შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 4)


21-07-2022, 17:10
ავტორი Mim-i
ნანახია 1 511

ლადოს სახეზე ადამიანი ნამდვილად ამოიკითხავდა მრისხანებას,ეტყობოდა ჭირივით სძულდა სცენები, ანდაც ვის უყვარს ?
დავითმა ძალით გაიყვანა დიანა სახლიდან,ქალის ღრიალისა და კივილის ხმა კედლებს ანგრევდნენ,ცოტა შემებრალა კიდეც რადგან ვიცოდი,არც მისთვის იყო მარტივი.

შეიძლება ითქვას წვეულება ჩაშლილი იყო,იქ მყოფ სტუმრებს აღარც გართობა და არც დალევა სურდათ, ერთი სული ჰქონდათ ადგილს მოსწყვეტოდნენ და უკან აღარ მოეხედათ.
-ყველამ დატოვეთ ჩემი სახლი-მშვიდი ხმით განაცხადა იუბილარმა. მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და შუბლს წამდაუწუმ იზელდა.
ფეხაკეფრით ავიღე გეზი გასასვლელი კარისკენ,ჩემს წინ ნინო მიიძურწებოდა ისე,თითქოს ცოტაც და სულს დალევდა.
-შენ დარჩი-მივხვდი მე მგულისხმობდა. ადგილს მივეყინე,ნინომაც შეანელა სვლა და როდესაც უკან გამოიხედა თავით ვანიშნე წასულიყო.
დიდი გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი,ვიცოდი კარგი არაფერი მელოდა
-შენ..-ლადოს ნაბიჯების ხმა გაისმა -როგორ გაბედე -მისკენ შევტრიალდი და ჩემი მიმართულებით მომავალს მშვიდი სახით მივაჩერდი.
-ვერ გავიგე?
-ცდილობ სულელის როლი ითამაშო?
-რა ?
-არ თქვა რომ ძალით არ მოქცეულხარ ასე
-ასე როგორ -დავინტერესდი.
-სპეციალურად მოხვედი აქ,იცოდი შენი ყოფილი ქმარიც იქნებოდა თავის მეუღლესთან ერთად, ხომ ასეა-მომიახლოვდა და ზევიდან ისე დამხედა თითქოს ჩემს შეჭმას აპირებდა
-ამას გულისხმობ? -ირონიული ტონით ავღნიშნე-ასეა
-რისთვის აკეთებ ამას, ჰა ?
-რატომ ვეჩხირები თვალში? არ ფიქრობ,რომ ეს თქვენ მეჩხირებით თვალში? -საჩვენებელი თითი მკერდზე მივადე და ჩემგან მთელი სხეულით გავწიე-ეს დავითმა მიღალატა,ერთი წელი მატყუებდა,რომ იცოდე. დიანამ გამბედაობა მონახა თავის თავში რომ პირისპირ ეთქვა ჩემთვის,თურმე უნდა დამეთმო ქმარი.
ეს მე მითხრა ჩემმა ქმარმა სხვა ქალი რომ შეუყვარდა, მე ველოდი ხოლმე ღამ-ღამობით როდესაც იმ ქალთან კოტრიალობდა.
იცი რა თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა? რომ სხვისი უბედურების ხარჯზე,საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებ.
იქნებ მათი სასჯელი ვარ , ან დროებითი ტანჯვა.
თანაც.. საერთოდ არ მწყდება გული იმის გამო რაც ჩემს გარშემო ხდება,უკვე აღარ,მომაბეზრეთ თქვენი თამაშით თავი.
ჩემი ცხოვრების ცხრა წელიწადი შევწირე ადამიანს,რომელმაც ისიც კი ვერ შეძლო რომ პირში ეთქვა აღარ ვუყვარდი. კიდევ გაინტერესებს რატომ ვეჩხირები თვალში?
იქნებ იმიტომ,რომ მინდა ერთ დღეს ისე ეტკინოთ,როგორც მე ?
-გავუღიმე.სხეულში ვგრძნობდი როგორ იცლებოდა დიდი ხნის წინ ავსებული მოთმინების ფიალა.თითქოს ჭურჭელი გაიბზარა,ვეღარ დაიტია რაც ჩემს შიგნით იყო და საბოლოოდ ამოხეთქა ყველა იმ სათქმელმა,რაც უთმელად რჩებოდა თვეების მანძილზე.
მომიახლოვდა, ცოტა ხანს ჩუმად იდგა, მერე უცნაურად ჩაახველა და საპასუხოდ გამიღიმა
-მებრალები-მითხრა და ტუჩები დაბრიცა-საბრალო ხარ რადგან დღემდე ვერ მოგინელებია ქმრის ღალატი -ბრაზისგან ცეცხლი წამეკიდა
-საბრალო? იცი ვინ არის საბრალო.. ის ვინც კვდება და შანსი აღარ აქვს რამის გამოსწორების,ან ის ვისაც ის უკვდება ვისაც შანსად თვლიდა.მე კი ცოცხალი ვარ.
ლადომ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
ირონია დასთამაშებდა სახეზე,ზიზღი და ღვარძლი თითქოს ერთმანეთში ერწყმოდა
-ცოცხალი ხარ ? შენ ამას სიცოცხლეს ეძახი…. ან.. იქნებ გინდოდა შეგეხსენებინა ჩემთვის ჩემი ცოლი
-რასაც ვერ გამოასწორებ ვერ გამოასწორებ,ხომ ასეა..
-ცბიერი ქალი ხარ..სალომე
-შენ კი ფარისეველი,საინტერესოა რანაირად აღმოჩნდი ჩემი სახლის კართან-ვუთხარი და ზურგი ვაქციე-ხო კიდევ.. აქ მოსვლას რაც შეეხება,მართალია არავის დავუპატიჟებივარ,მაგრამ საჩუქარი მაინც მოგიტანე “სულ შემთხვევით” .

