შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტყუივარ შენთან ( თავი 9 დასასრული)


9-10-2022, 18:47
ავტორი თუკა
ნანახია 6 455

კაბინეტში იჯდა გიორგი და ნერვიულად ატრიალებდა სკამს პატარა ანცი ბავშვივით. თავში აზრებს ვერ ალაგებდა. ვერც დემნას ამართლებდა და ვერც ელენეს. მისთვის ორივე ერთნაირად დამნაშავე იყო შვილის წინაშე. მხოლოდ ის უმატებდა ბრაზს რომ თითქოს ორივე ევაზე ფიქრობდა მაგრამ ორივე მაინც საკუთარი თავის გამართლებაზე იყო ორიენტირებული. ორივეს ძალიან კარგად იცნობდა და იაზრებდა რომ მათთვის ჭკუის დარიგებას აზრი არ ჰქონდა, ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა.
უნდოდა წასულიყო ევა წამოეყვანა და სრულ სიმშვიდეში ჰყოლოდა ბავშვი , მაგრამ ამასაც ვერ ახერხებდა.
წლების წინ როდესაც დემნამ მყარად მიიყო გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ვერაფრით დაარწმუნა გიორგიმ ელენე რომ დემნასთან ერთად წასვლა ყველაზე კარგი იქნებოდა. მათი საერთო მომავლისთვის და ბედნიერებისათვის იქნებოდა კარგი. ახლაც იცოდა რომ მათთან ცალკ-ცალკე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ვერც ერთს ვერ გააგებინებდა რაც ხდებოდა..
ნერვიულად მოისრისა შუბლი და ყავის ფინჯანი ხელებს შორის მოიქცია.
- აი , თურმე სად გამომეპარე - ნანუკას ხმაზე ალმაცერად გაიხედა და უმალ შეეცვალა დადარდიანებული სახე გიორგის.
- ჩემი სიტკბო მოსულა - სწრაფად წამოდგა სკამიდან და გამხდარ გოგოს თბილი ხელები შემოსდო წელზე..
- რაზე ფიქრობდი? იმედი მაქვს არ მღალატობდი- ეშმაკურად ჩახედა თვალებში და გამომწვევად გაუხახუნა ცხვირი ლოყაზე..
- შენს დაზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ევაზე. დილიდან ვფიქრობ და აშკარაა წრეზე დავდივარ უკვე. არ ვიცი ეს ხისთავიანები როგორ უნდა შევარიგო და რა უნდა გავაკეთო. არც ერთი არ აპირებს დათმობას..
- მაგათთან ლაპარაკი წყლის ნაყვას ჰგავს გიორგი. მაშინაც ასე არ იყო? - არა მესმის ,რომ დემნა საფუძვლიანად გაბრაზდა მაგრამ ხომ მიხვდა რომ ეს ჯინაზე ნათქვამი სიტყვები იყო. ბოლო-ბოლო ეს წასვლა რაღააა? ძლივს ჩამოვიდა ევა გაიცნო, ახლა შვილი ჰყავს, ხომ შეიძლბა ცოტა სხვანაირად იფიქროს ხო? პატარა ბავშვებივით იქცევიან .- მხრები აიჩეჩა ნანჩომ და დივანზე ნელა დაეშვა.
- წეღან ველაპაკე დემნას, საბუთები შეუტანია გვარის მიცემაზე, შვილად აღიარებაზე.
- მერე? - დაეჭვებული მზერა გააყოლა წამომდგარ მამაკაცს და საზურგეს მთელი ძალით მიეყუდა..
- არ ვიცი. დემნა ამბობს მინდა ევა თან წავიყვანო 2-3 კვირა და ერთად დავბრუნდებით მერეო.
- აზრი უდავოდ კარგია. მაგრამ ელენეს მაგას ვინ გააგებინებს გიორგი. უკვე ნერვები აღარ დამიტოვეს გეფიცები .მაგათზე უნდა ვიფიქრო თუ ჩვენზე? - მხრები აიჩეჩა და ზანტად წამოდგა დივნიდან..
- საით?- გაურკეველი მზერა გააყოლა ნანჩოს და მისკენ დაიძრა..
- წავალ ფეხით გავივლი. აქ ისე ცხელა დავიხუთე. ელენეს ვნახავ თუ მოვიდა და ვეცდები დაველაპარაკო , თორემ გული მიგრძნობს ჩემი ხელით ჩავაბარგებ ევას და გავატან მამამისს.
- ნუ ხარ ჯუჯღუნა ნანიკო, თორემ მასეთი შვილები გვეყოლება - ღიმილით უთხრა გიორგიმ და წვრილ წელზე შემოაჭდო ხელები...
- შენ გინდა რომ შვილები გვყავდეს? - ოდნავ დაბნეულმა უთხრა და ამღვრეული თვალებით ახედა მასზე თავით მაღალ მამაკაცს.
- შვილებიც მინდა, ნიშნობაც, ქორწილიც და ჯვრისწერაც მაგრამ გვაცდის რომ ვინმე? ვერ ხედავ როგორც კი რაიმეს დავგეგმავ შენი და და სიძე ჩამზერილები არიან და მაშინვე ყველაფერი უნდა ამირიონ..- ღიმილით უთხრა გოგოს და თავზე მაგრად აკოცა.. არადა რამდენი რამე მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ საკმარისად ვერ ვიტანჯე. რაც შენ დამაკელი ესენი მიმატებენ..
- სულელო შენ, წავალ ახლა ელენესთან და მერე ერთად წავიდეთ სახლში და გზად... -წინადადების დასრულება ვერ მოახერხა ნანჩომ რომ სირბილით შევარდა მათთან ევა და ბედნიერებისაგან აკიაფებული თვალებით შეხედა დეიდას..
- მე მამასთან ერთად მივდივარ - თითქოს ნიშნისმოგებით უთხრა ორივეს და ადგილზე დაბზრიალდა..
- დედა თანახმაა? - დაეჭვებული მზერით გახედა ნანამ გიორგის და ევას წინ დაიხარა..
- არ ვიცი, მამამ თქვა რომ წამიყვანს. და მეც მინდა რომ წავიდე მამასთან.
- რა თქმა უნდა, მამასთან ერთად წასვლა უნდა და ის რომ დედა აქ უნდა დატოვოს არ ადარდებს - ანერვიულებული სხეულის დასამშვიდებლად ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ევას გავხედე..- აქამდე დედა იყო შენთვის ყველაფერი და ახლა მამა გახდა?
- მგონი ეგოისტობ - მაშინვე ჩამერია საუბარში ნანჩო და ევა დივანზე დაისვა.. - რა მოხდება ცოტა ხნით რომ გაუშვა ბავშვი მამამისთან ერთად. ამერიკას ნახავს, დაისვენებს და ჩამოვა ორივე ერთად,შენს დააგდები და დემნაც.
- შენ მგონი სულ არ უფიქრდები რას ამბობ ხო? გინდა რომ ჩემი შვილი გავატანო?
- ელენე, ევა ხომ მისი შვილიცაა. ამით არაფერი დაშავდება. მოდი ევას ვკითხოთ, იქნებ უნდა მამასთან ერთად წასვლა , იქნებ არ უნდა...
- მე მინდა, მინდა და დედა ბრაზდება - აცრემლებული თვალებით შეხედა დეიდას და მერე მე შემომხედა.- დედიკო წავალ რა მამასთან ერთად რა მოხდება? სულ ცოტა ხნით..
- ევა შენ პატარა ხარ და... - აზრის ბოლომდე ჩამოყალიბება არ მაცადა, გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და ჩემს წინ დადგა..
- შენთვის სულ პატარა ვარ. მამაზეც ასე მეუბნებოდი, პატარა ხარ, პატარა ხარო მაგრამ მამა ხომ ვიპოვე. ახლა არ წახვიდე პატარა ხარო. მინდა მამასთან ერთად. მინდა !- გაბრაზებულმა მიყვირა და ზურგი მაქცია.. - მისკენ გავიწიე რომ გიორგის ხელმა დამიჭირა და განზე გამწია..
- შეეშვი, დამშვიდდეს ბავშვია . მოდი დღეს მე და ნანა წავიყვანთ. გაგვართობს, ვიხალისებთ, თქვენ კიდევ მიდით და ილაპარაკეთ, ბავშვის გარეშე.
- გიორგი .
- ელენე-თქო - პირველად აუწია ხმას და კაბინეტიდან გამიყვანა... სწრაფად მოიკეტა კარები ზუგს უკან და ხელი მძიმედ ჩამოადო სახელურს. - რა გჭირს ვერ გავიგე. რა შეჯექი ამ ვირზე და არ ჩამოდიხარ. გავიგეთ რომ შვილია და გიჭირს მასთან განშორება მაგრამ ევას ფსიქიკაზე არ ფიქრობ? არც შენ ფიქრობ და არც დემნა. ორივე მარტო საკუთარ მე-ზე ხართ ორიენტირებულები. რა დაგემართათ ვერ გავიგე. წავიყვან არ არ გაგატან მესმის მთელი ეს დროა. რა გჭირთ ხალხო, სამუდამოდ ხომ არ მიდის?
- და სამუდამოდ რომ წაიყვანოს რა უნდა გავაკეთო??
- სამუდამოდ არ წაიყვანს და ვერ წაიყვანს, ხომ იცი რომ ევა შენს გარეშე არ გაუჩერდება დიდი ხანი. რა გგონია რომ დემნა გაჩერდება შენს გარეშე? შენ ხო ჭკვიანი გოგო ხარ - მშვიდად მითხრა და ნელა შემომხვია ხელი მხარზე. - ძალიან ჭკვიანი ელენე...
- მესმის - ძლივს გასაგონად ჩავიფრუტუნე და ნერვიულობისაგან ჩაწითლებული თვალების მზერა ავარიდე.
- მოდი დამშვიდდი , სახლში წადი და დაისვენე, საღამოს დემნაც მოვა და ილაპარაკებთ- მაქსიმალურად მშვიდად მითხრა და დერეფანში გახევებული დამტოვა, საკუთარ ფიქრებთან ერთად.
ფიქრგაწყვეტილი შევედი საკუთარ ოთახში და ძალა გამოცლილი დავეშვი დივანზე. ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ჰაერი ღრმად ჩავატარე ფილტვებამდე.
არ მინდოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და საკუთარი განცდების ბოლომდე გაშლა. გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცოდი რომ ევას წასვლა კი არა დემნას წასვლის და უკან არ დაბრუნების უფრო მეშინოდა.
კარზე კაკუნმა საკუთარი ფიქრებიდან გამომიყვანა და ალმაცერად გავხედე ოთახში შემოსულ ნანჩოს . მაშინვე ავარიდე მზერა და მისგან თავის დაღწევას შევეცადე რომ მკლავშ ხელი მომკიდა და უკან დამაბრუნა კუთნილ ადგილას.
- ელენე რისი გეშინია? - შენ ხო ჩემთან არაფერი დაგიმალავს და ხო იცი მეც იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ გგონია. - ვიცი რომ პრობლემა ევაში არააა. შენ დემნას იჭერ როდესაც ევას არ უშვებ. იქნებ ჯობდეს გაუშვა. ამდელი წელიწადი ისედაც ზედ გყავდა ეს ბავშვი მიბმული, ახლა მამასთან ერთად რომ წავიდეს ცოტა ხნით რა მოხდება..
- მეშინია - ძლივს ამოვიხრიალე და საკუთარი ხმა მეუცხოვა.. - მეშინია რომ უკან არ დაბრუნდება. რომ ევას გამოუშვებს მერე და ისევ იქ დარჩება ნანა..
- ვიცი, ჩემო სულელო გოგო, მაგრამ იმას რატომ ვერ ხედავ დემნას როგორ უყვარხარ? შენი სიყვარულის გამო გაპატია ევას არსებობის დამალვა, ამას რატომ არ იაზრებ? შიშმა გონება სულ დაგიბინდა მგონი.
- მთელს სხეულში კანკალი მეწყება როგორც კი მათ წასვლას წარმოვიდგენ რა გავაკეთო, თავს ვერ ვერევი ..
- უნდა მოერიო. მარტივად გაუშვი და მარტივად დაგიბრუნდება.. ბავშვი გაერთობა. დროს მამამისთან ერთად გაატარებს. ბოლო-ბოლო ჩახვალ შენც ცოტა ხანშ და ეგაა. სანამ უარესად განაწყობ შენს მიმართ ევას მანამდე დაფიქრდი ელენე - მშვიდად მითხრა და გულზე ისე მიმიკრა როგორც მე ვიხუტებდი ხოლმე ევას ტირილის დროს.
**
სახეზე ვარდისფერი ღიმილი მედო, თვალები კი ტკივილით მქონდა სავსე. კბილებს ერთმანეთზე მაგრად ვაჭერდი და მთელი გულით მინდოდა თვეების წინათ იმ დღეების დაბრუნება როცა ბედნიერი ვიყავი..
ნერვიულად ვატრიალებდი ხელში ტელეფონს და შეტყობინების გაგზავნას ჯერ ისევ ვერ ვბედავდი.
გარეთ კი საშინელი ამინდი იდგა. ძლიერი ქარი აკსდებოდა ფანჯრებს და ისინიც დასუსტებული ხმით იწყებდნენ ზრიალს. ერთიანი შინაგანი ამინდი გვქონდა მე და ზამთარს. ბუხარში მიტოვებული ცეცხლი გიზგიზებდა და შეშის ტკაცუნის ხმაზე სათითაო სიმი მიწყდებოდა სულში. მეშინოდა რომ დემნას გარეშე ერთიანად გავიყინებოდი, ამხელა სახლში და სივრცეში დარჩენით მეშინოდა რომ მარტოობა მაჯობებდა. თუმცა სრულიად მარტო ვიჯექი და შევყურებდი თეთრად გადაღებილ კედლებს, რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა და მელამაზებოდა. ცრემლებს ვიკავებდი რადგან ვიცოდი ტირილის შემთხვევაშიც მარტო ვიქნები და მისი ძლიერი ხელები ახლაც ვერ მომიშრალებდა სახეს. ვიცოდი რომ ამაოდ დავისჯიდი თავს ამ ტკივილით.
ეკრანზე დაყენებულ ევას სურათს ნელა გადავუსვი ხელი და ტანში ერთიანად გამაჟრიალა მისმა მონატრებამ.. უკვე ერთი თვე ხდებოდა რაც ჩემგან შორს იძინებდა და იღვიძებდა, მიუხედავად იმისა რომ უამრავჯერ მირეკავდა მის დანაკლისს საოცრად ვგრძნობდი..
წარსულის იმ მონაკვეთში ვიყავი დაბრუნებული როცა დემნა წავიდა და ჯერ კიდევ ველოდი მის უკან დაბრუნებას. ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ გადაიფიქრებდა მაგრამ ვიცოდი რომ არც ამჯერზე გაამართლებდა..ვიჯექი და სრულიად დეჟავუში ვიყავი, თითქოს ახლაც თავიდან მეორდებოდა ის რაც გადავლახე, ახლაც ზუსტად იგივე პრობლემით ვუყურებოდი სივრცეში და ვიცოდი რომ გამოსავალი ისევ მხოლოდ ჩემში იყო.
დავთანხმდი იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა, მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში ვიცოდი ვერაფერს დავიბრუნებდი.საკუთარ თავზე ოდნავადაც არ ვნერვიულობდი, უკვე მერამდენე კვირა იყო, ყავა დამამშვიდებელმა წამლებმა , ხოლო გემრიელი სადილი უბრალო რამოდენიმე ლუკმით მქონდა ჩანაცვლებული. სამსახურში მისული ადამიანებში ვეძებდი რაღაც ახალს, რაღაც ნათელს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, თავში მხოლოდ დემნას სიტყვები მიტრიალებდა..
გაშტერებული შევყურებდი კედელზე დაკიდებულ პატარა სურათს და ვიხსენებდი როგორ შევპირდით ერთმანეთს რომ მეტი აღარასოდეს დავშორდებოდით. რომ ის დრო რაც ცალკ-ცალკე გავატარეთ სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ სული მეწვოდა ამ ყველაფრის გააზრებისაგან.
კარზე გაბმულმა ზარმა ერთიანად გამომაფხიზლა და შეშინებულა გავიხედე .. ზლაზნვით წამოვდექი ფეხზე და გასაღებად წავედი. სიცივისაგან გალურჯებული იდგა ნანკა და გაოცებული მიმზერდა..
- რა იყო დაო , რა სახე გაქვს, არაფერს ჭამ? თავი უნდა მოიკლა თუ რას აკეთებ ამიხსენი? - მშობელი დედასავით დამტუქსა და ნელა დამადო ხელზე ხელი.
- არ ვარ კარგად ნან..
- ვხედავ, და ამას გეუბნები. კარგად არ ხარ კი არა, ძალიან ცუდად ხარ მგონი.აბა მითხარი დღეს რა ჭამე და სად იყავი?
- არსად , ნანუკა რატომ შემჭამე? არსად წავსულვარ, სახლშ ვარ მთელი დღეა, გეუბნები რომ კარგად არ ვარ...- გაბრაზებულმა ვუთხარი და სამზარეულოშ გავედი..
- ელენე აღარ მეხუმრება უკვე რა, დემნას დავურეკავ და ვეტყვი რომ აქ შენ თავს იკლავ შიმშილით და ევა წამოიყვანოს.
- არაფერს არ ეტყვი !- ერთიანად მომერია გაბრაზება და მისკენ დავტრიალდი. ევა მამამისთანაა ახლა რომ დავურეკო იცი რა მოხდება? ევა არ დამიჯერებს რომ ცუდად ვარ, მეტყვის რომ მოვატყუე რომ წამოსლიყო ნანა, ხომ იცი ევას ამბავი.
- მესმის, მაგრა რა გავაკეთო? რა გინდა რომ გავაკეთო? ვიდგე და გიყურო როგორ ხმები , ჩვენი ჭადრის ხესავით? თუ რა გინდა ამიხსენი რაა.
- პოზიციებს არ თობ და არც აპირებ დათმობას როგორც ვხედავ, დავიღალე . ძალიან დავიღალე ყველაფრით, უზომოდ ნანუკა. უზომოდ დავიღალე. ახლა რაც მინდა მხოლოდ ყავის დალევაა.
- ყავის დალევის მეტს რას აკეთებ ადამიანო? - ჭიქებს შეხედე, დღეს მერამდენეა ეს ყავა? მეშვიდე? არ გგონია რომ ზედმეტი მოგდის? შვილს დაურეკე და უთხარი რომ გენატრება..
- ვუთხარი, ნანა ვუთხარი - მითხრა რომ მასაც ვენატრები და მორჩა.. - როგორ გგონია ის ახლა იქ მოწყენილია? ძალიან კარგად ერთობა, გულს აყოლებს და სულ არ ფიქრობს რომ დედა მოწყენილია. არ იცი რომ დემნა წამით არ მისცემს მოწყენის საშელებას? -ცრემლები ლოყებზე დამედინა და ნანას ჩავეხუტე..
- კაი რა ელე.- ნელა შემახო ტუჩები თმაზე და უარესად ვუმატე ტირილს. - მალე ჩამოვა , აი ნახავ..
- მაგრამ დემნა არ ჩამოვა ზუსტად ვიცი, რომ დემნა არ შემირიგდება ნანუკა. სლუკუნით ვუთხარი და უფრო მეტად ჩავმალე სახე.
- აზვიადებ , ხომ იცი რომ დემნას ძალიან უყვარხარ, ახლა ნაწყენია , ცოტა დრო გავა ადროვე და შეგირიგდება .
- დემნას ძალიან კარგად ვიცობ ნანა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ ეგ არ ვიცი მაგრამ, დემნა ის კაცი არა რომელიც ასე მალე დაივიწყებს ყველაფერს რაც მოხდა, რაც ვუთხარი . კი შეიძლება დაბრუნდეს მაგრამ ის აღარასოდეს იქნება ის ძველი დემნა მე რომ შემიყვარდა, იმიტომ რომ ამის მერე არც მე ვიქნები ის ელენე როემლსაც ის იცნობდა.. ყოველთვის ასეთი იყო. გახსოვს ნან, ჩემს საყვარელ პორსონაჟზე მათქმევინა უარი, მხოლოდ იმირომ რომ რეჟისორმა კოცნის უამრავი სცენა ჩართო. გადაირია, იმ საღამოს გიჟვით იქცეოდა. ახა ვაკვირდები ახლა ვიხსენებ ამ ყველაფერს და მაშინ ამას სიყვარულს ვეძახდი, მაგრამ ნახე , დემნა მაშინაც მანიპულატორობდა ჩემით და ახლაც ნანა, გახსოვს ბათუმში რომ წავედით მთელი დასი და მეპრე დღეს ჩამომადგა, კი ეს სიყვარულიც იყო და ეჭვიანობაც,მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ის ჩემთან ვეღარ აკეთებს , მე გავიზარდე და ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამ გავიაზრე ნანა.
- მახსოვს ელენე, მაგრამ დემნას მაშინაც უცნაურად უყვარდი და ახლაც ასეა. ის თ გახსოვს, შენს გამო თიკასთან თამაშზე და მერე ბელგიაში წასვლაზე რომ უარი თქვა, შენ მხოლოდ შენი რატომ გახსოვს? გაიხსენე მიზეზი რა იყო? ორი კვირა ხმას არ სცემდი ბიჭს, ეს არ იყო შენი მხრიდან მანიპულატორობა? იცი რა, თქვენ ორივე ერთნაირები ხართ, ზუსტად ერთნაირები. ძალიან კარგად იცით როგორ უნდა ატკინოთ ერთმანეთს, ერთი უბრალოდ სიტყვით ელენე. არც ერთი არ ინდობთ ერთმანეთს, იმიტომ რომ შედეგზე არ ფიქრობთ. ახლა მეტყვი შენ მე რას მეუბნები უარესი ხარო, და მართალიც იქნება, მაგრამ ნახე, თქვენ უკვე სამნი ხართ. შვილი გყავთ, მე ყოველთის მეშინოდა სერიოზული ურთიერთბების დაწყება, მითმეტეს გიორგისთან, მეშინოდა რომ მისი სიყვარულით ჩავიხუთებოდი, მაგრამ თქვენ იმდენად მრავალფეროვანი ურთიერთობა გქონდათ ელენე..
- მართალი ხარ, გვქონდა, ნან გვქონდა.
- სისულელეს ამბობ, კარგად ვიცი არც ახლა დაიკლებდით არც ერთი იდუმალ ღამეებს, უბრალოდ ორივეს მოგწონთ ეს ტანჯვის პერიოდი ელენე. ხომ ასეა?
- ნანა ხვდები მაინც რაც მეუბნები? შემომხედე ახლა მე მეტყობა რომ ტანჯვა მომწონს?
- შენ ვერც კი ხვდები რა კარგად გაქვს როლი მორგებული ელენე, სადაა ის ელენე ყველაფერზე რომ მიდიოდა, სად გაქრი დაო? ჩემი ელენე ჩემი ჯიუტი და, ადგებოდა ბილეთს იყიდდა და თავად წავიდოდა შვილთან და საყვარელ მამაკაცთან, მაგრამ ხედავ? ისევ აქ ზიხარ, ეს დემნას მაისური ჩაგიცვამს და თითვემას ხარ მიცემული, მიმოიხედე დაო, სცენაზე არ დგახარ, არც მაყურებელი გყავს ვინც ტაშს დაგიკრავს, წინ მხოლოდ შენი და გიზის, რომელიც ამ სიმართლეს გეუბნება და შენ მაინც არ გინდა ამისი დაჯერება.
- ნანა წადი გთხოვ - ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს და ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე..
- არა ელენე არ წავალ, მთელი ღამე მოგიწევს სიმართლის მოსმენა. ამიტომ არსად არ წავალ.. პირიქით მიდი ცხელი , სურნელოვანი ყავა დაუსხი შენს დას და მოემზადე ლექცია იწყება - ღიმილით მითხრა და სამზარეულოს სკამზე ლოტუსის ფორმაში დაჯდა..
**
ჩაფიქრებული იჯდა დემნა აივანზე და ნერვიულად ატრიალებდა სახლის გასაღებს ხელში. მხოლოდ საკუთარ თავთან შეეძლო საიდუმლოს გამხელა რომ ელენე საშინლად ენატრებოდა. ამას ვერავის გაუმხელდა, მითუმეტეს რომ გვერდით ახლა მხოლოდ ევა ჰყავდა.. ალმაცერად უყურებდა თოჯინებით მოთამაშე შვილს და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რომ ეს გოგო მისი სისხლი და ხორცი იყო.. ერთიანად უდუღდებოდა სისხლი სხეულში როგორც კი გასული და დავიწყებული წლები ახსენდებოდა. ის ყველაფერი რასაც მუდამ ნატრობდა, ის ყველაფერი ერთიანად ჰქონდა გამოტოვებული, მისი პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი. დაბადებისას მისი ტირილის ხმა და პირველი შეგრძნება როდესაც მამას დაუძახებდა.
მაგრამ ამას უკვე ვერ დაიბრუნებდა, ვერც ერთ მათთაგანი, ამიტომ ახლანდელი რეალობისათის თვალი უნდა გაეწსორებინა..
- მამიკო, გუშინ რომ გიორგი ბიძიამ დარეკა წამოდითო, უნდა წავიდეთ? - შვილის ხმამ მოგონებებიდან რეალობაში დააბრუნა და მის წინ მდგარ ევას შეხედა.
- კი მამიკო უნდა წავიდეთ , ხომ იცი ქორწილი აქვთ რომ არ წავიდეთ ეწყინება ნანასაც და გიორგისაც. თანაც რამდენი ხანია უკვე აქ ვართ..
- რა მაგარიააა, დედიკოს ვნახავ - ტაში შემოჰკრა და მამას კისერზე შემოხვია ხელები.. - მომენატრა დედიკო - აცრემლებულმა ჩაიალაპარაკა და სახე დემნას კისერში ჩამალა..
- წავალთ. ერთ კვირაში თბილისში ვიქნებით და ნახავ დედიკოს..
- შენ არ მოგენატრა დედიკო? - ისე ჰკითხა თავი არ აუწევია, უფრო მეტად მიეკრო ზედ მამას ევას.
- ძალინ , ძალიან მომენატრა ..
- მიხარია რომ ისევ ერთად ვიქნებით მამიკო. ახლა ხომ აღარ წამოხვალ? ხომ იყავი აქ უკვე და ხომ აღარ მიმატოვებ?
- ევა მისმინე. - ნელა მოიშორა შვილი დემნამ და მუხლებზე დაისვა. - მე მაინც წამოვალ ევა აქ, სულ თბილისში ვერ ვიქნები. ნახე მამა აქ მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს. იქიდან კი ამას ვერ გავაკეთებ , შენც ხომ უნდა გაუგო მამას. ჯერ პატარა ხარ, ყველაფერი მარტივი გგონია ჩემო გოგო, მაგრამ ასე არაა. ხომ იცი რომ შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.
- მამიკო - ცრემლებს სლუკუნი მოაყოლა და ზღვისფერი თვალები აარიდა..
- ევა გთხოვ, მოდი ერთმანეთს გავუგოთ. გპირდები რომ ცოტა ხნით წამოვალ ხოლმე, შენ მანამდე დედიკოსთან იქნები , მერე ჩემთან წამოხვალ ან მე ჩამოვალ.
- მე ორივესთან მინდა, მასე მარტო დედასთან ისედაც ვიყავი - პირველად გაუბრაზდა დემნას შვილი და სირბილით წავიდა ოთახისკენ.
ხოტა ხანს გაოგნებული იჯდა დემნა და გონს ვერ მოსულიყო.. ვერაფერს იტყოდა, შვილი ნამდვილად დედამისივით ჯიუტი იყო, თუმცა ევასიც ძალიან კარგად ესმოდა დემნას, იცოდა რომ თავად ევაზე მეტად გაუჭირდებოდა მის გარეშე ყოფნა, მაგრამ თავი უნდა დაეღწია ამ ყველაფრისთვის.
ახლაც ევაზე მეტად უნდოდა თბილისში წასვლა და ელენეს წითელი თმებიდან ვნების სურნელით ფილტვების ავსება. მისი სხეულის სათითაო ნაკვთი ენატრებოდა, ისე უნდოდა ოდნავ მაინც შეხებოდა მის გაცრეცილ კანს და სისხლისფერ ტუჩებს.
„ცივი ნოემბრის თვე იდგა, პირველად რომ ელენეს სხეულის გემო შეიგრძნო.. წვიმაში გალუმპული მიადგა სახლში და მანაც ბეღურა ჩიტივით შეიფარა საყვარელი ქალი. ახლაც ისეთი გრძნობა ჰქონდა მის ყოველ შეხებაზე როგორც მაშინ წლების უკან.. ნაზად დაუკოცნა ხელისგულები და წვიმისაგან დასველებული სახე. გაყინული ქალი მკერდზე მიიწვინა და მის სითბოში გახვეულს მასაც პატარა ბავშვივით ტკბილად ჩაეძინა.
იმ დღეს მიხვდა რომ ელენე მისი სულის გაგრძელება და ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. რომ ვეღარასოდეს დაიხსნიდა თავს ამ პატარა ალისფერი გოგონასაგან იმდენი მისით იყო სავსე, იმდენად უყვარდა მისი შინაგანი სამყარო. იმდენად ნაზი და სათუთი იყო. იმ ღამეს დემნამ ელენე არსად არ გაუშვა, მთელი ღამე მისი სხეულის სითბოს იზიარებდა , ცდილობდა მოფერებოდა ისე თითქოს მომდევნო დღე აღარ იქნებოდა.“
ტელეფონის ეკრანზე დაყენებულ სურათს ამღვრეულმა დახედა და როგორც მაშინ ახლაც ერთიანად დაუწყეს მუცელში პეპლებმა ფარფატი, რაღაც ამოუხსნელი ემოცია ეუფლებოდა ყოველი მათი ერთად გატარებული დღის თუ ღამის გახსენებაზე, იყო ამ ქალში რაღაც ისეთი რასაც ვერაფრით ვერ ხსნიდა დემნა. იყო მასში რაღაც,რაც ყოველი ჩხუბის და კამათის მერე ისევ მისკენ ატრიალებდა.. იცოდა რომ ამ რაღაცას სახელად სიყვარული ერქვა, იცოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა.
- დემნა როგორ ხარ? - გიორგის ხმა მჭახედ გაისმა ვიდეო ზარში და უმალ გამოაფხიზლა მეგობარი.
- ძმას ვახლავარ - სიხარული ემოცია ვერ დაფარა და ინტერესით ჩააჩერდა მეგობარს.
- მისმინე, დრო მაქვს ცოტა, მალე უნდა გითხრა ყველაფერი თორემ ნანკა მომკლავს. ესეიგი ორ კვირაში გვაქვს ქორწილი, არ ვიცი როგორ და რანაირად , მაგრამ აქ უნდა გაჩნდე, დღესვე იყიდე ბილეთები და ადრიანად ჩამოდი გაიგე?
- გავიე, გავიგე, რა გჭირს...
- რაღა რა მჭირს, ცოცხალი თუ გადავრჩი, მერე შენს ქორწილში მაგრად უნდა ვიქეიფო ძმაო.... - სიცილით უთხრა მეგობარს და ზურგს უკან ფერწასულ ნანას გახედა.. - მისმინე, ხო ხედავ აი ამ ქალს სახეზე ფერი არ ადევს უკვე, წავედი ერთი გავარვკიო რა მოხდა და გვიან დაგირეკავთ ..
- კარგი ჯორჯ , მიდი საქმეს მიხედე და არ დაიკარგო .. - აჟიტირებულმა აუქნია ხელი მეგობარს და სევდა ჩაუდგა ზღვისფერ თვალებში. თითებზე გადაითვალა დარჩენილი დღეები და ლასლასით წავიდა შვილის საძინებლისაკენ.
საწოლზე კედლისკენ გადატრიალებულ შვილს ნელა დაუსვა ზურგზე ხელი და თბილი ტუჩები შეახო თავზე.. ფრთხილად გადმოატრიალა თავისკენ და ცრემლებისაგან დასველებული ლოყები შეუმშრალა..
- იცი, აქ ამ საწოლზე რომ ვიწექი რამდენჯერ მიოცნებია შვილზე? ჩემი და ელენეს შვილზე. თურმე ოცნებაც კი არ ყოფილა უბრალო. ოკეანის იქით შენ არსებობდი, მე კიდევ არაფერი ვიცოდი.. ახლა კი როცა ვფიქრობ რომ ათი წელიწადი დავკარგე შვილო, ახლაც კი ბრაზი მახრჩობს და ხელში მეჩხირება. ყოველი საუბრის დროს მეკითხები დედაშენი მენატრება თუ არა, მიყვარს თუ არა. ამით რას აკეთებ ევა?!- მამოწმებ? ამის შემოწმება არ გჭირდება, დედაშენი ერთადერთი ქალია რომელიც მიყვარდა და მიყვარს. უბრალოდ შენ ჯერ პატარა ხარ, ყველაფერს ვერ გეტყვი შვილო, ასე რთულად რატომ აღიქვამ ჩემს აქ ყოფნას..
- იმიტომ რომ მომენატრები - საწოლზე წამოჯდა და დემნას მიეხუტა. ჩემი კლასელები სულ ხაზს მისვამდნენ რომ მამა არ მყავდა, ახლა მინდა დაინახომ რომ მყავხარ, თანაც ყველა გიცნობს, შენ ყველას უყვარხარ და ჩემს კლასელებს შეშურდებათ რომ შენი ჩემი მამა ხარ.
- ევა , მხოლოდ ამიტომ გინდა რომ შენს გვერდით ვიყო?!- გაბრაზება შეერია ხმაში დემნას და შვილი ოდნავ გასწია განზე. შვილო მთავარი ის კი არაა მამაშენი რას წარმოადგენს და მას იცნობენ თუ არა, მთავარია მშობელი გყავდეს გვერდით.- დანანებით გაიქნია თავი დემნამ და საწოლიდან წამოდგა რომ ევას პატარა ხელმა დააკავა და და უკან დააბრუნა.
- ასე არაა. მე მინდა რომ ჩემი მამიკო ჩემთან იყოს. ყოველთვის როცა დედას ვეკითხებოდი როგორი იყავი, სულ მეუბნებოდა რომ საუკეთესო მამა მყავდა, რომ შენნაირი არავინ იყო მამიკო. დედასაც სულ უყვარდი , ღამე როცა დეიდა და დედა ლაპარაკობდნენ ვუსმენდი ხოლმე, ვიცი ხო ცუდი საქციელია მაგრამ აბა რა უნდა მექნა, ვუსმენდი და შენზე ამბობდა ხოლმე, გაიგებს ევას არსებობას და არასოდეს მაპატიებსო, მერე როცა იჩხუბეთ მაშინ გითხარი ნეტა არასოდეს მომეძებნე თქო მამა, იმიტომ რომ დედა მართალი იყო, შენ დედიკო გიყვარს და მასთან არ გინდა, მეც გიყვარვარ და არც ჩემთან გინდა ცხოვრება.
- ევა , ევა. როგორ არ გესმის..
- მე პატარა ვარ მამა, თქვენ ხომ ასე ამბობთ ხოლმე. - ევა შენ პატარა ხარ, გაიზრდები და გაიგებო - ცხელი ცრემლები დაედინა ლოყებზე და საწოლზე დადგა, მოდი წავიდეთ თბილისში რა. დედიკოსთან მინდა. დედიკო არასოდეს დამტოვებს ,შენ კი მაინც მტოვებ მამა . - სლუკუნით უთხრა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დემნას ზურგი აქცია..
**
სახლში გამეფებული სიჩუმე მაშინვე არ მოეწონა დემნას მაგრამ ევას გამო არაფერი შეიმჩნია.. ჩემოდნები კიბის კუთხეში მიაწყო და კიბეებზე სირბილით წასულ ევას უკან გაჰყვა..
ფრთხილად შეხსნა საძინებლის კარები და მძინარე ქალს თბილი მზერა შეავლო. სახე ერთიანად ჰქონდა გაცრეცილი. ალისფერი თმები უწესრიგოდ ეყარა მხრებდი. როგორც სჩვევია ცალი ხელი ბალიშის ქვეშ ამოედო მეორეთი კი საბნის კუთხე ჩაებღუჯა.
ფრთხილად წავიდა მისკენ და მონატრებული სურნელი ურცხვად მოიპარა მისი კანიდან. ერთიანად შეკრთა, ოდნავ ღიმილი მოედო სახეზე და სიზმრის გაფანტვის მიზნით უწესრიგოდ აიქნია ხელი. ოდნავ გაახილა თვალები და აჩქარებულ გულზე მაგრად მიიჭირა ხელი..
- ევა - ერთიანად მომწყდა ბაგეებიდან შვილის სახელი და გიჟივით წამოვხტი საწოლიდან.
- დედიკოო - ევას ხმის გაგონებაზე კიდევ უფრო მეტად ჩავიკარი გულში და ცრემლებს გასაქანი მივეცი. ერთიანად დაგუბებულმა ემოციამ და ტკივილმა სულში დუღილი დამიწყო. ზღვისფერი თვალები დავუკოცნე და საწოლის კიდეზე მჯდარ დემნას დავხედე. გაშტერებული მიყურებდა და თითქოს ვერ იაზრებდა რა კავშირი იყო ჩემსა და ევას შორის..
- როგორ იფრინეთ? - ძლივს მოვედი გონზე და დემნას გავხედე.
- კარგად ევას ეძინა მთელი გზა..
- ძალიან კარგი. როგორ მიხარია რომ ჩამოხვედით.. რა საშინელება იყო მარტო ყოფნა ვერც კი წარმოიდგენ
- ჩემზე კარგად ეგ არავინ იცის - ჯერ კიდევ განაწყენებულმა მითხრა და ოთახიდან ნელა გავიდა.
დღეები ისე მალე მიყვებოდა ერთმანეთს ვერც კი ვიჯერებდი რომ უკვე ყველაფერი რეალობაში იყო მოყვანილი. უკვე ჩემი და გიორგის ცოლი ხოლო გიორგი ჩემი სიძე იყო.. მათი ბედნიერი სახეების დანახვაზე საკუთარი თავი მახსენდებოდა და ის დღეები რომელიც დემნასთან ერთად მქონდა გატარებული.
- „მოდი ცოლად გამომყევი რა - მისმა მოულოდნელად ნათქვამმა ფრაზამ ერთიანად გამაშრო და დაბნეულმა შევხედე დემნას.
- ხო არ გადაირიე, რა დროს ჩვენი ქორწილია- სიცილით დავუბრუნე პასუხი და დავინახე როგორ ეცვალა ფერი სახეზე..
- ელენე არ ვხუმრობ !
- არც მე დემნა, არც მე. - მისმინე მიყვარხარ და ეს ძალიან კარგად იცი, მაგრამ ოჯახის შექმნა ცოტა სხვა რამეა..
- რა მაინც? პასუხისმგებლობის გეშინია? ამას გაურბი? თუ იმის გეშინია რომ ცუდი ქმარი და მამა ვიქნები.. - დაეჭვებულმა შემომხედა და ზედ მიმიკრა..
- საიდან იგონებ ამეებს? ვიცი რომ საუკეთესო მამა და ქმარი იქნები დემნა, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა გეგმები გვაქვს..
- ხანდახან გიყურებ და ვფიქრობ რომ სულ არ გინდა ჩემთან სერიოზული ურთიერთობა. გირჩევნია ასე ვიყოთ, იქამდე სადამდესაც ვიქნებით.
- ასე არააა, უბრალოდ ... ცოტა რთულია“
წამიერად გამახსენდა წლების წინანდელი ჩვენი საუბარი და რაღაც ერთიანად ჩამწყდა გულში. დემნა ყოველთის მიყვარდა და მის გარდა ჩემთვის სხვა კაცი არასოდეს ყოფილა მაგრამ მასთან ოჯახის შესაქმნელად ნაბიჯს ვერასოდეს ვდგავდი, რაღაც შინაგანი ძალა მუდამ მაჩერებდა, მეშინოდა რომ მისი ქალების სიუხვე ჩვენს სიყვარულს დაანგრევდა, მაგრამ ახლა ვიაზრებდი რომ ვცდებოდი, ძალიან მწარედ ვცდებოდი და ვერასოდეს დავიბრუნებდი უკან უკვე დაკარგულ წლებს სადაც ერთად შეგვეძლო ევას გაზრდა.
ქურთუკი მოვიცვი და ეზოში მდგარ დემნასათან გავედი.. ოდნავ გამოიხედა ჩემკენ და ისევ იმ წერტილს მიაშტერდა ჩემს მისვლამდე რომ უყურებდა. მოულოდნელად შემომხვია ხელი წელზე და მთელი ძალით მიმიკრო გულზე. ერთიანად ჩამეღვარა სითბო სულში და კბილები ერთანეთს დავაჭირე ცრემლების შესაკავებლად. ყელში ბურთივით მქონდა გაჩხერილი მისი მონატრება.
- მომენატრე, უფრო სწორად საშინლად მომენატრე- ისე მითხრა ზედ არ შემოუხედავს. ვერ წარმოიდგენ რა საშინელებაა როცა გაბრაზებული მიდიხარ და ეს მონატრება ტკივილში გადაგდის ელენე. თუმცა მივეჩვიე, ასე პირველად არ წავსულვარ.
- მაპატიე. ალბათ ოდესმე მაპატიებ და დაგელოდები დემნა..
- უკვე გაპატიე. უკვე დავივიწყე - ზღვისფერი უძირო თვალებით შემომხედა და მზერა ათრთოლებულ ბაგეებზე გამიჩერა. გული გამეწურა ემოციებისაგან. ახლა ყველაზე მეტად მისი სითბო და სიყვარული მჭირდებოდა, მაგრადმ, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ასე მალე, ასე ერთიანად არ მოლბებოდა თაბაგარი.. - მაშინაც კი როცა ჩემზე ბრაზდებოდა, მაშნ როცა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, მაშინ როცა უბრალო კამათი ცხოვრების დანგრევის ტოფასი გვეგონა, ზუსტად მაშინაც კი არ მირიგდებოდა მარტივად, მიუხედავად იმისა რომ არაფერს ვაშავებდი.. დემნას მივეხუტე და სახეზე ღიმილი მომეფინა. - გამახსენდა რომ ჩვენი კამათის მიზეზი უმეტესად მისი ეჭვიანობა იყო. იცოდა რომ არასოდეს გავცვლიდი სხვაში , მაგრამ მისი სიყვარული იმდენად მრავალ გვარი იყო ვერასოდეს ვიგებდი მისი გრძნობების სიღრმის არსს, ხანდახან მეგონა რომ ერთ დღეს მისი სიყვარულის სიჭრელეს და სიძლიერეს ვერ გავუძლებდი, ვერ ავიტანდი და მისგან გავიქცეოდი, მაგრამ ყოველი ასეთი ფიქრის მერე უფრო მეტად მიყვარდებოდა დემნა. - შევიდეთ? გაიყინე მგონი - მის ხმაზე ერთიანად მოვეგე გონს და სიტყვის ამოუღებლად დავუქნიე თავი.
- შევიდეთ, კარგი - დატუქსული ბავშვივით ჩავილუღლუღე და სახლისკენ დავტრიალდი.
საძინებელში გამოხსნილი კარადის წინ გაჩერდა დემნა და კარგა ხანს უყურებდა თავის ტანსაცმელს. რამდენჯერ უოცნებია რომ ასე ეზრუნა მასზე ელენეს, მაგრამ ფიქრი ფიქრად ოცნება კი ოცნებად რჩებოდა..
თაროების ქვეშ შედებულ ჩემოდანს ნელა წაატანა ხელი და თავისკენ მოქაჩა.. უხმაუროდ დადო იატაკზე და მის სიღღმეს დააშტერდა, თითქოს თვალით ზომავდა რის ჩასალაგებლად ეყოფოდა.
- რას აკეთებ? - გაოცებულმა გავხედე დემნას ოთახში შესულმა და გვერდით გავჩერდი..- დემნა, შენ გეკითხები, რას აკეთებ- თქო..
- ვალაგებ. - აუღელვებლად დამიბრუნა პასუხი და თალი თვალში გამიყარა.
- სადმე მივდივართ? - ინტერესით ჩავაჩერდი და ნელა შევახე მკლავზე ხელი.
- მე მივდივარ იქ, საიდანაც ჩამოვედი..
- რა?- გაოგნებულს დამცდა და ცრემლეი მაშნვე ჩამიდგა თვალებშ.
- ელენე არ გინდა, უკან ვბრუნდები ექვსი თვით , მერე ჩამოვალ.
- რას მელაპარაკები ხვდები მაინც? - ევა გადაირევა, კარგი , ჩემზე ა ფიქრობ. კარგი გავიგე რომ ვითომ ეს გაპატიე, სულ არაა გულით პატიება მაგრამ ევამ რა დაგიშავა..
- ევათი ნუ მანიპულირებ. - ცეცხლი აენთო თვალებში და მაგრად მომიჭირა ხელი მკლავზე. - ძალიან დავიღალე, რომ ვერ იაზრებ ისე ძალიან. ევამ იცის რომ უკან ვბრუნდები და ძალიან კარგად იცი რომ გიორგის გამო ჩამოვედი.. ამიტომ არაა საჭირო ეს ყველაფერი ელენე. გაიხედე, ფარდა დაეშვა, არც ტაში და არც ოვაციები არ გაქვს. დავიღალე- დამარცვლით თქვა და ხელი ერთიანად გამიშვა. - იმდენი ვიფიქრე , რა როგორ უნდა გამეკეთებინა, საბოლოო ჯამში აღარ ვიცი რა გავაკეთო. მარტო ყოფნა მინდა, საკუთარ მესთან დარჩენა მინდა, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, ცხოვრებაი პირველად არ ვიცი, არც უშნებოდ შემიძლია და არც შენთან ყოფნა გამომდის ადამიანო - გაბრაზებულმა მიყვირა და საკიდიდან თავისი პერანგები ჩამოხსნა..
- ევა ცოდოა დემნა - ჩემსას ამაოდ არ ვიშლიდი..
- მაშინ არ იყო ცოდო მამის ნახვა რომ უნდოდა? თუ მაშინ არ გეცოდებოდა, მე შენგან განსხვავებით შვილს არ ვატყუებ ელენე, ვილაპარაკეთ ავუხსენი და გამიგო. ნუ მიყურებ დამფრთხალი თვალებით, დიახ გამიგო, იმიტომ რომ ის ჩემი შვილიცაა და გაგების უნარი გააჩნია..
- ჩემზე არ ფიქრობ? მე არ გეცოდები?- უკანასკნელ ხავსს ვეკიდებოდი და ვცდილობდი ცრემლები დამემალა..
- იცი რაზე მეცინება? შენს მიერ დასმული ყველა სიტყვის შემოტრიალება რომ შემიძლია და შენგან მხოლოდ დუმილი რომ მხვდება .. - მოდი ახლა მე გკითხავ, შენ არ გეცოდებოდი? შენ არ ფიქრობდი ჩემზე?
- მართლა აღარ ვიცი რა გავაკეთო, იმასაც ვერ გაჯერებ რომ მიყვარხარ .. - აქამდე დაგუბებულმა ცრემლებმა ერთიანად იფეთქა და ნაკადულად დამედინა ლოყებზე.
- მართალი ხარ, უბრალოდ, შენ შენებური სიყვარული იცი, მუდამ ასეთი უცნაური იყავი , გაიხსენე და მიხვდები რასაც ვამბობ. ჩემი სიყვარული ყოველთვის ზედმეტად ძლიერი იყო შენთვის. მაგრამ მე მიყვარდი, იმიტომ რომ მე ასეთი სიყვარული ვიცი . - და ჩემთვის ესაა სიყვარული - გადაჭრით მითხრა და ზურგი მაქცია.
უკვე კარგად ვხვდებოდი რომ დემნას დარჩენას ვერ მოვახერხებდი, მისთვის აზრის შეცვლა ჩემს ძალებს აღემატებოდა. გული ტკივილისაგან ნაწილებად მეფლითებოდა, ისე მინდოდა ერთხელ მაინც ჩამხუტებოდა, ისე მინდოდა ერთხელ მაინც მეგრძნო მისი სითბო.
აბაზანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.. ერთადერთი ხსნა გრილი წყალი იყო. როგორმე საკუთარი ტკივილისათის უნდა მეჯობნა, ამ ომში წაგებული ისევ მე არ უნდა ვყოფილიყავი.
გაორებული კარის სახელურისკენ ნელა გავწიე ხელი გასაღებად და ვიგრძენი როგორ დამიარა ცივმა ტალღამ სხეულში, ოდნავ გასაგონად დავიჩურჩულე დემნას სახელი და ძალა გამოცლილი ჩავიკეცე.
**
უსაშველოდ გაგრძელებული ყინვების მერე მზე ერთიანად ანათებდა მთელი ძალით.
სხეულში სასიამოვნოდ მივლიდა სითბო და თვალებდახუჭული ვეფიცხებოდი მზის სხივებს. ჰაერში გაზაფხულის გრილი სურნელი იგრძნობოდა და გული უფრო მეტად მევსებოდა ბედნიერებით..
მთელი კვირა დამჭირდა იმ სიმართლისათვის ჩამეხედა თვალებში რაც ახლა ხდებოდა.. თავში უამრავი კითხვა მომდიოდა , საკუთარ თავთან დიალოგში ისე ღღმად შევდიოდი ბოლოს კამათში გადასული მოვდიოდი გონს. „ იქნებ ასე ჯობია, იქნებ უკეთესიც იყოს, ყველაფერი დალაგდება, ამაზე ნერვიულობა არ ღირს“ - საკუთარ მეს ვამშვიდებდი და ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევდი.
არასოდეს მიყვარდა გაზაფხული, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ახალი წლის დასაწყისად მიიჩნევდა დედაჩემი, მარტს ახალი იმედები მოჰქონდა მასთან. მე კიდევ მძულდა, იქნებ იმიტომ რომ ახალი ცხოვრების დაწყების მუდამ მეშინოდა, საოცარი შიში მდევდა თან, მშობლების დაკარგვის მერე ახალი ცხოვრების დაწყება ჩემთის ტკივილის მომტანი იყო, მას მერე ყველაფრსი წინ გადადგმულის მეშინოდა.
ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდ ამყარი გადაწყვეტილების მიღება, ახლა უნდა ამერჩია სწორი გზა, ახლა იგივე შეცდომა არ უნდა დამეშვა, რადგან ვიცოდი იგივე გზაზე სიარული სავალალო შედეგამდე მიმიყვანდა..
ტელეფონის ანთებულ ეკრანს დავხედე , სამი მარტი იყო, ზუსტად სამი საათი...
ოდნავ გამეღიმა , საკუთარ თავზე და საკუთარ ქცევაზე, მაგრამ სწრაფად წამოვხტი დივნიდან და კიბეები სირბილით ავიარე. სარკის წინ დადებულ ყუთს ხელი დავავლე და პირველად ვიგრძენი ძალა, საოცარი ძალა რომ წინ წავსულიყავი და ცხოვრება შემეცვალა..
- დე სად მიდიხარ?- კიბეებზე ჩასულს ევა წინ გადამიდგა და პატარა ხელები შემომხვია წელზე..
- მამას მოვიყვან და მოვალ - სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და მის წინ დავიმუხლე..
- მამა რომ მიდის დაგავიწდა? - ზღვისფერი თვალები კიდევ უფრო აემღვრა და ცრემლით აევსო.
- მახსოვს დედიკო , ამიტომ გპირდები , მამას მოვიყვან და მოვალ. ნანა მოვა ახლა და მარტო არ იქნები.
- მართლა მოიყვან?- მპირდები დედა? - სიხარულით შემოჰკრა ტაში და ლოყაზე მაკოცა.
- გპირდები რომ მოვიყავნ. ამჯერად მამაშენი არსად წავა - სრულიად დამაჯერებლად ვთქვი და სირბილით წავედი მანქანისკენ.
უამრავი ადამიანი ირეოდა აეროპორტში. ვიცოდი დემნას მოძებნა მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, როგორმე უნდა მეპოვა. მისი რეისის გასვლამდე მთელი საათი მქონდა..
აფართხალებულ გულზე მაგრად მივიჭირე ხელი და არწივივით მოვავლე მზერა სივრცეს.. ფანჯარასთან იდგა, ისე როგორც უყვარდა, იდგა და რაღაცაზე ისე ფიქრობდა მისკენ მიმავალს ვერც კი მამჩნევდა. ფრთხილად შევახე ხელი მხარზე და მის უძირო თვალებში ერთიანად დავინახე, გაოცება , შიში და ბედნიერება..
- ელენე რა მოხდა? ევა კარგადაა? - დამფრთხალმა მითხრა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- გადასარევად - ღიმილით ვუთხარი და სკამზე ჩამოვსვი..
- აქ რა გინდა? ამიხსენი, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ამაზე, ძალიან გთხოვ წასვლის წინ ნუ გამაგიჟებ ..
- დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად მოვედი .
- ძალიან დაგაგვიანდა - სიცილით მითხრა და წამოსადგომად მოემზადა რომ მუხლზე ხელი დავადე და გავაჩერე..
- მისმინე, შენ ხომ ამბობდი-ხოლმე , ღმერთი ორ შანსს ყველას აძლევსო.
- მე შენ ორი კი არა ოცდაორი შანსი მოგეცი და მეორეც მე ღმერთი არ ვარ..
- დემნა. ევას დამალვა არ მაპატიე და ამისთის დავისაჯე, თანაც ისე დავისაჯე რომ დარჩენილი ცხოვრება სანანებლად, ვიცი რომ ევაც დავტანჯე და მისი წლები აუხდენელ ნატვრაში გავატარე, მაგრამ ძალიან გთხოვ ,ახლა შენ დგახარ არჩევანის წინაშე.
- რა არჩევანის გოგო, მე არჩევანს არ ვაკეთებ , თუ გგონია წავალ და ევას მივატოვებ ძალიან ცდები- გაბრაზება შეერია და ფეხზე წამოხტა.
- არა, შენ ახლა ახალი ცხოვრების და ახალი არჩევანის წინაშე დგახარ. შენ როდესაც ხელი ჩამომიწოდე მე არ გამოგყევი და ვნანობ, ვნანობ მაგრამ ევამ ეს სინანული გადამატანინა. ახლა ცხოვრება მეორე შანსს გვაძლევს დემნა, ახლა მ გიწვდი ხელს, მაგრამ იცი რა არის სასაცილო? შენ რომ ხელი არ ჩამკიდო და წახვიდე, მე ცხოვრება ისევ დამიტოვებს შენს ნაწილს, შენ კი ისევ შორიდან მოგიწევს მისი ყურება - სლუკუნით ვუთხარი და მისი ფერწასული სახის დანახვაზე უარესად დავფრთხი.
- ორსულად ხარ? - ძლივს ამოიხავლა და ზურგი მაქცია. ხელები მაგრად მიიჭირა თავზე და როგორც სჩვევია ალმაცერად გამომხედა. - შანსი არაა,ელენე თქვი რამე.
- მამა გახდები, უკვე მეორედ და ისევ შორიდან - სლუკუნს ცრემლები მივაყოლე და ხელის გულებით დავიფარე თვალები.. - მოულოდნელად ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს მუცელზე და მივხვდი რომ დემნა აღარსად წავიდოდა, იმ წამს მივხვდი რომ ჩემი შვილები ჩემი ცხოვრების ანგელოზები იყვნენ, ევამ დაკარგული სიყვარული დამიბრუნა, ჯერ არ დაბადებულმა ანგელოზმა კი ის შემინარჩუნა..
- მიყვარხართ ძალიან - ყურთან ცხელი ბაგეები მომიტანა და მკერდზე აბუზული ჩიტივით მიმიკრა..



№1 სტუმარი Qeti qimucadze

მადლობა თუკაა. წავიკითხე როგორც კი დაასრულე... ლოდინის ნერვები აღარ შემრჩა. არვიცი რაუნდა ვთქვა. მომენატრა შენებური პერსონაჟები. ზედმეტად რეალურები და მრავალფეროვანები. ოღონდ დემნას და ელენეს ვერაფერი ვერ გავუგე. ისტორია სრულყოფილია. და ვაი რომ არსებობენ ასეთი ტიპაჟები. ბევრს რომ გაპატიებ და მერე წვრილმანიც კი ვერ გადაუხარშავთ. არ იციან რაუნდათ. უყვართ და არუნდათ დათ.ობაზე წასვლაა. ვფიქრობ ბოლომდე ვერ აპატიეს ერთმანეთს და ამის ბრალია. იმედია მეორე ბავშვი გაამტკიანებს მათ ოჯახს. ისე ნერვები მეშლებოდა. რომ შემძლებოდა შევიდოდი ისტორიაში და მოვუგვარებდი პრობლემებს. ძალით ართულებდნენ ყველაფერს. ვერ ისწავლეს გულწრფელი საუბარი და ამის ბრალია ალბათ არვიცი
მადლობა ბედნიერი წუთებითვის და გელოდებით. მალე დაგვიბდუნდი და დიდი მადლობა ბედნიერი დასასრულისთვისს. ნეგატივმა რეალობაშიც დამღალააა

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

საკუთარი ტკივილით კაიფი ...

 


№3 სტუმარი ნესტან

თუ ცხოვრებამ მეორე შანსი მისცათ იმედია გამოიყენებენ მაგრამ რაა არის ესეთი ერთმანეთის დატანჯავს მომეწონა ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წინასწარ

 


№4  offline ადმინი თუკა

ნესტან
თუ ცხოვრებამ მეორე შანსი მისცათ იმედია გამოიყენებენ მაგრამ რაა არის ესეთი ერთმანეთის დატანჯავს მომეწონა ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წინასწარ

იმედია გამოიყენებენ მეორე შანს , მე ასე დავტოვე რომ გამოსწორდებიან.

Qeti qimucadze
მადლობა თუკაა. წავიკითხე როგორც კი დაასრულე... ლოდინის ნერვები აღარ შემრჩა. არვიცი რაუნდა ვთქვა. მომენატრა შენებური პერსონაჟები. ზედმეტად რეალურები და მრავალფეროვანები. ოღონდ დემნას და ელენეს ვერაფერი ვერ გავუგე. ისტორია სრულყოფილია. და ვაი რომ არსებობენ ასეთი ტიპაჟები. ბევრს რომ გაპატიებ და მერე წვრილმანიც კი ვერ გადაუხარშავთ. არ იციან რაუნდათ. უყვართ და არუნდათ დათ.ობაზე წასვლაა. ვფიქრობ ბოლომდე ვერ აპატიეს ერთმანეთს და ამის ბრალია. იმედია მეორე ბავშვი გაამტკიანებს მათ ოჯახს. ისე ნერვები მეშლებოდა. რომ შემძლებოდა შევიდოდი ისტორიაში და მოვუგვარებდი პრობლემებს. ძალით ართულებდნენ ყველაფერს. ვერ ისწავლეს გულწრფელი საუბარი და ამის ბრალია ალბათ არვიცი
მადლობა ბედნიერი წუთებითვის და გელოდებით. მალე დაგვიბდუნდი და დიდი მადლობა ბედნიერი დასასრულისთვისს. ნეგატივმა რეალობაშიც დამღალააა

ქეთი როცა ამ ისტორიას ვწერდი იმდენი ვიფიქრე რა როგორ უნდა დამეწერა. და მივხვდი რომ ზუსტად ელენეს ნაირი ადამიანი არსებობდა ჩემს გარშენო. ცოტა ჯიუტი, დაუფიქრებელი. ხოდა ასე შევქმენი ელენე. საბოლოო ჯამში ასეთ ქალს თავისნაირი კაცი უნდოდა და დემნას გავაჯიუტე.. :))))

სტუმარი nina
საკუთარი ტკივილით კაიფი ...

მართალია საკუთარი ტკივილით ბევრი კაიფობს დღეს
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი მე

მომეწონა და მინდა თქვენი ნაწარმოებები ვნახო,მაგრამ არ ვიცი როგორ და სად.იქნებ გამარკვიოთ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი არ დავაკვირდი დასასრული რომ იყო ძალიან მინდოდა წამეკითხა მომეწონა დასასრული იმედია ახალი ნაწარმოებს მალე დადებთ მადლობა წარმატებები ????????????

 


№7  offline ადმინი თუკა

მე
მომეწონა და მინდა თქვენი ნაწარმოებები ვნახო,მაგრამ არ ვიცი როგორ და სად.იქნებ გამარკვიოთ

ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე ნახოთ .
http://tukasblogwordpress.com.ge/

სტუმარი ნესტანი
კი არ დავაკვირდი დასასრული რომ იყო ძალიან მინდოდა წამეკითხა მომეწონა დასასრული იმედია ახალი ნაწარმოებს მალე დადებთ მადლობა წარმატებები ????????????

იმედია მალე დავწერ და დავდებ.. ჯერ კიდევ წეის პროცესში ვარ. ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ მოგეწონათ .
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent