შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაი, ყავა და Take Five


13-10-2022, 09:19
ავტორი datodato667
ნანახია 9 708

პარასკევი საღამოა, დათომ ბორბლებიანი სავარძელი ოდნავ უკან გააგორა, საზურგე გაასწორა, წამოდგა, ოდნავ გაიზმორა და ჩაის ჭიქით ხელში, აუჩქარებელი ნაბიჯით ფანჯარასთან მივიდა. ერთი ყლუპი მოსვა, თბილი, ლიმნიანი ჩაი ესიამოვნა. გარეთ შემოდგომის ამინდი იდგა, რაღაცმაირად, უჟმურად ცრიდა, მეეზოვე შეფერადებულ ჭადრის ფოთლებს ცოცხით ხვეტდა, მანქანები დაქროდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხალხი ტროტუარზე სწრაფი ნაბიჯით მიდი-მოდიოდა, ზოგი ამოცვენილ ქვეფენილს გვერდს უქცევდა, ზოგი კი პირდაპირ გუბეში აბოტებდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. დახედა, ეგონა რომელიმე მეგობარი წერდა, მაგრამ Fresco აღმოჩნდა, Vashli 0.89, Kvercxi 3.49, Balishi 7.90. გაეცინა. ჩაი კიდევ მოსვა, ჭიქა გვერდით გადადო და საათს დახედა. 6 საათი ხდებოდა, ესეიგი წასვლის დრო იყო. თუ 6 საათს 10 წუთზე მეტს გადააცილებდა მაშინ გასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. თითქმის 2 საათი მოუწევდა საოცბში დგომა. ამიტომ ნაჩქარევად გადამოკეცა ლეპტოპი და ფურცლებთან ერთად ზურგჩანთაში ჩატენა. ჭიქაში დარჩენილი რამდენიმე ყლუპი ჩაი დალია და იქვე მაგიდაზე დატოვა. დილას გარეცხავს, თუ დამლაგებელი, ხათო დეიდა არ დაასწრებს. ოთახი კარი გაიხურა, უფროსის კაბინეტის კარში თანაშემწეს მოკრა თვალი და კარგი შაბათ-კვირაო მიაძახა და კიბეებს ჩაუყვა.

გარეთ იმაზე უარესი ამინდი დახვდა ვიდრე ფანჯრიდან ჩანდა, მაგრამ დათოს უყვარს ასეთი ამინდი და განსაკუთრებით მანქანით სეირნობა. მანქანა გვერდით კორპუსის ეზოში ყავდა გაჩერებული, რაც ზონალური პარკინგი შემოიღეს ასე ეზო-ეზო უწევს მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნა. ზურგჩანთა უკანა სავარძელზე მიაგდო, თვითონ კი საჭეს მიუჯდა. გასაღები გადაატრიალა თუ არა Dave Brubeck-ის Take Five ჩაირთო, როგორ უხდება ამ ამინდს და განწყობასო გაიფიქრა, თითები და მხრები ააყოლა მუსიკას და მანქანა მოატრიალა.
საცობს თითქმის გადაურჩა, ვაჟა-ფშაველას და გაგარინის მოედანი ცოტა გაჭედილი მაინც იყო, მაგრამ 2 საათი გაუნძრევლად დგომას ნამდვილად გადარჩა. ვეფხი და მოყმის ძეგლს რომ ჩაუარა, მაშინ გაახსენდა, რომ სახლში საჭმელი არაფერი ჰქონდა და მოწყენილმა, დაიწყო ფიქრი ვახშმად რა შეიძლება მოემზადებინა. რაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად მის ერთ-ერთ მთავარ საფიქრელად ზუსტად საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება იქცა.
ამ ფიქრებში იყო გართული, ტელეფონმა რომ დაიწკაპუნა, დახედა და გრაინდერის მესიჯი იყო, Secret Folder-ში. ვიღაც ისევ პარამეტრებს ეკითხებოდა და ნუდებს სთხოვდა. ცივად გადასქროლა მესიჯი და ჩახურა აპი.
რატომღაც სახლში ასვლა არ უნდოდა, ამიტომ აღმაშენებლის გამზირზე დიდი დიღმისკენ აღარ გადაუხვია და გზა პირდაპირ გააგრძელა.

წლის ეს დრო ყველაზე ლამაზი მცხეთაშია და სანამ დაღამებულა გასეირნება გადაწყვიტა. რა ლამაზია ნაწვიმარი, გაშავებული ასფალტი, ყვითელი, წითელი და ათასფერი ფოთლები, შენ კი უბრალოდ მიდიხარ, უსმენ მუსიკას და არაფერზე ფიქრობ, თან ღრმად ისუნთქავ წვიმით გაჟღღენთილ შემოდგომის ჰაერს და თითქოს რაღაც სხვანაირი ემოციით ივსები.

მცხეთისკენ რომ გადაუხვია კიდევ უფრო მძაფრად მიხვდა როგორ უნდა ქალაქის ხმაურისგან და გიჟური რითმისგან გაქცევა. როგორ უნდა მცხეთაში ქონდეს პატარა სახლი, სულ პატარა ეზოთი და კარგი ხედით. ასეთ წვიმიან ამინდში, ცხელი ჩაით ხელში რომ გამოვიდეს ეზოში პლედმოხვეული, გახედოს მთებს და ხარბად ჩაისუნთქოს გამონაბოლქვისგან და მტვრისგან თავისუფალი ჰაერი. ზუსტად ამ პატარა სახლზე და ამ სახლის ეზოს მოწყობაზე ფიქრობდა როცა გაახსენდა რომ ხვალისთვის კვლევის მიგნებების პრეზენტაცია აქვს გასაგზავნი კოლეგასთან. იქვე ძველი მცხეთის პატარა კაფეში გადაწყვიტა შესვლა, თან პრეზენტაციას ავაწყობ და თან ყავასაც დავლევო იფიქრა.
მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა, ზურგზე ცალი საკიდით მოიგდო ჩანთა და კაფეში შევიდა.
შიგნით სასიამოვნო სითბო იყო, ყავის სურნელი ტრიალებდა, ძველებურად მოწყობილ დარბაზს, ოდნავ მბჟუტავი ნათურები ანათებდა და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა. დაბალ ხმაზე რეი ჩარლზის მუსიკაც უკრავდა.

დათომ ფანჯარასთან აირჩია მყუდრო მაგიდა, კაპუჩინო შეუკვეთა და თან ცოტა დარიჩინის დამატებაც სთხოვა ყავაში, მსუბუქი, ლორის და ყველის სენდვიჩიც შეუკვეთა და ლიმნის ჩიზ ქიქის ერთ ნაჭერსაც დაადგა თვალი მოგვიანებით შესაკვეთად. გემრიელად მოკალათდა ძველებურ სავარძელში, ლეპტოპი გახსნა და პრეზენტაციის აწყობას შეუდგა. ჩიზ ქეიქი იმაზე უფრო გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, ამას კარგი ყავაც რომ დაემატა, პრეზენტაცია იმაზე ორჯერ ნაკლებ დროში ააწყო ვიდრე გეგმავდა. ეს კი საღამოს თავისუფალ დროს ნიშნავდა რამაც ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა. კარგ ხასიათზე დამდგარმა ლეპტოპი ჩაკეცა და უცებ მის პირდაპირ სავარძელში მოკალათებული მასზე ალბათ ოდნავ უმცროსი ბიჭი შეამჩნია, თვალი გაუშტერდა და უცნაური გრძნობა დაეუფლა. ბიჭს ქერა, ტალღოვანი თმა ჰქონდა, ცისფერი თვალები და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, აშკარად ვიღაცას სასიამოვნო თემაზე ემესიჯებოდა და ღიმილიც ამის ბრალი იყო. ამ ბიჭმა უცებ ყველანაირი სიფრთხილე დაავიწყა დათოს და მოურიდებლად მიაშტერდა, იმ იმედით რომ ისიც შეამჩენვდა. შედეგმაც არ დააყოვნა და ბიჭმა მალევე გამოხედა, თვალი თვალში გაუყარა და ტელეფონში დაბრუნდა ისევ. დათო ისევ მოურიდებლად უყურებდა, ის კი შიგადაშიგ თვალს აპარებდა.
მიხვდა რომ ასე პირდაპირ ვერ მივიდოდა და ვერ გამოელაპარაკებოდა, რაღაც უნდა მოეგიქრებინა. უცებ გრაინდერი გაახსენდა, და იქ ხომ შეიძლება იყოსო იფიქრა. გახსნა ტელეფონი, მოძებნა საგულდაგულოდ გადამალული აპლიკაცია და პირველივე პროფილს მიწერა: Hey, სად ხარ ? პასუხიც მალე მოუვიდა: მცხეთაში, კაფეში, შენ ? უცებ გული აუჩქარდა და მიხვდა რომ შეიძლება ამ სიმპატიურ ყმაწვილს წერდა. სასწრაფოდ აკრიფა ტექსტი და გაგზავნა - მგონი შენ წინ ვზივარ და თუ ის ხარ ვინც მე მგონია, იცოდე რომ ძალიან სიმპატიური და საყვარელი ხარ. თუ შენ ხარ უბრალოდ ტელეფონი მაგიდაზე დადე და ბარისკენ მიატრიალე თავი. სულ რამდენიმე წამში ბიჭმა ტელეფონიდან ამოიხედა, დათოს გაუღიმა, ტელეფონი მაგიდაზე დადო და ბარისკენ გაიხედა. დათოს გული ლამის გაუჩერდა, გრაინდერზე ჯერ არავის შეხვედრია და ბიჭთან პირველი შეხვედრასაც სულ წხვანაირი წარმოდეგინა. ზოგადად ძალიან ფრთხილიბდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე უცებ მოხდა ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა. ისევ მიწერა ამჯობინა.
- რა გქვია ?
- ლუკა, შენ ?
- მე დათო. რამდენის ხარ ?
- 25 შენ ?
- მე 28. გეი ხარ ?
- არა, ჰეტერო და პროსტა გრინდერის სქროლვა მისწორდებამ გეი ვარ ???? შენ ?
- მეც, მგონი. ჯერ არ ვიცი. ამ აპში შეხვედრიხარ ვინმეს ?
- კი, რამდენიმეს, შენ ?
- მე ჯერ არავის და არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა და მინდა თუ არა.
- ნუ გეშინია, არ ვიკბინები :D
- იმედია ???? გინდა სადმე გავისეირნოთ, მანქანით ვარ.
- მმ, შეიძლება, პროსტა თბილისში უნდა წავიდე და მარშუტკები აღარ იქნება.
- არაუშავს, მე ჩაგიყვან, მეც თბილისში მივდივარ.
- ეეე, რამდენი დამთხვევაა, ხო არ ღადაობ ?
- აჰაამ, ძაან ბევრი და არ ვიცი ეგ კაია თუ ცუდი. კაი, მე გადავიხდი, გავალ და მანქანაში დაგელოდები. აქვე ასახვევთან დაინახავ შავი ტოიოტა, 798. პირდაპირ ჩაჯექი რო გამოხვ.
- ოოოკ. იმედია არ მომიტაცებ :D
- კი, აუცილებლად, ცხინვალში გადაგიყვან და მერე გამოსასყიდს მოვითხოვ :D
- ჰა, ჰა, ჰა მაგრად ღადაობ. საყვარელი კი ხარ, მაგრამ მგონი იუმორში სამეცადინო გაქ.
- წავედი და გამო მალე შენც.
- ხო, კაი არ გეწყინოს, რა იყოო.

დათომ ლეპტოპი ჩანთაში ჩადო, ანაგარიში ბარათით გადაიხადა და მანქანისკენ წავიდა. თან რაღაც ძალიან უცნაური გრძნობა ჰქონდა, არ იცოდა რამდენად სწორად იქცეოდა და საერთოდ ბიჭთან შეხვედრა უნდოდა თუ არა. ეს აპლიკაციაც რამდენიმე კვირის წინ გადმოწერა და არ ეგონა იქ ვინმე ნორმალურ ტიპს თუ იპოვიდა, ჯერ ისიც არ იცოდე ზუსტად ბიჭთან რამე უნდოდა თუ არა, მაგრამ ახლა ისე უცნაურად, წამებში მოხდა ყველაფერი და თანაც იმ ბიჭის დანახვაზე აშკარად რაღაც განსაკუთრებული იგრძნო, რომ ამოხედა და თვალი თვალში გაუყარა, რაღაცამ დაურბინა მთელ სხეულში. თანაც ამდენი დამთხვევა ერთად ? ნამდვილად უცნაური ამბავი იყო. ჩანთა უკანა სავარძელზე მიაგდო, გასაღები გადაატრიალა, წინა მინები საწმენდმა ავტომატურად გაწმინდა, და წვიმის წვეთები დაეტყო საქარე მინას. მუსიკა ისევ Dave Brubeck-ის Take Five ჩაირთო ...
დათომ ჯიბიდან სტაფილოსფერი ტიკტაკი ამოიღო, 3 ცალი პირში ჩაიგდო და სკამს მიეყრდნო რაღაც ახლის, გაურკვეველის, უცხოსი, მაგრამ საინტერესოს მოლოდინში.

გაგრძელება იქნება ...



№1 სტუმარი Guest

Kaia, Mshvenivrad cer. Me veli)

 


№2 სტუმარი სტუმარი პანდა

გაგრძელება თუ მალე იქნება გაასწორებს????????

უკვე ვშიფავ ამ ორს smirk

 


№3 სტუმარი სტუმარი დათო

სტუმარი პანდა
გაგრძელება თუ მალე იქნება გაასწორებს????????

უკვე ვშიფავ ამ ორს smirk

რა გაუშიფრე აბა, მეც მომიყევი ? :D
მალე იქნება ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent