შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 1 )


4-08-2022, 13:43
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 4 948

მშვიდად მართავდა ავტომობილს, ნებივრად იყო გადაწოლილი სავარძელში და გრძელი წამწამებით შემოსაზღვრული უძირო შავი თვალებით გაჰყურებდა გზას, მოკლემკლავიანი თეთრი მაისურიდან ძლიერი დაძარღვული, თითქმის მთლიანად ტატუებით დაფარული მკლავები მოუჩანდა, გრძელი თლილი თითებით მსუბუქად ატრიალებდა საჭეს, უხდებოდა დაბალი მოვლილი წვერი და შუბლზე უწესრიგოდ ჩამოყრილი ოდნავ დატალღული, აშკარად ურჩი შავი თმა, თხელი სწორი ცხვირი ჰქონდა და ვნებიანი ტუჩები რომელთაც დროდადრო თეთრად მბზინავ კბილებს შორის მოიქცევდა ხოლმე...
იშვიათი შემთხვევა იყო, არა, უფრო სწორად რომ ითქვას პირველი როცა ახალგაზრდა ბიზნესმენი, უზარმაზარი ჰოლდინგის მფლობელი, მილიონერი საბა შენგელია მარტოდმარტო, მხლებლების და დაცვის გარეშე მიდიოდა დასასვენებლად, არანაირი სერიოზული მიზეზი არ ჰქონია იმისთვის რომ ასე მოქცეულიყო, უბრალოდ ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა რომ მის ცხოვრებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, გაიღვიძა თუ არა საწოლიდან არ წამომდგარა, უბრალოდ თვალები დახუჭა და დაფიქრდა, გონება დაძაბა, იფიქრა იფიქრა მაგრამ ერთი რამეც ვერ გაიხსენა რის გამოც შეეძლო ეთქვა რომ ცხოვრება ღირდა, სულში საოცარ სიცარიელეს გრძნობდა, უკვე ის ცხოვრებაც ვეღარ ანიჭებდა სიამოვნებას რის გამოც ყველა და ყველაფერი დათმო, ჩაფიქრებული წამოდგა საწოლიდან და ტანსაცმლის კარადაზე დამაგრებული უზარმაზარი სარკის წინ დადგა, ერთხანს უხმოდ შესცქეროდა საკუთარ გამოსახულებას ისე უყურებდა თითქოს ვიღაც უცხო ყოფილიყოს, ასეც იყო, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა, ამ ცხოვრების ლაბირინთებში უგზო უკვლოდ იყო დაკარგული და უჭირდა გამოღწევა, კაცმა რომ თქვას ამაზე არც უფიქრია, დღევანდლამდე...
ყველაფერი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, თავიდან იმას მიხვდა რომ წვეულებები და ხალმხრავალი ადგილები აღარ აინტერესებდა, მერე უკვე ყალბ მეგობრებთან და ბიზნეს პარტნიორებთან დალევა და დროის გატარება ურევდა გულს, უკვე მესამე თვე იყო მექალთანეობით და გულთამპყრობელობით ცნობილი, ქალს გვერდით არ გაკარებია, ვეღარ იტანდა მათ თვალებში დანახულ სიხარბეს ან იმას რომ ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაუძვრებოდნენ უბეში, ყველანი ერთნაირები იყვნენ, ინკუბატორის წიწილებივით, ფული და სექსი სხვა არაფერი აინტერესებდათ...
ერთი სიტყვით, საბა შენგელია იმ დილით მიხვდა რომ ძალიან დაიღალა, უბრალოდ გადაიწვა და რაღაც უნდა გაეკეთებინა რომ ბოლომდე არ დაფერფლილიყო, ყველა შეხვედრა გადადო, დაცვა რამდენიმე დღით გაანთავისუფლა, სასწრაფოდ ერთ-ერთ მიყრუებულ მთიან სოფელში კოტეჯი დაჯავშნა, ზურგჩანთაში რამდენიმე დღისთვის სამყოფი ტანსაცმელი ჩაყარა და გზას გაუდგა, რატომღაც ეგონა რომ ყველაფერი შეიცვლებოდა როცა სახლს რომელიც ციხესიმაგრეს უფო გავდა თავს დააღწევდა, მერე იფიქრა რომ ქალაქიდან გასვლისას იგრძნობდა რამეს, უკვე რამდენიმე ქალაქს რომ გასცდა, დაეჭვდა იქნებ არ უნდა წამოსულიყო? მაინც განაგრძო გზა, კიდევ კარგა ხანს იარა, ამჩნევდა როგორ ნელ-ნელა იცვლებოდა გარემო, ფართო გზადკეცილები ვიწრო ალაგ-ალაგ გაფუჭებულმა გზამ შეცვალა, დიდი შენობები აქა-იქ გაბნეულმა პატარ მწვანე ეზოიანმა სახლებმა, გორაკები და მთები ტყეებით შეიმოსა, გზაჯვარედინთან შეჩერდა, ვერ მიხვდა საით უნდა წასულიყო, მიმოიხედა, ახლო-მახლო არავინ და არაფერი ჩანდა მწვანედ გაბარდული ბუჩქების და ხეების გარდა, ერთხანს წარბშეკრულმა იფიქრა მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დასცხო ხელი საჭეზე, ბინდდებოდა, ცას ახედა რომელსაც უკვე ჩასასვლელად გამზადებული მზე ანათებდა და ავტომობილი შემოაბრუნა ის იყო იქაურობას უნდა გასცლოდა რომ თვალი რაღაც უცნაურმა მოსტაცა, შეჩერდა კარი გააღო და გადმოვიდა, გზის ნაპირს მიუახლოვდა და უკეთ დააკვირდა, თავიდან თვალებს არ დაუჯერა და იფიქრა რომ ეჩვენებოდა, გზიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ტყის განაპირას მწვანე ბალახით დაფარულ პატარ მდელოზე თეთრკაბიანი წითურთმიანი გოგონა შეამჩნია, არაფერზე უფიქრია ისე გადავიდა მდელოზე და ისე მიუახლოვდა, სანახაობამ დაატყვევა და დაამუნჯა, ხელებგაშლილი და გვერდზე თავგადაგდებული იწვა, გრძელი წითური თმა ცეცხლოვან ტალღებად იყო გაშლილი მწვანე მოლზე, გაფითრებულ სახეზე და პატარა ოდნავ აპრეხილ ცხვირზე მოწითალო ჭორფლი ეყარა, თეთრი კანი ჰქონდა, ისეთი ნაზი და გამჭვირვალე რომ საბა აშკარად ხედავდა სისხლძარღვებს კანქვეშ, გამხდარი იყო, ალბათ საშუალო სიმაღლის, მუხლსზემოთ სარაფნიდან გრძელი სწორი ფეხები უჩანდა, მის გვერდით ჩაიმუხლა და სანამ სისხლით დასვრილ მარჯვენა მხარს და ბარძაყს დაუთვალიერებდა მანანამდე პულსი გაუსინჯა, ოდნავ შესამჩნევად ცემდა, ცოცხალი იყო, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა ჰქონდა, ღმერთმა იცის რამდენი ხანია ასე უპატრონოდ ეგდო ალბათ ბევრი სისხლი დაკარგა და შეიძლებოდა ვერც გადარჩენილიყო, ბევრი არ უფიქრია, ის იყო ტელეფონი ამოიღო და 112 აკრიფა რომ დაინახა როგორ გაამოძრავა გაფითრებული ტუჩები გოგონამ მერე ქუთუთოები აამოძრავა და ორი აღელვებული ლურჯი ზღვა შეანათა საბას...
ასეთი რამ არასდროს უგრძვნია, პირი გაუშრა, სუნთქვა შეეკრა და ხელები უღონოდ ჩამოუვარდა ძირს, ჩაჰყურებდა თვალებში და პირველად ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.
- დამეხმარე, -ძლივსგასაგონად ამოიხრიალა გოგონამ.
- წყნარად იწექი, რათქმაუნდა დაგეხმარები, ახლავე სასწრაფოს გამოვიძახებ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, -თვითონაც რომ არ ელოდა ისეთი თბილი და მშვიდი ხმით უთხრა და ისევ ტელეფონი მოიმარჯვა.
- არ გინდა, ოღონდ სასწრაფო არა, არავის დაურეკო, -ძლივს ასწია ხელი და მაჯაზე შემოაჭდო თხელი თითები, -არ დარეკო მომკლავენ, -ჩაიჩურჩულა და ისევ დაკარგა გონი.
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო, გოგონა ხელში აიტაცა და მანქანისკენ წაიყვანა, უკანა სავარძელზე მოათავსა და თვითონ საჭეს მიუჯდა, ნავიგატორს დახედა, ერთხანს ყურადღებით ათვალიერებდა ახლომახლო მდებარე დასახლებულ ადგილებს და როცა ერთ-ერთი სოფლის ნაცნობ სახელს მოჰკრა თვალი ჩაეღიმა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
- - - - - - - -
როცა მწვანეში ჩაფლული ერთსართულიანი სახლის ფანჯრებიდან გამომავალ სინათლეს მოჰკრა თვალი შვებით ამოისუნთქა, დაბალი რკინის ჭიშკარი შეაღო და ხელში ატატებულ ტვირთთან ერთად უშიშრად გაუყვა სახლისკენ მიმავალ ვიწრო, თეთრი ქვით მოკირწყლულ ბილიკს, არ გაკვირვებია როცა უზარმაზარი, გრძელბეწბვიანი ნაგაზი ყეფა-ღრენით შემოეგება.
- ვერ მიცანი ბომბორა? შენგან ამას არ ველოდი? ნუთუ შენც დამივიწყე? -უცნაურად სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა და ბომბორაც შედგა, ყეფა შეწყვიტა თავი გვერდზე გადააგდო და პირიდან ყმუილისმაგვარი ხმა ამოუშვა, მერე ახლოს მივიდა, ხელზე დასუნა, ფეხზე გაეხახუნა და გახარებული მოყვა სირბილს, კმაყოფილმა გაიღიმა საბამ, მის მკლავებში უგონოდ მწოლ გოგონას დახედა და პარმაღზე ააბიჯა, ააბიჯა და კარიც გაიღო...
- ბომბორა რა ხდება ვის უყეფ ამ შუაღამი... -დაბალ, გამხდარ, წაბლისფერთმიან, სასიამოვნო გარეგნობის მქონე ახალგაზრდა ქალს სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა საბა დაინახა, ერთხანს უსიტყვოდ უყურებდა ხან მას და ხანაც სისხლით მოსვრილ გოგონას რომელიც საბას ხელში ეჭირა მერე კი გვერდით გადგა და გზა დაუთმო, საბამ შვებით ამოისუნთქა და ოთახში შეაბიჯა, ქალი უკან მიყვა და მისაღებში შესულს ანიშნა რომ გოგონა დივანზე დაეწვინა, ხელები გაინთავისუფლა თუ არა შვებით ამოისუნთქა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, იქაურობას თვალი მოავლო და მერე თავზე წამომდგარ მასპინძელს გაუსწორა მზერა.
- შენი დახმარება მჭირდება ნატა.
- მივხვდი, -ცივად უპასუხა და დივანთან ჩაიმუხლა, -რა სჭირს?
- არ ვიცი, მგონი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, დასასვენებლად მივდიოდი და გზაში ვიპოვე, საავადმყოფოში ვერ წავიყვანდი, აქვე ახლოს ვიყავი და თქვენ გამახსენდით, ვიცი რომ ზაფხულობით ყოველთვის აქ ხართ ხოლმე.
- ოჰო დღეს სასწაულების დღე გვაქვს, საბა შენგელია გვყავს სტუმრად, თანაც მომესმა თუ მართლა თქვი რომ დასასვენებლად მიდიოდი, -ბოხი ირონიული ხმა გაისმა მისაღებში, საბა ფეხზე წამოდგა და შებრუნდა, შემოსასვლელში მაღალი ახლგაზრდა, ჩალისფერთმიანი მამაკაცი იდგა და ცივ მზერას არ აშორებდა.
- გამარჯობა რატი, ვიცი რომ თქვენს წინაშე უამრავი დანაშაული მიმიძღვის მაგრამ ახლა დახმარება მჭირდება და უარს ნუ მეტყვით, -მისი ასეთი ცივი დახვედრისგან მოგვრილი უსიამოვნო შეგრძნება დააიგნორა და მუდარანარევი ხმით სთხოვა დახმარება, რატის არაფერი უთქვამს, უხმოდ აუარა გვერდი და მანაც დივანთან ნატას გვერდით ჩაიმუხლა.
- აბა, შეძლებ მის დახმარებას? -დაბალი ხმით გადაულაპარაკა და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები.
- რათქმაუნდა შევძლებ, საძინებელში გაიყვანეთ და დააწვინეთ, მე ყველაფერს მოვამზადებ და ახლავე მოვალ, წამოხტა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, საბამ ისევ ხელში აიტაცა უგონოდ მყოფი სხეული.
- მიდი მაჩვენე საძინებელი, -ოდნავშესამჩნევად გაუღიმა რატის.
- - - - - - - - -
- არ შემიძლია, ჯანდაბა არ შემიძლია, -სისხლიანი ხელებით გამოიჭრა გარეთ, მუხლებზე დაეცა და იქვე კორიდორში აღებინა, რატი და საბა ერთდროულად მიიჭრნენ მასთან.
- რა გჭირს რა ხდება? -საბას ვერაფერი გაეგო.
- ფეხმძიმედ არის და სისხლის სუნს ვეღარ იტანს, -ჩაილაპარაკა რატიმ და ნატას წამოდგომაში დაეხმარა.
- გილოცავთ, -უხერხულად ჩაიღიმა საბამ ახლაღა შეამჩნია მისი ოდნავ გამობზეკილი მუცელი და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა როცა მიხვდა რამდენი რამ ჰქონდა გამოტოვებული, -კი მაგრამ თუ სისხლის სუნს ვერ იტან როგორ მუშაობ?
- უკვე ერთი თვეა მუშაობას თავი დავანებე, თუმცა ან ეგ საიდან გეცოდინებოდა, -რატის მხარზე დაეყრდნო და გაფითრებულ ტუჩებში გამოსცრა.
- შენ უნდა დაასრულო, ორივე ჭრილობაში ბარძაყშიც და მხარშიც ტყვიაა ჩარჩენილი, შენ უნდა ამოუღო.
- მეე? მე.. მე... -ენა დაება უკან დაიხია, ფეხარეული მიეყრდნო კედელს და საცოდავად მხრებაწურული თითქოს უცბად დაპატარავდა, -ხომ იცი რომ არ შემიძლია...
- შეძლებ, თუ არადა მოკვდება, -უგულოდ ჩაილაპარაკა და რატის ანიშნა წავიდეთო, ფრთხილად შეაღო კარი საბამ და საწოლზე უძრავად მწოლ გაფითრებულ არსებას შეავლო თვალი, თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, არა ვერ დაუშვებდა მას რამე მოსვლოდა და მხოლოდ იმიტომ დაღუპულიყო რომ საკუთარ შიშებთან გამკლავება ვერ შეძლო, ხელები გადაიბანა და საქმეს შეუდგა.
- ის იყო მეორე ჭრილობის გაკერვა დაასრულა რომ გოგონამ თვალები გაახილა და ამოიკვნესა, კიდევ ერთხელ დაატყვევა საბა მისმა ზღვისფერებმა, ლოყაზე ფრთხილად ჩამოუსვა თითები და გაუღიმა.
- სად ვარ? -ამღვრეული მზერა მოავლო ოთახს.
- ნუ გეშინია უსაფრთხო ადგილზე ხარ, -შეეცადა რაც შეიძლება თბილად ეთქვა, გაღიმება სცადა წითურმა თუმცა ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა, გამაყუჩებლების მიუხედავად აშკარად არ იყო კარგად, ტკვილისგან სახეშეჭმუხნული ათვალიერებდა საბას.
- ლამაზი თვალები გაქვს, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა და უღონოდ გადაუვარდა თავი.

-
რვა წლის წინ
-

რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა,
იმიტომ რომ დღეს ალეს,
დაბადების დღეა.

- გილოცავთ ალექსანდრა, -საძინებელში ტორტით ხელში შეცვივდნენ და საწოლზე ჩამოუსხდნენ, ძლივს გაახილა თვალები, წამოჯდა მოჩაჩული პიჟამო შეისწორა აბურდულ წითურ თმაზე ხელი გადაისვა და მხიარულად გაიკრიჭა.
- მსოფლიოში ყველაზე ცანცარა მშობლები მყავს, არასდროს არ შეიცვლებით?
- რაღადროს ჩვენი შეცვლაა დავბერდით უკვე, მამამ რომელსაც ოცდათხუთმეტ წელზე მეტს ვერაფრით მისცემდი ორივე ლოყა დაუკოცნა და მერე ტორტი ცხვირთან მიუტანა.
- მიდი შეუბერე და ჩაიფიქრე.
- ღიმილით დახედა ტორტს რომელსაც ფერადი ასოებით ეწერა, ალე თოთხმეტი წლის, თვალები დახუჭა სურვილი ჩაიფიქრა და მერე უკვე ნახევრამდე ჩამოღვენთილ სანთლებს მთელი ძალით შეუბერა...

-

სასწრაფოდ ჩაიცვა და უკვე სადარბაზოში გასულ მშობლებს აქოშინებული დაეწია, ერთ წამს თვალი გაუშტერდა მათზე, ულამაზესი იყო დედა, ვარდისფერი კაბა ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
- პატარა ცუღლუტო შენ სადღა მოდიხარ, -პირველმა მამამ დაინახა და თითის ქნევით დატუქსა.
- მეც გამოგყვებით რა, -ფეხები ააბაკუნა და ტუჩები საყვარლად გაბუსხა.
- არსადაც არ გამოგვყვები, უამრავი საქმე გვაქვს, ათასი რამ უნდა ვიყიდოთ, ხომ არ დაგავიწყდა რომ საღამოს სტუმრებს ველოდებით, -დედა მიუახლოვდა თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა.
- ზემოთ აცუნცულდი დაისვენე და საღამოსთვის მოემზადე, საღამოს ყველა ვერთობით, -სიცილით და ცეკვა-ცეკვით გავიდნენ გარეთ, ასეთები იყვნენ, საყვარლები მხიარულები და ბავშვურები, ალექსანდრასთვის საუკეთესო მეგობრები უფრო იყვნენ ვიდრე მშობლები, თბილი, მშვიდი და წყნარი ოჯახი ჰქონდათ, მდიდრები არ იყვნენ მაგრამ არც ღარიბები ეთქმოდათ, წინა დაბადების დღეზე მამამ მისთვის სიურპრიზის გაკეთებაც კი შეძლო და ოროთახიანი ბინა აჩუქა, ჩემი გოგო უნივერსიტეტში რომ დაიწყებს სწავლას თუ სურვილი ექნება შეეძლება რომ მარტო იცხოვროსო,
პირველად მაშინ იკამათეს მისმა მშობლებმა, ალექსანდრას არასდროს ენახა რომ ეჩხუბათ ან ერთმანეთისთვის ხმა აეწიათ მაშინ კი დედა ძალიან გაბრაზდა.
- სულ შენი ამერიკული მენტალიტეტის ბრალია რომ ასე ფიქრობ, რით ვერ მიეჩვიე რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამერიკაში, როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგომ სრულიად მარტომ იცხოვროსო, აქედანვე თუ დაუწყებ ასეთი რამეების ჩაგონებას ახლავე გაიქვევა სახლიდან და ნახავ მერე, ეძებე ქუჩა ქუჩაო.
- მამა დაბნეული და მხრებ აწურული იდგა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, მართლაც სხვანაირი იყო, სხვანაირად ფიქრობდა და აზროვნებდა, ქართული გვარი და გენები ჰქონდა მაგრამ ამერიკაში იყო დაბადებული და გაზრდილი, საქართველო თვალით არ ჰქონდა ნანახი და აქ ჩამოსვლა გულშიც კი არ გაუვლია მანამ სანამ სასწავლებლიდან რამდენიმე კვირიან კურსებზე ნიუ იორკში ჩასული ულამაზესი ქართველი გოგონა არ გაიცნო და მასზე შეყვარებული საქართველოში არ წამოვიდა საცხოვრებლად.
როცა ალექსანდრას თავიანთი გაცნობის და სიყვარულის ისტორიას უყვებოდნენ ხოლმე მამა ყოველთვის ამბობდა რომ ეს ნაბიჯი არასდროს უნანია მიუხედავად იმისა რომ ამ გადაწყვეტილების გამო მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის არცერთი წევრი არ ელაპარაკებოდა, როცა გამოაცხადა რომ საქართველოში მიდიოდა საცხოვრებლად მამამისმა ულტიმატუმი წამოუყენა, ან ის ან ჩვენო, მამამ თავისი ცხოვრების ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული აირჩია...

ერთხანს ღიმილით უყურებდა მშობლებს, როგორც კი თვალს მოეფარნენ, ხტუნვა ხტუნვით აუყვა კიბეებს და მესამე სართულზე მდებარე მათი სამოთახიანი მყუდრო ბინის კარი შეაღო, ყოველ დაბადების დღეზე ასე იყო, დილით ადრე ულოცავდნენ დაბადების დღეს მერე კი მთელი დღე ემზადებოდნენ და საღამოს ალექსანდრას მეგობრებთან ერთად ერთობოდნენ, მის კლასელებს და მეზობლებს პატიჟებდნენ, ნათესავები ბევრი არ ყავდათ დედა დედისერთა იყო და მშობლები ავტოსაგზაო შემთხვევაში მაშინ დაეღუპა ალექსანდრა რომ დაიბადა, ასე იყო თუ ისე პატარა ალე ყურადღების და სიყვარულის ნაკლებობას არ განიცდიდა, ჭკვიანი იყო, ზრდილობიანი, სამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებდა...
ის იყო კარი მიხურა მისაღებში შევიდა და დივანზე წამოკოტრიალდა რომ რამდენჯერმე ზედიზედ გასროლის ხმამ იქაურობა შეძრა, შეშინებული წამოხტა ფეხზე და აივანზე გავარდა, გაფართოებული თვალებით მოათვალიერა ქუჩა, თავიდან ეგონა რომ მოეჩვენა... მერე ნათლად გაარჩია, ქუჩის კუთხეში ტროტუარზე იწვა დედა, სისხლში მოსვრილი ვარდისფერი კაბა ულამაზესი უცხო ყვავილივით იყო გაშლილი მის გარშემო, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით მამა დაინახა, უძრავად იწვა და თეთრი პერანგი წითლად ჰქონდა შეღებილი, კივილი ისმოდა, ყვირილი, ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა ქუჩა, უნდოდა ეყვირა, უნდოდა რამენაირად გამოეხატა რომ სადაც იყო ჭკუიდან შეიშლებოდა მაგრამ ვერ მოახერხა, თვალთ დაუბნელდა და ჩაიკეცა...

-
აწმყო
-

- მამა, მამიკო, გთხოვ არ წახვიდე, არ დამტოვო, -ძლივსგასაგონად ამოისლუკუნა და იგრძნო როგორ შეეხო ლოყაზე გრილი თითები.
- დამშვიდდი, მე აქ ვარ შენთან, ყველაფერი კარგადაა, -ჩაესმა ხმა და სცადა თვალები გაეხილა თუმცა ტყვიასავით დამძიმებულმა ქუთუთოებმა ამის საშუალება არ მისცა, ხმა ნაცნობი იყო და უცნაურად სასიამოვნო, სიზმარსა და ცხადს შორის იყო, უკან ზმანებაში დაბრუნებას ცდილობდა სადაც ისევ ნახავდა მონატრებულ დედას და მამას მაგრამ გამოფხიზლება და ამ საოცარი ხმის პატრონის ნახვაც უნდოდა, კიდევ ერთხელ დაატანა თავს ძალა, თვალები გაჭირვებით გაახილა და პირველი რაც დაინახა მისკენ დახრილი საბას მომღიმარი სახე იყო.
- გაიღვიძე? კარგია, თავს როგორ გრძნობ? -თბილი ხმით კითხა, საწოლიდან წამოდგა და იქვე მჯდარ სავარძელში ჩაეშვა.
- კარგად ვარ, -ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს რომ ორი სიტყვა ეთქვა, მერე წამოჯდომა სცადა თუმცა ვერ მოახერხა, ტკივილისგან შეეჭმუხნა სახე.
- ჯობია ისე იწვე როგორც ხარ, ცოტახანს მოგიწევს მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავო, ორი ჭრილობა გაქვს და საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგე...
მონუსხული უყურებდა და უსმენდა, ათვალიერებდა მის სახეს რომელზეც დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა აღბეჭდილი, თმა აჩეჩილი ჰქონდა, უპეები ჩაშავებული, ძლივს ახელდა ულამაზეს შავ თვალებს, აშკარად ეტყობოდა უძილობა, როგორც იქნა თვალი მოსწყვიტა და ფართო ფანჯრებზე გადაიტანა მზერა რომლებიდანაც ოთახში მზე შემოდიოდა.
- დიდი ხანია უგონოდ ვარ? -ძლივსგასაგონად ჰკითხა.
- აქ გუშინ მოგიყვანე, ღამით ცუდად იყავი, სიცხე გქონდა მაგრამ ახლა უკვე კარგად ხარ საშიში აღარაფერია, ცოტა ტკივილი შეგაწუხებს თუმცა არ შეგეშინდეს, ძალებს მალე აღიდგენ, -ისე უბრალოდ ჩვეულებრივად სცემდა კითხვებზე პასუხს თითქოს ახლო მეგობრები ყოფილიყვნენ, არაფერს ეკითხებოდა უბრალოდ პასუხობდა...
ნუთუ არ აინტერესებს ვინ ვარ და რა დამემართა? წარბები შეკრა და მომღიმარ მამაკაცს ეჭვით სავსე თვალები შეანათა, მერე რატომღაც შერცხვა რომ მასზე ასე იფიქრა.
- მადლობა, -ჩაიჩურჩულა და გაღიმება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, მხოლოდ ტუჩები დაემანჭა და სიბრაზისგან ლამის ამოიღმუვლა, თვალზე ცრემლი მოადგა უნებურად, რაც მის გადამრჩენელს აშკარად არ გამოპარვია.
- რა გჭირს? ცუდად ხარ? -სავარძლიდან წამოდგა და ისევ საწოლზე ჩამოუჯდა, -ჭრილობები გტკივა?
- უბრალოდ ჩემს თავზე გავბრაზდი, -თვალები მაგრად დახუჭა და ხელით ანიშნა აღარაფერი მკითხოო, მერე კი ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ გააკეთა მისი ხელი ხელებში მოიქცია და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
- ამდენი მადლობის გადახდა საჭირო არ არის, ისეთი არაფერი გამიკეთებია, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა, -ხელზე ხელი მოუჭირა მეორე ხელით კი თავზე გადაუსვა, უნებურად მილულა თვალები ალექსანდრამ.
- მერწმუნე ადამიანებს იმდენად კარგად ვიცნობ რომ ნამდვილად ვიცი ყველა შენსავით არ მოიქცეოდა, -გულგრილად ჩაილაპარაკა და სცადა მისი შეხებით მოგვრილი აღელვება არ შეემჩნია.
- ახლა გამახსენდა რომ ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობთ, მე საბა მქვია, -შეამჩნია როგორ ყოყმანობდა გოგო და ისევ გაეღიმა, არ უკვირდა რომ არ ენდობოდა, ვინ იცის რა ჰქონდა გადატანილი.
- ალექსანდრა, ალექსანდრა მქვია, -გაუბედავად ჩაიჩურჩულა.
- შეგიძლია მენდო ალექსანდრა, აქ უსაფრთხოდ ხარ და არაფერი გემუქრება, ახლა ცოტახნით გავალ, შენთან ნატა შემოვა, საჭმელს მოგიტანს და იცოდე ყველაფერი უნდა შეჭამო რომ მალე გამოკეთდე, გამოსაცვლელ ტანსაცმელსაც მოგიტანს და ყველაფერში დაგეხმარება რაც დაგჭირდება.
- ნატა ვინ არის? -ალექსანდრას ტუჩებს უნებურად მოსწყდა შეკითხვა.
- ჩემი მეგობარია, უფრო სწორად იყო, ან იქნებ ისევ არის, -უცბად დასევდიანებულმა აბნეულად ჩაილაპარაკა, წამოდგა და უხმაუროდ გავიდა ოთახიდან...

-
რვა წლის წინ
-

- რას დგახარ, ხომ გითხარი ჩადი და არაყი და სიგარეტი ამომიტანეთქო, შენ რა ყრუ ხარ? -მაგიდაზე გამეტებით დასცხო ხელი, ალექსანდრა შიშისგან შეხტა და კედელს აეკრა.
- ფული აღარ დარჩა, მარკეტში კი ვალად არაფერს აღარ მაძლევენ, ჯერ ძველი ვალები გაისტუმროს შენმა მეურვემო ასე მითხრა თინა დეიდამ, -შეშინებულმა ჩაილაპარაკა და როცა დაინახა როგორ წამოდგა სავარძლიდან მამაკაცი, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- შე არაფრის მაქნისო ლაწირაკო, ტყუილად აგიკიდე ტვირთად არაფერში მარგიხარ, ახლა წავალ და ფულს ვიშოვი, შენ კი შეეთრიე შენს ოთახში და გარეთ გამოსული არ დაგინახო, -დაუღრიალა და გადმოკარკლული თვალები მოავლო ოთახს, მერე ძვირფას ჩარჩოში ჩასმული ორი ნახატი ჩამოხსნა კედლიდან იღლიის ქვეშ ამოიჩარა და გინებ-გინებით გაიჯახუნა კარი.

ერთხანს უხმოდ შესცქეროდა კარს, მერე საძინებელში შევიდა საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ატირდა, უკვე სამი თვე იყო გასული რაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ, არასრულწლოვანი რაკი სრულიად მარტო დარჩა სასამართლომ მეურვე დაუნიშნა, დედის შორეული ნათესავი რომელიც არასდროს ყავდა ნანახი და რომელმაც რატომღაც თვითონ მოითხოვა მისი მეურვეობა, კაცმა რომ თქვას სხვას არც არავის გამოუთქვია სურვილი, მეურვედწოდებული ჯანო ძია მაშინვე მის ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად და ალექსანდრას ჯოჯოხეთიც იმ დღიდან დაიწყო, დალევა უყვარდა ჯანოს, ბინაში მეგობრების ამოყვანა და მთელი ღამით ღრეობების მოწყობა, უძილარ და გასაცოდავებულ ალექსანდრას აიძულებდა მის მეგობრებს მომსახურებოდა, მათთვის სასმელი მიეტანა და საჭმელი მოემზადებინა, რაც კი ხელში მოხვდებოდა ბინიდან ყველაფერი გაჰქონდა და ყიდდა, ალექსანდრამ ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო რომ დედას მთელი ძვირფასეულობა და მამის დანატოვარი ნაღდი ფული პატარა სეიფში გადამალა რომელიც მშობლების საძინებელში ისეთ ადგილზე იყო დამალული ვერავინ მიაგნებდა თუ თვითონ ალექსანდრა არ აჩვენებდა.

ჯანო გამუდმებით ლანძღავდა შეურაცხყოფას აყენებდა, ყველაფერს ამადლიდა მიუხედავად იმისა რომ მისთვის არაფერს აკეთებდა, ალექსანდრა კი ჯერ კიდევ ბურანში მყოფივით დალასლასებდა და არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, ვერ ხვდებოდა ამ მოჯადოებული წრისთვის თავი როგორ უნდა დაეღწია, ვერ იტანდა ეზიზღებოდა, მაგრამ ისიც იცოდა რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევით ვერაფერს გახდებოდა, მხოლოდ ერთხელ სცადა მისი ამხანაგებისთვის საჭმლის მომზადებაზე უარი ეთქვა ისიც იმიტომ რომ უკვე ღამის პირველი საათი იყო და ჯანომ ისე დაარტყა მთელი კვირა უჭირდა საჭმლის ჭამა, ამ სამ თვეში მხიარული, ხალასი და მუდამ მომღიმარი გოგონა გაუცინარ ზომბად იქცა...
- არ გძინავს? -დაუკითხავად შეაღო საძინებლის კარი, შევიდა და თან სასმლის და ოფლის სუნი შეიტანა, ბარბაცებდა, ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
- უმაქნისო, დღეს მთელი დღე იცი რაზე ვფიქრობდი, რაში შემეძლო შენი გამოყენება ჰო და მოვიფიქრე, რომ იცოდე როგორ მოგეწონება, -საწოლის კუთხეში საცოდავად მოფუზულ შეშინებულ გოგონას თვალი შეავლო ტუჩები საზიზღრად მოილოკა პერანგის ღილები შეიხსნა და საძინებლის კარი გადაკეტა...


-
-
-
სალამი
როგორც იქნა დაგიბრუნდით
კვირაში ორჯერ ავტვირთავ ხოლმე ახალ თავებს
იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი One

Lila❤️Mixaria rom dabrundi, ki mogvewona, davelodebi shemdegs didi interesit)

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Lila❤️Mixaria rom dabrundi, ki mogvewona, davelodebi shemdegs didi interesit)


heart_eyes blush relaxed

 


ოღონდ თავისას ვერ მიაღწევდეს ის კაცი pensive ერთიანად დამაჟრჟოლა ოდნავ გაფიქრებაზეც კი pensive
სხვა მხრივ რა გითხრა, საინტერესო ისტორია და ოერსონაჟები არიან❤️
საბას ისტორიასაც ველოდები. მაინტერესებს რა მოხდა მასთან და რამ აქცია უგრძნობ ადამიანად.
მიხარია შენი დაბრუნება❤️

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან მომეწონა.
ყველაფერი ძალიან ძალიან მაინტერესებს რა დაემართა ამ ორ ადამიანს.
საინტერესოა ნამდვილად heart_eyes მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes წარმატეები <3 heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი Елеа

Михариа тквени дабрунеба. Саинтересоа велодеби шемдегс

 


№6 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent