შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ მაინც გავბედეთ


19-08-2022, 13:38
ავტორი SOMEONE FROM DREAMS
ნანახია 10 066

-ბიჭო სალიზე რავქნა…
-როგორ მოხდა საერთოდ ეგ ყველაფერი ვერ ვხვდები.
ხმამაღალი ლაპარაკი ჩამესმის ყურში გაუჩერებლად.
-აზრაზე არ ვარ რავქნა, თან ის გოგოც მელოდება.
არ წყდება ლაპარაკი. საწოლიდან მეორე მხარეს გადავტრიალდი ხელი საბნიდან გადავყავი და სამჯერ დავაბრახუნე თვალდახუჭული იატაკზე იქნებ ქვევით გაეგოთ და ესე ხმამაღლა ლაპარაკი შეეწყვიტათ.
-ეგკიარა გუშინ…
უკვე საკმარისად მოვისმინე. ავდექი და პირველ სართულზე ჩავედი ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფი მე.მისაღები კარები შევაღე ჯერ კიდევ არ მქონდა თვალები კარგად გახელილი, გამიკვირდა საერთოდ კიბეებზე თვალდახუჭული როგორ ჩამოვედი. მისაღების კარებში 10 წამის განმავლობაში ვიდექი გაუნძრევლად. თვალების გახელა რომ დავიწყე ვიღაცის მაღალი სილუეტი მიახლოვდებოდა. რაც უფრო ახლოს მოდიოდა მისი საინტერესო სურნელიც უფრო მძაფრად იგრძნობოდა.
ვიღაც მაგრად ჩამეხუტა. ეს სურნელი… არ არსებობს, ნეა რაღაც გეჩვენება.თვალები კარგად გავახილე და ამ ადამიანმაც გამიშვა ხელები.
თვალ წინ ზუსტა ის ადამიანი მედგა რომლის ნახვაც ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად არ მინდოდა, ნიკუშა. ადამიანი რომელიც 3 წელია მიყვარს. ჩემთვის ნიკუშას ნახვა უბრალოდ სასწაულივით იყო. წინა ზაფხულის მერე აღარ მინახავს როგორი შეცვლილი და გალამაზებული იყო. სტილი უფრო დაეხვეწა და ჩახუტებაც გამოისწორებიათქო ეგრევე გავიფიქრე.
-ნეაკო. როგორ მომენატრე.
მითხრა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
-თან როგორ გაზრდილხარ.
-ხო ნიკუშ, შენი პატარა ნეაკო აღარ ვარ.
პირდაპირ ვუთხარი ის რისი თქმაც მინდოდა.
-შენ ყოველთვის ჩემი პატარა ნეაკო იქნები.
მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. როგორ მიყვარს ესე თბილად რომ მექცევა მაგრამ მისთვის მართლაც სულ მისი პატარა ნეაკო ვიყავი.
-ამ დროს აქ რა გინდათ არ გეძინებათ?
ვკითხე მას და დივანზე მჯდომ ჩემს ძმას.
-ნეა რაღაც საქმე გამოუჩნდა ნიკას და მოვიდა რატო გვეკითხები.
მითხრა ჩემმა ძმამ და ტელეფონში რაღაცის ყურება განაგრძო.
-არაფერი ისეთი უბრალოდ გამაღვიძეთ გუშინ ისედაც ძლივს დავიძინე.
ისეთი სახით ვუთხარი ეგრევე თავები დამნაშავედ იგრძვნეს.
-ეხლა მე ჩემს ოთახში ავალ და იმედია ვიღაცეები ოდნავ ჩუმად ილაპარაკებებ.
ვუთხარი და გავუღიმე.
-მოიცა მოიცა სად მიდიხარ.
ნიკუშავ ხელი გადამხვია და დივანზე მასთან ერთად დამსვა.
-მომიყევი რაღაცეები.
-მაინც
ვკითხე და გაკვირვებული სახით შევხედე.
-მაინც… ვის მოსწონხარ? ვინ უნდა ვცემო.
-ნიკუშ საცემი ნამდვილად არავინ არ გყავს.
ხელი მოვაშორებინე ჩემი მხრიდან.
-თქვენ თუ ჩუმად არ იკაპარაკებთ აქეთ მეყოლებით საცემები.
გავუღიმე და მისაღები ოთახიდან გამოვედი.კარები მოვიხურე თუ არა ამოვისუნთქე.როგორი ლამაზი და თბილი იყო ნიკუშა. ჩემს ოთახში ავედი კარები ჩავკეტე და დასაძინებლად წავედი.
რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს მე ნიკუშას ვეუხეშე. ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვბრაზობ რომ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი მოვუკითხივარ.მით უმეტეს როდესაც წინა ზაფხულს ერთმანეთთან ძალიან კარგად ვიყავით. მე ის მიყვარდა და ამიტომაც ვერ დავხუჭავდი თვალს იმაზე რაც გააკეთა. თავიდან ნიკუშა სანამ გამიცნობდა მეუხეშებოდა რის გამოც ვერ ვიტანდი მას მაგრამ მერე თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩემს ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად რომ ვიყავით არასდროს ვავიწყდებოდი და ყურადღებას სულ მაქცევდა. ალბათ ესარის მიზეზი იმისა თუ რატომ შემიყვარდა ესე ძალიან.
თვალები გავახილე თუ არა ეგრევე ნიკუშაზე ფიქრი დავიწყე. არ მინდოდა რომ ის ესე ძალიან მყვარებოდა მაგრამ ჩემს თავს ვერ ვეწინააღმდეგებოდი. საწოლიდან ავდექი სააბაზანოში მოვწესრიგდი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. გავემზადე თუ არა ეგრევე ნინის მივწერე და გავედი სკვერში ნინის შესახვედრად. სკვერი გავსებული იყო ხალხით შესასვლელში კი ნინი იდგა. მივედი და მაგრა გადაავეხვიე.
-ნეა როგორ ხარ?
ძალიან აღელვებულად მკითხა.
-ნინი ხომ მშვიდობაა.
-ჩემთან კი მაგრამ…
თვალი სკვერისკენ გაურბოდა.
მეც გავიცედე და ნიკუშას მოვკარი თვალი ჩემს ძმასთან და მათ მეგობრებთან ერთად.
-ხო… ვნახე უკვე. ძალიან გალამაზდა არა?
ვკითხე ნინის და ნიკუშას მივაშტერდი.
-ნეა არ დაგავიწყდეს მაგის გამო როგორ ცუდ დღეში იყავი.
მეც თავი დავუქნიე და სკვერში შევედით.
სკვერის შუაში ფანტანები იდგა გარშემო კი უბრალოდ სკამები. ერთ-ერთ სკამზე კი გაგა(ჩემი ძმა) ნიკუშა და მათი მეგობრები იჯდნენ. ნიკუშასთან ერთი ლამაზი გოგო იჯდა და თვალებში შესციცინებდა.მათთან გავიარეთ მე და ნინი და ვეცადე უბრალოდ გვერდი ამეარა და არაფერი მეთქვა მთთვის მაგრამ.
-ნეაკო
გაგამ დამიძახა. მათკენ შევტრიაკდით მე და ნინი.
-ბავშვებო, როგორ ხართ.
ვუთხარი და ძალით გავუცინე. ყველა მომესალმა.
-აი ნეაკოზე მეტად არავინ არ მიყვარს.
თქვა ნიკუშამ და გამიცინა.მე გავუღიმე. ნიკუშა ადგა ხელი გადამხვია და იქიდან შორს გამიყვანა.
-ჩემო სიყვარულო რას შვები უხასიათოდ ხოარ ხარ?
მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-არა ნიკუშ. ის ლამაზი გოგო ვინ არის?
ვკითხე და თვალებით იმ გოგოსკენ გავიხედე რომელთანაც ერთი წუთის წინ ხელგადახვეული იჯდა.
-შეყვარებული.
მითხრა და გაეცინა. არც კი მოერიდა მაგის თქმას.
-ლამაზი გოგოა.
ვუთხარი და ხელის გაშვება ვცადე მაგრად ვერ მოვახერხე.
-ნეაკო ცუდად იქცევი.
მითხრა და სახიდან ღიმილი წაეშალა.
არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა ალბათ იმ ფაქტმა გამაღიზიანა რომ ნიკუშასთვის ცუდად ვიქცეოდი და ტირილი წამსკდა.ნიკუშას გაეცინა. და ჩამიხუტა.
-ნეაკო მეღადავები? რა გატირებ გოგო.
მე ხმასაც ვერ ვიღებდი იმდენად მწარედ მომდიოდა ცრემლები ჩემს თავსაც ვერ ვაჩერებდი.პანიკური შეტევაც მაგ დრის დამემართა უკვე უნდა დავცემულიყავი ძირს რომ ნიკუშამ დამიჭირა ხელებში ამიყვანა და გავითიშე.



პ.ს მოგესალმებით. შეცდომებისთვის ბოდიში ეს ჩემი პირველი ისტორია არის და ძალიანაც ნუ განმსჯით. ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვქენ რას ფიქრობთ ამიტომ დაწერეთ.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ვნახოთ რა იქნება. წარმატებები. სულ მაინტერესებს ეს გოგოწბი ასე მალე რატო ითიშებიან????????

 


№2  offline წევრი OKI ME

საინტერესო ჩანს. ძაან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. :P

უიი, ნეაკოსთან რა ხდება თურმეე. პანიკური შეტევაო? ჰოო, ვნახოთ, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი. საინტერესო მომენტში კი გაწყვიტე :D:D

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია მალე იქნება :DD წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგად დაიწყე და იმედია მალე დადებ

 


№4 სტუმარი Ana-maria

საინტერესო დასაწყისია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. (პატარა შენიშვნა მექნება:მამაკაცი არ ლამაზდება,სიმპატიურდება. )წარმატებები

 


№5  offline წევრი ქეთუშკა

მალე დადებ გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent