მწვანეთვალება იდიოტი ( დასასრული)
სახლში მისულს არფრის ხალისი არ მქონდა. მაშინვე ოთახში შევიკეტე და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა, თუმცა ერთი ზუსტად ვიცოდი ეს ბავშვი მინდოდა. მინდოდა მთელი გულით. ჩემს მდგომარეობაში ორსულად დარჩენა ეს უკვე სასწაული იყო და ვიცოდი ამ სასწაულს უნდა გავფრთხილებოდი. გიგის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. არც იყო ღირსი არ სცოდნოდა მისი შვილის შესახებ, მაშინ როდესაც ასე ძალიან უნდოდა შვილის ყოლა. გამახსენდა როგორ აღფრთოვანებით საუბრობდა , როგორ მოუყვებოდა ჩვენს შვილებს ისტორიებს და როგორ გაართობდა. ის ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემს ამ ტყუილს. ამისათვის ძალა უნდა მოვიკრიბო და ყველაფერი ვუთხრა. რეალობაში მე მასთან ყოფნა მინდა. მხოლოდ ჩემს თავს ვატყუებ რომ შევძლებ მის გარეშე. ღრმად ჩავისუნთქე და ტელეფონი მოვიმარჯვე. - ალო, ნათი. - ნინ როგორ მომენატრე. როგორ ხარ? - კარგად ვარ. შენი ნახვა მინდოდა. თუ გცალია მისამართს მოგწერ და მოდი. - კი ეხლავე მოვალ. ნათიას მისამართი გავუგზავნე. ეხლა როგორც არასდროს მეგობრის დახმარება და რჩევა მჭირდება. ნანული გავაფრთხილე სტუმარს მივიღებ თუ არ შეგაწუხებთქო და გამებუტა. შენი სახლია და ვინც გინდა ის დაპატიჟე რატომ მეკითხებიო. ერთი საათის შემდეგ ნათია მოვიდა. გაოცებული დარჩა ნანულის დანახვით. ბებო დაგვემშვიდობა. მოიმიზეზა საყიდლები და წავიდა. ვიცი ასე განზრახ მოიქცა. უნდოდა მარტო დავეტოვებინეთ. მისაღებში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. - ამდენ ხანს აქ იყავი?- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. - ჩემზე ისევ ბრაზობ? - კი ვბრაზობ. ასე შენ მაინც როგორ მომექეცი. - პირველ რიგში მადლობა რომ სულ არ გამრიყე შენი ცხოვრებიდან. მეორე ეს საიდუმლო მარტო მე არ მეხებოდა ნინ, და შენებსაც ნუ ადანაშაულებ ხომ იცი შენი გადარჩენა იყო პრიორიტეტი. - ვიცი, მესმის. მაგრამ ასეთი რამის დამალვა…- თავში გამიელვა. ეხლა მეც ზუსტად მათსავით ვიქცევი გიგის მის შვილს ვუმალავ. - რა მოხდა? რატომ გაჩერდი. - უცებ ტირილი დავიწყე. ჩემთან გადმოჯდა და ჩამიხუტა. - რა ხდება ნინ კარგად ხარ? - მეც ზუსტად თქვენსავით ვმალავ და … - ისევ ცუდად ხარ? - არა , პირიქით ყველაფერი ისე კარგადაა!- გაოცებული მიყურებდა. - ნათ ორსულად ვარ. - გაოგნებული მიყურებდა. - რა?- გაოგნებულ სახეზე ღიმილი გადაეფინა. - ანუ დეიდა ვხდები? გიგი? გიგიმ იცის? - ეგაა პრობლემა ზუსტად. აქ იყო მოსული , გული წამივიდა და საავადმყოფოში წამიყვანა, გიორგი ექიმთან. მან ეს ჩუმად მითხრა , მე გიგის დავუმალე. მან ჩათვალა რომ მისი ნახვა მხდიდა ცუდად და წავიდა. სად წავიდა არ ვიცი. - უნდა უთხრა. როგორც შენი მეგობარი, ხომ ასეა , ხომ ისევ ვმეგობრობთ? - ნათი რა თქმა უნდა !- ჩავეხუტე. - თქვენს გარეშე არ ვიცი როგორ უნდა ვიყო. - გიგის უნდა უთხრა. ეს არაადამიანურია დაუმალო შვილის არსებობა. - ვიცი. - თან არ გახსოვს ორსულად არ იყავი და როგორ გაჭმევდა და გივლიდა?! - გაეღიმა. - ხოო, სულ ეს მახსენდება. - ხოდა უთხარი. - დიმა სად არის? - გარეთ , მე მომიყვანა და გარეთ მანქანაში ზის. გონია არ გვაპატიებ და არ უნდა გულისტკენა გაჩვენოს. ხომ იცნობ?! - წამო გავიდეთ მეც ცოტა გასეირნება არ მაწყენდა. - ტელეფონი ავიღე. - ბებო მე გავდივარ და საღამოს მოვალ. - კარგი შვილო, არ დაიგვიანო. - დამარიგა ყურმილის მეორე მხარეს თბილმა ხმამ. გარეთ ცხელოდა, აგვვისტო ცხელი თვეა. დიმა მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, როგორც კი მივუახლოვდით. არ მომიახლოვდა , თავდახრილი იდგა. - გამარჯობა!- ხმადაბლა თქვა. - გაგიმარჯოს. როგორ ხარ?- მხოლოდ ეხლა ამომხედა - მე , არამიშავს.შენ? - მე ? ყველაფრის მიუხედავად ფეხზე ვდგავარ. - მიხარია. - დიდი პაუზა ჩამოწვა. - როდესმე გვაპატიებ?- პირდაპირ თვალებში მიყურებდა. - მომიწევს რომ გაპატიოთ, ვიცი ეს ჩემს გამო გააკეთეთ, უბრალოდ პირობა უნდა დადოთ, რომ ჩემს გარეშე მეტ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ. - ჩამეხუტა. - აღარასდროს ! - გავისეირნოთ? - ნინ ძალიან ცხელა და იქნებ სადმე დავსხდეთ. - ნათია აღელვებული მიყურებდა. - ძალიან კარგი ცოტა გავისეირნოთ დე ვიტამინი მჭირდება. - რამე პრობლემაა ისევ?- დიმამ მანქანა ჩაკეტა და ნელა გავუყევით გზას. - პრობლემა? არა კარგად ვარ. ძალიან კარგად. - დემონსტრაციულად ხელი მიცელზე დავიდე. - მუცელი გტკივა?- გაოცებული მიყურებდა დიმა. ნათიას და მე გაგვეცინა. - სასაცილო რა არის? - ორსულად ვარ. - გაჩერდა და ცდილობდა გაეაზრებინა ნათქვამი. - რა? გიგი გაგიჟდება. ტვინი წაიღო ბავშვით და…უთხარი? - არა, ვერა. - გაგიჟდი? არ მითხრა რომ ამ სისულელეს გააკეთებ და მას ბავშვს დაუმალავ ან უარესი კიდე. - რა უარესი? გგონია მოვიშორებ? ბავშვს, რომელიც გიგისგან მყავს? გააფრინე? - არ ვიცი…- დაიბნა და თვალები დახარა - უბრალოდ გაბრაზებულზე. - კარგი რა ცოცხალ ადამიანზე, ჩემს შვილზე ვსაუბრობთ. ყველაფერთან ერთად ის გიგისგან მყავს. - კარგი შევცდი ასე რომ ვიფიქრე. რას აპირებ?-ორივე გაჩერდა და მეც გავჩერდი. - ორი აზრი არ არსებობს ბავშვს ვიტოვებ! გიგისაც უნდა ვუთხრა, მაგრამ არ მინდა ცუდად გამოვიდეს. - რა გამოვიდეს?- გამომცდელად მიყურებდა ნათია. - ორსულად ვარ და ცოლად მომიყვანეთქო. - გაეცინათ. - გოგო ცოლობა გთხოვა და რა უნდა გამოვიდეს ცუდად?! - მერე გავექეცი და მივატოვე. საშინელ მდგომარეობაში იყო. მოკლედ რაც არის ის არის, უნდა ვუთხრა. დღეს მინდა სახლში მივიდე. ამას ტელეფონით ვერ ვერყვი. - მე წაგიყვან- წამოიძახა დიმამ. - ჩვენ წაგიყვანთ-ღიმილით შეხედა ნათიამ. მანქანასთან დავბრუნდით და გიგის, უფრო სწორად ჩვენი სახლისკენ წავედით. გზაში სიტყვებს ვალაგებდი, რა , როგორ უნდა მეთქვა. ნერვიულობამ იმატა, სახლს რომ მივუახლოვდით. - წამოხვალთ! - ამას ვერ გამოვტოვებ!- ნათია ჩემზე ადრე გადავიდა მანქანიდან. დიმა გადმოგვყვა. ლიფტიდან გამოვედი და ვიდექი ჩემი სახლის წინ. რამდენჯერმე დავაკაკუნე, შემდეგ ზარი დავრეკე. შიგნიდან სიჩუმე იყო. - იქნებ სახლში არააა?- იკითხა დიმამ. - დავურეკავ. - ვთქვი და მაშინვე მოსი ნომერი ავკრიბე. გამორთული ქონდა. შემეშინდა. საავადმყოფოს მერე არ შემხმიანებია. არ მოსულა. იმედია რამე … თუმცა ხომ დამპირდა. - იქნებ დაუჯდა?- დიმას თავადაც ეჭვი ეპარებოდა ბიზნესმენს, რომელიც ტელეფონზეა დამოკიდებული ტელეფონი დაუჯდეს. - კარგი აქ ვერაფერს გავაკეთებთ. სახლში წავალ. ნანულის ვკითხავ. იქნებ რამე იცოდეს. - კარგი. - უხმოდ წამოვედით. სახლში შესულს მადისაღმძვრელი სუნი დამხვდა. - ნანული ბებო როგორ ხართ?- დიმა სანდომოან ბებოს მიესალმა. - მოხვედით?- თვალები ჩაწითლებული აქვს რაღაც მოხდა. - რამე მოხდა ნანული ბებო? - გიგი- თვალებზე ისევ ცრემლი მოადგა. - რა გიგი? - გიგი ამერიკაში წავიდა. - რა?-შოკმა მთელი სხეული მოიცვა. სუნთქვა გამიძნელდა. - როდის? - დღეს გამთენიისას?- ცრემლები გადავყლაპე და მკაცრი ხმა დავიყენე. - მასზე მეტი სიტყვა აღარ გამაგონოთ. ისევ მომატოვა. ისევ არაფერი ამიხსა. არც ჩემს ახსნას დაელოდა. ის არაფრის ღირსი არ არის. - მან შენ წერილი დაგიტოვა. - წერილი? ეს სიმხდალეა გაექცე საყვარელ ადამიანს მაშინ… კარგით ნანული ბებო მომეცით წერილი. - მან ხელები შეიმშრალა და ოთახიდან გავიდა. ოთახში დაბრუნებულს კი თაბახის შუაზე გაკეცილი ფურცელი გამომიწოდა. მაშინვე გიგის ოთახში შევედი, ლოგინზე დავჯექი. “ ჩემო ლამაზო გოგო, გტოვებ… ისევ გტოვებ, მაგრამ ისევ არა ჩემი მიზეზით. შენ ჩემს გამო ასე ცუდად ხარ. მე ეგოისტი ვერ ვიქნები და ვერ მოგთხოვ ცუდად იყო და ჩემთან იყო. ასე ვერ გავეგოისტდები. ისეც მეყო რაც ჩემს გამო და ბიძაჩემის გამო გადაგატანინე. ვიცი ეხლა ძალიან რთული იქნება , მაგრამ გაივლის დრო და მხოლოდ მოგონებები დაგრჩება ჩემზე. მინდა ბედნიერი იყო. გთხოვ მხოლოდ ის დამპირდი, რომ ბედნიერი იქნები. კომპანია და სახლი შენს სახელზეა. ვიცი გაბრაზდები, მაგრამ მინდა შენ მართო და იქ იცხოვრო , ეს ბინა ჩვენთვის ვიყიდე და მინდა შენი იყოს. მიყვარხარ უზომოდ და მაპატიე, ოდესმე მაინც. შენი მწვანეთვალება იდიოტი!” *** წერილის მიღებიდან 3 თვე გავიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სახლში დავბრუნდი ჩემებს ვუთხარი ორსულობის შესახებ და მიიღეს. არავინ აპროტესტებდა. ნანულიმაც გაიგო და ჩემი თხოვნაც გაითვალისწინა , რომ გიგისთვის არაფერი ეთქვა. მან თავად მიმატოვა და გაიქცა. ვიცი ოდესმე გაიგებს. მაგრამ არა დღეს. დღეს ექოზე მივდივარ. იმედია პატარა კარგადააა - ნინო მოემზადე ?- დედამ თავი შემოყო ოთახში. - კი მზად ვარ. - სარკის წინ დავდექი. - მეჩვენება თუ ცოტათი დამეტყო მუცელი? - კი , ცოტათიც და ბევრითაც. ძალიან ლამაზი ორსული ხარ. სავარაუდოდ ბიჭი გყავს. - ბიჭი? სქესის გაგება არ მინდა. მინდა ჯანმრთელი იყოს. - შენი ნებაა… - რამე მოხდა დედა? - ნათიას და დიმას ქორწილი ერთ კვირაშია და… - და? - და გიგიც დაპატიჟეს. - ვიცი…- ვიცოდი მაგრამ ხმამაღლა ამის გაგებამ მაინც ამაფორიაქა. - რომ ჩამოვიდეს?- დედა აშკარად ანერვიულებული იყო. - ჯერ ერთი არ ჩამოვა. ნანულიც ასე ფიქრობს, მეორე- ის ამას მაინც გაიგებს უბრალოდ ეხლა ასე მსოფლიოს მეორე მხარეს გაქცეულს არაფერს ვეტყვი. ასე თვითონ აირჩია. როდესმე რომ გაიგებს ვერც მისაყვედურებს. - მისმინე ნინო , მგონი ის შენს გამო წავიდა. - თამრიკო , როცა საჭირო იყო ჩვენი სიყვარულის და მისი დაცვა შენ სხვა მხარე აირჩიე და ეხლა ყველაფერი დამთავრდა, უბრალოდ ის ჩემი შვილის მამაა. - კარგი , არ ინერვიულო. იქ ნანულიც მოვა. მიკვირს რომ არ უთხრა გიგის. - მე ვთხოვე. - დედას აღარაფერი უთქვამს. გავიდა და მეც მალე უკან მივყევი. საცობში მოვყევით, საავადმყოფოში მისულებს ნანული დაგვხვდა ცოტა განერვიულებული ჩანდა. - ვინერვიულე, როგორ ხარ ნინო? - კარგად ბებო. თქვენ? - კარგად ვარ, მთავარია ჩვენი პატარა იყოს კარგად. - მუცელზე მომეფერა და კაბინეტისკენ წავედით. ექიმმა ექოაკოპიაზე გაგვიშვა და ანალიზების დასახელებები გაურკვეველი კალიგრაფიით ჩამოგვიწერა ფერად ფურცელზე. ექოზე დავწექი. სანდომიანი ექიმი მიღიმოდა. - პირველი ირსულობაა? - დიახ- სამივემ ერთად გავეცით პასუხი - გემჩნევათ- გაეცინა. - ყველაფერი კარგად იქნება. მუცელზე ცივი ჟელესმსგავსი სითხე დამასხა და და გულდასმით დაიწყო დათვალიერება. - სქესს თუ დაინახავთ არ მითხრათ თუ შეიძლება. - კარგი. - ჩემსკენ არ მოუხედავს. - ყველაფერი კარგად მიდის. გრძნობ უკვე მის მოძრაობას? - არა ექიმო. - მალე იგრძნობ, ძალიან კარგი პატარააა. მოძრავი და ყველაფერი რიგზე აქვს. ეხლა გულისცემა მოვისმინოთ. - უეცრად სწრაფი და ომახიანი გულისცემა გაისმა. გულში იმხელა სითბო ჩამეღვარა ცრემლებით ამევსო თვალები. ჩემი პატარა როგორ ძლიერად უფეთქავს გული. ბებია და დედა ტიროდნენ. ექიმმა რჩევა- დარიგებები მომცა და სამივე გაღიმებულნი გამოვედით გარეთ. გრილოდა , ნოემერი იდგა. - სადმე გინდა გავლა?- მკითხა ნანულიმ- თუ პირდაპირ სახლში წახვალ? - ერთ კვირაში ნათიას და გიგის ქორწილია და მინდოდა რამე მეყიდა. ტანსაცმელები აღარ მეტევა. - გაეცინათ- სასაცილოა?- მოჩვენებითად გავბრაზდი. - წავიდეთ მე გიყიდი ქორწილისთვის რამე ძალიან ლამაზას. თან მეჯვარე ხარ ხო? - კი ნათიას კი ვუთხარი ორსული მეჯვარე არაფერში გამოგადგებათქო, მაგრამ ხომ იცით რა ჯიუტია. ერთმა კვირამ სწრაფად ჩაიარა. საოცარი ლურჯი ფერის კაბა მიყიდა ნანულიმ. ზედმეტად მეკვროდა ტანზე და ჩემი პატარა მუცელიც ძალიან ლამაზად ჩანდა. თავიდან კომპლექსი მქონდა. ყველა გაიგებდა. ყველა მიხვდებოდა, მაგრამ არც არავის ვუმალავდი. ჩემებმა იცოდნენ და ნერვიულობაც შევწყვიტე. მხოლოდ ჩემს პატარაზე ვფიქრობდი და გიგიზე, რომელიც საერთოდ აღარ ჩანდა. იმედი მქონდა არ ჩამოვიდოდა., ან პირიქით ძალიან მინდოდა ჩამოსულიყო. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ არ ჩამოვიდოდა. ვიცოდი არ ჩამოვიდოდა. - ნინო!- კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა. - მოდი მამა. - შენთან საქმე მაქვს. - შემოვიდა. - რატომ არ გაცვია. ასე სპორტულებით მოდიხარ?- გაეღიმა. - ჯერ ადრეა. - ვფიქრობ დღეს გიგი იქ მოვა და მინდა არ ინერვიულო. - არ მოვა. თანაც რომც მოვიდეს მან ინერვიულოს. - შენ მის შვილს ატარებ მუცლით და ეცადე. - ვაპატიო? - არა უბრალოდ გაუგო. ის უცნაური ბიჭია. თავისებური მიდგომა აქვს , მაგრამ შენ რომ უყვარხარ ამაში არც ერთი წამით, არასდროს შემპარვია ეჭვი. - არც მე. - მან ეს ყველაფერი შენს გამო გააკეთა. ხო შეიძლება ეს არასწორია , მაგრამ. - მამა, ვიცი, ვიცი რომ ის უცნაურად აღიქვამს ყველაფერს. თავს ადანაშაულებს მისი ოჯახის დაკარგვის გამო, მერე მე. ანუ ჰგონია, რომ მისი ბრალია. ანუ გონია ვისაც ახლოს მიუშვენმბს მას დაკარგავს. - ვიცი. მინდა რომ თუ მოვა არ გააგდო, ხელი არ ჰკრა. - ამის ძალა არც მაქვს. - მამამ თავზე მაკოცა და გავიდა. ჩავიცვი ჩემი ულამაზესი ლურჯი კაბა და გავედი. ჩემები აღფრთოვანებული მიყურებდნენ. - თამრო , ეს რა ლამაზი გოგო გვყოლია. - ულამაზესი ხარ დე და ეს შენი პატარას დამსახურებაა, ულამაზესი ორსული ხარ და თავაწეულმა იარე დე შენ საოცარი დედა იქნები. სახლიდან ნათიასთან წავედით. ნათია საოცრად გამოიყურებოდა. დიმა შარვალ- კოსტიუმში რომ ვნახე გამეღიმა. ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი ასეთი ბედნიერები იყვნენ. ეს ძალაუნებურად მეც გადმომედო. მაგიდასთან, სადაც ათასი ნუგბარი და სასმელები იდო მე ნათია დიმა და დიმას მეგობარი გიორგი ვიდექით. - არ მჯერა ნინ!- ნათია აღფრთოვანებას ვერ მალავდა. - ორივე იმსახურებთ ამ ბედნიერებას. - უეცრად ოთახში თამო შემოვიდა. მის უკან კი ნაცნობი სილუეტი. მაგიდას დავეყრდენი. ის ძირს იყურებოდა და როცა ამოიხედა გაჩერდა. ორივე გავიყინეთ. ინსტიქტურად ხელი მუცელზე დავიდე. ეს რა თქმა უნდა ჩემს პრინცს, რომელიც საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა არ გამოჰპარვია , მაგრამ თვალებიდან მზერა არ მოუშორებინა. ჩემებს გავხედე ყველა ერთად იდგა და ორივეს გვაკვირდებოდა. გიგიმ როგორც იქნა ნაბიჯი გადმოდგა და ჩვესნკენ წამოვიდა. მისი თვალები არ მცილდებოდა მე კი არ ვიცოდი რა უნდა მექნა. უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი. ჩემს წინ დადგა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. - როგორც ყოველთვის…- ლოყაზე ნაზად მაკოცა- ულამაზესი ხარ! ეხლა არ ვიცი როგორ მოგშორდე! - ცრემლებით ამევსო თვალები. - მომენატრე… მიუხედავად ბრაზისა მომენატრე უზომოდ. - გაიწია, ნათიას და დიმას მიულოცადა იქვე დადგა. მისი ადგილი საგულდაგულიდ აარჩია, საიდანაც ჩემი ყურება ყველაზე კარგად იქნებოდა მოსახერხებელი. - რამე გითხრა?- ნათია ჩემზე მეტად ღელავდა. - ლამაზი ხარო. - რამე შეამჩნია? თუმცა ისე გიყურებდა შენს გარდა ვერაფერს ამჩნევდა. - ნათია იცინოდა. – 9 თვის რომ ყოფილიყავი ვერ შეგამჩნევდა. - ისე მომენატრა თავს ვეღარ ვაკონტროლებ. - გამეცინა, გულიანად გადავიხარხარე და გიგიც იღიმოდა. ალბათ უხაროდა ბედნიერს რომ მხედავდა. მის სახეზე ღიმილი და სევდა ერთდროულად იყო გამოხატული. მამაჩემი მივიდა მასთან და გადაეხვია, ეს თავიდან გიგის ეუცხოვა, მაგრამ მალევე მოეხვია. მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო თითქოს მათ გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი. ან ისე ძალიან მინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, მეჩვენებოდა. - მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. - ნათიამ გადმომიჩურჩულა. - არ მინდა სკანდალი მოაწყოს, თორემ ეხლავე ვეტყოდი. - ქორწილი მინიმუმ ერთი კარგი ჩხუბის გარეშე არ არსებობს , მე გაძლევთ ჩხუბის უფლებას. - ჩაერთო დიმა. გამეღიმა. მისკენ თვალები გავაპარე. ის მომაკვდინებლად მიმზედველი იყო. ღიმილით შემომხედა - საოცრად გამოიყურები. - ამოვიკითხე მისი ტუჩების მოძრაობიდან. გამეღიმა. მინდოდა დემონსტრაციულად ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის. სავარაუდოდ დღეს ჩემი ჰორმონები არ მიმცემდნენ ამოსუნთქვის საშუალებას. ეს გაწელილი მთელი სანათესაო- სამეგობროს შემოსვლა- მოლოცვა ამოიწურა. ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილი ვიყავი. ყველა ნელ- ნელა გავიდა ოთახიდან. მამაჩემი დაბღვერილი მოვიდა ჩემთან. - ნინო მიდი და უთხარი მას. ის ისე გიყურებს გიჟდება შენზე. უყვარხარ და რაც მთავარია მას ააქვს უფლება იცოდეს. - ვიცი მამა, დღეს ვეტყვი, უბრალოდ არ მინდა აქ სკანდალი მოაწყოს. - გიგიმ? რა სკანდალი უნდა მოაწყოს, როცა ეტყვი რომ მისი საყვარელი გოგო მუცლით მის შვილს ატარებს გაგიჟდება სიხარულით. - მამა! - კარგი ნინო როგორც გინდა. მაგრამ თუ საღამომდე მას არ ეტყვი ამას მე გავაკეთებ!- მამა საკმაოდ მკაცრი იყო. დავინახე როგორ მოდიოდა გიგი ჩვენსკენ. ისევ ინსტიქტურად ხელი მუცელზე მოვიკიდე. - რამე მოხდა? რატომ ჩხუბობთ? - არაფერია შვილო, ნინო აგიხსნის ყველაფერს. - მამა მაშინვე წავიდა. - რა უნდა ამიხსნა რამე მოხდა? მუცელი გტკივა? - არა საიდან მოიტანე? - აბა ხელი რატომ…- უცებ შეჩერდა. - რა ხდება? - რა ხდება?- შევუბრუნე კითხვა. ხელი მუცლიდან გამაწევინა და დამაკვირდა. - რა გჭირს?- ოთახს თვალი მოვავლე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. - საღამოს ვისაუბროთ!- ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გავედი. ისაც მალევე უკან გამომყვა. - ჩემთან ერთად წამოდი!- ვიგრძენი უკნიდან როგორ მოვიდა და ხელი ისე მომხვია, რომ მუცელზე შემხებოდა. მაშინვე მოვიშორე , მიუხედავად იმისა, რომ ასე მენატრებოდა მისი შეხება. - ვერა, მეჯვარე ვარ- ნათიამ თვალები დამიქაჩა. უეცრად ბავშვი გაექანა. მამამისის შვილია და დროც ზუსტად შეარჩია პირველად , რომ მეგრძნო მისი გამოძრავება. - რა მოხდა ცუდად ხარ? - სავარაუდოდ ძალიან შევიმჩნიე სახეზე, მაშინვე ჩემთან ახლოს მოვიდა. - კარგად ვარ. კარგი წამოვალ შენთან ერთად ეკლესიამდე.- ჩავჯექი ჩემს საყვარელ მანქანაში და ჩანთა ისე დავიდე ჩემი მუცელი ნაკლებად შესამჩნევი , რომ ყოფილიყო. - ნინი- მობრუნდა ჩემსკან მას შემდეგ რაც მანქანაში ჩაჯდა. - რამე ხდება? ისევ ცუდად ხარ? - გიგი!- გაეღიმა. - სასაცილოა რამე? - მომენატრა როგორ წარმოთქვამ ჩემს სახელს. - ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჯანმრთელობა წესრიგში მაქვს. თუმცა მაინც არის რაღაც. - რა მოხდა? - შეშინებული და დაბნეული ჩანდა. - მოდი შევთანხმდეთ. ეხლა არაფერი კითხრმვა არ დამისვა და საღამოს ვისაუბროთ. - კარგი ნინი! ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ , მაგრამ ეს დრო ორივეს გვჭირდებოდა. - გთხოვ წავიდეთ და საღამოს ვისაუბროთ, არ მინდა ბავშვებს ქორწილი ჩავუშალოთ. - სახლში მიდიოდი ხოლმე? - არ შემოუხედავს ისე მკითხა. - კი, როდესაც ძალიან მომენატრებოდი და გაძლება მიჭირდა თავს იქ ვაფარებდი. - ნუთუ შესაძლებელია ამ ყველაფრის გადალახვა და ყველაფრის თავიდან დაწყება. - თითქოს ეს შეკითხვა თავის თავს უფრო დაუსვა ვიდრე მე. - აღარ გვისაუბრია. ორივე საკმაოდ დაძაბულები ვიყავით. როგორც კი მანქანა გააჩერა მაშინვე გადმოვედი და სწრაფად გავეცალე იქაურობას, თუმცა გული სხვას მკარნახობდა მაინც მოვერიე გონებით და სწრაფად შევედი ტაძარში. ჯვრისწერის დროს საკმაოდ დავიღალე და დგომაც მიჭირდა, თუმცა ბავშვების ხათრით ვუძლებდი. გიგი იქვე იდგა და მიყურებდა, უცნაურად მიყურებდა , მომეჩვენა, რომ ეჭვმა შეიპყრო. დავინახე მასთან დაჩი როგორ მივიდა. დაძაბულად საუბრობდნენ. როგორც კი ჯვრისწერა დასრულდა გიგი მაშინვე ჩემთან მოვიდა, ხელი მკლავში ჩამავლო და გარეთ გამიყვანა. - ეხლავე ამიხსენი რა ხდება, თორემ შევიშლები. - რა მოხდა?- ეზოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. გიგიც გვერდით დამიჯდა და ცდილობდა სიბრაზე ეკონტროლებინა. - მოიმატე? ანუ მუცელი? მოკლედ ნინ ორსულად ხარ?-გაფითრებული მიყურებდა. - გიგი! - მისმინე თუ რაიმე შეიცვალა და მხოლოდ იმიტომ არ მეუბნები, რომ გეშინია სკანდალს მოვაწყობ, გთხოვ სიმართლე მითხარი და გპირდები ისე წავალ… - ისე როგორც ოთხი თვის წინ? - სამი თვე გავიდა. - გაურკვევლად მიყურებდა. - დღეებს აღარ ვითვლი. - რაიმე შეიცვალა?რატომ გაქვს მუცელი? ორსულად ხარ?ის დაჩი მოვიდა და ნოტაციები მიკითხა, რომ რაც მოხდა ჩემი ბრალია, რას ნიშნავს ეს?მასთან ხარ?ანუ…- თავი დახარა. - სამი თვე გავიდა და მაბრალებ , რომ დაჩისთან ვარ? გააფრინე? - არა ნინ, მე კი არ გკიცხავ, ან პასუხს კი არ გთხოვ, არც მაქვს ამის უფლება, უბრალოდ რომ დაგინახე ისევ იმედი მომეცა და… - რატომ? შენ ხომ წახვედი?ხომ მიმატოვე? უკვე მესამედ. - იცი… - არაფერი არ იცი და არც მე ვიცი. - მხოლოდ ერთზე მიპასუხე. - ღრმად ჩაისუნთქა- ორსულად ხარ?- მისკენ მიმატრიალა. - კი…- გაშრა , გაყინული სახით მიყურებდა, მერე ხელები გამიშვა - ასე დამსაჯე? - რა? - ანუ ასე დამსაჯე წასვლისთვის?! - მე არავინ დამისჯია, უბრალოდ ორსულად ვარ. - ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო?- ჩემსკენ მოტრიალდა თვალებში ცრემლები ჰქონდა. - რატომ ბრაზობ? - ვისი შვილია?- თავი დახარა და დავინახე როგორ ჩამოუვარდა ცრემლი. - ერთი ბიჭის , რომელმაც ჯერ შემაშინა, მერე თავი შემაყვარა, მერე მიმატოვა, მერე ისევ დამიბრუნდა და როდესაც მისგან ეს პატარა არსება დამიტოვა, მიმატოვა. - დიდხანს იჯდა გაუნძრევლად. - ვერ გავიგე?- გამეღიმა. - სასაცილოა? - კი სასაცილოა, ყველაფერი უკუღმა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. - ვისი შვილია?- თითქოს ეხლა გაიაზრა- რამდენი თვის ხარ? - დაახლოებით ოთხის - წარბები შეჭმუხნა. მის საქციელზე მეცინებოდა - ჩემი…-შეჩერდა, თითქოს ცდილობდა გაეაზრებინა. - იმედია მამამისს მხოლოდ მწვანე თვალებით დაემსგავსება და ხასიათი მისი არ გამოყვება , თორემ ასე მოუშლია ნერვებს სხვასაც, როგორც მე შენ. - ჩემი?- ცრემლებით აევსო თვალები. - ჩემი შვილია? - ეჭვი როგორ შეგეპარა? გეგონა ოდესმე სხვისგან გავაჩენდი შვილს?- ავდექი და წამოვედი. უკან რომ მივიხედე ის ისევ იქ იჯდა. გზაში მამა შემომხვდა. - სად იყავი ნინო?გიგი იქ რას აკეთებს?უთხარი? - კი ვუთხარი და ჯერ იაზრებს - გამეღიმა - მე უნდა წავიდე არ მინდა გადაღლა, თან მცივა. - წადი მას მე დაველაპარაკები. რესტორანში დედასთან და ლუკასთან ერთად მივედი. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და მეც ნათიას და დიმას გვერდით დავიკავე ადგილი. დაღლილი და დაქანცული ვიყავი. - ყველაფერი კარგადაა?- მკითხა ნათიამ. - გიგის ყველაფერი ვუთხარი. მას კი ეგონა რომ სხვისგან, დაჩისგან ვიყავი ორსულად. დავიღალე. - ამ დროს დარბაზში მამაჩემი გიგისთან ერთად შემოვიდა და დედას და ლუკას მაგიდასთან მოთავსდნენ. - სიძეს მშვენივრად დახვდნენ , ნუ ნერვიულობ!- ნათია ბედნიერი იყო. მთელი ჩემი ოჯახი გიგის თბილად შეხვდა. დედა მას საჭმელს უღებდა თეფშზე, ლუკა ესაუბრებოდა. მამა ხომ აშკარად გიჟდებოდა მასზე. თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. გასვლა მინდოდა, მაგრამ ეს ეხლა ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა. იეცრად გიგი ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. ჩემთან ახლოს მოვიდა. - ცუდად ხარ?გთხოვ რამე ჭამე რა , გაფითრებული ხარ და … - ორსულად ვარ, თან შენგან. შენნაირი უცნაური ადამიანი ზის ჩემს მუცელში, გაფითრებული კი არა შეშლილი რომ არ ვარ მიკვირს. - ნათიას გავხედე , იცინოდა. - ნინ, - დიმამ გამომხედა - გინდა ცოტა ხანს გახვიდე?ან ჭამე რამე , მართლა ცუდი ფერი გაქვს. - კარგი!- ავდექი . გასვლა ნამდვილად მჭირდებოდა. გიგიმ ხელი მომკიდა და ნელა გარეთ გამიყვანა - არ მინდა გამოყოლა, საპირფარეშოში შევალ და წყალს შევისხავ სახეზე. - მისმინე!- მისკენ მიმატრიალა. მუცელზე მიყურებდა, მერე ჩემს წინ ჩაიმუხლა და მუცელზე ხელი დამადო. - პატარა გთხოვ დედას ნერვებს ნუ მოუშლი. დღევანდელი დღე ვაცადოთ, მერე როცა ემოციები ნაკლები ექნება ორივემ გავაგრძელოთ მისი ნერვების მოშლა და ჭკუიდან გადაყვანა. - გამეღიმა. - იცინე რა გთხოვ. ჩემი ხათრით კი არა , მისი პატარა თითები, ხელები და ფეხები წარმოიდგინე და გაგეღიმება. - გამეცინა ომახიანად , ჩემი პრინციც ამყვა. - უნდა დავჯდე , თავბრუ მეხვევა. - ხელში ამიყვანა და იქვე მდგარ პატარა ტახტზე დამაჯინა. თვითონ ჩემს წინ ჩაიმუხლა. - ასეთი უკუღმართები როგორ ვართ? - იღიმოდა. - იმედია ბავშვი იქნება წაღმართი. - ჩამეხუტა. თავი გავაწევინე და ვაკოცე, თავიდან გაშეშდა, შემდეგ ისე ძლიერად მაკოცა მეგონა გავიჭყლიტებოდი. - შენ არ იცი რას მიკეთებ?! მაგიჟებ! - გიგი მეშინია , ამ ყველაფრის… ისევ რომ… - ეხლა რომც მომკლა და გამაგდო აქედან არ და ვერ წავალ. სულ რომ არ მიმიღო შენს სახლთან ვიქნები სანამ არ მაპატიებ ყველაფერს. გთხოვ შეეცადე მაპატიო და ჩვენი შვილის ერთად გაზრდის საშუალება და შანსი მომცე, ხომ იცი… - ვიცი როგორც გინდოდა მისი გაჩენა, ჩემზე მეტადაც კი. - მამა დავინახე, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა და გიგი გავწიე. - ბავშვებო აქ რას აკეთებთ?უბერავს და გაციება გინდათ? - ცოტა ხანს ვიქნები რა მამა, იქ ძალიან ხმაურია. - ნინო მარტო შენს თავზე ხომ არ უნდა იფიქრო?! - ბაბუას ნუ აბრაზებ!- გაიღიმა გიგიმ. - ადექი და თუ ცუდად ხარ სახლში წადით. - მე წავიყვან, წინააღმდეგი თუ არ იქნები? - წინააღმდეგი?ეს გოგო შენი ცოლია, ეს პატარა კი შენი შვილი. თუ წასვლა გინდათ ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ. - მამა. - რა მამა ტყუილია?შენ მას თურქეთში ხომ დათანხმდი ცოლობაზე? - კი- თავი დავხარე. - ხოდა არ არის შენი ქმარი? ეგ პატარა არ არის მისი შვილი? - კი, ასეა. - გიგი შეიცვალა რამე?ანუ ისევ შენს ცოლად თვლი? - რა თქმა უნდა , ბავშვიც რომ არ არსებობდეს, ის ჩემი ცოლია, მაგრამ ეხლა უკვე დიდი ოჯახი ვართ და არც ვფიქრობ სხვანაირად. - მაშინ რას აპრობლემებთ ვერ გავიგე?!- ფეხზე ავდექი, თავს უკეთ ვგრძნობდი. - თან ხელზე ეს ბეჭდები ისევ გიკეთიათ, მუცელში ბავშვი გყავთ… - კარგი მამა ნუ ბრაზობ,ის ჩემი ქმარია, უბრალოდ ნაჩხუბრები ვართ. - არ ვართ ნაჩხუბრები- გიგიმ წელზე შემომხვია ხელი. მამა მაშინვე დარბაზში შებრუნდა. - ნინ გინდა სახლში წავიდეთ? ჩვენ სამნი, ჩვენს სახლში? - არა,- შეეშინდა - მინდა აქ ვიყოთ ჩვენ სამნი, მინდა ჩვენი ოჯახი ჩვენი მეგობრების ქორწილში დარჩეს- გაეღიმა , ჩამეხუტა და მაკოცა. დარბაზში შევბრუნდით ნათია და დიმა ცეკვავდნენ და ჩვენც მათ შევუერთდით. - ნინ- ნათია სამზარეულოში შემოვარდა. - წამო ნახე ჩვენი შვილები რა დღეში არიან. მას გავყევი. ოთახში ჩემი ათი წლის მათე იდგა და გაბრაზებული ნინი , ნათიას ულამაზესი ფერია. ნათია და მე კართან შევჩერდით და მათი მოსმენა დავიწყეთ. - იდიოტი ხარ მათე!- წრიპინით უთხრა 8 წლის პატარა გოგომ. - იდიოტი ცუდი სიტყვაა , ნინ. - დაყვავებით უხსნიდა ჩემი ჯელტმენი ბიჭი. - უზრდელობა არაა, დედაშენი მამაშენს მწვანეთვალება იდიოტს ეძახის. უზრდელობა არ იქნება. - მერე მე რა შუაში ვარ? - შენც მწვანე თვალები გაქვს და თან ნერვებს მიშლი. - კარგი პატარა ქალბატონო რაც გინდა ის დამიძახე, მთავარია არ გამიბრაზდე. - მოეხვია მათე და დაამშვიდა პატარა პრონცესა. ოთახიდან შეუმჩნევლად გამოვედით. - დეჟავიუ მაქვს - თქვა ნათიამ. - ძალიან გავს მამამისს- გამეცინა. მათე მამამისის ასლი იყო. - ორი ბოდიალა ბიჭი სად არიან მწვადები ვერ გვაღირსეს.- ეზოში გავედით, სადაც ჩვენი მეუღლეები მწვადებს წვავდნენ. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი იყო, რომელიც ძირითადად ბედნიერებით იყო გაჟღენთილი. დიდი მადლობა მინდა ყველას მოგიხადოთ ჩემი ნაწერის კითხვისთვის. მადლიბა თითეულკ შეფასებისათვის და იმედია მოგეწონათ. მადლიბა კიდევ ერთხელ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.