შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 3)


20-07-2022, 13:23
ავტორი Mim-i
ნანახია 9 412

ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური რომ იყოს,მოსაბეზრებელი იქნებოდა.
ამიტომაც ღმერთმა შექმნა ადამიანი იმისთვის,რომ დაუშვას შეცდომები,არ იყოს იდეალური და არც იდეალურთან ახლოს.
თითქმის უცოდველი დედამიწაზე არავინ არის, და თუ ვინმეს ჰგონია რომ კი,არის და უნახავს,მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.
ჩვენ გვჩვევია ადამიანების გაიდეალება და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რასაც არსებობის მანძილზე ვუშვებთ.
ამას ვერაფერი აღუდგება წინ,რადგან ყოველ მათგანში მსახიობი ცხოვრობს,
სწორედ ისეთად გაჩვენებს თავს როგორიც გინდა რომ იყოს,ჯეკპოტის მოხსნასავითაა,მაგრამ ძალიან მცირე თანხით,რადგან სწორედ ასეთი ადამიანები ემსგავსებიან ყველაზე მახინჯ ეშმაკებს მაშინ,როდესაც რესურსს წურავენ.
მაშ… სად არის ის ზღვარი,რომელიც განსაზღვრავს ვინ გიყვარდეს და რანაირად ? ზღვარი არ არის.
შენ გიყვარდება ის რასაც ქმნი,რაც გელანდება და გინდა იყოს,მერე ან გიმართლებს ან არა.
ძალიან ბევრი მინახავს სიბერემდე მიღწეული წყვილი,ასეთ წყვილებს რომ ჰკითხო აუცილებლად გეტყვიან “თავის ეშმაკებიანად მივიღეო”.
და ხედავთ ? ხვდებით სად არის ყველაზე ვიწრო რკალი? მიღებაში.
ადამიანი ჯერ უნდა მიიღო,მერე დაიმეგობრო და შეიყვარო.
თუ ადამიანს თეთრ ფარდას გადახდი დაინახავ მის შავ,ღრმა ხვრელსაც.
ამას ის ახერხებს ვინც ძალიან ჭკვიანია,ძალიან ჭკვიან ადამიანებს ესმით,რომ აუცილებლად უნდა ნახონ ეს ყოველივე რომ განსაზღვრონ შეძლებენ თუ არა ცხოვრებას ასე.
ის შავი ხვრელი ხან საშიშია,ხან სევდიანი,ზოგჯერ შეიძლება სასტიკიც აღმოჩნდეს, ამიტომაც არსებობს “შავი და თეთრი”, ადამიანს შეუძლია გადაწონოს ის სიბნელე რაც მის შიგნით არის,მაგრამ ვერასდროს გააქროს . შერწყმას ვეძახი ამ პროცესს.
მიიღე ადამიანი ისეთი როგორიც არის და არ სცადო მისი შეცვლა,ამას ჰქვია სიყვარული.
როდესაც სრულდება ყველაზე ნათელი,ამაღელვებელი და ვნებიანი ფაზა,დგება ამაზრზენი,საშიში და თითქოს გადაულახავი,შენ რჩები და იღებ,იღებ და ეგუები,ეგუები და ეხმარები.
შეგუებაა ყველაფერზე ჭკვიანური და თან სულელურიც,რადგან შეგუებამდე უნდა იცოდე რას მოაწერო ხელი და რისგან გაიქცე .
“მიიღო ადამიანი თავის ეშმაკებით”
ყველაზე წრფელი სიყვარულია,ასეთს ვერაფერი დაანგრევს
“შეეგუო და შეგეგუოს”
ყველაფერზე შერწყმადია,ასეთ კავშირს ყველაფერზე გამარჯვება შეუძლია
“შეიყვარო ადამიანის ბნელი მხარე”
ნდობის ძლიერი მაჩვენებელია,რადგან ასეთ ნდობას ვერაფერი გამოაცლის ძირს .

———

-თუ შეიძლება თავითის საზამთრო ტანსაცმელი რომ მომცე- კარის ზღურბლზე მდგარი დიანა ჩემს წინ იდგა.შესამჩნევად ლამაზ მუცელზე ხელებს ისვამდა,ძალიან უნდოდა გული მტკენოდა მაგრამ არ იცოდა,რომ თავად ელოდა იმ ტკივილის გავლა რომელსაც ჩემთვის ამზადებდა.
სახლში შემოვიპატიჟე და მისაღებ ოთახში მდგარ სავარძელში ჩაესვენა.
დავითის მორჩენილი ტანსაცმელი ჯერ კიდევ მისი წასვლის პირველივე დღეს დავკეცე და ჩემოდანში ჩავალაგე,
დიანას ფეხებთან დავუდგი,მის წინ დავჯექი და გავუღიმე
-რამეს ხომ არ დალევ ? -მშვიდი ხმით ვკითხე და წარბები ავზიდე. დარწმუნებული ვარ ამ ქალს სიკვდილივით ვძულდი ჩემი სიმშვიდის გამო,მაგრამ ისიც ვიცოდი რომ სიძულვილი ყველაზე გამოუსადეგარი გრძნობა იყო გრძნობათა შორის, მას არ შეეძლო დავეზიანებინე,დავენგრიე და წავეშალე, რადგან მისი ემოციები მეტად ძლიერი იყო ვიდრე საღი გონება,ამაში მაშინ დავრწმუნდი როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს .
-არაფერი მინდა-უხეშად მიპასუხა და სავარძლიდან წამოხტა, ჩემოდანს სტაცა ხელი.
ერთხელ ვიფიქრე დავეხმარები მევთქვი მაგრამ მალევე გადავიფიქრე, გამახსენდა რომ არ ვიყავი ამის ვალდებული.
-გილოცავ-კარებთან მისულს სიტყვა დავაწიე. გაოგნებულმა გამომხედა და ჩაიცინა
-გულწრფელად ?
-დავითის ყოლას არა,ბავშვის არსებობას გილოცავ
-ჩემი და დავითის შვილს გულისხმობ?
-შენს შვილს ვგულისხმობ,დიანა, შენს შვილს -ნიშნის მოგებით ვუპასუხე და ხელით ვანიშნე რომ მისი წასვლის დრო იყო. გაურკვევლობაში მყოფმა კიდევ ერთხელ ამათვალიერა,მერე სახლიდან გავარდა და კარი მიიხურა ისე ძლიერ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა .


-ყველაფერზე მეტად რის კეთება გიყვარს?-მაგიდის წინ მჯდარმა ლადომ მკითხა და სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა
-ვერ ვხვდები ეს საქმესთან რა კავშირშია?
-უბრალოდ მაინტერესებს
-ასე უბრალოდ? -გამეცინა
-ზოგჯერ ადამიანები მიზეზის გარეშე სვამენ კითხვებს,ისე უბრალოდ რა
-კითხვა ..
-ბოლოს რა წაიკითხე ? -ქვევიდან ამომხედა და სიგარეტს წაუკიდა
-რომანი
-რომანტიკოსი ხარ ? -გაეღიმა,ერთი ნაფასი დაარტყა და სკამის საზურგეს აეკრა
-არც ისე, ვერ ვიტყოდი ძლიერ კის
-მაშინ რომანებს რატომ კითხულობ? რა სიამოვნებას აქვს იმის წაკითხვას რაც შენთან ახლოს არაა -ჭკვიანური კითხვა იყო
-სიამოვნება მხოლოდ შენ არ უნდა გიკავშორებოდეს, შეგიძლია იმითაც დატკბე რაც სხვებს აქვთ მაგრამ შენ არა, ამას სხვისი ბედნიერების გაზიარება ქვია.. წიგნის კითხვისას კი იმის გაგება რისიც არ გესმის
-ჭკვიანი ქალი ხარ, ნამდვილად ძალიან ჭკვიანი
-მადლობა
-ყველაზე მეტად,რის კეთება არ გიყვარს
-დაკითხვაა ?
- გაცნობას დავარქმებდი
- სამუშაო საათებში ? უფროსის საქციელს არ გავს
- უფროსის ძალაც სწორედ ესაა,რასაც მინდა იმას ვაკეთებ
- ძალაუფლების მოყვარული ყოფილხარ
- ვის არ უყვარს ძალაუფლება? მხოლოდ იმას ვისაც არ ქონია
- მე გავალ-აღარ მსურდა საუბრის გაგრძელება, ვეცადე ქმედებითაც მენიშნებინა. რადგან ზურგის შექცევა დიდი უზრდელობაა,უკუსვლა დავიწყე და თან სახეზე ღიმილი ავიკარი, რაც ყველაზე მეტად მძაგდა ეს იყო, ღიმილი მაშინ როცა არ გეღიმება. აღარაფერი უთქვამს,კმაყოფილი სახით გამომაყოლა თვალი და იქამდე მიყურა,სანამ მისი კაბინეტის კარი არ მივიხურე.
უცნაური კაცი იყო ლადო,საიდან გამოჩნდა ან სად მიდის ვერავინ გაიგებდა,საუბარიც უცნაური ჰქონდა, თუთქოს ყოველ ფრაზაში რაღაც გამოცანას მალავდა,სწორედ მასზე იყო ნათქვამი ამირანი გულში მღეროდაო.
არც მე ვიკლავდი თავს მის ფრაზებზე ფიქრით,ძალიან ხშირად მავიწყდებოდა კიდეც რომ ვიცნობდი ვინმე ლადოს,იქამდე სანამ უფროსობას არ მოინდომებდა ხოლმე.
ხშირად შემოდიოდა ჩვენს კაბინეტში,დარაჯივით რამდენჯერმე კედლიდან კედლამდე გადიოდა,ხელები უკან ჰქონდა ხოლმე შემოწყობილი,ერთმანეთზე აჭდობდა.
დავაკვირდი კიდეც,როდესაც საქმიან სახეს იღებდა მარჯვენა წარბი ზევით ექაჩებოდა,სახე ებადრებოდა, თითქოს სანყაროს მბრძანებლად გრძნობდა თავს.
საკმაოდ მძიმე,მომთხოვნი და მკაცრი აღმოჩნდა,სამსახურიდან შვიდი მომუშავე პირი გაანთავისუფლა,ექვსი მაშინვე როდესაც დირექტორად დაინიშნა,იმ ერთს კი კარგი ბედი არ აღმოაჩნდა.
სამუშაო საათებში მიუსწრო ტელეფონით ხელში, ასე განაცხადა “ჩემთვის მიუღებელია”
“მთელი გონება აქ უნდა გქონდეთ”
“მხოლოდ მაშინ მოდუნდებით თუ ვინმე მოკვდება,ან თავად გახდებით ცუდად” ო
ამას ტირანიზმიც კი შეიძლება დაარქვა,თუმცა მისმა ხერხებმა საგრძნობლად წინ წასწია ჩვენი კომპანია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ბევრად მეტ შეკვეთას ვაფორმებდით,ხელფასიც რეალურად გაზარდა და დავასკვენით,რომ სიტყვის კაცი იყო.
სათვალთვალო კამერებზე არაფერს ვიტყვი,ერთადერთი ადგილი სადაც არ დააყენა საპირფარეშო იყო. თავიდან გვეცინებოდა კიდეც,მერე დავინტერესდით,თუ კამერებს საპირფარეშოს კედლებზე ვერ ვამჩნევთ,იქნებ სადმე კაბინაში დაამაგრა?
თუმცა რა თქმა უნდა ესეც ხუმრობა იყო და ჩვენი პატარა ინტრიგა,რომელზეც მხოლოდ მაშინ ვხუმრობდით როცა მარტო ვრჩებოდით,მარტო კი ძალიან იშვიათად შეგვეძლო ყოფნა.
იმ დღის მიწურულს,როცა სახლში წასვლამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი,ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა

+995*********: რამეს ხომ არ ისურვებ ?

ამოვიკითხე და წარბები შევკარი.
აზრზე არ ვიყავი ვინ იყო,ვიფიქრე ნომერი შეეშალათ თქო და პაუხის გაცემაზე არც კი მიფიქრია,თუმცა ორი შეტყობინებაც მალევე დაემატა

+995**********: მაგალითად ყავას ?
+995**********:ან იქნებ ჩაი გირჩევნია?

მივიხედ-მოვიხედე, ვერავინ რომ ვერ შევნიშნე ტელეფონს ვტაცე ხელი და საპასუხოდ მეც შეტყობინება გავაგზავნე

მე:ნომერი შეგეშალათ,ნუღარ შემაწუხებთ.

თვალები მოვისრისე და ღრმად ჩავისუნთქე,ძალიან დაღლილი და ძალა გამოცლილი ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში,დავემხხობოდი საწოლზე პირქვე და გავთიშავდი გონებას.


ზაფხულის მიწურული იყო და ამინდი ნელ-ნელა ირეოდა,სწორედ ეს სეზონი მიყვარდა ბავშვობიდან.
შემოდგომა სადაცაა უნდა დამდგარიყო,მეც თითქოს ახალი ენერგიით ვივსებოდი და თავს უკეთესად ვგრძნობდი.
გავიგე დავითს შვილი რომ ეყოლა,სოციალურ ქსელებში იმდენი სურათი მოათავსეს,რამდენის დადებაც შესაძლებელი იყო.
რამდენჯერმე კიდევ შევიხედე დავითის შეტყობინებებში, მერე არ ვიცი რა მოხდა რადგან პაროლი შეცვალა.
ჩემთვის უკეთესიც კი აღმოჩნდა,რაც უფრო ცოტა იცი , მით უფრო კარგად გძინავს ღამით.
-ეს ფეხსაცმელი საშინლად გიხდება-ვუთხარი ლილეს. ბაკუნით სარკემდე მიირბინა და რამდენჯერმე დატრიალდა
-ნამდვილად,ვგიჟდები ჩემს ფეხებზე
-დღეს რას აპირებთ?-თვალი ჩავუკარი.. პირველად მოინდომეს ლილემ და ნიკამ ცალკე შეხვედრა, ეს რაღაც საინტერესოს ნიშანი უნდა ყოფილიხო რადგან თერთმეთ წლიანი მეგობრობის შემდეგ მსვავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა.
-ისიც არ ვიცი რატომ მთხოვა მარტო შეხვედრა-ქალს ჩვევია თავის გასულელებაო გამიგია,მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო,როდესაც გულწრფელად არავინ ვიცოდით რა ხდებოდა. ნიკას არასდროს გამოუვლენია სიმპათია,არც ლილეს უხსენებია ნიკა სხვა კონტექსტში.
-პრობლემა თუ არაა თქვენს შორის,ესე იგი მოსწონხარ
-რას ამბობ სალომე-ჩურჩულით მისაყვედურა-ძმასავითაა ხომ იცი? მთელი ცხოვრებაა რაც ერთად მოვდივართ ჩვენ ექვსი,ამას ცხოვრებაში ვერცერთხელ წარმოვიდგენ
-ამაზე უარესები წარმოგვიდგენია. წინასწარ ნურაფერს ვიტყვით, რა იცი რა ხდება ? -დავამშვიდე როგორც შემეძლო.
ოთახის კარი ლევანმა და ნათიამ შემოხსნეს,მშვიდი სახეებით შემოვიდნენ და საწოლზე დაემხნენ
-რაო რაზე ვჭორაობთ-ლევანმა დამცინავად იკითხა
-რაზე შეიძლება რომ ვიჭორაოთ ახლა?
-ნიკაზე?
-ყველაზე აქტუალური ეგ არის დღეს-დაამატა ნათიამ
-რა შეიძლება რომ უნდოდეს ლევან? არაფერი უთქვამს შენთვის? -იკითხა ლილემ
-გარტყმაში არ ვარ,მაგრამ მაგარი იდეა კი მაქ -ხელები ერთმანეთზე გაუსვა-ჩუმად გამოგყვებით
-როდის უნდა გაიზარდო? -ვიკითხე და გულიანად გამეცინა
-რა? არ გაინტერესებთ რა მოხდება ?
-პირადი სივრცის შესახებ რაიმე გსმენია?-უსაყვედურა ნათიამ
-პირადი სივრცე მომინდომეს..
-სისულელეებზე ლაპარაკობ -თავზე წამოვარტყი ხელი-უკეთესი იდეა მაქვს
-რა იდეა?-დაინტერესდა სამივე ერთად
-რომ ნახავ,დაგვირეკე,ჩუმად ვიქნებით ჩვენ,მოვისმენთ რა ხდება ..
ერთმანეთს გადახედეს,ერთ ხანს ჩუმად იყვნენ,თითქოს სინდისის ქენჯნა აწუხებდათ,მერე თითქოს ეშმაკმა სძლიათ,სინდის-ნამუსზე აღარც მე მიფიქრია, პირად სივრცეზე ხომ საერთოდ..
-არ ტეხავს ? -ლევანი შეიშმუშნა
-რატომ ტეხავს,მაინც ხომ გავიგებთ ?
-იქნებ არ უნდა ნიკას თქმა?
-უპატიებელი მიზეზია-მეწყინასავით.

ნიკა:პრივეტ ლილე
ლილე:როგორ ხარ,მშვიდობაა?
ნიკა:კი მშვიდობაა.როგორ მიდის საქმეები?

-როდის აქეთაა ასე ელაპარაკება?-დაინტერესდა ლევანი
-შეყვარებული თინეიჯერის ხმა აქვს-კომენტარი გავაკეთე მე
-ჩვენ უფრო ვგავართ ახლა თინეიჯერებს-დაამატა ნათიამ

ნიკა:მოგწონს აქაურობა?
ლილე:კი ლამაზია
ნიკა:ჩემი საყვარელი ადგილია
ლილე:ვიცი, თითქმის ბავშვობიდან გიცნობ

-მგონი მართლა მოსწონს ამ კარგ მ****ულს-ლევანი დიძაბა

ლილე:ნიკა კარგად ხარ? რატომ ვართ აქ ?
ნიკა:მომისმინე..
ლილე:ხო

ეს-ესაა ნიკას საუბარი უნდა დაეწყო,ყველაზე საინტერესომდე მივდიოდით რომ ყურმილი გავთიშე
-სისულელეა. არ შეიძლება ასე
-გეთანხმები სალომე-ნათიამ მხრები აიჩეხა და ზურგზე გადწვა.
-როგორ გგონიათ გრძნობები გაუჩნდა ? -იკითხა ლევანმა
-მე იმის მეშინია,ზიანი არ მიადგეს ჩვენს სამეგობროს,ხომ გესმით-ლევანის მღელვარება გასაგები და თან მისაღებიც იყო.. იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ერთმანეთთან ყოფნას გადაწყვეტდა კაცმა არ იცის რა შეიძლება მომხდარიყო, თუმცა წინასწარ საუბარს თავი სამივემ ავარიდეთ.
იმ ღამით ლილე და ნიკა არცერთს გვინახავს,მეორე დილით სამსახურში წავაწყდით ნიკას,თუმცა არც ისე კარგ გუნებაზე იყო. აშკარად რაღაცამ ცუდათ ჩაიარა ღამით,არ მინდოდა კითხვების დასმა უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი,ამიტომ გადავწყვიტე დრო მიმეცა.
ასეა თუ ისე,უარყოფილი ადამიანი თვითონვე იწყებს საუბარს როდესაც გულში წყენას ვეღარ იტევს,უარყოფილი რატომ?
რადგან ყველა ადამიანს სახეზე აწერია
“ბედნიერი ვარ “
“უბედურებისგან ვიტანჯები”
ნიკას კი აშკარად ტანჯვის ლანდი დაკრავდა.

იმ დღისით ლადომ ოცჯერ მაინც დამიძახა თავისთან,რომ არ სცოდნოდა ხალხს რამდენად გულგრილი ვიყავი მისადმი იფიქრებდნენ,საყვარლები არიანო.
-მინდა რომ ლეპტოპი აიღო და ჩემთან ერთად წამოხვიდე -მითხრა და წელში გასწორდა. უხმოდ დავტოვე მისი კაბინეტი,ლეპტოპი ჩანთაში ჩავდე და მოჩვენებითი ბედნიერი სახით უკან გავედევნე.
მთელი გზა არ ამოუღია ხმა,მის გვერდით მჯდარმა მინა ქვევით ჩავწიე რომ ჩამესუნთქა ჰაერი
-აუწიე
-რატომ? -წარბები შევკარი,სულ არ მადარდებდა ჩემი თმა რომელიც ძაღლის ყურებივით მიჰყვებოდა ქარს
-არასასიამოვნოა ჩემთვის
-ოფლში ბანაობაა სასიამოვნო ? -მკაცრად გამომხედა,მივხვდი არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები,თუმცა სამწუხაროდ არც ეს მტკენდა გულს.
-ოფლში?
-ხო
-საიდან მოიტანე რომ ოფლიანი ვარ ?
-ოფლი ყველას მოსდის -მხრები ავწიე,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მივაყენე
-მე არ მომდის
-რატომ? საოფლე ჯირყვლები არ გაქვს?
-სალომე დამცინი?
-არა,სერიოზულად გისვამ კითხვას
-მინა ასწიე თუ შეიძლება-წამოიყვირა.მოულოდნელობისგან შევცბი,არასდროს მინახაბს კაცი რომელიც ჩაწეული მინის გამო ყვირის . უფრო მეტიც,შევნიშნე როგორ დაიძაბა,თვალები ბრაზისგან აენთო და ცეცხლი წაეკიდა.
უხმოდ ავწიე მინა,თავი დატუქსულ ბავშვად ვიგრძენი..
-მაპატიე-ხმადაბლა წარმოთქვა
-მინების კომპლექსი გაქვს?
-შენ არ გესმის -ისე გამომხედა თითქოს უნდა მცოდნოდა მიზეზი,რაღაც მაგიური ძალის მეშვეობით
აუცილებლად მეგრძნო და ვერ შევძელი.
-უცნობ ადამიანებს რთულია გაუგო
-ყველაფერს აქვს თავის მიზეზი,მაგრამ არაა აუცილებელის ყველა ადამიანს გაუგო.
-მაპატიე,მაგრამ ძალიან უცნაური ხარ
-არ მესმის
-აი ხომ ვამბობ… უცნაური ხარ
-იმის გამო რომ მინის აწევა გთხოვე ?
-იმის გამო რომ გაუწონასწორებელი ხარ-ტუჩები დავბრიცე
-საიდან მოიტანე?
-რამდენიმე წუთის წინ მიყვირე
-არ მიყვირია,ხმამაღლა გთხოვე
-თუ მთხოვე მაშინ კარგი
-დამცინი ხო?
-კი -ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე ისევ განაგრძო
-აი რა მინდა გკითხო, დავითს რის გამო დაშორდი? -ასეთ შეკითხვას არ ველოდი
-მიღალატა
-გიღალატა ?
-კი, ჩემნაირ ქალებსაც ღალატობენ თურმე
-რა სასაცილო ხარ
-ვცდილობ , კი . შენ არ გყავს ცოლი? -დრო იყო მეც დამეწყო კითხვების დასმა,რადგან მისი გამოჩენის დღიდან პასუხებს მხოლოდ მე ვიძლეოდი
-არა, მაგრამ მყავდა , ადრე -სახე შეეცვალა,თითქოს მის თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი.
-განქორწინდით?
-არა,გარდაიცვალა-მაშინ გამახსენდა ლადოს ნათქვამი “ღალატი ჯობდა” , თავი საშინლად ვიგრძენი
-მაპატიე რომ ასე ჩაგეძიე
-არაუშავს,დიდი დრო გავიდა უკვე
-შეგუებადია?
-რას გულისხმობ,გარდაცვალებასთან შეგუებას? -თავი თანხმობის ნიშნად დავაქნიე
-ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ეგუება,არც მე ვარ გამონაკლისი
-ასე მარტივად ?
-წლები დამჭირდა,მაგრამ იმას რასაც ვერ შეცვლი ვერ შეცვლი,ამას უნდა იაზრებდეს ყველა ადამიანი
-მართალი ხარ

შეხვედრა შუა ხნის ცოლ-ქმართან გვქონდა,სახლის დიზაინის შეცვლა სურდათ. ყველაფერზე ვფიქრობდი საქმის გარდა,ძალიან მიჭირდა გონების მოკრება და აშკარად შესამჩნევი იყო რადგან ლადომ რამდენჯერმე შეუმჩნებლად გამკრა მხარი.
ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურებში მისი სიტყვები “რასაც ვერ შეცვლი ვერ შეცვლიო”
ძალიან უბედური მომეჩვენა რადგან ვიცოდი,რომ გარდაცვალება ერთადერთი რამ არის,რასაც წინ ვერ აღუდგება ადამიანი და ვერც მათ შეძლეს ამის შეჩერება.
-რას იტყვი,მოხერხდება? -იკითხა ქალმა და ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი მაინც დავუქნიე
-მაშინ ეს საქმე შენია-თავმომწონედ მაცნობა ლადომ
-პატივია ჩემთვის-ვეცადე პროფესიონალიზმის ხარჯზე არ შემემჩნია გაურკვევლობა,თუმცა შენზე გამოცდილ ადამიანს რომ ვერ მოატყუებ მივხვდი

-აზრზე არ იყავი რაზე საუბრობდნენ
-მაპატიე-დამნაშავედ ვიბრძენი თავი.
-არაფერია,ხდება ხოლმე, ამაზე ნუ იდარდებ.. გინდა სადმე ყავა დავლიოთ?
-შენ გინდა? -დავინტერესდი.ეს ის შანსი იყო რომლითაც საკუთარი უპასუხისმგებლობის გამოსყიდვას შევძლებდი.
იცით რა იყო სასაცილო? ის რომ თავად ღმერთს სურდა ჩემი დახმარება იმ საღამოს.. ყავა კი დავლიეთ,მაგრამ ნახევარ საათში ნინოს ზარმა ის შანსი მომცა,რომელზეც ვერ ვიოცნებებდი.
არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა რომ ის საბრალო კაცი გამეხალისებინა, ვიგრძენი მომენდო რადგან მომიყვა მისი უბედურების შესახებ.
ადამიანი რომელიც თავის განვლილ მძიმე მოგონებაზე გიყვება ძალიან მარტოსულია,ასეთებს კი უნდა დაუმეგობრდე.
ძალიან დიდ ხანს ვიწვალე
იმისათვის,რომ დამეთანხმებინა ღამის კლუბში წამოსვლაზე.
ნეტავ გენახათ სახეები როდესაც ლადო დაინახეს,გაოცებისგან ყბები მუხლებამდე დაეწელათ მაგრამ არცერთმა მათგანმა აგრძნობინა უფროსს ზედმეტი რომ იყო..
-არ მიყვარს ეს ადგილი-ბართან მჯდარმა საწყლად გამომხედა
-თავიდან არავის უყვარს -დამაჯერებლად ვუპასუხე
-ხშირად სტუმრობ ასეთ ადგილებს?
-მეორედ დღეს -ლილემ დიდი ვაი ვაგლახით სასმელი შეუკვეთა ყველასთვის. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,ძალიან კარგად შეეწყო ლადო ჩემს მეგობრებს,დაგვავიწყდა კიდეც რომ პირველ რიგში ჩვენი უფროსი იყო.
ჭიანჭველებივით გაიფანტა ყველა,ნიკა და ლილე ისევ რაღაცას არკვევდნენ ცეკვა-ცეკვით, ლევანი ნინოს და ნათიას ერთდროულად უყოფდა ენერგიას და ხალისს.
-მუსიკა თუ მოგწონს? -დავინტერესდი და სასმელი მოვსვი
-ისე რა -შევნიშნე რომ დაძაბული იყო
-დალიე და მოგეწონება
-ვსვამ
-მიდი მიდი, გპირდები მართლა მოგეწონება -ლადომ ბოლომდე დაცალა ჭიქა,ვეცადე ავყოლოდი თუმცა ალკოჰოლის დალევა არც ისე მარტივი საქმე იყო. რამდენჯერაც სვამდა იმდენჯერ აღებდა პირს,ვიფიქრე მაგავსი მანევრი დალევაში ეხმარება და ისე მწარე აღარ ეჩვენება სასმელი თქო
-ვიცეკვოთ? -წელში გავსწორდი
-რა ?
-ვიცეკვოთ
-არა,შენ იცეკვე
-არა
-რატომ?
-შენთან ერთად უნდა ვიცეკვო-გავუღიმე და ხელზე მოვკიდე ხელი.

წვალებით,მაგრამ მაინც შევძელი მისი აყოლიება.
ხალხში შევერიეთ,ვუყურებდი და ჩემი თავი მახსენდებოდა,განსხვავება მხოლოდ ის იყო,რომ მან ბევრად მალე შეძლო აზრზე მოსვლა.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი თამამდება!
ლადომ ხელები წელზე შემომხვია და სინქრონულად დაიწყო მოძრაობა,უარზე არც მე ვყოფილვარ.
მისკენ შევტრიალდი და შევნიშნე როგორ იღიმოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მუსიკა წამალივით არის ადამიანისთვის. უდარდელი და მხიარული იყო,თითქოს მხრებიდან ტვირთი მოიხსნა და საკუთარ თავს ნება მისცა რომ ცოტა ხანს მაინც ყოფილიყო თავისუფალი. აი რა აკლდა,თავისუფლება.
-მადლობა-ჩამყვირა ყურში,სიცილისგან წავბარბაცდი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ დავვარდნილიყავი. ლადომ ხელი ძლიერად მომიჭირა მკლავზე და თავისკენ მიმიზიდა
-არაფრის-მისგან გავნთავისუფლდი,ხელები გავშალე და ცეკვა განვაგრძე. დიდი ინტერესით მომაჩერდა, არ ვიცოდი რაზე ფიქრობდა იმ წამს,მაგრამ ვიცოდი,რომ მისი გაბედნიერება მუსიკის მეშვეობით შევძელი.
ადამიანს როდესაც აბედნიერებ თავადაც ბედნიერდები…
საკუთარი თავის უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.
შენობაში ცისფერი და წითელი განათებები ჩაირთო,ჩანდა სიგარეტის კვამლი,თუმცა სუნს დიდად ვეღარ ვგრძნობდი.
მხარზე შემეხო ლადო,თმა წინ გადმომიყარა და თითქმის შეუმჩნევლად მაკოცა . მოულოდნელობისგან შევკრგი, მისკენ შევტრიალდი და დავინახე რომ აღარ იღიმოდა.
სერიოზული სახით იდგა,თვალს არ მაშორებდა,თითქოს რაღაცის გარკვევას ცდილობდა
-რამე მოხდა? -ვკითხე და მეტად მივუახლოვდი
-არაფერი-თავი გააქნია
-მაშინ რატომ შეგეცვალა იერი?
-არაფერია
-ლადო კარგად ხარ ? -მკლავზე შევეხე. ფრთხილად და ძალიან ნელა,ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია
-უზრდელობად ჩამითვლი,თუ გთხოვ,რომ მაკოცო? -ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე
-რა?
-შეიძლება რომ გაკოცო? -კიდევ ერთხელ მკითხა და სახე ჩემს სახესთან ახლოს მოსწია. მის თბილ და ნოტიო სუნთქვას ვგრძნობდი. მთელს სხეულში ვიგრძენი სითბო მაგრამ პასუხის გაცემას ვერაფრით ვახერხებდი.
თითქოს ენა გადავყლაპე,პირდაბჩენილი ვიდექი და წადმომიდგინა კიდეც,როგორი სახე შეიძლებოდა მქონოდა იმ მომენტში.
-ამას არ ვიზამ,იქამდე სანამ შენ არ მოინდომებ
-მინდა-აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს
-არ გინდა-მითხრა და გაეღიმა
-რა?
-ძალიან ბევრი დალიე -თავი ცუდად ვიგრძენი,უარყოფილადაც კი. რაღაც თამაშს გავდა მისი ქმედება,თითქოს მცდიდა კიდეც - არ იცი რაზე მთანხმდები -ხელები გასწია და ხალხში გაერია.
თითქმის შეურაცხყოფილს საერთოდ აღარ მესმოდა მუსიკის ხმა,ვიდექი და ვფიქრობდი,ისევ ვფიქრობდი დიდი ხნის შემდეგ რაღაც უაზრობაზე .


-რა მოხდა, რა უნდოდა? -ნინომ ხელი გადამხვია
-არაფერი
-სად წავიდა?
-არ ვიცი

————-

დილით გაჭირვებით გავახილე თვალები,თავი საშინლად
მტკიოდა და საერთოდაც,საწოლიდან ადგომის სურვილი არც კი გამჩენია .
გამახსენდა
“მინდა” “მინდა” “მინდა”
-არ მჯერა- წამოვიწიე და სახე დავმანჭე
-მინდა ? რამ მათქმევინა ეს ? რა მინდა სალომე , რა მინდა …
-დილამშვიდობისა , გაიღვიძე ? -ოთახში ლილე შემოვიდა, მიიწიეო ხელით მანიშნა და ჩემს გვერდით გაიშოტა -რა გინდა?
-ნუ მკითხავ
-რა მოხდა გუშინ შენსა და ლადოს შორის?
-რა ლადო? - უხერხულად დავიმანჭე
-სალომე რა მოხდა? მთვარი ხარ კიდევ?
-დამიჯერე აღარასდროს დავლევ
-იქნებ ამოუშვა პირიდან
-გუშინ ლადოს ვუთხარი,მინდა რომ მაკოცო თქო- ლილემ მაშინვე თავი წამოსწია,თვალები გააფართობა და პირი დააღო
-რა უთხარი?
-არაფერი მითხრა გთხოვ
-მითხარი რომ გიღირდა მაინც მაგის თქმა-სიცილი ვეღარ შეიკავა
-კარგად არ მახსოვს რა ვილაპარაკეთ. მაგრამ უარით გამისტუმრა
-არაო?
-შეგრძნება მახსოვს, მიტოვებულად ვგრძნობდი თავს
-მთლად გამოშტერდი-ხელები აღმართა-შენი საშველი არსადაა
-მაგრამ გიხაროდეს,სიმპათიური მანც იყო
-ვის რაში არგია
-არც არავის,მაგრამ გეცოდინება მაინც რომ სიმპათიურ კაცს თხოვნე კოცნა
-მე არ მითხოვია
-თხოვნად ჟღერდა
-შენ ის მითხარი, ნიკამ რაო?
-ჯერ ვერ გავერკვიეთ
-რას ნიშნავს ეს
-იმას,რომ არც მეგობრები ვართ , მაგრამ არც წყვილი -გაოცებისგან ახლა მე დავაღე პირი
-მოიცადე, რა ?
-მაკოცა
-რა?
-ხო
-როდის?
-იმ ღამით,როცა შევხვდი
-მერე?
-გავარტყი
-რომ არ გაგერტყა აჯობებდა,სახე უტიროდა მთელი დღე
-მართლა?
-დიახ .. მე და ნიკა უარყოფილები ვართ -სასაცილოდ ჟღერდა.


შეგრძნება,თითქოს მთელი სამყორის წინაშე შერცხვი, ნაცნობია?
ჩემთვის კი..
არ ვიცოდი სამსახურში როგორ მივსულიყავი,თავს სულელად და გაუთლელ ქალად ვგრძნობდი.
დედამიწაზე თუ კი შექმნილა რაიმე სახის სინანული, ეს სინანული ყველა მათგანს შორის ყველაზე საშინელი იყო.
ისიც კი არ ვიცოდი სად გაქრა,რომ გაქრა უარესი იყო თუ უკეთესი, ჩემი ბრალი იყო თუ მისი.
ადამიანს სულსწრაფობა გკლავს !
ან რად მინდოდა მისი კოცნა?
საერთოდ გონებაში აზრად რანაირად მომივიდა მსგავსი?


მეორე დილით ლადო არსად გამოჩენილა,არც მესამე და მეოთხე დღეს მოსულა კომპანიაში.
როგორც გავიგე,მის დამხმარეს ტელეფონის მეშვეობით ეკონტაქტებოდა ხოლმე , დიდი დანაკლისი არ მიგრძვნია,პირიქით მიხაროდა კიდეც.
კაბინეტში მდგარ ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი
-რას იძახი-ლევანის ყვირილის ხმამ გამომაფხიზლა
-რა მოხდა ?
-უსმენ რა ხდება ? ეს დავითი არაა ? -ნამდვილად დავითი იყო
-ამას მანდ რა უნდა ?
- ახალი ამბებია,ცოლმა ქმარს უჩივლაო-თქვა ნინომ-არ უსმენდი?
- არა. რისთვის უჩივლა?
- ძალადობდაო
- რაო? - მსგავს სისულელეს ვერსად გაიგებდი ადამიანი,ყველაფერზე წამსვლელი იყო დავითი,მაგრამ ძალადობაზე ნამდვილად არა
- შანსი არაა ძმაო-ნიკამ ხელები გაშალა-დავითი? ამას ვერ დავიჯედებ
- ცხრა წლის მანძილზე არცერთხელ გაურტყამს ხელი-გავამართლე მეც
- რა ყ**ეც არის ის ყ**ე ცხოვრება აქვს -მხრები აიჩეჩა ლევანმა .
-მივხვდი რომ ძალიან შეგტკივათ გული,მაგრამ ჩვენი საქმე არ არის- ნათიამ ტელევიზორს გახედა,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დავითის ტანჯვას მთელი სხეულით გრძნობდა იმ წამს.
მეუცნაურა მისი სიტყვით გამოსვლა,მაგრამ არა მარტო მე.
კაბინეტში მყოფმა ყველა ჩვენგანმა ერთმანეთს გადავხედეთ,მერე ნათიას,თუმცა ხმა აღარ ამოგვიღია.

არ ვიცი რა არის ყველაზე საშინელი,ის რომ საკუთარ ფიქრებში ირევი თუ ის,საერთოდ რომ აღარ ფიქრობ.
ადამიანს ბევრი ფიქრისგან საკუთარი თავი გბეზრდება,ზოგჯერ ისე იღლები გინდა მხრებიდან მოიძრო თავი და საწოლის გვერდით დადო.
ტვინის ქონა კარგია,მაგრამ ხანდახან მომაბეზრებელიც.
შემშურებია იმ ადამიანების,რომელბსაც არაფერი ადარდებდათ დედამიწის ზურგზე .

-არ გამოჩენილხარ დიდი ხანია-დავითმა ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი
-ამას მაშინ ამბობენ,როცა დაუპატიჟებელ სტუმარს ხვდებიან. მე დამპატიჟეს- ირონიული ტონით გავეცი პასუხი, კარებში ასვეტილმა ძლივს მოახერხა გონზე მოსვლა.
სინამდვილეში არავის დავუპატიჟებივარ იმ ღამით არჩვაძეების სახლში.
სამსახურში ყური მოვკარი,რომ ბატონი ლადოს დაბადების დღე იყო იმ დღისით. ბევრი-ვიფიქრე თუ ცოტა,არამკითხესავით გადავწყვიტე იქ ჩაძვრომა სადაც ჩემი ადგილი არ იყო.
თანაც ვიცოდი,დავითი რომ იქნებოდა და ყველაზე კარგ შანსაც მივიჩნიე.
წარმოვიდგინე ლადო და დიანა ერთად,ჩვილი ბავშვი რომელიც მისიც კი არ არის და სცენა,რომელშიც დავითი სხვის შვილს ელამუნება.
ხვდებით რა ხდებოდა ?
სალომე ნელ-ნელა დგებოდა ფეხზე.
-არ გაიწევი?-ჩემს გვერდით მდგარმა ნინომ უხეშად კითხა და ხელის ნელი მოძრაობით ანიშნა,რომ გზიდან ჩამოგვცლოდა. მეგობრის მთავარი დანიშნულება ის არის,რომ ყოველთვის იქაა
სადაც შენ, მაშინაც კი თუ ყველაზე უადგილო და უაზრო სიტუაციაა.
-მადლობა რომ გამომყევი-ჩურჩულით ვუთხარი. დავითს ისე ჩავუარეთ,თითქოს ადამიანი კი არა,კურტკის საკიდი ყოფილიყო
-მტრისას შენნაირი ყოფილი ცოლი-ხმა დაბლა გაიცინა და შეუმჩნევლად დავითი შეათვალიერა
-არსად ჩანს ?
-არა ჯერ .. მოიცადე - ნინომ მთელი ძალით მომქაჩა ხელზე, ტკივილისგან შევიშმუნე მაგრამ კრინტი არ დამიძრავს -ნათია არაა ეს ?
ჩვენს უკან ნამდვილად ნათია იდგა, მართალია ძალიან გაგვიკვირდა მისი დანახვა მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ გავბრაზდით უფრო.
-ეს აქ რას აკეთებს -ჩურჩულით გავაგრძელე -ამან არ თქვა დღეს,არ აგყვებით სისულელეებშიო?
-რატომ უნდა აგვყოლოდა თუ დაპატიჟებულია და თავისუფლად შეძლო მოსვლა?
-გეფიცები ვერაფერი გავიგე -გავსწორდი და ჩემს წინ მაგიდაზე მდგარ ჭიქას ხელი ვტაცე
-სვამ?
-არა ვსუნავ
-გამო****ვდი?
-შენი გონებით თუ ვიმსჯელე სულ მასეთი ვარ -მოვიყუდე და ბოლომდე ჩავცალე სასმელი. ტანში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა
-ისე,მეც არ ვთქვი საიდან იცის ნათიამ დათო რომ აქ იქნებოდა ?
-ხო .. ეგ მეც უცნაურად მომეჩვენა
-გამოჩნდა-წამოიყვირა ნინომ.
დიანა მაღალ ქუსლებზე მდგარ კრუელას გავდა,ნელი და დინჯი ნაბიჯებით დავითისკენ მიდიოდა და თეოძებს ისე მიაქანავებდა,თითქოს მუცლის ცეკვებს აპირებდა.
-ისეთი სახე აქვს გეგონება მე მცემს ქმარი სახლში
-არც ამას ცემს ვინმე
-მკლავზე თუ დააკვირდები მიხვდები,რომ ცემს კი არა ტაფითაც ეფერება
-ვერაფერს ვხედავ
-რას დაინახავ,ჯერ არ მოსულხარ უკვე დალიე
-ვინმემ რომ გისმინოს ლოთი ვეგონები.. დღეს ახალ ამბებში იყვნენ,ახლა წვეულებაზე არიან
-მრავალფეროვანი წყვილია
-ლადო.. ლადო- ძალით გავიღიმე . მისაღებ ოთახში შემოსულმა ლადომ თვალი მომკრა თუ არა მაშინვე შეცბა.
ალბად ძალიან უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ არ დასცალდა
-რა სახე აქვს-ეშმაკურად ჩაიცინა ნინომ…
არც მე ვიცოდი კონკრეტულად რა მინდოდა იქ,მაგრამ მომენტს ველოდი,თითქოს წამი-წამზე უნდა მომხდარიყო რაღაც ..
მეტი არ დამილევია,სამაგიეროდ ნინომ ზედიზედ სამი ჭიქა არაყი “გადაკრა” , უცხო გარემოში ისე ვიყავით როგორც თევზი წყალში, ან ადამიანი სუნთქვისას.
ნათიას ჩვენდაგასაკვირად არ შევუმჩნევივართ,თუმცა უცნაურად დაჰყებოდა ლადოს მხარ და მხარ, დავითი და დიანა კი მოჩვენიბითი ღიმილით სახეებს იწელავდნენ.
არც ისე დამაჯერებელი იყო მათი ოჯახირი იდილია,მაგრამ ვინც არ იცის ვეტყვი,რომ საერთოდ არ გადარდებს რას იფიქრებს ხალხი მაშინ,როცა სტატუსი გაქვს გადასარჩენი.
სასიამოვნო გარემო კი იყო,მაგრამ მუსიკა ისეთი,თითქოს გასვენებაში ვიყავით და თანაც სასაცილო ის იყო,რომ ამ მუსიკის ფონზე ცეკვავდა რამდენიმე სტუმარი.
ან ყრუები იყვნენ ან ძალიან მთვრალი.
რამდენიმე საათიანი ყურყუტის შემდეგ,ლადომ ჩემამდე მოსვლა
შეძლო
- აქ რას აკეთებ? - მკითხა და ირგვლივ მიმოიხედა
- გილოცავ დაბადების დღეს -ვეცადე თემა გადამეტანა
- აქ რა გინდა, აქ
- არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
- უნდა გამხარებოდა? იცი შენს საქციელს რა ქვია?
- კი, უტაქტობა , მაგრამ შენსას არაკაცობა -თავი გადავწიე, დავინახე დიანა აღელვებული ესაუბრებოდა ქმარს
- არაკაცობა ?
- ნათია თუა აქ , სხვა დანარჩენი რატომ არ მოიპატიჟე? - დავითს სახეზე აღარ ედო ფერი, ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა- ლადო, რამდენი წლის გახდი?
- ოცდა თოთხმეტის
- ცალი ფეხი სამარეში გქონია
- დალიე?
- არა , მაგრამ სიმართლეა
- აქ რას აკეთებ მევთქვი- დაიძაბა
- რომ გითხრა არ დაიჯერებ
- ეცადე
- შემთხვევით აღმოვჩნდი აქ
- შემთხვევით?
- კი.
- თუ დავითის სუნზე მოხვედი-უკმაყოფილო სახით უკან მიიხედა. დანაშაულის გრძნობა მქონია,ცოტა შემრცხვა მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა.
დიანამ შემამჩნია. თვალები ისე გაუფართობდა ცოტაც და გადმოსცვივდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით ჩვენკენ წამოვიდა, მარჯვენა ხელით მუშტს კრავდა,მარცხენას კი საერთოდ არ ამოძრავებდა
-შენ აქ რა გინდა-ლადოს უხეშად გასწია
-რაც შენ
-მოუშორებელი ჭირი ხარ ? -მიყვირა და შევნიშნე ნერვიულობისგან მარცხენა თვალი აუთამაშდა
-თვალი გითამაშებს? -დამცინავად ვკითხე და თითით ვანიშნე
-სხვათა შორის, ლადო და მე მეგობრები ვართ, ხომ ასეა ლადო? -ისე გავხედე თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, მთელი სხეულით ვთხოვდი აყოლას
-ასეა
-გ ა ი გ ე ?
-დროზე წაეთრიე -ისე ძლიერ დასჭექა,რომ მუსიკის ხმა მოულოდნელად გაქრა. ყველა
იქ მყოფი დიანას უყურებდა, დავითი სირცხვილისგან ტუჩებს იკვნეტდა თუმცა მეტი სირცხვილი სიჩუმე იქნებოდა
-დიანა რას აკეთებ? -ხელი მოჰკიდა ცოლს მკლავზე და ეცადა თავისკენ მიეზიდა. დიანამ ხელი აიქნია დ ა
მოიშორა თავიდან
-დროზე აქედან მოშორდი-გამიმეორა
-უკაცრავად მაგრამ, შენ ამ სახლის დიასახლისს არ გავხარ- ჩაერთო ნინო
-შენ რაღა გინდა -ხელი მკერდზე შეახო,მსუბუქად კრა და ნინო უკან წაბარბაცდა
-დიანა რამდენის უფლებას აძლევს შენს თავს -დავითმა განაგრძო - წამოდი
-ხელი გამიშვი თქო შე ა*****ო-სტუმრებს თვალები შუბლზე აუვიდათ
-ოჯახს მინგრევ ხო? -მომიახლოვდა და მკლავზე შემახო ხელი
-რომელ ოჯახს
-კისერს წაგაწყვეტ
ლადოს ყელში ამოუვიდა
-შენი ცოლი მომაშორე თავიდან-დავითს მძანებლური ტონით უთხრა და დიანას მსუბუქად მიჰკრა ხელი



№1 სტუმარი

რა უთავმოყვარეო და ქაჯია ეს გოგო, ამას კიდე დიანა ჯობია დდდ ნათიაას საზე გამოაშკარქვდება მალე დდ

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ეგ დიანა რა ტიპს მივაკუთვნო ვერ გავიგე:დდ ადამიანისას ნამდვილად ვერა:დდდ დავითზე რა ვთქვა? "ტრიაპკაა"ტიპი. ლადო რა თამაშს თამაშობს ვერ გავიგე, ან რატომ გამოიწვია ეს გოგო? სულაც არ მიმაჩნია სალომე რამეში დამნაშავედ. ყველაზე მეტად სალომეს ხასიათი მომწონს, შინაგანი სიმტკიცე გააჩნია.
ძალიან მომეწონა დასაწყისში სიყვარულის თქვენეული განმარტება! სწორად, ლამაზად და მარტივად არის გადმოცემული❤

 


№3 სტუმარი One

Saertod ar vtvli rom salome qajia))
Me momwons salome, saertod araris tipiuri qalis personaji da es sainteresoa))
Zogadad weris stili gaqvt saintereso da sasiamovnod ikitxeba)
Warmatebebi tqvens muzas da mogyvebit didi interesit)

 


№4  offline წევრი OKI ME

კარგი თავი კი იყო მაგრამ აი თუ გამეგოს რა ხდებოდა საერთოდ აქ :D :D რამხელა ინტრიგები ყოფილააა რა ამბავიაა :D ყველა რაღაც თამაშ თამაშობს. ამ თავიდან გამომდინარე ვერც ლადოს გავუგე, ვერც დავითს, ვერც დიანას და ნათიამ საერთოდ ამრია :DD გამარკვიეთ ერთი ლადო რას მოითხოვს? :DD ან ლადო და დათო საიდან იცნობენ ერთმანეთს? :DD ან დიანამ რა სცენა დადგა ძალადობაზე? რაში აწყობდა? :DD

ვაახ, საინტერესოააა :P მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ წარმატებებიი ❤️❤️

 


№5  offline წევრი Mim-i

რა უთავმოყვარეო და ქაჯია ეს გოგო, ამას კიდე დიანა ჯობია დდდ ნათიაას საზე გამოაშკარქვდება მალე დდ

ვნახოთ,ვნახოთ ????❤️

სტუმარი ქეთა
ეგ დიანა რა ტიპს მივაკუთვნო ვერ გავიგე:დდ ადამიანისას ნამდვილად ვერა:დდდ დავითზე რა ვთქვა? "ტრიაპკაა"ტიპი. ლადო რა თამაშს თამაშობს ვერ გავიგე, ან რატომ გამოიწვია ეს გოგო? სულაც არ მიმაჩნია სალომე რამეში დამნაშავედ. ყველაზე მეტად სალომეს ხასიათი მომწონს, შინაგანი სიმტკიცე გააჩნია.
ძალიან მომეწონა დასაწყისში სიყვარულის თქვენეული განმარტება! სწორად, ლამაზად და მარტივად არის გადმოცემული❤


მიხარია რომ მოგწონთ ❤️???? მადლობა

One
Saertod ar vtvli rom salome qajia))
Me momwons salome, saertod araris tipiuri qalis personaji da es sainteresoa))
Zogadad weris stili gaqvt saintereso da sasiamovnod ikitxeba)
Warmatebebi tqvens muzas da mogyvebit didi interesit)

უღრმესი მადლობა

OKI ME
კარგი თავი კი იყო მაგრამ აი თუ გამეგოს რა ხდებოდა საერთოდ აქ :D :D რამხელა ინტრიგები ყოფილააა რა ამბავიაა :D ყველა რაღაც თამაშ თამაშობს. ამ თავიდან გამომდინარე ვერც ლადოს გავუგე, ვერც დავითს, ვერც დიანას და ნათიამ საერთოდ ამრია :DD გამარკვიეთ ერთი ლადო რას მოითხოვს? :DD ან ლადო და დათო საიდან იცნობენ ერთმანეთს? :DD ან დიანამ რა სცენა დადგა ძალადობაზე? რაში აწყობდა? :DD

ვაახ, საინტერესოააა :P მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ წარმატებებიი ❤️❤️


მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent