შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთხი უდაბნოს საიდუმლო


30-09-2022, 21:05
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 291

გამაუდაბურე..
ჰო, შენ შემქმენი ასეთი ქვიშნარი და მარადიული..
ედემს დამპირდი..
ჩემსა და შენს ედემს..
სიყვარულის ოაზისს..
ჩვენი სიყვარულის..
მზისა და თიხისაგან გამოძერწე ჩემი სხეული..
მეგონა მზეებრ ცეცხლოვანი გითბობდი სუნთქვებს..
ამოგყავდა თაღიანი ქვიშის გოდოლები..
ღმერთთან მივიდოდით ასე მეგონა..
ყოველ დღე მშორდებოდა ცა..
ცა უფლისმიერი..
მიწვდიდა შემოქმედი ხელებს..
მეხვეწებოდა, ჩავხუტებოდი..
მე კი ვუღიმოდი..
ჯერ მეგონა შენთან ერთად მსურდა დარჩენა..
ერთ დილით მივხვდი რომ ხელები აღარ მქონდა..
თურმე ამადაც ვერ ვუწვდიდი ხელებს..
წამოდგომა მოვინდომე..
არ ამყვა ფეხები..
არც ფრთები..
არც წელი..
ღმერთმა ჩამახედა საკუთარ ანარეკლში და ვნახე..
საძირკველში გყავდი ჩამარხული თურმე..
ქვიშას ერთოდნენ ჩემი თმები..
დამცირებათა ჭიანჭველებით მევსებოდა პირი..
დამშრალი ჭასავით მაშრებოდა თვალზე ცრემლი, როცა ქმარს ტოვებდი ჩემში და სხვასთან ერთად დასეირნობდი ცაში..
ოთხი უდაბნო შემოაკარ ჩემს ციხეს..

სამუმი
ჯერ ჩემს ფეხებთან იჯდა თიხის მაჯლაჯუნა..
პირველი და დაუსაბამო..
დავბრმავდი და დავყრუვდი..
არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი..
მირაჟებში გალობდნენ სერაფიმები..
მოჩუხჩუხებდა ანკარა წყარო..
ჭიკჭიკებდნენ ჩიტები..
მეთამაშებოდნენ შვლები..
ჩემს კალთაში იძინებდნენ ბაჭიები..
ამ დროს კი ირგვლივ ყველგან ქვიშა იყო და მტვერი..
მტვერი და ფერფლი..

ენანა..
დასავლეთის მზის სხივებს გაჰყვა ჩემი ოცნებები..
ქვიშრობზე დაეშვა წყვდიადი..
ჯერ როკვა დამავიწყდა..
არსებობით მატყვევებო, მარწმუნებდი..
დაეშვნენ ეჭვის გველები..
სიყალბე და სინანული..
ფარსი და ღალატი..
ნიანგის ცრემლები..
შენს შეთითხნილ თოჯინას როგორი ხმა ჰქონდა?!
ოჰოოო..
ჰოო..
ოოოო..
ოოო..
ოო..
ოხ..
ოხ შენი იყო.. ხომ არ მეშლება?!

სინან

ჩრდილოეთიდან მომდგა მარტოობის სუსხიანი ქარბუქი..
ტუჩებზე დამთოვა..
ღაწვამდე გავლურჯდი..
ვწევარ და მარტო ვარ..
ვზივარ და მარტო ვარ..
ვფიქრობ და მარტო ვარ..
ვსუნთქავ და მარტო ვარ..
უშენობამ დამთოვა..
ჰო არსით მარტო ვარ, ცარიელი ედემის მსგავსად..
ჭაჭანება არსაითაა ადამიანის..
შემომეცალა სიყვარული..
გამძარცვეს სიხარულისგან..
პატიოსნება შემომახიეს..
ღიმილი შემიგინეს..
წამბილწეს ყველაფრით, რითიც დაბინძურება შეეძლოთ სულის..
მახმობდნენ..
მალპობდნენ გოდოლის კედლებქვეშ..
ჩემ მიერ მიღებულ ბაჯაღლოს ბორკილით..

ამარა

და ისევ უფალმა, დამცრობა მაკმარა..
მეორე წელს უცებ, ზღვასავით ავდიდდი..
სურვილებდამშრალმა ტკივილი დავღვარე..
მწვანედ აფორეჯდა ქვიშრობში მუცელი..
და მარადისობა დავბადე ღმერთივით..
და მის სიმწვანეში ჩაფლული ჰგოდებდი..
ჰგოდებდი უშენოდ მოწეულ ოცნებებს..
და თავისუფლებამ შემოჰკრა კამარა..
ჰო..
სიცარიელემ ვერ დამასამარა..
შენ მიერ შექმნილმა მეოთხე უდაბნომ..
და ასე უღმერთოდ..
ცალ ცალკე გავსამდით..
და რწყავდა მწვანე მზე ოთხივე უდაბნოს..
ამწვანდნენ..
აყვავდნენ ხრიოკი ველები..
დამწიფდა ჩემს სულში ლეღვი და ატამი..
რომ უფლის ბრძანებით წამოსულ მეომარს..
ჩემს გადასარჩენად გაევლო უდაბნო..
არა რომელიმე შექმნილი ოთხიდან..
არამედ სულ ყველა აეხსნა ბორკილი..


მოვიდა..
და ასე დავლეწე დილეგი..
თუმც ოთხი უდაბნოს მშობელი დედა ვარ..
ჩემია მწვანე მზე..
ჩრდილში გამოზრდილი..
შენ ვინც მე დამეძებ, მითხარი ვინა ვარ?!
მხოლოდ ღმერთმა იცის იმ არსის სახელი, განგებამ შენთვის რომ დღეს გამოიმეტა..
მაშ წადი..
მეძებე..
იპოვე მნახველი..
შენი დაბრუნება მათბობდეს იმედად..
მჯეროდეს მომაგნებ..
ოდესმე მიპოვი..
თუ შეთვის დარგული გრძნობის ხე გახმება..
გაგიგებ..
არ არის კაცობა იოლი.. თანაც რაინდობა..
რა ვიცით, რა ხდება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent