გაცვლა (თავი 1)ავტორის ჩართვა
პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი საყვარელი ჰობისთვის ვერ მოვიცალე, ან უბრალოდ გარემო პირობებმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, რის გამოც მხოლოდ რამდენიმე ისტორია შევთავაზე ჩემს მკითხველს. ბევრს არ ვისაუბრებ, თუ რა ცხოვრებისეული სირთულეები გადამხდა თავს , მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთია მე დავბრუნდი საბოლოოდ. მინდა ამ ისტორიას ეწოდეს ჩემი “დიდი დაბრუნება“, მკითხველს კი ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ წინ. „სიკვდილის შიში ცხოვრების შიშიდან გამომდინარეობს, ის ვინც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, მზად არის ნებისმიერ დროს გამოეთხოვოს სიცოცხლეს“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ცხოვრებას უბრალოდ დავავიწყდი და დაავიწყდა დედამიწაზე ერთით მეტი ადამიანი რომ ჰყავს მისახედი. ფაქტი ერთია, ღმერთსაც კი მივიწყებული ვყავარ. არაფრით გამორჩეული გოგონა ვარ, რომ მკითხოთ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ , რომელსაც ძალიან დიდი ტვირთი აწევს მხრებზე და მისი ზიდვა უჭირს სრულიად მარტოს. ჩვიდმეტი წლის , სულ რაღაც სამი თვის უკან , გავხდი. არც ტორტი, არც დაბადებისდღის წვეულება, საერთოდ არაფერი, რადგან ამის ფუფუნება არ მქონდა. არა ძალიან ბევრი გვქონდა, თუმცა უკანონო შვილისთვის საერთოდ არაფერი არ არსებობდა. მე დეა დანელია ვარ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, თუმცა ჩემი ასაკის ბავშვისთვის ძალიან გამოცდილი ადამიანივით ვაზროვნებდი და რაც მთავარია ვცხოვრობდი. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემს ჩემი „ნაბიჭვრული“ წარმომავლობა დაეფარა და მისი სახელისთვის რაიმე ჩრდილი არ მიეყენებინა. ერთი კარიერისტი ადამიანის შვილი ვიყავი, რომლისგან მხოლოდ გვარი მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ დავარღვევ ყველა გენეტიკურ კოდს და , იმ კაცს არასდროს დავემგვანები. შესანიშნავად მალავს და მხოლოდ გარეთ იყენებს , თავისი ხელქვეითების დამსახურებით , კავშირებს. ახლავე აგიხსნით რასაც ნიშნავს ეს ყოველივე. საზოგადოების დასანახად, როგორ ძალიან მეზიზღება ეს ფრაზა მთელი მისივე გაგებით, მალავს ჩემს არაკანონიერ წარმომავლობას, ხალხის თვალებასახვევად დავდივარ ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში. რომ არა დეედაჩემი, რომლის წარმომავლობას ცალკე გვერდს დავუთმობ, პრესაში მალულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბატონ რევაზ დანელიას კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც კანონიერ ცოლს საზღვარგარეთ გაუჩენია. საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა რომ არ ატეხილიყო, რომ სიბერეში გამოწყებული შვილი რაღა საჭირო იყო. ჩემი გაჩენა , „ვითომ კანონიერმა“ დედამ საზღვრგარეთ გადაწყვიტა. მე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის ვიყავი, როდესაც დედად წოდებულმა, ბიოლოგიურმა ქალმა რევაზის სასახლის ჭიშკართან მიმაგდო და ჩემს აკვანაში მუქარის წერილიც დაეტოვა. იუწყებოდა, რომ ყველა გაიგებდა რომ შვილი ერთ-ერთი პროსტიტუციას შეწირული ქალისგან ჰყავდა, რომელიც სიმთვრალეში გა*იმა. სიჩუმის ნიშნად ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ კეთილმოწყობილ ცხოვრეაბს ითხოვდა. რევაზს ,რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე არ შეშინებია, თუმცა მეორე ტალღამ დაარწმუნა რომ დედაჩემი ყველაფრის გამკეთებელი იყო, ამიტომ კანონიერი ცოლი აიძულა პრესასთან ჩემს შესახებ მოეყოლა, მთელი შელამაზებული ტყუილით: „დეა ჩემი ღვთის საჩუქარია, თუმცა ექიმმა მითრა რომ ამ ასაკში ნაყოფის შენარჩუნება რთული იქნებოდა, რის გამოც საზღვარგარეთ გაავწყვიტე წასვლა რომ ჩემი ორსულობა სრულყოფილი ყოფილიყო, და დეა მშვიდ გარემოში მომევლინა ქვეყანას, შვილი, რომელ ასაკშიც არ უნდა გყავდეს, ის ღვთის საჩუქარია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიშოროს ქალმა“ ამ სიტყვის გამოსვლამ, რა გასაკვირიც უნდა იყოს , ჩემმა ოჯახმა საზოგადოებაში ქულები დაიწერა და ჩემი დედინაცვალი აღმატებულ ხარისში, ეტალონი გახდა იმის თუ როგორი უნდა იყოს შემდგარი ქალი, პროფესიით და რაც მთვარია საუკეთესო დედა და ცოლი. ჩემს გარდა ძვირფას მამაჩემს, ბატონ რევაზ დანელიას კიდევ სამი კანონიერი შვილი ჰყავს, გიორგი დანელია უფროსი ვაჟი, რომელიც ერთადერთი დედმამიშვილია, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ვაღმერთებ, ისიც დიდი „გენეტიკური შეცდომაა“, თუმდა გიო ჩემზე ცამეტი წლით უფროსია და , სამწუხაროდ, არასდროს არ არის საქართველოში, მისი ცხოვრება საზღვრებს მიღმა ვითარდება და მხოლოდ სატელეფონო საუბრები გვაქვს ერთმანეთთან, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან მომენატრება და ემოციური კრიზისი მაქვს, რაც შესაძლოა წელიწადში თორმეტჯერ განხორციელებულმა ზარმა დაიტიოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს თორმეტი ზარი ჩემს ცხოვრებას ძალიან ფერადს და ნათელს ხდის. ბატონ რევაზს , ასევე, ჰყავს ორი ქალიშვილი, ტყუპები,ლილე და ლალა დანელიები, რომლებსაც , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან ვძულვარ. არასდროს აღმიქვამენ როგორც დას, უკაცრავად , ნახევარ დას. ამიტომ წყნეთის უზარმაზარ სახლში სადაც ისინი ცხოვრობენ ჩემთვის მხოლოდ საკუჭნაოს ოთახი გამოიძებნა მინუსს სართულზე, სხვადასხვა სარეცხი საშუალებების გვერდით. ვინც მსგავსი სახლების კონსტრუქციას კარგად იცნობს, მიხვდება ალბათ რასაც ვგულისხმობ და სადაც ვცხოვრობ. თუმცა არასდროს გამჩენია იმის მოვთხოვნილება რომ უზაარმაზარ ოთახში მეცხოვროს, ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და ალბათ ხვდებით ჩემს პრობლემას რაც წარმოადგენს, მინდა უბრალოდ მოსიყვარულე ოჯახი მყავდეს, მოსიყვარულე მშობლებით, თუმცა ეს შეუძლებელია. ბატონ რევაზსს ასევე ჰყავს მისი პიროვნებისთვის, მისივე სულიერი სამყაროსთვის ზედგამოჭრილი მუღლე, მაკა დანელია, გვარი ჯერ კიდევ მამაჩემს, რომ ცოლად გაჰყვა მაშინ შეიცვალა, და ძველი გვარი-ქისტაური, თავისივე წარმომავლობასთან ერთად ღრმა წარსულში დამარხა. ჩემი ყოველდღიურობა საშინელებაა, განვიცდი, როგორვ ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ ძალაობას. სამწუხაროდ ბედმა ეს მარგუნა და მინდა თუ არ მინდა გარემო პირობებს უნდა შევეგუო. მე დეა დანელია ვარ, გოგო რომელიც ცხოვრებამ დიდი ტკივილისთვის გაიმეტა, გოგო რომელიც არავის უყვარს. ჩემი გარეგნობა ბიოლოგიური დედის მხრიდან გამომყვა და საერთოდ არც ფენოტიპურ დონეზე არ ვგავარ ბატონ რევაზს. დედა უკრაინელი ქალია და მთელი ჩემი ანატომიური აღნაგობა მხოლოდ მისი დამსახურებაა. საკუთარი მამის სახლში მოახლედ ვმუშაობ, სკოლიდან გამომდინარე სამუშაო გრაფიკი ნახევარ განაკვეთზე მაქვს საცოდავ გროშებს მიხდის. ბევრჯერ ვცადე წასვლა და დახსნა თუმცა არასრულწლოვან ადამიანს მეტი არ გამომდის, ძალიან სამწუხაროა, თუმცა მსგავსი გავლენის ადამიანთან მე ვერაფერს გავხდები. არაფრით გამორჩეული დილა გათენთა, ზაფხულის პირველი თვის პირველი რიცხვი. სწავლა, ეროვნული გამოცდები ყველაფერი ერთად იყო კარს მომდგარი მაგრამ მიხაროდა ესე რომ იწელებოდა დროში, რადგან სხვა შემთხვევაში მთელი დღე უნდა მემუშავა. ერთადერთი დადებითი რაც შემიძლია ჩემს მდგომარეობას მოვუძებნო არის ის რომ სწავლის შესაძლებლობა მაქვს და ამითვის „ზემოთხსენებულ საზოგადობას“ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. დილით ადრე ავდექი და ყველაფრით დაღლილი გავემართე გარეთ, რათა ჩემი როლი მომერგო და ბედნიერი მდიდარი მამიკოს გოგო ვყოფილიყავი საზოგადოების დასანახად, ხოლო სახლში ტვალეტების მხეხავი. ქერა თმა მაღლა ავიწიე, სასკოლო ფორმა მეცვა. ჩემი ნახევარდები ,როგორც ყოველთვის, გადაპრანჭულები ბრძანდებოდნენ და მანქანისკენ ციდან სამმეტრიანებით მიბრძანდებოდნენ და ბოლო მოდის მანქანებში ჩასხდნენ და უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. მე კი მძღოლმა წამიყვანა სკოლაში. თემო ბიძია ყოველთვის დიდი სინანულით მიცქერდა. სინანულით ცქერა სამწუხაროდ ვერაფერს გახდებოდა. სკოლაში დიდი პოპულარულობით არ ვსარგებლობდი, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი. არავისთან ვკონტაქტობი, არ მყავდა მეგობრები, საერთოდ არავინ და ზოგიერთი ადამიანის უსაფუძვლო სიძულვილის მიზეზი ვხდებოდი. ვერ გეტყვით ადამიანებს ყოველთვის ესე რატო ვძულვარ, რაც დედამიწას მოვევლინე ჩემს ცხოვრებაში ჭარბი რაოდენობით სიძულვილი , ბოროტებაა. ერთფეროვანი დღე ისევე ისე უსახურად დასრულდა, ყოველთვის მიმძიმდა სახლში დაბრუნება, რადგან შუა ღამემდე უნდა მერეცხა , დამესუფთავებინა და დამელაგებინა სამსართულიანი სახლი, სხვა მოახლეებმაც პირი შეკრეს თუ რა , არ ვიცი, არაფერს აკეთებენ და ყველაფრის კეთება მხოლოდ მე მიწევს ან ამ დიდი სახლის ფონზე ესე მგონია. მეორე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს უკეთილშობილესი ლალი დეიდაა, რომელსაც ცხოვრების მძიმე ტვირთი აწევს რის გამოც უწევს ამ სახლში მუშაობა და თავისი სესხის გადახდა , რომელიც ლოთმა ქმარმა აჰკიდა მხრებზე. ის მზარეულია, უგემრიელესს საჭმელებს ამზადებს და ყოველთვის ჩუმად მაჭმევს ხოლმე. ვახშმობის დრო იყო. ბაღში მოინდომა ხელმწიფემ საჭმლის მირთმევა და აუზის მხარეს დავიწყე სუფრის გაშლა. დღეს ჩვეულებრივზე მეტად აფორიაქებული დადიოდა მამადწოდებული, რომელიც ტელეფონზე გამწარებული რეკავდა და ითხოვდა გაგებას როდის ჩამოვიდა ჩემთვის უცხო პიროვნება ქვეყანაში და ასე მოულოდნელად როგორ იყიდა კახეთში სწორედ ის ვენახები რომელსაც ის წელიწად ნახევარი დასდევდა და მის მფლობელს მოლაპარაკებას მოლაპარაკებაზე უმართავდა. -ვინ ჩემი დედის ტ*ვნა არის ეგ , რომ ჩემი მიწები თვალწინ ამაცალა, ისე რომ მე და ჩემმა პარტნიორებმა ვერაფერი გავიგეთ. ყურმილს იქეთ ვინ ესაუბრებოდა სამწუხაროდ არ მესმოდა , მაგრამ მასაც გაცხარებული საუბარი ჰქონდა გამართული. -დედას შევე*ი ერთი კარგად შეიკურთხა და ვისკის ჭიქას ხელი უხეშად მოჰკიდა და ერთი მოყუდვით გამოცალა სითხე. ნერვიულად იჭერდა შუბლზე თითებს, როდესაც მისი მეუღლე ქალბატონი მაკა, უკნიდან დაუდგა და თავის და ყვრიმლების მასაჟი დაუწყო მეუღლეს. - რევაზ რა ხდება ძვირფასო -არ ვიცი მაკა, საშინელ მდგომარეობაში ვარ -რატომ რა ხდება ძვირფასო -ვიღაც ახლადგამოჩეკილი ბიზნესმენმა ჩემი ვენახები იყიდა კახეთში, რომელსაც წელიწადნახევარი დავსდევდი, გესმის მაკა ეს რას ნიშნავს? სრული კრახია -იქნებ გეცადა იმ ბიზნესზმენთან გარიგების დადება და რა თანხაც გადაიხადა მასზე მეტი რომ შესთავაზო? -რესურსი არ მაქვს მაკა, ბოლო ინვესტიციაც ვალით ჩავდე და თუ ეს მიწები ჩემი არ გახდება ძალიან დიდი ვალებში ჩავვარდები და სამწუხაროდ ბევრი რამის მოკლება დაგვჭირდება, ეს თანხა კი ცოტა რაოდების არ არის -რევაზ! აქამდე თუ რბილი ტონი ჰქონდა მაკას, ეხლა ალქაჯის ხმა გაუხდაა, არ მაინტერესებს როგორ და რანაირად იმ მიწებს ან იმ მიწების საფასურს აიღებ, რაც არ უნდა დაგიჯდეს, რისი მიცემაც არ უნდა მოგიწიოს, აღებული თანხით ვალებსაც გადაიხდი და მიწის ნაკვეთი სხვა პარტნიორებთან ერთად იყიდე და კონკურენტი გახდი იმ ბიზნესმენის. შენი გავლენა გამოიყენე. მაკას ხმა ტონი ძალიან მომთხოვნი იყო -ხვალვე მოვითხოვ იმ ახვართან შეხვედრას, ჯერ უნდა გავიგო მიწის მეპატრონემ რატო გაყიდა ასე მოულოდნელად, როცა იცოდა, რომ მე მინდოდა ის ვენახები. ვახშმობა უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარობდა. არც მაკა და არც რევაზი ხმას არ იღებდენ , უზარმაზარი მაგიდის თავში ისხდენ და მშვიდად საუზმობდნენ. ლილე და ლალა სახლში, საღამოობით არასდროს ბრძანდებოდნენ , რომელიმე კლუბში გონის გათიშვამდე სვამდენ და დილით დაცვას მოჰყავდა სახლში. რევაზი კაბინეტში იყო შეკეტილი და ფიქრობდა ნარკოტიკების კონტრაბანდა როგორ დაეფარა, მებაჟეები ორმაგს ითხოვდნენ სიბრმავის სანაცვლოდ. ამ თანხის გადახდის შესაძლობლობა არ ჰქონდა, რადგან ბოლო მოგება იარაღების ბიზნესში ჩადო. კონტეინერები თურქეთიდან ორ დღეში საქართველო-თურქეთის საზღვარზე იქნებოდა. საოცრად ცუდ მდგომარეობაში იყო. ვენახების ბიზნესიც მხოლოდ იმის გამო უნდოდა , რომ მისი რეალური საქმიანობა დაემალა და შესანიღბად გამოეყენებინა ღვინის ექსპორტი, რომელთან ერთადაც ნარკოტიკებს და იარაღს გააპარებდა, თუმცა სრულიად უცნობმა ადამიანმა, ყოველშემთხვევაში ის ესე ფიქრობდა, მისი მომავლის გეგმები პაზლივით არია. თბილისის ხმაურიან უბანში, ხმაურიან კლუბში ძალიან დიდი მხიარულება მიმდინარეობდა. ლილე და ლალა ნამდვილად არ უჩიოდნენ ახალგაზრდების ყურადღებას, მეტიც ვის არ უნდა მდიდარი მამიკოს ორი თავისუფალი გოგონას გულის დაპყრობა, კლუბს თუ კარგად მოავათვალიერებთ, მეორე VIP განყოფილებაში მახვილ თვალს არ გამორჩება ოცდათხუტმეტწლამდე ასაკის სამი მამაკაცის დანახვა, რომელთაც ნავარჯიშევი გამოკვეთილი სხეული კარგად ჩანდა მათ ტანზე მომდგარ პერანგში. რომლებიც ერთ-ერთ უძლიერეს ალკოჰოლურ სასმელს კოკოროკოს სვამდნენ, ეს სასმელი ორი ჭიქის შემდეგ სული თრობას იწყებს , თუმცა არცერთ მათგანს მსგავსი რამ არ ეტყობოდათ. -დემნა ხომ იცი რევაზიგან შემოტევას უნდა ელოდე -ვიცი ლუკა, მოლაპარაკბას მოითხოვს აუცილებლად! -დარწმუნებული ხარ რომ ყველაფრის ისე განვითარება გინდა, როგორ ამერიკაში წამოსვლის წინ ვისაუბრეთ? სერიოზული სახით ეკითხება ლევანი -მესმის ორივე თქვენგანის ძალიან კარგად და ისიც ვიცი რომ ჩემზე ზრუნავთ, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვიტე. გამჭოლი მზერით გახედა კლუბში მოცეკვავე ტყუპ დებს და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა -ყველაზე წამგებიან გაცვლას შემოგთავაზებ რევაზ დანელია! ავტორის ჩართვა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მკითველი ისიამოვნებს და ჩემს აუდიტორიას ისევ შემოვიკრებ. მიყვარხართ და მაბედნბიერებთ ჩემო მკითხველო. მაპატიეთ, ესე რომ გავუჩინარდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.