვარულს ვინატრებდი იმენნა რაა ... ტიპი რეებზე ფიქრობს _ იცინოდა და აგიჟებდა
_ნუ არ.კებ რა ... გახვალ თუ ვერ ეგ თქვი
_გავდივარ უკვე . გავიგებ სადაა ზუსტად
_არ უთხრა მე რომ დაგირეკე, ხო იცი როგორია დაიწყებს ფაიფურის თოჯინა არ ვარ თემებს
_ამ დამალობანას აღარ გაეშვი შენ კიდე?
_ყველამ ჩვენ ჩვენს სისუსტეებზე ვიფიქროთ... როდის მიფრინავ , სალომეც არ ამბობს
_ჩემი პირველი გულშემატკივარი რომ ხარ ვიცი შე ჩემა ... არ იტირო თუ წავაგებ , დეას არ უყვარს მტირალა ბიჭები
_დავაი რა , არც ვნახავ , სადამაქ იმის საცოდაობის ნახვის ნერვები . ექიმი კაცი ვიჩითები და მეცოდებიან, რომ შედგები
_ან მე შემდგება , შენ რომ ვერ მცემე ვერასდროს
_ხო ხარ ღირსი ერთხელ მართლა
_რა მართლა ბიჭო , ერთი შემოგარტყი და ისე დავარდი დეა ლამის ხელში ჩამაკვდა
_ხოდა ეგრე შემოარტყი , დააგდე და მოშორდი მერე აქაურობას
_შიში გკლავს ისევ ,ხომ ? გგონია დეას შენზე მეტად ვუყვარვარ და ლოცულობ მოვიგო , რომ წავიდე ქვეყნიდან
_დეას ჩემზე მეტად არავინ უყვარს და შენ იმიტომ უნდა წახვიდე ,რომ აქაურობა ვერასდროს დაგიტევთ შენ და შენს სესილიას _ ამჯერად სეროზული იყო . საუბრის დასასრულს სხვაგვარად არ შეეძლო
_შენი გოგო ნაყინზე , რომ დავპატიჟო და ცოტა ველაპარაკო არ გაჭედავ ხო?
_ხუთი ჭიქის ჭამის უფლება არ მისცე , ყელი ტკიოდა რამდენიმე დღის წინ
_აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს ვაჩე ექიმო, გაიხარეთ . იმრავლეთ და იბედნიერეთ . დაგლოცოთ უფალმა _იცინოდა , ვაჩემ კი ერთი ამოიოხრა და მერე გათიშა . მოსემ კი დეას მისწერა და ისე გაიგო მისი ადგილსამყოფელი გიგაური , რომ არ ეხსენებინა , თუმცა გოგონას არც სჭირდებოდა ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება . მანქანაში როგორც კი მოთავსდდა მაშინვე ამით დაიწყო
_ლუკას მანქანა აღარ ჰყავს, თავად დრო არ აქვს და შენ დაგირეკა ხომ ?
_დროა ვისაუბროთ მე და შენ პიროვნებაზე, რომელიც ასე გონდაკარგული გყვარობს
_დრო მაქვს, ვისაუბროთ ვაჩეზეც და სესილიასთან რა ხდება ამაზეც
_ექსკლუზიური ინფორმაცია უნდა გამომძალო?
_წინააღმდეგი ხარ, მეგობარო? გყავს ჩემზე კარგი მსმენელი?
_ვფიქრობ იმდენი გვაქვს სათქმელი გიგაური მცემს ოქტაგონზე გასვლამდე და ამკიდებს ახალ ტრამვას_მანქანა გააჩერა და პირველი გადავიდა. დეაც გვერდით მიჰყვებოდა და ჩვეული მშვიდი , ნაზი ხმით საუბრობდა
_ჩემი ვაჩე საკუთარ თავთან ჰარმონიაშია , ვინაიდან და რადგანაც მხოლოდ მე ვჭირდებოდი სიმშვიდისთვის
_გიგაურის ჰარმონია ვის ადარდებს , შენ რომ ვარსკვლავები გაქვს თვალებში ეგ მითბობს გულს მე _ გოგოს მოეხვია, შუბლზე აკოცა
_გულს მე კი გითბობ, მაგრამ ვინს გიჩქარებს მასზე რას მეტყვი?
_ყველაფერი ავურიე, ხომ მიცნობ ყველაზე მეტად მეშინია, როცა ვიცი , რომ ვიღაც ჩემზე ღელავს და ჩემს გამო შეიძლება ცუდად იყოს . მინდოდა დამეცვა სანამ ამ პერიოდს გადავლახავდი, მაგრამ არ გამოვიდა. ყველაფერი სხვაგვარადაა , სესილიასთან არაფერია ისე როგორც სხვა დანარჩენ სამყაროსთან და არ ვიცი ძალა მეყოფა თუ არა. ეს სიყვარული , რომელიც ჩვენთანაა ჩემს დამპალ ცხოვრებასაც მოერევა?
_როცა ეს გრძნობა თქვენნაირ ძლიერ ადამიანებს აქვთ მეეჭვება რაიმე არსებობდეს ისეთი რასაც ერთად ვერ გადალახავთ . ორივე ერთად მოსე და არა მხოლოდ შენ . უყვარხარ ნიშნავს ადარდებდე, აღელვებდე , აინტერესებდე , ტკიოდე .... სხვაგვარად ვერ იქნება, განა შეიძლება ვაჩე ცუდად იყოს და მე კარგად ? სხვა რაა სიყვარული , მხოლოდ ბედნიერება, კომფორტი , ვნება ან თავისუფლება ხომ არაა... ყველაფერი ერთადაა რასაც ცხოვრება გვთავაზობს . შენ კი დიდი განძი ხარ ნებისმიერი ადამიანისთვის ვის გვერდითაც დგახარ, მაგრამ ის სესილიაა, შენი ნახევარია, შენნაირია !
_ხომ იცი როგორ მიჭირს სიახლეების მიღება და დადებით ემოციებთან შეჩვევა ... სესილია კი ერთბაშად თავსდატეხილი ბედნიერების ცუნამია. ჯოჯოხეთის კარი შემოანგრია მისმა გამოჩენამ და შემდეგ იმ ფაქტმა , რომ ვუყვარვარ. სიგიჟეა, შეუძლებელი რამეა , რომ ამ საოცარ ქალს ნამდვილად ვუყვარვარ , უბრალოდ კი არ ვუყვარვარ ჩემთან უნდა იყოს . არ ებრძვის ამ თავის გრძნობას , რომელიც გაუგებრად მოვიდა და დარჩა ორივესთან
_შენ იმ ფაქტს ვერ იღებ, რომ მას აქვს ძალა შენთან ყოფნის ?
_აქვს კიი? ვინ იცის რა მოხდება ... მისი ცხოვრება ჩემსას რომ დაუკავშირდება ეს ყველაფერი უბრალოდ გრძნობების თამაში აღარ იქნება, ხომ იცი რომ გადავწყვეტ, ნაბიჯს გადავდგამ და ყველაფერი სერიოზული გახდება მერე უკან აღარასდროს დავიხევ , ჩემს ნაწილად იქცევა და რა... რა ელოდება ჩემთან ერთად ქალს , რომელსაც აქვს სრული შინაგანი თავისუფლება , რომელსაც შეუძლია ჰქონდეს სურვილი და ეს სურვილი განახორციელოს. მე რომ ჩემდაუნებურად შევზღუდავ, ჩემი ცხოვრების სტილით , იმით რომ ცვლილებებს ვერ მივიღებ , იმით რომ წლების განმავლობაში უნდა ვიბრძოლო , მცემონ და ვცემო . გამარჯვებაზე ვიფიქრო , მოვემზადო და ისიც ჩემთან უნდა იყოს ...
_ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა ითხოვს დათმობას, შენგან შორს ყოფნა არ მოუნდება, შენთან ექნება ყველაფერი ბედნიერებისთვის. აქამდე უამრავი რამ სცადა, რომ ეპოვნა თავისი ადგილი და გიპოვნა შენ
_და მე საკმარისი ვარ? იქნებ რა იყო მის გზაზე მე რომ არ შემეჩერებინა ჩემთან
_არაფერი ხდება უბრალოდ, ყველაფერს აქვს მიზეზი და შენთან ერთად ამ ქვეყნიდან შორს სესილია სრულიად სხვა სამყაროს აღმოაჩენს, კიდევ უფრო მეტი საქმე გამოჩნდება , მეტი ინტერესის სფერო და დარწმუნებული ვარ შენი სიყვარული კიდევ უფრო მეტის სურვილს გაუჩენს. შენ გამო ის თავს კი არ შეიზღუდავს პირიქით , მეტს ეცდება. ჭკვიანი , გონიერი ქალები, ვისაც გვიყვარს საკუთარი თავი და ის კაცი ვინც გვერდით გვყავს , როცა მისგან ვიღებთ ძალას ვხდებით უძლეველი, ყოვლისშემძლე სუპერგმირები
_არ ვიცი მე როგორ მოვერევი ჩემს ტვინში დატრიალებულ ჯოჯოხეთს, მაგრამ შენ რომ ზუსტად ის დეა ხარ ვინც მხოლოდ მე ვიცოდი , რომ არსებობდა , ფაქტია.
_და რატომ ხედავ ახლა ამ ქალს ასე ნათლად? იმიტომ რომ ჩემს გრძნობებს მივყევი , გავთავისუფლდი მასთან , გავაქრე მის წინ ყველა ნიღაბი , ვარ ისეთი როგორიც ვარ და შეუძლებელი არაფერია ! _უღიმოდა, თავის დადებით გრძნობებს აფრქვევდა
_არაფერი მინდა იმაზე მეტად , რომ სესილიას თვალებში ვარსკვლავებს ვხედავდე და ის შინაგანი შიშები გავუქრო რაც აქვს. ნეტავ ჩემს მსგავსად არ ჰქონოდა მასაც იარები , ნეტავ საერთო არაფერი გვქონდეს და ყოფილიყო მშობლების მიერ განებივრებული, ბედნიერი ბავშვი , რომელსაც გააკვირვებდა ჩემი ბრძოლა საკუთარი თავის შექმნის პროცესში _ დეასთან საუბარი ყოველთვის ეხმარებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დაგროვილი აზრების ხმამაღლა გაჟღერება შეძლო. კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ წინ ჰქონდა მოულოდნელი, გარდამტეხი მომენტი , რომელიც ყველაფერს შეცვლიდა , მაგრამ ვის საკეთილდღეოდ ჯერ არ იცოდა.
-შენ არასდროს გაკმაყოფილებს საკუთარი მიღწევები და ესაა მთავარი პრობლემა . უბრალოდ უნდა დაიჯერო, რომ შეგიძლია დაიბრუნე თავდაჯერებულობა ამაღლობელო ... ახლა კი წავიდეთ, თორემ კიდევ ერთ ნაყინს თუ შევჭამ ყელი ამტკივდება და ვაჩეს ნერვიულობა მკლავს
-შენ და ის , ერთად სხვა გალაქტიკაში ხართ !

№1  offline წევრი თ. ა.

როგორ მიყვარს ყველა როგორც წყვილი, მაგრამ მეგობრობა საერთოდ. ამ თავში ყველა დიალოგი იყო განსაკუთრებული. ყველაზე მეტად კი ის რკმ არც ერთი პერსონაჟი არ გყავს გაიდეალურებული და ყველას აქვს მინუსიც და პლიუსიც. მოკლედ კიდევ ერთხელ ვყვარობ ამ რომანს და შენც.

№2 სტუმარი ნი-კე

როგორც ყოველთვის ძალიან სწორი და გამართული აზრის მქონე დიალოგებია..❤️❤️წარმატებები

№3  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
როგორ მიყვარს ყველა როგორც წყვილი, მაგრამ მეგობრობა საერთოდ. ამ თავში ყველა დიალოგი იყო განსაკუთრებული. ყველაზე მეტად კი ის რკმ არც ერთი პერსონაჟი არ გყავს გაიდეალურებული და ყველას აქვს მინუსიც და პლიუსიც. მოკლედ კიდევ ერთხელ ვყვარობ ამ რომანს და შენც.

რაღაცნაირი ნაწილი გამოვიდა უბრალოდ მეტის არ მოხვდა ამ მონაკვეთში ისეთი არაფერი
smile

ნი-კე
როგორც ყოველთვის ძალიან სწორი და გამართული აზრის მქონე დიალოგებია..❤️❤️წარმატებები

heart_eyes kissing_heart
მადლობა

№4 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან მიყვარს ეს ისტორია და მისი ყველა წყვილი სიგიჟეა❤️❤️❤️❤️ ძველი ისტორიები მახსენდება ასე ძალიან რომ მიყვარს. ვაჩე და დეა რატომღაც მათეს და ლეას მაგონებს. ერთ ერთი საუკეთესო წყვილია შენი ისტორიებიდან. ძალიან მიყვარს პარალელებს რომ ვნახულობ ისტორიებში და მგონი ამიტო უფრო სასწაულად შემიყვარფა ვაჩეს და დეას წყვილიც:დ❤️ გელოდები მოუთმენლად.

№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანი
ძალიან მიყვარს ეს ისტორია და მისი ყველა წყვილი სიგიჟეა❤️❤️❤️❤️ ძველი ისტორიები მახსენდება ასე ძალიან რომ მიყვარს. ვაჩე და დეა რატომღაც მათეს და ლეას მაგონებს. ერთ ერთი საუკეთესო წყვილია შენი ისტორიებიდან. ძალიან მიყვარს პარალელებს რომ ვნახულობ ისტორიებში და მგონი ამიტო უფრო სასწაულად შემიყვარფა ვაჩეს და დეას წყვილიც:დ❤️ გელოდები მოუთმენლად.

მეც მაგონებს და არ მიკვირს ნამდვილად მიხარია რო თქვენ გახსოვთ ისინი ♡♡♡ვაჩეები კარგები გამომდის როგორც სჩანს

№6 სტუმარი სტუმარი კატო

სიმართლე გითხრა, ცოტა გაიწელა უკვე სიუჟეტი და ისე იშვიათად იდება, მუხტიც დაიკარგა :/

№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი კატო
სიმართლე გითხრა, ცოტა გაიწელა უკვე სიუჟეტი და ისე იშვიათად იდება, მუხტიც დაიკარგა :/

დასრულებამდე არ ვაპირებდი დადებას მაგრამ დღეს რთული დღე მქონდა და გადავწყვიტე მცირე მონაკვეთი დამედო

№8 სტუმარი Ana-maria

მამები რომლებიც ნაღდი კაცები არიან და მამები რომლებმაც არც იციან ეს რას ნიშნავს. წყვილები,რომლებიც ძალიან მომწონს. რა კარგი იქნებოდა ასეთი ურთიერთობი რეალობაშიც დიდი დოზით იყოს. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

№9  offline წევრი ფარვანა

მარიააამ!!! <3
როგორც იქნა!! ისე მომენატრნეენნ...
მოკლედ, აი ხომ ვიცოდი, რომ დირექტორი კარგი ადამიანი იყო?? კი, ვიცოდი, მაგრამ ასეთიი საყვარელი? ასეთი ჯიგარიი? მოკლედ არ ვიცი რაა!! მისმა და ჯანაშიას დიალოგმა გული გამითბოოო. ძალიან კარგი იყო, აი ძალიაანნნ, და ეს სანდრო რანაირიაა არ შემიძლიააა, მიყვარს მარიამიანად.

ნიაკო და მისი ოჯახი? ჯერ ხომ ვაჩეკოს და დეაკოს წყვილია სასწაული,მაგრამ ოჯახიიიიი აიი არ ვიციი ისეთი აურა აქვთ, ისეთი აურა შეუქმენი უფრო სწორად, რომ...
ისე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია თითქოს სადღაც იმერეთში ხდება ეს ყველაფერი. ისეთ სიტუაციებს, ისეთ შეიძლება ითქვას, ახლობელ სახეებს ვიჭერ ასე მგონია არ ვიცი... :დ <3

და ჩემი ნიაკო??? სიიყვარულიიიიი!! ჩემი ძერსკი ქალიიი!! ისე მიხარია, რომ მასთანაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ზოგადად ასეთი ბედნიერიაა.
ლუკინოში დაწყებული ცვლილებებიც ასევე ძალიან საინტერესოა საა მგინი მაგასაც მიწვდა კუბიდონის ისარი :დ მაგრამ მიუხედავად "ბავშვურობისა" ლუკა მაინც ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და სალომეს ნათქვამის არ იყო თავის დარტყმამ აშკარად რაღაცები შეცვალა რაც კარგია. :დდდ

დეას და მოსეს მეგობრობაზე აღარ ვსაუბრობ... სხვა განზომილებაა, რაღაც უღრმესი, უიშვიათესი, წრფელი და სანატრელიი. მათი საუბრები, ურთიერთგაგება, პატივისცემა... მიყვარნან!!

სესილია კი დამაკლდა, მაგრამ არაუშავს.
სასწაული ხარ მარიამო!! აი არ დავიღლები ამის თქმით, მადლობა. მადლობა ამ სიამოვნებისთვის და იმისთვის, რომ შენეულად ცდილობ თან გვასიამოვნო და თან დაგვაფიქრო, გვასწავლო ბევრი რამ შენი საოცრებების მეშვეობით.
სულ გელოდები.
პ.ს "ჩემი ვაჩე" გულშიაააა!! :დ <333333
--------------------
Phanessa Psykhḗ

№10 სტუმარი ეთო

ნიას ისტორიაც როგორ გამიხარდა❤რა ძალიან საყვარელია ყველა სათითაოდ ❤არ მეყო მარიააამ ❤❤❤

№11 სტუმარი One

Saertod ar vtvli rom gaiwela)) ai piriqit, imdenad didi dozit azriani dialogebia, adamians urtiertobebze rom daafiqrebs))
Dzalian miyvars yvela personaji, tumca sandroa chemi favorite mainc))
Madloba mariam , am dadebiti emociistvis, sauketeso khar❤️

№12  offline მოდერი sameone crazy girl

Ana-maria
მამები რომლებიც ნაღდი კაცები არიან და მამები რომლებმაც არც იციან ეს რას ნიშნავს. წყვილები,რომლებიც ძალიან მომწონს. რა კარგი იქნებოდა ასეთი ურთიერთობი რეალობაშიც დიდი დოზით იყოს. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

heart_eyes დარწმუნებული ვარ რეალობაშიც არიან ასეთებიც და ბევრად უკეთესებიც მაგრამ მეტი თუ იქნება ძალიან კარგი იქნება
მადლობა დიდი
heart_eyes

ეთო
ნიას ისტორიაც როგორ გამიხარდა❤რა ძალიან საყვარელია ყველა სათითაოდ ❤არ მეყო მარიააამ ❤❤❤

ხო პატარა ნაწილი გამოვიდა და უცნაური წესით ფინალურ თავში უნდა ყოფილიყო სხვა რაღაცებთან ერთად დაუგეგმავად დავდე დღეს

№13  offline წევრი Crazy dreamer

რომანი სასწაულია ნამდვილად.
რთული დღე როდესაც მაქვს ან რთულ გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველთვის ამ ისტორიას, რომ ვხედავ საიტზე და ნიშანი მგონია სამყაროსგან.
ყველა რომ მიყვარს ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ მაინც მამების და სასიძოების შეხვედრები, საუბრები მაგიჟებს ხოლმე ისეთი დაძაბული ვზივარ და ველოდები ბომბს, თუმცა შემდეგ ყველაფერი კარგად სრულდება და მეც შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე.
წარმატებები და რთული დღეების მარტივად დაძლევა heart_eyes
ჩემი ვაჩე და ჩემი დეა მეც სხვა გალაკტიკაში მაგდებენ წარმომიდგენია თითონ სად იქნებიან

№14  offline მოდერი sameone crazy girl

ფარვანა
მარიააამ!!! <3
როგორც იქნა!! ისე მომენატრნეენნ...
მოკლედ, აი ხომ ვიცოდი, რომ დირექტორი კარგი ადამიანი იყო?? კი, ვიცოდი, მაგრამ ასეთიი საყვარელი? ასეთი ჯიგარიი? მოკლედ არ ვიცი რაა!! მისმა და ჯანაშიას დიალოგმა გული გამითბოოო. ძალიან კარგი იყო, აი ძალიაანნნ, და ეს სანდრო რანაირიაა არ შემიძლიააა, მიყვარს მარიამიანად.

ნიაკო და მისი ოჯახი? ჯერ ხომ ვაჩეკოს და დეაკოს წყვილია სასწაული,მაგრამ ოჯახიიიიი აიი არ ვიციი ისეთი აურა აქვთ, ისეთი აურა შეუქმენი უფრო სწორად, რომ...
ისე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია თითქოს სადღაც იმერეთში ხდება ეს ყველაფერი. ისეთ სიტუაციებს, ისეთ შეიძლება ითქვას, ახლობელ სახეებს ვიჭერ ასე მგონია არ ვიცი... :დ <3

და ჩემი ნიაკო??? სიიყვარულიიიიი!! ჩემი ძერსკი ქალიიი!! ისე მიხარია, რომ მასთანაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ზოგადად ასეთი ბედნიერიაა.
ლუკინოში დაწყებული ცვლილებებიც ასევე ძალიან საინტერესოა საა მგინი მაგასაც მიწვდა კუბიდონის ისარი :დ მაგრამ მიუხედავად "ბავშვურობისა" ლუკა მაინც ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და სალომეს ნათქვამის არ იყო თავის დარტყმამ აშკარად რაღაცები შეცვალა რაც კარგია. :დდდ

დეას და მოსეს მეგობრობაზე აღარ ვსაუბრობ... სხვა განზომილებაა, რაღაც უღრმესი, უიშვიათესი, წრფელი და სანატრელიი. მათი საუბრები, ურთიერთგაგება, პატივისცემა... მიყვარნან!!

სესილია კი დამაკლდა, მაგრამ არაუშავს.
სასწაული ხარ მარიამო!! აი არ დავიღლები ამის თქმით, მადლობა. მადლობა ამ სიამოვნებისთვის და იმისთვის, რომ შენეულად ცდილობ თან გვასიამოვნო და თან დაგვაფიქრო, გვასწავლო ბევრი რამ შენი საოცრებების მეშვეობით.
სულ გელოდები.
პ.ს "ჩემი ვაჩე" გულშიაააა!! :დ <333333

ისე ვწუხვარ რომ დროულად ვერ ვდებდ ბოლო თავებს და ვერ მოვახერხე მანამ დასრულება სანამ სადიპლომოსთვის მეცადინებას დავიწყებდი ... ძალიან ვუხარ და თან არც შემიძლია რომ უფრო ავაჩქარო და რაღაც ისედავწერო ეს თავიც არ მქონდა გათვლილი ცალკე რომ დამედო შემდეგ ისეთო რაღაცები წერია რომ ერთად უფრო მეტად ემოციური იქნება. სესილია ბოლოს იქნება უფრო მეტად კიდევ გამოავლენს თავის სახეს...
უღრმესი მადლობა ემოციების გაზიარებისთვის ♡♡♡♡

№15  offline წევრი რუსკიმარუსია

დირექტორი აქამდედაც ხომ მომწონდა, მაგრამ ამ თავით საბოლოოდ დაიპყრო ჩემი გული❤️ საოცარი პიროვნებაა და კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა როგორი უნდა იყოს მამა❤️ ამ კაცმა იცის სიყვარულის და ბედნიერების ფასი. კიდევ ერთხელ დაგვანახა რას ნიშნავს ოჯახი და როგორ უნდა მოიქცე თუ რონელიმეს გაუჭირდება. ახლა ისიც ვიცით, რომ სანდროს ყავს გვერდით ადამიანი რომელთანაც შეუძლია ემოციები "გააშიშვლოს" და ამის არ შერცხვეს❤️
დეას მამა კიდევ ერთი საოცარი მამაა, ბუზღუნა, წუწუნა, მაგრამ მაინც შვილების უზომოდ მოყვარული❤️ და როგორ გამიხარდა, რომ ნიაკოსაც ეწვია სიყვარული და ეს ბობოქარი ქალი ცოტა "დააოკა" თუ უფრო გააგიჟა ჯერ არ ვიცი relaxed
სალომეს თქმის არ იყოს, მგონი ლუკა ამ ავარიამ ცოტა შეაფხიზლა smiley არ ვიცი ამ ორის ურთიერთობა როგორ განვითარდება, მაგრამ ლუკამ ჯერ "სამყაროს უნდა აჩვენოს რომ სწორ გზაზეა" და მერე ვნახოთ რა იქნება❤️

მოსეს და ვაჩეს უცნაური მეგობრობა მიყვარს, სულ ერთმანეთს კბენენ მაგრამ.მაინც ერთმანეთის გვერდით არიან.❤️ დეას და ვაჩეს ხომ უზომოდ თბილი მეგობრობაა აქვთ და მე გულს მითბობენ❤️ და მგონი ჯობია მეგობრის რჩევა გაითვალისწინოს მოსემ და თავის გრძნობებს მიყვეს, სესილიასთან ყველა ნიღაბი გააქროს და მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება❤️ სასურველია არცერთს არ ჰქონოდა ის ტრამვები რაც აქვთ მაგრამ ერთად უნდა შეძლონ და გადალახონ ეს იარები. მოსემ უნდა მიიღოს სესილია და მისი ზრუნვაც, უნდა გაითავისოს, რომ ამ ქალღმერთს მართლა უყვარს და მასთან ყოფნით კი არ შეზღუდავ, პირიქით ახალ შესაზლებლობებს გაუჩენს❤️

" უყვარხარ ნიშნავს ადარდებდე, აღელვებდე , აინტერესებდე , ტკიოდე .... სხვაგვარად ვერ იქნება, განა შეიძლება ვაჩე ცუდად იყოს და მე კარგად ? სხვა რაა სიყვარული , მხოლოდ ბედნიერება, კომფორტი , ვნება ან თავისუფლება ხომ არაა... ყველაფერი ერთადაა რასაც ცხოვრება გვთავაზობს."❤️

ახლა მეც იმ გარდამტეხ წამს დაველოდები რომელიც არ ვიცი რას მოიტანს, მაგრამ კარგის იმედი მაქვს❤️

შემდეგამდე, მარიამო❤️

№16  offline მოდერი sameone crazy girl

Crazy dreamer
რომანი სასწაულია ნამდვილად.
რთული დღე როდესაც მაქვს ან რთულ გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველთვის ამ ისტორიას, რომ ვხედავ საიტზე და ნიშანი მგონია სამყაროსგან.
ყველა რომ მიყვარს ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ მაინც მამების და სასიძოების შეხვედრები, საუბრები მაგიჟებს ხოლმე ისეთი დაძაბული ვზივარ და ველოდები ბომბს, თუმცა შემდეგ ყველაფერი კარგად სრულდება და მეც შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე.
წარმატებები და რთული დღეების მარტივად დაძლევა heart_eyes
ჩემი ვაჩე და ჩემი დეა მეც სხვა გალაკტიკაში მაგდებენ წარმომიდგენია თითონ სად იქნებიან

მეც ისეთი რთული ფაზა მაქვს ახლა ცხოვრებაში ეს ერთი კვირა განსაკუთრებით და სამყაროსგან მოწყვეტის საშუალებას მაძლევს თქვენთან ურთიერთობა თქვენი დამოკიდებულების და აზრების მოსმენა ... უღრმესი მადლობა ყველა სიტყვისთვის ♡♡♡

რუსკიმარუსია
დირექტორი აქამდედაც ხომ მომწონდა, მაგრამ ამ თავით საბოლოოდ დაიპყრო ჩემი გული❤️ საოცარი პიროვნებაა და კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა როგორი უნდა იყოს მამა❤️ ამ კაცმა იცის სიყვარულის და ბედნიერების ფასი. კიდევ ერთხელ დაგვანახა რას ნიშნავს ოჯახი და როგორ უნდა მოიქცე თუ რონელიმეს გაუჭირდება. ახლა ისიც ვიცით, რომ სანდროს ყავს გვერდით ადამიანი რომელთანაც შეუძლია ემოციები "გააშიშვლოს" და ამის არ შერცხვეს❤️
დეას მამა კიდევ ერთი საოცარი მამაა, ბუზღუნა, წუწუნა, მაგრამ მაინც შვილების უზომოდ მოყვარული❤️ და როგორ გამიხარდა, რომ ნიაკოსაც ეწვია სიყვარული და ეს ბობოქარი ქალი ცოტა "დააოკა" თუ უფრო გააგიჟა ჯერ არ ვიცი relaxed
სალომეს თქმის არ იყოს, მგონი ლუკა ამ ავარიამ ცოტა შეაფხიზლა smiley არ ვიცი ამ ორის ურთიერთობა როგორ განვითარდება, მაგრამ ლუკამ ჯერ "სამყაროს უნდა აჩვენოს რომ სწორ გზაზეა" და მერე ვნახოთ რა იქნება❤️

მოსეს და ვაჩეს უცნაური მეგობრობა მიყვარს, სულ ერთმანეთს კბენენ მაგრამ.მაინც ერთმანეთის გვერდით არიან.❤️ დეას და ვაჩეს ხომ უზომოდ თბილი მეგობრობაა აქვთ და მე გულს მითბობენ❤️ და მგონი ჯობია მეგობრის რჩევა გაითვალისწინოს მოსემ და თავის გრძნობებს მიყვეს, სესილიასთან ყველა ნიღაბი გააქროს და მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება❤️ სასურველია არცერთს არ ჰქონოდა ის ტრამვები რაც აქვთ მაგრამ ერთად უნდა შეძლონ და გადალახონ ეს იარები. მოსემ უნდა მიიღოს სესილია და მისი ზრუნვაც, უნდა გაითავისოს, რომ ამ ქალღმერთს მართლა უყვარს და მასთან ყოფნით კი არ შეზღუდავ, პირიქით ახალ შესაზლებლობებს გაუჩენს❤️

" უყვარხარ ნიშნავს ადარდებდე, აღელვებდე , აინტერესებდე , ტკიოდე .... სხვაგვარად ვერ იქნება, განა შეიძლება ვაჩე ცუდად იყოს და მე კარგად ? სხვა რაა სიყვარული , მხოლოდ ბედნიერება, კომფორტი , ვნება ან თავისუფლება ხომ არაა... ყველაფერი ერთადაა რასაც ცხოვრება გვთავაზობს."❤️

ახლა მეც იმ გარდამტეხ წამს დაველოდები რომელიც არ ვიცი რას მოიტანს, მაგრამ კარგის იმედი მაქვს❤️

შემდეგამდე, მარიამო❤️

შემდეგი დასასრული იქნება ნამდვილად და მე ისე ვღელავ არც კი ვიცი რა იქნბა შემდეგ ასე დიდი ხანია არ მომწონებია ის რასაც ვწერ ყველა გმირი და ყველა მომენტი იმდენად შემიყვარდა ვერ ველევი ... იმედია ბოლო ნაწილიც ძალიან მოგეწოებათ .
ვიცი საკმრისი არ იქნება განგებ ვტოვებ ბევრ ღია საკითხს ♡♡♡ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სულ რომ მახარებ და ბოლომდე მომყვები ♡♡♡

№17  offline წევრი ანნა ტუკვაძე

ჩემი ახალი გვერდიდან პირველ კომენტარს ვწერ,ძველი შემთხვევით დამებლოკა.
დავუკვირდი და ყოველთვის როცა შემოვდივარ და ვამოწმებ საიტს, რამოდენიმე საათით ადრე გაქვს დადებული ახალი თავი ყოველთვის,ალბათ გული მიგრძნობს.კარგი თავი იყო,დიალოგები და ჰარმონიული.მოსე ცოტა გაურკვევლობაში,მაგრამ არაუშავს სიყვარულს ჩვევია ეგ ზოგჯერ.დეაკო და ვაჩე იდილიაშია,სიყვარულს აბრწყინებენ.რაღაცნაირად საყავარელი ოჯახი ყავს დეას თავიდან რაღაც მინუსების მიუხედავად მაინც...
ნია ევროპელი ქალი იპოვა ექიმი ბიჭი,გულისამაჩყებელი იყო რაღაცნაირად მამასთან საუბარი.ოოო ლუკა და სალომესს არ მოველოდი ნამდვილად და სიუპრიზი იყო.
მარიამისს მამის შეხვედრა მომავალ სიძესთან..ბრავოოო მამას.
კაი თავი იყო რა heart_eyes
ბოლოს მოსეს და დეას ლაპარაკიი heart_eyes

№18  offline მოდერი sameone crazy girl

ანნა ტუკვაძე

ძველი "სახელი" მინდაა თორე ვერ ვხვდებიიი ...
ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონთ
ვწუხვარ ერთად რომ ვერ დავდე და ეფექტი დავუკარგე

№19 სტუმარი სტუმარი ნიაკო

სტუმარი ანი
ძალიან მიყვარს ეს ისტორია და მისი ყველა წყვილი სიგიჟეა❤️❤️❤️❤️ ძველი ისტორიები მახსენდება ასე ძალიან რომ მიყვარს. ვაჩე და დეა რატომღაც მათეს და ლეას მაგონებს. ერთ ერთი საუკეთესო წყვილია შენი ისტორიებიდან. ძალიან მიყვარს პარალელებს რომ ვნახულობ ისტორიებში და მგონი ამიტო უფრო სასწაულად შემიყვარფა ვაჩეს და დეას წყვილიც:დ❤️ გელოდები მოუთმენლად.

აუ, შეგიძლით შემახსენოთ რომელ მოთხრობაში იყვნენ ? იმდენი მაქვს წაკითხული, ვეღარ აღვიდგინე ეგ კონკრეტული წყვილი

№20  offline მოდერი sameone crazy girl

"უ'საზღვროდ" _ასე ჰქვია ისტორიას სადაც მათე და ლეა არის ერთ_ერთი წყვილი

№21 სტუმარი სტუმარი Nestani

Ise var uamravi email ciebit savse micirs erti sutyvac davwerot,shokshi chamagdo direktiris sityvebma eg nawili samjer wavikitxe use momewona us meorw xumara mamac zaluan momewona vimxiarule kidec magram cota sevda damitova sesilia damaklda velidebi axal tavs madloba warmatebebi ❤️❤️????

№22  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nestani
Ise var uamravi email ciebit savse micirs erti sutyvac davwerot,shokshi chamagdo direktiris sityvebma eg nawili samjer wavikitxe use momewona us meorw xumara mamac zaluan momewona vimxiarule kidec magram cota sevda damitova sesilia damaklda velidebi axal tavs madloba warmatebebi ❤️❤️????

მადლობა თქვენ ♡♡♡♡

№23  offline წევრი Daldoni Daldoni

ყოველთვის,როცა შენს ისტორიებს ვკითხულობ ასე მგონია შენი ისტორიის პერსონაჟები არარეალური სამყაროში ვხვდები . იმდენად იდეალურები არიან იმდენად დიდია მათში ეღირსება ,სიყვარული,მეგობრობა სიძლიერე და სიმტკიცე, არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დარჩე.. ღირსეული ადამიანის პროტოტიპია ამაღლობელი და აღმატებული სესილია .იშვიათი და ძლიერი წყვილი, არ შეიძლება არ გამოვყო ამაღლობელის და სესილიას მამის საუბარი ,რომელიც ყველა ემოციას იწვევს .ეს იყო უღირსი ადამიანის და ადამიანში ადამიანის დიალოგი,და მიუხედავად ამდენი ბარიერისა ,ისინი იბრძვიან ყველგან ,ყველასთან, ერთმანეთისთვის და ერთმანეთის ნაცვლად .არვიცი რომელიმეს გამოყოფა შეიძლება თუ არა მაგრამ ..დეა.ვაჩე .სანდრო .მარიამი .ყველა დიდი მეგობრობის და სიყვარულის მაგალითია და არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დარჩე..ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენნნ და ახლა ამ ემოციის ფონზე სიამოვნებით წავიკითხავდი განუმეორებელ მარიამ ყიფიანს

№24 სტუმარი სტუმარი ბარბარე

რა საყვარელია თიტოეული წყვილი ❤ ❤ და მიხარია კიდევ ახალი წყვილები რომ იჩეკებიან შიგადაშიგ ❤ გრძნობების და გიქრების გამომზეურებაა თითოეული პერსონაჟის საუბარი ❤ ყვრლა შემიყვარდა ❤ ველოდები შემდეგს მითბობს და მილამაზებს ეს ისტორია დღეს ❤❤

№25  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მიყვააარს ვგიჟდებიიი და ვაფრეეეენ

№26  offline წევრი ana tuki

ოო მალე ვიხილავ ამათ ფინალს და ერთი სული მაქვს.
კაი თავი იყო განსაკუთრებით მარიამის მამა მომეწონა

№27 სტუმარი თამუნე

ნუ ეხა ჩემი ქალ ღმერთი ხარ!!!!
პატარა საოცრება
დიდი ხელებით
დაჩი მინდოდა
მე ბევრი ბევრი
ნახე შენ მამა რა დღეშია
რა იუმორით ყოფილა
რამდენი შეძლებია
ნია რაღაცნაირი იყო
ჩემთვის ცეცხლი
თავისი სიტყვით
მზერით და მოქცწვით
რა უნდა სესილიასთან ვაჟბატონს
კარგი ხო მესნის მოსესი
მაგრამ ცოტა ხო უნდა გავლანძღო
ავითვალწუნე რაღაც
იმტორო კარგია
მიყვარხარ ხო?
ჩემი ბედნიერების წყარო ხარ
მზე ხარ

№28  offline მოდერი sameone crazy girl

Daldoni Daldoni
ყოველთვის,როცა შენს ისტორიებს ვკითხულობ ასე მგონია შენი ისტორიის პერსონაჟები არარეალური სამყაროში ვხვდები . იმდენად იდეალურები არიან იმდენად დიდია მათში ეღირსება ,სიყვარული,მეგობრობა სიძლიერე და სიმტკიცე, არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დარჩე.. ღირსეული ადამიანის პროტოტიპია ამაღლობელი და აღმატებული სესილია .იშვიათი და ძლიერი წყვილი, არ შეიძლება არ გამოვყო ამაღლობელის და სესილიას მამის საუბარი ,რომელიც ყველა ემოციას იწვევს .ეს იყო უღირსი ადამიანის და ადამიანში ადამიანის დიალოგი,და მიუხედავად ამდენი ბარიერისა ,ისინი იბრძვიან ყველგან ,ყველასთან, ერთმანეთისთვის და ერთმანეთის ნაცვლად .არვიცი რომელიმეს გამოყოფა შეიძლება თუ არა მაგრამ ..დეა.ვაჩე .სანდრო .მარიამი .ყველა დიდი მეგობრობის და სიყვარულის მაგალითია და არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დარჩე..ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენნნ და ახლა ამ ემოციის ფონზე სიამოვნებით წავიკითხავდი განუმეორებელ მარიამ ყიფიანს

უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის და იმისთვის, რომ ასე ერთგულად მომყვებით ამდენი წელია ♡

სტუმარი ბარბარე
რა საყვარელია თიტოეული წყვილი ❤ ❤ და მიხარია კიდევ ახალი წყვილები რომ იჩეკებიან შიგადაშიგ ❤ გრძნობების და გიქრების გამომზეურებაა თითოეული პერსონაჟის საუბარი ❤ ყვრლა შემიყვარდა ❤ ველოდები შემდეგს მითბობს და მილამაზებს ეს ისტორია დღეს ❤❤

მიხარია დადებითი განწყობა რომ მოაქვს თქვენთან ♡♡♡♡

uchveulo
მიყვააარს ვგიჟდებიიი და ვაფრეეეენ

ვაიიჰ , როგორი მაგარი ამბავია ეგ ყოველივე ♡

ana tuki
ოო მალე ვიხილავ ამათ ფინალს და ერთი სული მაქვს.
კაი თავი იყო განსაკუთრებით მარიამის მამა მომეწონა

♡♡ აი ამ კვირის ბოლოს უკვე დასრულებულს იხილავთ თუ რაიმემ არ შემიშალა ხელი ♡

თამუნე
ნუ ეხა ჩემი ქალ ღმერთი ხარ!!!!
პატარა საოცრება
დიდი ხელებით
დაჩი მინდოდა
მე ბევრი ბევრი
ნახე შენ მამა რა დღეშია
რა იუმორით ყოფილა
რამდენი შეძლებია
ნია რაღაცნაირი იყო
ჩემთვის ცეცხლი
თავისი სიტყვით
მზერით და მოქცწვით
რა უნდა სესილიასთან ვაჟბატონს
კარგი ხო მესნის მოსესი
მაგრამ ცოტა ხო უნდა გავლანძღო
ავითვალწუნე რაღაც
იმტორო კარგია
მიყვარხარ ხო?
ჩემი ბედნიერების წყარო ხარ
მზე ხარ

ოხ თამუნე თამუნეეეე
რა დაჩი ქალო რა დაჩი (ვხავი )
არა რ გითხრა რა ტუტუცელა ქალი ხარ ვფიცავ ამ კომენტარებით
ტოქსიკურობები რომ გიზიდავს ვიცი მე მაგ ამბავი კარგახანია და გავამზადებ ამის შემდეგ

№29 სტუმარი სტუმარი Nata

უკაცრავად მაგრამ ისე ამოგვაღამე ეს მოთხრობა კითხვის სურვილი დამიკარგე. 4-5 დღე ველოდებით ახალ თავს. ან დაასრულე დადე ან რავიცი. წლებია ვკითხულობ რასაც წერ და ასეთი მგონი ჯერ არ გაგიკეთებია. ცოტა ტეხავს

№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nata
უკაცრავად მაგრამ ისე ამოგვაღამე ეს მოთხრობა კითხვის სურვილი დამიკარგე. 4-5 დღე ველოდებით ახალ თავს. ან დაასრულე დადე ან რავიცი. წლებია ვკითხულობ რასაც წერ და ასეთი მგონი ჯერ არ გაგიკეთებია. ცოტა ტეხავს

ნამდვილად ტეხავს , თქვენი კომენტარი ...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent