შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 4 )


24-09-2022, 22:45
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 020

საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და ეშმაკურად მომღიმარ შაკოს ანიშნა ჩუმად იყავი და ჩემი აქ ყოფნა არ შეიმჩნიოო, მისაღებში შემავალი კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი იდგა, ფეხები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და მკლავები გულზე დაკრეფილი, საქმიანი შეხვედრიდან დაბრუნებულს ჩვეულებისამებრ კლასიკურად ეცვა, თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, ძალიან იყო დაღლილი მაგრამ სახლში შესულმა დაინახა თუ არა მისაღებში დივანზე მისგან ზურგშექცევით, ნიკასა და რეზის შუა მჯდომი ლარა მაშინვე დაავიწყდა ყველა სირთულე და სახეზე ღიმილი გადაეფინა, ლარას პირდაპირ მჯომმა შაკომ მაშინვე შეამჩნია ოთახში შემოსული დათა თუმცა როგორც კი დათამ ანიშნა ხმა არ ამოიღოო მაშინვე ყურადღება ისევ ლარაზე გადაიტანა.
უკვე ერთი თვე იყო რაც ლარა დათას სასიამოვნო ყოველდღიურობა გახდა, ზუსტად ერთი თვე გავიდა იმ დღიდან როცა მეორედ შეხვდა ქუჩაში, მას მერე ერთი დღეც კი არ ყოფილა რომ ერთმანეთი არ ენახათ, ლარა ყველანაირად ცდილობდა თბილისურ ცხოვრებას მორგებოდა და დათაც ყველანაირად გვერდში ედგა და ეხმარებოდა, თავიდან გაუჭირდა იმის გათავისება რომ თვრამეტი წლის გოგო სრულიად მარტო გამოაგზავნეს საცხოვრებლად მშობლებმა უცხო ქალაქში და აგერ უკვე ერთი თვე იყო არც კი უკითხავთ როგორ იყო, ერთხელ როცა ლარას მათ შესახებ კითხა, მიჩვეული ვარ ეს მათთვის სრულიად ჩვეული ამბავიაო, უპასუხა გოგონამ და ნათლად აგრძნობინა რომ ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა, სამსახურს ეძებდა თუმცა ასაკის და გამოუცდელობის გამო უჭირდა რამის პოვნა, თუ იპოვიდა და შეგუება უჭირდა, აგერ უკვე ამ ერთი თვის განმავლობაში მესამე სამსახურში მუშაობდა, პირველი სამსახური კაფეში იშოვა მიმტანად, მხოლოდ ოთხი დღე გაძლო, უფროსს ვერ შეეგუა, რომელიც თავის ქმარზე გაბრაზებული თანამშრომლებზე იყრიდა ხოლმე ჯავრს, შემდეგ ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში კონსულტანტობა სცადა, იქიდან უკვე მესამე დღეს გამოიქცა, გამოქცევამდე კი მენეჯერი რომელიც ვადაგასული პროდუქტის გაყიდვას აძულებდათ საშინლად გამოლანძღა, პირველად ვიხმარე ასეთი სიტყვები, არც კი მეგონა თუ ვიცოდიო, სიცილით უყვებოდა მერე დათას, დათამ რამდენჯერმე შესთავაზა რომ საკუთარ კომპანიაში დააწყებინებდა მუშაობას ან სადმე სხვაგან უშოვიდა სამსახურს მაგრამ ყოველ ჯერზე მტკიცე უარი მიიღო.
- ნუ გეშინია შიმშილით არ მოვკვდები, საკმაო დანაზოგი მაქვს იმისთვის რომ მინიმუმ რამდენიმე თვე, უზრუნველად ვიცხოვროო, ეუბნებოდა უდარდელი ღიმილით და აკვირვებდა ყოველი იმედგაცრუებისადმი ასეთი პოზიტიური დამოკიდებულებით, ბოლო ერთი კვირა იყო ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, სამსახურით კმაყოფილი იყო და სულ არ ადარდებდა ის რომ ღამით გვიან უწევდა სახლში მისვლა, დათას მის წასაყვანად მოსვლა აუკრძალა, თუმცა მაინც ყოველ ღამე მიდიოდა რესტორანთან, მერე გამოძახებულ ტაქსს რომელშიც ლარა იჯდა უკან მიყვებოდა და სანამ მას სადარბაზოში შესულს არ დაინახავდა მანამდე ვერ მშვიდდებოდა.
ერთმანეთს შეეჩვივნენ, ის კი არადა ლარამ შეიძლება ითქვას რომ მთელი მისი ცხოვრების ''ოკუპირება'' მოახდინა, უკვე მეგობრებზეც კი ეჭვიანობდა რომლებიც თავიდანვე გააცნო და ახლა ლარაზე გიჟდებოდნენ, მასთან დიდ დროს ატარებდნენ და თავზე ევლებოდნენ, საოცარი ვინმე იყო, ორიოდე დღეში მოახერხა ბიჭების გულის მოგება, პირველად დაინახეს თუ არა მაშინვე ყველაფერს მიხვდნენ და აღარასოდეს უკითხავთ დათასთვის რატომ იყო ლარაზე სიგიჟემდე შეყვარებული, ასეთი არასდროს არავინ მინახავს, ნამდვილი საოცრებააო უთხრა ერთხელ შაკომ, მართალიც იყო, უჩვეულოდ ხალისიანი, საყვარელი, თბილი და პოზიტიური იყო ლარა, ბიჭების მის მიმართ სიყვარულს და თბილ დამოკიდებულებას ერთი ფაქტორიც განაპირობებდა, მათზე ყველაზე ათი-თორმეტი წლით უმცროსი იყო, მათ გარდა საქართველოში არავინ ჰყავდა და თითოეული თავს ვალდებულად თვლიდა, დაეცვა და მოფრთხილებოდა, რეზისთან და ნიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თუმცა შაკოსა და მას შორის განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა, ხუმრობით დიდ ძმას ეძახდა ლარა, დათასთვის არაერთხელ უთქვამს შაკოს მას რომ რამე აწყენინო იცოდე ჩემი სახით მეგობარი აღარ გეყოლებაო...
ერთ თვეში ისე დაახლოვდნენ თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ, თავისუფალი დროის უმეტესობას მასთან და მის მეგობრებთან ერთად ატარებდა ლარა, მათთან ერთად ერთობოდა, სეირნობდა, სხვადასხვა ადგილს სტუმრობდა ქალაქში, შაკო ავტომობილის მართვას ასწავლიდა, ნიკა და რეზი ცდილობდნენ თავიანთი საყვარელი ექსტრემალური გართობისთვის ეზიარებინათ, ერთხელ პარაშუტითაც კი გადმოხტა მათთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ლარა მუდამ ცდილობდა ბიჭები და დათა ერთმანეთისგან არ გამოერჩია, დათა მაინც გრძნობდა რომ მასთან ისე არ იქცეოდა როგორც დანარჩენებთან, თითქოს რაღაც უხილავი საზღვრის გავლებას ცდილობდა მათ შორის, ხვდებოდა დათა რომ ლარამ იცოდა მისი გრძნობების შესახებ, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა დათასთვის საბაბი არ მიეცა რომ ამ თემაზე დალაპარაკებოდა, თუმცა მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაზე უარს ვერ ამბობდა, ხვდებოდა დათა რომ ის და მისი მეგობრები ლარასთვის იმ ოჯახივით იყვნენ რომელიც არ ჰყავდა და არ უნდოდა მისთვის იმედი გაეცრუებინა, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა ამიტომ საგულდაგულოდ მალავდა გრძნობებს და იმით კმაყოფილდებოდა რომ ასე ახლოს ჰყავდა.
ხშირად ურეკავდა ლარა, ყოველი დილა დათასთან საუბრით იწყებოდა, ყოველდღე ნახულობდა, შეეძლო საათობით ნებისმიერ თემაზე ესაუბრა მასთან, უყურებდა ხოლმე მხიარულად აციმციმებული თაფლისფერი თვალებით, ბავშვურად ეტიტინებოდა და სულს უფორიაქებდა, სახლშიც ხშირად სტუმრობდა დათას, ერთად ამზადებდნენ საჭმელს და უყურებდნენ ფილმებს, თანდათან უკეთ სწავლობდნენ ერთმანეთს, თუმცა ჰქონდა რამდენიმე წესი რომლებსაც ყოველთვის პირნათლად ასრულებდა, არასდროს რჩებოდა მასთან გვიანობამდე და რაც არ უნდა მომხდარიყო მის სახლში არასდროს ათევდა ღამეს და კიდევ... არასდროს სვავდა ალკოჰოლურ სასმელებს...

- ერთიც დაასხი, -მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და მარჯვენა ხელით ჭიქა მიუჩოჩა შაკოს, ფრთხილად გააპარა მზერა მომღიმარი დათასკენ შაკომ და როცა მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჭიქა შეუვსო.
- ამ ჭიქით ჩემი უიღბლობის და კიდევ ერთი დაკარგული სამსახურის სადღეგრძელო უნდა დავლიო, -ომახიანად გამოაცხადა და ბოლომდე გამოცალა, -ეს არაყი საძაგლობაა, სხვა არაფერი გვაქვს? -საცოდავად დაიკრუსუნა.
- მგონი გეყოფა, -ნიკამ თავზე გადაუსვა ხელი, -არაყს პირველად სვავ, უკვე მეოთხე ჭიქა დალიე შენთვის საკმარისზე მეტია.
- არაყს კი არა საერთოდ პირველად ვსვავ, -ხმამაღლა გადაიკისკისა.
- ჰოდა მეც მაგიტომ გეუბნები, მეტს ნუღარ დალევ, ცუდად გახდები.
მისკენ შებრუნდა ორივე ხელით მოეხვია და ნიკაპით მხარზე დაეყრდნო, -ძალიან ლამაზი ხარ ნიკუშ, კენის რომ გავხარ იცი? -მხიარულად შესცინა.
- კენი ვინ არის? -არც ნიკას და არც რეზის და შაკოს სულაც არ გაკვირვებიათ მისი კომპლიმენტი, უკვე საკმარისად კარგად იცნობდნენ ლარას იმისთვის რომ მის ასეთ პირდაპირობაზე თავი უხერხულად არ ეგრძნოთ.
- კენი როგორ არ იცი ვინ არის, ბარბის შეყვარებულია, ქერათმიანი, დაკუნთული, შენი ნატა ფრთხილად უნდა იყოს, გოგოები გიჟდებიან შენნაირ ბიჭებზე, -გადაიკისკისა და ბოთლს გადაწვდა, სანამ აიღებდა მანამდე დაასწრო შაკომ, კიდევ ერთხელ შეუვსო ჭიქა და მიაწოდა, მერე ეშმაკური მზერა შეავლო დათას და ისევ ლარას მიუბრუნდა.
- შენ როგორი ბიჭები მოგწონს ციცქნა?
- დათასნაირი, -ჩვეულებისამებრ პირდაპირ და დაუფიქრებლად უპასუხა, -ოღონდ არ უთხრათ რა რომ ასეთი რამ ვთქვი, ხომ არ ეტყვით?
წამსვე გაქრა ღიმილი დათას სახიდან, თვალები მაგრად დახუჭა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა რომ აჩქარებული გულისცემა როგორმე დაემშვიდებინა... უცნაურად ძლიერმა სურვილმა შეიპყრო რომ ეს პატარა საოცრება გულში მაგრად ჩაეკრა, მისი სითბო და სურნელი ეგრძნო და აღარასოდეს გაეშვა.
- რატომ არ გინდა რომ გაიგოს? -ამჯერად რეზიმ ვერ მოითმინა და კითხა.
- თქვენ არ გესმით ბიჭებო, არაფერი არ გესმით, -უკვე ისეთი მთვრალი იყო ძლივს ლაპარაკობდა, თვალები ებლიტებოდა და თავს ძლივს იმაგრებდა, -მისი დაკარგვა არ მინდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მნიშვნელოვანი, ვერ ვეტყვი რომ მომწონს და მასზე ვგიჟდები იმიტომ რომ მეშინია, ძალიან მეშინია, -თავი საცოდავად ჩაქინდრა თუმცა იმწამსვე გამოიდარა და ისევ ასწია ჭიქა...
- ახლა დათას სადღეგრძელო დავლიოთ.
- უჩემოდ აპირებ ჩემი სადღეგრძელოდ დალევას ჭინკა? -ზედ ყურთან მოესმა მისი ხმა და მისი სწრაფი რეაქცია რომ არა სასმელს ზედ გადაისხავდა, ჭიქა ჩამოართვა დათამ და ერთ ყლუპად გამოცალა.
- დიდი ხანია აქ ხარ? -სიმთვრალის მიუხედავად მაინც არ კარგავდა საღი აზროვნების უნარს ლარა.
- ახლახანს მოვედი, -ნიკას ანიშნა რომ გადამჯდარიყო და გვერდით მიუჯდა და წელზე მოხვია ხელი.
- გაიგე რაზე ვსაუბრობდით? -ამღვრეული თვალები შეანათა და ტუჩები საყვარლად მობრიცა.
- არაფერი გამიგია მაგრამ აშკარად რაღაც საინტერესოზე საუბრობდით, რას აღნიშნავთ? -ეცადა ლარას აშკარა ნერვიულობა არ შეემჩნია და ამიტომაც სხვა რაღაცაზე სცადა ყურადღების გადატანა.
- რა ხდება აქაურობა ბარისთვის დაგიმსგავსებიათ, -მოღუშულმა შეხედა შაკოს რომელიც მათი შემხედვარე ღიმილს და პირზე მომდგარ სიტყვებს ძლივს იკავებდა.
- სანამ მოხვიდოდი მშვენივრად ვერთობოდით, თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე, -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ლარამ და შუბლით მიეყრდნო მხარზე.
- საკუთარი სახლიდან მაგდებ? -გულიანად გაეცინა და თავზე აკოცა.
- აუ ჰო, მგონი მართლა შენს სახლში ვართ, საერთოდ არ მახსოვდა, მაშინ ჩვენ წავალთ და ჩემთან აღვნიშნავთ იმას რომ საერთოდ არ მიმართლებს, -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა, წამოდგომა სცადა მაგრამ თავბრუდახვეული ისევ უღონოდ მიესვენა დივანზე.
- ვერსადაც ვერ წახვალ, იქ დაეტიე სადაც ხარ, ასეთ მდგომარეობაში არსად გაგიშვებ, -პატარა ბავშვივით დატუქსა დათამ, თავისკენ მიიზიდა და მკერდზე მიიხუტა, გაეღიმა როცა შეამჩნია როგორ ანიშნებდნენ ბიჭები ერთმანეთს თვალებით, რომ უნდა წასულიყვნენ, ცოტა ხანში მარტო დარჩნენ.
- აქ ვერ დავჩები, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა ლარამ.
- რატომ? -მუხლებქვეშ შეუცურა დათამ ხელი ბუმბულივით მსუბუქად ასწია და კალთაში ჩაისვა, ნახევრად მძინარე ლარა საერთოდ არ შეწინააღმდეგებია, შუბლით მკერდზე მიეყრდნო და ღრმად ამოიოხრა.
- მეშინია, -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა.
- რისი გეშინია? -ფრთხილად ჩამოუსვა ხელის ზურგი აწითებულ ლოყაზე და ცერა თითი ნაზად გადაატარა საყვარლად გამობურცულ ბაგეებზე.
- იმის მეშინია რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, საკუთარი თავი და სურვილები მაშინებს, მეშინია რომ შეიძლება შემიყვარდე...
გაშრა დათა, გაშეშდა, რამდენიმე წამით ამ სამყაროს გამოეთიშა, ლარას გამხდარ სხეულზე მოხვეული მკლავები დაუბუჟდა, სუნთქვა შეწყვიტა, მისმა გულმა ჯერ რამდენიმე დარტყმა გამოტოვა მერე კი გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა და ახლა სადაც იყო გულის ფიცარს გამოანგრევდა... იმის დაჯერება უჭირდა რაც მოისმინა, თვალები მაგრად დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე აღბეჭდილი გაოცება ნელ-ნელა შეცვალა გულწრფელმა სიხარულმა ფართოდ გაიღიმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები უკვე ღრმად მძინარ ლარას, ლოყით დაეყრდნო კეფაზე, აქამდე ასე შორეული და სანატრელი პირველად დაიგულა თავისად და ასე უცნაურად თავი არასოდეს უგრძვნია, ეგონა რომ ასეთი უზომო ბედნიერებისთვის შეიძლებოდა მის გულს ვეღარ გაეძლო და საბოლოოდ შეეწყვიტა ფეთქვა...
- - - - - - - - - - -

თვალები რომ გაახილა და გარემო არ ეცნო თავიდან ძალიან შეეშინდა, დაფეთებული წამოჯდა საწოლში, ყურადღებით მოათვალიერა თეთრ ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი საძინებელი, საშინელი თავის ტკივილის და გულის რევის შეგრძნების მიუხედავად მისმა მახვილმა გონებამ მაინც მოახერხა ნაცნობი დეტალების შემჩნევა, ტუმბოზე მიგდებული მაჯის საათი რომელიც ადრე არაერთხელ ენახა, მისი ნაჩუქარი ფერადი სტიკერებით გაფორმებული ლეპტოპი რომელიც იქვე მიდგმულ რბილ სავარძელში იდო, დათას სუნამოს სურნელიც რომ იგრძნო რომელიც ბალიშებს ასდიოდა და საკუთარ სხეულზე მისი მაისურიც რომ შეათვალიერა საბოლოოდ დამშვიდდა, თუმცა იმაზე ფიქრმა თუ როგორ მოხვდა ეს მაისური მის სხეულზე ისევ ააღელვა, ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, იქვე ტუმბოზე მდგარი მინერალური წყლით სავსე ბოთლი ნახევრამდე ჩაცალა და აბაზანაში შევიდა, სარკეში ყურადღებით შეათვალიერა საკუთარი თავი, ლოყები აწითლებული ჰქონდა და თმა აწეწილი თუმცა თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა, გუშინდელი საღამოდან ბევრი არაფერი ახსოვდა, მხოლოდ მასზე მოხვეული დათას მკლავები, დამათრობელი სურნელი და მისი ცხელი სუნთქვა...
- ასე არ შეიძლება ლარა, -ხმამაღლა მიმართა სარკეში საკუთარ თავს, -ასე უპასუხისმგებლოდ ვერ მოიქცევი, დათაზე არ უნდა იფიქრო, ის საშენო არ არის, მასთან უბრალოდ მეგობრობაც საკმარისია, არც კი გაბედო, არ გაბედო...
- ლარა კარგად ხარ, -დათას ხმამ შეაწყვეტინა საკუთარ თავთან დიალოგი.
- კი კარგად ვარ, ახლავე გამოვალ, -ათრთოლებული ხმით უპასუხა.
- მალე თორემ ბლინები გაცივდება, სამზარეულოში გელოდები, -დათას მეტი აღარაფერი უთქვამს, სწრაფად შეისხა სახეზე ცივი წყალი, თმები შეძლებისდაგვარად მოიწესრიგა და აბაზანიდან გამოვიდა, საკუთარ ტანსაცმელს რომ ვერსად მიაგნო იძულებული გახდა დათას კარადა დაეთვალიერებინა, ერთხანს წარბაწეული შესცქეროდა თაროზე ფერების მიხედვით დალაგებულ კოხტად დაკეცილ ტანსაცმელს, მერე ერთ-ერთი შორტი აიღო ამოიცვა და ფეხშიშველი გავდა საძინებლიდან, კიბეებს ჩაუყვა, სასიამოვნო ტკბილმა სურნელმა პირდაპირ სამზარეულომდე მიიყვანა...
- როგორც იქნა მოხვედი მძინარა, მოდი დაჯექი, -ღიმილით შეათვალიერა დათამ საკუთარ მაისურსა და შორტში გამოწყობილი მორცხვად მხრებ აწურული გოგონა და სკამი გამოუწია, -ჭამე, -შოკოლად გადასმული ბლინი დაუდო თეფშზე და თვითონაც მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა, -ჩაი თუ ყავა?
- ტანსაცმელი ვერ ვიპოვე და შენი შორტი ჩავიცვი, -მორცხვად ჩაილაპარაკა.
- ჩემს ტანსაცმელთან ერთად გავრეცხე და გაფენილია, ისე ჯობია თუ რამდენიმე რაღაცას მოიტან და აქ დატოვებ რომ გამოსაცვლელად გქონდეს.
- რატომ? ვერ მიხვდა და საყვარლად აახამხამა თვალები.
- იმიტომ რომ დღეიდან ხშირად მოგიწევს ხოლმე ჩემთან დარჩენა, ხომ ხედავ თუ ხანდახან დარჩები არაფერი ცუდი არ მოხდება, მეორე სართულზე თავისუფალი საძინებლებია, ნებისმიერი შეგიძლია რომ გამოიყენო...
მშვიდად, თბილად, ღიმილით ესაუბრებოდა, თითქოს ცდილობდა რომ არ დაეფრთხო, ძალიან შინაურულად გამოიყურებოდა, მოკლემკლავიანი საყელო მოღეღილი მაისური და სპორტული შარვალი ეცვა, თვალს ვერ აშორებდა ლარა, უნდოდა მაგრამ ვერ ახერხებდა მისთვის მზერა მოერიდებინა, ნელ-ნელა დამშვიდდა და მოდუნდა როცა მიხვდა რომ დათა არ აპირებდა მისთვის წუხანდელი ლოთობა გაეხსენებინა, ჩაი რომ დაუდგა წინ და ღიმილით ჩახედა თვალებში ვეღარ მოითმინა...
- საოცარი თვალები გაქვს, უცნაურად ლამაზი, -თავისთავად დასცდა მის ბაგეებს.
- უცნაური თუ ლამაზი? -ღიმილი და ამ კომპლიმენტით მოგვრილი სიამოვნება ვერ დამალა დათამ.
- უცნაურად ლამაზი, -ისევ გაიმეორა ლარამ, -ასეთი მწვანე ფერი არასოდეს მინახავს, განსხვავებულია...
სასიამოვნო საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ, დათა წამოდგა და ლარას მობილური გაუწოდა რომლის არსებობა აღარც ახსოვდა.
- დამავიწყდა მეთქვა, დილიდან უკვე რამდენჯერმე დაგირეკა დეიდაშენმა.
ლარამ მოღუშულმა დახედა ეკრანს, ისევ დეიდა ეწერა, ხმა გაუთიშა და გვერდით გადადო.
- არ უპასუხებ? -დათამ კიდევ ერთი ბლინი და ხილის სალათა გადაუღო თეფშზე, -შეხედე, კიდევ რეკავს, უპასუხე იქნებ რამე სერიოზულია.
ლარამ უკმაყოფილო სახით უპასუხა ტელეფონს და ასადგომად წამოწეულ დათას ხელით ანიშნა არ წახვიდეო, რამდენიმე წუთს ესაუბრებოდა, უმეტესად უსმენდა და მოკლე მშრალი პასუხებით შემოიფარგლებოდა, ბოლოს გათიშა და ამოიხვნეშა.
- ახლა გაახსენდა რომ დის შვილი ჰყავს, -მწარედ ჩაიცინა და მარწყვს გამეტებით ჩაასო ჩანგალი, -იცი რატომ გავახსენდი? მის ამერიკელ ქმარს გაუგია რომ სრულიად მარტო ვცხოვრობ საქართველოში და უფიქრია ხომ არაფერი უჭირსო, წარმოგიდგენია? მთხოვა რომ ამერიკაში ჩავიდე და მასთან ერთად ვიცხოვრო, არ მჯერა რიმ ვიღაც ამერიკელი რომელიც სულ ორჯერ მყავს ნანახი ჩემზე ფიქრობს და ნერვიულობს დედმამას და ერთადერთ დეიდას კი ფეხებზე ვკიდივარ... კარგი რა ნუ გაქვს ასეთი სახე, არ მინდა რომ გეცოდებოდე, რა გჭირს? ასე რატომ მიყურებ?
- რას ფიქრობ მის წინადადებაზე, -ხრინწგარეული ხმით ჰკითხა დათამ.
- რომელ წინადადებაზე?
- ამერიკაში წასვლაზე.
- სერიოზულად? ვგავარ ახლა მე ამერიკაში წამსვლელს? თანაც დეიდაჩემთან, რომელიც კონტროლის და ღვთის მსახურების მანიით არის შეპყრობილი, -უცაბედად ხასიათ შეცვლილმა მხიარულად გადაიკისკისა და ესიამოვნა როცა დაინახა როგორ მშვიდდებოდა აღელვებული ზღვა დათას თვალებში.
- საოცარია რომ ასეთი ცვალებადი ხასიათი გაქვს...
- ჰოო რომ წარმოვიდგინე როგორ მირჩევს საკუთარი ხელით ტანსაცმელს, კოჭამდე კაბებს და თავსაბურავებს და როგორ დავყავარ წირვაზე და აღსარებაზე, მართლა ძალიან გავხალისდი, იცი რა მითხრა? უკვე იმ ასაკში ხარ რომ ვინმე კარგი ოჯახის შვილი მოგიძებნოთ და დაგნიშნოთო, -დათას მოღუშულ სახეს ღიმილით შეხედა და ეკრანისთვის არც დაუხედია ისე უპასუხა აწკრიალებულ ტელეფონს...
- ტყუილად ცდილობ დეიდა, არ ვაპირებ ამერიკაში დაბრუნებას და გათხოვებას, -სიცილით უპასუხა და წამსვე სახე სირცხვილისგან აუწითლდა, -მაპატიეთ დეიდაჩემი მეგონეთ, -საცოდავად ჩაილუღლუღა.
- მგონი სამსახური ვიშოვე, -ახარა დათას როგორც კი ტელეფონი გათიშა, ერთ-ერთი კომპანიიდან დამირეკეს სადაც სივი მქონდა დატოვებული ასისტენტის პოზიციაზე და ხვალ დილისთვის გასაუბრებაზე დამიბარეს, ჩინური ენის მცოდნე ასისტენტი სჭირდებოდათ ჰოდა...
- რომელი კომპანიაა? -დათას ძალიან ახალისებდა ასეთი გახარებული ლარას ხილვა.
- ჯერ არ გეტყვი, გასაუბრებამ თუ კარგად ჩაიარა მერე ერთად აღვნიშნოთ.
- აღვნიშნოთ ოღონდ ალკოჰოლური სასმელების გარეშე, -თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო ტუჩებით შუბლზე, მერე ღაწვზე, მერე კი ტუჩის კუთხესთან შეჩერდა რამდენიმე წამით და საბოლოოდ აურია გონება.
- მთვრალი ძალიან საყვარელი იყავი.
- ნუ მახსენებ, -დაიწუწუნა თავგზაარეულმა, მკლავები წელზე შემოხვია და თავით მკერდზე მიეყრდნო, -ახლა სამსახურში უნდა წახვიდე?
- ჰო უცბად მოვემზადები და უნდა გავიდე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, შენ ნუ წახვალ, აქ დარჩი, საღამოს რომ მოვალ ერთდ ვივახშმოთ და მერე წაგიყვან სახლში, შევთანხმდით?
- შევთანხმდით, დაარტყი, -ღიმილით გაუწოდა გაშლილი ხელისგული.

სამზარეულო რომ მიალაგა, მისაღებში დივანზე წამოწვა და თვალები დახუჭა, აქ თავს ისე გრძნობდა თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო, ხანდახან ეს აშინებდა კიდეც, ეშინოდა რომ ასე მიეჩვია დათას, რომ ეცადა... რომ ეცადა და არ გამოსულიყო... მასაც რომ მიეტოვებინა მერე რა უნდა ექნა? არადა ისეთი კარგი იყო დათა, ისეთი საყვარელი, ისეთი სასურველი...
- ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? -მკაცრი, ცივი ხმის გაგონებისას შეშინებული შეხტა, დივნიდან გადმოვარდა და მტკივნეულად დაენარცხა იატაკზე, ძლივს წამოჯდა და ტკივილისგან სახე დამანჭულმა ქვემოდან ახედა ლამაზ ქერათმიან თოჯინას, რომელიც გაცოფებული უყურებდა ლარას და სახეზე ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის გაგლეჯდა შუაზე.
- მეც იგივე შემიძლია გკითხო, -გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მტკივან წელზე შემოიწყო ხელები, -ვინ ხარ? აქ რას აკეთებ და სახლში როგორ შემოხვედი?
ცალყბა, ნაძალადევი ღიმილი გადაეფინა სახეზე ქერათმიანს, მკლავზე ჩამოკონწიალებული, აშკარად რომელიღაც ძალიან ძვირადღირებული ბრენდის ვარდისფერი ჩანთიდან გასაღები ამოიღო და ცხვირწინ აუთამაშა ლარას.
- ეს ამ სახლის გასაღებია, მე კი ელენე ვარ დათას საცოლე...



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოდ და კარგად წერთ. იმეფია მომდევნო თავს მალე დადებთ. პატივისცემით

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ძალიან საინტერესოდ და კარგად წერთ. იმეფია მომდევნო თავს მალე დადებთ. პატივისცემით


მადლობა
ვეცდები არ დავაგვიანო

 


ელენეს გამო ლარა ამერიკაში რომ წავიდეს ან დათასთან ურთიერთობა გაწყვიტოს, იმ ქერა თმებს ღერა-ღერა დავაპუტავ angry რით ვერ შეიგნო რომ დათას ოდნავადაც კი არ მოსწონს angry
ველოდები შემდეგს❤️

 


№4  offline წევრი gaomao

არ უნდა გადააწიწკნო ელენეს ის თმები კაცმა?????????????

 


№5  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხარ ვერ წარმოიდგენ,სულ მიხარია შენი ნიკის დანახვა :*

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადებთ სულმოუტმენლად გელოდებით

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ახალ თავს როდის დადებთ სულმოუტმენლად გელოდებით


ალბათ ზეგ ავტვირთავ ახალ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ცოტა მალე დადეთ ახალი თავი რადგან წინა უკვე გვავიწყდება და თავიდან გვიწევს გაცნობა. ეს კი ცოტა მომაბეზრებელიეა

 


№9 სტუმარი ლიზიკო

შენ ყოველთვის საუკეთესოდ წერ ძალიან მომწონს

 


№10  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ცოტა მალე დადეთ ახალი თავი რადგან წინა უკვე გვავიწყდება და თავიდან გვიწევს გაცნობა. ეს კი ცოტა მომაბეზრებელიეა


შეიძლება მომაბეზრებელია მაგრამ უფრო მალე ვერ ვახერხებ, კვირაში ორი თავის დადებას თუ ვასწრებ ხოლმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent