დახმარება მჭირდებაა...
1 წლის წინ გავიგე, რომ ერთ ბიჭს მოვწონდი. მაშინ არ მომწონდა, მაგრამ სექტემბერში რომ ვნახე ძალიან მომეწონა. საშინლად სიმპათიური იყო. როდესაც მოვწონდი ინიციატივას სულ იჩენდა და მესალმებოდა. ზოგჯერ მკითხულობდა კიდეც.რამდენჯერმე შემთხვევით დავაიგნორე.ბოლოს მისალმებაც შევწყვიტე, იმ დროისთვის მნიშვნელოვანი და დღესდღეობით უმნისვნელო მიზეზის გამო. ჩემი რეაქციის გამო ბიჭი დაიღალა და აღარაფერს აღარ აკეთებს. თუნდაც, იმისათვის, რომ დამიახლოვდეს. ახლა ძალიან მომწონს და არ ვიცი რა გავაკეთო. დარწმუნებული არ ვარ მასაც კიდევ მოვწონვარ თუ არა, მაგრამ როდესაც მხედავს სულ ტელეფონს იღებს და ტელეფონში იწყებს ბოდიალს, ან ძმაკაცს ელაპარაკება, ან კიდევ ცდილობს სადაც მე ვდგავარ იმ მხარეს არ გამოიხედოს. ვფქირობ, ისევ მოვწონვარ. თუ არ მოვწონვარ, ფაქტია თავის არიდებას მაინც ცდილობს. ისიც უნდა გითხრათ, რომ როდესაც მხედავს ცდილობს "გაიპრანჭოს" და სერიოზულად მოიქცეს. ამასთანავე, რომ გავივლი გამომხედავს ხოლმე. მინდა, უბრალოდ გავიცნო და ვისაუბროთ. სერიოზული ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ მსურს, იმიოტომ,რომ მხოლოდ გარეგნულად მომწონს და ერთმანეთისათვის გამარჯობის გარდა ალბათ, 10 სიტყვაც კი არ გვაქვს ნათქვამი. თქვენი აზრით, გოგომ რომ ბიჭს მიწეროს სირცხვლია? ან როგორ გაიგებს ის? და საერთოდაც, თუ მივწერ რა მივწერო?
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.