შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 3 )


19-09-2022, 21:56
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 773

- გეყოფა უკვე ერთი კვირა გავიდა, მთელი ქალაქი გადაატრიალე მაგრამ არსად ჩანს, იქნებ საერთოდ არ ცხოვრობს თბილისში, შეეშვი დათა საკმარისია, შენი თავისთვის სარკეში შეგიხედავს რას გავხარ? -შაკომ ვისკით სავსე ჭიქა ააცალა წინიდან და გვერდით გააცურა, -ბევრს სვავ.
- რა გჭირს ძმაო? მის წინ მჯდარმა მაღალმა წაბლისფერთმიანმა ბიჭმა, დაკვირვებით შეათვალიერა უძილობისგან და დაღლილობისგან თვალებ ამოღამებული მეგობარი.
- კარგი რა რეზი, შაკოს პანიკა შენც გადმოგედო? არაფერი არ მჭირს, უბრალოდ რამდენიმე დღეა ნორმალურად არ მიძინია.
- როდის უნდა დაგეძინა დღე და ღამე იმ გოგოს ეძებ, -ჩაიფხუკუნა შაკომ.
- ხანდახან მგონია რომ მე გამოვიგონე, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეში არ არსებობს, -საზურგეს მიეყრდნო და ამღვრეული მზერა მიაპყრო ბიჭებს.
- ჩემი თვალით რომ არ მენახა მეც ვიფიქრებდი რომ გაგიჟდა და მოჩვენებას დადევს, -ჩაილაპარაკა შაკომ და რეზის იდაყვი გაკრა, იცი რა საყვარელი ვიღაც იყო...
- შენც ნახე? ვინ არის? როგორია? -რეზის ცისფერ თვალებში ცნობისმოყვარეობა აკიაფდა, აინტერესებდა ვინ მოახერხა მისი მეგობრის ასეთ დღეში ჩაგდება.
- როგორ გითხრა, ერთი პატარა, გამხდარი გრძელნაწნავიანი თინეიჯერია.
- მოიცა შენ რა არასრულწლოვნებთან შეხვედრაც დაიწყე? -ახლა დათას მიუბრუნდა რეზი.
- თვრამეტი წლისაა, ჩაიღრინა დათამ და კიდევ ერთხელ წაეტანა ჭიქას.
- ოჰ, დიდი შეღავათია, როდის აქეთია პატარა, გამოუცდელი გოგონები გხიბლავს?
- შაკო გააჩუმე ეს თორემ ხელში შემომაკვდება, -მხიარულად მომღიმარ რეზიზე მიუთითა და ფეხზე წამოდგა, -უნდა წავიდე თორემ ეს მუსიკა უკვე ცუდად მოქმედებს ჩემზე, თქვე დარჩით ნიკაც მოვა მალე და ცოტა გაერთეთ.
- შენ სად მიდიხარ?
- სად უნდა წავიდე თქვენი აზრით? სახლში მივალ და დავისვენებ თორემ თუ ცოტა გონზე არ მოვედი, ხვალინდელ შეხვედრებს ვერ ჩავატარებ და ის კონტრაქტი რომ ვერ გავაფორმოთ ცუდად იქნება საქმე.
- მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა როცა ელენე მიატოვე, -შეუტია შაკომ.
- ელენე რაღა შუაშია? -რეზის აშკარად ეტყობოდა რომ ბევრი რამ არ იცოდა.
- ყველაფერი მე უნდა მოგიყვე? აწუწუნდა შაკო, გუშინ რომ დაგვადექი თავზე ჩამოსულიყავი თავის დროზე იმ გერმანიიდან და გეცოდინებოდა ყველაფერი, ნუგზარი ხომ იცი, დათას კომპანიის ყველაზე მსხვილი პარტნიორი, ელენეს მამაა, არ ვიცით ელენემ რა უთხრა, მაგრამ დათას დაშორდა თუ არა მისი შვილი მეორე დღესვე შეწყვიტა კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა.
- ვაჰ, ეგ როგორ გააკეთა?
- ჰოო, ბატონი ნუგზარი იმ ურთიერთობის დანგრევაში მადანაშაულებს რომელიც არც კი არსებულა, ლარა დავკარგე, დედაჩემი არ მელაპარაკება, კომპანიაში საქმე ცუდად მაქვს, ერთი სიტყვით მაგარი ცუდ დღეში ვარ, მაგრამ... -თითი მაღლა ასწია და გაიღიმა, -მაგრამ ყველა ცუდ შემთხვევას აქვს კარგი მხარე, მთავარია მისი შემჩნევა შეგეძლოს.
- მგონი მართლა ვერ ხარ კარგად, დარწმუნებული ხარ რომ მანქანის მართვას შეძლებ? ტაქსი ხომ არ გამოვიძახო? -შაკომ ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი თუმცა საკმაოდ ფხიზლად გამოიყურებოდა.
- სულ ორი ჭიქა დავლიე, რათქმაუნდა შევძლებ, -უმისამართოდ ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ბარიდან გავდა თუ არა შედგა და ღრმად ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი, საათს დახედა, თერთმეტი ხდებოდა, მშვენივრად იცოდა რომ დღესაც ვერ დაიძინებდა, ეცადა მაგრამ მახსოვრობიდან ვერ ამოშალა, მისი მზერა, ხმა, სურნელი, ის სითბოსა და სიმშვიდის შეგრძნება მისმა ჩახუტებამ რომ აგრძნობინა, საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმ სისულელეს რაც გააკეთა, ასე უბრალოდ ადგა და წამოვიდა, არც ტელეფონის ნომერი უკითხავს და არც მისამართი, ტანჯავდა იმის შეგრძნება რომ სადღაც აქვე იყო ახლოს მის გვერდით მაგრამ მის პოვნას ვერ ახერხებდა, გაქრა ლარა, გაქრა ისე თითქოს ცამ ჩაყლაპა, თითქოს არც არსებულა...
უხალისოდ მიუჯდა საჭეს და ავტომობილი დაძრა, ინსტიქტურად წავიდა იმ პარკისკენ სადაც ლარა ნახა, ახსოვდა როგორ უთხრა გოგომ რომ იქვე ახლოს ცხოვრობდა და ალბათ ამიტომაც მიუწევდა იქით გული, უყურადღებოდ მართავდა საჭეს, არეული ჰქონდა გონება, ათასი სხვადასხვა აზრი უფუთფუთებდა თავში და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას, უკვე პარკს უახლოვდებოდა როცა წინ ყავისფერმა გრძელბეწვიანმა ძაღლმა გადაურბინა, გვიან შეამჩნია, მოძრაობა შეანელა და ის იყო უნდა დაემუხრუჭებინა რომ თითქოს არსაიდან გამოჩენილ გოგონას დაეჯახა, სულ ოდნავ შეეხო მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ გოგონა წაქცეულიყო, დაფეთებული გადმოვიდა და მასთან მიიჭრა, ასფალტზე იჯდა, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და იმავე ფერის ფართო მაისური ეცვა, თავჩაღუნული იზელდა წვივს და ხმადაბლა ბურტყუნებდა...
- რა გაუძლებს ახლა ლუიზას, მომკლავს ძაღლს რომ ვეღარ მივუყვან უკან, ან იმ შტერს რა მიარბენინებდა, სად მირბოდა, სულელი ბურძგლა, უტვინო ძაღლი...
საოცრად ნაცნობი ხმა რომ გაიგონა და სანატრელი სურნელი რომ იგრძნო წამით თავი სიზმარში ეგონა, უყურებდა და არ ჯეროდა რომ ასე გაუმართლა, ლარა იპოვა და თანაც ეტყობოდა რომ არაფერი სერიოზული არ სჭირდა, უნდოდა ხმა გაეღო და რაღაც ეთქვა მაგრამ ვერ ახერხებდა, მოჭარბებულ ემოციებს ვეღარ გაუძლო და ნერვიული სიცილი აუტყდა...
- შენი აზრით სასაცილოა რომ კინაღამ მომკალი? -ახლაღა გაახსენდა ლარას რომ მის გამო იყო ასეთ მდგომარეობაში, ფეხზე წამოხტა, მტკვივანი კოჭის გამო წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დათას სწრაფი რეაქცია რომ არა ისევ ძირს მოადენდა ზღართანს, თვალებგაფართოებული უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს თვალები უციმციმებდა და სახეზე გაბრაზებული გამომეტყველება ნელ-ნელა ეცვლებოდა გულწრფელი ღიმილით.
- შენ ხარ, ნამდვილად შენ ხარ, -წამოიძახა, მკლავები კისერზე მოხვია და მკერდზე მიეხუტა, სუნთქვა შეეკრა დათას, წელზე მოხვია ხელი, სახე მის თმაში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი.
- მაპატიე ვერ დაგინახე და დროზე დამუხრუჭება ვერ მოვასწარი, კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგშავებია? -ჩურჩულებდა და ნაზად ეფერებოდა მხრებზე და ზურგზე.
- მგონი მყესი დამეჭიმა მაგრამ კარგად ვარ არაფერი მიჭირს, -ოდნავ მოშორდა ლარა და ქვემოდან შეჰღიმა, -როგორ მიხარია შენი ნახვა...
- ნამდვილი საოცრება ხარ, -ღიმილი ვერც დათამ შეიკავა, -ცოტა ხნის წინ კინაღამ მოგკალი და მაინც გიხარია ჩემი ნახვა, მაინც ასეთი მხიარული და პოზიტიური ხარ.
- იმიტომ რომ ყველა შემთხვევას...
- ჰო მახსოვს შენი თეორია, ამ შემთხვევას რას მოუძებნი კარგს?
- იმას რომ ფეხი შეიძლებოდა მომეტეხა და ერთი თვე ვერ ავმდგარიყავი საწოლიდან, ან საერთოდ უფეხოდ დავრჩენილიყავი, ახლა კი უბრალოდ რამდენიმე დღე მომიწევს სახლში ყოფნა და ეგ არის.
- მგონი ჯობია საავადმყოფოში წაგიყვანო, -დათამ ყურადღებით შეათვალიერა ყანჩასავით ცალ ფეხ აკანჭურებული ლარა და მხარზე ნაზად მოხვია ხელი.
- არ არის საჭირო, თანაც საავადმყოფო და წამლების გაგონებაც კი არ მინდა მთელი კვირაა ცუდად ვარ და წამლებით ვიჭყიპები, არც კი ვიცი რამ გამაცივა ამ სიცხეში.
- ესე იგი ცუდად იყავი, -თავისთვის ჩაილაპარაკა დათამ და თითქოს დამშვიდდა როცა რაღაც გამართლება მოუძებნა მის გაქრობას და იმას რომ არსად არ გამოჩენილა, ახლა უკვე აღარ ფიქრობდა იმას რომ ლარას არც კი გახსენებია მათი შეხვედრა და ამიტომ არ გამოჩენილა პარკში.
- ჰოო საშინლად ცუდად ვიყავი, მთელი დღეები ვიწექი, არადა იცი როგორ მინდოდა შენი ნახვა, ასე ცუდად რომ არ ვყოფილიყავი სამსახურში მოგაკითხავდი.
- მართლა?
- მართლა, შენ ხომ მითხარი იმ დღეს სადაც მუშაობდი, ჰოდა ადვილად გიპოვიდი, არ მითხრა რომ ჩემი ნახვა არ გინდოდა მაინც არ დაგიჯერებ, ჩვენს შორის კავშირს გრძნობ? -მკერდზე დაადო ხელისგული და თვალებში შეხედა, -მგონი მე და შენ საუკეთესო მეგობრები გავხდებით.
ყურადღება არ მიუქცევია მისი შეცვლილი სახისთვის და დაძაბული სხეულისთვის, არ შეიმჩნია ან შეიძლება მართლა ვერ შეამჩნია რომ მისი შეთავაზებული მეგობრობა დათასთვის არც თუ ისე სასურველი იყო, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა...
- შეხედე, ის საძაგელი თავისით ბრუნდება სახლში და მე კინაღამ მომკლა, -ძაღლზე მიუთითა რომელიც იქვე მდგარი შენობის სადარბაზოში შედიოდა, -დღეს უკეთ ვგრძნობდი თავს და გარეთ გამოვედი თუ არა ჩემმა მოხუცმა მეზობელმა მომაჩეჩა თავისი ძაღლი გაასეირნეო, რომელმაც კი ხედავ რა დღეში ჩამაგდო, ახლა კი ჯობია სახლში დავბრუნდე...
- სახლამდე მე მიგიყვან, შე ახლა ფეხს ძალა არ უნდა დაატანო, -დათას ნებართვა არ უთხოვია ისე აიტაცა ხელში სუსტი სხეული და გულზე მიიკრა.
- ძალიან კარგი, არადა ზუსტად ახლა ვფიქრობდი როგორ უნდა ავსულიყავი ამ ფეხით მესამე სართულზე თანაც ლიფტიც არ მუშაობს... -კისერზე მოხვია მკლავები და თავი მხარზე დაადო, დათამ სიცილი ვერ შეიკავა.
- უცნაური გოგო ხარ, სხვა შენს ადგილზე ერთ ამბავს ატეხდა.
- რატომ?
- თუნდაც იმიტომ რომ იფიქრებდა რას იტყვიან მეზობლები.
- კარგი რა, რატომ უნდა მაინტერესებდეს რას იტყვიან ლუიზა და ნატალია, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ძალიან მძიმე ვარ.
- ბუმბულივით მსუბუქი ხარ, -ღიმილით დახარა თავი დათამ და საფეთქელზე აკოცა განაბულ გოგონას.
- - - - - - - - - -
რბილ სავარძელში იჯდა და ღიმილით ათვალიერებდა პატარა მაგრამ მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ მისაღებ ოთახს, ვერც კი წარმოიდგენდა თუ დღევანდელი დღე ასე დამთავრდებოდა, საძინებლიდან გამოსული მოკლე შორტში და თხელ მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ფეხშიშველი ლარა რომ დაინახა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ასადგომად წამოიწია.
- არ გაბედო და წასვლა არ გაიფიქრო, -თითი მუქარით დაუქნია ლარამ.
- როგორ მიხვდი? -გაეღიმა.
- სახეზე გაწერია რომ ერთი სული გაქვს როდის გაიქცევი აქედან.
- უკვე ისე კარგად მიცნობ რომ ერთი შეხედვით ხვდები რის გაკეთებას ვაპირებ?
- ხომ გითხარი ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული კავშირია, -ისე გაიღიმა ლარამ რომ დათა მიხვდა, შეუძლებელია ასეთ დაკვირვებულ და ჭკვიან გოგონას მისი გრძნობები ვერ შეემჩნია, იცოდა, ყველაფერი მშვენივრად იცოდა მაგრამ არ იმჩნევდა რადგან მისთვის მეგობრობის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლო არადა მისი როგორც მეგობრის დაკარგვაც არ უნდოდა...
- ისე ჩაფიქრდი მგონი ცოტახნით დარჩები არა? -საყვარლად აუხამხამა თვალები.
- ცოტახნით დავრჩები და ვისაუბროთ, -მისი თანხმობით მოგვრილი სიხარულით გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა, სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება რომ ლარას რაც არ უნდა ეფიქრა მაინც არ მიატოვებდა და ყველანაირად ეცდებოდა თავი შეეყვარებინა, ჯერჯერობით კი საუკეთესო მეგობრის სტატუსით დაკმაყოფილებულიყო.
- ბატიბუტს გავაკეთებ და ფილმს ვუყუროთ მერე კი დავიძინოთ, -უცებ დაგეგმა ლარამ და სამზარეულოსკენ ისე სწრაფად წავიდა რამდენადაც საშუალებას მისი ნატკენი ფეხი აძლევდა.
- დავიძინოთ? რას ნიშნავს დავიძინოთ? -უკან მიყვა დათა, მაგიდას დაეყრდნო და ფრთხილად მოძრავ ლარას თვალი მიადევნა.
- რას ნიშნავს და უკვე თორმეტი ხდება, ფილმის ყურებას რომ მოვრჩებით შუაღამე იქნება და შუაღამისას გარეთ ხომ არ გაგაგდებ, ჩემი საძინებლის გვერდით თავისუფალი საძინებელია და შეგიძლია იქ დაიძინო თუ რათქმაუნდა სახლში არავინ გელოდება.
- თუ გაინტერესებს ცოლი მყავს თუ არა გეტყვი რომ არ მყავს? -გაეცინა დათას.
- არც საცოლე?
- რატომ მეკითხები?
- იმიტომ რომ სულაც არ მინდა ვინმე შენი სიყვარულით შეშლილი ქალი მომივარდეს და მესამე სართულიდან გადამიძახოს ძირს.
- რატომ უნდა გადაგიძახოს ჩვენ ხომ უბრალოდ მეგობრები ვართ, -თავისდაუნებურად ირონიულად და თითქოს ნიშნის მოგებით გამოუვიდა ნათქვამი.
- კარგი რა ამას ვინ დაიჯერებს, -სასაცილოდ გაშალა ლარამ ხელები, -მე არ დავიჯერებდი, ახლა წარმოვიდგინე რომ როდისმე შეიძლება საქმრო მყავდეს რომელიც თავისი მეგობარი გოგოს სახლში გაათევს ხოლმე ღამეს...
- ჯობია თუ ასეთ რამეს არ წარმოიდგენ, -დაძაბულმა ჩაილაპარაკა, უკვე ხვდებოდა რომ არც თუ ისე ადვილი იქნებოდა ლარას მეგობრის როლის თამაში, ამას დიდხანს ვერ შეძლებდა, რა უნდა ექნა, მასთან ერთად საყიდლებზე ეარა და ბოლოს უკვე წყნარად და მშვიდად ესმინა ისტორიები მის თაყვანისმცემლებზე? ხელი ისე მოუჭირა მაგიდის კუთხეს რომ სულ მთლად გაუთეთრდა თუმცა სახეზე ღიმილი არ მოშორებია.
- არც წარმოვიდგენ, საშინელებაა და იმიტომ, -ხილის დასაჭრელი დანა ხელში ოსტატურად შეათამაშა და გულიანად გადაიკისკისა.
- გიხდება სიცილი, -თავი ვერ შეიკავა დათამ რომ კომპლიმენტი არ ეთქვა.
- შენი დამსახურებაა რომ ახლა ასე კარგად ვარ, მთელი ერთი კვირა საცოდავი მარტოხელა შინაბერასავით ცხვირჩამოშვებული ვიჯექი და შენზე ვფიქრობდი, მადლობა რომ აქ დარჩენაზე დამთანხმდი.
- შენ მე გამაგიჟებ, -დათამ გრძელი თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე, მოსწონდა ლარას გულწრფელობა, გულუბრყვილობა და უშუალობა მაგრამ რომ წარმოიდგენდა...
- გინდა გითხრა ახლა რაზე ფიქრობ? -მაგიდას დაეყრდნო ლარა მისკენ გადაიხარა ეშმაკურად მომღიმარი სახე ახლოს მიუტანა და მისი აჩქარებული გულისცემის მიზეზიც გახდა.
- ახლა ფიქრობ რომ ისეთი მიმნდობი და გულუბრყვილო ვარ ქუჩაში ნებისმიერი შემხვედრი შემიძლია სახლში მოვიყვანო და აქ ღამის გათევა შევთავაზო, მხოლოდ იმიტომ რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნო, არ უარყო, ვიცი რომ ასე ფიქრობ მაგრამ ცდები, მე მხოლოდ შენ გენდობი...
- კი მაგრამ რატომ? რით დავიმსახურე?
- დამეხმარები? -მის კითხვას ყურადღება არ მიაქცია და სხვადასხვა ხილით სავსე თასი გაუწოდა, -გათალე და დაჭერი.

შუაღამემდე ისხდნენ მისაღებში მაგრამ არცერთი არ უყურებდა ფილმს, საუბრობდნენ ათას სხვადასხვა თემაზე, ლარამ საკუთარ თავზე და ოჯახზე მოუყვა, დათამ სამსახურზე და მეგობრებზე, ბოლოს მის მკლავებში ჩაეძინა საუბრით დაღლილ ლარას, ერთხანს ღიმილით დაჰყურებდა დათა თმაგაწეწილ, ლოყებაწითლებულ გოგონას, მერე ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა, საწოლში ჩააწვინა პლედი გადააფარა და ის იყო უკან უნდა გამობრუნებულიყო რომ იგრძნო როგორ ჩაეჭიდა სუსტი თითები...
- ამაღამ ჩემთან დარჩი გთხოვ, -თვალებს ძლივს ახელდა და დიდი ალბათობით ვერც აცნობიერებდა რას ამბობდა.
- კარგი დავრჩები, -იმის მიუხედავად რომ მისი სიახლოვე აგიჟებდა მაინც არ შეეძლო უარის თქმა, ტანსაცმლიანი მიუწვა გვერდით, თავქვეშ მკლავი შეუცურა, მეორე ხელი წელზე მოხვია და სახე მის უწესრიგოდ აბურდულ თმებში ჩარგო, ტყუილად ეგონა რომ ასე დაძინებას ვერ შეძლებდა, მისი სიახლოვით და სურნელით გარემოცული ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა თავისთავად დაეხუჭა თვალები და ცოტა ხანში ჩაბნელებულ ოთახში ორი ღრმად მძინარი ადამიანის მშვიდი ფშვინვა ისმოდა...



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. ახალ თავს როდის დადეებთ

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ძალიან კარგია. ახალ თავს როდის დადეებთ


შაბათ საღამოს ავტვირთავ ახალ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი sofi

იმაზე კარგია ვიდრე წარმოვიდგენდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent