გაყიდული სხეული “12“
* * * ისე სწრაფად განვლო დღებმა,რომ ვერც კი გაიაზრა ელენემ,როგორ მოახლოვდა ქორწილის დრო.მათ თანაცხოვრებას ერთი დღე აბრკოლებდა. მან ჯერაც არ იცოდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა მშობლებს სიმართლე რომ არ გაუმხილა,მაგრამ ისიც ფაქტია რომ არც ისე მარტივია თქვა ის რაც იცი რომ შენთვის ძვირფას ადამიანებს გულს ატკენს.საბოლოოდ მაშიმ გაერკვევა ელენე საქციელის სისწორეში,როცა ყველა გაიგებს მის სიმართლეს.. კაბის რჩევით გადაღლილი დივანზე მიწვა და მიეძინა კიდეც,ამასობაში დამიანე შემოვიდა ჰოლში და მძინარე ელენე რომ დაინახა უკან გაბრუნება გადაწყვიტა,მაგრამ უკვე გამოღვიძებული ელენეს ხმამ შეაჩერა,რაც ქორწილი დაინიშნა მათ პირისპირ აღარ უსაუბრიათ დაელენეს ძალიან აინტერესებს დამიანეს აზრი დაჩქარებულ ქორწინებაზე.დივნიდან ძლივს წამოდგა და ლასლასით მიუახლოვდა,ზანტად ასწია თავი და თვალებში ჩააცქერდა. -გინდა?-ჰკითხა ეჭვნარევი ხმით ისე რომ მზერა არ მოურიდებია,დამიანე დაიბნა,გაკვირვებულმა შეათვალიერა აღელვებული ქალი და ღრმად შეისუნქა ჰაერი. -რაზე მეკითხები?-კითხვაზე კითხითვე მიმართა მან და ქალის მტევნისკენ წაიღო ხელი,უნდოდა მოეკიდა,იმ წუთს ძალიან ნაზად გამოიყურებოდა,მოკიდა კიდეც და სახისკენ წაიღო,ამას ისე გაუაზრებლად აკეთებდა,როდესაც მისი ბაგე ელენეს კანს უნდა შეხებოდა შეკრთა და საკუთარი საქციელით შეწუხებულმა ხელი უშვა,ისე რომ ქალის კანმა მისი სუნქვა იგრძნო,აღელვებული და შერცხვენილი დამიანე ერთიანად წამოწითლდა.მისდა გასაკვირად ელენეს ხმა არ ამოუღია ამ ქმედებაზე,მაგრამ სახეზე შეეტყო რომ არ მოეწონა,თუმცა ესიამოვნა,რის დაფარვაც მის კანზე დაყრილმა ბუსუსებმა ვერ დაფარეს და გაცხადდნენ. -სისულელეებს გირჩევნია კითხვაზე გამცე პასუხი,გინდა რომ ვიქორწინოთ?-მისმა ნათქვამმა დამიანე ცოტა გააღიზიანა კიდეც და შუბლი შეეჭმუხნა -რას ქვია მინდა,აქამდე მოვედით და ახლა,უეცრად დავკრა ფეხი და გავვარდე?-დასერიოზულებულმა,ცოტახანში ხარხარი ატეხა,-ხანდახან მინდა რომ მაგრად მიგტყეპო -მიმტყეპო?-წარბები აზიდა ელენემ -დიახ,არ მოგესმა,ისეთ უაზრობებზე მელაპარაკები რომ კარგი საცემი ხარ,-ხარხარი შეწყვიტა და ზუსტად იმ ადგილზე დაჯდა,სადაც წუთის წინ ელენე და საზურგეს მიეყრდნო,-დავიღალე,-ამოიოხრა მან და თვალები მილულა,-შენთან საუბარმაც კი დამღალა,ეს უნდა ჩავინიშნო -რა გეშველება?!-უხეშად მიუგო ელენემ და ეჭვით შეავლო თვალი,მერე თავადაც ჩამოჯდა მის პირდაპირ და დაძინება სცადა,მაგრამ თვალები მაინც ეპარებოდნენ დამიანესკენ,თითქოს წინააღმდეგობას ვერ უწევდა მათ მოძრაობას და სურვილს ეყურებინათ მძინარე მამაკაცისთვის. -რავიცი შენ მომყავხარ ცოლად და ალბათ,არაფერი,-თვალებდახუჭულმა გასცა პასუხი და ხელები მუცელზე დაიწყო,-არ გეწყინოს,-დააყოლა თითქმის ჩურჩულით და ცალი თვალი გაახილა,ელენე შეამოწმა და ისევ დახუჭა. -ნეტავ ვინ გაძალებს?-აგრძელებდნენ თვალდახუჭული საუბარს -მე რავიცი,რატომ შემომიჩნდი რა გინდოდა,ჩემთვის ვიყავი მშვიდად,წყნარად,მოსაბეზრებლად,მაგრამ ამას მაინც ჯობდა -არ გაკავებ,-თვალები დააჭყიტა ელენემ და გაბრაზებული წამოვარდა სავარძლიდან,-ხანდახან მგონია რომ სპეციალურად მამწარებ რომ სულ ცუდ ხასიათზე ვიყო -შენი უჟმური ხასიათი მე ნუ დამბრალდება,შევთანხმდეთ?-წამოდგა დამაინეც,-და ძილი თუ გინდა წადი ოთახში დაიძინე -შენ კი შენს სახლში წადი,-ზურგი აქცია ელენემ -მივდივარ,-დაუბღვირა დამიანემ და შემოსასვლელისკენ დაიძრა,მაგრამ დემნას ხმამ დააფრთხო და ოთახისკენ წავიდა,პატარას გაღვიძებოდა და მარტო მყოფს,შეშინებულს,ბევრი უტირია,საჩქაროდ ამოსვა საწოლიდან და გულზე მიიხუტა,-აქ ვარ,პატარავ!-დაამშვიდა დამიანემ ბავშვი და გაიყავან ჰოლში,-რომ წავიდე მიხედავ?-ჰკითხა ელენეს და დემნა გაუწოდა,-გამომართვი,დედიკო,მამიკო უნდა წავიდეს,-დაეჭყანა და როდესაც დემნა ელენეს ხელში აღმოჩნდა,დამიანე მშვიდად გავიდა სახლიდან.ელენე მიაცქერდა დემნას და ბავშვიც ინტერესით აკვირდებოდა,განა მას არამედ მის თმაში ჩამაგრებულ სამაგრს,რომელზეც თვლები იყო დატანებული,მოწონებული ნივთისკენ წაიღო ხელი რომ ნადავლი ხელში აეღო,მაგრამ ელენემ სიმწრით იმხელაზე იკივლა,როდესაც დემნამ თმაც მიაყოლა,რომ ბავშვი შეკრთა და გაშეშდა. -ატა,-წარმოთქვა მან და ხელი უშვა ელენეს -ატა ხო ატა,-გაიმეორა თმა აწეწილმა ელენემ და ბუზღუნით შევიდა სამზარეულოში,-ატა,წყალი გინდა?-ჰკითხა დემნას,როცა ონკანთან შეჩერდნენ -ატა,-მიუგო დემნამ,ისევ “ატა“ და აკისკისდა. -კარგი მე დავლევ,-მიუგო და ჭიქა გადმოიღო,წყლით შეავსო და რომ უნდა დაელია დემნამ ხელი აუკრა და ჭიქა იატაკზე ნამსხვრევებად იქცა,-ატა,-ისე მიმართა თითქოს დემნა კიარა ატა რქმეოდა -ატა,-გაიმეორა ისევ დემნამ და იატაკისკენ წაიღო თავი,რომ თავისი ნამოქმედარი დაენახა და მერე სიცილი აუტყდა,თან სახეზე ისე აიფარა ხელები,თითქოს თავი დამნაშავედ იგრძნო,მერე მოიღუშა კიდეც. -აღარ მინდა წყალი,-ბუზღუნით გამობრუნდა ისევ ელენე სამზარეულოდან და ოთახს მიაშურა,-არ გინდა რომ ისევ დაიძინო?-შესთავაზა გონივრულად დემნას,მან კი თავი გააქნია და ხელები მომუჭა,-გარეთ გავიდეთ?-ამის კითხვაზე ისეთი რეაქცია მიიღო დემნამ რომ გეგონება ესმოდა ელენეს შეთავაზება,-კარგი ჩავიცვათ და წავიდეთ,-ცოტახნით სანდო ადგილზე დასვა და თავად ჩაცმა დაიწყო,მალევე გამოეწყო და ჯერი დემნაზე დადგა,მასაც ჩააცვა და სახლიდან გავიდნენ. * * * -საით?-ქუჩაში გასულებს ნინელი შეხვდათ -სასეირნოდ,-გასცა პასუხი ელენემ -არ შესცივდეს,-მიუგო ნინელიმ და პარკიდან კაშნე ამოიღო,-ძალიან მომეწონა და ვიფიქრე დემნას მოუხდებოდა,-შემოახვია ნაქსოვი კაშნე პატარას და ლოყაზე აკოცა,-ჭკუით,-დაარიგა ერთი სიტყვით და სადარბაზოში შევიდა,ელენემ და დემნამ კი სვლა განაგრძეს და სკვერში შევიდნენ,გარშემო ყველაფერი დათოვლილიყო და უამრავი ადამიანი საგუნდაოდ იყო გამოფენილი. -ნახე დე,-გაუაზრებლად წარმოთქვა მან და ენაზე მწარედ იკბინა,-დემნა,-შეასწორა თავისი შეცდომა,-ნახე როგორ გუნდაობენ ბავშვები,შენც რომ გაიზრდები ბევრი ვიგუნდაოთ,-ბავშვი თვალს არ აცილებდა გარშემო მორბენალ ბავშვებს და ყველა ნასროლ გუნდას თვალს აყოლებდა,აინტერესებდა ვის მოხვდებოდა, ან, სად დაეცემოდა,-ნახე თოვლში ჩაწვნენ,-თქვა თავადაც აღტაცებულმა და თოვლში ჩაწოლის სურვილით შეპყრობილმა,-ბავშვობაში მეც ვწვებოდი და ღრუბლებში ვიყურებოდი,-ისე ესაუბრებოდა დემნას,თითქოს მისგან თანაგრძნობას ელოდა,-შენ ხომ ყველაზე სუფთა და წმინდა ხარ,როგორც ეს თოვლი იყო გუშინ ღამით,სანამ გათენდებოდა და ხალხი გადათელავდა,შენც რომ გაიზრდები მიხვდები რა ცხოვრება გვაქვს ადამიანებს და საერთოდ რატომ ვართ ადამიანები ამ სამყაროში,-დემნამ მზერა მოარიდა ბავშვებს და ელენეს შეხედა. -ატა,-ისევ ეს ელენესთვის გაუგებარი ასოები წარმოთქვა და ხელი მისი სახისკენ წაიღო. -მგონი ,თქვენ უფრო მეტი გესმით ვიდრე ჩვენ,უფროსებს,-დამწუხრებული სახით დახედა დემნას და შუბლზე აკოცა,-ახლა უკვე ვხვდები რატომ აძლიერებს დამიანეს შენი არსებობა,-თქვა მან და პატარას გაუცინა. -რატომ გამოხვედით?-უეცრად მოესმა ხმა ზურგს უკან და შემკრთალი შებრუნდა,-არ მელოდი?-სიცილით მიუახლოვდა დამიანე და ელენეს გააკანკალა,შეშინდა ვაითუ დიდი ხნის მოსულია და ჩემ საუბარი მოისმინაო,გაიფიქრა და აღელვებული წამოდგა,-რამ შეგაშინა?-ხელი დაადო მხარზე დამიანემ და ისევ დასვა,-მე?-ჰკითხა ისევ და გვერდით მიჯდა მათ. -არაფერია,-გასცა პასუხი ყოყმანით ელენემ და დემნას შეხედა. -როგორ თუ არაფერი,ჩემმა ხმამ უჩვეულოდ შეგაშინა,აქამდე მზგავსი არ მომხდარა,-ინტერესით მიაცქერდა -მოულოდნელად მოხვედი და შემეშინდებოდა აბა ხტუნვას და ცეკვას ხოარ დავიწყებდი,-შეუბღვირა ელენემ -კარგი,-მიუგო დამიანემ და ხელები გაიშვირა,-მოდი,დემნა ჩემთან,-ლოყაზე მსუბუქად უჩმიტა,-ელენეს შენი სიახლოვე დიდად არ უყვარს ხოიცი -შენ რა იცი?-გაბრაზდა ელენე,-რატომ ატყუებ? -არ ვატყუებ,-გამოართვა დემნა,-არ გიყვარს -მიყვარს,-წამოვარდა ელენე,-დემნასნაირი ბავშვი როგორ არ უნდა მიყვარდეს -არ ვიცი,მე ასე მგონია -ცდები -როცა ქმარი არ გიყვარს,არც მისი დის შვილი გეყვარება. -ვერ გავიგე -დაივიწყე! პ.ს იმედია არ დამიწუნებთ. ველი შეფასებას ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.