შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ძალაუფლება(3)


24-09-2022, 17:25
ავტორი MmariiamM))
ნანახია 9 467

თავი 3

წვეულებიდან ერთი კვირა გავდია, სახლი არ დაუტოვებია ამ უზარმაზარ კედლებში მოჩვენებასავით დაბორიალობდა, ცხოვრება დაენგრა, არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში ან გარშემომყოფები მისგან რას მოლეოდნენ. არავინ უხსნიდა არაფერს. როცა აქ ჩამოვიდა მას როგორც სასწაულს ისე შეეგებნენ თუმცა ამან ჩაიარა მხოლოდ დარჩა ჩურჩული რომელიც მისი გამოჩენისას ყოველ კუთხეში გაისმოდა.
არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ამიტომ გადაწყვიტა ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა საბუთები სალემის სკოლაში გადმოიტანა და ცდილობდა ნორმალური ცხოვრება იქ მოეწყო სადაც სიტყვა ნორმალურს სრულიად სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.

დილის 9 საათი
-დილა მშვიდობისა
-საით გაიგიწევია ასე ადრიანად შვილო?
-სკოლაში დედა
-შენ ხომ აქ არ სწავლობ ძვირფასო
-საბუთები გუშინ გამოგზავნეს ძველი სკოლიდან ბებია
-ხო მაგრამ შენთვის გარეთ ყოფნა სახიფათოა
-ვერ ვიჯდები აქ გამოკეტილი იმის მოლოდინში თუ როდის დაარღვევთ დუმილს შენ და დედა
-ეს ყველაფერი შენს დასაცავადაა შვლო
-არა და აქ რომ ჩამოვედი მე უნდა დამეცვა ყველა, მოკლედ როგორც არის ვაგვიანებ უჩემოდ ისაუზმეთ-სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი და ეზოში გამოსულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თავი ისე ეჭირა თითქოს ეს ახალი დასაწყისი იყო.
-ელისონ როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად?
-მგონი ყველაფერი რიგზეა ამელია, ის ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს სანამ დრო მოვა
-და შენ ეს დაიჯერე, ის ყველაფერს იზამს სიმართლე რომ გაიგოს, მამასისის ასლია სძულს უპასუხო კითხვები და სიმართლის გასაგბად ამ ქალაქის გადაწვაზეც არ დაიხევს უკან
-ის მხოლოდ საჭირო დროს გაიგებს სიმართლეს.
-დიდი დრო გავიდა მის კეტრინ-ეზოს კართან ნოა ელოდებოდა
-ნუ თუ იმდენად დიდი რომ ისევ თქვენობით მესაუბრები
-ყველაფერი კარგად გაქვს?
-არა, თუმცა ვუძლებ. მაინტერესებს სადამდე შეეცდებიან ჩემთვის ყველაფრის დამალვას
-ისინი შენი ოჯახია კეტრინ შენი დაცვა უნდათ
-ტყუილი როდიდან იცავს ვინმეს. პირობა მომცა ბებია ელისონმა რომ ყველაფერს მეტყოდა თუმცა არ ჩქარობს
-ეს ყველაფერი იმაზე ჩახლართულია ვიდრე შენ გგონია
-მე არ ვარ ის ვისაც დიდხანს შეუძლია ლოდინი ასე რომ თავად გავიგებ ყველაფერს
-ეს შეიძლება სახიფათო იყოს
-არ მეშინია ერთი ადამიანი დამპირდა რომ ყოველთვის დამიცავდა, ის კი პირობას ყოველთვის ასრულებს
-პირობას არ დავარღვევ მაგრამ, ეს ქალაქი საშიშია ყოველ წამს შეიძლება რაღაც მოხდეს და მე გვერდით არ ვიყო
-ასე თუ ღელავ აჯობებს სკოლამდე მიმაცილო ნოა
-სიამოვნებით- სკოლისკენ გზა სასიამოვნო საუბარში გაატარეს, ნოა ქალაქის ისტორიაზე უყვებოდა, თუმცა კეტრინის ერთადერთი ინტერესი მისი ოჯახის ისტორია იყო. სკოლასთან ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კეტრინი კი მაშინვე ბიბლიოთეკისკენ გაეშშურა
-გამარჯობა სად შემიძლია დამფუძნებელთა ისტორია ვნახო
-და შენ ვინ ხარ?-გამომცდელად შეათვალიერა ხანში შესულმა ბიბლიოთეკარმა
-მე კეტრინ ბლეიქი ვარ, ახლახანს გადმოვედი აქ
-ბლეიქი? შენ ერთ-ერთი დამფუძნებლის უკანასკნელი მემკვიდრე ხარ?
-დიახ ასეა, როგორც ჩანს ამ ქალაქში ჭორები სწრაფად ვრჩელდება
-ამ ბიბლიოთეკაში ვერ იპოვი შენს კითხვებზე პასუხს
-და თქვენ რა იცით რომელ კითხვებზე ვეძებ პასუხს-ქალი შეტრიალდა ფურცლის ნაგლეჯზე მისამართი დაწერა და კეტრინ მიაწოდა
-ამ მისამართზე მიდი, ის შენს ყველა შეკითვას უპაუხებს
-მადლობა დახმარებისთვის
-მადლობას ჯერ ნუ გადამიხდი შენ ხომ არ იცი როგორ პასუებს იპოვნი მაგ მისამართზე.
კეტრინმა სწრაფად დატოვა შენობა და ინტერნეტში მისამართი მოძებნა, რუკაზე ეს ადგილი ქალაქის განაპირას მდებარე ტყის შუაგულში იყო. გადაწყვიტა ტაქსი გაეჩერებინა თუმცა შემდეგ ნოას სიტყვები გაახსენდა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისი სალისკენ, კართან ერთი წუთით შეყოყმანდა თუმცა ზარი მაინც დარეკა
-კარგი რა ისევ შენ
-როგორ ხარ სანდრა? ნოასთან მოვედი
-კარგად ვიქნები როცა აქ მოსვლას შეწყვეტ
-კარგი რა მე უბრალოდ სტუმრად მოვედი რა საჭიროა ასეთი ტონით საუბარი
-როცა ვამპირის კარზე დამფუძნებლის შთამომავალი აკაკუნებს ეს ცუდად მთავრდება
-კარგი კარგი საშიში ისტორიებ სხვა დროს მომიყევი ახლა ნოას უთახრი რომ ველოდები
-ბრძანებას მაძლევ ლაწირაკო?
-ეს უფრო თხოვნა ბრძანების ტონით
-მე შენ...
-აქ რამ მოგიყვანა მეგონა გაკვეთილები გქონდა-სახლიდან ნოა გამოვიდა
-მინდა ერთ ადგიალს წამივყავნო
-სად? - კეტრინმა ფურცელზე დაწერილი მისამართი აჩვენა-არა
-რა? რატომ?
-მაგ მისამართზე სიკვდილი ცხვრობს და მე შენს იქ წაყვანას არ ვაპირებ
-ფოლკლორით ვერ შემაშინებ. თუ არ წამიყვან ჩემით წავალ
-არ შეიძლება ასეთი ჯიუტი რომ არ იყო
-მე ვიმსახურებ სიმართლის ცოდნას, ან დამეხმარე ან ჩემით ვიპოვი გზას.
ნოას ძალიან არ უნდოდა მისი იქ წაყვანა, ღელავდა ამ პატარა გოგოს სიცოცხლეზე, თუმცა არ იცოდა რატომ. მისდამი აუხსნელ მიჯაჭვულობას გრძნობდა და მზად იყო მისთვის დაუფიქრებლად მომკვდარიყო. ამას პირველად გრძნობდა ამდენი საუკუნის შემდეგ.
მანქანა ტყის შუაგულში პატარა ლამაზ სახლთან გაჩერდა. კეტრინმა ფრთხილად დააკაკუნა კარზე თუმცა არავინ უპასუხო, კიდევ რამდენჯერმე და პასუხი კვლავ სიჩუმე იყო. დანებებას არ აპირებდა ამიტომ კარის სახელური ფრთხილად ჩამოსწია და სახლში შევიდა
-დიდი ხანია გელოდები ეკატენია ბლეიქ-გაისმა ოთახის ბოლოდან უცნობის ხმა-თუმცა არ მეგონა მასთან ერთად თუ მოხვიდოდი
-ვინ ხართ და ჩემზე რა იცით?
-კეტრინ მგონი აჯობებს წავიდეთ-ნოა ძალიან აღელვებული იყო
-შენ უკანასკნელი ხარ ნოა ჰარის ვინც მას სიმართლის გზაზე უნდა ეღობებოდეს
-გთხოვთ დამეხმარეთ, ყველაფერს მოგცემთ ოღონდ დამეხმარეთ გავიგო ვინ ვარ-სიბნელიდან მოხუცი გამოვიდა და კეტრინს ხელზე შეეხო
-შენში ისეთი დიადი ძალაა პატარა ჩიტო რომელსაც სამყაროების დანგრევა და აშენება შეუძლია
-რაზე საუბრობთ მე არანაირ ძალას არ ვფლობ
-გამომყევი-მოხუცი სტუმრებს მისაღები ოთახისკენ გაუძღვა
-იქნებ ამიხსნათ რას გულისხმობდით ჩესმ ძალაზე- ქალი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. უკან დაბრუნებულს კი ხელში მტვრიანი ძველი წიგნი ეჭირა
-შენ პატარა ჩიტო დიადი ჯადოქრის ნიშნით დაიბადე, ჯადოქრების მრავალ წლიან ისტორიაში ეს მეორედ მოხდა
-რა ნიშანზე საუბრობთ?
-როცა ისტორიას ბოლომდე მოისმენ ნისლი გაიფანტება და ყველაფერს ნათლად დაინახავ-მოხუცმა წიგნი გადაშალა და კეტრინ მიაწოდა-ქალი სურათზე ის სამყაროს უძლიერესი ჯადოქარი იყო მისი სახელია სიბილი-ამ სახელის გამგონებაზე ნოას თვალები გაუფართოვდა და მოსვენება დაკარგა-სიბილი ჯადოქრებს შორის უძლიერესი იყო თუმცა მისი ძალა მემკვიდრეობით ვერავინ მიიღო, ჯადოქრები კლავდნენ და კვდებოდნენ ამ ძალის წყაროს ძიებაში თუმცა უშედეგოდ. თუმცა სიბილის გრიამუარში არსებობს ერთი ჩანაწერი რომლის შესახებ ამ წუთამდე მხოლოდ მე ვიცოდი, ჩანაწერი მისი ძალის შესახებ
-და რატომ არავის უთხარით ამის შესახებ?
-იმიტომ რომ ის სიბილის პირდაპირი შთამომავალია და მისი სიცოცხლის დანიშნულებაა დაიცვას და ემსახუროს მისი წინაპრის სურვილს
-შენი მეგობარი მართალია პატარა ჩიტო, სიბილი ჩემი წინაპარი იყო თუმცა მე არ ვარ ის ვისაც მისი მემკვიდრეობა ერგო
- რა წერია იმ ჩანაწერში?
-მოვლენებს ნუ გაუსწრებ ძვირფასო ეს ისტორიის დასასრულია, აჯობებს ჯერ დასაწყისი მოგიყვე
-მაპატიეთ ჩემი მოუთმენლობა მაგრამ უკვე დიდი ხანია სიმართლის გაგებას ვცდილობ
-მესმის და სწორედ ამიტომ მოგიყვანე აქ. ახლა კი მოგიყვები ჩემი წინაპრის ისტორიას და იმედია ეს შენი გონების ჩაკეტილ კარს გახსნის. სიბილის ოჯახი ამ ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახი იყო, თუმცა ის უკანონო შვილი გახლდათ, არავინ იცოდა მისი ნამდვილი მამის ვინაობა. როდესაც მან ძალების გამოვლენა დაიწყო ოჯახიდან მოკვეთეს და უკან დაბრუნება აკურძალეს, სწორედ მაშინ მოვიდა ის ამ მიწაზე სადაც მისი მაგია იღებდა სათავეს. მან ყველაფერი გააკეთა რათა საკუთარ ძალებში ბოლომდე გარკვეულიყო და საკუთარ ოჯახზე შური ეძია, თუმცა როცა ამის დრო მოვიდა მან უკან დაიხია და ამ მიწაზე ქალაქი ააშენა სადაც ის და მასსავით განსხვავებული ხალხი დაცული იქნებოდა
-ანუ სინამდვილეში ნამდვილი დამფუძნებელი ის არის და არა ის საგვარეულოები რომლებიც ისტორიის წიგნში წერია
-მთლად ასეც არაა, სიბილი დაოჯახდა და მას სამი ქალიშვილი შეეძინა, ასე გაჩნდა ისტორიის წიგნებში სამი საგვარეულო, მათ შორის ერთი შენი ოჯახია
-მადლობა ისტორიის გაკვეთილისთვის მაგრამ მთავარი მაინც არ გითქვამთ, რა მოუვიდა მის მემკვიდრეობას
-სიბილის ძალა განსაკუთრებული იყო რის გამოც ის მემკვიდრებით საგვარეულოს ქალებს უნდა გადასცემოდა და წლები ელოდა სამი ოჯახი ამ ძალის გამოვლენას რათა ამ ქალაქს დაპატრონებოდნე, მათ შორის მეც მეგონა რომ შევძლებდი ამ ძალის მიღებას თუმცა 20 წის წინ სიბილის ჩანაწერები ვიპოვნე და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა
-ან დამფუძნებლებს სიბილის ძალა გაბატონებისთვის სურთ?
-დიახ ასეა იყო მაშიანაც და ახლაც
-რა იყო იმ ჩანაწერში?
-ეს მისი უკანასკნელი ჩანაწერი იყო მის შთამოავალზე რომელიც მის მემკვიდრეობას მიიღებდა "დაიბადება გოგონა ნამდვილი სიყვარულის ნაყოფი შავი მთვარისას, ის მიიღებს ყველასთვის სასურველ ძალას, ის ან სინათლეში გაუძღვება ამ ქალაქს ან მთლიანად გაანადგურებს".
-და თქვენ ფიქრობთ რომ ეს მე ვარ
-დიახ ასე ვფიქრობ. შენს მშობლებს მართლაც ნამდვილი,ჭეშმარირი იყვარულით უყვარდათ ერთმანეთი და შენი დაბადების ღამეს ცაზე შავი მთვარე იყო, თუმცა ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს
-რა გზა?
-ნება უნდა მომცე რომ შენი ძალები გამოვიძახო
-ეს არ მოხდება კუდიანო მას ვერ შეეხები
-ნოა დამშვიდდი ის დახმარებას ცდილობს
-არა კეტრინ ამან შეიძლება მოგკლას. აქედან მივდივართ თანაც ახლავე- ნომა კეტრინს ხელი დაავლო და სასწრაფოდ დატოვეს სახლი
-როდესაც მიხვდები რომ შენი და შეთვის ძვირფასი ხალხის დასაცავად ძალა გჭირდება იცი სადაც უნდა მიპოვო ეკატერინა ბლეიქ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent