ლიმონესი
მშვიდი ძილით ეძინა, მარადმწვანე ხეებით შევსებულ ტყეს, ჩვეული სილამაზით. ეძინა პატარა ტბასაც, რომელსაც მოციმციმე ვარსკვლავების მშვენება, ხარბად და ეგოისტურად მოეპარა. მის გარშემო კი, ნაძვები ისე მედგრად დამდგარიყვნენ, თითქოს მისი უდანაშაულობის და უმანკოების დაცვა გადაეწყვიტათ. ირგვლივ ბალახის შრიალის ხმაც, არ ისმოდა, ზაფხულის თბილი ნიავი ნაზად, რომ შეარხევს ხოლმე. მობზინავ ტბასთან და მის მცველ ხეებთან, პატარა ხის სახლის ფანჯრებში,მთვარის სინათლე თამამად შეჭრილიყო და თეთრ ზეწრებში ჩასვენებულ, ანგელოზურად ნატიფ არსებას, სუსტ სხეულზე ნაზად დასთამაშებდა. სელენე მართლაც, რომ ანგელოზს მოგაგონებდათ. დაკარგულ ანგელოზს, რომელიც მხოლოდ თავის ფიქრებთან ერთად, ხის სახლში მარტოდმარტო ცხოვრობდა. ძილი, ეს იყო ერთადერთი ხანმოკლე მომენტი, როცა ფიქრი არ სტანჯავდა, არ სტანჯავდა თავისივე თავი, მაგრამ როცა იყო ღამე და იყო უძილობა, ის ყველაზე მძაფრად ამ დროს განიცდიდა ტკივილს, ტანჯვას, მარტოობას, საკუთარი თავის არასრულფასოვნებას და ყველაფერს, რითიც მხოლოდ, თავის თავს აყენებდა ზიანს. ამ ღამით, კი მშვიდი ძილით ეძინა სელენეს, ჩვეული სილამაზით და თითქოს ტყეც მისთვის გაჩუმებულიყო. * * * უცვლელი და მარადიული, არაფერია დედამიწაზე, მათ შორის, არც ადამიანის გრძნობები. ყველაფერი რასაც ვგრძნობთ, ადრე თუ გვიან, დროის გასვლასთან ერთად, გრადაციას განიცდის. გრადაციას, სუსტი გრძნობიდან - ძლიერ გრძნობამდე, ან პირიქით. და რა თქმა უნდა სამარადისო, არც მშვიდი ღამე აღმოჩნდა. ცა ამჯერად თეთრი მაქმანიანი, ცისფერი კაბით შეიმოსა. გაიღვიძა ტყემ, გაიღვიძა სელენემ და დაუბრუნდა ერთფეროვან, მოსაწყენ რეალობას. მანამ სანამ ძილის ტრავმიდან სრულიად გამოვიდოდა, იწვა ხოლმე პირაღმა და ფიქრობდა, ნებისმიერ რამეზე, ეს კი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ მასთან ერთად, მომენტალურად, რომელი თავისივე პიროვნება გაახელდა თვალს პირველი. გაიღვიძა სევდიანმა სელენემ და ფიქრობდა თავის მარტოობაზე, რომელიც ამავდროულად თავისუფლების, სასიამოვნო შეგრძნებას ანიჭებდა, ფიქრობდა თავისი თავის სპეციფიკურობაზე, რომელიც ასევე სხვებისგან ძალიან გამოარჩევდა. უნდოდა ერთ დღესაც, როდესაც თვალს გაახელდა დაენახა, ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც სელენეს ყველა გრძნობის გამომწვევი, თავად იქნებოდა. მიაწვდიდა მის საყვარელ შავ, მწარე ყავას და ამ არომატს თავისი კოცნით დაატკბობდა. წარმოიდგენდა, როგორი ბედნიერი იქნებოდა ამ დროს, როგორ მნიშვნელოვნად იგრძნობდა თავს, როცა მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და ძვირფასი იქნებოდა ვიღაცისთვის. დაიკარგებოდა სელენე ფიქრებში, წარმოსახვებში, მერე სწრაფადვე გამოიფხიზლებდა თავს, წამოდგებოდა საწოლიდან, გადაავლებდა თვალს, იმ მომენტში, თავისთვის ყველაფერზე ძვირფას და ღირებულ სახლს, სახეზე სევდიანი ღიმილი მოეფინებოდა როგორც ახლა და გაიფიქრებდა : - “ აი კიდევ ერთი უაზრო დღეც! “ ერთხანს თავის ფერდაკარგულ, სუსტ ფეხებს, მიაშტერდა, მერე მთლიანად წამოდგა და ზლაზვნით, მაგრამ მსუბუქად სარკესთან მივიდა. სარკეში დაინახა ადამიანი, რომელიც მომაკვდავი გამომეტყველებით უყურებდა, უყურებდა და აკვირდებოდა, მის არაფრისმთქმელ, ჩაშავებულ, მწვანე თვალებს, თეთრ ყელს და ლავიწებს, მკერდს და მასზე ჩამოშლილ ოქროსფერ თმას. სელენემ რატომღაც შიში იგრძნო, მოშორდა სარკეს, ჩაიცვა, თმა უბრალოდ აიკეცა და სამზარეულოსკენ გაემართა. რა თქმა უნდა, დილით, პირველ რიგში, ყავის მწარე და სასიამოვნო არომატი უნდა შეეგრძნო. ცისფერ ორნამენტებიან, ფაიფურის ფინჯანში ჩამოასხა ყავა, თავისივე ლამბაქზე, დაალაგა დაჭრილი ლიმონი, ასე გამორჩეულად, რომ უყვარდა და ერთ ხელში - ყავიანი ფინჯნით, ხოლო მეორე ხელში - ლიმონიანი ლამბაქით, ეზოში გავიდა, მაგიდასთან ჩამოჯდა, ტყეს გადაავლო თვალი და ყავის პირველი, განსაკუთრებულად არომატული ყლუპიც გადაყლაპა. * * * ვერ გაგიცრუებენ იმედს, თუ საერთოდ არ გექნება ის! რადგანაც სელენე, თავის თავს ძალიან კარგად იცნობს და იცის, თავისი ხასიათის ცვალებადობის შესახებ, მას არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის იმედიც არ გააჩნია. გარშემო არსებულ სიტუაციას, ყოველთვის სხვისი თვალით, სადღაც შორიდან უყურებს. ასე მეტად მარტივია, რადგან სხვა ადამიანი, ვერასდროს აღიქვამს და განიცდის შენს გარემოებას ისე, როგორც შენ იმ მომენტში. “მესმის შენი” შეიძლება ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ანაღვლებ, ეცადოს რომ შენს ადგილას წარმოიდგინოს თავი, მაგრამ განიცადოს ის, რასაც შენ გრძნობ და განიცდი… განა შესაძლებელია? არა, რა თქმა უნდა! ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად გრძნობს, ყველას თავისი აზრი, შეხედულება და ემოციები გააჩნია, იმ ადამიანების კატეგორიას, კი რომლებსაც ეზარებათ, ან არ შესწევთ უნარი ჰქონდეთ თავიანთი პიროვნება, უბრალოდ ეთანხმებიან სხვებს. * * * სელენემ ფიქრისას გადაწყვიტა, რომ დღეს რაიმე ლამაზი დაეხატა, რადგან უცნაური გრძნობა ჰქონდა, თითქოს არ იყო ეს დღე, სხვა დღეების მსგავსი. შევიდა სახლში მიუჯდა ფანჯარასთან მდგარ მოლბერტს და როგორც ყოველთვის, ჯერ ფანქრით მონახაზის გაკეთება დაიწყო. სელენეს სახლში ბევრი მცენარე ჰქონდა, უყვარდა მათზე ზრუნვა, უყვარდა მათი სინაზე. კედლები, კი თავისივე ნახატებით ჰქონდა გალამაზებული, სახლში რაც ყოველთვის იცვლებოდა, ეს მხოლოდ ნახატები იყო, ის თავისი ხასიათის მდგომარეობიდან გამომდინარე ცვლიდა მათ. ცოტახანში მთლიან ტილოზე, პატარა სახლის მონახაზი გაჩნდა, სელენეს უნდოდა დაეხატა თავისი სახლი საიდანაც გამოვიდოდა თბილი სინათლე, რომელიც ბნელ და იდუმალ ტყესაც კი გაათბობდა. საღებავებს თვალი გადაავლო და სწორედ ის საღებავი აკლდა, რომლითაც ნახატისთვის, ასეთ მნიშვნელოვან შტრიხს, სინათლეს დახატავდა. “ ზედმეტად ბევრი ლიმონი დამიხატავს… “ ჩაილაპარაკა ღიმილით და სწორედ იმ ნახატებს გახედა, რომლებიც გაახსენდა. სელენეს ნახატის დაუსრულებლად დატოვება არ უყვარდა, ამიტომ ორ საათიანი მგზავრობა, ქალაქში წასვლა, საღებავის ყიდვა და მშობლების მონახულებაც გადაწყვიტა. ჩაჯდა მანქანაში, პირველ რიგში ჩართო მუსიკა და შემდეგ გაუყვა მანქანით გაკვალულ გზას, მომენტში ცას ახედა, ზუსტად ისეთი ამინდი იყო როგორიც ძალიან უყვარდა, მოღრუბლული, ბნელი და შორს თუ გაიხედებოდი დაინახავდი კიდეც, როგორ უახლოვდებოდა აქაურობას წვიმა და ჭექა-ქუხილი, იმის მიუხედავად რომ დილით მზე ისე ანათებდა, ვერც იფიქრებდით, თუ ასე შეიცვლებოდა ამინდი. სელენემ მანქანა კორპუსთან გააჩერა და სადარბაზოში შევიდა, სძულდა ეს გარემო, სძულდა ეს ნაცნობი სურნელი, სძულდა ის დრო და მოგონებები, რომელიც აქ ყოფნას ახსენებდა. როგორც იქნა მივიდა სახლის კარამდე და დააკაკუნა. მალევე გააღო კარი სელენეს დედამ, თითქოს ელოდებოდა კიდეც თავის შვილს. - სელენე ! ქალის სიხარულით, სიყვარულით და სითბოთი აღსავსე თვალებს საზღვრები არ ჰქონდა. სელენესაც მთელი სხეული გაუთბა დედის გახარებული ხმის გაგონებაზე და მაშინვე გადაეხვია მას. - მოიწყინეთ უჩემოდ? სელენე სიცილით შევიდა სახლში და ახლა მამამისს ჩაეხუტა. - აბა, არ მოვიწყენდით გოგო? - ხშირად რომ მოვიდე, ასე ემოციურ დახვედრას, ხომ აღარ მომიწყობთ სელენე ღიმილს არ იშორებდა სახიდან. - რაღაც უნდა მეყიდა და შემოვიარე - მე კიდე კინაღამ ვიფიქრე, რომ მოგენატრეთ უთხრა მამამ ხუმრობით, მაგრამ ნაწყენი ხმით. - მე სულ მენატრებით - მაშინ დარჩი - ახალი რა მოხდა, ჩემი არ ყოფნის დროს? სელენემ სცადა შეუმჩნევლად გადაეტანა საუბარი, მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა. რამდენიმე საათი გაჩერდა მშობლებთან, ბევრი რამე გაიხსენეს, ბევრ რამეზე ისაუბრეს, ბოლოს, კი მაინც მოვიდა სელენეს წასვლის დროც. - სელენე დარჩი რა - დედა ხო იცი, რომ ვერ ვიტან აქაურობას - ვიცი ხო, მაგრამ ერთი ღამით, რა მოგივა სელენემ დედას უკამყოფილო სახით გახედა, თვალები აატრიალა, გასასვლელიდან ისევ მისაღებისკენ წავიდა და დივანში მოწყვეტით ჩაწვა. - რჩები ხო? - მარტო დღეს! ეს გარემო, ეს ოთახი, ხედი ფანჯრიდან, ყველაფერი აღიზიანებდა სელენეს, არ უნდოდა აქ ყოფნა, მაგრამ მშობლებს ვერ აწყენინებდა. საწოლიდან უკვე მეხუთედ წამოდგა და აივნის კარში ჩამოჯდა, ღრუბლები ისევ გაფანტულიყვნენ და ამჯერად ცაზე, მარგალიტის მსგავსი, თეთრი მთვარე ანათებდა, შეხედა მას და გაიფიქრა, რომ სასიამოვნო მაინც არსებობდა, რაღაც ამ ღამეში. ბევრი ცდის შემდეგ ისევ ვერ დაიძინა, ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოსკენ, შემთხვევით წითელი ღვინო იპოვა და გადაწყვიტა ცოტა დაელია. - როგორ ფიქრობ, უცნაური ვარ? იჯდა აივანზე სელენე, ღვინით სავსე ჭიქით ხელში, ისევ მთვარეს უყურებდა და მას ელაპარაკებოდა, მხოლოდ მთვარე იყო თავისი მესაიდუმლე, მხოლოდ ის იყო მის გვერდით, ამ ღამის მსგავსი, ღამეების დროს. - ნეტა ახლა ჩემს გარდა, თუ გელაპარაკება ვინმე. მართლაც აინტერესებდა სელენეს ეს ფაქტი, ფიქრობდა, რომ ყველაზე კარგად, თავის მსგავს ადამიანს გაუგებდა და იცოდა, რომ ზუსტად მისნაირი, თუ არა მსგავსი მაინც არსებობდა სადღაც. - მარტო შენ მყავხარ, ვისაც ამდენს ველაპარაკები იცი? და მოკლე პაუზის შემდეგ გაეცინა - რა თქმა უნდა იცი! აბა ვინ იცის?! არავინ არაფერი იცის! სელენემ ჭიქა მთვარისკენ გამართა და შეზარხოშებული სახით და ამაყი ხმით წარმოთქვა: - “ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!” * * * ფიქრის დროს, ადამიანისთვის, ყველაზე შემაწუხებელი, რაც შეიძლება იყოს, ცუდი მოგონებებია და მაინც, ისე ხშირად გიტრიალებს თავში, ვერც დავიწყებას ახერხებ. დროის გასვლასთან ერთად, გაუფერულების მაგივრად, თითქოს უფრო მეტად მძაფრდება და უფრო ბევრჯერაც გახსენებს თავს. სელენე მშობლებს დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და სახლში წასვლამდე საღებავებიც იყიდა. ისევ წვიმდა მაგრამ ამჯერად იმდენად ბნელი იყო ცა, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გლოვობდა და დასტიროდაო. მალევე მიადგა ტყეს და გაკვალულ ნაკვალევს გაყვა. სახლში შესვლამდე, მოულოდნელად ხმა მოესმა - გაცივდები - ვინ ხარ - მანქანა გამიფუჭდა, სახლი დავინახე და ვიფიქრე ვინმე დამეხმარებიდა უცბობმა სელენე კარგად შეათვალიერა და ჰკითხა : - შემომიშვებ? სელენემაც გაიფიქრა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, წვიმის გადაღებამდე, თუ შემოუშვებდა და შემდეგ მანქანის გასაკეთებლად ინსტრუმენტებსაც ათხოვებდა - დიახ, მობრძანდით პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა და პიტნის ჩაის გაკეთება დაიწყო. ცოტახანში გამოვიდა ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და დივანზე ჩამოჯდა კაცი კომფორტულად მოკალათებულიყო, ფეხზე ფეხი გადაედო და ხელები ერთმანეთისთვის მჭიდროდ ჩაეჭიდა - აქ მარტო ცხოვრობ? ჰკითხა და სახლს თვალი ამაყი სახით მოავლო - დიახ, მარტო ვცხოვრობ - რატომ? - ხალხისგან შორს მიყვარს ყოფნა - იცი, ხალხი არც მე მიყვარს… მაგიდისკენ დაიხარა, ფინჯანი თითებით მოხერხებულად აიღო, გასწორდა, ისევ სელენეს შეხედა და წინადადება დაასრულა : - მეტიც, მეზიზღებიან - გეზიზღებიან? სელენემ მომენტალურად შიში იგრძნო - ნამდვილად! - რატომ? - და რატომაც არა? არავის მოაქვს ჩემთვის სარგებელი მობეზრებული ხმით წარმოთქვა და სახის შეუცვლელად ჩაი მოსვა - მაგრამ, თქვენც ადამიანი არ ხართ? და მეც, რომელმაც სახლის კარი გაგიღეთ - მართალი ხარ… ფინჯანი მაგიდაზე დადო და ნელი მოძრაობით ჯერ ფეხები გაასწორა, შემდეგ, კი წამოდგა და სელენეს ერთ-ერთ ნახატს ისე დააკვირდა, თითქოს გამოფენაზე ყოფილიყოს - შენც ადამიანი ხარ… მაგრამ სხვებისგან ის გამოგარჩევს, რომ სულელი ადამიანი ხარ წინადადება დაასრულა, თუ არა ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიცინა, შემდეგ ისევ ნელი მოძრაობით შემობრუნდა, მის ხელში ვერცხლისფრად დანამ გაილევა და სელენემ მტკივნეულად იგრძნო, როგორ დაეუფლა შიში, ახლა უკვე მის მთელ სხეულს. უკანასკნელი კი, რაც დაინახა თავისივე თბილი სისხლით შეღებილი ხელები და უცნობის მთელი არსებით ნასიამოვნები და მომღიმარი სახე იყო. * * * ყველას გვეშინია სიკვდილის. თუნდაც ცხოვრებაში წამებას, შიმშილს, სნეულებას ან გაუსაძლის ტკივილებს იტანდე, თუნდაც ფსიქოლოგიურად და შინაგანად, უკვე მკვდარი და განაგურებული იყო და სიცოცხლის მიზეზსაც კი, ვერ პოულობდე, მაინც ცდილობ იცოცხლო, ბოლომდე იბრძვი გადარჩენისთვის. და მაინც, რისი გეშინია? სიკვდილის ჟამს მიღებული ტკივილის, თუ სიკვდილის შემდეგ, იმ ადგილის, სადაც მოხვდები? ან იქნებ განაჩენის, რომელსაც შენი განვლილი ცხოვრების პერიოდში, ჩადენილის მიხედვით გამოგიტანენ? სიკვდილის შიშიც, ძალა და მიზეზია იმის, რომ იცოცხლო ! საწოლზე მიყუდებულ სელენეს ძილში მანქანების და ხალხის ნაცნობი ხმა ჩაესმა, მისთვის ამ უსიამოვნო ხმებმა მალევე გამოაფხიზლეს, წამოდგა, მიხვდა, რომ თავი და ზურგი საშინლად სტკიოდა, აივანზე გავიდა, იქაურობას თვალი გადაავლო, ჰაერი ჩაისუნთქა და თავის მარცხნივ გატრიალებისთანავე, მეზობელი კაცის შიშველი და თმიანი სხეული დაინახა, უყურებდა და სელენეს მისალმებას ელოდებოდა - რა ჰგონია, მივესალმები? სელენემ უკმაყოფილო და დამცინავი სახით ჩაიცინა, კარისკენ შებრუნდა და შესვლამდე ბოლო სიტყვა, გაიფიქრა - “გორილა” - გაიღვიძე? ოთახიდან გასულს, შეეგება დედა ყავის ჭიქით ხელში. - გავიღვიძე, გამოვიცვლი და წავალ - ყავა გაგიკეთე, ისაუზმე და ისე წადი - კარგი, დღეს რა დღეა? - კვირა - მიყვარს კვირა ჩაილაპარაკა სელენემ და ყავა მოსვა სელენესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყავის გემოს, რაც მისთვის დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ ამზადებდა მას. - მომენატრა შენი გაკეთებული ყავა… - ვითომ? ღიმილით გახედა თავის შვილს. * * * - მივდივარ გასასვლელად გამზადებულმა სელენემ დედამისს შემოსასვლელიდან გასძახა - უკვე? - კი, მაგრამ მალე გნახავ - სულ ასე ამბობ ხოლმე - გპირდები. თქვა და გავიდა სახლიდან, არასდროს უყვარდა გასვლისას უკან მიხედვა, ზუსტად იცოდა, დედა უყურებდა და ვერ იტანდა, როცა ეს მომენტი ასევდიანებდა, ვერ იტანდა, რომ იმას წარმოიდგენდა ხოლმე, რაც არასდროს მოხდებოდა და ამ ილუზიების გამო, შიშები უჩნდებოდა. მას ეს საქციელი, დედის თვალში, ყოველ ჯერზე, მეტად ცივს და უგრძნობს აჩენდა. სელენე სადარბაზოდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა, სარკეში ჩაიხედა და მიხვდა რომ წინა ღამის გამო, მხოლოდ თავი კი არ სტკიოდა, თვალებიც შეშუპებოდა. “ჯანდაბა” გაიფიქრა და სარკეს ხელი უკმაყოფილო სახით აჰკრა, მერე ერთ ხანს საჭეს ხელებით და სახით დაეყრდნო, ფიქრობდა, საშიშ სიზმარზე და თან უხაროდა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი რეალური ჩანდა, მართლაც რეალობა არ იყო და მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი აღმოჩნდა. ფიქრობდა და თავადაც ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა თავისი თავი, თითქოს ვერ უსმენდა ფიქრებს, ბოლოს კი, როგორც იქნა ასწია თავი და წავიდა. ისევ ისეთი ამინდი იყო, როგორიც უყვარდა, ისევ მოღრუბლული, ისევ გრილი, ისევ წვიმიანი და გუშინდელი განწყობის და წუხანდელი სიზმრის მიუხედავად, ახლა თითქოს რაღაც კარგის მოლოდინში იყო სელენეც. იქნებ იმიტომ, რომ იცოდა თავის მშვიდ სახლში მივიდოდა და დაწყებულ ნახატს დაასრულებდა, მაგრამ არა, ეს, სულ სხვა გრძნობა და განცდა იყო. * * * სელენემ ტყე დაინახა, თუ არა საბოლოოდ დამშვიდდა. მანამ სანამ სახლამდე მივიდოდა, ცოტახნით მანქანა გააჩერა, მუსიკა ჩართო და უყურებდა, როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები მინებს, მისთვის ეს მომენტი, იმდენად სასიამოვნო იყო, ფიქრობდა რომ ხასიათს ვერავინ და ვერაფერი შეუცვლიდა, თავად თავისი ფიქრებიც კი. წვიმის, ჭექა-ქუხილის, მშვიდი მუსიკის ხმა და არანაირი ფიქრი თავში. “ნეტავ რით მომიწევს გადახდა, ამ სიამოვნების გამო” გაიფიქრა სელენემ და გააგრძელა გზა, სახლისკენ. მანქანიდან გადმოსული, თავისი საღებავებით ხელში, შესასვლელისკენ ისე მშვიდი ნაბიჯით გაემართა, თითქოს არც ასველებდა წვიმა და მთელი ამ ეიფორიის დროს, სიცილით ნათქვამი : “ გაცივდები ” მოესმა. სელენე მოულოდნელობისგან შეცბა, საითაც ხმამ უჩვენა, იქით გაიხედა და კედელზე მიყუდებული, წვიმისგან დასველებული, მომღიმარი ბიჭი დაინახა, წამიერად გაახსენდა წინა ღამეს ნანახი სიზმარი და განცდილი შიში განუახლდა - ვინ ხარ! - შეგეშინდა? სიცილს არ წყვეტდა. სელენე გაცრეცილი იდგა, არა იმიტომ, რომ დასვედა, არამედ იმიტომ, რომ შეშინდა, მაგრამ ამჯერად მშვიდი და სერიოზული ხმით გაუმეორა, თავისთვის უცნობ ადამიანს - ვინ ხარ - დანიელი, მაგრამ შენთვის, უბრალოდ სიმპათიური უცნობი რატომღაც დანიელის, ასეთი ხმის ტემბრით ნათქვამმა, ამ წინადადებამ შიში და დაძაბულობა ოდნავ მოეხსნა სელენეს, მაგრამ სიზმარზე ფიქრს მაინც ვერ წყვეტდა და არც შიში ანებებდა თავს - მანქანა გამიფუჭდა და შენგან განსხვავებით მცივა სელენეს თითქოს არაფერი გაუგიაო, ისე გააღო კარი და უკვე დაკეტვა დააპირა, როცა ისევ მოესმა დანიელის ხმა - არ შემომიშვებ? - არ ვაპირებ შევიდა თუ არა, საღებავები ნახატთან მიყარა და დივანზე ჩამოჯდა, ჯერ საზურგეს მიეყუდა, თავი ზემოთ ასწია და თვალები დახუჭა, ერთხანს ასე გაჩერდა, ფიქრობდა ამ უცნაურ და საშიშ დამთხვევაზე, მერე თავი გაასწორა, ნახატს დააკვირდა, იმის მიუხედავად რომ სელენეს სიზმრების ასე სჯეროდა და მხოლოდ სელენეს, კი არა ასეთი დამთხვევის ყველას შეეშინდებოდა, სიზმრის ზედმიწევნით ახდენას, ხელი შეუწყო, წამოდგა და პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა, როგორც სიზმარში, პიტნის ჩაის გაკეთება დაიწყო. ცოტახანში გამოვიდა ფინჯნით ხელში, ისევ დინავზე ჩამოჯდა, ფანჯრისკენ გაიხედა, როგორც ჩანდა, წვიმა გადაღებას არ აპირებდა. ჩაის პირველი და სასიამოვნო, ცხელი ყლუპი მოსვა და შინაგანად, სადღაც სინანულიც იგრძნო, ინტერესიც და ისიც, რომ თითქოს, დასაკარგიც არაფერი ჰქონდა. ფანჯარა გამოაღო, ზედ ჩამოჯდა ფეხები მოკეცა და ჩაის ფინჯანიც ხელებში მოიქცია. დანიელი ფანჯარასთან, ძირს ჩამომჯდარიყო, ისევ კედელს მიყრდნობოდა, ფეხები მასაც მოეკეცა, იდაყვები მუხლებზე დაელაგებინა და წვიმიან ჰორიზონტს უყურებდა. - “ გაცივდები “ ეცადა დანიელისთვის გაეჯავრებინა, ისიც მიუხვდა, თავი დახარა და ჩაიცინა - სხვა რა გზაა სელენე კარისკენ წავიდა, გააღო და გასძახა - შემოდი - დარწმუნებული ხარ? - გადავიფიქრე უთხრა ბრაზნარევი ხმით და კარის მიხურვა დააპირა - კარგი, მოიცადე დანიელი სახლში შევიდა, იქაურობას თვალი მოავლო და ლამაზ გარემოსთან ერთად, სასიამოვნო სითბო და პიტნის სურნელიც იგრძნო. - რა ზღაპრული გარემოა კიდევ ერთხელ მიმოიხედა და ჩამოჯდა, მერე მზერა სელენესკენ მიმართა, რომელსაც სამზარეულოდან ერთი ფინჯანი ჩაი მოჰქონდა, ამჯერად დანიელისთვის. - ისიც ზღაპრულია რომ… წინადადება არ დაასრულა, გადაწყვიტა, რომ სულ სხვანაირად გადმოეცა, ის რისი თქმაც უნდოდა - იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელიც ტყეში, სუუულლ მარტო ცხოვრობდა სიტყვა გაწელა, რომ განსაკუთრებით, ამ უცნაური ფაქტისთვის გაესვა ხაზი - იცი, კიდევ რა არის ზღაპრული? სელენემ სერიოზული ხმით, გააწყვეტინა თხრობა - მითხარი და ჩავამატებ ზღაპარს დანიელმა დაინტერესებული, მომღიმარი სახით შეხედა, იცოდა რომ სელენე სასიამოვნოს არაფერს ეტყოდა. - ის, რომ მანქანა გაგიფუჭდა და აქ ამიტომ ხარ - მგონი, ცოტაოდენი ნდობის მოსაპოვებლად, ჩემზე რაღაცის თქმა მაინც მომიწევს - ასე გამოდის - ვმუშაობ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და თავისუფალ დროს, ხალხისგან მოშორებით, მშვიდ ადგილას მიყვარს ყოფნა. აქ პირველად არ ვარ, ხშირად მოვდივარ, მაგრამ მანქანა აქამდე არ გამფუჭებია და შესაბამისად, არც შენი სახლი შემიმჩნევია - როგორც მომენტალურად ზღაპრების მოფიქრება არ გიჭირს, ტყუილსაც ისევე მარტივად იგონებ, თურმე - გგონია აქ შენს მოსაკლავად ვარ? სელენე ამის გაგონებაზე შეკრთა და დანიელს თვალებგაფართოებულმა შეხედა, მან კი, სიცილი ვერ შეიკავა და ახარხარდა - შენ რა, მართლა ასე გგონია? ბოლოს, როგორც იქნა სული მოითქვა - ისე, შენი სახელი არ გითქვამს - იმიტომ არ მითქვამს, რომ არ არის საჭირო, წვიმაც შეწყდა შეგიძლია წახვიდე - მეგონა აღარასდროს გადაიღებდა ამოიხვნეშა დანიელმა, ხელებით ჯერ მუხლებს დაეყრდნო, შემდეგ წამოდგა და სელენეს შეუმჩნევლად გადახედა, აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა თავის ნათქვამზე. მისი უკმაყოფილო სახის დანახვისას კი, უცბად თავი დახარა და ისე ჩაიცინა, რომ სელენეს არ დაენახა. კარისკენ გაემართა, სელენეც უკან გაჰყვა, დანიელმა სახელურს ხელი მოკიდა, უეცრად შეჩერდა, შემობრუნდა და გაღიმებულმა უთხრა : - აქ მოსვლისას, კიდევ გესტუმრები, თუ პიტნის ჩაის ისევ დამალევინებ - მარტო მაშინ, თუ მანქანა ისევ გაგიფუჭდება სელენემ ცალყბად გაუღიმა და კარი ხმაურიანად დაკეტა “ ტყის მცველი, უჟმური დედაბერი “ გაიფიქრა კარს მიჩერებულმა, გაწბილებულმა დანიელმა და მანქანის ნაკვალევს გაუყვა. როგორც იქნა მანქანამდეც მივიდა, მალევე მიხვდა, რომ ვერაფერს გაუგებდა და თავის ძმას დაურეკა - სად დაიკარგე ბიჭო! არ დააცადა ხმის ამოღება დამიანემ - მანქანა გამიფუჭდა, მოდი რა წამიყვანე - სად ხარ? - ბატეთის ტბასთან - კაი, გამოვდივარ დანიელი მანქანაში ჩაჯდა, კარი ღია დატოვა, საზურგეს მიეყუდა, თავი მაღლა ასწია, თვალები დახუჭა და წვიმის სურნელი, ღრმად ჩაისუნთქა. ცოტახანში თვალები გაახილა, თავი გაასწორა,ირგვლივ ყველაფერი განათებულიყო, ფოთლებზე დარჩენილი, წვიმის წვეთებიც მზის სხივებს ირეკლავდა, ნიავის დაბერვაზე კი, ფოთლებს სწყდებოდნენ და უგზ-უკვლოდ იფანტებოდნენ, ეს ყველაფერი ულამაზეს სანახაობას ქმნიდა, დანიელმა უცბად მზერა შეაჩერა, ერთ წერტილს მიაჩერდა, ნუთუ ის, მართლა გოგოს ხედავდა, თეთრი, სიფრიფანა, ფარფატა, ყვავილებიანი კაბა ეცვა, რომელიც მის სხეულს უფრო სუსტს და ჰაეროვანს აჩენდა, ოქროსფერი თმაც ჩამოეშალა და კანი ისეთი ქათქათა ჰქონდა, თითქოს იმ წამს მზე კი, არა თავად ანათებდა. დანიელი მანქანიდან გადავიდა და გაოცებული ხმით აღმოხდა - “სელენე?” გოგონამ, თითქოს ვერ გაიგოვო, ყურადღება არ მიუქცევია დაძახებისთვის და უკანაც არ მოუხედავს, დანიელი ცდილობდა მიახლოვებას, მაგრამ ყოველ მცდელობაზე, უფრო მეტად შორდებოდა. - დანიეეელლ! გაიღვიძე! დანიელ ! თვალები გაახილა, თუ არა, დამიანეს სახე დაინახა, უცბად გასწორდა და იმ ადგილს გახედა, სადაც ცოტა ხნის წინ გოგო ნახა, რა თქმა უნდა არავინ იყო, დაღლილმა თავი გააქნია, ხელები სახეზე ჩამოისვა, მერე დამიანე ხელით გასწია და მანქანიდან გადავიდა - დიდიხანია აქ ხარ? - წავიდეთ და გზაში მოგიყვები - შენ წადი, მე მანქანას მივხედავ და წამოვალ ძმას გასაღები ესროლა და მანამ არ წავიდა, ეჭვის თვალი არ მოაშორა, ბოლოს თავი გააქნია, ამოიხვნეშა და მანქანას მიუბრუნდა. * * * დანიელი, ერთი შეხედვით კომუნიკაბელური და მხიარული ჩანდა, მაგრამ ერთჯერადად. ის არავის უახლოვდებოდა და არც არავის იახლოებდა, ყოველთვის უფრო მეტად შორდებოდა ადამიანს, რომელიც მისი საზღვრების და პირადი სივრცის გადაკვეთას ცდილობდა. არ უყვარდა ბევრი ფიქრი და მით უმეტეს, ვინმეზე ფიქრი. არც სელენესთან ყოფილა უხეში, მაგრამ არ ადარდებდა, როდესმე ისევ გადაეყრებოდნენ, თუ არა ერთმანეთს. არაფერს განიცდიდა ძლიერად, რატომ ენერვიულა რამეზე, როცა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი? ადამიანები გაკვირვებულები რჩებოდნენ, დანიელის ასეთი ხასიათით, ის კი, უბრალოდ ამბობდა : “ არ მადარდებს, თუ ჩემს თვალწინ, ჩემივე სახლი დაიწვება, ცეცხლის ჩაქრობისთანავე ახალს ავაშენებ და თან ბევრად უკეთესს! “ ყოველ ჯერზე, ამ სიტყვების წარმოთქმისას, იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, ვერავინ შეძლებდა შეწინააღმდეგებას, ან უბრალოდ შედავებას, რომ რამეს, არასწორად ფიქრობდა. სახლში მალევე მივიდა და მაშინვე აბაზანა აავსო, წვიმისგან დასველებული ტანსაცმელი, ზედ შეშრობოდა. ჯერ ზედა გაიხადა, სიგარეტს მოუკიდა, ნიჟარას ხელებით ჩამოეყრდნო და სარკეში ჩაიხედა. ეს მისი ერთ-ერთი ჩვევა იყო. სიამოვნებას იღებდა აბაზანის მიღებამდე, სიგარეტის მოწევით და მოწევის შემდეგ, აბაზანის მიღებით. დანიელს, ბევრი თავისებური ჩვევა და თვისება ქონდა, ზოგიერთი მათგანი, უფრო მეტად მიმზიდველს ხდიდა, ზოგი, ელეგანტურს და შარმიანს, ზოგი კი, ძალიან უბრალოს. სპეციპიკურ ჩვევებს, ვერცერთი ვიზუალური სილამაზე, ვერ შეედრება. ყველა ის ადამიანი, რომელსაც, თავისი დამახასიათებელი პატარ-პატარა, ცუდი, თუ კარგი ჩვევები აქვს, განსაკუთრებით ლამაზი და გამორჩეულია. სიგარეტი ბოლომდე ჩაიწვა, დანიელმა გაბრუება იგრძნო, ონკანი გადაკეტა, საბოლოოდ ყველაფერი გაიხადა და აბაზანაში ჩაწვა. ზედ ზურგით მიეყრდნო, თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა და სიამოვნებისგან, თუ დაღლილობისგან ღრმად ამოისუნთქა. მთელ სააბაზანაში ორთქლი და ციტრუსის სურნელი ტრიალებდა, ბუნდოვნად კი, დანიელის წარბებშეკრული სახე და წყლით და ქაფით, ნახევრად დაფარული, სხეული მოჩანდა, უკიდეგანო სიჩუმეს, მხოლოდ დანიელის ღრმა სუნთქვა და სველი თმიდან ჩამოვარდნილი, წვეთების ხმა არღვევდა. უცბად შემოსასვლელი კარის ბრახუნი გაისმა, შემდეგ ჩუმი საუბარი და ნაბიჯების ხმა, სააბაზანოს კარისკენ. - ბიჭო, აქ ხარ? ეს დამიანეს ხმა იყო, როგორც ჩანს მანქანა მალევე შეაკეთა და სახლში დაბრუნდა. “ ასე მალე გავიდა 2 საათი?! “ გაიფიქრა დანიელმა, მერე კი, მხოლოდ თვალები გაახილა და კარისკენ, თავი ფრთხილად გადააბრუნა - აქ მაინც მომასვენებ? - სწრაფად გამოდი, უმადურო! შეიცხადა ძმის ნათქვამი დამიანემ და ნაწყენი და გაბრაზებული ხმით შესძახა. დანიელმა უკმაყოფილო სახე მიიღო, თავი ისევ ფრთხილად გაასწორა, ზანტად წამოდგა, წელს ქვემოთ, მხოლოდ პირსახოცი შემოიხვია და მისაღებისკენ წავიდა. თავდახრილი მიდიოდა, თან სველ თმას ხელებით იჩეჩავდა, მარცხნივ შებრუნდა და მანამ ძმას შეხედავდა გაუბრაზდა - რატომ გამომიყვანე?! - დანიელ დამიანეს დაბნეულ და სიცილშერეულ ხმაზე, თავი გაასწორა და დივანზე მორცხად ჩამომჯდარი სელენე დაინახა. ლოყები ასწითლებოდა, ტუჩები მოეკუმა და თვალებდაჭყეტილი უყურებდა. სახიდან მზერა მკერდზე გადაიტანა, შემდეგ მუცლის პრესზე, უნდა შეეხედა, რომ დანიელის ხმამ გამოაფხიზლა. - აქ რა გინდა?! სელენეს შეატყო, დაბნეულობა და ცდილობდა არ გასცინებოდა, მაგრამ თავადაც დაბნეული იყო, იმის გამო, რომ ვერ ხვდებოდა აქ, რატომ მოვიდა. - მე… - შენ? დანიელმა წარბები ასწია, ხელები გადააჯვარედინა, ახლოს მივიდა და წინ ჩამოუდგა. სელენემ ზემოთ აიხედა, ცდილობდა დანიელისთვის, მხოლოდ სახეზე შეეხედა და ატყობდა, რომ უფრო მეტად წითლდებოდა. დამიანემაც კი, უხერხულად იგრძნო თავი, ფეხზე წამოდგა და თავის ძმას ბრძანებით უთხრა : - წადი, ჩაიცვი და გაიგებ აქ, რატომ არის! დანიელმა შეხედა, წარბი კმაყოფილი სახით აუწია, შემდეგ გაბრუნდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. უხერხულობის გასაფანტად, დამიანემ სელენეს, ცივი ჩაი შესთავაზა და სამზარეულოში გავიდა. “ კარგია, იქნებ გამაგრილოს “ გაიფიქრა სელენემ და იქაურობას თვალი მოავლო. კორპუსის ბინა იყო, საკმაოდ დიდი და სოლიდური, მუქი ფერის კედლებით, ფერების შესაფერისი და გემოვნებით მოწყობილი, ლამაზი და დახვეწილი ავეჯით, მაგრამ მაინც მინიმალისტური ინტერიერი იყო, რაც სელენეს ძალიან არ უყვარდა. - როგორც ჩანს, სახლი არ მოგეწონა დანიელი, მისაღებში შემოვიდა და სელენეს წინ ჩამოუჯდა, განიერი თეთრი მაისური და ნაცრისფერი, სპორტული შარვალი ჩაეცვა, მაგრამ სელენეს, რამდენიმე წუთის წინ ნანახი, გაახსენდა, უცბად მზერა აარიდა და ისე უპასუხა - ხო, არ მიყვარს ცარიელი კედლები - ვიცი დანიელმა ფეხები გაშალა და საზურგეს მიეყუდა - აბა, არ მეტყვი, აქ როგორ გაჩნდი? - ოჰ, ჩაუცვამს ღიმილით შემოვიდა დამიანე, ჭიქებით ხელში - მე მოვიყვანე - ერთმანეთს იცნობთ, ანუ - არა დანიელ, მის სახლში აირპოდები დაგრჩა, სელენე უკან გამოგყვა, რომ მოეცა და შენს მაგივრად, მე გადამეყარა დამიანემ, ჯიბიდან აირპოდები ამოიღო და მიაწოდა - ესეიგი, სელენე დანიელმა ირონიული სახით გახედა სელენეს - და მე, რატომ არ მითხარი შენი სახელი? - ხომ გითხარი, არ იყო საჭირო სელენემ გაბუტული სახით, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელები გადააჯვარედინა - მორჩი რა, დანიელ! სელენე იმიტომ დავპატიჟე, რომ დაგეხმარა, მინდოდა ამით, მადლობა გადამეხადა და შენ რას აკეთებ?! - დამიანე, მე წავალ სელენე წამოდგა და კარისკენ წავიდა - მოიცადე, მე წაგიყვან სელენე - არა, მე წავიყვან დანიელი ფეხზე წამოდგა და ძმას თვალებით ანიშნა, რომ გზიდან გასცლოდა, სელენე გარეთ გავიდა, დამიანემ, დანიელს მკლავზე ხელი მოკიდა, გააჩერა და ჩუმად უთხრა: - ბოდიში მოუხადე იცოდე, ნუ ხარ უმადური - დავბრუნდები და შენც, საკადრის “ბოდიშს” მოგიხდი მკლავიდან ხელი, მოაშორებინა და სელენეს უკან გაყვა. * * * უკვე ბნელდებოდა, მზე ჩადიოდა და წითლად ანათებდა ჰორიზონტიდან. მოვარდისფრო, მოწითალო ცაზე ჩიტები ნიავს დაყვებოდნენ და თავისუფლად დანავარდობდნენ, მანქანაში, დაბალ ხმაზე “ Cigarettes After Sex “ ისმოდა, სელენე და დანიელი, ერთხანს ჩუმად ისხდნენ, თითქოს ორივეს, მხოლოდ ერთად ყოფნა და მუსიკის მოსმენა სიამოვნებდა. სელენე ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა, რატომ გრძნობდა დანიელის სიახლოვეს, რატომ გრძნობდა ამ ადამიანის სხეულის სითბოს, ასე ახლოდან, ასე უცნაურად და განსხვავებულად. ბოლოს კი, ფრაზის : “ Sharing all your secrets with each other Since you were kids” გაგონებისას, დანიელს შეხედა, საჭესთვის მარჯვენა ხელი მოეკიდა, მარცხენაზე კი, თავი ჩამოედო და გზას უყურებდა. - დანიელ - გისმენ, სელენე სახელი ისე წარმოთქვა, სელენე მიხვდა, რომ ისევ გაბრაზებული იყო - სინამდვილეში… - სინამდვილეში, სხვა რამე გქვია? - არა - არ გამიკვირდებოდა დანიელმა ჩაიცინა, თავი გაასწორა და საჭეს ორივე ხელი მოკიდა - სინამდვილეში, იმიტომ წამოვედი, რომ შენი ნახვა მინდოდა - არა, იმიტომ წამოხვედი, რომ დამიანემ დაგპატიჟა - რომ არ მდომოდა წამოსვლა, აირპოდებს უბრალოდ გამოვატანდი დამიანეს, ხმა აღარ გაუცია, თითქოს ვერც გაიგო სელენეს ნათქვამი. კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, 2 საათი სიჩუმეში გავიდა, სელენემ ტყე, რომ დაინახა მიხვდა დამშვიდობების დროც მოდიოდა და ისევ სცადა რაღაცის თქმა, მაგრამ დანიელმა დაასწრო და მისი ხმა გადაფარა - მივედით - არ შემოხვალ? - არა სელენე, ჩადი - კარგი… კარგად დანიელმა, ისევ არ დაუბრუნა პასუხი, მაშინვე დაძრა მანქანა და წავიდა. სელენე, თავის სახლის კართან იდგა, მანქანას თვალი გააყოლა, მანამ ხეებს ბოლომდე არ მიეფარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.