შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ… (თავი 3)


28-08-2022, 00:49
ავტორი nensimila
ნანახია 9 595

მალევა მივედი სახლში , მთელი გზა გაუჩერებლად რეკავდა ალექსანდრე, მასთან საუბრის თავი საერთოდ არ მქონდა . ოთახში შევედი აბაზანის მისაღებად , ახლა ნამდვილად მჭირდებოდა შხაპის მიღება,, იქნებ მადინ მაინც მოვიდე აზრზე და ტვინმა დაიწყოს გაანალიზება დღევანდელი დღის. მართლაც მესიამოვნა , შედარებით უკეთ გავხდი, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ საცვლები ჩავიცვი და კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც. უცებ ხალათი მოვიცვი და კარისკენ წავედი.
-ერთი წამით მოვდივარ.-ღმერთო ჩემო კარი ჩამოიღეთ, და რას ვხედავ კარს მიღმა ალექსანდრე დგას, დაწითლებული თვალებით , მთვრალი , ალბათ კიდევ დალია მას შემდეგ რაც წამოვედი. შიგნით გიჟივით შემოვარდა.
-როგორ გაბედე და ჩემი თანხმობის გარეშე როგორ წამოდი , მე ხო გითხარი ადგილიდან არ განძრეულიყავი. ასეთი სითამამე და სიჯიუტე შენი დისგან გერგო წილად? -გამოდის ჩემს დას იმაზე კარგად იცნობდა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა .
-ჩემს დაზე ამდენი რამ საიდან იცი,და ჩემს სახლში ხარ არ დაგავიწყდეს ტონს დაუწიო.-ყელში ამოვიდა მისი სიუზრდელე.
-ენას ნუ მიტლიკინებ თორე მაგ ენას ამოგგლეჯ. უზრდელი გათავხედებული გოგო . მაგ ენის და შენი სიდამპლის გამო გაგაგდეს შენმა მშობლემა სხვა ქვეყანაში. და ალბათ ამიტომ იყო ერთადერთი და განუმეორებელი შვილი ნინოსთვის და გიორგისთვის ანიტა. -მისმა სიტყვებმა გული ისე მატკინა როგორც არასოდეს არავის . ჯერ ასე პირდაპირ არავის უსაუბრია ჩემთვის . მართალიც იყო მუდამ ანიტა იყო ჩემი მშობლებისთვის პირველი. თუმცა ამის გამო მე არანაირი პრობლემა მექმნებოდა. თუმცა ძალიან რთულია ეს ყოველიცე უცხოსგან მოისმინო და გულში რაღაც არ ჩაგწყდეს.
-მწარედ ინანებ თითოეულ სიტყვას რომელსაც მაგ დამპალი პირიდან უშვებ-სიტყვაც ვერ დავასრულე ბოლომდე რომ სახეში სილა გამაწნა . ისეთი ტკივილი ვიგრძენი მეგონა მთელ სახეზე ცეცხლი მომეკიდათქო. ვერ დავიჯერე რომ ამ არაადამიანმა ხელი დამარტყა.
-გაეთრიე , დროზე გაეთრია ჩემი სახლიდან . აქ აღარ დაგინახო. ნაგავო .როგორ დამარტყი , ეს როგორ გაბედე. მძულხარ მთელი გულით.-მართლაც მთელი გული მძულდა . არაკაცია ის ვინც ქალზე ხელს ასწევს .
-ჯერ არ დაგვიმთავრებია. მე შენ მიწასთან გაგასწორებ ქალბატონო ნენე. მალე ისწავლი თავის დახრას და სად როგორ მოიქცე.-ნახვამდის. წავიდა და დამტოვა გახევებული ერთ ადგილას.ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ ხელი აწია ჩემზე . საკუთარ მშობელს არ დაურტყავს ჩემთვის . მაშოს დავურეკე წესით სახლში უნდა დამხვედროდა თუმცა რომ მოვედი არ იყო, ყველაფრის მოყოლა მომინდა ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი და გულის გადაშლა.
-გისმენ ნენსი. როგორ ხარ?-ხმაში მოწყენილობა შევამჩნიე.
-მაშო სახლი მეგულებოდი რომ არ დამხვდი ვინერვიულე რა ხდება? ხომ კარგად ხარ? - ვკითხე ინტერესით. დედა ცოტა ავად ყავს და შემეშინდა .წლებია ნინა (მაშოს დედა) სვანეთში გადავიდა საცხოვრებლდ , რაც მისი მეუღლე დაიღუპა სურვილი აღარ ქონდა თბილიში გაჩერების. ამბობდა იქ მინდა ვიყო ჩემი ბოლო წლები სადაც ყველაფერი დაიწყოვო. ისეთი თბილი ქალი არის სულ მშურდა მაშოსი. მაგრამ “მშობლებს არ ირჩევენო”
-ნე სვანეთში მივდივარ ვემზადები მაპატიე უცებ მომიწია წასვლა . ცოტა დედა გახდა შეუძლოდ წამლები უნდა წავუღო. თან ცოტახანს იქ დავრჩები . თუ სურვილი გექნება წამოდი ჯერ არ წავსულვარ.-ძალიან შემეცოდა მარტო რა უნდა ქნას თანაც დიდად შეძლებული ოჯახიც არ არის. სულ უჭირთ რაც მამა გარდაეცვალა თუმცა წასვლა არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ვერ გავინადგურებ თავს.
-არა მაშო გთხოვ მაპატიე. მე იქ ვერ წავალ ხომ იცი. მე ის ადგილი …-ბევრი საუბარი არ გაგვიგრძეებია .-მშვიდობიანი მგზავრობა ჩემო .
-მადლობა ლამაზო- მე და მაშოს განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა . ბევრად მეტი იცოდა ჩემზე ვიდრე თავის დროზე ანიტამ . ბევრად უკეთ მიცნობდა , იცოდა რა მომწონდა რა არა და ასე შემდეგ .
მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი განვლილ დღეს ვერ ვივიწყებდი. ვერც ვიაზრებ ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე , თუ ცოლად არ გავყვები ვერც სიმართლეს გავიგებ მაგრამ ვაი რომ გავყვები შემდეგ გარტყმაზე მეტი რომ გაააკეთოს ვერავინ და ვერაფერი დამიხსნის მისგან . დაღლილობამ თავისი ქნა და ღრმად მიმეძინა . დილით ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა. ვინ იქნებოდა თუ არა ის არაკაცი.
-გისმენ.-მთელი ზიზღით ვუთხარი სხვაგვარად რომც მდომოდა ვერ ის ჩემთვის ყველაზე საზიზღარი არსება იყო.
-წესიერად. კარი გამიღე დროზე.-ისეთი ბრძანებლური ტონით მითხრა თითქოს მართლა ჩემი ქმარი იყოს და ყველაფრის უფლება ქონდეს.მეც წამოვდექი და კარისკენ წავედი რათქმაუნდა გავუღე კიდევაც. ალექსანდრე გაშტერებული მიყურებდა არც ხმას იღებდა არც სახლში შემოვიდა.
-შენ ყველა სტუმარს ესე ეგებები? - და ჩემს დათვალიერებას განაგრძობდა. სულ დამავიწყდა რომ მხოლოდ საცვლები მეცვა . სირცხვილისგან ლოყეები ამიწითლდა. შეუმჩნევლად არც ეს დარჩენია დადეშქელიანს. საძინებლისკენ წავედი ტანზე უცებ გადავიცვი და ისევ მისაღებაი დავბრუნდი.
-აქ რატომ მოხვედი?-ვიცოდი რის გამოც მოვიდა თუმცა მე მაინც უნდა მეკითხა.
-ქორწილზე უნდა ვისაუბროთ.- თქვა მშვიდად თითქოს გუშინდეი ღამე სიზმარი ყოფილიყოს.
-შენ ალბათ იხუმრე. გუშინ სახეში რომ მილაწუნებდი ეგ აღარ გახსოვდა?-თითქმის მთელ ხმაზე ვღრიალებდი
-დაწყნარდი მგონი გახსოვს შეთანხმების შესახებ ცოლად გამომყვები და მხოლოდ მაშინ გაიგებ სიმართლეს. თუ თანახმა არ ხარ კიბატონო . ახლავე წავალ- მართლაც ადგა და წასვლას აპირებდა .
-მოიცადე . თანახმა ვარ თუმცა ხელს აღარ დამაკარებ . -სხვა გზა არ მაქვს ეს უსინდისოაა ბოლო იმედი.
-მხოლოდ წორწილის შემდეგ შემეძლება ხელი დაგაკარო უბრალოდ ეს უკვე სასიამოვნო იქნება.- სუფთა ხეპრე . უსინდისო
-როგორი არაადამიანი ხარ . მხოლოდ სე*სის გამო მოგყავს ქალი. გულის ამრევი ხარ.
-რატომაც არა ბოლო ბოლო მთლად ქუჩის ქალებთან წვებიან სე*სის გამო და შენ მათზე ოდნავ უკეთესი ხარ.- უსინდისო ჩემს დამცირებასაც რომ აგრძელებს.
-წესიერად მელაპარაკე . - ძალიან მაღიზიანებდა უკვე ეს ადამიანი და მთელი 1 წელი რა აიტანდა.
-2 კვირაში იქნება ქორწილი შეგიძლია უთხრა შენებს და ვინც გინდა დაპატიჟოთ . ასევე იცოდეთ დიდი ქორწილი იქნება როგორც შეგვეფერება. - დიდი წარმოდგენის მქონდე.
-ასე მალე რა უნდა მოვასწრო? ან ჩემს მშობლებს როგორ ვუთხრა ასე ერთიანად .
-ეს უკვე შენ უნდა მოაგვარო. საღამოს კიდევ შემოგივლი საყვარელო- უტაქტო ადამიანი. მისი საყვარელოც ვარ უკვე. მამაჩემს დავურეკე მირჩევნია ყველაფერი დროულად მოვაგვარო რომ ბოლო დღეებში რამე არ მოხდეს .
-ალო გიორგი შენთან საქმე მაქვს . საღამოს შენ და ნინოს შემოგივლით სახლში დამხვდით. - და ტელეფონი გავუთიშე არც პასუხს დავლოდებივარ. ისედაც ამდენი წლის შემდეგ მივალ იმ სახლში პირველად. სრული ჯოჯოხეთი მელის წინ. საღამოც მოვიდა , ტაქსი გამოვიძახე და გავეშურე არღვლიანების დიდებულ სამეფოში. როგორ მძულს .კარი ღია დამხვდა .
-გამარჯობა შვილო.-გვერდიდან ნინოს ხმა მომესმა. მისკენ შევტრიალდი და ისე იღიმიდა თითქოს მის საყვარელ შვილს ხედავდა .
-გამარჯობა ნინო. როგორ ხარ?- არ გადავკოცნე, გვერდით მისი დგომაც კი მაღიზიანებდა. - ნუ კარგი არააქ მნიშვნელობა ჩემთვის როგორ ხარ სულ ერთია . პირდაპირ გადავალ საქმეზე - გიორგიც შემოგვიერთდა- 2 კვირაში ვთხოვდები , მე არ მესმის ესეთი რაღაცეების შეგიძლიათ სანათესაო დაპატიჟოთ. -მშობლები გაოცებული მიყურებდნენ ჩემს ასეთ გადაწყვეტილებას არ მოელოდნენ თან ასე უცებ ქორწილი ცოტა საეჭვოც იქნება მათთვის.
-რას ამბობ ნენე . ეგ როგორ? - გაიკვირვა ნინომ.
-როგორ და ასე . ერთმანეთი შეგვიყვარდა და დროის ტყუილად დაკარგვა არ გვინდა .
-და გაცნობასაც არ აპირებ ჩვენთვის? ქორწილის დღეს უნდა გავიცნოთ სიძე?- როგორც ყოველთვის არ აჯავრებს გიორგის არაფერი მხოლოდ ის ადარდებს ეხლაც აქვს თუ არა ბევრი ფული მას.
-გიორგი რაც შენ გაინტერესებს იმაზე პასუხი მეც მაქვს და ამისთვის გაცნობა არაა საჭირო ისედაც გაიცნობთ 2 კვირაში. ფული აქვს თან მგონი ბევრი ზუსტად არვიცი . - ნერვები მეშლება ამ კაცზე არასოდეს ჯავრობდა ჩემზე.
-არ გცხვენია? მე შენი ბედნიერება მადარდებს . კარგი ქორწილში გავიცნობთ სიძეს .- დიდი ხანი არ გავჩერებულვარ სუნთქვა მეკვროდა ამ ხალხის გამო. ბინასთან მისულს ალექსანდრე დამხვდა.
-უთხარი მშობლებს ქორწილზე?
-დიახ და ძალიან გაუხარდათ მათი შვილი სიყვარულით თხოვდება და ბედნიერი არიან ალბათ იმასაც ფიქრობენ მალე შვილიშვილსაც გვაჩუქებენო. - ირონიულად გავუღიმე თუმცა მისი ირონია მეტად უფრო გამაღიზიანებელია.
-იმედია სახელი და გვარი არ გითქვამს ჩემი . - მკითხა ანერვიულებულმა
-არა არ მითქვამს თუმცა რატომ დავმალო?-მიკვირს ცოლად მოვყავარს და მის სახეს და გვარს ჩემი მშობლებისთვის სააიდლად ინახავს.
-თუ ისინი გაიგებენ ვინ ვარ მე შენ ნებას არ მოგცემენ გამომყვე ცოლად და ვერც შენ გაიგებ შენს დაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent