მკვლელობა შავი იებით (თავი 4)
თვალები გაახილა. მის გვერდით ანიტა დაინახა შეშინებული სახით. ქალი გამოფხიზლდა: _ ბოდიშს გიხდი, აქ სიკვდილი რომ დავაპირე. _ ემა, გაგიჟდი? რაებს ბოდავ, ისედაც შემაშინე მეც და ყველანი! ემამ ალბერტოც შეამჩნია და სასწრაფოს ხალხიც. _ სასწრაფო გაუშვით, საჭირო აღარაა, კარგად ვარ, _ თქვა და თვალები დახუჭა. ანიტა მასთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა: _ რამე გინდა? არ გშია? რას დალევ?! ალბერტო მის გვერდით ჩამოჯდა: _ დაისვენე და ხვალ მოყოლა მოგიწევს, რა შეგემთხვა. _ იმის დანახვა არ მინდა, დღეს მაინც დამასვენოს! და აღარ დამენახვოს! _ მკაცრად უთხრა ემამ. _ ბროწეულის წვენი მინდა. სისხლი ხომ არ გადაუსხამთ? _ გაახსენდა და იკითხა. _ არა, დროულად დარეკე და მოგისწარით! ახლა გახედა ემამ ოთახს და მიხვდა, სხვა ოთახში რომ იყო. _ აქ რატომ ვარ?! _ იქაურობას ათვალიერებენ... _ მოესმა ალბერტოს ხმა და ლოგინზე თავი დადო. _ კარგი, _ თქვა ემამ და მოტანილი ბროწეულის წვენი დალია. _ წავალ ცოტა ხნით, მერე ისევ შემოვალ, ქალებს მარტო დაგტოვებთ. _ უთხრა ორივეს და გავიდა. _ ემა, რა მოხდა, მეტყვი? _ ჰკითხა მეგობარს და ჩაეხუტა. _ არ მინდა ამაზე საუბარი! მარტო ყოფნა მინდა, არ გეწყინოს! თან წყლის გადავლებაც! _ კარგი, მაგრამ ცოტა ხანი არ უნდა ადგე, მერე იბანავე. არაფერს შეჭამ?! _ არა, არ მშია! დიდი მადლობა... _ თქვა ჩუმად და ანიტას ლოყაზე აკოცა. *** _ რა ხდება, ერიკ?! _ არც ანაბეჭდებია და არც კამერამ დააფიქსირა ამ ოთახში ვინმეს შემოსვლა. მარტო სისხლია და ისიც ემასი. _ ფიქრობ, თავს იკლავდა?! _ თუ ასეა, ბოლოს რატომ დარეკა საშველად, სიკვდილის შეეშინდა?! _ ემა... ამას არ იზამდა! თავს დაესხნენ, _ ამ სიტყვების გაგონებაზე ორივე მამაკაცი შემოტრიალდა. _ რაა?! რამეს მოგიყვა?! _ ერიკი ანიტას მიუბრუნდა. _ არა, მარტო ყოფნა უნდა და ჯერ არავის ნახვა არ სურს. ემა ისეთი დაღლილი იყო, ძლივს ადგა. სარკეში ჩაიხედა. არ შეშინებია საკუთარი თავის, არც სიკვდილის, მაგრამ ის დღე აშინებდა და მისი სიტყვები. ახლა გაახსენდა, როგორ შემოვიდა ოთახში და მაშინვე როგორ იგრძნო, ვიღაც მის მკლავებს რომ ეძგერა. ემამ გაიბრძოლა, ხელი მოიქნია და უცებ ცივი დანის შესობა იგრძნო ხელში. მაგრამ ვერ გაიგო, რატომ არ მოკლეს და რატომ ეცადნენ მის შეშინებას, ან ერიკი რა შუაში იყო? რატომ თქვეს ეს შურისძიებისა და ერიკისგანო! ან ერთი ან მეორე რა შუაში იყო? ალბათ ესეც იმ ურჩხულს უკავშირდება და ვერ მოიშორა მასთან დაკავშირებული ტკივილი. მაგრამ ერიკს რა შურისძიება სურს?! განა სილის გამო ვიღაცა ვიღაცას კლავს?! ნუთუ სილის გამო მკლავდა ერიკი?! რა შუაში იყო აქ ერიკი, ვერ გაეგო ემას. ტიროდა. ტიროდა არა იმიტომ, რომ დანა მოხვდა ხელში და არა სხვაგან, არამედ იმიტომ, რომ ერიკიც იყო ამ საქმეში გარეული. და არ იცოდა, ეს რატომ სტკიოდა ასე. ახლა გაახსენდა ის ხმა, მასში რაღაც რომ გამოიწვია და წამოანთო, სანამ იმ კაცის სახეს დაინახავდა. მეგონა, მკვლელები შესახედავადაც ურჩხულები იყვნენ და არა სიმპათიურები... _ ფიქრებში იყო ჩაფლული, როცა კარზე დააკაკუნეს. _ ემა, შეიძლება? _ დიახ, შემოდით, _ და სააბაზანოს კარი მიხურა. _ რატომ ადექი, გაგიჟდი?! ჯერ ისევ უნდა იწვე! _ ანიტა დაქალს მივარდა. _ არა უშავს, კარგად ვარ. _ წეღან რატომ მკითხე, სისხლი გადამისხესო?! _ არ მინდა სხვისი სისხლი და იმიტომ! _ და რომ მომკვდარიყავი?! _ დიდი რამე! _ ისე ამბობ, გეგონება, თავს იკლავდი! ნუ გამაგიჟე ახლა, მორჩი და მე მაინც მითხარი, რა მოხდა! მითხარი, ემა! _ მოკვლას გამბედაობა უნდა და არა სისუსტე! ზუსტად ის გამბედაობა ჰქონდა იმ ბიჭს! _ ბიჭი დაგესხა თავს?! _ იყვირა ანიტამ. _ ჰოოო! კიდევ რა შეკითხვა დაგაბარა იმან! _ მიხვდა ემა, რომ ერიკი და ალბერტო გამოგზავნიდა ანიტას. _ ძალა ხომ არ იხმარა?! ისევ გამოვიძახო სასწრაფო?! ან ფსიქოლოგი?! _ ტანსაცმელი შემოხეული არ მქონია, ანუ არა! არც ერთი მათგანი აღარაა საჭირო! _ მოიცა, არ გახსოვს?! _ მახსოვს! დანა რომ ჩამარტყა და სისხლი იგრძნო, გაიქცა. მხოლოდ ხელის მოქნევა მოვახერხე, ამიტომაცაა კარის მინაზე ბზარი... დაუძახე იმასაც და თავის სულელურ შეკითხვებზე გავცემ პასუხს! _ თქვა და ლოგინში ჩაწვა. მალე ერიკიც შემოვიდა ნახევრად ღია კარში! ანიტა გავიდა და ორივენი მარტონი დარჩნენ. _ როგორ ხარ? ხომ არაფერი გინდა?! _ ჰკითხა ემას და სახეში შეხედა. _ კარგად ვარ... არაფერი. _ ლაკონიურად უპასუხა ისე, რომ არ შეუხედავს. ალბერტოც შემოვიდა. _ აბა, მშვიდობაა? _ ჯერ კი. _ უთხრა ემამ და მიაჩერდა. ერიკს გაუკვირდა, ალბერტოს რომ შეხედა და მას არა. უცებ გარედან ხმაური შემოესმათ და ალბერტო კარისკენ დაიძრა. ამ დროს კარიც გაიღო. _ ალეხოოო! _ იყვირა გაკვირვებულმა ემამ, ლოგინს გადაახტა, კაცისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. კაცმაც მკლავები მოხვია და უთხრა: _ ახლა ყველაფერი კარგად იქნება! _ მერე იქ მყოფ კაცებს მიუბრუნდა. _ ბატონო ერიკ!.. ალეხო ტორე, _ თქვა და ხელი გაუწოდა. _ ემა რომ ბოსტონში წავიყვანო, წინააღმდეგი ხართ?! _ არა. _ ალბერტომ მაშინვე უპასუხა, ერიკი კი ისევ ჩუმად იდგა ჩაფიქრებული, ასე რომ ჩაეხუტა ქალი კაცს. _ არა, არსად არ მივდივარ, აქ ვრჩები! _ თქვა ქალმა მოულოდნელად და ლოგინისკენ გაემართა. _ ემა! წამოხვალ, უკან ვბრუნდებით! _ არა-მეთქი და მორჩა! აქ ამისთვის ტყუილად ჩამოხვედი! მე არსად მოვდივარ, გაქცევას არ ვაპირებ, მე არაფერი დამიშავებია და არც გასაქცევი მაქვს რაიმე! _ სულ გაგიჟდი, შენი მოკვლა უნდოდათ! ამიტომაც აქ არ დარჩები! ახლავე აეროპორტში მივდივართ! _ და ალეხომ ემას ხელი ჩასჭიდა. _ მე არსად არ წავალ, აქ მინდა ვიყო, ალეხო! _ იყვირა და ისევ ლოგინისკენ დაიხია. ალეხომ ხელი მოხვია და მიიხუტა. _ ბატონო ალეხო, _ მიმართა ერიკმა. _ მასზე ნუ ინერვიულებთ, დაცვა ეყოლება, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ! გაბრაზებული ემა ალეხოს მოსცილდა და ერიკს ყვირილით მივარდა: _ შენი დაცვა არ მჭირდება, შენთვის შეინახე! _ მერე გარეთ გავიდა და ლიფტისკენ დაიძრა. _ გაუძელი... _ მიმართა ალბერტომ ერიკს და ორივენი მიმავალთ უკან გაჰყვნენ. ემა და ალეხო ერთად მიაბიჯებდნენ. ერიკი მათ თვალს არ აცილებდა. ემამ ალეხოს ყურში რაღაც უჩურჩულა. გახარებულმა კაცმა ქალი ხელში აიტაცა და მანქანაში ისე ჩასვა. შავი `მერსედესი~ დაიძრა და გზას გაუყვა. უკან ერთი მანქანაც მიჰყვა, ალეხოს და ამიერიდან ემას დაცვა. მათ შორიახლოს ერიკიც მისდევდა. შავი `მერსედესი~ აეროპორტში გაჩერდა. ემა მანქანიდან გადმოვიდა და ალეხოსთან ჩახუტებული კიბეს აუყვა... ორივე თვითმფრინავში ავიდა. ერიკმა მზერა გააყოლა კიბისკენ მიმავალ ქალს. `მაინც დაითანხმა და მიჰყავს... მაინც გაჰყვა და გაიქცა~... _ ფიქრობდა ერიკი და თვალს ადევნებდა მიმავალთ. ცოტა ხანში ემა სირბილით დაეშვა კიბეზე, კაციც უკან მიჰყვა: _ ემააა, გაგიჟდი?! ხომ დამპირდი, მოვდივარო?! _ შენ უნდა წახვიდე, _ უთხრა უკვე მის გვერდით მდგომ ალეხოს. _ მე აქ ვრჩები! წადი, გთხოვ, წადი! არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო. დამპირდი, რომ არაფერს გააკეთებ და არც ვინმეს დაემუქრები. დამპირდი! _ კარგი, მაშინ ჩემს დაცვას აქ დავტოვებ და მანქანასაც. _ არა, ისინიც შენთან ერთად მოდიან! აქ არ დარჩებიან! გთხოვ, დაგიჩოქებ, გინდა? გთხოვ! _ კარგი, ემა, კარგი, ეს მეტჯერ აღარ მითხრა, იცოდე, თორემ მაწყენინებ! ამ საქმეში არ ჩავერევი მხოლოდ იმიტომ, რომ ერიკი და ალბერტო სამართლიანი ადამიანები არიან. მათი საქმეები ვიცი, ორივე სუფთაა! და კიდევ... ერიკის დას იცნობ! _ საიდან! ვინაა?! _ გაუკვირდა და იყვირა ქალმა. _ პატარა ცელქი გოგონა ლიფტში მისი დისშვილია! _ რაააა, ის და ეს და-ძმანიიი?! სასაცილოა! _ თქვა გაკვირვებულმა ემამ და ახლა შეამჩნია, რომ მანქანიდან უთვალთვალებდნენ. მიხვდა, რომ ერიკი იქნებოდა. _ შენ აქედან როგორ წახვალ?! ან აქ რომ რამე მოხდეს?! ქალმა გამომძიებლის მანქანაზე ანიშნა, მერე კაცს დაემშვიდობა. ემამ თვითმფრინავს გააყოლა მზერა და როცა მოტრიალდა, მანქანა უკვე მის გვერდით იდგა. ერიკმა კარი გაუღო და ქალს შესთავაზა, თუ გინდა, ტაქსის გამოვიძახებო, რაზეც ქალმა უარი უთხრა და ლამის გაყინული მანქანაში ჩაჯდა. ერიკმა იგრძნო, ემას რომ სციოდა, გათბობა ჩართო და შეხედა: _ ჩემთან რომ წაგიყვანო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?! `თუ მკვლელს თავისი ანგარიში აქვს, მასთან რომ ვიქნები, ვერ გამისწორდება, მაგრამ თუ ერიკსაც აქვს ანგარიში, ერთ მკვლელს მაინც დავაღწევ თავს და სამაგიეროდ მეორეს ჩავუვარდები ხელში. არა უშავს~, _ მსწრაფლ მოეთათბირა თავის თავს და ერიკს უთხრა: _ წინააღმდეგი არ ვარ. _ კარგად ხარ?! რამე ხომ არ გტკივა?! _ არაფერი, კარგად ვარ, გმადლობ. _ გცივა თუ გათბი?! _ გავთბი, მადლობა... _ ჩუმად მიუგო და გზას გახედა. ერიკმა სასტუმროდან წამოიღო მისი ნივთები, _ ერთი ჩანთა და პარკი მიაწოდა ემას, სადაც წინა დღის ნაყიდი ტანსაცმელი ეწყო, მათ შორის ერიკის ნაჩუქარი კაბაც. ქალმა მადლობა გადაუხადა და პარკი კალთაში ჩაიდო, ჩანთასთან ერთად. _ ჩემი სახლი შენს სახლს არ ჰგავს, იმედია, არ შეგეშინდება... _ თქვა და ქალს გადახედა, რომელმაც არც კი შეხედა, ისე უპასუხა: _ დიდი სახლები არ მიყვარს, არ შემეშინდება! _ აბა, იქ დიდ სახლში რატომ ცხოვრობდი?! _ ეს საქმეს სჭირდებოდა... ალეხო სხვაგან ცხოვრობდა და თავის სახლი დროებით მე დამითმო. _ კარგი, უკვე მოვედით, _ თქვა გამომძიებელმა და მანქანა გააჩერა. ფეხით აიარეს კიბის რამდენიმე საფეხური. კაცმა კარი გააღო და ქალს დაუთმო გზა. ემამ გადააბიჯა თუ არა კარის ზღურბლს, ხმადაბლა თქვა, ბედნიერი იყოს ჩემი ფეხიო, თან ირონიული სიცილით დაამატა: _ თუმცა მკვლელი გგონივარ და რაღა ბედნიერი იქნება! _ თქვა და ფეხსაცმელი იქვე გაიხადა. კაცს გაეცინა, მადლობა გადაუხადა და ქალის შიშველ ფეხს შეხედა: _ არ გაიხადო, გეცვას! _ რატომ? არ მეკადრება გახდა?! _ იმედია, კაბასაც აქვე არ გაიხდი! _ თქვა გამომძიებელმა მკაცრად და მისი გაღიზიანება სცადა. _ ოთახში გავიხდი! სად ვიძინებ? _ ცივად იკითხა და მიმოიხედა. _ ამ ოთახში შეგიძლია დაიძინო, _ ხელით ანიშნა ერიკმა და კარი გაუღო, _ ჩემი დის ტანსაცმელია გარდერობში, რომელიც მოგეწონოს, შეგიძლია ჩაიცვა, მგონი, მოგერგება. _ ძილი ნებისა! _ თქვა ემამ და კარი მიხურა. კაცი ისევ იქ იდგა, კითხვები ჰქონდა, მაგრამ რადგან ქალმა არ დაანება, გადაწყვიტა ხვალისთვის გადაედო. ემამ კარი მიხურა თუ არა, მაშინვე საწოლზე მიწვა. ისეთი დაღლილი და აფორიაქებული იყო, ლოგინს შეეხო თუ არა, ჩაეძინა. პირველად ჩაეძინა ასე უცებ. ბალიშს შეეხო თუ არა, მშვიდად იგრძნო თავი და თვალების დახუჭვისთანავე მიეძინა. ცოტა ხანში გამოიღვიძა და გარეთ გამოვარდა. შუქი დაინახა და კაცისკენ წავიდა: _ სააბაზანო სადაა?! მამაკაცი მაშინვე წამოდგა და კარი აჩვენა. _ მეგონა, გეძინა. _ მეძინა! _ მკვახედ მიუგო ემამ და კარი ცხვირწინ მიუხურა, მაგრამ ეგრევე გამოაღო და კაცს გასძახა: _ პირსახოცი არ გაქვს?! ერიკმა მაშინვე მიაწოდა. ქალმა კი ისე ძლიერად გამოგლიჯა ხელიდან, კაცს გაუკვირდა და უცბად მოშორდა კარს. _ რა ჯიუტი და უხეშია! _ თქვა ჩუმად და სამზარეულოში გავიდა. ემამ სხეული წყალს შეუშვირა და დამშვიდდა, კარგა ხანი ინებივრა აბაზანაში და მერე პირსახოცშემოხვეული დადგა სარკის წინ. კაბა ხელში დაიჭირა და პირსახოცშემოხვეული გამოვიდა. მერე უცებ თავის ოთახს მიაშურა. ამ დროს ხმაც მოესმა. _ არ გშია?! _ არა! _ დაუყვირა კარს შიგნიდან და პლედში გაეხვია. თმას ხელი წაავლო და რამდენიმეჯერ დასუნა, _ კარგი სუნია. _ თქვა და დაწოლილს ნელ-ნელა ისევ ჩაეძინა თმის არომატში. *** დილით თვალები ნელა გაახილა და გამოფხიზლდა, ცოტა ხანი იკოტრიალა ლოგინში და წამოდგა. ისევ ის ტანსაცმელი ჩაიცვა, რაც წინა ღამეს ეცვა, საკუთარ სხეულს შეხედა და თავის თავს გაუღიმა: _ პირველად მეძინა ასე, ნორმალურად და მშვიდად! _ თქვა ხმამაღლა და კარი გააღო. რამდენიმე ნაბიჯი ფეხშიშველმა გაიარა, ერთი კარი ღია დაინახა და ოთახისკენ დაიძრა. ფეხის შედგმისთანავე კრივის ხელთათმანებს მოჰკრა თვალი, გაეღიმა და ხელზე მოირგო. _ მართალია, ცოტა დიდია, მაგრამ ცოტა ხნით ვითხოვებ. _ თქვა თავისთვის და ბალიშს მუშტი დაარტყა. მერე ისევ დაარტყა და თანდათან აზარტში შევიდა. ბოსტონში დაბრუნდა მისი გონება: ალეხო კრივის ილეთებს ფლობდა, ემამ თავდაცვის სწავლება სთხოვა და რაღაც ილეთებიც ისწავლა. დილით ადგებოდა, კრივში ვარჯიშობდა, ჩხუბობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ტკივილს ეჩხუბებოდა და ბალიშზე ხელის მოქნევით თითქოს საკუთარ ტკივილს და გაქცევას ამარცხებდა... ნელ-ნელა შეეჩვია ხელის მოქნევას და აღარც ხელები სტკიოდა. როცა ვინმეზე ან რამეზე გაბრაზდებოდა, მაშინვე ხელთათმანებს ეცემოდა და ისევ საკუთარ თავთან ჩხუბს იწყებდა. ხანდახან ხელები ეტკინებოდა, მაგრამ მაინც არ ანებებდა მუშტების ქნევას თავს. ახლაც, ახალ ხელთათმანებს უცებ შეეჩვია და ჩხუბი ისევ განაგრძო. _ ახლა გასაგებია, ხელის მოქნევა საიდან იცი! _ მოესმა მკაცრი ხმა და შემოტრიალდა. _ რომ დამშვიდდე, თუ გინდა, შენც დამარტყი იმ სილის გამო! ერიკმა სხვა ხელთათმანები ჩაიცვა და ქალის წინ ხელებაწეული დადგა ორთაბრძოლის დასაწყებად. ქალთან ახლოს მივიდა და ერთ ნაბიჯში დაუდგა. ემა მიიწია და მათ შორის მანძილი შეამცირა. მოთელვას მორჩენილმა ქალმა ხელი მოიქნია. ერიკმაც უპასუხა და მუშტი ორივემ აიცილა. ემას ხელი ერიკს მოხვდა, სახეს ოდნავ შეეხო და ერიკი ახლაღა მოეგო გონს, რომ ერთმანეთს ერკინებოდნენ და სულაც არ ხუმრობდნენ. ემას ხელი მოუქნია და ძირს დასცა, რბილ ლეიბზე. მერე ხელებით დაიჭირა და ადგომის საშუალება არ მისცა. _ გამიშვიიი!!! _ თქვა ქალმა და თვალები დახუჭა, მისი შეხებისგან უჰაერობა იგრძნო. _ რომ არ გაგიშვა, მესამეჯერ მუშტს დამარტყამ?! _ გაწიე შენი ხელები და შენი სხეულიც მომაშორე! გამიშვიიი!!! _ მშვიდად რომ იყო ცოტა ხნით მაინც, არ შეიძლება?! რაც შენ ჩამოხვედი, ნორმალურად არ მძინებია! მკვლელობა, თვითმკვლელობა და მკვლელები მესმის სულ. ვინ ხარ, კი მაგრამ? მოურჯულებელი რომ ხარ, გეტყობა, მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია... ახლაც კი! _ გამიშვი, რომ გითხარი, გამიშვი! ხელი მეტკინა! ნამდვილი ტირანი ხარ! ერიკი უცბად ადგა და ემაც ააყენა. ახლა გაახსენდა გაჭრილი ხელი. მერე ემა ხელში ძალით აიყვანა. _ ჯანდაბა` დამსვიიიი!!! გარდერობიდან სახვევები გამოიღო და ემა ლოგინზე დააგდო. ხელებიდან ორივე ხელთათმანი მოხსნა, ნატკენ ხელზე სახვევი მოაშორა და სპირტით გაუწმინდა თუ არა, ისევ ახალი ბინტით შეუხვია. მეორე ხელს ხელი მოჰკიდა, ისიც სპირტით გაუწმინდა და ახლაღა დააკვირდა ხელს. _ ეს რა არის? ვინმე ტირანს ეჩხუბე?! _ ლიფტში ვიტკინე. _ როდის?! _ ბოსტონში პატარა გოგონას ფეხი გაეჭედა კარში და 2 წუთით ლიფტის გაჩერება მომიხდა. უკვე მოვყევი ამ ამბავს! სხვათა შორის, იმ კაბით, შენ რომ მითხარი, შავი კაბა ეცვა იმ ქალს იებითო! იმ კაბით ვიყავი ლიფტში და მერე ის კაბა გადავაგდე! არ ვიცოდი, თორემ გაჩუქებდი! ამის გაგონებაზე ერიკი ისევ ეცა ემას და მკლავებში მოიმწყვდია. _ ახლა აღიარებ დანაშაულს?! _ მე არაფერი ჩამიდენია! ის კაბა უბრალოდ ჰგავს იმ კაბას! _ ის, ვინც დაგესხა თავს, იცი ვინაა?! ან რამე გითხრა?! _ არაფერი, რა უნდა ეთქვა?! _ არ ვიცი!.. სასტუმროდან რომ გავედი, შენც მაშინვე რატომ წახვედი, როგორც კი მე მომიშორე?! _ შუბლი შეკრა გამომძიებელმა _ საქმეები მქონდა. ტელეფონი ვიყიდე, თანხა გადავახურდავე და ვალები გავისტუმრე! _ ყოველთვის აბრუნებ ვალებს?! _ კი! _ ამიტომაც ჩამირიცხე ალბერტოსთან შენი ნასაუბრების საფასური?! _ ჰო! _ სულელი ხარ! ალეხოსთან თვითმფრინავში რატომ ახვედი, თუ არ მიდიოდი მასთან ერთად?! _ არ მივდიოდი. მოვატყუე და თვითმფრინავში დავტოვე, ამიტომაც გაჩერდა და ჩამოვიდა უკან. _ რას გეუბნებოდა მთელი 10 წუთი?! _ დაცვას და მანქანას დავტოვებო! _ მარტო ეგ გითხრა?! _ მე უფრო მეტი ვუთხარი! _ რა?! _ საქმეში არ ჩაერიო და არც ვინმეს დაემუქრო-მეთქი! _ ვის უნდა დამუქრებოდა, მეე?! _ ჰო! _ მე ვერავინ დამემუქრება და ვერც შენი საყვარელი! ემას გაეცინა. _ ალეხო რომ ჩემი საყვარელი იყოს, ახლა შუბლში დაგახლიდა ტყვიას, აქ რომ ხარ! _ შენ არ მოგკლავდა?! ჩემს სახლში ხარ! _ იცის, რომ სხვის ლოგინში არ ვწვები! _ ნუთუ ასე ადვილად დაგტოვა მკვლელთან! თუ არ ეშინია, რადგან შენ უფრო მაგარი მკვლელი ხარ და თანაც კარგად იქნევ მუშტს?! _ ჩემი სიტყვის და უდანაშაულობის სჯერა და ისიც იცის, რომ მე რასაც ვიტყვი, შევასრულებ! _ მაინც რის შესრულებას დაჰპირდი? _ დაგიჩოქებ, თუ არ წახვალ-მეთქი! _ მერე მაგით რა?! _ რა და, სხვებისგან განსხვავებით, ქალს არ ამცირებს! _ და მე რით დაგამცირე?! _ სახლი საყვარლებისგან გაქვსო, რომ მითხარი! _ ქედმაღალი რომ იყავი, გეტყობოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მანქანაში ჯდებოდი აეროპორტში! _ მაინც რაში შემამჩნიე ეგ?! _ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა რომ არ იკადრე! _ ააა, კარგი, ასე იყოს! _ თქვა ქალმა, როგორც კი პირველი დღე გაახსენდა და გაჩუმდა. _ ის ორი რატომ მოკალი?! _ მე არ მომიკლავს! _ ამას რით დაამტკიცებ?! _ არ ვიცი, შენ ამიხსნა იქნებ! _ ვინ დაგესხა თავს, არ იცი?! მისი არ გეშინია?! _ ამ სახლშიც შემოვარდება?! _ არა მგონია! თუ გაიქცა, ალბათ, ჯერ ცოტა ხნით არ შეგაწუხებს! _ კარგია, მადლობა! _ მადლობას რისთვის მიხდი! _ ცოტა ხანი რომ არ შემაწუხებს და დამასვენებს! _ მე რა ვიცი, ჩემი აზრი ვთქვი, თორემ როდის გამოჩნდება, არ ვიცი! _ მე მეგონა, გეცოდინებოდა! _ რაებს ბოდავ!!! _ თქვა კაცმა ხმამაღლა და ქალს თვალებში ჩახედა. _ მან დამკვეთის სახელი მითხრა! _ რააააა?! აქამდე რატომ არ მითხარი! ვინააა?! _ თქვა გაბრაზებულმა კაცმა. _ შენ! _ რა!!! სულ გაგიჟდი?! და დაუჯერე?! _ და ქალს ხელებზე მოუჭირა. _ კი! ჩამოსული არ ვიყავი, რომ მეცი და რატომ არ უნდა დამეჯერებინა, კაცი მკლავდა და სიმართლეს ამბობდა! _ ეს ტყუილია! მე ამას რატომ გავაკეთებდი?! _ რა ვიცი, სილის გამო ალბათ! _ სილის გამო ადამიანს არ კლავენ! და არც შენი მოკვლა მდომებია! _ რითი დაამტკიცებ?! _ მე არავინ დამიქირავებია, ემა, _ და გაბრაზებულმა ქალს ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა. _ ეს როგორ დაიჯერე! მაშინ რატომ წამომყევი სახლში?! _ ან ერთ მკვლელს უნდა დავლოდებოდი სხვაგან, ან მეორე მკვლელთან ვყოფილიყავი! და მეორე ვარიანტი ავირჩიე! _ მე არავის მოკვლა არ დამივალებია! _ არ მჯერა! _ გეყოფა, ემა, გეყოფა!!! მე ეს არ გამიკეთებია! _ რითი დაამტკიცებ, რომ შენ არ დაგივალებია?! _ სიტყვას უნდა ენდო! _ შენ არ ენდობი ჩემს სიტყვას და მე რატომ უნდა გენდო?! _ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მკვლელი არ ვარ! _ აბა, მე ვარ?! _ ხარ თუ არა, მალე გავარკვევ! მე რა ვქნა, მე კი არ გაბრალებ რამეს, სამხილებს შენამდე მოვყავარ. შავი იები იქაც იყო, შენს ბაღში და შავი კაბაც! _ ხო, აბა რა! კაბა გავიხადე და იქიდან შიშველი წამოვედი?! _ ქალს ამაზე გაეცინა. _ რა მოგივა თავში, არ ვიცი, იმედია, შიშველი არ წამოსულხარ! _ იმ დროს ბოსტონში ვიყავი! _ სხვას დაავალე და შენი კაბის ანალოგი და იები გამოატანე?! ზაანიმ და დანიელამ რამე დაგიშავა?! შენი ვალი ჰქონდათ?! _ არავისთვის არაფერი დამივალებია! არც მათ ჰქონდათ რაიმე ვალი და არც მე მქონდა მათი ვალი! _ ზაანის ანგარიშზე რამდენიმე წლის წინ თანხა ჩარიცხა უცნობმა პირმა! არც ამასთან გაქვს კავშირი?! _ არა! _ რაღაცას მალავ და არ ამბობ! _ მორჩი და დამასვენე! _ თვალებში რატომ არ მიყურებ ზოგჯერ, გეშინია სიმართლე არ წავიკითხო მაგ თვალებში?! _ სიმართლეს რომ კითხულობდე, იმასაც წაიკითხავდი, რომ მე მკვლელი არ ვარ! _ მაგას დამტკიცება უნდა! _ შენც უნდა დაამტკიცო, რომ ჩემი მოკვლა არ დაგივალებია! _ უყვირა ემამ და მისი მოშორება სცადა. _ გამიშვი ხელი! _ კარგი. ახლა ვისაუზმოთ. ბოდიში, ხელი რომ გატკინე. _ თქვა ერიკმა და წამოდგა, ქალს კი ხელი უშვა. _ არა უშავს! _ თქვა ემამ მკაცრად და ოთახიდან ერთად გავიდნენ. _ დაბრძანდი. _ მიიპატიჟა ერიკმა და ქალი მაშინვე დაჯდა. კაცმა თეფშები დაალაგა, მერე დანა-ჩანგლები, ხელსახოცები და ემას შეხედა, რომელიც მის სიარულს აკვირდებოდა. _ რა იყო?! ბოდიში, მე მოსამსახურეები არ მყავს! _ არც მე მყავს აქ! _ დღეს გყავს! _ თქვა, წვენი დაუსხა ქალს და წინ დაუდგა. მერე საუზმეც შემატა სუფრას, _ კვერცხს და სალათას შეჭამ? _ დიახ! უცხოპლანეტელი არ ვარ! ორივე გამისინჯავს! _ თქვა და ჭამას შეუდგა. _ მოურჯულებელი ხარ და არა უცხოპლანეტელი! _ ერიკს გაეღიმა. თვითონაც გადაიღო კერძი და მშვიდად შეუდგა ჭამას. ემამ ჩანგალი პამიდორს დაარჭო და პირისკენ გააქანა. საკუთარი ქვეყნის საჭმელი მაინც სხვაა, სულ სხვა გემო და სუნი აქვსო, გაიფიქრა და გემრიელად მიირთვა. ერიკმა რამდენიმეჯერ შეხედა მის მშვიდ ჭამას და ჩაეღიმა, პირველად გრძნობდა, რომ ქალი ასე აინტერესებდა, თანაც ეჭვმიტანილი. ლამაზი ეჭვმიტანილი, _ გაიფიქრა და წვენი მოსვა. ქალმაც სწორედ ამ დროს მოსვა წვენი და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა... ორივემ შენიშნა, რომ თვალების ფერი ერთნაირი ჰქონდათ, ყავისფერი. მზერა გაუსწორეს ერთმანეთს და ისე უცბად წამოდგნენ სუფრიდან, თითქოს რაღაც წაიკითხეს ერთმანეთის თვალებშიო. _ მადლობა... _ თქვა ქალმა და ნიჟარაში ჩააწყო თავისი ჭურჭელი. _ არაფრის. დღეს განყოფილებაში უნდა წავიდე. შენც წამოხვალ! _ რატომ?! _ ახლა ცოტა ხნით ჯობია, ჩემთან ერთად იყო, სახლში ვერ დაგტოვებ, შენს დაცვაზე უნდა ვიფიქრო! _ მარტო დამიცავ?! _ კი! ეჭვი გეპარება?! _ ჰო! _ თქვა მკაცრად და ტანზე დაიხედა, _ ტანსაცმელი მინდა! განყოფილებიდან მაღაზიებში გავივლი! რომელზე მორჩები საქმეებს?! _ 3 საათში! _ 3 საათი განყოფილებაში უნდა ვიყოოო?! _ წამოიყვირა და მზერა გაუმკაცრდა: _ სახლში ვიქნები ან მარტო წავალ საყიდლებზე! _ არა! სამი საათი განყოფილებაში იქნები და მერე მე წამოგყვები საყიდლებზე! _ ახლა ამ ტანსაცმლით წამოვიდე?! წუხელ მეცვა ეს! _ ჩემი დის ტანსაცმლიდან აარჩიე რაიმე, ან ის ჩაიცვი, მე რომ მოგიტანე, თუ არ გადაგიგდია. _ კაცის არჩეულ ტანსაცმელს არ ვიცვამ, არც სხვისი ტანსაცმელი ჩამიცვამს არასდროს! მირჩევნია ასე წამოვიდე! _ თქვა და ფეხსაცმლისკენ წავიდა. უცბად კაცისკენ მიტრიალდა, გვერდით ჩაუარა ფეხსაცმლით ხელში და სააბაზანოს მიაშურა. ფეხსაცმელი გაასუფთავა, სახე მოიბანა, ხელებიც გადაიბანა და ფეხსაცმელი კართან დადო. _ მე უკვე მზად ვარ! _ დაიყვირა და იქვე დადგა. ერიკიც უმალ მასთან გაჩნდა და ქალმა აათვალიერა. _ ჩაცმა სცოდნია! _ თქვა თავისთვის, ფეხსაცმელი ჩაიცვა და ჩანთას დასწვდა, რომელიც შემოსასვლელთან დადო, პარკი კი იქვე დატოვა. ჩანთა გახსნა, სუნამო ამოიღო და კაცმა გაკვირვებით შეხედა სუნამოს ფლაკონს, რადგან არ ეცნო, მაგრამ ემამ რომ მიიპკურა, მერე მიხვდა, ჩაეღიმა და გასაღები აიღო. გაიარა თუ არა, სუნამოს არომატი შეიგრძნო და ემას შეხედა. `ეს ქალი მალე ჭკუიდან გადამიყვანს!~ _ გაიფიქრა და კარი გააღო. _ სამი საათი განყოფილებაში უნდა იყო, ტყუილად იპრანჭები! _ შენ რომ არა, ახლა სულ სხვა ფორმაში ვიქნებოდი! შენ რომ შეგხვდი მას მერე წესიერად არ მცმია! _ თქვა ემამ და გავიდა. არ დაელოდა, სანამ ერიკი კარს დაკეტავდა, ნელა ჩაუყვა კიბეს. კაცი უკან მიჰყვა, გაუსწრო და ქვემოდან ამოხედა: _ ჩემი დაცვის ქვეშ ხარ! ასე კი არ უნდა გარბოდე! ფრთხილად უნდა იყო და გეშინოდეს! მაგრამ არ გეშინია და ესაა საინტერესო! უშიშრად ადგამ ნაბიჯებს და წინ გარბიხარ! _ უკან უკვე დავიხიე წლების წინ და დავიკარგე! ახლა ისე აღარ ვიკარგები და წინ მივდივარ! _ თქვა თავისთვის, მამაკაცს გვერდი აუარა და კიბეს დაუყვა, თან მოაძახა უკან მოტოვებულ კაცს: _ მე წინ მივდივარ და არ მეშინია წინ წასვლის! _ ოხ, ეს მოურჯულებელი ქალი! _ თქვა გამომძიებელმა და მანქანა გააღო. ემა თავისი კარის გაღებას არ დაელოდა, თვითონვე ჩაჯდა მანქანაში. _ ჩემით შემიძლია გავაღო კარი, მოსამსახურე არ მჭირდება! _ თქვა ქალმა. კაცს მოესმა თუ არა მისი სიტყვები, კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. _ შენი მანქანის კარებზე იყრი ჯავრს?! _ მინდება ხელი წაგიჭირო და დაგახრჩო! _ მიდი მერე! შენ იქნები მკვლელი და არა მე! _ ხმა აღარ ამოიღო აქ და განყოფილებაშიც! _ უბრძანა ერიკმა და მანქანა დაქოქა. ემა ქუჩებს აყოლებდა თვალს, რამდენიმე ნაცნობი ქუჩაც დაინახა და გაეღიმა, რამდენჯერ გადასულა ამ ქუჩებზე სწავლის დროს, რამდენჯერ გაუვლია ამ მაღაზიებთან ახლოს, კაფეში კი მეგობრებთან ერთად ბედნიერებით სავსეს უქეიფია იმ დროს, როცა ჯერ ისევ სწავლობდა, მშვიდად და ბედნიერად... ერიკმა მანქანა გააჩერა. ორივენი განყოფილებაში შევიდნენ. კაბინეტში შესვლისთანავე ერიკმა ემას ანიშნა, დაჯექიო. ისიც ჩუმად დაჯდა და ჩანთა მაგიდაზე დადო. მერე ტელეფონი მოიმარჯვა და ანიტას მისწერა, უთხრა სადაც იყო. ბოლოს ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ბილეთებს დახედა. გაახსენდა, ბილეთებს რომ ყოველთვის ინახავდა. სახლში ერთი ყუთი სავსე ჰქონდა ნამგზავრი ბილეთებით. მან ბილეთიც ჩააბრუნა ჩანთაში. ამ დროს მობილურზე დაურეკეს და მანაც მაშინვე უპასუხა: _ კარგად, შენ?.. ხო, გათიშული მქონდა, ახლახან ჩავრთე ტელეფონი. კარგად იმგზავრე?.. ძალიან კარგი, ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი, უთხარი, კარგად არის, არ ინერვიულო-თქო... _ ელაპარაკა ვიღაცას და ერიკს შეხედა, რომელიც მას უსმენდა. ემა კი აგრძელებდა: _ დიდი მადლობა გადაეცი... გაკოცეთ. _ თქვა და მოსაუბრეს დაემშვიდობა. _ ვის უგზავნი კოცნას?! ემამ არ უპასუხა. _ შენ გეკითხები! _ შენ არ მითხარი, არ ილაპარაკოო?! _ მერე ტელეფონზე რატომ ილაპარაკე?! თუ ასე კარგად დაგამახსოვრდა, რაც გითხარი! _ ალეხო იყო და ვერ დავტოვებდი უპასუხოდ! _ რატომ?! _ ის ჩემი ახლობელია! _ ვის უნდა გადასცეს მადლობა?! _ დაქალს! რა იყო?! მეგობარმა მომიკითხა და მეც რომ მოვიკითხო, არ შეიძლება?! _ თქვა და ფეხზე წამოდგა. კარისკენ დაიძრა, მაგრამ კაცის ხმაზე მოტრიალდა და წარმოთქვა: _ ხელებს დავიბან და მოვალ, თუ გინდა, გამომყევი! _ ამ სიტყვებით კარი გაიჯახუნა. კაცმა თავზე მოიკიდა ხელი და ამოიხვნეშა, ისევ განაგრძო საქმეების კეთება, ფრანკოსთანაც გავიდა, ელაპარაკა და ისევ კაბინეტში დაბრუნდა. ემა უკვე სკამზე იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო, საზურგეს მიყრდნობოდა, თვალები მიეხუჭა და ფიქრებში იძირებოდა. გაახსენდა აქ შემოსვლის პირველი დღე და გააკანკალა, ახლა გაახსენდა სახეზე მისი წყლიანი ხელის შეხება და მოულოდნელად წამოხტა: _ შენ გაბედე და შემეხე აქ იმ დღეს?! _ რა გეტაკა?! რაებს ბოდავ?! _ რომ წავიქეცი და გავითიშე, შენ შემეხე?! _ შენს სახეს შევეხე, რომ გამომეფხიზლებინე! _ მივდივარ! _ წამოიყვირა და კარისკენ გავარდა, მაგრამ უცებ ხელი სტაცეს და ისევ სკამზე დააბრუნეს. _ აქ იყავი წყნარად და მშვიდად! რა გეტაკა, მაინც არ მესმის! _ ვერ ვიტან, როცა მეხები! _ დაუყვირა ემამ და ისევ ფეხზე წამოვარდა. _ ხოდა, თუ არ გინდა შეგეხო, დაჯექი და მაცალე მუშაობა! კიდევ ერთხელ იტყვი რამეს ან ფეხზე ადგები და მაშინვე საკანში შეგათრევ! ამჯერად უტანსაცმლოდ! _ უტანსაცმლოდ რატომ?! _ წარმოთქვა და იგრძნო თუ არა მამაკაცის ხელები, თვალები დახუჭა... როცა გაახილა, ისევ გისოსები დაინახა და ეგრევე ეცა შავ გისოსებს: _ იდიოტო, მორჩი და გამომიშვი აქედან! _ ნუ ყვირით! _ უთხრა ვიღაც უცხომ და ახლაღა შეამჩნია ნაცნობი მესაკნის სახე. _ შენ?! შენ მანდ ამ ფორმით... პოლიციელი ხარ?! _ დაიბნა უცბად და გისოსებს მოშორდა. _ კი! და თუ არ გაჩუმდები, იმის გამო დაგსჯი, რაც იმ დღეს გააკეთე! _ ღირსი იყავი! _ შეხედე ამას, არც კი ეშინია, ისე მელაპარაკება! _ შენნაირი და იმისნაირი იდიოტების არ მეშინია! დაუძახე!!! _ ის რომ მოვიდეს, თავის მუქარას შეასრულებს და შიშველი დარჩები. ეს გინდა?! _ დაუძახე-მეთქი!!! გამომიშვას აქედან! _ მორჩი ყვირილს! გარეთაც ისმის შენი ხმა! _ მშვიდად წარმოთქვა ერიკმა და საკანს მოადგა. _ მერე გარეთ თუ ისმის, შენს კაბინეტში ვერ გაიგე, რომ მოსულიყავი?! _ მოვედი! და რა ვქნა, კაბა მართლა გაგხადო, რომ მორჯულდე?! გასაღებების ასხმა ამოიღო, საკნის კარი გააღო, ნაბიჯი გადადგა და ხელებგადაჯვარედინებული ქალს წინ დაუდგა. _ მზად ხარ, რომ აქ შიშველმა იარო? ქალმა მოულოდნელად ხელი აიქნია და კაცს ლოყაში მოარტყა. ერიკმა მაშინვე დაიჭირა და ზურგით ჩაიხუტა. მერე კაბაზე ხელი წაავლო და ქალის სხეული ახლოს მიიხუტა: _ ახლავე თუ არ მოხვალ გონს, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! უკაბოდ დარჩები, ეს კი არ მინდა! ერთი საათიც მოიცადე, წავალთ მაღაზიებში და დამშვიდდები! _ ქალს ყურთან უჩურჩულა და კაბას ხელი გაუშვა. მერე გავიდა საკნიდან, კარი ღია დატოვა და ქალს ისე მიაძახა, არც მიბრუნებულა: _ წამომყევი კაბინეტში! ქალიც მიჰყვა, მისი შეხებისგან აფორიაქებული. ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნიც კი აღარ ჩაესმოდა, ისე წაეღო კაცის შეხებას მისი ფიქრები. სკამზე ჩამოჯდა და თავის ჩანთას დასწვდა, რომელიც აქ დატოვა. ტელეფონს დახედა, მძიმედ ჩაისუნთქა, ისევ ერთი საათი აქ რომ უნდა ყოფილიყო და ერიკს შეხედა. უცბად სწრაფად დახარა თავი, ხელები მაგიდაზე შემოდო, თავი ზედ დაადო და თვალები დახუჭა. კაცი მიხვდა, რომ ემა დაიღალა და ყავა მოუტანა. _ მიირთვი! _ ყავას არ ვსვამ! _ რატომ? მოწამლული არაა! _ არ მიყვარს! _ აბა, რას დალევ?! _ ჩაის! თუ არსებობს აქ. _ თქვა ისე, რომ თავი ისევ ხელებზე ედო და იატაკს მიშტერებოდა. ცოტა ხანში ჩაის შეთავაზების ხმაც მოესმა და თავაწეულმა პირდაპირ შეხედა კაცს თვალებში. _ რა იყო?! ყავა არ მიყვარს! ჩაისთვის მადლობა! _ თქვა და ფინჯანი ხელებში მოიქცია. თითები შეუთბა და ჩაი პირთან მიიტანა. ბრჭყვიალა, უფეროპომადიანი ვარდისფერი ტუჩები გაბუშტა და ცხელ სითხეს სული შეუბერა. მერე მოსვა და მთელ სხეულში სითბომ დაუარა. კაცმა უცბად მოაშორა მზერა, ისიც ცდილობდა ქალი განეგდო ფიქრებიდან. ახლა ნანობდა, აქ რომ წამოიყვანა. _ მადლობა... გემრიელია. _ თქვა ემამ რბილად და ფინჯანი დადგა. _ არაფრის! ყავა რატომ დაიწუნე?! _ არ ვსვამ... დიდი ხანია, არ მიყვარს, ბავშვობიდან მოყოლებული! _ რატომ?! _ ერთ დღეს, მეზობელთან, ყავის რამდენიმე მარცვალი შევჭამე და ცუდად გავხდი, მერე ბევრი რძე დავლიე, რომ გამოვკეთებულიყავი! მას მერე ყავა არ მიყვარს, მისი სუნიც კი აღარ მომწონს. _ დაასრულა სათქმელი და ჩაი კვლავ მოსვა. ახლაღა გააცნობიერა, რომ შავი გიპიურის ხელთათმანები ეკეთა, რამდენიმე ბრჭყვიალა თვლით გაწყობილი. ხელებს დახედა და ისევ ის დღე გაახსენდა. უცებ დადგა ფინჯანი, სკამს მიეყრდნო და ამოისუნთქა. _ კარგად ხარ?! _ კი... _ თქვა და კვლავ ჩაის დასწვდა. _ არ მეგონა, თუ ყავა გაშინებდა. მამაკაცები სულ არ გაშინებს, თავისუფლად ყვირიხარ მათთან! _ ყავა არ მაშინებს! მისი გემო არ მომწონს! ამიტომაც ჩაი მირჩევნია, ან რაიმე წვენი! _ ჩაი მოსვა და კაცს შეხედა. _ ბოდიში გაცდენისთვის, თქვენს საქმეს დაუბრუნდით, მე ჩუმად ვიქნები... _ უთხრა ერიკს და ისევ და ჩაი მოსვა. კაციც მაშინვე თავის ადგილს დაუბრუნდა, რამდენიმე საქაღალდე აიღო და გავიდა. ვიღაცეებს დაელაპარაკა და დაბრუნდა. ქალს ჩაი დაელია და კვლავ ხელებზე ჩამოედო თავი. სახე არ უჩანდა, არც კარის ხმაურზე განძრეულა, ისევ ისე იყო თავდახრილი მაგიდასთან. `რატომ ზის ასე, ვერ ვხვდები~. _ გაიფიქრა ერიკმა და მიუახლოვდა. _ წასვლის დროა... _ მოესმა ემას და მაშინვე გასწორდა, თან ჩანთას დაავლო ხელი. კაცს ჩაეღიმა, ქალი ასე უცებ რომ გამოფხიზლდა. ერიკმა ჯერ ქალი გაატარა, მერე კი თვითონაც უკან მიჰყვა და კაბინეტი ჩაკეტა. *** ქალმა მაღაზიის სახელი უთხრა და რამდენიმე წუთში ერიკმა მანქანა სწორედ იმ მაღაზიის წინ გააჩერა. ემა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჰაეროვნად გადავიდა მანქანიდან და კიბეს აუყვა. კაცი გვერდით მიჰყვა, უკმაყოფილო იმით, რომ ახლა აქ დიდხანს მოუწევდა ყოფნა, სანამ ქალი ყველაფერს არ იყიდდა. მძიმედ შეაბიჯა მაღაზიის კარში. ქალს გააყოლა თვალი, რომელიც სამოსის ასარჩევად მიმოდიოდა. იქვე დივანი შენიშნა და ჩამოჯდა, თან მას ადევნებდა თვალს. ემამ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი აიღო და გასახდელი ოთახისკენ გაემართა. ფარდა გააფარა თუ არა, გაიხადა და კაბა გადაიცვა, თან ქუსლებზე შედგა და მხოლოდ მერე ჩაიხედა სარკეში. თავისი თავი შეათვალიერა, მოეწონა, კაბა გამყიდველს მიაწოდა, ფული გადაიხადა და კვლავ შებრუნდა გამოსაცვლელად. ფარდა გადასწია და კაცისკენ დაიძრა. კაცმა ახლა შეხედა მისკენ მომავალ ნაცრისფერ ფეხსაცმელს, მზერა ნელ-ნელა ზემოთ ააყოლა და ქალი მწვანე კაბაში დაინახა თუ არა, ფეხზე წამოხტა. გაშლილი თმით პირველად დაინახა ემა, რომელსაც თმა უკან გადაეყარა და წინიდან ყურებზე გადაეწია. კიდევ ერთხელ აათვალიერა მისი გამოყვანილი სხეული და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. _ წავედით, მშია! _ თქვა ემამ და გასასვლელისკენ დაიძრა. კაცი შემდეგი სიტყვებით გაეკიდა: _ უკვე მორჩი? ასე მალე?! _ ჰო! რა იყო, რახან ბოსტონიდან ჩამოვედი, მთელი მაღაზიის ყიდვას კი არ ვაპირებ! ტანსაცმელი მაქვს! _ აბა, რაღას იყიდე, თანაც ეს ფერი?! ახლა შავი სამოსით უნდა დადიოდე, რომ ყურადღება არ მიიქციო! შენ კიდევ რა ფერის კაბა გაცვია?! _ რა იყო, უკვე გეშინია ჩემი დაცვა?! თუ ასეა, შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით წავალ სახლში, სადაც ტანსაცმელი ოხრად მაქვს და აღარ დამჭირდება მაღაზიებში სიარული! მანქანასთან მივიდნენ. _ რას შეჭამ?! _ შეეკითხა ერიკი. _ სახლში გამზადებულ ნორმალურ საჭმელს! _ მე მზარეული არ ვარ! _ გამოდის, ყველა დიასახლისი სახლში მზარეულია?! _ არა, ეს არ მიგულისხმია! _ სახლში წავიდეთ და რამე ვიყიდოთ! მე გავაკეთებ საჭმელს! _ საჭმლის კეთება იცი?! მეგონა მზარეულები გიმზადებდნენ საჭმელს იქ! _ მიმზადებდნენ ხანდახან! როცა ვასვენებდი, მე ვაკეთებდი! ხორცი ვიყიდოთ, კარტოფილი და ხახვი, კვერცხი, პური! _ დააყოლა ბოლოს რბილად. როცა კაცმა მანქანა მარკეტთან გააჩერა, ემა ეგრევე გადავიდა. მარკეტში ერთდროულად შევიდნენ და მაშინვე იგრძნეს რამდენიმე ცნობისმოყვარის მზერა. ისინი ქალის შესანიშნავ მწვანე კაბას მისჩერებოდნენ, რომელშიც ემა დიდებულად გამოიყურებოდა. მას არც მათი მზერა და არც მათი აზრი არ აინტერესებდა. პროდუქტი აარჩიეს, იყიდეს და გამოვიდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.