შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 11 )


13-10-2022, 22:15
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 774

თვალს დახუჭავდა თუ არა ლარას სასოწარკვეთილი სახე უდგებოდა თვალწინ, იქ საავადმყოფოში დამამშვიდებლებისგან გაბრუებული და მისი სიტყვებისგან განადგურებული აწყლიანებული თვალებით რომ შესცქეროდა რომლებშიც ნათლად შესამჩნევი უზარმაზარი იმედგაცრუება ჩანდა, არ მოუსმინა, არ ათქმევინა... ფაქტიურად თვითონ თქვა საკუთარ შვილზე უარი და ახლა რაღა ჰქონდა სათქმელი, როგორ უნდა ესაყვედურა მისთვის რომ ამდენ ხანს უმალავდა ლუკას არსებობას, ერთადერთი საკუთარი თავის დადანაშაულება შეეძლო იმ დაკარგული დროის გამო რომელსაც ცოტა მეტი მოთმინება რომ გამოეჩინა მათ გვერდით გაატარებდა, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ლარას პატიება დაემსახურებინა, მათთან ერთდ ყოფნით დატკბებოდა და იქნებ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო...
შუაღამისას ჩაეძინა გონებააარეულს და ჭკუიდან შემშლელი დანაშაულის გრძნობასთან ჭიდილისგან დაღლილს, მოუსვენრად ეძინა, ფხიზლად, არ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო როცა გვერდით ოთახში ლარა და ის პატარა საოცრება ეგულებოდა რომელიც უკვე გამხდარიყო მისი ცხოვრების აზრი და დანიშნულება, ყვირილმა გააღვიძა გამთენიისას, გარეთ ჯერ ისევ ბნელოდა, საძინებლის კარი ღიად ჰქონდა დატოვებული და გარკვევით ესმოდა ხმები, დაფეთებული წამოხტა, ჯერ ისევ ნახევრად მძინარმა ფეხი საწოლის კიდეს მიარტყა, ტკივილისგან დაიგმინა და მერე ხმადაბლა შეიგინა, სირბილით შევიდა იმ საძინებელში სადაც ლარას და ლუკას ეძინათ, სინათლე არ აუნთია ფართო ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი იმდენად კარგად ანათებდა ოთახს რომ თავისუფლად ხედავდა სახეშეშლილ ოფლისგან შუბლდაცვარულ ლარას რომელსაც მიუხედავად იმისა რომ თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი აშკარად ეტყობოდა რომ ამქვეყნად არ იყო, ღრმად სუნთქავდა და სიმწრისგან დაკრუნჩხული თხელი თითებით მთელი ძალით ეჭიდებოდა ნაცრისფერი ფოთლებით მოხატულ თეთრ ზეწარს...
საწოლის კუთხეში საცოდავად მოკუნტული ლუკასკენ გაექცა დათას მზერა, მთელი დღის ემოციებისგან დაღლილს ისე ღრმად ეძინა რომ ლარას ყვირილსაც კი არ მოუხდენია გავლენა, საყვარლად ჰქონდა ბუნჩულა ხელი ლოყის ქვეშ ამოდებული და მშვიდად ფშვინავდა, რამდენიმე წამს დაბნეული იდგა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა მაგრამ როცა ლარას კიდევ ერთხელ გადაუარა სახეზე შიშის ტალღამ და ოდნავ შეხსნილი ბაგეებიდან სასოწარკვეთილი კივილი წასკდა მაშინვე მასთან მიიჭრა, ფრთხილად აიყვანა ხელში, იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, კალთაში ჩაისვა და პატარა ბავშვივით მიიხუტა გულზე.
- დამშვიდდი, მე შენთან ვარ, მარტო არ ხარ, ეს უბრალოდ სიზმარია, უნდა გამოფხიზლდე პატარავ, უბრალოდ კოშმარს ხედავ, მე შენს გვერდით ვარ... -დაბალი თბილი მონოტონური ხმით ჩასჩურჩულებდა, არწევდა, ხელებს მის ზურგზე დაატარებდა და დროდადრო ნაზად კოცნიდა შუბლზე და ლოყებზე...
თავიდან უძალიანდებოდა ლარა, მისი მკლავებიდან დასხლტომას ცდილობდა, უმწეოდ ფართხალებდა, მერე თანდათან მოუდუნდა დაჭიმული სხეული, თვალები მილულა, სუნთქვა დაუმშვიდდა, ახლა უკვე თვითონ ეკვროდა, მისით ითბობდა გათოშილ სულს და სხეულს, ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილის გზაგასაყარზე მდგარი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ერთადერთი რასაც იაზრებდა ის იყო რომ აღარაფერი იყო საშიში, თავს მშვიდად გრძნობდა, გამხდარი მკლავები შემოხვია, მხარზე დაადო თავი, ყელზე მიეკრო ტუჩებით, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და როგორც კი ფილტვები აივსო მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა...
- კარგად ხარ? -დათას ჩურჩული რომ მოესმა ძლივს ასწია თავი და ამღვრეული თვალებით შეხედა, ზემოდან დაჰყურებდა დათა დიდი მწვანე თვალებით და მკრთალად უღიმოდა.
- დამშვიდდი? თუ გინდა შემიძლია შენთან ერთად დავიძინო თუ შენ თავს ასე უკეთ იგრძნობ, ხელს არ შეგიძლი ამ დივანზე დავწვები და გეცოდინება რომ აქ ვარ.
- საჭირო არ არის ამაღამ მაინც ვეღარ დავიძინებ, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და წამოდგომა სცადა თუმცა დათამ ადგომის უფლება არ მისცა, კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა გულში, არაფერი უთქვამს ლარას მის მკლავებში მობუზული გაყუჩდა და პირველად დაფიქრდა იმაზე თუ როგორ იყო დაღლილი საკუთარ თავთან წინააღმდეგობით, დათას აჩქარებულ გულისცემას უსმენდა და სიგიჟემდე უნდოდა არასოდეს მოშორებოდა, ასე მის მკლავებში მოქცეულს გაეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება.
- რას აკეთებ? -ჰკითხა როცა დათა ადგა და ხელში აყვანილი წაიყვანა გასასვლელისკენ.
- ამაღამ მეც ვეღარ დავიძინებ, ასე რომ სამზარეულოში გავიდეთ, ჩაის გავაკეთებ, დავლიოთ და ვისაუბროთ.
- ჰმ, ჩაიზე უარს არ ვიტყოდი, -თავი ასწია და ყბაზე მიაკრო მხურვალე ტუჩები, არ გამოპარვია დათას გაოგნებული გამომეტყველება და ჩაეღიმა, ცოტა ხანში მისაღებში დივანზე კომფორტულად მოკალათებულები სვავდნენ სურნელოვან ჩაის.
- უკეთ ხარ? -დათა ყურადღებით ათვალიერებდა თვალებმინაბულ ლარას რომელსაც სახეზე უცნაურად მშვიდი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი.
- კარგად ვარ უბრალოდ თან დამამშვიდებელი არ მქონია არადა დიდი ხანია დამამშვდებლების გარეშე ვეღარ ვიძინებ.
- უნდა გეთქვა და მე...
- ჰოო ალბათ...
- მაპატიე...
- დაიწყე, -ჭიქა გადადო, თავი ასწია და თვალი გაუსწორა დათას.
- რა დავიწყო?
- ლუკას გაღვიძებამდე დრო ბევრი გვაქვს, მკითხე რაც გინდა, ვიცი რომ ბევრი რამ გაინტერესებს.
- მიპასუხებ? -წარბი მაღლა ასწია და სახეზე შეეტყო როგორ ყოყმანობდა.
- ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებ, -გამამხნევებლად გაუღიმა ლარამ.
- რას ხედავდი სიზმრად? -კითხა და სუნთქვა ისე შეეკრა თითქოს ლარას პასუხზე იყო დამოკიდებული მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა, ასეც იყო და ლარა მშვენივრად ხვდებოდა ამას, იცოდა, ახლა ზუსტად ახლა ამ წუთას მის ბაგეებს დაცდენილი ორად ორი სიტყვა იქნებოდა საკმარისი მის გასანადგურებლად, მისი არსებობის დასასრულებლად, მაგრამ უნდოდა კი ამის გაკეთება? საკუთარ თავთან რამდენიმე წამიანი ჭიდილის შემდეგ როგორც იქნა ძალა მოიკრიბა, წელში გასწორდა და სალაპარაკოდ მოემზადა.
- - - - - - - - - -
იმ დღეებიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს, ბუნდოვნად ვიხსენებ როგორ ჩამოვედი ამერიკაში, მახსოვს როგორ ვიდექი აეროპორტში და რატომღაც მეგონა რომ მოხვიდოდი, ნახევრად მკვდარი ავედი თვითმფრინავში, აქ დეიდაჩემი დამხვდა, გამიკვირდა როცა ის და მისი მეუღლეც გახარებულები გადამეხვივნენ და სიხარულით წამიყვანეს სახლში, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი იმის გარდა რომ ჩემს შიგნით პატარა უცოდველი არსება ცოცხლობდა რომელიც ამ სამყაროში არავის სჭირდებოდა ჩემს გარდა...
- ლარა... -დათა ღრმად სუნთქავდა, თვალები ჩაწითლებოდა და კბილს კბილზე აჭერდა რომ სიმწრისგან არ ეღრიალა.
- მაცადე, ნუ შემაწყვეტინებ და ცოტა დამშვიდდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, -უდარდელი გამომეტყველებით აიქნია ჰაერში ხელი და უფრო კომფორტულად მოეწყო.
- ჰოო, იმას ვამბობდი რომ დეიდასთან და მის ქმართან ერთად დავიწყე ცხოვრება, მათთვის არ მითქვამს რომ ფეხმძიმედ ვიყავი, თუმცა არ ვიცოდი სადამდე შევძლებდი ამის დამალვას, თავიდან რამდენიმე დღეს გონს ვერ მოვდიოდი, მოჩვენებასავით დავბოდიალობდი ოთახიდან ოთახში და ვცდილობდი გამეთავისებინა რომ მარტო აღარ ვიყავი, ახლა უკვე ჩემი პატარა მყავდა და მისთვის უნდა მეცოცხლა და მებრძოლა, დეიდა თავს მევლებოდა, ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა მაგრამ ერთხელაც რომ დამიძახა და მარკის მეგობრის შვილზე დამიწყო საუბარი ყველაფერი ნათელი გახდა, მთელი საათი ტვინს მიჭედავდა იმით თუ როგორი მდიდარი და გავლენიანი ოჯახი იყო, თუ რას მომიტანდა ჯეიმსზე დაქორწინება...
- იმ დღეს მე და დეიდამ ვიჩხუბეთ, მარკმაც მისაყვედურა, მიყვირა ჯეიმსს შენნაირი უპატრონოს დასაწუნი არაფერი სჭირსო, დეიდამაც კვერი დაუკრა ან ხვალ შენი ხელის სათხოვნელად მოვლენ და შენც ნორმალური ზრდილობიანი ქალბატონივით მოიქცევ ან აქედან წასვლა მოგიწევსო, მშვენივრად იცოდა ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი მასთან არ ვიქნებოდი ამიტომაც სიტუაციის გამოყენებას ცდილობდა, არ იფიქრო რომ ჩემი ბედი ადარდებდა, უბრალოდ ჯეიმსის მამასთან უნდოდათ ურთიერთობის გაღრმავება რომ მარკის ბიზნესში ფული ჩაედო...
- მეორე დღეს მთელი დღე ვიწექი და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, არაფერი მიჭამია და დამილევია, თავს საშინლად ვგრძნობდი, საღამოს ჯეიმსი გვესტუმრა, ოჯახთან ერთად მოვიდა ჩემი ხელის სათხოვნელად, დეიდამ ძალით ამაყენა საწოლიდან, თავისი ხელით ჩამაცვა კაბა, თმა დამვარცხნა და მაკიაჟი გამიკეთა, გასაყიდი საქონელივით მამზადებდა მათთან წარსადგენად, მის მონდომებას ამაოდ არ ჩაუვლია, ჯეიმსის მშობლებს ძალიან მოვეწონე, ზუსტად ორი საათი ვიჯექი მათ წინ, უაზროდ ვიღიმოდი და ვცდილობდი ჯეიმსის უკბილო ხუმრობები და კომპლიმენტები ამეტანა, წყლის დასალევად სამზარეულოში გასული რომ დამიმარტოხელა და ჩემი კოცნა სცადა ამხელა სტრესს ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე, გონს რომ მოვედი მისაღებში დივანზე ვიწექი, თავს ექიმი მედგა, დეიდაჩემთან მარკთან და ჩვენს სტუმრებთან ერთად, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო მითხა, იმ წამს მივხვდი რომ ჯეიმსის ცოლობას ყველაფერი მერჩივნა და ვუპასუხე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მოკლედ გეტყვი რაც მოხდა შემდეგ...
- არ გინდა ლარა გთხოვ, აღარ გააგრძელო, მოდი უბრალოდ ყველაფერი დავივიწყოთ კარგი? -დათა სასოწარკვეთილი ეხვეწებოდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ალბათ ვერც ამჩნევდა რომ ორივე ლოყა ცრემლებისგან ჰქონდა დასველებული.
- არ მინდა? მინდა და მერე როგორ, მინდა რომ ყველაფერი მოგიყვე, მე ეს ყველაფერი გადავიტანე და შენ მოსმენაც კი არ შეგიძლია? -სადაც იყო მოთმინება უღალატებდა ლარას, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ისე უყურებდა დათას, -მაცადე რომ მოვყვე, უბრალოდ უნდა მოვყვე რომ იმ ყველაფრისგან გავთავისუფლდე რის გამოც უკვე რამდენიმე წელია მშვიდად ვეღარ მძინავს.
- მაპატიე, უბრალოდ ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, -სახეზე ჩამოისვა აცახცახებული თითები და ღრმად ჩაისუნთქა თითქოს კიდევ ერთი რაუნდისთვის ემზადებაო, მიდი გააგრძელე, გისმენ.
- იმ ღამით დეიდამ სახლიდან გამომაგდო, შუა ნიუ იორკში მარტო დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის და ჩანთაში სამოცდათხუთმეტი დოლარის ამარა, იძულებული გავხდი კიდევ ერთხელ დამევიწყებინა თავმოყვარეობა და კიდევ ერთხელ დამერეკა დედაჩემისთვის, ამჯერად მიპასუხა, მამასთან ერთად იყო, ორივე ერთად მესაუბრებოდნენ, აღმოჩნდა რომ ბინა ნიუ იორკში აღარ ჰქონდათ, მამას გაუყიდია, ვუთხარი რომ მათთან ჩავიდოდი, უარი მითხრეს, ფულს გამოგიგზავნით და უკან საქართველოში დაბრუნდიო არც უკითხავთ რა მოხდა რატომ ვიყავი აქ, რა მიჭირდა...
- იმ მომენტში არ ვიცი რა მოხდა, გონება დამებინდა, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, ტელეფონი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, უმისამართოდ დავბოდიალობდი ჩაბნელებულ ქუჩებში, რომ გამოვერკვიე სადღაც ბინძურ ჩიხში ვიყავი, არ ვიცი იქ როგორ მოვხვდი, ცენტრალურ ქუჩაზე გასასვლელს ვეძებდი ორ მთვრალ კაცს რომ გადავეყარე...
- აიზეკი რომ არა არ ვიცოდი რა მელოდა, მათ მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი, ჩემი გაუპატიურება სცადეს, წინააღმდეგობა რომ გავუწიე ცემა დამიწყეს, ერთადერთი რასაც ვახერხებდი ის იყო რომ მუცელზე ხელებს ვიფარებდი ჩემს პატარას რომ არაფერი მოსვლოდა, მერე აიზეკი გამოჩნდა, თურმე იმ დღეს სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე, ორივე ისე სცემა შემეშინდა ხელში არ შემოკვდომოდნენ, მერე მხოლოდ ის მახსოვს რომ ყველაფერი საშინლად მტკიოდა, აიზეკმა ხელში ამიყვანა და გონებაც დავკარგე, გონს მეორე დილით, მათ ბინაში მოვედი, მატილდა მადგა თავზე და მივლიდა...
- ერთი კვირა დამჭირდა რომ გონს მოვსულიყავი და ფეხზე წამოვმდგარიყავი, გვერდიდან არ მშორდებოდნენ, პატარა ბავშვივით მივლიდნენ, ჩემთვის არაფერი უკითხავთ სახელის გარდა, არც არაფერი უთხოვიათ, უბრალოდ უხაროდათ რომ კარგად ვიყავი, ნელ-ნელა ორივე უკეთ გავიცანი, მატილდა სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა როცა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო, მატილდა ფრანგია აიზეკი კი ესპანეთიდანაა, ათი წელია ცოლ-ქმარი არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მატილდას ბავშვი არ უჩნდება და მკურნალობს ალბათ ამის გამოცაა რომ ლუკა ასე ძალიან უყვართ და თავს ევლებიან, აიზეკი ერთ-ერთ კომპანიაში უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა მაგრამ ახლახანს წამოვიდა და ახლა ახალ სამსახურს ეძებს, მატილდა წვეულებების ორგანიზატორია, ყველაფერი მასწავლა და ერთად ვმუშაობთ, მთელი ეს წლები მხარში მიდგანან და ყველანაირად მეხმარებიან, მან და აიზეკმა მაიძულეს რომ სწავლა დამეწყო, მათი წყალობით ნელ-ნელა დავუბრუნდი ცხოვრებას...
- ამ ყველაფერს ვერასოდეს მაპატიებ არა? -დათამ სევდიანი სახით შეხედა ლარას.
- მე შენ დიდი ხნის წინ გაპატიე დათა.
- რას გულისხმობ? -მისკენ წაიწია და ხმაში მოუთმენლობა გაუკრთა.
- მეშინოდა რომ ვერ შევძლებდი, ხანდახან მართლა ძალიან მეშინოდა, რაც უფრო მეტად მეზრდებოდა მუცელი მით მეტად ვშფოთავდი, იმის გამო ვღელავდი რომ შეიძლებოდა ლუკა ვერ შემეყვარებინა, ვერ მიმეღო, ვშიშობდი რომ ყოველთვის როცა მას შევხედავდი ის გამახსენდებოდა რაც ჩვენს შორის მოხდა და ამის გამო ვერ მოვახერხებდი მისთვის ის სიყვარული და სითბო მიმეცა რაც დასჭირდებოდა, მაგრამ... როცა საავადმყოფოში თორმეტ საათიანი ტანჯვა-წამების შემდეგ ამ სამყაროს მოევლინა და პირველად გავიგე მისი ხმა, პირველად დამიწვინეს გულზე, პირველად ვიგრძენი მისი სურნელი და პირველად ჩავხედე ზუსტად შენნაირ მწვანე თვალებში, მივხვდი რომ ყველაფერი გაპატიე...



რომ შემეძლოს ლარას მშობლებს და დეიდა-ბიძას თმით ვითრევდი,უგულოები :( თითოეულმა ლარას ფეხებთან უნდა იხოხონ, განსაკუთრებით მშობლებმა :(

მეგონა, სიზმარში იმ დღეს ნახულობდა და მაგიტომ ესიზმრებოდა კოშმარები :( ლარას კიდევ რამდენი რამ გადაუტანია:(

ახლა დათა გამოჩნდა და იმედია ყველაფერი შეიცვლება❤️
ველოდები შემდეგს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. იმედია ახალ თავს მალე დადებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent