შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ(თავი მესამე)


15-09-2022, 18:40
ავტორი girasole
ნანახია 1 317

გალუმპული შევიდა მყუდრო კაფეში, და როცა ნაცნობი სახე შენიშნა, ოდნავ გაიღიმა და მისკენ წავიდა
-სულ გალუმპულხარ, გეთქვა მოგაკითხავდი - უთხრა კაცმა,და გადაკოცნა
-უნდა დამეხმარო - რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ახალგაზრდა ოფიციანტი მივიდა მათთან
-გამარჯობათ რას ინებებთ?
-მაგდა, მე იგივე მომიტანე, ევა?
-გენდობი.- გაიცინა, და ოფიციანტს ახედა, რომლის ლოყებიც შეფერკლულიყო
-აბა, სანამ ჩაი გამზადდება, შენ მითხარი რამ გაგახსენა შემი თავი?
-ვიბლიანების ოჯახზე რამე გსმენია?
-ვის არ სმენია? - კითხვა შეუბრუნა
-მოკლედ, მინდა რომ მათი ოჯახის წევრების სახელი,საქმიანობა,ყველაფერი ვიცოდე. ვინ სად არის, რატომ არის, ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება - ჩუმად უთხრა, და სკამს მიეყრდნო
-ევა,ეს ყველაფერი მესმის, და გავაკეთებ მაგრამ…რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი? - დაეჭვებული მზერით ჰკითხა ლევანმა
-მჭირდება! თუ ვერ შეძლებ შემიძლია სხვას ვუთხრა, რომელიც ყველაფერს კითხვების დასმის გარეშე გააკეთებს, და თანხასაც გააკეთებს
-კარგად იცი რომ საქმე ფულში არ არის,შენგან ფული არც მჭირდება, ესეც კარგად იცი…ბევრი რამ გადაიტანე მაგრამ, არ მინდა რომ ისეთ საქმეში გაეხვე, როგორებიც ვიბლიანები არიან, წარმოდგენა მაინც გაქვს რა შეუძლიათ - წყენით, და ბრაზით უთხრა
-და მათ იციან რა შემიძლია მე? - ცინიკური მზერით ჰკითხა
-კარგი, ჯანდაბას, მაგრამ არ მანანებინო რომ დაგეხმარე! - უთხრა და წავიდა.
ჩაფიქრდა, ერთ წერტილს თვალი გაუშტერა, სჭირდებოდა ეს? შურისძიება, რომელიც დიდი ალბათობით სინდისის ქეჯნის გარდა არაფერს მოუტანდა? და რა იქნებოდა მაშინ როდესაც ის ამ საქმეს დაამთავრებდა, რა უნდა გაეკეთებინა? დამიანეს სიყვარულს გაიქრობდა? თუ მონატრებას? ეს ორი გრძნობა ხომ სამუდამოდ დარჩებოდა. “ჯანდაბა ევა, ჯანდაბა” - ტავის ტავს გაუწყრა, და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც მომღიმარი მაგდა წამოადგა თავზე
-ბატონი ლევანი წავიდა?
-ხო საყვარელო, რარაც საქმე გამოუჩნდა - გაუღიმა - ეს ცემი ჩაია?
-დიახ, ბოდიშით, ცოტა ჩავფიქრდი - ნერვიულად დადო ერთი ჭიქა და წავიდა. ღიმილით მოსვა ჭიქიდაან ცხელი სითხე, და გემრიელი ჩაის გრძნობისას თვალები დახუჭა. გრძელი თლილი თთები ჭიქას შემოხვია,და უცნობზე ჩაფიქრდა. ყოველი გადრი გაახსენდა მასზე, და როდესაც თავი უცნობის ფიქრში გამოიჭირა, თავი გააქნია, და ტავის თავს ჩაუჩურცულა
-უბრალოდ შემთხვევითობა იყო…
როცა ჩაიც დალია, და წვიმამაც გადაიგო, გარეთ გავიდა,და პირველივე გამვლელი ტაქსი გააჩერა, და სახლის გზას გაუდგა.
ბაღი გადაკვეთა თუ არა კარი ჩქარა გააღო, და თბილ მოგონებების სავსე სახლში შევიდა, ფეხშიშველი გატანტალდა მეორე სართულზე, სველი ტანსაცმელი გაიხადა, მოწესრიგდა, და სახლის ფორმაში კიბეებზე ჩასვლა დაიწყო, როდესაც კარებზე ვირაცამ დააკაკუნა. ეჭვნაერევი მზერა მიაპყრო კარს, და გააღო. თვალებ გაფართოებული უყურებდა ზღურბლს იქით მდგომ გალუმპულ ნესას შეჰყურებდა
-ნესა? ჯანდაბა, აქ რას აკეთებ?
-მე,მე მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, ხო, ხო ბოდიში იმისტვის რაც ვთქვი
-უტვინო გოგოვ, რაზე ფიქრობდი, შემოდი რამდენი ხანია აქ ხარ? ან საიდან მომაგენი? - სახლში შეიყვანა
-მამამ მიტხრა მისამართი - კანკალებდა, მობუზული იჯდა დივანზე, და დიდი მწვანე თვალებით შეჰყურებდა დიდ დას
-აქ დაიცადე, ტანსაცმელს მოგიტან - თავი აქეთ იქით გააქნია, და კიბეებზე სწრაფად აირბინა. ახლა მიხვდა რომ ნესაზე ღელავდა”ჯანდაბა რომ გაცივდეს” რატომ ვღელავ? ყველა ადამიანს ასე მოვექცეოდი, თავს იწყნარებს,და ტანსაცმლით ხელში ქვემოდ ჩადის.
-სააბაზანო იქ არის, შეგიძლია გამოიცვალო, მე რამე ცხელს მოგიმზადებ
-მადლობა - ჩაიბუტბუტა, და სააბაზანოში გაუჩინარდა.
სამზარეულოში შესულმა კარადა გამოაღო, და როცა შოკოლადის ფხვნილი იპოვა, გაეღიმა, გაახსენდა როგორ უყვარდა პატარაობას ცხელი შოკოლადი, და ამის გამო დამიანე სულ უმზადებდა, ღიმილით გამოიღო კოლოფი, და ცხელი შოკოლადის მზადებას შეუდგა.
-შენ რა, ცხელ შოკოლადს ამზადებ? - დაბნეული მზერით ჰკითხა გოგონამ,რომელიც თითებს არ ეშვებოდა
-გეყოს ნერვიულობა,დაჯექი, არ გიყვარს? - სკამზე მიუთიტა, და გოგოს დააკვირდა, დაიჭირა მათ სორის მსგავსება, იერით ჰყავდნენ ერთმანეთს მენაბდის ქალები, ნაკვთები ორივეს დიმიტრის ჰქონდა. უცბად გამოფხიზლდა და ცხელი შოკოლადი მაგიდაზე დადო
-მიყვარს? ვვგიჟდები, ალბათ 70 წლისაც რომ ვიყო მაინც დავლევ - უთხრა და გემრიელად მოსვა იქიდან საყვარელი გემო - ძალიან გემრიელია - უთხრა და ისევ მოსვა. სიჩუმე მოედო სახლის კედლებს, ორივე სვამდა, და ჩუმჩუმად ერთმანეთს აკვირდებოდნენ,თუ შეხედავდით მენაბდის ქალისვილებს მიხვდებოდით რომ ისინისი დები იყვნენ. თუმცა ამ ყველაფერს დიდი უზარმაზარი ბარიერი უშლიდა ხელს, რომელიც მათ შორის იყო აშენებული.
-ბოდიში, რომ ასეთი რამბ გითხარი, უბრალოდ მე გაბრაზებული ვიყავი - თქვა, და შვლის თვალებით შეხედა დას
-არაუშავს - დაბალი ხმით უთხრა, ისევ სიჩუმე, უხერხულობა როცა იგრძნო, გოგონას შეხედა, და ჰკითხა - სწავლობ?
-კი, სამხატვროზე
-ხატავ? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა, უფრო და უფრო პოულობდა მათ შორის მსგავსებას, ეს თან უხაროდა, თან აღიზიანებდა.”იქნებ მართლა მეშინია” გაიფიქრა. იქნებ მართლაც ეშინია, ევანგელიას? თიტქოს მას არ უნდა რომ გარდაცვლილ დედას უღალატოს, მამის პატიებისთვის. “ხატავს”. ხატვა მის ცხოვრებაში მტავარი რამ იყო, ზუსტად 1 თვე იყო გასული, რაც ფუნჯი ხელში არ აუღია, არ და ვერ ხატავდა, რაც დამიანეს სისხლით გაისვარა, და რაც მის უსულო სხეულს შეეხო, მას მერე არ დაუხატავს. ნაღვლიანი გაუხდა თვალები, გაახსენდა პირველად როდის დახატა, მისი ბოლო ნახატი, ბოლო ნახატი, თიტქოს მისი ბოლო ამოსუნთქვა იყო.
-კი, ვიცი რომ შენც ხატავ - აცქმუტუნდა სიხარულისგან გოგო, რადგან კიდევ ისეთი რამ აღმოაჩინა, რომელიც ორივეს აერთიანებდათ.
-მართლა? ვინ გითხრა? - როგორ არ იცოდა, იცოდა ვისი ნათქვამიც იყო, მაგრამ მას ხომ გაგება არ უნდოდა იმის რომ დიმა მასზე ჯერ კიდევ ფიქრობდა?
-მამამ, იცი? შენს ყველა გამოფენაზე იყო, ყოველთვის,უბრალოდ შენ თავს გარიდებდა. - უთხრა შეპარვითი მზერით
-რატომ მარიდებდა თავს?
-იცოდა რომ არ აპატიებდი - თიტქოს დაპატარავდაო
-კარგად სცოდნია
-შანსს ყველა იმსახურებს, მითუმეტეს მაშინ,როდესაც შენ არც კი იცი რა მოხდა სინამდვილეში - ცდილობდა სიტყვები შეერჩია
-შანსს იმსახურებენ ისინი, რომლებტანაც ოდნავი ნდობა მაინც გაქვს, იმის რომ იმედებს არ გაგიცრუებენ, “მამაშენმა” კი ნდობის ყველა ლიმიტი ამოწურა. - უთხრა, და დაცარიელებული ჭიქა ნიჟარაში ჩადო - როცა გაშრები წადი!
-ასე რატომ იქცევი? - ცოტაც და ატირდებოდა
-როგორ ვიქცევი?
-სულ საერთოდ მაინც არ გაინტერესებ? - უპასუხოდ დატოვა ეს კითხვა, საერდოდ თვითონაც არ იცოდა რა ეთქვა, მის თავს ეკითხებოდა ამ კითხვებს, მაგრამ პასუხს ვერავინ სცემდა. კიბეებზე ავიდა, და დანაღვლიანებული გოგო დააიგნორა, თვიტონაც იცოდა რომ ბოლო დონის გულ ქვა ადამიანივიტ იქცეოდა, თუმცა…
გაიგო, როგორ გაიჯახუნეს კარები, თვალები დახუჭა და საწოლზე დაემხო. 5 წუთის შემდეგ კარის ხმა რომ გაიგო, თვალები სჭყიტა, და კიბეებზე დაეშვი
-რამე დაგ… - სიტყვა გაუწყდა, როდესაც კარში მდგომი მეტრეველი შენიშნა, რომელიც გაბრაებული მზერით უყურებდა მენაბდის ქალს - დავით? რამე მოხდა? - გაკვირვებული იხედებოდა კიბის შუაგულში მყოფი
-კი მოხდა, ერთი ქალი გაგიჟდა, რომელმაც არც იცის რას აკეთებს! - კარები მიაჯახუნა
-არ მესმის - როგორ არ ესმოდა იცოდა რომ მეტრეველი შურისძიების გეგმაზე, და ვიბლიანებზე საუბრობდა
-გესმის, კარგად იცი რაზეც ვსაუბრობ - უთხრა და სიგარეტს მოუკიდა - რატომ შეხვდი დღეს ლევანს?
-შენ რა მითვალთვალებ? - ჰკითხა გაოგნებულმა, და გაბრაზებულმა
-კი, და კიდევ კარგი რომ გითვალთვალებ - ჩაიბურტყუნა - რაღაცას დამართებ საკუთარ თავს
-გეყოს ლაპარაკი ისე თითქოს ისევ პატარა გოგო ვიყო - უსაყვედურა, და ღერს მოუკიდა, დავით ის მზერა რომ შენიშნა, მიახალა - რა?
-ისევ დაიწყე?
-და შენ არ რჩები? - მობეზრებული, დაღლილი მზერით ჰკითხა, და თვალი ფანჯარაში დანახულ ზედ გაუსწორა
-რა გინდოდა ლევანთან? - მშვიდი ტონით იკითხა კაცმა
-საერთოდ არ მინდა 27 წლის ასაკში ვინმეს “აჩოტები” ვაბარო
-ევა
-ვიბლიანების ოჯახი მაინტერესებს. - გაღიზიანებულმა უთხრა და ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა
-არ მოეშვები არა ამ საქმეს?
-არა!
-რატომ არ გინდა მომისმინო, და შეიგნო რომ ეს ოჯახი საშიშია,საშიში - დაუმარცვლა ბოლო სიტყვები
-რაც არ უნდა უთხრა მე ამ ყველაფერს გავაკეთებ
-და შენ გგონია ამით რამეს იზამ?
-კი დავინახავ როგორ იდება ორი ციხეში, და ეს სიამოცნებას მომგვრის
-და რომ არ გამოვიდეს?
-გამოვა!
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ამის დედაც - ამოიგმინა კაცმა და სახლიდან წავიდა. ახლა მას დამიანეს ნახვა უნდოდა, თითქოს ჰაერივით სჭირდებოდა ეს ყოველივე.ჩანაწერი იპოვა, დივანზე დაჯდა და დაელოდა როდის ჩაირთვებოდა ვიდეო. რამდენიმე წამში დიდ ეკრანზე თვითონ გამოისახა, ნაღვლიანი სახით ხატავდა.
“-ცოტაც და ატირდები - გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა
-დამიანე! - მკაცრად გახედა
-რას ხატავ? - ვიდეო კამერა ქალთან ახლოვდება, და წამებში ქალის სხეული ჩანს ტილოზე დახატული, რომელსაც მკვდარი ბავშვი უწევს ხელებში, თითქოს ფილმი დან ამიღებული კადრიაო, თითოეული ემოცია ტულოზე იყო გამისახული, გრძნობები, თითქოს შვილის სიკვდილი მასაც გამოეცადა ისე შეჰყურებდა ნახატს
-სიტყვაც კი არ შემიძლია ვთქვა - კამერა მაგიდაზე დადო კაცმა, და ხოტა ხანში თვითონაც გამოჩნდა.” გაახსენდა ეს დღე ყოველთვის მკაცრი სახით მოსიარულე, იმ დღეს დანაღვლიანებული სახით დადიოდა,დამიანე კი ამშვიდებდა.
მეორე კადრი გამოჩნდა, ისევ პირველ კადრში ქალია, შიშველი წევს საწოლზე, ტუჩები გაბუშტულს მშვიდად ეძინა. შენიშნავდით ლავიწზე ორ პატარა ტყუპ ხალს, რომელიც უხდებოდა მენაბდეს, მკერდი მოშიშვლოდა, თვალები რომ გაახილა აწუწუნდა
“-დამიანე, კარგი რა…
-ვიმახსოვრებ ამ ბედნიერ წუთებს… - ტუჩებზე დააცხრა, კამერაში კი შავი ფერის გარდა არაფერი ჩანდა.”
გაეღიმა, ეული ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან, დივანზე გადაწვა, და ჩათვლიმა.
დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, შეიშმუშნა, გადასაფარებელი მჭიდროს შემოიხვია, და დაბალ მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დაწვდა
-გისმენთ
-გაგაღვიძე?
-ლევან? კი მაგრამ არაუშავს - უთხრა და წამოიწია დივნიდან
-ყველაფერი მაქვს რაც გჭირდება, თუ გცალია 1 საათში შევხვდეთ ერთმანეთს
-კარგი
დაკიდა, და მეორე სართულზე აირბინა. შხაპი მიიღო, მოდუნდა, მოწესრიგდა, და სახლიდან გავიდა. აღელვებული იყო არ იცოდა უხაროდა ის ფაქტი რომ დღეს ვიბლიანების ოჯახზე შეიტყობდა, რადგან ეს ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა შურისძიებისთვის, და მის მიზნამდე, მაგრამ რა იყო მისი მიზანი?
კაფეში შევიდა, ისევ მყუდრო ადგილას მოკალათდა და შორიდან მიმავალ მაგდას გაუღიმა
-რას ინებებთ?
-იგივეს რაც გუშინ
-მარტო თქვენ ხარ თუ? - შეპარვუთ კითხა
-არა ლევანიც მოვა, და მასაც მოუტანე - უთხრა და ახლად შემოსულ ლევანს მშვიდი სერიოზული სახით შეხედა
-აბა? - ჰკითხა და ლევანს დაელოდა
-აქ არის ყველაფერი, მათი ოჯახის წევრების ვინაობა, ამ წლებში სად იყვნენ, ვისთან ერთად დადიან და ატარებენ დროს, მათი მისამართი და ა.შ. - უთხრა და სქელი საქაღალდე გაუწოდა
-აბა ვნახოთ - ეშმაკური ღიმილით გადაშალა საქაღალდე, პირველი სამი ფურცელი ბატონ ავთანდილს ეკუთვნოდა, 50 წლამდე იქნებოდა, სურათში სერიოზული სახით ვიღაცას ეჩხუბებოდა. როცა ეს სამი გვერდი ჩამოიტოვა, სხვა ფურცელზე გადაშალა, როცა ფოტოზე უცნობი შენიშნა, თვალებ გაუფართოვდა, გული აუჩქარა, შავი თვალებიდან იყურებოდა უცნობი, იმ შავი თვალებიდან რომელიც მხოლოდ დამიანეს ჰქონდა
-ეს…ეს ვინ არის? - პირი გაუშრა
-ეს? ეს ანდრია ვიბლიანია - ექოდ ჩაესმა სახელი და გვარი, გონება მხოლოდ ამ სახელს და გვარს ატრიალებდა თავში. - ორი დღის წინ ჩამოფრინდა იტალიიდან, საზღვარგარეთ ყოველთვის შვილი აგვარებს “საქმეებს” აქაც, მაგრამ აქ ავთანდილი ჩართულია ხოლმე, იქ კი, ის არის მთავარი. არ ვიცი რატომ მაგრამ ანდრია დიდი ხანი დარჩა იტალიაში, ისე რომ აქ არც კი ჩამოსულა
-ანუ ის სამინეს საქმეში გარეული არ არის?
-ყოფნით არ იყო, მაგრამ დიდი ამბათობით იცოდა
ნერვიულად გადაშალა მესამე გვერდზე, ახლა ფოტოდან დაახლოებით 20 წლის გოგონა უმზერდა, ბავშური, ლამაზი გარეგნობით, მუქი ყვაისფერი თვალები ჰქონდა.
-ეს ოჯახის ყველაზე პატარა წევრია, ლილუ ვიბლიანი, დანარჩენი ინფირმაცია საბუთბში წერია - უთხრა და ახლად მოსულ მაგდას გაუღიმა.

ბოდიში შეხდომებისთვის მინდოდა მალე დამედო. მადლობა რომ კითხულობთ. პატივისცემით თქვენი girasole



№1 სტუმარი Елка

Далиан момцонс мадлоба. Имедиа ар шецкветт церас .царматебеби

 


№2  offline წევრი girasole

Елка
Далиан момцонс мадлоба. Имедиа ар шецкветт церас .царматебеби

მადლობა, შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

 


№3  offline წევრი OKI ME

მომწოონს ❤️ უჰ, თან როგორ მომწონს ეს ისტორია ❤️

ვნახოთ ერთი მისი დასთან ურთიერთობა როგორ გამვითარდება.

მე მაინც მჯერა რომ საქმე სხვა რამეშია და მთლად ანდრიას ბრალი არ იქნება დამიანეს სიკვდილი. რა ვქნა? არ მემეტება აასეთი ამბისთვის ეს ორი :DD

მოკლედ, წარმატებები. ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი ყოველთვის ახალ თავს ❤️❤️ იმედი მაქვს ძალიან არ დააგვიანდება სიახლეს შენგან ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent