შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება იდიოტი ( თავი 13 )


7-08-2022, 09:58
ავტორი თამთა24
ნანახია 12 040

რა უნდა ქნას ადამიანმა ,რომელმაც ერთ წუთში სახლიც დაკარგა, ოჯახიც და მეგობრებიც. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი ცარიელი ჯიბით და სავსე ჩემოდნით. თავს კარგად არ ვგრძნობდი, თავი მტკიოდა და მხოლოდ ტირილი მინდოდა, მაგრამ უნდა მეფიქრა რა უნდა მექნა.
- ნინი!- ზურგსუკან ნანულის ხმა მომესმა. მივიხედე. ნამტირალევი და დაუძლურებული მეჩვენა.
- გისმენთ!- ბრაზი ვერ დავმალე ხმაში.
- ვიცი ეხლა ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობ და ეს ლოგიკურიცაა. სად უნდა წახვიდე?
- არ ვიცი არავინ აღარ მყავს ნანული ბებო. ყველა ასე ერთ წუთში დავკარგე. - მივედი და ჩავეხუტე. ვინმესთან ჩემი ტკივილის გაზიარება მინდოდა.
- ვიცი შვილო. - თავზე ხელს ნაზად მისმევდა. - მოდი ეხლა ჩემთან წავიდეთ. ჩემთან შენ არავინ მოგძებნოს და ფიქრისათვის დრო და ადგილი გექნება. მეც მათსავით დამნაშავე ვარ, მაგრამ უბრალოდ მიიღე ჩემი დახმარება. ვერავინ გაიგებს ჩემთან , რომ ხარ. მეც მშვიდად ვიქნები. - პასუხი არ გამიცია. ისე რომ ხელი ჩემთვის არ გაუშვია ტაქსი გააჩერა. მძღოლს ჩემოდანზე ანიშნა და მე მანქანაში ჩამსვა. - ყველაფერი დალაგდება ნინი.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ხელზე მეფერებოდა. უაზროდ ვუყურებდი საყვარელი ქალაქის ქუჩებს. ცრემლები თავისთავად პოულობდნენ ჩემს ლოყებზე გზას. უცებ შევჩერდით. ნანულიმ ტაქსისტს ფული გადაუხადა. აშკარად საბურთალოზე ვართ. მაგრამ სულ ერთია ჩემთვის სადაც არ უნდა ვიყო ყველგან მარტო ვარ. ირგვლივ მიმოვიხედე. ამ ადგილზე ბევრჯერ გამივლია, თუმცა გიგის სახლი არ მქონდა ნანახი. დოლიძეზე პირველივე სახლის სადარბაზოს კარი შევაღეთ და პირველ სართულზე ხის კარს ნანულიმ გასაღები მოარგო. სახლი პატარა, მაგრამ ლამაზი და კოხტა აღმოჩნდა. შესვლისთანავე სიმყუდროვე ვიგრძენი. ნანული მისაღებში შემიძღვა.
- დაჯექი შვილო. - მისი ხმა რეალობაში მაბრუნებდა და სიმშვიდესს მმატებდა. - ვიცი ეხლა ყველაზე გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც არ აიხსნება. როდესაც შენ ცუდად იყავი ყველა მხოლოდ შენს გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა. შენებს ნუ გაუბრაზდები მათ უბრალოდ ალტერნატივა ვერ ნახე.
- ნანული ბებო , გთხოვთ ნუღარ გააგრძელებთ მათ დაცვას. ისინი მხედავდნენ როგორ ვკვდებოდი ნელ- ნელა მის გარეშე და მხოლოდ მათ რომ არ ენერვიულად ამისთვის ვსუნთქავდი, ეს ეგოიზმია. მათ უნდა ეთქვათ , უნდა დაეტოვებინათ ჩემთვის არჩევანის საშუალება. მე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილებები. სინამდვილეში ყველა ეგოისტი გამოდგა და ყველა მატყუარა.
- ნინი , ჩემო გოგო მოდი დაისვენე ნამგზავრი და ნანერვიულები ხარ. შედი ოთახში, დაისვენე და მერე დამშვიდებულ გონებაზე განაგრძე ფიქრი.
- კარგით, თქვენ კი დიდი მადლობა გვერდით ყოფნისთვის. - ნანულიმ ამაყენა და იქვე ოთახის კარი შეაღო. მაშინვე ნაცნობ ადგილად აღმოვჩნდი და მივხვდი ეს მისი ოთახი იყო. - გიგის ოთახია? - ვკითხე ისე , რომ მისკენ არც გამიხედავს
- კი , მისი ოთახია. - ამოიხვნეშა ნანულიმ. - რაც სახლის კარი გაიხურა და შენ მიგატოვა აქ არაფერი შემიცვლია. ამ ოთახში ვიკლავდი მის მონატრებას. თუ შენთვის რთული იქნება შემიძლი ჩემი ოთახი დაგითმო.
- არა, არ შეწუხდეთ. მადლობა ყველაფრისთვის.
- ეცადე დაიძინო!- თავზე მაკოცა და კარი გაიხურა.

კარი დაიხურა და დავრჩი ჩემი უსაყვარლესი ბიჭის სამყაროში მარტო. როგორც ჩანს აქ პატარაობიდან არაფერი შეცვლილა. ალბათ მშობლების და დის მონატრებას ასე იქარვებდა პატარა გიგი. ჩემი… ჩემი? არც კი ვიცი რა უნდა დალაგდეს. ეს როგორ უნდა გადავიტანო? როგორ დავივიწყო? როგორ მივცე უფლება ასეთ ტყუილზე ავაგოთ მომავალი? ან როგორ ვიცხოვროთ ბიძამისის ჩრდილში და ვალში. ღრმად ჩავისუნთქე.წიგნების კარადაზე ჩემი ფოტო დავინახე. ახლოს მივედი. მახსოვს სეირნობისას როგორ გადამიღო გიგიმ და ეს ფოტო ეყენა ტელეფონზეც. ვიღიმი, უდარდელად ვიღიმი და თვალები მიცინის. მაშინ ჩემი პრობლემა მხოლოდ გიგის სანახავად დროის გამონახვა და ისეთი წვრილმანები იყო ჩემი მაშინდელი თავის შემშურდა. ნუთუ ოდესმე ვიქნები ისევ ასეთი ბედნიერი. ალბათ არა, შეუძლებელია ასეთი დიდი ტკივილების შემდეგ ისევ ასე უდარდელად გიღიმოდეს თვალები. თაროებზე პატარა ბავშვის სათამაშოები იდო. მანქანები და მებრძოლი კაცუნები. ალბათ იმ პატარა გიგიმაც არ იცოდა ამხელა ტკივილი , რომ ელოდა წინ. მშობლების და დის დაკარგვა და შემდეგ სიყვარულზე უარის თქმა. მეძინება ძალიან დავიღალე. მის საწოლზე წამოვწექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. არც მახსოვს როდის ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ღამე იყო. ფრთხილად ავდექი, კარი გავაღე. მისაღებისკენ წავედი. ნანული ტახტზე იჯდა და ტიროდა. გვერდით მივუჯექი.
- რა მოხდა ნანული ბებო?
- გიგიმ დარეკა. ნერვიულობს. ყველაგან დაგეძებს. მე არაფერი მითქვამს, თავს ცუდად გრძნობს, როგორც ჩანს ტელეფონი არ გაქვს ჩართული. გონია რომ თავს რამეს აუტეხავ.
- არ ინერვიულოთ მე დავურეკავ და დავამშვიდებ.
- მადლობა შვილო. -ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩავრთე.პირველივე ზარზე მიპასუხა - ალო.
- ნინი- ჩაისუნთქა. - ვიცი ჩემი დანახვა არ გინდა, მაგრამ გთხოვ მითხარი რომ კარგად ხარ.
- კარგად ვარ. როგორც შეიძლება რომ ამ სიტუაციაში კარგად ვიყო.
- სად ხარ?
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა. კარგად ვარ. თავს არაფერს ავუტეხავ არ ინერვიულო. უბრალოდ არ მომძებნოთ. ჩემებსაც გადაეცი თქვენ მაინც რაღაც კლანი გაქვთ და ერთმანეთთან შეთანხმებებეს აწყობთ ჩემს ზურგს უკან.
- ნინ ოღონდ კარგად იყავი და სადაც გინდა იყავი. უბრალოდ ვიცოდე რომ კარგად ხართ. მეტი არაფერი მინდა. - ხმაში ბზარი შეეპარა. ვიცი ნერვიულობს.
- გთხოვთ ნუ მომძებნით. მარტო მინდა ყოფნა. ცოტა ხნით მაინც.
- მესმის.
- კარგად.
- მიყვარხარ. - გამორთვისას გავიგონე.
- არ ინერვიულოთ და მაპატიეთ, რომ ის ჩემს გამო აქ არ მოდია.
- ის აქ ისედაც არ იყო, უბრალოდ არ მინდა ინერვიულოს და ეგონოს რომ რამე მოგივა. შენ მას მართლა ძალიან უყვარხარ და არც იცის შენს გარეშე რა აკეთოს.
- ვიცი, მის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება. - ავტირდი.
- ეხლა რა იქნება?- მკითხა დაბალი ხმით.
- არ ვიცი. მათი პატიება და ამ ყველაფრის გადახარშვა მიჭირს.
- დრო გჭირდება.
- იცით სულ რას ვფიქრობ. რით დავიმსახურე ამხელა ნერვიულობა არ ვიცი.
- მეც ზუსტად ამას ვფიქრობ.
- მე მალე ვიშოვი საცხოვრებელს და აქედან გადავალ. შემდეგ მასაც შეეძლება თქვენთან მოსვლა.
- თუ პატივს მცემ გთხოვ არსად წახვიდე. შენ ჩემი შვილიშვილი ხარ იმ დღიდან, ერთ საღამოს გიგი სახლში, რომ შემოვიდა , იღიმოდა. რომ ვკითხე რა გჭირს გადაირიეთქო მითხრა ერთი ულამაზესი გოგო ვნახე და მემგონი მასაც მოვეწონეო. აი იმ დღიდან როდესაც ჩემს გიგის ღიმილი დაუბრუნე, ნამდვილი ღიმილი, მას შემდეგ ხარ ჩემი შვილიშვილი. ის მიხედავს თავის თავს. შენ კი აქედან არ გაგიშვებ. - მაშინვე ჩავეხუტე.
- თქვენს გარდა აღარავინ დამრჩა , მადლობა გვერდში დგომისთვის. - ორივე დიდხანს ვტიროდით. შემდეგ როცა ცრემლები გამოგველია უბრალოდ ვიჯექით.
- ნინი შვილო ეხლა გვიანია დაიძინე , გამოძინება ნამდვილად გჭირდება.
- მადლობა ყველაფეისათვის კიდევ ერთხელ.
- ძილი ნებისა.

ისევ ჩემი გიგის პატარაობაში დავბრუნდი. დიდხანს ვეფერებოდი მის თითოეულ ნივთს და შემდეგ ისევ ჩამეძინა. კაკუნი გავიგე და მაშინვე წამოვჯექი.
- ნინ , გღვიძავს შვილო?
- კი ნანული ბებო
- გიგი არ მპასუხობს. მეშინია რამე ხომ არ მოუვიდა. - თავი დახარა , როგორც ჩანს ძალიან იყო აღელვებული.
- მე დავურეკავ!- ტელეფონი მოვიმარჯვე, გული სწრაფად მიცემდა. არ მიპასუხა. ხელახლა ავკრიბე. ისევ არ მიპასუხა.
- არ გპასუხობს? - ნანულის თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩაგუბებული.
- კიდევ დავურეკავ. - უკვე მეც ავღელვდი.
- შენ აუცილებლად გიპასუხებდა. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ იმედია არაფერი მოსვლია. არც ის ვიცი სად მოვძებნო.
- აქ ბინა აქვს ნაყიდი, იცოდით?
- არა!- გაიკვირვა ნანულიმ.
- ჩვენთვის იყიდა. მისამართი ვიცი და გასაღებიც მაქვს.
- წამომყვები?- ისე შემომხედა უარს ვერ ვეტყოდი. თავი მოვიწესრიგე და სახლიდან ნაჩქარევად გავედით. გული საშინლად მივემდა და ცუდი ფიქრები არ მასვენებდა. იმედია სისულელელე არ ჩაუდენია და არ მანანაებინებს გადარჩენას. გზაში ხმას არ ვიღებდით. მისამართი ვიცოდი და იმედი მქონდა ჩვენს სახლში დამხვდებოდა. კორპუსთან შეაჩერა მძღოლმა. ნანულიმ ფული გადაუხადა და სწრაფად ავიარეთ პატარა კიბეები. ლიფტს დავაწექი უკვე ნერვიულობისგან ტირილი მინდოდა. მეშვიდე სართულს სრაფად მივაჭირე და მხოლოდ ლიფტის ხმას ვუსმენდი. კარზე გასაღები მოვარგე და სწრაფად შევაღე. ნანულის აღარ ვუყურებდი. სახლში არაფერი იდგა. უბრალოდ ლამაზ ფერებში იყო გარემონტებული. ყველა ოთახი მოვიარე. გიგი ჯერ არსად ჩანდა. ერთ- ერთი კარი შევაღე და საწოლზე გიგის დანახვისას მოვეშვი და მხოლოდ ტირილი მომინდა. ირგვლივ არყის და ვისკის ბოთლები ეყარა. წელსზემოთ შიშველი იწვა და ეძინა. მის სუნთქვას დავაკვირდი აშკარად თანაბრად სუნთქავდა. დავმშვიდდი და ღრმად ჩავისუნთქე.
- ეს საძაგელი , როგორ გვანერვიულა ?!- ნანული მხოლოდ ეხლა გამახსენდა.
- მე წავალ ნანული ბებო!- ვეცადე ჩუმად გავსულიყავი.
- წადი, შენც წადი ჩემი ცხოვრებიდან. ისედაც არავინ მყავს და შენც მიმატოვე. - გიგის ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. გული მეტკინა. გავჩერდი და უკან მივიხედე.
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- კარგად?! მე ეხლა კარგად ვარ? შენ მე ეხლა ესე მხედავ?!- აშკარად ისევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა.
- დაიძინე და უკეთ იქნები.
- რომ გავიღვიძებ ჩემთან იქნები? ისევ იმ სტამბულის სიზმარში გავიღვიძებ ? დამპირდი რომ ასე იქნება და და ეხლავე დავიძინებ.
- გიგი- ნანულის ხმამ გამოაფხიზლა.
- თქვენ ორნი ერთად საიდან?
- შემეშინდა რომ არ მიპასუხე და ნინის ვთხოვე შენს მოძებნაში დამხმარებოდა.
- ანუ მას ურეკავ და ეუბნები სად ხარ და რას აკეთებ და მე ძაღლადაც არ ჩამაგდე?! მართალია მე ვინ ვარ?
- გთხოვ დამშვიდდი და ნურავის ანერვიულებ.
- მე რომ რამე მომსვლოდა ინერვიულებდი?!- თავი გვერდზე გადახარა და თვალები გამომცდელად მოჭუტა.
- რა თქმა უნდა ყველა ვინერვიულებდით.
- ყველა არა, ზოგს ძალიანაც გაუხარდებოდა, მაგალითად შენზე შეყვარებულ გულჩვილ დაჩის.
- გეყოს რა გიგი პატარასავით იქცევი.
- მე ვიქცევი პატარააავით? რაც მაობლები და და დავკარგე მას შემდეგ პატარა აღარასდროს ვყოფილვარ. არ მომცა ცხოვრებამ საშუალება პატარა ვყოფილიყავი. ამიტომ გთხოვ რამოდენიმე წუატით მაინც მოვიქცევი როგორც პატარა. - გული მეტკინა და ალბათ ნანული რომ არ ყოფილიყო ჩავეხუტებოდი.
- მე უნდა წავიდე.
- წადი, წადით ორივე და არ იკითხოთ როგორ ვარ. თავს არაფერს ავუტეხავ სულელი არ ვარ ასე გაგწიროთ. - მეტის მოსმენა არ შემეძლო სახლიდან გამოვედი და სადარბაზოს კიბეებს სირბილით ჩავუყევი. არ არის სწორი ნანულისთან წასვლა , მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია , ვინც არ მატყუებდა. ეზოში პატარა სკამზე ჩამოვჯექი და სადარბაზოს ვუყურებდი. რამოდენიმე წუთში ბებოც გამოვიდა. არ იმჩნევდა , მაგრამ სახეზე ტანჯვა ეხატა.
- წამოდი შვილო სახლში წავიდეთ ასე შუაგულ მზეში, რომ ზიხარ შენთვის არ შეიძლება.
- იქნებ…
- ეხლა რომ მითხრა შენთან არ მოვდივარო მე ისე წავალ ვეღარც ერთი ვეღარ მნახავთ
- კარგი ნანული ბებო დამავიდდით, სახლში წავიდეთ.


ერთმა თვემ ისე ჩაიარა მე და ნანული მშვიდად ვცხოვრობდით. ჩემებმა იცოდნენ რომ ცოცხალი ვიყავი. შიშით დედაჩემმა საცხოვრებელიც არ მკითხა მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობა იკითხა. ამ დღეების განმავლობაში ნანული ჩემზე ზრუნავდა. მე კი მასზე. ისე შევეჩვიეთ ერთად ცხოვრებას, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო , თითქოს ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყო.
- გაიღვიძე ბებო?- მკითხა როდესაც აბაზანიდან გამოვედი.
- კი ბებო, ეხლავე ჩავიცვამ და საჭმელი გავამზადოთ.
- გიგიმ დარეკა. - სწრაფად მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
- და რაო?- ისე ვიკითხე თითქოს არ მაინტერესებდა სინამდვილეში გული მეწურებოდა.
- ისევ რაღაცეები იბოდიალა და მგონი მიდის. - თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მართალია მას არ ვნახულობდი, მაგრამ ვიცოდი აქვე იყო, ერთ ქალაქში ვიყავით.
- სად?- ცრემლები ყელში მომებჯინა.
- მგონი ისევ ამერიკაში მიდის
- მერე აქ ბიზნესი რომ დაიწყო?- ჩავებღაუჭე იმედს , რომ ეს ბიზნესი გააჩერებდა მას.
- ასე თქვა შენი და ნინის სახელზე გავაფორმებო.
- მე მისი ბიზნესი არ მჭირდება.
- ასეც ვუთხარი, არ ინერვიულო.
- თუ წასვლა და გაქცევა უნდა წავიდეს!- ოთახიდან გამოვედი. მაშინვე გიგის ოთახს შევაფარე თავი. არც იბრძვის , არც ცდილობს, მხოლოდ გარბის. ჩამეძინა.

მწყურია… ისე ვარ თითქოს მძინავს და არც მძინავს. ფანჯარაში ბნელა. აშკარაა დიდხანს მეძინა, მაგრამ შეგრძნება დაღლილობის არ მშორდება. ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ. ნანული არ არის. ვიღაც გვერდით მიწევს. თითქოს
მეშინია მივიხედო. უცებ გადმოვტრიალდი და გიგი დავინახე. იწვა და მისი მწვანე თვალებით სევდიანად მიყურებდა.
- აქ რას აკეთებ?- გაეღიმა.
- შენ რას აკეთებ ჩემს ოთახში , პატარა ქალბატონო?- სახეზე ხელი ნაზად გადამისვა.
- მე ნანულიმ მთხოვა და აქ ვცხოვრობ.
- მე კი ვფიქრობდი სად არისთქო, სად არ გეძებე და შენ თურმე ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში ხარ!- გაეღიმა.
- შენ თუ ნანულისთან დაბრუნდები მე სადმე გადავალ.
- სადმე!- გაბრაზდა. - სად სადმე? შენ იქ ხარ სადაც უნდა ყოფილიყავი ბიძაჩემი , რომ არ ჩარეულიყო და ყველაფერი არ გაეფუჭებინა.
- ანუ შენ და ჩემი ოჯახი თქვენს დანაშაულს ვერ ხედავთ ხომ ასეა?
- ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი ვიცი, ამიტომაც არ მინდოდა იმ სიზმრიდან გამოსვლა. ეს რეალობა შენს თავს მაკარგვინებს. უფრო სწორად დამაკარგვინა. - ავდექი, თავბრუსხვევადა სრული სიცარიელე. ისევ გული წამოვიდა. თვალი ისევ საავადმყოფოში გავახილე. თავზე შეშინებული გიგი და ნანული მედგნენ.
- რა მოხდა?- ხმა მისუსტებულად გაისმა. მხოლოდ ეხლა შემომხედა თავდახრილმა გიგიმ.
- გული წაგივიდა და ისევ გიორგი ექიმთან მოგიყვანე. თუმცა დამამშვიდა ყველაფერი კარგად არისო. დავუძახებ. - პალატიდან გავიდა.
- შენ რომ ჩემთან იყავი მე არ მითქვამს, არ იფიქრო მეც გიღალატე.
- ეს მისი სახლია და ვიცოდი ადრე თუ გვიან იქ მოვიდოდა.
- ექიმმა ანალიზები გაგიკეთა - ამ დროს კარი გაიღო და გიორგი შემოვიდა.
- გამარჯობა ნინო, როგორ ხარ?- უჩვეულოდ იღიმოდა.
- გამარჯობა გიორგი ექიმო.
- პაციენტთან მარტო უნდა დამტოვოთ, გთხოვთ. - კარზე მიუთითა შეშინებულ გიგის და ნანულის.
- ხომ მავიდობაა? - ჩაეძია გიგი.
- კი, უბრალოდ მარტო უნდა ვესაუბრო , ეს წესია.
- კარგით. - გიორგი დაელოდა სანამ გავიდოდნენ და შემდეგ უფრო ახლოს მოიწია.
- რა მოხდა ექიმო რამე…
- არა, სასიხარულო ამბავია. მიხარია მძიმე პრეპარატებს წინა წლის შემდეგ რომ აღარ იღებ. ამიტომაც მოხდა ეს საოცრება.
- რა საოცრება? გამოჯანმრთელება?
- ბავშვი მთლიანად შეცვლის შენს სამყაროს.
- ვინ ბავშვი ექიმო?- წამოვჯექი.
- არ იცი? ორსულად ხარ?- დავმუნჯდი. -რომ მცოდნოდა მახარობელი ვიყავი უფრო სხვანაირად დავიწყებდი.
- ორსულად ვარ?
- კი ასეა. გინდა მამასაც დავუძახოთ.
- არა , გთხოვთ. ჩვენ ეხლა ცუდი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ჯერ რამე გაიგოს.
- კარგი შენი ნებაა, თუმცა ის ძალიან ნერვიულობს და ჩემი აზრით უნდა უთხრა.
- ვეტყვი, მაგრამ ჯერ არა. რაიმე განააკუთრებული მოფრთხილება მჭირდება?
- არა , როგორც ყველა ორსულს სტანდარტულად ვიზიტი გინეკოლოგთან, კარგი კვება და სტრესისაგან შორს ყოფნა. მე გავალ, ხო მართლა წასვლა ნებისმიერ წუთს შეგიძლია.
- მადლობა გიორგი ექიმო. - გავიდა და მუცელზე ხელი კოვიკიდე. წარმოუდგენელია ჩემს შიგნით სიცოცხლე ვითარდება. ეს საოცრებაა, მაგრამ მე და გიგი ეხლა და კიდევ ჩემები. ამ დროს კარგი გაიღო და გიგი შემოვიდა.
- მე არაფერი მითხრა. რაო რატო წაგივიდა ისევ გული?
- სტრესის გამო. - თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე.
- ნანულისთან წაგიყვან და მე აღარასდროს მოვალ. ვხედავ რა დღეშიც ჩაგაგდე.
- არა!- შევყვირე. - შენ შეგიძლია ნანულისთან დაბრუნდე მე წავალ სახლში სხვა გზა მაინც არ მაქვს.
- მე იქ მაინც არ დავბრუნდები , არ ვიმსახურებ. ბებოს ნუ აწყენინებ , ისედაც ჩვენს გამო რა დღეაია ქალი.
- გიგი…
- გთხოვ ნუღარ გაჯუტდები. - თავზე მაკოცა და გავიდა. თითქოს სამუდამოდ დამემშვიდობა. უკან არ მოუხედავს. კარი ისევ გაიღო და ნანული შემოვიდა.
- ხომ კარგად ხარ?
- კი. წავიდა?
- ასე ჯობია. შენ მე მოგივლი. ის კი მის თავს უპატრონებს. - აღარაფერი მითქვამს ავდექი და სახლში წავედით.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან პატარა იყო. მომეწონა მაგრამ არ მეყო. თუმცა ბავშვზე რომ არაფერი უთხრა და დამალა არაა სწორი ასე არ უნდა მოქცეოდა გიგის არ იმსახურებდა.

 


№2 სტუმარი სტუმარი eni

ძალიან ბოდავს უკვე ეს გოგო.

 


№3  offline წევრი OKI ME

ოო, ძაანაც ნუ გადაეშვა ეხლა კაცო. ამდენი ხანი გავიდა. აპატიოს. გავიგეთ რომ ცუდათ მოიქცნენ მაგრამ ისიც შეიგნოს რომ მისთვის გააკეთეს ყველაფერი და მარტო თვითონ არ ოტანჯება. მალე შეაგნებინე რაა :DD

ეს გიგიც რა უცებ გაშპა და გავარდა. დაეცდია კაცო ეგება და ეუბნებოდა. მეტი არაა ჩემი მტერი მაგას ეგ ეთქვა მაგრამ მაინც. :DD

ბებო ყველაზე საყვარელია ❤️❤️❤️

ისე მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში.ეს თავი რაღაც მალე წავიკითხე :((( არადა მინდოდა არ დასრულებულიყო ჯერ.

საერთო ჯამში ძალიან კარგი ისტორიაა ❤️❤️ ყოველ თავზე მართალია არ ვწერ კომენტარებს თუმცა არც ერთს ვტოვებ და ვკითხულობ :DD ახლაც არ ველოდი თუ დადებდი დღეს. ❤️

წარმატებებიი. იმედი მაქვს მალე დადებ შემდეგ თავს ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Salome

შემდეგ თავს ველი ძალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent