სიცოცხლის ცხოვრებით დამსკდარი უდაბნო
ცხოვრება არ მსურდა და მაინც აღსრულდა, მოვედი, ძვირფასო, ქვეყნიდან შორეულ, ჩვენი რომანი რომ მუქ დრამად დასრულდა, ეს ხომ შენც გაცნობეს, სულო, ცრემლმორეულს, მინდა რომ იცოდე, მე უნდა წავიდე, სად წავალ გადაწყვეტს ამასაც საღამო, და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, გახსოვდეს, რომ ამ გულს ედები მალამოდ! რომ ხორხში ბოღმა აქვს გაჩრილი ძვალივით, დროებას, ეს უკეთ, ცხოვრებავ, ვინ იცის, და რომ ატირდება კოლხელი ქალივით, ეგ სახე ნათელი, როს ჩემი სინდისი.. შენ იცი.. როდი ვარ მე ხამი თვალების, ან ვინმეს შეხედვა როდი მსურს თავდებად, მარტოდენ გასული ბავშვობის ვალები, მიმყვება საგზლად და ვეჭვობ გათავდება?! და რომ სიკვდილია მხოლოდღა საწყისი, იმ დიდი ოცნების რომ ჰქვია სიცოცხლე, ახალი ცხოვრების მწვანე დასაწყისიც, გაყვითლდა.. არ ვნანობ.. ოღონდ შენ იცოცხლე... სიცოცხლის ცხოვრებით დამსკდარი უდაბნო, თურმე საწყისშივე სიცოცხლის მთავრდება, მე გზას გავუყვები ჩემს ღმერთთან უდაბურს, გთხოვ მწვანე ოცნებად დამირჩი, თავნებავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.