გარეთ გასვლისთანავე გზად დავითი გადამეყარა
-რატომ აწყობ ამ სპეკტაკლებს? -მისმა სულელურმა კითხვამ შემაფერხა
-სპეკტაკლებს შენი ცოლი აწყობს,მე კი დაბადების დღეზე ვიყავი
-რა საჭიროა იქ იყო, სადაც მე ვარ სალომე
-რა საჭიროა იცოცხლო,თუ შენს სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს ? -კითხვა შევუბრუნე -გამატარე- ხელი ვკარი და გზა განვაგრძე.


რას მოველოდი?
არაფერს.. ამიტომაც მეორე დილითვე კომპანიაში გავემართე. არასდროს მჩვევია მსგავსი,მაგრამ იმ დღისით მინდოდა დავტვირთულიყავი და პირველმა დავიკავე ჩემი ადგილი კაბინეტში.
-ადრე მოსულხარ-კარი ნათიამ შემოხსნა.უჩვეულოდ გამოიყურებოდა,პირველად ვნახე მის სხეულზე კაბა,თანაც როგორი -რა იყო,არ მელაპარაკები? -მკითხა და ჩემს მოპირდაპირედ მდგარ მაგიდას მიუჯდა
- გუშინ როგორ აღმოჩნდი ლადოს დაბადების დღეზე ?
- დამპატიჟა
- ალბად მაგის გამო ეცადე ჩემი და ნინოს გაცურებას,ასეა?
- რას გულისხმობ?
- შეგეძლო გეთქვა ის,რაც იყო.. თანაც არ მახსოვს ჩვენთან მოსულიყავი
- ვერ შევძელი-თავი გაიმართლა
- არაუშავს , უკვე ყველა მიხვდა ლადოს ახალი გასართობი რომ ხარ, საკითხავი მხოლოდ ისაა,თუ რატომ დაგვიმალე -პასუხი აღარ გაუცია.
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ დიდ შესვენებაზე ყავას მივირთმევდი,როდესაც ტექსტური შეტყობინება მომივიდა.
შეტყობინება ლადოსგან იყო,მაგრამ ჩემთვის არა,აბსოლიტურად ყველას ეკუთვნოდა . საერთო ჩათში დაწერა,რომ მოსაღამოვებულს ქალაქგარეთ უნდა წავსულიყავით,რა მიზეზით არ უხსენებია.
დიდად სურვილი არ მქონია წასვლის,მაგრამ სამსახურის შენარჩინება ძალიან მინდოდა. ამის გამო კი იძულებული ვიყავი მეც წავსულიყავი.
ჩვენი დაძაბული საუბრის შემდეგ მისი დანახვაც კი სასჯელი იყო ჩემთვის,მთელი ღამე არ მძინებია რადგან ვფიქრობდი.
ნამდვილად უცნაური იყო მისი გამოჩენა და ყოველ ჩემს ნაბიჯზე მასთან შეხვედრა,საბოლოო დასკვნამდე რომ ვერ მივედი ეტყობა მაშინ ჩამეძინა.
-ამ კაცმა მაგრად გაგვიტრაკა ცხოვრება-გვერდით მომიჯდა ნიკა
-რას გაუგებ მდიდარ ხალხს
-უფროსიცაა და უფროსიც
-სიცოცხლე თუ არ მოგბეზრებია ენა გააჩუმე -პირზე ავაფარე ხელი-აქ კედლებსაც ყურები აქვთ
-ახალი კედელი გვაქვს კაბინეტში-დამცინავად აღნიშნა -ნათიაზე გავიგე , როდის მოასწრეს ?
-აბა მე რა ვიცი? ნათიას კითხე
-ნინოც არ ელაპარაკება -შეიშმუშნა-ჩუმად ისხდნენ წეღან რომ გამოვედი
-რთულია რამის თქმა,გუშინ არც მოგვსალმებია
-ნათიას არ გავს
-დრო რომ მოვა ალაპარაკდება
ვიმედოვნებოდი,რომ ის აზრი რომელიც გონებაში მქონდა არ აღმოჩნდებოდა სიმართლე.
დაახლოებით რვა საათი იქნებოდა,როდესაც გავიგეთ რომ დრო იყო წასვლის. დიდი შემართებით არ ვყოფილვარ თუმცა მამხნევებდა ის ფაქტიც რომ ჩემს გვერდით მეგობრებიც იქნებოდნენ.
ყველაზე კარგი იქ მუშაობაა სადაც საყვარელი ადამიანები გეგულებიანო ერთხელ ჩემმა მეზობელმა მითხრა,ხოდა რას წარმოვიდგენდი რომ მართალი იქნებოდა ?
იმ ქალის სიტყვებს ვლოცავდი.
სიკვდილივით მეზარებოდა უფროსთან შეხვედრა,გაუწონასწორებელი მეჩვენებოდა და მეგონა,სადმე მარტო თუ გადავეყრებოდი აუცილებლად ახალ სათქმელს გამონახავდა ჩემთვის. მე კი აღარც მოსმენა მინდოდა მისი, ისიც კი არ ვიცოდი საერთოდ იქამდე რატომ ვუსმენდი.
ლადომ ყველა გადაანაწილა,რა პრინციპით არ ვიცი,მაგრამ ბიჭები ერთ ავტომობილში ჩასხა,ქალები ცალკე.
-სად მივდივართ ნეტავ-თვალები გადაატრიალა ნინომ -შენ ხომ იცი ? -ნათიას მუჯლუგუნი კრა და დამცინავად გაუღიმა. ხმა არ ამოუღია,თევზივით ჩაიგუბა პირში წყალი.
მთელი გზა ჩუმად ვისხედით, ჩუმად იმიტომ რომ მე და ნინოს ტელეფონში გვქონდა მიმოწერა,ლევანი საჭესთან იჯდა და ნიკა არც ისე ძალიან იწვოდა ნათიასთან საუბრის გამო.
ცოტა ხანს ისიც გავიფიქრე რა იქნებოდა ჩვენ რომ ერთმანეთს არც კი ვიცნობდეთ თქო, უცხოებს ვგავდით, თითქოს საერთო არაფერი გვქონდა მაშინ.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ გავჩერდით,ან უფრო მეტი.
დრო არ დამინიშნავს და საერთოდაც,ბოლო ხანს მეძინა კიდეც .
მანქანიდან გადასვლისთანავე გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა, ჩვენს წინ საუცხოო სილამაზე გადაჭიმულიყო.
ლამპიონები აქეთ-იქიდან ჩამწკრივებულიყვნენ და ზედ,მთელს სიგრძეზე ხელოვნური ყვავილები ჰქონდათ დამაგრებული.
ბილიკი ფილებით მოპირკეთებული იყო და გარშემო ცოცხალი ბალახი ერტყა,რომელსაც დიდი ალბათობით ყოველ კვირა კრეჭდნენ ხოლმე.
ყველაფერზე საოცარი მთვარე იყო,იმ ღამით სავსემთვარეობა მოუწია და ნეტავ გენახათ ის ზეცა რომელზეც ვარსკვლავები ძლივსღა ატევდნენ თავს,გამოსაჩენად.
- რა ხალხი მოსულა -ხელებ გაშლილი შუა ხნის მამაკაცი ჩვნეკენ წამოვიდა. გაკვირვებულმა ჩემს გვერდით მდგომებს გავხედე და შევნიშნე რომ მათაც არანაკლები გაოცება ჰქონდათ სახეებზე აღბეჭდილი. კაცი იფიქრებდა დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ხვდება ასეო,მაგრამ ყველამ ვიცოდით რომ პირველად ვხედავდით იმ წამს.
ლადო მანქანიდან გადმოენთო,სწრაფი ნაბიჯებით მამაკაცისკენ გაექანა და როგორც კაცებს სჩვევიათ ისე გადაეხვია,მარცხენა ხელს ბეჭებზე ურტყამდა. მისი დანახვისთანავე დაეკარგა ჩემთვის იმ სილამაზეს ფასი,პირის ტლაპუნით მივეყრდენი მანქანას და ზეცას მივაჭდე მზერა .
-ვერაფერი გავიგე-ხმადაბლა აღნიშნა ნიკამ და ისიც მანქანას აეკრო
-მობრძანდით-მომღიმარი სახით გამოგვძახა უცნობმა. მეორე მანქანიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გამდმოვიდა,პირველები გავარდნენ და როცა მივხვდით რომ სხვა გზა აღარ იყო მათ გავყევით ჩვენც .
გრძელ ხის მაგიდასთან გამოგვინახა მასპინძელმა ადგილები,ზედ პურ-მარილი გაეშყო და ამაყად იქნევდა ხელებს ძალიხით “დაღლილები იქნებით რამე ჭამეთო”
ბოლოს ღია ცის ქვეშ ბავშვობაში ვჭამე,ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მამაჩემი ცოცხალი იყო და სოფელში საზაფხულო არდადეგებზე დასასვენებლად წამიყვანა.
ახლა იგივე შეგრძნება არ მქონია, არც ჭამა მსურდა და არც დალევა, უხმოდ ჩავეკარი სკამს და გაუნძრევლად მივაშტერდი ჩემთვის უცნობ ადამიანს.
-ალბათ გაინტერესებთ აქ რატომ ხართ-ლადომ განაგრძო საუბარი-ეს ვახტანგ ლალიაშვილია-ამაყად გამოაცხადა, თუმცა საერთოდ აღარავის ახსოვდა არც ვახტანგი და არც ლადო ისე შეექცეოდნენ საჭმელს.
-აცადე ჭამონ ჯერ -სიცილით უსაყვედურმა კაცმა. ეტყობა ბატონ ვახტანს ზედმეტად მახვილი თვალი ჰქონდა,არ ჩანდა უბრალო კაცი რახან ურცხვად აღნიშნა ეცდია ხალხისთვის ჭამა. არ ვიცი თავს უხერხულად
გრძნობდა თუ ნამდვილად კეთილშობილი იყო,თუმცა არც მესამე ვარიანტი გამიკვირდებოდა უკვე
-ვახტანგი ჩემი ბიძაა -განაგრძო მაინც-ხოდა ამ კეთილ კაცს ჩვენი დახმარება სჭირდება,ცოლი უნდა მოიყვანოს ძალიან მალე- სადღაც ჩანგლის დავარდნის ხმა გაისმა. ეტყობა იმ ჩანგლის მჭერსაც ჩემსავით გაუკვირდა ცოლის მოყვანის ამბავი.
უნდა გენახათ ვახტანგი!
დაახლოებით სამოცდაათი წლის ბიძა-კაცი გახლდათ
-სახლსა და ეზოს უნდა რომ შეუცვალოს სტილი-გადახედა ბიძამისს და კიდევ ერთხელ გაუღიმა.
ძალიან მიკვირდა,აუცილებელი იყო რომ ღამის თორმეტ საათზე გვესაუბრა ვახტანგის ქორწილსა და დიზაინებზე ?
-ჩემს ცოლს ძალიან მოსწონს თეთრი და ნაცრისფერი ფერი-აღნიშნა და თავი დააქნია
-რა ყ**ები არიან -ჩემ გვერდით მჯდარმა ლევანმა ძლივს მოახერხა ხმის ამოღება -რომელი საათია იციან?
-მაგას ვფიქრობდი წეღან მეც
-რა ვახტანგი და ვახტანგის ცოლი,ამ ხალხს მაგარი დაუცურდა
-არ გაგიგონ ჩუმად -ხუთხითით ვუთხარი და თავდახრილმა ჩემს წინ მდგარ თეფშისკენ გავწიე ხელი, რომეზედაც დაჭრილი ვაშლი იდო.
მივხვდით,რომ მთელი დიზაინი მოფიქრებული ჰქონდა კაცს, მაშინ რისთვისღა ვიყავით საჭირო აი მაგას უკვე ვერ მივხვდით , რადგან გაწყობას და მისი სახლის გარემონტებას არცერთი ვაპირებდით.
კიდევ დიდ ხანს ისაუბრეს,ქორწილზე სუბარი რომ მობეზრდათ ცოტ,ცოტა ყველა თემას შეეხნენ.
ეს ყველაფერი უცნაური იყო,აღარც ქორწილი მინდოდა და არც რამის დაგეგმვა რადგან საშინლად მეძინებოდა
-ძალიან დაღლილები ჩანხართ -ვახტანგა აღნიშნა
-ვაუ მიხვდა -ლევანმა კინაღამ ტაში შემოკრა
-ოთახები გავამზადე თქვენთვის, მართალია ცალ-ცალკე ვერ დაიძინებთ მაგრამ მერწმუნეთ არც ისე ცუდია -ფეხზე წამოდგა . კაცი სახლისკენ გაგვიძღა, ორ სართულიანი შენობის შუა გულში აღმოვჩნდით და თვალის შევლებაც ვერაფრის მოვასწარით ისე გაგვანაწილა მეორე სართულზე.
საწოლზე დავჯექი და თავი ხელის გულებში ჩავრგე
-რისთვის მსჯი ღმერთო? -ხმადავლა აღმოხდა. ოთახის კარი გაიღო და შიგნით ლადო შემოვიდა
-შენ დანახვაზე ვოცნებობდი ამ წამს-ფეხზე წამოვდექი და საწოლის გადასაფარებელი გადავწიე.
ხმის ამოუღებლად მიიხურა კარი,ერთი-ორჯერ გამომხედა მაგრამ უემოციოდ, დიდად არც მე მომიკლავს თავი დიალოგის წამოსაწყებად და საწოლში გავიშოტე.
-მოიცადე-გამახსენდა რომ ოთახში ერთი საწოლი იდგა -შენც აქ იძინებ? -ვკითხე და წამოვიწიე
-ჩემი ოთახია-მითხრა და მაისური გაიხადა. მერე საწოლზე წამოჯდა,ფეხსაცმელი გაიძრო და ეს-ეს იყო ქამარიც უნდა შეეხსნა რომ ელვანაცემივით წამოვფრინდი
-რას აკეთებ? -სასოწარკვეთილი ქალის ხმა მქონდა
-ვიხდი
-რატომ?
-რა?-სახე დაემანჭა
-ჩაცმულმა რომ დაიძინო არ შეიძლება ? -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
-არა-მოკლედ მომიჭრა და ქამარი შეიხსნა.
-დამცინი?
-სალომე თავი დამანებე
-შენს ოთახში თქვენ შემომიშვით და მე დაგანებო თავი? -პასუხი აღარ გაუცია. კარადიდად გრძელი საბანი რომ გადმოიღო მხოლოდ მაშინღა დავმშვიდდი.
საბანი იატაკზე დააფინა,ზედ დაწვა და გადატრიალდა.
გულზე მომეშვა,საწოლზე მთელი სინაზით დავწექი რადგან დიდი ალბათობით ბებიაჩემის ხნის იყო და საშინელ ხმებს გამოსცემდა, ვცდილობდი ზედმეტად არ გავნძრეულიყავი მაგრამ უშედეგით. სუნთქვის დროსაც კი ჭრიალებდა,სამწუხარო იყო სუნთქვის შეკავება რომ არ შემეძლო რადგან წარმომედგინა ჩვენი ოთახის გვერდით მყოფებს რა შეიძლებოდა ეფიქრათ.
ძილი გამიტყდა , ვერაფრით მოვხუჭე თვალი .
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა სა მაშინვე ხელები ვტაცე მობილურს ,საბნის ქვეშ შევიმალე

ლილე:ნინომ მომწერა რაც მოხდა
მე:ვერაფრით დავიძინე
ლილე:მაგას ძინავს?

საბნიდან თავი ამოვყავი და იატაკისკენ გადავიხარე

მე:ხმადაბლა ხვრინავს
ლილე:რანაირად მოხდა ისე რომ მაგის ოთახში აღმოჩნდი?
მე:წარმოდგენა არ მაქვს, ნინომ საიდან გაიგო?
ლილე:დაინახა იმავე ოთახში რომ შემოვიდა რომელშიც შენ იყავი
მე: ჰაერი არ მყოფნის. ერთი სული მაქვს გათენდეს
ლილე:საბრალოვ.. არ გილაპარაკიათ?
მე:არა ..
ლილე:მაგ კაცის ვერაფერი გავიგე

გონებაში გენიალური იდეა მომივიდა.
რა იქნებოდა თუ ლადოს ტელეფონს შეუმჩნევლად ავიღებდი?

მე:რაღაცა ცუდს ვაპირებ
ლილე:ახლა რაღა მოიფიქრე
მე:მოიცადე

საწოლის ჭრაჭუნის გამო კარგახანს ვიწვალე,როგორღაც იატაკზე აღმოვჩნდი და უფალს
მადლობაც გადავუხადე ამისთვის.
ფორთხვა-ფორთხვით ლადოსთან მივიპარე და ხელებით მისი ტელეფონის მოძებნა ვცადე, არ ვიცი სად შეთხარა ამ კაცმა მობილური რადგან არც მის გვერდებზე იდო,არც თავთან და არც ფეხებში.

მე:სად შეიძლება ტელეფონი ქონდეს ?
ლილე:გაგიჟდი ?
მე:იქნებ გავიგო საიდან გამოჩნდა?
ლილე:რომ გამოგიჭიროს მოგკლავს
მე:ასე გგონია?
ლილე:ბალიშზე თუ უდევს თავი ბალიშის ქვეშ ნახე
მე:ორივე ხელი ბალიშზე აქვს შემოხვეული, რა ძილის პოზაა ვერ გავიგე ისედაც ძლივს ვხედავ

ლადომ ამოიხვნეშა, შიშისგან კინაღამ გული გამიჩერდა და თვალები ისე დავხუჭე თითქოს რომ გაეღვიძა ვერ დამინახავდა, ბავშვობაში ამას უჩინარობის ილუზიას ვეძახდი ახლა კი იდიოტიზმს .
მივხვდი ისევ ეძინა,ჩემკენ გადმოტრიალებულიყო მთელი სხეულით და ცალი ფეხი განზე გაეწია .
ახლოს მივიწიე,დავინახე პირი ჰქონდა ღია და ხმადაბლა ხითხითი ამიტყდა თუმცა მალევე მოვეგე გონს.
მარცხენა ხელს დავეყრდენი და მარჯვენა ხელი ბალიშის ქვეშ შევაცურე,ხელთ რაღაც მაგარი მომყვა
“გენიოსი მყავხარ ლილე” წავიჩურჩულე და ფრთხილად გამოვაცურე.
გასწორებისას კინაღამ ზედ სახეზე დავეცი ლადოს,წონასწორობის შენარჩუნება ძლივს შევძელი თან გაავებული თავს ვუმეორებდი რეებს ბედავ სალომე თქო..
მივხვდი,ადამიანს რამის გაკეთება თუ გინდა უნდა გააკეთო იქამდე,სანამ გადაიფიქრებ.
ხოხვით ამოვეფარე საწოლს

მე:მიყვარხარ !
ლილე:ქენი?
მე:კი

ტელეფონის განსაბლოკი პაროლი არ ჰქონია, იმ ღამით ძალიან მიმართლებდა !
პირველივე ცდაზე გავხსენი და მაშინვე ზარების სანახავად მოვემზადე
ჩემი გაოცება უნდა გენახათ როდესაც შემომავალ ზარებში “პატარა მკერდიანი ნათია” აღმოვაჩინე.
არ შემეძლო ფოტო რომ არ გადამეღო ამისთვის.
“ ვახტანგი ბიძია
მანქანის ხელოსანი დათო
ნიტა
ნუცა
მარიამი
ავთო
მარი
მარი2
მარი 3
ნინიკო
ლენა
სესილი”

ამ კაცს აშკარად ქალების ფეტიში ჰქონდა, შემომავალი და გამავალი ზარების უმეტესობა ქალებისა იყო.
ან თუ არ ბეზრდებოდა ამდენ ქალთან ლაპარაკი?
შევიშმუშნე და განვაგრძე
“ სალომე ”
-რა ?
კიდევ ერთხელ დავხედე და იგივე სახელი ამოვიკითხე, ნომერი ჩემი იყო.
ჩემი ტელეფონის შეტყობინებები გავხსენი,მაშინღა გამახსენდა უცხო ნომრიდან შემომავალი შეტყობინებები
“რამეს ხომ არ დალევ”
და გაოგნებისგან ხროტინი დავიწყე , სანამ რამეს ვიტყოდო უნდა გადამემოწმებინა, ლადოს ტელეფონიდან წერტილის სახით გამოვგზავნე ჩემს ნომერზე მესიჯი

+995******** : .

-არ მჯერა- იგივე ნომერი იყო .
მისი ტელეფონის შეტყობინებებში შევიჭყიტე,ახლა უფრო მეტი სტიმული მომეცა და თითქოს გაჩერების სურვილი მთლიანად გამიქრა

სალომე: . -მაშინვე წავშალე
Psp
Autolombardi
ნიტა:მეც ძალიან მომენატრე
მარი3:ძალიან მომეწონა,შენც…
დავითი:ასე გგონია?

დავითის დანახვაზე ნერწყვი ძლივს გადავყლაპე

დავითი: რაო მერე ?
ლადო: არაფერი რას იტყოდა
დავითი: ძაან გაუტყდა?
ლადო: არც ისე
დავითი: შენ რა გითხრა
ლადო: არცერთი მაინტერესებსო

შეტყობინებები იმ დღის იყო, მე ის არ მესმოდა რატომ მოატყუა ლადომ

დავითი: სალომეს არ გავს
ლადო: რატო? დიანას ქაჯივით რომ არ სწვდა თმაში?
დავითი: არა ეგეთები არ სჩვევია მაგას , უბრალოდ მეგონა კიდევ იტანჯებოდა ჩემს გამო
ლადო:ძმაო ძაან მ****ს ჭამ და იცოდე
დავითი: მიდი რა .. რაღაცას ხოარ მიმალავ შენ
ლადო: ხოარ გავიწყდება ვის ელაპარაკები? ბევრის უფლებასაც ნუ მისცემ შენ თავს
დავითი:უცნაური კაცი ხარ
ლადო:შენ კი მაგარი გამო****ული
დავითი:ასე გგონია?

ტელეფონი ცოტა ხანს იატაკზე დავდე..
ვერაფრით გავიგე ეს ორი ერთმანეთს საიდან იცნობდა,აშკარა მხოლოდ ერთი რამ იყო, დათო ნამდვილად ჭამდა და თან დიდი ულუფებით.

ლალი:ჩემს შვილს….

-ნეტა ვინაა ეს ლალი-დავინტერესდი და შეტყობინებების ნახვა განვაგრძე

ლადო: ხმას არ იღებს დიდად
ლალი:მასეთი იყო სულ, მამამისის გარდაცვალების მერე სულ ჩაიკეტა
ლადო:საცოდავი გოგო
ლალი:ჩემს შვილს არაფერი დაუშავო,უბრალოდ მაცოდინე ხოლმე ყველაფერი

ლადომ ბოლო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
მეტი სანახავი არაფერი იყო, მისი და სხვა ქალების მესიჯებიც გადავიკითხე აქა-იქ, აშკარად პოპულარული იყო მანდილოსნებს შორის,საინტერესო არაფერი..
მერე სურათების სანახავად მოვემზადე,მანქანის ორი ფოტო,თავისი ოცამდე ფოტო,ძაღლის რამდენიმე სურათი რომელშიც ცხოველი ხან ჭამდა,ხანაც ეძინა ..
მერე ვიღაცა ქალის სურათს მოვკარი თვალი და გავადიდე.
ეტყყობოდა ლამაზი იყო, თვალებს ვერ გაარჩევდი სათვალე ეკეთა ფოტოში,თმა გრძელი და წაბლისფერი ჰქონდა,ტანი ჩემსას მიუგავდა.
ნაზი იყო,არ ვიცი ფოტოში რამდენად შეიძლება ეს ჩანდეს მაგრამ თითქოს ვიგრძენი მისი ენერგია, ნაზი და სათუთი..

ისევ ფორთხვით მივედი ლადომდე,ტელეფონი თავქვეშ ამოვუდე და საწოლზე ვაი ვაგლახით დავწექი.


-შენი ნომერი საიდან აქვს? -ლილემ გაკვირვება ვერ დამალა
-დათო მისცემდა
-კი მაგრამ რისთვის ? -ნინო ტახტზე წამოწვა -რაში უნდა დაჭირვებოდათ ?
-ამასაც გავიგებთ ოდესმე
-უცნაური ადამიანები არიან, არ გაშინებს ეგ ორი? -იკითხა ლილემ
-დათო ? არა .. აი ლადომ დამაფიქრა რომ არ დაგიმალოთ
-რა განზრახვა აქვს მაგ კაცს რთულია მიხვდე
-იცით რა გამახსენდა ? იმ ღამით ღამის კლუბში მე არ მითხოვნია მისთვის კოცნა -გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს
-აბა ?
-თვითონ მოინდომა, მერე ისე მოიქცა თითქოს უარმყო
-მაგ კაცისგან თავი შორს დაიჭირე -აღნიშნა ლილემ

—————
ცივი ამინდი იდგა,გარეთ საშინლად წვიმდა და მომიწია ტაქსი გამომეძახა. იცით რა ჰქვია ადამიანს რომელიც ფულს ყველაფერში არ ხარჯავს? სალომე
ძალიან მენანებოდა ხოლმე მსგავსი სისულელეებისთვის ფულის ყრა,მაგრამ თავის მოვლა კი მიყვარდა.
ყოველთვის ვფიქრობდი რომ ფული ჭკვიანურად უნდა დამეხარჯა, სილამაზე ეს მთავარია, მაგრამ ჭკვიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა ადგება ამისთვის.
მდიდრები სწორედ იმიტომ არიან მდიდრები,რომ ყველაფერ უსარგებლოზე არ იხარჯებიან.
იმ დღისით ნიკოლოზის დაბადების დღე იყო, დიდად გადახდა არ უნდოდა მაგრამ ლილეს ხათრით გადაწყვიტა რამე მაინც მოეფიქრებინა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა მისმა ტვინმა ერთი იდეა მიაწოდა.
კერძო სახლი იქირავა !
ამას კი უკვე დაბადების დღის გადახდა ერქვა მაინც.
იფიქრებდით ნიკას კი არა ლილეს დაბადების დღეაო, სახლი ძალიან ლამაზად მოეწყო, ბუჭტებითა და განათებებით
-ბუშტევი საჭირო იყო? -გამეცინა და ჩემს ფეხებთან დაყრილ ბუშტებს ფეხი მსუბუქად მივარტყი
-ძალიან სულელურია
-რა საჭიროა ბუშტები, ცხრა წლის ხარ ?
-ვიფიქრე ლილეს მოეწონება თქო
-შენ უნდა მოგწონდეს ნიკა , შენ -დავიხარე და ბუშტი ავიღე, მერე დრჩხილი ჩავცხე და ისიც მაშინვე გასკდა- ძალიან ცდილობ
-რას ?
-რომ მოეწონო ლილეს, არაა საჭირო ტყავიდან ამოძვრომა. თანაც ეს ბუშტები არ შეგეფერებოდა
-დავხეთქავ
-დახეთქე.. თქვენს შორის რა ხდება ? -გრძხელ მაგიდაზე დალაგებულ თეფშლებს მოვკიდე ხელი და მათი განთავსება დავიწყე
-არაფერი ჯერ
-იქნებ სხვა ხერხი გეცადა -ეშმაკურად გავხედე
-რომელი ხერხი?
-ქალს არ უნდა გადაყვე ზედ-ოთახში ლევანი შემოვიდა-ცოტა მოადუნე ყურადღება
-ჩვენი მეგობარია ლილე-ავღნიშნე მე
-სწორედ მაგაშია საქმე,თუ გინდა რომ მეგობრები ვიყოთ სულ,ისე უნდა მოახერხოს რომ ერთად იყვნენ
-მართალია.. სხვა შემთხვევაში მგონია თქვენც დაიტანჯებით და ჩვენც - ნიკა დაფიქრდა
-ასე ფიქრობთ?
-როგორ გგონია? თქვენ რომ იკამათოთ და არაფერი გამოვიდეს , ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ? -ვიკითხე და სკამზე დავჯექი
-რთულია ძმაო.. სხვა ქალი არსად იყო?-ლევანიმ შენიშვნასავით გააჟღერა
-კარგი გვეყოფა ამაზე..-ნიკოლოზმა თემა შეცვალა- მაპატიე სალომე, დღეს ლადოც იქნება
-ეს კაცი კინდერ სიურპრიზში ამომივიდა ? რატომ ?
-სამსახურიდან ყველა დავპატიჟე .. ხომ არ ვეტყოდი შენ არ მოხვიდე თქო?
-ჭკვიანი მყავხარ …
-ნათია მოდის? -იკითხა ლევანმა
-ხო აბა, რა გჭირთ ? -ნიკამ ბუშტების დახდთქვა დაიწყო
-არაფერი უბრალოდ.. ძალიან გვშორდება ნელ-ნელა (ლევანი)
-მეც შევნიშნე ეგ (ნიკა)
-ჩვენი ბრალია მერე ? -გავბრაზდი მე
-ხომ არ გველაპარაკა მასთან? (ნიკა)
-რაზე ? რატომ აღარ გინდივართო ვკითხოთ? (ლევანი)
-მგონია თვითონ მოისურვებს ლაპარაკს მალე


მოსაღამოვებულს სახლის კარს სტუმრები მოადგნენ, მათ შორის ლადოც იყო.
ლილემ ნიკოლოზს საჩუქარი მიართვა, თან თვალებში ეწერა “მალე გადმოდგი კაცური ნაბიჯიო” მათ შემხედვარე ადამიანს სიყვარული მოგინდებოდა.
ამინდი მტად გაუარესებულიყო,ისე წვიმდა ხეებს ფოთლებს აგლეჯდნენ წვიმის წვეთები. გარეთ სიბნელე იდგა,რადგან იუბილეს სახლში აღნიშნავდა ნიკოლოზი არც არავის სჭირდებოდა აუზი.
მუსიკის ამბავი ლევანმა თავის თავზე აიღო,არც მეტი არც ნაკლები დინამიკებისა და ტელეფონის ხარჯზე .
-ჩვენს იუბილარს ვულოცავ-ლადომ ჭიქა ასწია
-აბა რა -ყველა აჯანღანდა.
-შეხედე ერთი როგორ ზის-ჩვენს მოპირდეპირ მჯდარ ნათიას ხელი დაუქნია ნინომ
-რა სჭირს ამ გოგოს ?
-არ ვიცი მაგრამ ლადოს არ სწყვეტს თვალს
-დავიჯერო რამეა მათ შორის?
-პატარა მკერდიან ნათიას თუ გავითვალისწინებთ..-სასმელ მოსვა და ფეხი გადაიდო ფეხზე .
ნათიას რეაქცია არ ჰქონია ნინოს დაქნეულ ხელზე, არც კი იყურებოდა ჩვენი მიმართულებით და საერთოდაც , თითქოს იმ სახლში ვერცერთს გვამჩნებდა.
მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია ლევანმა,უკვე შეხარხოშებულმა სტუმრებმა ცეკვა და ღრიალი დაიწყეს, ვუყურებდი და მეცინებოდა, ვხედავდი მათ ბედნიერ და კმაყოფილ საახებს.
ადამიანები თუ ერთმანეთისთვის ბევრს არ ნიშნავენ,მაინც სცემენ პატივს იმას რაც გააჩნიათ , უმეტესობა სტუმრებისა არც ისე ნაცნობი იყო ნიკოლოზისთვის მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა მათთვის რომ შეეხედათ.
აივნის კარი გამოვხსენი და ნელი ნაბიჯებით გავედი,მინდოდა დავმტკბარიყავი წვიმის ხმით,ჩემი საყვარელი ჟღერადობა ჰქონდათ.
ხელში წვენით სავსე ჭიქა მეჭირა რომელსაც ნელ-ნელა ვაგემოვნებდი,აივანზე მდგარ ფუმფულა სავარძელში ჩავესვენე

+995******** : საღამომშვიდობისა ?

შეტყობინების დანახვისთანავე შევცბი,უკვე ვიცოდი ნომერი ვისაც ეკუთვნოდა და პასუხის დაბრუნებამდე ნინოს და ლილეს მივწერე რომ აივანზე შეუმჩნევლად გამოსულიყვნენ

-ლილემ ვერ შეძლო,ლადოსთან ახლოს ზის- თქვა ნინომ და ტელეფონის ეკრანს დახედა
-გავიგოთ რა უნდა ამ ბებერ ვამპირს
-ჯერ მთლად მასეც არ დაბერებულა


მე: ნომერი არ მეცნობა… ვიცნობთ ერთმანეთს ?

-რა საინტერესოა ტიპიური კაცივით თუ მოგწერს .. გამეცნობი ლამაზო? -გულიანად გადავიხარხარე და წვენი კიდევ მოვსვი

+995********* : ვიცნობთ

-ასეთ პასუხს არ ველოდი, რა გულწრფელია

მე: რა ენაწყნლიანი ხართ

პასუხის დაბრუნებას აგვიანებდა. როგორც ჩანს აღარც აპირებდა და ცოტა მოვიწყინეთ კიდეც, რა შეიძლება რომ გააკეთო ადამიანმა ?
შინ მივბრუნდით,ლადო აღარსად ჩანდა და გამიკვირდა . თვალებით დავიწყე მისი ძებნა თუმცა ამაო აღმოჩნდა მსგავსი დაძაბვა, შევნიშნე აღარც ნათია იყო, ხოდა ყველა ეჭვი მტკიცდებოდა .
დიდად არ მადარდებდა მათ შორის დატრიალებული ამბები,მხოლოდ ის მაწუხებდა რომ ნათია ყოველ დღე ქრებოდა ჩვენი ცხოვრებიდან.
ხომ არ შეიძლება ასე უეცრად აღარ უნდოდე ადამიანს ? რაღაც მიზეზი ყოველთვის არსებობს მაგრამ ნათიას მიზეზი არ ჰქონია, თუ თავად არ გამოიგონებდა .
ცოტა ხანში ჯერ ნათია გამოჩნდა,მერე ლადო,მათ საახებზე ვერ იტყოდი ბედნიერი წყვილი რომ იყვნენ,
სახე ჩამოსტირიდა გოგოს.
საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი,არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი რადგან ჩემი ნათქვამი “თვითონ დაიწყებს ლაპარაკს” არადა არ ხდებოდა.
როდესაც მივხვდი რომ ერთმანეთისგან მოშორებით იყვნენ,ნათიასკენ გავემართე და მის გვერდით დავჯექი. გაუკვირდა,გამომხედა და ნაძალადევად გაიღიმა
-სალომე ..
-რა ხდება ნათია? -მისკენ მთლიანი სხეულით შევტრიალდი
-რას გულისხმობ?
-რატომ ჩამოგვცილდი? რამე პრობლემა გაქვს ? ყველას გვყვარებია მაგრამ ეს მეტისმეტად არ გეჩვენება?
-რა სიყვარული..
-აბა რა ხდება შენსა და ლადოს შორის ?
-არ შემიძლია ამაზე საუბარი,გამიგე
-ვერ გაგიგებ… ასე არ ექცევიან საყვარელ ადამიანებს -ბრაზი მომერია,არ მჯეროდა რომ ჩვენს შორის დაგროვილ მოგონებებს ხაზს უსვამდა
-შენს გამო-მითხრა და თავი ჩაქინდრა
-რა ჩემს გამო?
-ლადო შენს გამო ტრიალებს ჩემს გარშემო
-რას ნიშნავს ეს ?
-მაპატიე-თავი გააქნია. თვალებზე მომდგარ ცრემლება ვერაფრით აკავებდა
-რა გაპატიო
-პირველივე დღიდანვე ცდილობდა შენზე გაეგო რაღაცეები
-მერე?
-შევუსწარი როცა შენს ჩანთაში იქექებოდა-ნამდვილი შიში ვიგრძენი
-მერე ?
-ვკითხე რას აკეთებ თქო? მან კი კუთხეშო მიმამწყვდია,არაფერი დაგინახავსო მითხრა.. რაღაც ამოიღო მგონი ჩანთიდან,მუჭში ჰქონდა მოქცეული .
-არაფერი დამიკარგავს…
-მერე თქმა მინდოდა შენთვის,დავინახე მაშინ კოცნას რომ გიპირებდა და ვერ მოვახერხე, არ მინდოდა საეჭვოდ გამოჩენილიყო მისთვის, ხომ გესმის .. საიდან მიხვდა არ ვიცი,მაგრამ მეორე დღესვე თავისთან დამიბარა, მითხრა თუ ეტყვი სხვანაირად დავილაპარალებთ მერეო.
-ამის გამო ქრებოდი?
-იმ ღამით ლადოს დაბადების დღეზე.. მაიძულა წავსულიყავი, მაშინ მითხრა რომ მისი ძველი ნაცნობი იყავი მაგრამ ვერ იხსენებდი. არ მინდა ასე შევახსენო თავიო ბევრჯერ აღნიშნა, საიდან იცნობ თქო ვკითხე და პასუხი არცერთხელ გამცა. მაიძულა მის სახლში მივსულიყავი, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე იყო..
-და ?
-იმ ღამით სანამ ლადოს სახლში ამოვყოფდი თავს,მითხრა სალომე ხვდება რაღაცასო, ეგონა მე გითხარი რაღაც და ..
-და რა ?
-მითხრა მოგ****ლავო
-რაო?
-რა ამოიღო ჩანთიდან არ ვიცი მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი იყო ალბად
-ამის გამო იჭერდი ჩვენგან შორს თავს? ვერ გავიგე რა უნდა ან რატომ ვერ მანიშნე მაინც, მოგეწერა
-ვერ მოგწერდი დამიჯერე
-ძალიან საშიში კაცი ყოფილა-ტანში ეკლებმა დამაყარეს- მე კი მასთან ერთად ერთ ოთახში მეძინა
-არ დაინახოს რომ ვლაპარაკობთ -მიიხედ-მოიხედა ნათიამ
-ტელეფონზე რომ მოგწერო?
-არა.
-ყველაფერს მოვაგვადებ, დამიჯერე -ფეხსე წამოვენთე…



№1  offline წევრი OKI ME

ოოო, შემოვიდა მეტი ინტრიგა, მეტი დაძაბულობა და კიდევ უფრო დიდი ინტერესი თუ როგორ განვითარდება მოვლენები..

ვაახ, ძაან საინტერესო კი არის. იცი ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი რა ხდება. ანუ როგორ ვითარდება ისტორია. რაღაც ერთ ხაზს მივყვები მგონია რომ ასე იქნება და ჰოპ შენ მოახერხებ ისე დაწერას, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება ჩემს გონებაში :DD ხო ეს ძალიან კარგია რომ წინასწარ ვერ იცნობს მკითხველი ისტორიის შესაძლო განვითარების ვარიანტებს.

ეს თავიც საოცრად კარგი იყო. ამ თავის შემდეგ ხომ უფრო მეტად მოუთმენლად ველიიი ახალს :DD წარმატებებიი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent