ვტყუივარ შენთან (თავი 8)
საკუთარ ანარეკლს გაოგნებული ვუყურებდი სარკეში. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და მარტო ყოფნა მინდოდა. ერთიანად ძალაგამოცლილი ვიჯექი და ვერაფერზე ვფიქრობდი.. ხუთი წუთის წინ მომხდარი ამბის არც გააზრება და არც მასზე საუბარი არ მსურდა. ლოყებზე ჩამოგორებლი გაბუტული ცრემლები მოვიწმინდე და ნელა წამოვდექი ფეხზე. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოვავლე და უნებურად ირონიული ღიმილი მომეფინა სახეზე, რამდენი ცრემლი ახსოვს ამ პატარა ოთახს, ამ სარკეს რამდენი სევდა ჰქონდა ჩამახსოვრებული. კიდევ რამდენს ჩაიმახსოვრებდა და რამდენს ანარეკლად გამატანდა სახლში მიმავალს. - ელენე .. მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე კარისკენ დავტრიალდი და ალმაცერად გავხედე კაცს რომელიც მთელი გულით მიყვარდა.. - შეგიძლია გახვიდე და მარტო დამტოვო? - ელენე აგიხსნი.. - რას მიხსნი? „მე არ მინდოდა თვითონ მაკოცა. არასოდეს გიღალატებ ხომ იცი როგორ მიყვარხარ ამას?“ - გაბზარებულმა ვუყვირე და ერთიანად მომაწვა სისხლი სხეულში. - როცა მაგ ქალზე დამიწყე საუბარი გაგებით მოვეკიდე დემნა, ვცდილბდი არც მის მესიჯებზე და ზარებზე არ მეჩხუბა. არც მის ზედმეტ ყურადღებაზე და შუაღამეს მოსვლაზე, მაგრამ ეს ზედმეტია. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი რა - გადი და მარტო დამტოვე. ახლა არც შენი თავის მართლების მოსმენის სურვილი მაქვს და არც შენი დანახვის - ემოციამოძალებულმა ვუთხარი და კარისკენ თავად წავედი რადგან ვიცოდი დემნა არსად გავიდოდა.. მოულოდნელად დამიჭირა და კარებზე ზურგით ამაკრა. - კარგი არ აგიხსნი რა როგორ მოხდა , მაგრამ არსად გაგიშვებ.. - მეტკინა, ხელი გამიშვი - ლამის ხვეწით ვუთხარი და უმალ მიშვა ხელები დემნამ. - გთხოვ წადი და მერე ვილაპარაკოთ.. - არავითარი მერე არ იქნება, შეიგნე. დამთავრდა ეს შენი მერე.. ამ მერემ თერთმეტი წელიწადი გალია გოგო. - ძალიან დავიღალე - ჩუმად ჩავიჩურჩულე, ხელები თავზე შემოვიწყე და კუთხეში მდგარ დივანზე ნელა დავეშვი. - რომ იცოდე როგორ დავიღალე დემნა. ამ ყველაფერმა როგორ დამღალა, ერთიანად დავსუსტი მას მერე რაც შენ დაბრუნდი, იქამდე თითქოს რაღაც ძალა მქონდა, სხვა შემართებით ვიყავი. ევას გამო ყველაფერს ვაკეთებდი.. - თავი ნერვიულად გავაქნიე და დივნის საზურგეს დავადე.. - ახლა მე გყავარ და ამიტომ სულელო - პატარა ბავშვივით მიმიკრა გულზე და საყვარელი სუნამოს სურნელმა მაშინვე გაიარა ფილტვბამდე და კდევ ერთი წარუშლელი კვალი დამიტოვა. - მოდი წავიდეთ ცოტა ხნით, სადმე გადავიკარგოთ მე და შენ. ევა დავუტოვოთ ნანჩოს ან ჩემებს , მე და შენ მხოლოდ ელენე.. - მე შენ და ინგა. ინგა არ დაივიწყო ..- ჯიბრზე ვუთხარი და მისი მკლავებიდან გათავისუფლებას შევეცადე რომ მაგრად შემომხვია მკლავები და ყელზე მაკოცა.. - რატომ ხარ ასეთი საზიზღარი ქალი ელენე. რაც მტანჯე არ გეყო? იცი რა იყო ეს ათი წელიწადი? - ჯო-ჯო-ხე-თი ! -დამარცვლთ მითხრა და ამოიოხრა.. აქ როდესაც ჩემი შვილი ჩემს გარეშე იზრდებოდა, მე იქ არ არსებულ შვილს ვნატრობდი.. ვფიქრობდი რომ ოდესმე როდესაც ჩამოვიდოდი მე და შენ გვეყოლებოდა შვილი, ისეთი როგორიც ევაა. - არ მინდოდა ასე გამოსულიყო, დრო ისე მალე გავიდა დემნა - დანაშაულის გრძნობა მაშინვე მომეძალა და თვალები ცხელი ცრემლით ამევსო.. - მაგრამ გააკეთე. მარტო როგორც კი ვრჩები ვფიქრობ რა იქნებოდა ევას რომ არ მოვეძებნე, ევა რომ არ მოსულიყო.. იცი როგორ დარდობდა? მაშინ როდესაც ჯერ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ და მცხეთაში წავედით, ღამით მთხოვდა ზღაპარი მომეყოლა, მითხრა რომ მამა არ ჰყავდა და ამას განიცდიდა, რომ დედა მამაზე არაფერს უყვებოდა. ამ ცოდვიდან როგრ უნდა ამოხვიდე ელენე არ ვიცი, ამდენი წელიწადი მიმალავდი შვილს რომელიც აქ ასე მელოდა.. - მეც არ ვიცი , მართლა. დრო ისე გავიდა , ისე გაფრინდა რომ ვეღარ მოვახერხე შენთვის სიმართლის თქმა. როდესაც დაბრუნდი მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ ევა უკვე ძალიან დიდი იყო და იძულებული ვიყავი შენთვის მეთქვა მისი არსებობის შესახებ. - და მაინც არ მითხარი მაშინვე !- გაღიზიანება შეეპარა ხმაში, და ჩემკენ გადმოიხარა. - არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ხანდახან მგონია რომ შემიძლია ისე მარტივად მიგახრჩო ჩემს გვერდით მძინარე ხელიც არ ამიკანკალდეს, ეს ყველაფერი რომ მახსენდება, მაგრამ როგორც კი თვალებს გაახელ მაშინვე მავიწყებ ყველა ტკივილს.. - ტყუილად ხარ გახვეული ამ რომანტიზმში ახლა, იმიტომ რომ ეს სიტყვები ხასიათზე ვერ მომიყვანს, და ვერც ინგას არსებობას შეცვლის.. - საშინელელება ხარ! ოდესმე გაიგებ რომ არაფერი ხდება? დაიჯერებ ჩემსას?- გაბრაზება შეერია ხმაში და ფეხზე წამოდგა. - არა! და მორჩა. არ დავიჯერებ არაფერს, რაც ჩემი თვალით დავინახე - დაგინახე, უბრალოდ დაგინახეთ და სულ ესაა. რომ არ დამენახე არაფერს ვიტყოდი დემნა. - უბრალოდ მაკოცა და სულ ესაა. თვითონ მაკოცა გოგო- გაბრაზებულმა მიყვირა და ზურგი მაქცია. - ძალიან ინანებ ამას იცოდე, ინანებ რომ ადამიანების დაჯერება ვერ ისწავლე ყოველთვის ასეთი იყავი ჯიუტი და გინდოდა შენი გაგეტანა მაშინაც კი როდესაც არ იყავი მართალი. - ხო?? მაინც რაში - ცხელი ცრემლები ერთიანად მომაწვა და ჩემკენ დავატრიალე.. - შენ რომ დაგეჯერებინა და წამომყოლოდი დღეს ასე არ იქნებოდა. ერთხელ მაინც რომ გეცადა ჩემი გაგეგო. ჩემი ტკივილი გაგეზიარებინა დღეს აი ეს კამათიც არ იქნებოდა. მაგრამ შენ არასოდეს შეიცვლები და იცი რატომ? - იმიტომ რომ ხანდახან მგონია სრულიად უგრძნობი ხარ, ცივი და შეუვალი. იმდენად არ გაინტერესებს რას გრძნობს შენი შვილი. რას ვგრძნობ მე. - მე არ ვიცი რას გრძნობს ჩემი შვილი?? - ზუსტად არ იცი . რომ გცოდნოდა რას გრძნობდა ასე არ მოიქცეოდი. უბრალოდ შენ იმდენად ამაყი ხარ, მაშინაც შენი სიამაყე ვერ გადალახე და ახლაც ასე ხარ. არ გინდა სხვას დაუჯერო, გგონია შენი სიამაყე შეილახება. - სისულელეა დემნა - თითქოს ერთიანად ვიგრძენი სისუსტე სხეულში და დივანზე ჩამოვჯექი. - სისულელეა, მე სულ ვიცოდი რა აწუხებდა ევას, იქნებ ჩემი სიამაყეა იქნებ ჩემი დანაშაული რომ აქამდე ვერ გაიგო ვინ იყო მამამისი , მაგრამ ეს სულ სხვა რამეა.. - ხო მართალი ხარ, ეს ის რამეა რისი დაჯერებაც არ გინდა - კბილებში გამოცრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ** - ესეც კიდევ ერთი წარმატებული სპექტაკლი, ესეც ჩვენი გეგმა და ბოლომდე მიყვანილი შენი საქმე, ესეც ჩვენი გოგოს პირველი წარმატებული გასვლა სცენაზე - ომახიანად თქვა გიორგიმ და ბიჭებს გადახედა.. - კარგად მოვიქეცით რომ ქალები არ წამოვიყვანეთ და მხოლოდ ჩვენ ვართ. კაცურად გავატაროთ დრო . - ხანდახან ესეც საჭიროა, ჩვენც ხო გვინდა განტვირთვა და დასვენება - ამაყად თქვა ცოტნემ და გიორგის ჭიქა მიუჭახუნა. - ძალიან კარგია და მიხარია რომ ყველაფერი ასე წარმატებით დასრულდა, არც კი ველოდებოდი. ევას თამაშმა ხო საერთოდ გამაოცა, ეს რა იყო.. - რაც დედა და მამაა, ის შვილია - ბედნიერმა დაიძახა გიორგიმ და ცოტნეს გახედა, და პლიუს ამას მე ვარ ნათლია.. - ხო მაგრამ რომ არა დემნა ახლა ევა ჩემი შვილი იქნებოდა - სრული სერიზულობით თქვა და სკამის საზურგეზე გადაწვა. - ეგ რას ნიშნავს ?- ინტერესი და ბრაზი ერთიანად მოაწვა დემნას და ხელში აღებული ჭიქა უკან დააბრუნა. - რას და უდროო დროს ჩამოხვედი მეგობარო, შენ რომ არა, ახლა ორივე ჩემი იქნებოდა, ერთი ჩემი ცოლი და მეორე კიდევ შვილი. - შენ ეხლა იმას თუ ხვდები რომ ზედმეტი მოგდის? თუ გაგაგებინო ??- სიბრაზის ალმური ერთიანად მოედო სახეზე დემნას. - ზედმეტი რაში მომდის? იმაში რომ ელენე მიყვარს? არც არასოდეს დამიმალავს მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება . მან ეს სულ იცოდა, და არა მარტო მან, დამიჯერე სანამ ჩამოხვიდოდი და ელენეს თავს აურევდი ძალიან კარგად ვიყავით უშენოდ. - ვითომ? ელენეზე გინდა რომ ვილაპარაკოთ? მეგონა აქ წარმატების აღსანიშნავად წამოვედით, მაგრამ როგორც ჩანს სასმელმა გაგათამამა. მოდი იქიდან დავიწყოთ , ელენეს რომ ყვარებოდი და სდომოდი ახლა შენთან იქნება და არა ჩემთან. ჩემთან არა მარტო ურთიერთობაში არამედ ჩემს სახლს ვგულისხმობ. - შენ ევათი მნიპულატორობ და ამიტომ. - ცოტნე ზედმეტი არ მოგივიდეს, მე არავითი არ ვმანიპულატორობ. ევა ჩემი შვილია და ელენე ის ქალია რომელიც მიყვარს და ჩემი შვილის დედაა. ის შენი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება.. - გეუბნები არასწორად ფიქრობ-თქო, ის ჩემი იყო დემნა, მარტო ჩემი და შენ იცი რა ქენი? არაკაცივით მოიქეცი, ჩამოხვედი და ჩემგან წაიყვანე, მასაც სხვა გზა არ ჰქონდა შვილი სადაც იყო იქ იქნებოდა. კარგად იცოდი რომ ელენე ევას გარეშე არ იქნებოდა... - შენ ევას არსებობა საერთოდ არ იცოდი !- კბილებში გამოსცრა და თვალის გუგები გაუფართოვდა. - ჩემთის სულ ერთია, თუნდაც ათი შვილი ჰყოლოდა. ჩემთვის ელენე ერთადერთია, საუკეთესო დღეები გავატარეთ ერთად, შენ რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი დემნა. შენ სანამ იქ ამერიკაში დოლარების შეკვრას ერთმანეთს ალაგებდი და აწყობდი მე აქ საყვარელ ქალთან ერთად ყინვაში და თოვლში ვსეირნობდი. - ეხლა გული მიგრძნობს სიფათს აგახევ ამ ლაპარაკის გამო - ლომივით წამოხტა ფეხზე და გიორგის ძლიერმა ხელმა ერთიანად დაიჭირა დემნა. - ეხლა ორივემ მისმინეთ კარგად !- ეს გასარჩევი თემა არაა. არც ისაა საინტერესო რა იყო მანამდე, მთავარია რა არის ახლა ! ელენემ თავისი არჩევანი გააკეთა, ესა მთავარი და მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ ყველამ. ის პატარა გოგო არაა რომ ვინმემ ჭკუა დაარიგოს და არც უტვინოა, აქ გასართობად და დროის გასაყვანად წამოვედით და თქვენ კიდევ ამ უაზრო კინკლაობით ტვინი წაიღეთ. - ეს კინკლაობა არაა ! ელენე ჩემი ცოლია ! - გაბრაზებულმა გააღრჭიალა კბილები და ცოტნეს ალმაცერად გახედა. - შენი ცოლი? არ გამაცინო დემნა. შენ ცოლი არ გყავს დემნა !. - ჯინაზე მიშლი ნერვებს , გინდა რომ გამომიწვიო და ნერვები ამიშალო თუ რას აკეთებ? შენთვის ცოლი ის ადამიანია მარტო ვისტანაც ჯვარს დაიწერ? როცა ვამბობ რომ ის ჩემი ცოლია , ესეიგი ჩემი ცოლია და მორჩა! - მეორეჯერ ამ თემაზე ლაპარაკი არ წამოიწყო, თორემ იცოდე ასეთი მშვიდი არ ვიქნები. -სწრაფად წამოდგა ფეხზე და სწრაფი ნაბიჯით დატოვა რესტორნის კუთხეში მდგარი მაგიდა. რამოდენიმე წამს ორივე ჩუმად იჯდა და ხმას არც ერთი არ ირებდა. უხერხულობა იყო ბინდივით ჩამოწოლილი მეგობრებს შორის. გულის სიღრმეში გიორგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, სრულიად სხვა მიზნით წამოსულს, სრულიად სხვა პრობლემის წინაშე მოუწია ყოფნა.. სულაც არ უნდოდა დემნას გაქცევა მაგრამ შედეგად ზუსტად ეს შერჩა. - დამნაშავე რომ ხარ ამას ხვდები? - ბოლოს ისევ გიორგიმ დაიწყო. - არა არ ვარ. რომ არა დემნა ახლა კარგად ვიქნბოდით მე და ელენე.. - ცოტნე ოცნებობ? სცენაზე აღარ ხარ, აღარ თამაშობ, რეალობის წინაშე დგახარ. მოიხსენი ვარდისფერი სათვალე, ელენეს რომ არასოდეს უყვარდი ხომ იცი. რის საფუძველზე არწმუნებ საკუთარ თავს რომ შენთან იქნებოდა?? - გიორგი მოდი არ გვინდა რა. კარგად იცი რომ ელენე მხოლოდ ჩემთან ერთად დადიოდა ყავის დასალევად და დროის გასაყვანად. - არა ! ელენე ჩემთან ერთადაც დადიოდა, ლაშასთან ერთადაც და ხშირად გაყოლია კახასაც, მაგრამ მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ. შენ საიდან მიეცი თავს უფლება გეფიქრა რომ ელენე შენთან იქნებოდა?? - ვიცი რომ ელენე გიყვარს, ამაში არ გადანაშაულებ, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ, შენ ეს გოგო რამოდენიმე წელიწადია გაიცანი მე კიდევ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. იცი მათი სიყვარულის შესახებ როგორი ლეგენდები დადიოდა? მთელი თეატრალური მათზე ლაპარაკობდა, საოცარი დღეები აქვთ გადავლილი ერთად, ერთმანეთის გარშე ნაბიჯს არ დგამდნენ. - და ამ ზღაპრული სიყვარულის გამო მიატოვა და გაიქცა?? - არ მიუტოვებია, მათი ზღაპრული სიყვარული ელენეს ჯიუტობამ დაამსხვრია. უბრალოდ თავის სიტყვას არ გადაუხვია და არ გაჰყვა. სულ ეს იყო. შედეგად გატეხილი გული და გაბერილი მუცელი დარჩა - სიცილით უთხრა ცოტნეს და მხარზე დაჰკრა ხელი. - ზედმეტი მოგივიდა.. - მაინც არ ვთვლი მასე, თუკი დემნას შეუძლია თავისი სიყვარულისთვის ბრძოლა მე რატომ არ შემიძლია გიორგი?? - იმიტომ რომ დემნა არ იბრძვის ძმაო, თვალები გაახილე. დემნას არაფერი გაუკეთებია მხოლოდ ის გაიგო რომ ევა მისი შვილია, ელენე იმდენადაა დემნას სიყვარულით გაგიჟებული რომ ყველაფერზე თანახმაა .. - გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია რომ არა დემნა .. - რომ არა დემნა არ ვიცი რა იქნებოდა , მაგრამ დემნა აქაა, ელენე კი მასთან. მოდი ეს თემა დავხუროთ და პრობლემებს ნუ შევუქმნით ერთმანეთს. - მასე იყოს- დანანებით უთხრა მეგობარს და ჭიქაში დარჩენილი სითხე ერთიანად გადაჰკრა. ** - ევა რატომ არ გძინავს? - დემნას ხმაზე ორივემ მისკენ გავიხედეთ და ფეხზე წამოვდექი. აჭრილი თვალები, ამღვრეული მზერა და ნერვიულად ტუჩების ჭამა, კარგად ვიცოდი რაღაცა სხვაზე მიანიშნებდა და მხოლოდ ალკოჰოლის ბრალი არ იქნებოდა. - შენ გიცდიდით მე და დედიკო, მოდი აქ ნახე როგორი შოკოლადი გავაკეთე, ცხელია და ტკბილი.. - მადლობა ჩემო პრინცესა, მაგრამ ახლა მამა შოკოლადს ვერ დალევს.. - რატომ?- ჯიუტად ჩააშტერდა ევა და მისკენ წავიდა, პატარა ხელი დემნას ძლიერ მტევანს ჩასჭიდა და დივანზე დასვა..- მამიკო ახლა რაღაცას გკითხავ კარგი? - როგორც სჩვევია ზრდასრული ქალივით უთხრა და მამის კალთაზე მოკალათდა.. - გისმენ აბა.. - სკოლაში როცა ჩემმა კლასელებმა გაიგეს რომ , მამა მეც მყავს მითხრეს, მაშინ დედაშენის გვარზე რატომ ხარო, რატომ არ ვარ შენს გვარზე მამა? მეც შენსავით თაბაგარი რატომ არ ვარ? - ინტერესიანი მზერით ახედა მამამისს . - ევა, სულ ამომივარდა თავიდან ამ საკითხის მოგვარება, მოდი ორშაბათს წავიდეთ სამივე და ეს საკითხი გადავჭრათ კარგი? გპირდები რომ უახლოეს დღეებში ევა თაბაგარი იქნები და ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის მეტად და თუ ვინმე რამეს გეტყვის მითხარი და სიფათს ავახევ გრძელი ენის გამო. - დემნა ! - ალმაცერად გავხედე და ხმა მაშინვე გამიმკაცრდა. - რა ლაპარაკია ღმერთო ჩემო. ათი წლის ბავშვებზე საუბრობ ახლა.. - სულ ერთია .. - რამე ხდება? - ყურთან ვუჩურჩულე ოდნავ შევახე ტუჩები ყელზე.. - ძალიან დავიღალე . დაძინება მინდა. - გინდა ჩემთან დაიძინო ამაღამ? - მივხვდი რომ ჯინაზე ჰკითხა და ზღვისფერი თვალები შემომანათა.. - შენთან დედიკომ დაიძინოს, მე ჩემი რბილი საწოლი მირჩევნია მამიკო .- სიცილით უთხრა და ფეხზე წამოხტა.. - დედამისის შვილია ზუსტად. როცა გინდა ვერ გამოიყენებ - ნაწყენმა თქვა და კიბეებს აუყვა.. - წადი მამიკო ოთახამდე მიაცილე მერე დაწექი კარგი? - მამიკო მგონი გაბრაზებულია არა?- ჩუმად მითხრა და კიბეებისკენ წავიდა. - მგონი.- მხრები ავიჩეჩე და მაგიდაზე დალაგებული ფინჯნები სამზარეულოში გავიტანე. რაც შემეძლო მშვიდად შევედი საძინებელში და საბანში გახვეული დემნას დანახვაზე სიცილი ერთიანად წამსკდა. პატარა ბავშვივით იყო გახვეული და მიუხედავად იმისა ვიცოდი ეღვიძა, მაინც არაფერს ვიმჩნევდი. ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე და მისკენ გადავიწიე. ფეხებზე დავადე თავი და თვალები დავხუჭე.. ვიცოდი ახლა მორიგი შეტევა ექნებოდა და სრულად ვიყავი მზადყოფნაში. - გასწორდი რა, თუ დაწოლა გინდა დაწექი წესიერად- მაშინვე არ დააყოვნა დემნამ და საწოლზე წამოჯდა. - იქნებ მინდა ასე ვიწვე, რა პრობლემაა ჩემო სიყვარულო? - სიცილით ვუთხარი და საკოცნელად გავიწიე რომ გამერიდა.- დემნა რა ხდება? - „ჩემო სიყვარულო“ - ირონიულად მითხრა და საწოლიდან წამოდგა .- მასაც ასე ეუბნებოდი ხოლმე? - ვის? - დაბნეულმა გავხედე და ფეხზე წამოვდექი. - კარგად იცი ვისაც. - არა არ ვიცი და ვერც ვხვდები ვისზე ამბობ დემნა. რა ხდება? - აგიხსნი. შენმა ცოტნემ დღეს ყველაფერი დაფქვა, მითხრა რომ არა შენ ელენე ჩემი იქნებოდა, სანამ შენ ჩამოხვიდოდი ყველგან დავდიოდითო. - რა სისულელეა , და მისი დაიჯერე? - აცრემლებული თვალებით გავხედე და მაქსიმალურად შევიკავე ჩემი ემოცია. - და არ უნდა დამეჯერებინა? რამდენჯერ გადაგეყარეთ ატუზულებს თინეიჯერი ატეხილი ბავშვებივით კულისებში. - ზედმეტი მოგდის დემნა !- ცოტნესთან არაფერი მქონია, მერამდენედ უნდა გითხრა. ყავის დალევა და ფლირტი დანაშაული არაა .. - რას მეუბნები, ფლირტი დანაშაული არაა?? და იქნება მადლობაც უნდა გადაგიხადო რომ ფლირტის იქეთ არ წახვედი? - შენ მგონი ნორმალურად არ აზროვნებ. ათი წლის წინათ წახვედი, როგორ გგონია არ მქონდა უფლება სხვა მყოლოდა? და თუნდაც ფლირტი მქონოდა? რას მეუბნები ეხლა დემნა აზრზე ხარ? - ძალიან კარგად ვაზროვნებ შენგან განსხვავებით. არ მითქვამს მონაზონივით უნდა გეცხოვრა-თქო. მაგრამ რომ გკითხე რა მითხარი?!- არაფერი მქონია ცოტნესთანო.- გაბრაზებულმა მიყვირა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.. ტანზე სწრაფად შემოვიცვი ხალათი და სამზარეულოში დავიჭირე. - ცოტნესთან არაფერი მქონია ადამიანო !- ცოტნესი გჯერა და ჩემი არა? ვისაც გინდა იმას ჰკითხე, წადი და გიორგის კითხე.. - გიორგის რომელს? ჩემს ძმაკაცს და შენს კუდს? გიორგი რას მეტყვის კი შენი შვილის დედა ცოტნეს დაყვებოდაო?? - სწორია !- ახლა ძალიან სწორად თქვი - შენი შვილის დედა და არა შენი ცოლი. ძალიან სწორად თქვი, და ძალიან კარგს იზამ მაგას თუ კარგად გაიაზრებ და დაიმახსოვრებ. - გასაგებია, შენთვისაც როგორც მისთვის ფურცელია მთავარი ხო? სხვანაირად არ თვლი თავს ჩემს მეორე ნახევრად ? მერე აქ რა გინდა წადი და იმასაც ეგ ფურცელი უნდა მოგიწერს ხელს და კანონიერი ცოლი გერქმევა- მკლავში მაგრად მომიჭირა ხელი და გასვლის საშუალება არ მომცა. - ხოდა წავალ !- რომ არ ჩამოსულიყავი წავიდოდი კიდევაც !- ზუსტად კანონიერი ცოლი მერქმეოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდი შენი შვილის არსებობას! იმიტომ რომ არასოდეს გიფიქია ჩემზე, მე რა მინდოდა. ყოველთვის შენზე იყავი ორიენტირებული, შენ რა გინდოდა, შენ როგორ გაითქვავდი სახელს, შენ რა გესიამოვნებოდა. - ესაა შენი რეალური სახე. ეს მერამდენე ნიღაბი ჩამოგგლიჯე?ერთი მაშინ როცა წახვედი და დამტოვე, როცა არ იფიქრე არავისზე ოღონდ შენი მიგეღო, მეორე ინგასთან და მესამე ახლა, კიდევ რამდენი ნიღაბი გაქვს? - ჯიბრზე მივაყარე სიტყვები გაუაზრებლად და მხოლოდ გულის მოოხების მერე მივხვდი რა გავაკეთე. ჩემს წინ სრულიად სახეგაცრეცილი, ფერწასული იდგა დემნა თაბაგარი და ხმას ვე იღებდა. სახეზე იმედგაცრუება ეხატა. ზუსტად ვიცოდი ამას აასოდეს მაპატიებდა მაგრამ უკან დახევაც არ მინდოდა.. გული ტკივილისაგან შუაზე მეხლიჩებოდა და ვიცოდი ახლა რა ხდებოდა მის გულში. როგორ მინდოდა სულ რაღაც ერთი ნაბიჯი გადამედგა მისკენ, ხელები მაგრად შემომეხვია და მეთქა რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ვეაფერი გავკეთე. საკუთარი საქციელისაგან თავად ვიყავი შოკში. - შენ მე ვერასოდეს ჩამომგლეჯავ ნიღაბს ელენე, მე ნიღბები არ მაქვს- ჩუმად მითხრა და საძინებელი ლასლასით დატოვა. მოწყვეტით დავჯექი იატაკზე და ცრემლით დასველებული სახე ხელებში ჩავმალე. როგორ მინდოდა უკან გავდევნებოდი და ათასჯერ მეთქვა ბოდიში, მაგრამ ეს სიამაყე არ მიშვებდა. როგორც მაშინ ათი წლის წინაც არ გამიშვა ჩემმა ერთმა ნათქვამმა უარმა. ახლაც ვერ გადავაბიჯე საკუთარ თავს, სიყვარულის გამო ვერ შევძელი , საკუთარი შვილის გამო და საკუთარი ბედნიერების გამო ვერ შევძელი უკან გაკიდება.. კარგა ხანს ვიჯექი იატაკზე და გახევებული ვუყურებდი პატარა ლაქას . ფიქრის ძაფი ერთიანად მქონდა გამწყდარი და ისიც კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და საძნებლიდან ნელა გავედი. ფრთხილად შევხსენი ევას საძინებლის კარი , პატარა ხელები დემნაზე ჰქონდა გადადებული ზუსტად ისე როგორც თავად დემნას უყვარდა, მამა- შვილი მშვიდად ფშვინავდა. კარი გამოვხურე და საძინებლისკენ სირბილით წავედი.. დემნას ბალიშს მაგრად შემოვხვიე ხელები და მისი სურნელი ხარბად შევიყნოსე. ** სანამ ადამიანებს გულს ატკენთ მანამდე იფიქრეთ ამაზე, თორემ მერე გვიანი იქნება .. სანამ ადამიანს თქვენი სიტყვებით თქვენდამი არსებულ სიმპატიას და გრძნობას ჩაუკლავთ მანამდე იფიქრეთ რა უნდა უთხრათ... სანამ ადამიანს რომელიც მთელი გულით მოილტვის თქვენკენ და თქვენი ტკივილის მოზიარეა, საკუთარ არსებობას შეაძულებთ , მანამდე იფიქრეთ ამაზე რას აკეთებთ. როცა ადამიანი ზურგს გაქცევთ და თქვენგან მიდის ნუ მისტირით მხოლოდ მერე, სანამ გვერდით გყავს მანამდე აგრძნობინეთ თავი ადამიანად. თუ არაფერს პირდებით განსაკუთრებულს უბრალოდ ოდნავ სითბო მაინც გამოამჟღავნეთ. გავა წლები და გულში ხინჯად გექნებათ რომ ვერ შეინარჩუნეთ, ვერ დაიცავით ის ვინც ნამდვილად იყო თქვენი მეორე ნახევარი.. რომელიც ღმერთმა საჩუქრად მოგივლინათ და თქვენ არ დააფასეთ. გავა წლები და ვინანებთ, დიახ ყველანი ვინანებთ რომ შანსი რომელიც უფალმა ხელებში ჩაგვიგდო ვერ გამოვიყენეთ. სათითაო ჭრილობის ფასაც ვერ მოვიპოვებთ ბედნიერებას. სხვისი ტკივილის გამო ვერ შევძლებთ შვენის დამკვიდრებას.. სხვისთვის ხელიდან წართმეული სიყვარულის და აბუჩად აგდებული გრძნობების გამო სულში არასოდეს გვექნება სიმშვიდე და ჰარმონია - აივანზე იჯდა დემნა, მოზრდილი ფინჯანი ხელებს შორის ჰქონდა მოქცეული და სიცივისაგან გაყინულ ხეებს გაყურებდა. მალე თებერვალი დადგებოდა ნაძვის ხის კენწეროები და თამამად გადაშლილი ტოტები თოვლის დათმობას არ აპირებდა. ჯერ კიდევ საშინლად ციოდა. გაყინულ ჰაერს ფილტვებამდე უშვებდა და ვერ ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა. სად გადაუბრუნდა ფეხი. სად ვერ შეძლო ყველაფრის საღი გონებით გათვლა. თუმცა ისიც იცოდა რომ ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდები როდესაც იაზრებ რომ რაღაც ისე არ ხდება როგორც გინდოდა. ტვინში წითელი ღილაკი იწყებს ციმციმს და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში ის ყველაზე დიდი ბედნიერება დასრულდა რასაც ამდენი ხანი ელოდი. ერთიანად გემსხვრევა ყველა ოცნება, ერთმანეთში გერევა ფიქრი და ემოცია. წინ იყურები გადაშლილ სივრცეზე და ხვდები რომ აღარაფერი დაგრჩა. ისევ სევდისფერია ცა. ისევ ღრუბლებით გადაიფარება და ისევ მარტო დარჩები საკუთარ ფიქრებთან. ერთიანად კარგავს ფერს ყველაფერი რაც ასე შიშველი ხელებით აკოწიწე და აწებე. რაც გადალახე და აქამდე მოიტანე. ხელიდან ისე გივარდება თითქოს არც ყოფილა. ხელის შეხებაზე სწრაფად დატრიალდა და ადიელაში გახვეული ევა ხელში აიყვანა. ფრთხილად შეახო ტუჩები თვალებზე და ოტახში შევიდა. - იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს მამას ძალიან უყვარხარ ევა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, სულ ერთია, არ დაივიწყო რომ სულ მეყვარები. - მამიკო მიდიხარ? - აცრემლებული თვალებით ახედა და და მხარზე მიეკრა. - დილი გადავწყვიტე რომ დროებით წავიდე. მაგრამ იცოდე ზაფხულში ჩემთან წაგიყვან. დღეს ყველა საბუთს მოვაგვარებთ, ჩემი გვარი გექნება და მერე მარტივად წამოხვალ ჩემთან. - არ მინდა რომ წახვიდე გთხოვ, მამიკო. - ცხელი ცრემლები ლოყებზე დაედინა და პატარა ხელეი კისერზე შემოხვია მამას. - არ იტირო გთხოვ, თორემ მეც ვიტირებ ევა. იცოდე რომ შენსავით არავინ მიყვარს. ეს სულ იცოდე კარგი? ყოველ საღამოს დაგირეკავ და დაგელაპარაკები. - მაგრამ მე მინდა აქ იყო, ასე გეხუტებოდე მამიკო. არ წახვიდე ძალიან გთხოვ - ტირილს უმატა. - ევა მისმინე - ჩახლეჩილი ხმით ძლივს გაეპასუხა შვილს და ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.. - მამა უნდა წავიდე .. - არა, არ გაგიშვებ მამიკო. არააა - მთელი ძალით ეკვროდა ევა დემნას და ტირილი ზლუქუნში გადასდიოდა. - რა ხდება? - გაოცებულმა გავხედე შვილს და მერე დემნას. - მშვიდობაა? - ხალათის ქამარი მაგრად გავიკვანძე წელზე და მათ წინ გავჩერდი. - დედიკო, მამა მიდის - ბღავილით მამცნობა ევამ და ვიგრძენი როგორ გამეყინა სხეულში სისხლი.. - რას ქვია მიდის? სად მიდიხარ? პრობლემა თუ მე ვარ და ჩვენი ლაპარაკია გადავალ დემნა აქედან და იყავი ევასთან ცოტა ხანი . - ამერიკაში ვბრუნდები - ძლივს გასაგონად მითხრა და ვიგრძენი როგორ მომეკვეთა ფეხები , ერთიანად გადამკრა ნერვიულობისაგან ბინდისფერმა და მის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე ინსტიქტურად დავჯექი თავის შესამაგრებლად. - ევა, მიდი ოთახში ადი... - დედიკო. - ევა-თქო ! - ადი და ის გააკეთე რაც გითხალი მალე - მთელი ტკივილი ერთიანად გადავანთხიე ბავშვზე და დემნას ავხედე.. ორიოდე წუთი ვიდროვე, სანამ ევას კარგის მოკეტვის ხმა არ გავიგე და დემნას გვერდით ნელა გადავჯექი. - არ დაიწყო !- მკაცრად გამსცრა კბილებში და წამოდგომას შეეცადა რომ დავაკავე.. - ვიცი , გუშინ ზედმეტი მომივიდა. ასე არ უნდა მელაპარაკა ,მაგრამ ძალიან გავბრაზდი დემნა. ჩემი არ დაიჯერე და ცოტნეს სიტყვების დაიჯერე.. - რას მელაპარაკები?! - შენ ჩემი არ დაიჯერე და ინგასი დაიჯერე. მოდი ვთქვათ რომ ანგარიში გავათანაბრეთ ელენე.. - დემნა, მე არ ვთამაშობ. რატომ მიდიხარ ამიხსენი, უამრავ ბოდიშს მოგიხდი, ოღონდ არ წახვიდე, ევა ვერ გადაიტანს, ასე არ მოექცე გთხოვ.. - ევა ვერ გადაიტანს არა?- ირონიულად გაიმეორა ჩემი სიტყვები და ფეხზე წამოდგა.- ევა ვერ გადაიტანს თურმე. - გადავატანინებ ევა პრობლემა არაა. - აბა რა არის პრობლემა? - გაგულისებულმა ვუთხარი და მის წინ დავდექი.. - რა კი არა ვინ !- შენ ხარ პრობლემა- მანაც არ დააყოვნა და თვალი თვალში გამიყარა. შენი ქცევა და სიტყვებია პრობლემა, შენი სიცივე. შენი გამოხტომები. საერთოდ შენი აზროვნებაა პრობლემა ელენე. ვერ გაიზარდე. გიყურებ და ვერაფერი შეცვალე. ისევ ის ჯიუტი და ამაყი ქალი დარჩი რაც იყავი.. როგორიც დაგტოვე. მეგონა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ამდენი გალეული წლის მერე ერთმანეთს სითბოს ვაჩუქებდით და ამის ნაცვლად რა მივიღე?! - არაფერი გესმის? რასაც ველოდები ვერაფერი მივიღე .. - ხო მაგრამ შენ დაიწყე, უბრალოდ თავი ვერ გავაკონტროლე დემნა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ - ბურთათ გამეჩხირა ცრემლები ყელში და საკუთარ ფეხებს დავაშტერდი.. - ცდები - ორი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა.- ძალიან ცდები. ეჭვიანობაც სიყვარულიც გამოხატულებაა, ზომიერი და საფუძვლიანი ეჭვიანობა. შენ ინგაზე იეჭვიანე და ვეცადე ყველაფრის ახსნას მიუხედავად იმისა რომ ჩემი ყველა სიტყვა ფეხებზე დაიკიდე მე შენთვის მსგავსი სირობა არ მითქვამს რაც შენ მე მითხარი. ახლა მე ვიეჭვიანე ცოტნეზე, ამისი მიზეზი ნამდვილად მქონდა, გიორგის ჰკითხე ჩემი თუ არ გჯერა და ის უფრო კარგად გეტყვის სათითაო სიტყვას, მე ვიეჭვიანე მე, და იმის ნაცვლად შენ დაგემშვიდებინე რა მითხარი, - გამეორებაც არ მინდა - ხელი ჰაერში აიქნია და ზურგი მაქცია.. -ის რაც მითხარი, იქნებ სიმართლეც ყოფილიყო რომ არა ჩემი ჩამოსვლა.. - სისულელეს ნუ ლაპარაკობ გთხოვ. ცოტნესთან ცხოვრება რომ მდომოდა ამას მანამდე გავაკეთებდი დემნა.- შენ მიყვარხარ, შენ ვერ დაგივიწყე. შენ ხარ ერთადერთი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში რატომ არ გჯერა.. - მჯერა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.გახსოვს წლების წინ, როდესაც მე და შენ პირველად ვიკამათეთ, მაშინ მითხარი რომ გატეხილ ნივთებს ვერაფერი შეაერთებს ისე როგორც ადამიანის გულსო. - დაგავიწყდა საკუთარი ბრძნული სიტყვები? - მე ძალიან კარგად მახსოვს.. - აქ არაფერი მაჩერებს, ჩემი საქმე დავასრულე, ის რის გამოც ჩამოვედი დავხურე. დროა წავიდე .. - ძალიან გთხოვ არ წახვიდე, მაშინ ვერ შევძელი შენი შეჩერება მაგრამ, ახლა ვეცდები რომ შეგაჩერო დემნა. ვიცი რომ დავაშავე ვარ, საშინად გელაპარაკე. მაპატიე , არ ვიცი რატომ ვთქვი ეს ყველაფერი. მე შენ მიყვარხარ, შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი .გთხოვ ევაზე ახლა იფიქრე, მაშინ მე არ ვიფიქრე და შეცდომა დავუშვი, ახლა შენ იფიქრე ევაზე, ხომ ხედავ როგორ შეგიყვარა, როგო მიგეჩვია ცოდოა ამხელა დარტყმისთვის. იფიქრე ამაზე გთხოვ. თუ გინდა გადავალ აქედან, სახლში წავალ , ევა ახლა შენთან იყოს .. - არა ელენე. შენ ვერაფერს ხვდები. - დემნა არ გინდა... - არა, შენ არ გინდა. კარგად იცი ჩემს გადაწყვეტილებებს ასე არ ვცვლი. ევასაც ვუთხარი და შენც იგივეს გეტყვი. ყველაფერს მოვაგვარებ რაც გვარის მიცემას სჭირდება და მერე აღარაფერი იქნება სალაპარაკო.- ისე მითხრა ზედ არ შემოუხედავს ზურგი მაქცია და გახევებული დამტოვა ოთახში. ** ჩაფიქრებული იჯდა ნანუკა და ხმას არ იღებდა. უკვე მერამდენე წუთი იყო ჩაის ფინჯანში ჩადებულ კოვზს რითმულად ატრიალებდა და მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. გიორგის სიტყვები ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა.. ზუსტად იცოდა მისი და დიდ შარში იყო გახვეული.. მუდმივარ ასეთი იყო ელენეე. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ხვდებოდა სიჯიუტის და ანცობის გამო. გარეგნულად მშვიდ და შინაგანად ცეცხლოვან გოგოს ძალიან უჭირდა გაკვეთილზე უმოძრაოდ ჯდომა. მერე მისი სიცელქე და ჯიუტობა სიამაყეში გადაიზარდა და შედეგად არაერთხელ წაიმტვრია კისერი. არაერთხელ დაეცა მიწაზე მოწყვეტით და წლები დაკარგა ფეხზე წამოსადგომად. ალისფერი გოგონა და გადაუჭრელი პრობლემები მუდმივი მეგობრები იყვნენ.. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ელენე მუდამ მშვიდი ჩანდა ნანჩო კი ყოველთვის ხმაურიანი და ქოთქოთა, შინაგანად ყველაფერი პირიქით იყო. ყოველთვის ელენე იყო ბუნტის თავი სახლშიც, მერე მიყუჩებულს კი ვერაფერს ეუბნებოდნენ და საბოლოო ჯამში ელენეს წილიც ნანას და სანდროს ხვდებოდა.. - ნან რა ხდება? - მშვიდად შეახო ხელი გიორგიმ და მის წინ დაჯდა. - ელენემ დამირეკა მოვდივარო, რაღაც ხდება აშკარად.. - საიდან მოიტანე, არ შეიძლება შენი და ისე მოვიდეს? - არა გიორგი, აქ სხვა ამბავია, ასე მგონია იმ რესტორნის გაგრძელება ხდება.მე ხომ ვიცნობ ჩემს დას კიდევ აურევდა რაღაცას, ისევ გააფუჭებდა ყველაფერს და იმ წითელ თმას სათითაოდ გადავაცლი. - დამშვიდდი , ჯერ მოვიდეს, იქნებ პირიქით სასიხარულო ამბავი აქვთ ჩვენსავით - თავზე აკოცა საყვარელ ქალს და მკერდზე მიიკრა.. - ჩვენ რა ამბავი გვაქვს ვერ მივხვდი - გაბუტულმა ჩაიფრუტუნა და წელში გასწორდა. - ნანა , წყენა ვერ დამალა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. - ქორწილი ამბავი არაა?! - მაპატიე , მაპატიე, მეგონა სხვა რამეზე ამბობდი უბრალოდ ახლა ელენეზე ვფიქრობ გამიგე.. - გავიგე, მოვა და გავარკვევთ, წინასწარ რა თავს იკლავ ვერ გავიგე - მხრები აიჩეჩა და კარის გასაღებად წავიდა.. ტირილისაგან დასიებული თვალები, უგერგილოდ შეკრული თმა და დარდისაგან ატკიებული სხეული ერთიანად ჩავუშვი სავარძელში და მოვდუნდი. თავი საზურგეს გადავადე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.. უკვე აღარ მქონდა ძალა დამემალა საკუთარი ტკივილი. არც სურვილი ისევ რკინის ქალის როლი მომერგო. ახლა მინდოდა ის ელენე ვყოფილიყავი, ის ალისფერი გოგო დემნას რომ შეუყვარდა. ისეთივე ლაღი და სიხარულით სავსე.. რამოდენიმე წამი დავყავი სიჩუმეში და თვალები გავახილე. ოთხი თვალი გაოგნებული მიმზერდა და ვერც ერთი ვერ ბედავდა კითხვის დასმას. - ვიჩხუბეთ. დემნა ამერიკაში ბრუნდება - ხმამაღლა განვაცხადე და ტირილის მორიგი შეტევა ხელებში ჩავმალე. - როგორ? - გაოცებულმა დამიბრუნა კითხვა ნანამ და ჩემს წინ მუხლებზე დადგა.- ელე, დაიკო შემომხედე - რა უთხარი ასეთი? - იქნებ იმან უთხრა, არც ისაა ნაკლები, ამაოდ შეეცადა გიორგი ჩემს დაცვას და ნანას გაავებული სახის დანახვაზე ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა. - რა დააშავე ელენე ამოღერღე, რა უთხარი ასეთი იმ ბიჭს რომ უკან გარბის გამაგებინე- მოთმინება დაკარგულმა მითხრა ნანამ და თავი ამაწევინა. - შენ რომ არა ცოტნეს ცოლი ვიქნებოდი-თქო - გეფიცები გაბრაზებულმა ვუთხარი, ასე ხომ არ მიფიქრია ნანა, ხო იცი რომ ასე არააა. - შენ საერთოდ დალაგებული ხარ? - გაბრაზებულმა მიყვირა და ფეხზე წამოდგა!- ამ თავში ტვინი გაგაჩნია გოგო? ბიჭი ეჭვიანობით კვდება ცოტნეზე , შენ ადექი და ცეცხლზე ნავთი დაასხი? რა გინდა რომ გითხრა? რას ელოდები ელენე? მერამდენედ შედიხარ იგივე მდინარეში, როგორ ვერ ისწავლე ჭკუა .. - აქ ჩხუბისთვის არ მოვსულვარ ნანა. დემნა მიდის , მიდის და არ ვიცი როგორ უნდა შევაჩერო. - ბიჭს ეგ როგორ უთხარი? ელენე, მაგიჟებ. რასაც ქვია ჭკუიდან გადაგყავარ რა! -წავა აბა რას იზამს? - არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ევა შოკშია, დილიდან მოყოლებული ტირის, ეხვეწება არ წახვიდეო.. დემნას ხასიათიც ხომ იცით ორივემ. ვირზე შეჯდა უნდა წავიდე ასე ჯობია აქ არაფერი მაჩერებსო - ერთი ამოუნთქვით მივაყარე და ცრემლები ხელის გულებით მოვიშორე თვალებიდან.. - ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ცუდი იდეა იყო მათი ერთად წაყვანა. ვიფიქრე ურთიერთობას დაალაგებენ, ერთ სივრცეში მოუწევთ მუშაობა და უფრო კარგად ვიქნებით-თქო, მაგრამ უარესი გამოვიდა- დანანებით თქვა გიორგიმ და გვერდით მომიჯდა. - შენ ახლა დამშვიდდი, მე დემნას დავურეკავ და შევხვდები იქნებ რაიმე გავაგებინო. ნანასთან იყავი კარგი? - მშვიდად მითხრა და ნერვიულობისაგან აცახცახებულ ხელებზე მაკოცა. ათრთოლებულ ხელებს ვიმტვრევდი და არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ყველაზე მეტად მიჭირდა ახლა რეალობის აღქმა. ზუსტად ისევე არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი როგორც მაშინ წლების წინათ, როცა დემნა მიდიოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი. ან იქნებ არ მინდოდა რომ გამეკეთებინა... დამდნარი თოვლით გადადღაბნილ ქუჩას გავყურებდი და თავში ათასი ფიქრი ერთიანად მომდიოდა. ახლა ყველაზე მეტად ევა მენერვიულებოდა. მისი ოცნებების ახდენის მერე, მამის სითბოს და სიყვარულის შეგრძნების მერე, მისი დატოვება სიცარიელით და სიცივით გაბერილ სახლში არ მინდოდა. მეშინოდა რომ მის ფსიქიკაზე იმოქმედებდა, იმ დაღს დაასვამდა რომელსაც ვერასოდეს მოვუშუშებდი.. ვიცოდი რომ მისი ნაზი ბუნება ამას ვერ გადაიტანდა, ვერ გაუძლებდა და მთელს ღამეებს ტირილში გაატარებდა, ისე როგორც აქამდე მის ლოდინში ათენებდა და აღამებდა . ისევ ჩაიკეტებოდა და ისევ პრობლმების წინაშე დადგებოდა.. ცხელი ცრემლები ლოყებზე თავისით მოგორავდა და სულაც არ მინდოდა ევას მთავარი პრობლემა მე გავმხდარიყავი.. არ მინდოდა რომ შვილისთვის დაღის დასმის მომტანი დედა ყოფილიყო. ყველაზე მეტად ახლა ევას ტკივილი მტკიოდა.. სამზარეულოში იჯდა თაბაგარი და სახეზე ფერი არ ედო. არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა,გული საშინლად სტკიოდა.. ერთი სული ჰქონდა იმ გარემოს გაქცეოდა სადაც იხრჩობოდა. სადაც სულში ურევდა ხელებს ბრაზი და გონებას უბინდავდა.. ფეხის ხმის გაგონებაზე კარისკენ დატრიალდა და მის წინ მდგარი შვილის დანახვაზე თვალები უმალ ავსო ცრემლით. პატარა გოგონა სირბილით წავიდა მისკენ და თავდახრილი გაჩერდა.. - კარგია რომ მოხვედი, მოდი ვილაპარაკოთ კარგი?- სიმშვიდის დამყარებას შეეცადა დემნა და შვილი მის წინ მდგარ სკამზე ჩამოსვა. - ვიცი რომ ჩემზე ნაწყენი ხარ, ვიცი რომ არ გინდა წავიდე ევა. მაგრამ ასეა ახლა საჭირო. ცოტა ხნით წავალ კარგი? წავალ და გპირდები რომ უკან დავრუნდები და მერე შენც წაგიყვან.. - დედიკოს? - მაშინვე დასვა ჩამჭრელი კითხვა და მამას ახედა. - დედიკოსაც, ალბათ დედიკოსაც, მაგრამ ჯერ არ ვიცი ევა, არ მინდა მოგატყუო ჩემო პატარა. მინდა რომ სიმართლე იცოდე. უბრალოდ ახლა მე და დედიკოს რთული პერიოდი გვაქვს. - მაშინ მოდი მე და შენ ვიცხოვროთ, დედიკოს მე ვნახავ ხოლმე, მამიკო გთხოვ , გთხოვ არ წახვიდე რააა. - ღმერთო ჩემო, - ნერვიულად დაიფრიტუნა დემნამ და შუბლზე მოისვა თლილი თითები.- ვერაფერს გაგებინებ, ზუსტად დედაშენის ასლი ხარ. - მინდა რომ ჩემთან იყო. აქ დარჩე, მე ხომ შენი შვილი ვარ. მე გიპოვე - სლუკუნით ამოღერღა და ცრემლები აქამდე ტირილისაგან გაწითლებულ ლოყებზე ჩამოუგორდა.. - აღარ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. სწრაფად წამდგა ფეხზე და გიორგის დანახვაზე ერთიანად შეკრთა. - შენ რაღა მოჩვენებასავით დადიხარ? როგორ შემოხვედი? - ფერიამ მომიტანა გასაღები- ირონიულად უთხრა და ევას ზემოდან ჩახედა.. - რა გატირებს შვილო, სულ უნდა ტიროდე? - ღიმილით ჰკითხა და თავზე მაგრად აკოცა.. - მამიკო მიდის. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და მსწრაფად წამოხტა ფეხზე. - ნეტავ არასოდეს მომეძებნე და არასოდეს მეპოვე მამა !- მთელი ძალით იღრიალა ევამ და სირბილით გავიდა სამზარეულოდან .. - შეეშვი - გიორგის ხელმა მაშინე დააკავა დემნა და ევას საშუალბა მისცა დამშვიდებულიყო. სასმლით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადგა და დემნას შეხედა. კარგად იცნობდა ძმაკაცს რომელთან ერთადაც მოდიოდა, რომელთან ერთადაც გაიზარდა. იცოდა რომ დემნას გადარწმუნება ახლა ყველაზე რთული იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უბრალოდ არ ჰქონდა სხვა გზა, ელენეს და ევას გამო უნდა ეცადა.. პირთან მიტანილი ჭიქა ხელიდან გააცალა და მაგიდის მეორე მზარეს გადადგა. - რას აკეთებ?- გაოცებულმა შეხედა ძმაკაცს და თვალები ერთიანად გაუფართოვდა დემნას. - ეხლა დალევა არ გიშველის . დემნა მისმინე, ვიცი რომ ძალიან გაბრაზებული ხარ, ნაწყენიც ხარ და გულნატკენიც. ვიცი არ უნდა ეთქვა ეგ ყველაფერი ელენეს, მაგრამ რაც იყო იყო, ხო იცი რომ ელენეს უყვარხარ . და ის რაც ცოტნემ ილაპარაკა სისულელეა. - აქ ჭკუის სასწავლებლად მოხვედი? მოდი ადგილები გავცვალოთ, წარმოიდგინე რომ შენ გითხრა მასეთი რამე ნანამ, შენ იმას ვერ იტანდი რომ გაგირბოდა და ამას აიტანდი? ეს იცი რას ნიშნავს გიორგი? პირდაპირ მომახალა რომ მის ბედნიერებას ხელი შევუშალე. სწორიცაა ალბათ. რომ არა ევა ელენე არასოდეს მეტყოდა მისი არსებობის შესახებ, მითუმეტეს მას მერე რაც მისი ცოლი ერქმეოდა.. - რას ბოდავ ძმაო, მგონი იმდენი დალიე გარტყმაში არ ხარ რას ლაპარაკობ.. - გუშინს მერე რამდენი ვიფიქრე შენ ხო გონზე არა ხარ გიუშ. მაგარი მურტალია ეს ცხოვრება, სავალ გზაზე იმდენ ვინმეს გახვედრებს ვერ გაიგებ ვინაა შენი და ვინ არა. ხანდახან შენი საკუთარი სისხლი და ხორციც კი ისე შორეულად მიგაჩნია გაიხედები და თუნდაც ერთი ხელის გაწვდენაზე იყოს ხელს ვერ ჩაგკიდებს.. იცი ელენე რომ გავიცანი რა ვიგრძენი? ვიცოდი რომ ეს ადამიანი ჩემი იყო, რაღაცნაირად ჩემი სულის ნაწილი გახდა. აი , თითქოს მეორე მეს რომ იპოვი ისეთი .. ჩემს ყველა კითხვაზე პასუხს ელენეს თვალებში ვპოულობდი.. მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გვიკამათია, ის მაინც სულ სხვა იყო გიორგი.. პირველი იმედგაცრუება მაშინ მივიღე, როცა წავედი და არ წამოვიდა, როცა ასე მარტივად გამიშვა და ჩვენი ერთად გალეული დღეები არ დაენანა წარსულში გადასაგდებად.. მეორეც კი ახლა .. - დემნა, მისმინე. მე მესმის შენი. შენი წყენის და გაბრაზების მიზეზი ვიცი რაცაა, მაგრამ ელენეს მართლა არაფერი ჰქონია ცოტნესთან დამიჯერე. შენ რომ წახვედი სრულიად მარტო დარჩა. თავის თავში ჩაიკეტა, ხმას არ იღებდა. მერე მალევე მოვიდა და მითხრა რომ ორსულად იყო. კითხვის დასმაც კი ვერ გავუბედე. რატომღაც ვიფიქრე რომ ეს ორსულობა და მისი ღალატი იყო ის მიზეზი რატომაც არ წამოგყვა. ვერაფრით დავუშვი რომ ევა შენი შვილი იქნებოდა. შენი წასვლიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მახარა ახალი ამბავი. ამიტომ ჩავთვალე რომ თავი გაარიდე.. - შენც ვერ ხვდები რას ვამბობ ძმაო.. მე არასოდეს დამიდანაშაულებია ელენე ურთიერთობაში. ის ლამაზი და მიმზიდველი ქალია, დარწმუნებული ვარ უამრავი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა, ათი წელიწადი ცოტა არაა. არც იმას ვამბობ რომ ცოტნესთან რომანი ჰქონდა გიორგი. რაც მითხრა, რაც დაუშვა, პრობლემა ამაშია. ისევ მე გამომიყვანა დამნაშავე, რომ არა მე ბედნიერი იქნებოდა, მაშინაც ასე მოიქცა, რომ არა შენი წასვლა, რომ არა შენი ჩამოსვლა, ხვდები სადაა პრობლემა? მის სიამყარეშია ყველანაირი პრობლემა. დავიღალე გესმის? მისი ეს სიამაყე, მისი ეს უაზრო სიტყვები , დავიღალე გიორგი. ამდენი წელიწადი ველოდებოდი რომ მომწერდა, ერთ სიტყვას მაინც და მაშინვე წამოვიდოდი უკან, ჩავაბარგებდი ყველაფერს, ფეხებზე დავიკდებდი ყველანაირ წარმატებას და მასთან გამოვიქცეოდი. - მაგრამ არც შენ სწერდი, არც შენ ურეკავდი დემნა. პრობლემა მარტო მის სიამაყეში არააა. ორივე უაზოდ ჯიუტები ხართ. არც ერთი არ თმობთ არაფერს. არ გინდათ რომ შვილზე იფიქრით. ახლაც ასეა, ახლა ვინაა ყველაზე ცოდო, შენ თუ ელენე?!- გაბრაზება ვერ დამალა გიორგიმ და თავისდაუნებურად აუწია ხმის ტონს, - ყველაზე ცოდო ევაა, ეს ბავშვი რომელიც ამდენი წელი ოცნებობდა მამაზე, მერე გიპოვა, მერე ფრთები გაშალა და ახლა უნდა წავიდეო მოუჭერი. ის შენი შვილია ძმაო, გაიგე. ის თოჯინა არაა. შენი შვილია და გულს სტკენ. დაიკიდე რას ამბობს ცოტნე! დაიკიდე ელენეს გამწარებულზე წამოსროლილი სიტყვები! - გაატარე , ევათი იცხოვრე, ელენეს ეჩხუბე, უსაყვედურე მაგრამ ევას რატომ წირავ ამიხსენი. - იქნებ მართალი ხარ, იქნებ მართლა მასე ჯობია. - ელენეს დაველაპარაკები, ცოტა ხნით ცალკ-ცალკე ვიცხოვრებთ და ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი დამშვიდდება და იქნებ ყველაფერი შეიცვალოს გიორგი.. - აუცილებად. ხანდახან საჭიროა ცივი გონებით იფიქრო დემნა. ყველაფერს დრამატიზებას ნუ გაუკეთებ. წამოდი ახლა და ევას ვუთხრათ რომ არსად მიდიხარ, მერე რამე შევუკვეთოთ, პიცა და კოლა, გიჟდება ევა და ჩავუსხდეთ.. - სიცილით უთხრა დემნას და ფეხზე წამოაყენა.. მაგრამ ბედი და განგება მაშინ გვაქცევს ზურგს, მაშინ გვინგრევს წინ გადასავლე ხიდს როდესაც გვგონია რომ ყველაფერი დალაგდება, როდესაც მყარ გადაწყვეტილებას მიიღებ და საკუთარ დანაშაულს აღიარებ. თვალს გაუსწორებ შენივე შეცდომას და მისი გამოსწორებისაკენ სავალ გზას დაადგები.. „ევა დაიკარგა“... „სახლიდან გაიქცა“... „ევა არსად არააა“... - სად უნდა წასულიყო , სად? - ისტერიულად გავკიოდი და ამაოდ ცდილობდა ნანუკა ჩემს დამშვიდებას. - ჯერ სულ პატარაა, გზებიც კი არ იცის. შენი ბრალია, გიჟივით მივვარდი დემნას და ქურთუკის შესაკრავებში მაგრად მოვუჭირე ხელი - შენი ბრალია, ბავშვი სახლიდან ისე როგორ გავიდა რომ ვერ გაიგე? ამიხსენი როგორ გაგეპარა? - დამშვიდდი ელენე, ვიპოვით - ჩახლეჩხილი ხმით ამოიხავლა და მკერდზე მიმიკრა.. - შენი ბრალია დემნა. შენ რომ არ გეთქვა უნდა წავიდეო, ის არ გაიპარებოდა, შვილი დამიბრუნე გთხოვ - სლუკუნით ვუთხარი და ვიგრძენი როგორ დავკარგე ძალა ერთანად მთელს სხეულში. დამძიმებული ქუთუთოები ნელა გავახილე და ჯერ კიდევ ნერვიულობისაგან დაჭიმული სხეული ძლივს წამოვწიე. ფერწასულ ნანუკას გავხედე , რომელსაც სახე ტირილისაგან დასველებოდა.. მისკენ ნელა გადავიხარე და მხარზე მთელი ძალით მივეყუდე.. - დემნა ევას მოსაყვანად წავიდა - ჩუმად მითხრა და თითქოს ერთიანად მომეცა ძალა, მაგრამ ნანჩოს ძლიერმა ხელმა უცებ დამიჭირა.- არ წამოდგე, ჯობია იწვე მოიყვანს და მოვა.. - სად იყო ნანა? ევა სად იყო ? - საკუთარი ხმის გაგონებით შეძრწუნებული სახე მივიღე და აცახცახებულ ხელებს დავხედე. - მეზობლის სახლის ეზოში. გაყინული, გათოშილი და ტალახიანი იპოვა მეზობელმა და დემნას დაურეკა. -აი ვზივარ და ვფიქრობ, არ მესმის და მომკალით. ორმა ზრდასრულმა და ჩამოყალიბებულმა ადამიანმა ბავშვი აქამდე როგორ მიიყვანეთ რომ სახლიდან გაიქცა?! - ხმა გაიმკაცრა ნანამ და გვერდზე გამწია.- ელენე მართლა მიკვირს, შენგან არ მიკვირს ეს უცნაური ამოვარდნები, ამ კაცს რა უქენი ასეთი რომ ასე გადარიე , ბავშვი როგორ გაეპარა სახლიდან ორ ადამიანს არ ვიცი, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა. - ახლა ამის დროა? - გაღიზიანებული შევეცადე წამოდგომას და ნანას გაავებული სახის დანახვაზე ზურგი ვაქციე.- ამისი დრო მართლა არაა ნაა და ძალიან გთხოვ, ნერვებს ნუ ამიშლი რა. - არასწორად იქცევი, შენი ყოველი ნაბიჯი არასწორია ელენე და შენ სამწუხაროდ ამას ვერ ხვდები. იცოდე შენი შვილი ისევე წამოგაძახებს ყველაფერს როგორც დემნას წამოაძახა რომ ნანობს მის დაბრუნებას. - მესმის და ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ რა გავაკეთო?! თავი მოვიკლა??? - არა მანამდე უნდა დაფიქრდე რას ამბობ სანამ იტყვი. - ნანა მისმინე.. - ევა მოვიდა - ოთახში შემოვარდნილი გიორგის დანახვაზე ერთიანად მომეცა ძალა და სირბილით დავეშვი კიბეებზე. სწრაფად ჩავიარე კიბეები და ბუხრის წინ თავდახრილი მდგომი ევას დანახვაზე გული მომიკვდა. პატარა ლეკვივით იყო ამოსვრილი ტალახში. ტირილისა და ყინვისაგან ლოყები გაწითლებოდა. თავდახრილი იდგა და ხმას არ იღებდა.. მისკენ წავედი და ფრთხილად გავხადე ქურთუკი. სავარძელში ფრთხიად ჩავსვი და მის წინ მუხლებზე დავდექი. მისი პატარა გაყინული ხელის გულები ლოყებზე მივიდე და ცრემლები ერთიანად გადმომცვივდა თვალებიდან. - იცი როგორ შემაშინე? ევა ასე რატომ გახვედი. ვიცი რომ ნაწყენი ხარ, გაბრაზებულიც მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავი.. - ახლა ამისი დრო არაა ელენე. ბავშვი გაყინულია ვერ ხედავ? სწრაფად გამწია განზე დემნამ, ევა ხელში აიტაცა და კიბეებს დინჯი ნაბიჯით აუყვა.. - რას აკეთებ?- ძლივს ამოვიხავლე და უკან ავედევნე. - რას და უნდა დავაწვინო, გათბეს. შენი დემაგოგობის დრო არაა ახლა. რა გააკეთა და რატომ გაკეთა. რაც იყო მორჩა, იმას უკან ვერ დააბრუნებ. ახლა მთავარია ბავშვი არ გაცივდეს. წადი და ცხელი რამე მოუტანე მე რას მომყვები? - გაღიზიანებულმა მითხრა და ევა ოთახში შეიყვანა.. რამოდენიმე წუთის მერე ლანგარით ხელში შევედი ოთახში და საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოვჯექი. ჯერ კიდევ ფერდაკარგული იწვა ევა და შერჩენილი ძალით ეკვროდა დემნას ზედ. ობოლი ცრემლი ნელა ჩამომიგორდა სახეზე და ლანგარი პატარა მაგიდაზე გადავდე.. - ევა გძინავს? - ჩუმად უთხრა დემნამ და ნაზად დაუსვა ხელი სახეზე. - არა - ჩუმად დამიბრუნა მანაც პასუხი და ნელა წამოჯდა საწოლში. - მეგონა წახვედი მამიკო - მთელი ტანით დატრიალდა დემნასკენ და ოკეანისფერი თვალები უმალ აემღვრა. - არსად არ მივდივარ. შენთან ვრჩები. ოღონდ მეტად ასე არ გაიქცე სახლიდან კარგი? - იცი როგორ ვინერვიულეთ? შენ ხომ დიდი გოგო ხარ ევა.. - როცა გინდათ დიდი ვარ. მხრები აიჩეჩა და ჩემკენ გამოიხედა. - იცი რა? წავიდეს მამა, თუ წასვლა უნდა წავიდეს ხო დე? - ევა ნუ სულელობ! მაშინვე სიმკაცრე შემერია ხმაში და მისი პატარა ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე. -შენ რომ მამასთან კარგად ხარ, ბედნიერი ხარ დედიკო. რატომ უნდა წავიდეს მამა, პირიქით მოდი მე შენ და მამა სადმე წავიდეთ , დავისვენოთ. - იმიტომ რომ მამა არაა ბედნიერი , წასვლა უნდა. ხოდა წავიდეს. - საიდან მოიტანე რომ ბედნიერი არ ვარ?- როცა შენ მყავხარ როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი ევა? - უბრალოდ მე ცოტა ხნით მინდოდა წასვლა, სულ ცოტა ხნით . მოდი ასე გავაკეთოთ, შენც ჩემთან ერთად წამოდი გინდა? - მაგარიაა - ერთიანად მოემატა ძალა და პატარა ლეკვივით დაიწყო საწოლზე ხტუნაობა. - რა მაგარია მამიკო, მეც წამოვალ. - ევას ვერსად წაიყვან !- გადაჭრით ვუთხარი და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი. - მისნიმე, ახლა დედას დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ კარგი? ამაზე არ ინერვიულო და იცოდე გაქცევა არ გაბედო. მოდი შენ ეს წვნიანი ჭამე, გათბები , უკეთ გახდები. მე კიდევ მოვაგვარებ ყველაფერს და შენთან დავბრუნდები. - მპირდები? - რა თქმა უნდა ჩემო ჭიამაია. - მაგრად აკოცა შუბლზე და ზედა სართულისაკენ ასასვლელ კიბეებს როგორც გოლგოთას ისე შეუდგა.. აივანზე ვიდექი და ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. მზად ვიყავი სათითაო თითზე არსებული ფრჩხილი ერთიანად დამეკვნიტა და ფეხებზე დამეკიდებინა ყველა ექიმის თუ ფსიქოლოგის ბრძნული გამონათქვამები.. ერთიანად ვცახცახებდი სიცივისა და ნერვიულობისაგან. გონებაში რაღაცას ვერ ვალაგებდი.. ევას წაყვანა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.. საშინლად მეშინოდა რომ უკან აღარ ჩამომიყვანდა. რომ ამ ათ წელიწადში ევას გარეშე გატარებულ სათითაო დღეს ცრემლში გამატარებინებდა სანაცვლოდ.. კარის დახურვის ხმაზე ზურგისკენ დავტრიალდი და დემნას გაავებული სახის დანახვაზე უკან დავიხიე... ოკეანისფერი თვალები კიდებ უფრო ჩამუქებოდა. წარბები ერთიანად შეეყარა და ალმაცერად მიმზერდა.. - რა დღეში ხარ შენ?!- ბოლოს მაინც მკითხა და ინერციით წამოვიდა ჩემკენ. - ახლა ამისი დროა? ბავშვი სახლში უვნებელი დაბრუნდა. იმის ნაცვლად რომ ... - შენ დალაგებული არ ხარ მგონი! - გამწარებულმა ვუყვირე და საკუთარი ხმის გაგონებით გაოცებულმა სწრაფად გადავიჯვარედინე ხელები მკერდზე... - მე არ ვარ დალაგებული? - ხო შენ !- ჩემს შვილს არსად არ გაგატან. ევა ჩემი შვილია. მე გავაჩინე, მე გავზარდე, შენ ვინ ხარ რომ ახლა მოხვედი და მეუბნები რომ გინდა წამართვა და წაიყვანო . - სამკურნალო ხარ ელენე, ახლა გისმენ და სრულიად არაადეკვატური საუბარი გაქვს. - კი შენ გააჩინე, მაგრამ როგორ გგონია ევას გაჩენაში მე წვლილი არ მიმიძღვის?! - შენი შვილია, მაგრამ ევა ჩემი შვილიცაა. დიახ შენ გაზარდე იმიტომ რომ მე არც კი ვიცოდი მისი არსებობა. და საერთოდ დავიღალე. რაც ჩამოვედი მას მერე წრეზე ვტრიალებ. ჩვენი ყოველი კამათი ევა ჩემი შვილია- ჩემი შვილიცაათი- იწყება და მთავრდება. ყელში ამომივიდა გესმის? დავიღალე !!- მხოლოდ ევას გაქცევამ მაიძულა აქ დარჩენა. - ხო? - ირონიულად ვუთხარი და მისკენ გავიწიე.. - მარტო ევაა შენი მიზეზი? - ფრთხილად შემოვადე ხელები კისერზე და გაყინული ცხვირი ლოყაზე გავუსვი.. - ნუ ცდილობ რომ შემაცდინო , კარგად იცი საკმაოდ კარგი ნებისყოფა მაქვს .. - მაგრამ მე ხომ არც ვცდილობ შენს შეცდენას დემნა. უბრალოდ მიყვარხარ და მინდა აქ იყო.. - თუ იმიტომ გიყვარვარ რომ ევა არ წავიყვანო? - რა სულელი ხარ ამხელა კაცი , დანანებით გავიქნიე თავი და ზურგი ვაქციე კაცს რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარდა.. მოულოდნელად ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეულის სითბო. სწრაფად შემომხვია ხელები ზურგიდან და ინსტიქტურად მივეყუდე მთელი დღის ძალაგამოცლილი. სიამოვნების ჟრუანტელი მთელს სხეულში ქმნიდა ურითმო სიმღერებს. ეს კაცი ყოველთვის იყო ჩემი ხსნა. ჩემი ემოციების და გრძნობების ნავსაყუდელი. ჩემი მუდმივი მონატრება .. ათრთოლებული ხელი ნელა ჩამომისვა სახეზე და ვიგრძენი როგორ ერთიანად დაეშვა ყელიდან მკერდის მიმართულების. ჯერ კიდევ მისი ხელების შეხებით გაბრუებული სწრაფად დამატრიალა და სულმოუთქმელად დამეწაფა ტუჩებზე. ერთიანად დამახვია თავბრუ მისმა მოულოდნელად საქციელმა, ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი მთელს სხეულში და გათამამებულმა შემოვხვიე ხელები კისერზე. ფანჯრებს გადაღმა ურცხვად უკრავდა მუსიკას ჭერიდან ჩამოვარდნილი და წვეთებად დადენილი ყინულის ლოლუები.. თოვლის ფიფქებად დაღვრილი ღამე კი ჩემს ტკივილთან ერთად ახალი დღის დასაწყისს მპირდებოდა. ვიცოდი ეს ღამე უსაშველოდ გრძელი და სევდიანი იქნებოდა. მთელი ძალით ვეკვროდი დემნას და გული მიგრძნობდა ძალიან მალე ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი დასრულდებოდა. დასრულდებოდა და მორიგ ტკივილს მომიტანდა. ურცხვად ყრიდა თეთრად გადაპენტილი ცა ფიფქრებს მიწაზე და სულაც არ ლამობდა შეჩერებას. ჩემს დევდას კიდევ უფრო სევდის ფერს აძლევდა და სულში ტკივილი ტკივილზე მიყოლებით მეყინებოდა.. - ხვალ გვარის შეცვლაზე შევიტან განაცხადს, გიორგი დამეხმარება, ევას ჩემი გვარი ექნება და მერე მარტივად გავიყვან - სრულიად დამაჯერებლად მითხრა და ელდანაცემივით წამოვჯექი საწოლში. - შენ რა მართლა ფიქრობ რომ ევას გაგატან? - ელენე , დამშვიდდი . ასე ჯობია, ცოტა ხანი წავალთ და წამოვალთ, რატომ ქმნი პრობლმას ვერ გავიგე. - შენ მგონი ვერაფერს ვერ იგებ ხო იცი! - გაცოფებულმა ვუთხარი და შიშველ სხეულზე ხალათი შემოვიცვი. - დემნა დაივიწყე. გადააგდე ეგ აზრი. ევას არსად არ გაგატან. - და არც გეკითხები . ევას წავიყვან ჩემთან ერთად, უნდა დაინახოს რომ მის მიტოვებას არ ვაპირებ. ერთი ორი თვე არაფერი მოგივა. - ორი თვე კი არა მის გარეშე ორი დღე ვერ ვძლებ !- ცრემლები მაქსიმალურად დავმალე და მისი საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. - მოდი დამშვიდდი კარგი? მე შენ არ გგავარ. რადგან ვამბობ რომ ჩამოვალთ ესეიგი ასეც იქნება. მეორეც შეგიძლია ნებისმიერ დღეს ჩამოხვიდე და ევა წამოიყვანო.. - ვერ ვიჯერებ რომ ასე მარტივად ლაპარაკობ. - და რაიმე რთული არის? გინდა რომ გავართულო? თუ გინდა მეც შენსავით ისტერიკა დავიმართო? - ვერ გცნობ გეფიცები - ჩუმად დავიჩურჩულე და ოთახიდან ლასლასით გავედი. ის ღამე ევას საწოლთან ჩამომჯდარს თავზე დამათენდა. მთელი ეს დრო მხოლოდ ევას გამო ვცოცხლობდი და ევას გამო ვაკეთებდი ყველაფერს. ახლა დემნა კი ჩემთვის ევას გაცლას ცდილობდა. ყველაზე მეტად მის დაკარგვას ვერ ავიტანდი, ვიცოდი მისი წაყვანა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. მერჩივნა ისევ დემნა დამეკარგა, ხოლო ევა მუდამ ჩემთან ყოფილიყო. ვიცოდი რომ ჩემი ეგოიზმი ერთდ დღეს პრობლბას შემიქმნიდა, ბედნიერებას ჩამომანგრევდა თავზე მაგრამ მზად ვიყავი ყველაფერის გადასატანად. უკვე აღარაფრის მეშინოდა, უკვე ყველანაირი განცდა მქონდა განცდილი და გადატანილი მთელი ამ დროის განმავლობაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.