ვნებიანი გარიგება 2
Აზრზე რომ მოვედი, იმ ადგილას უკვე მარტო ვიდექი, მისი სიტყვებისგან გაოცებულმა ვერც კი შევატყე როდის გამეცალა. Თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და მიმოვიხედე. Კვალიც კი აღარ დარჩენილიყო მისი. Არადა, დიდი სიამოვნებით დავუბრუნებდი საკადრის პასუხს იმ თავხედ იდიოტს. საერთოდაც, რა შემატყო ერთი მოწონების, ძალიან მაინტერესებს. არა, რაც მართალია მართალია პირველად ვნახე ასეთი სიმპათიური კაცი. მაგრამ ნამდვილად არ მომწონებია მის მკლავებში ყოფნა. Ღმერთო, Რამხელა წარმოდგენაზე აქვს თავის თავზე. Ჩვეულებრივი ბაბნიკი და მექალთანე რომაა ერთ წუთში დავასკვენი სრულიად უცხომ. კი დამეხმარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგეც ინსტიქტურად მოუვიდა, თორემ წაქცეულზე თავზე დამადგებოდა იმ თავისი ცინიკური ღიმილით და ერთს კარგადაც დამცინებდა. Საერთოდაც, მე თუ მკითხავ ასეთი ადამიანების გაკეთებული მადლი საერთოდ არ უნდა გინდოდეს, ამას ჯობდა აქვე მომედინა ზღართანი. ერთი გაბედოს და კიდევ სადმე გადამეყაროს, უტაქტო, უზრდელი კაცი. Ასე ლანძღვით მივედი ბართან და გულიდან ასე თუ ისე ბრაზი რომ ამოვიღე, იქაურობა კარგად მოვათვალიერე. მალევე შევნიშნე იქ მდგომი შავგვრემანი ბიჭი, მგონი ეს უნდა იყოს ის ბარმენი. Რა მითხრა რა ქვიაო? Გიო ვითომ? Ხო მგონი გიო მითხრა. -გამარჯობა, თქვენ ხართ გიორგი? -კი, მე ვარ -მე ნინა ვარ, ახლახანს ამიყვანეს აქ და მენეჯერმა მითხრა რომ თქვენ ამიხსნიდით ყველაფერს -უი ხო, კი იყო ცოტა ხნის წინ მოსული და გამაფრთხილა შენზე. Მიმტანად იწყებ ხომ მუშაობას? -კი -ხო, ნუ პირველ რიგში, სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინა, როგორც უკვე იცი გიორგი მქვია, მაგრამ ყველა გიოს მეძახის და შენც ასე დამიძახე, ასე მირჩევნია. Და კიდევ თქვენობითაც არ მელაპარაკო რა, არც შენი უფროსი ვარ და არც მოხუცი კაცი -ვიცი, უბრალოდ მომერიდა ეგრევე შენობითზე გადმოსვლა, მაგრამ რახან შენ თვითონვე მითხარი, აღარ არის პრობლემა და ჰო, ჩემთვისაც სასიამოვნოა -გავუღიმე მე -ძალიან კარგი ნინაჩკა, მგონი მე და შენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს. Ახლა, რაც შეეხება საქმეს, განსაკუთრებული არაფერი არ გევალება. ჩვეულებრივად უნდა აკეთო ის რაც მიმტანებს ევალებათ ხოლმე. ანუ მისვლა შეკვეთის ჩაწერა, აქ ამ შეკვეთის დატოვება და ბოლოს, გამზადებულის მიტანა. -კარგი -და ხო, კიდევ გაითვალისწინე რომ ამ კლუბში ჩვეულებრივი ხალხი და მდიდრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ ასე შემდეგ გამოყოფილია ერთმანეთისგან. აი იმ ნაწილში, ცოტა ჩაბნელებული და გამოყოფილი რომაა, ხედავ? თავი დავუქნიე -მაქ სულ მნიშვნელოვანი ტიპები არიან, მაგათთვის სპეციალურადაა გამოყოფილი ეგ ნაწილი და რაც არ უნდა მოხდეს, ეცადე მაგათთან პრობლემა არ შეიქმნა. Კარგს არაფერს მოგიტანს და მაგიტომ გეუბნები. Ძირითადად ნორმალური როჟები არიან, მაგრამ ზოგიერთები მაინც სირები გამოდგებიან ხოლმე. არ იფიქრო რომ იმის გამო რაც ახლა გითხარი, ყველაფერი უნდა აიტანო ან რამე რა. უბრალოდ ეცადე რომ შენ არ გამოიწვიო და თუ თვითონ გააკეთებენ რამე ისეთს მოხვალ და მე მეტყვი, მე თუ ვერ მიპოვე დაცვას. -და საერთოდ რომ არ მოვემსახურო მაგ ხალხს, არ შეიძლება? ისედაც საცდელი პერიოდით ძლივს ამიყვანეს სადღაც და მაგათი ხუშტურების გამო ნამდვილად ვერ დავკარგავ სამსახურს. -რა გაცინებს? -მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი რაზე იცინოდა, რაღაცნაირი ტიპი იყო, აი დადებითად რომ გმუხტავს და მეც სულელივით გამეცინა მის სიცილზე -არაფერი, უბრალოდ საყვარელი ხარ - გამიღიმა გულიანად -არ დაკარგავ სამსახურს მაგათი ხუშტურების გამო, შენ უბრალოდ შენი საქმე გააკეთე სწორად და რაც მთავარია არ ინერვიულო, თორემ მენდე ცუდად აისახება შენს სამუშაოზე -აი მეთვითონაც ხომ ვიცი რომ არ უნდა ვინერვიულო, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. Თუმცა მაინც ვეცდები არაფერი დავამსხვრიო და არავის არაფერი ვავნო -ვთქვი ბოლო სიტყვები თავაწეულმა, თავდაჯერებულად და ხმამაღლა. გეგონება საკუთარ თავს უფრო ვაჯერებდი ამ ფაქტს ვიდრე მას. არადა ჩემი სიდაბდურის გადამკიდე მართლა არ გამიკვირდებოდა რაიმე მსგავსი რომ არ ჩამედინა. -ვაიმე ღმერთო, ცუდადვარ, მანიაკი ხომ არ ხარ რანაირად ლაპარაკობ, ვის რა უნდა ავნო -გადაიხარხარა გიომ -კი მანიაკი ვარ და მიფრთხილდი- გამეცინა მეც მის სიტყვებზე -იცოდე მე არ დაგნებდები -სასაცილოდ შემოიხვია ხელები სხეულზე, თითქოს თავს იცავსო -კარგი რაა, ნუ ხარ მასხარა - კიდევ უფრო მეტად გამეცინა მე -კაი, მიდი ეხა წაცუნცულდი და ეცადე არავის არაფერი ავნო -ვეცდებიი - სულ სიცილ-კისკისით გავეცალე ბარს. ძალიან კარგი და დადებითი ბიჭი ჩანს, იმედია ვიმეგობრებთ კიდეც. მას შემდეგ რაც ოფიციალურად შევუდექი საქმეს, უკვე 2საათი მაინც გავიდოდა და მე ალბათ ათობით მაგიდას მაინც მოვემსახურე. ვცდილობდი არაფერი ამრეოდა და პირველივე დღეს შენიშვნა არ მოეცათ. ცოტა დაძაბული ვიყავი თავიდან, მაგრამ ბართან შეკვეთის წამოსაღებად მისულს გიო მამხიარულებდა ხოლმე, თან კიდევ გავიცანი ერთი მიმტანი. თეკლა ქვია და ძალიან საყვარელი გოგო ჩანს, მაგრამ ბევრი ვერაფრის გაგება ვერ მოვასწარი. არცერთს გვეცალა სასაუბროდ. ისე კი, შევთანხმდით რომ უკეთესად გავიცნობდით ერთმანეთს, როცა მოვიცლიდით ანუ სამუშაო დღის ბოლოს. მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. მანამ სანამ ერთერთ იმ მაგიდასთან მისვლა მომიწევდა გიომ რომ მითხრა მდიდარი, გაზლუქუნებული ხალხი ზის და ფრთხილად იყავიო. არა, შეიძლება მთლად ასეც არ უთქვამს, მაგრამ დასკვნა ასე გამოვიტანე. არადა, მეგონა რომ მათი მომსახურება დღეს მაინც არ მომიწევდა, მაგრამ ბედი მაქვს ასეთი. Რამე არ მინდოდეს და მერე არ დამმართნოდეს ჯერ არ ყოფილა. Თავს იმით ვიმხნევებდი რომ ადამიანები არიან ეგენიც და არა მონსტრები, უბრალოდ მეტი ფული აქვთ (რაც მეც დიდი სიამოვნებით მექნებოდა). რა უნდა მიქნან, ხომ არ შემჭამენ ბოლოს და ბოლოს. უბრალოდ შეკვეთას ჩავიწერ და გამოვეცლები. Ყველაფერი კარგად იქნება, შემოვუძახე სულ ბოლოს საკუთარ თავს. მაგიდასთან მისულმა სამი ან ოთხი ბიჭი და ორი ქალი დავლანდე. -გამარჯობა, რას მიირთმევთ - ვიკითხე შესაშური მოწიწებით. თვალი მოვავლე უცებ იქ მსხდომებს და ბლოკნოტი და კალამი გავამზადე ჩასაწერად -ახალი ხარ? -საზიზღარი მზერით ჩამეკითხა ერთერთი. Კარგი, პრობლემები არ მჭირდება, მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. Მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ, რა უნდა? დავიჯერო სახეზე მაწერია ახალი რომ ვარ თუ ნათელმხილველია -დიახ, დღეს დავიწყე აქ მუშაობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ვუპასუხე ზრდილობიანად და თან ნაძალადევი ღიმილიც დავურთე. თუმცა მისი თვალების შემხედვარე, უცნაურმა გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში. არ მომწონდა მისი გამომეტყველება, მთელ სხეულზე ამაზრზენად დააცოცებდა თვალებს და მაშინვე გულისრევის შეგრძნება მომაწვა. გუმანით ვგრძნობდი, ჯობდა რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას, თორემ რაღაც შარს გადავეყრებოდი. -ძალიან ლამაზი ხარ - გააგრძელა ისევ და საზიზღრად გადაისვა ენა ტუჩებზე -დიდი მადლობა. მაგრამ იქნებ მითხრათ რა მოვიტანო -ამის ატანა აღარ შემეძლო. დანარჩენები კიდევ არც იმჩნევდნენ რა ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. -დიდი სიამოვნებით გიხმარდი აქვე და ახლავე -ჯიუტად მომაშტერდა თვალებში. Ჰო, ჩემი ლაპარაკი და ფიქრები ერთი იყო, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა მეორე. Მაშინვე თვალები ამიცრემლიანდა და ვიცოდი პასუხის გაცემასაც ვერ მოვახერხებდი, თორემ ერთი სიტყვაც და ცრემლებად დავიღვრებოდი. Მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ და ალბათ ვინმეს რომ ეკითხა როგორ მოიქცეოდიო, ვეტყოდი თავს-ყბას გავუერთიანებ ეგეთ არამზადასთქო. Მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, ბრაზი ცრემლების სახით ჩამიდგა თვალებში და საშუალება რომ მიმეცა ალბათ აქაურობას წალეკავდა კიდეც -კაი შეეშვი ხო ხედავ სადაცაა იტირებს -ძლივს ჩაერია ერთერთი ბიჭებიდან, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი რომ ეს რაიმეთი მიშველიდა, თითქოს ამით ჩემს უარესად დამცირებას ცდილობდა -ოთხი ვისკი და ორი კოქტეილი. Კოქტეილი სულერთია, უბრალოდ რომელიმე მოიტანე- ჩაერია ერთერთი ქალი იმ ორიდან Ხმის ამოუღებლად მოვტრიალდი და ვეცადე არაფერი შემტყობოდა ბართან მისულს, არ მინდოდა ვინმესთვის პრობლემა შემექმნა. თანაც როგორი კარგი ადამიანია გიო, ჩემს გამო შარში ვერ გავხვევ. ჯობია მარტომ გავართვა თავი, ხომ უნდა მივეჩვიო თავის გატანას. გიო იქვე ჩამომჯდარ კლიენტებს ესაუბრებოდა და ლაპარაკიც ვერ მოვახერხერთ. მადლობა ღმერთს, თორემ აუცილებლად შემატყობდა ყველაფერს. Ყოველთვის ასე ვიყავი, მთელი ემოციები სახეზე გადმომდიოდა ჩემდა უნებურად. შეკვეთა სულ ფეხების კანკალით მივიტანე და მაგიდაზე ვალაგებდი, ისე, რომ თვალში არცერთს მოვხვედროდი, მაგრამ ისევ ის აუტანელი ხმა ჩამესმა, ამჯერად ყურთან ზედმეტად ახლოს -რას იტყვი პატარავ წავიდეთ? უცებვე გავსწორდი წელში ამ კომენტარზე -ვმუშაობ -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე -მერე რა, მაგას მე მოვაგვარებ -მითხრა და ხელი მკლავზე ისე ძლიერად ჩამავლო, რომ წასვლას ვეღარ ვახერხებდი -თავი დამანებეთ -კიდევ უფრო ამიწყლიანდა თვალები -ოუ ოუ მგონი ასე უფრო მიდგება, უბრალოდ , დამიჯერე ძალიან ისიამოვნებ-და ახლა ფეხზე გადაიტანა ხელი. ეს ბოლო წვეთი იყო. სინზე დადებული ვარდისფერი კოქტეილი ავიღე და სახეში შევასხი -თავი ვინ ჯანდაბა გგონია, ხომ გითხარი არ მინდა შემეშვი თქო -ხმამაღლა ვეუბნებოდი და შეიძლება ვყვიროდი კიდეც. ზურგსუკან ვგრძნობდი ხალხის მზერას და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მაგდებდა ეს ფაქტი. -ზედმეტი ხომ არ მოგდის შე -წამომდგარი ჩემკენ გამოიწია და ახლოს მოსული ალბათ დამიშავებდა კიდეც რამეს, უცებ წინ რომ ფარივით ამეფარა ვიღაცის მაღალი სხეული. Შვება ვიგრძენი და უფრო უკეთ მივიმალე -წერეთლის ცხვირმოუხოცავი ზედმეტად ბევრს ხომ არ ბედავს ჩემს კლუბში. -საროჩკის საყელოში ჩააფრინდა ხელებით. -თ გინდა დაგკიდო შე ლაწირაკო? ან იქნებ მოგაჭრა და მამაშენს გავუგზავნო საჩუქრად, სულ რომ ახსოვდეს რა კვერცხი შვილიც ყავს მაშინვე შევნიშნე რა უცებ გაჩნდა დაცვას ჩვენს გარშემო -მემუქრები? -გაისმა ხმა და წამით ეჭვი შემეპარა. Ეს ნამდვილად ის ბიჭი იყო, რომელიც ამაზრზენად ცდილობდა ჩემზე ეძალადა? Ხმა სრულიად შეცვლოდა და აშკარად იგრძნობოდა მასში დიდი რაოდენობით შიში და სიფრთხილე -კი არ გემუქრები, უბრალოდ გაფრთხილებ იმის შესახებ რაც მოხდება თუ ახლავე არ გააჯვავ აქიდან. Საჩუქრის გარეშე არ გაუშვათ ეს . Მადლობა შეგიძლია მოგვიანებით გადამიხადო. -უთხრა ცინიკურად. მერე მაჯაზე ხელის მოკიდება ვიგრძენი და მივხვდი, რომ სადღაც მივდიოდით,მაგრამ ვერაფერს ვარჩევდი. Მხოლოდ ის ვიცი რომ რაღაც კიბეები ავიარეთ და დერეფნის ბოლოს, დიდი ზომის კაბინეტში შევედით. იქ მაშინვე ხელი გამიშვა და მაგიდის უკან მდგომი სავარძელისკენ გაემართა. ტირილით დასიებული თვალები შევიმშრალე რომ გამოსახულების გარჩევა შემძლებოდა და მამაკაცს გავხედე. მაშინვე ვიცანი, ის იყო, ოთახიდან გამოსული რომ დავეჯახე. მაგრამ ამაზე ფიქრი ახლა ნამდვილად არ შემეძლო. -დაჯექი - მაგიდის მეორე მხარეს მდგომ ერთერთ სავარძელზე მიმანიშნა და მეც უნებურად დავემორჩილე. Ჯერ ისევ მეტირებოდა. -ახლა დალაგებულად მომიყვები თუ რა ჯანდაბა მოხდა ქვემოთ -გავიგე მისი მკაცრი ხმა -ჩემი ბ-ბრალი არ არის. შეკვეთა რომ უნდა ჩამეწერა -და ლაპარაკი ვეღარ გავაგრძელე, ყელში მადგებოდა ცრემლები და მეც ბოლო ხმაზე ვბღაოდი. სუნთქვითაც ძლივს ვსუნთქავდი უკვე. -მოდი ჩემთან -გავიგე მისი შერბილებული ხმა, მაგრამ რატომღაც არც კი მიფიქრია წამოდგომა -ახლავე -ექოდ გაისმა მისი ხმა ოთახში.მეც თვალებზე ხელებაფარებული ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი და მის წინ დავდექი. მერე კი, მისი თბილი ხელები ვიგრძენი, წელზე რომ მომეჭიდა და უარესად შემეკრა სუნთქვა. ხოლო მის მუხლებზე აღმოჩენილმა თავდაპირველად კი ვცადე შეწინააღმდეგება, მაგრამ უფრო მჭიდროდ შემომხვია ხელები და მეც მეტად აღარ შემიწუხებია თავი უაზრო მცდელობებით. რაღაცნაირად ვენდობოდი ამ კაცს, ახლა მის მკლავებში, მასთან ასე ახლოს მყოფი ისე დაცულად ვგრძნობდი თავს როგორც არასდროს. მან კი მკერდზე მიმადებინა თავი და თმებზე მოფერება დამიწყო. Მაშინ ყველაფერი დამავიწყდა, ის ამაზრზენი ადამიანიც და მგონი საერთოდ ჩემი იდენტობაც. ცოტა ხნით ასე ვიყავით და რომ მიხვდა შედარებით დავმშვიდდი და სუნთქვაც დამირეგულირდა. თავი ამაღებინა და მაიძულა მისთვის თვალებში ჩამეხედა. -ის ვეღარასდროს ვეღარ მოგეკარება და მაგაზე არ ინერვიულო, ხო? - დაახლოებით ისე მითხრა, პატარა ბავშვებს რომ ელაპარაკებიან ხოლმე. მე უბრალოდ თავი დავუქნიე -რა გქვია? -ნინა -ხმა საშინლად შემცვლოდა ტირილისგან -რამდენი წლის ხარ ნინა? -18ის გავხდი ცოტა ხნის წინ -და რას აკეთებს 18წლის გოგო კლუბში რომელიც სულაც არ არის კარგი ხალხით სავსე? -სხვაგან არსად არ ამიყვანეს -ამოვიჩურჩულე -კარგი, მისმინე. ახლა სახლში წაგიყვან და უბრალოდ დაისვენე, ხვალ კი მოხვალ და დამშვიდებულზე ვისაუბრებთ, კარგი? -მკითხა თბილად სახლში. სად სახლში წამიყვანს. სად მაქვს მე სახლი. ამის გახსენებაზე თავიდან ამიცრემლიანდა თვალები -არ მაქვს სახლი -ვუთხარი ქვითინის დროს ძლივს და ღმერთმა იცის საერთოდ თუ გაარჩია ჩემი სიტყვები -სახლი არ გაქვს? -თავი დავუქნიე -აბა აქამდე სად ცხოვრობდი -თავშესაფარში. 18ის რომ გავხდი იქიდან წამოვედი, მერე ქუჩაში. დღეს კი აქ მოვედი. ისევ გულზე მიმიხუტა. Ვერ ვიტანდი როცა ვიღაცას ვებრალებოდი და ალბათ მსგავსი ქცევა ვინმესგან საშინლად გამაღიზიანებდა მაგრამ ეს კაცი, საერთოდ სხვაგვარად მაგრძნობინებდა თავს. -მენდობი? -მკითხა უცებ და მეც მაშინვე თავი დავუქნიე, რაზეც მკრთალად ჩაეღიმა. იმ მომენტში მართლა ვგრძნობდი მისდამი უზადო ნდობას და პატივისცემას -ახლა ჩემთან ერთად, ჩემს სახლში წამოხვალ და რამდენიმე დღით რომელიმე სასტუმრო ოთახში დარჩები, მანამ სანამ შენთვის შესაფერის ბინას ვიპოვი და შეძლებ იქ გადასვლას. -მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს. ასე ძალიან მართლა ვერ შეგაწუხებთ. თან დღეს პირველად გხედავთ და არ მინდა რომ ჩემზე სხვანაირად იფიქროთ. -დიდი სახლი მაქვს ნინა, საერთოდ ვერ ვიგრძნობ შენს იქ ყოფნა არ ყოფნას. უბრალოდ მარტო ასეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წახვალ და შენთვისაც უკეთესი იქნებოდა თუ ჩემს დახმარებას მიიღებ. Და საერთოდაც არ ვფიქრობ ცუდად შენზე. -მაშინ კარგი. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, დღეს უკვე ორჯერ გადამარჩინეთ. გპირდებით, რომ მართლა, საერთოდ არ შეგაწუხებთ და რაც მთავარია ოდესმე აუცილებლად გადაგიხდით ვალს. -კარგი კარგი -გაეცინა და წამით გავშეშდი, როგორი ლამაზი სიცილი აქვს. -ახლა გავალ რაღაც საქმეებს მოვაგვარებ. აქ დამელოდე და წავალთ ცოტახანში, კარგი? -კარგი ავდექი, მისთვის ადგომის საშუალება რომ მიმეცა და გასვლამდე ვადევნებდი თვალს. არც ისე დიდი დრო იყო გასული უკან რომ დაბრუნდა, დაახლოებით ასე 10-15წუთი და წასვლის შესახებ მაცნობა. Სახლამდე მშვიდად ვიმგზავრეთ და არც ლაპარაკით შეგვიწუხებია თავი. Სასიამოვნო სურნელი და სიმშვიდე ტრიალებდა მანქანაში, რომელიც მხოლოდ ერთ მომენტში მისმა ხმამ დაარღვია -რაღაც შემოთავაზება მაქვს შენთვის ბოდიში რომ გალოდინეთ. იმდენჯერ გადავიკითხე და ჩავასწორე, მაგრამ მაინც არასდროს არარის ისეთი როგორიც მინდა, რაც იმედია გამოუცდელობის ბრალია და გამოსწორდება, თორემ ისე მაღიზიანებს ეს ფაქტი საერთოდ შევწყვეტ წერას. ძალიან ელოდით ამ ისტორიის მეორე თავს და მადლობა კომენატრებისთვისაც და მესიჯებისთვისაც. ძალიან არ მომწონს ახლა რასაც ვტვირთავ, მაგრამ რავიცი იმედია თქვენ ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.