ვიწვი შენი სიყვარულით ( 8)
ესეც ახალი თავი როგორც შეგპირდით მალე დავდე, იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს კომენტარებს ნაწილი 8 _ამიტომ აჯობებს თუ ჩემგან შორს დაიჭერ ,თავს შენ უკეთესს იმსახურებ დამიჯერე.მე არავარ შენი ღირსი..- უთხრა და შემდეგ მას დააკვირდა სახეზე ახლაღა შეამჩნია, თუ როგორი ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონია აჩის ეს აქამდე როგორ ვერ შენიშნა თუმცა არც დაინტერესებულა მისი გარეგნობით, ახლა კი უყურებდა მას ბიჭს შავი სწორი მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა და თმა გვერდზე კოხტად გადაებარცხნა , სქელი ხშირი წარბები და გრძელი შავი აპრეხილი წამწამები ასევე სწორი ოდნავ მოგრძო ცხვირი და ოდნავ შესიებული ტუჩები ამ მდგომარეობაშიც კი კარგად გამოიყურებოდა იგი , თვალის ფერს კი რაც შეეხება მას ნაცრისფერი აქვს დეა მას უყურებდა მონუსხულივით ეს ბიჭი, ყველანაირად განსხავებული იყო გიორგისგან, ხასიათითაც, და ვიზუალითაც,. გიორგი სულ სხვა ტიპაჟი არის ის უფრო ქერა, ცისფერ თვალება , ბიჭია და ხასიათითაც განსხვავდება აჩისგან. _ დეა რაზე ფიქრობ? გონს მოდი ახლა ამის დრო არარის !- შემოუძახა თავს. _ აჩი იცოდე გაფრთხილებ ,ხვალ დილამდე გონს უნდა მოხვიდე არ მაინტერესებს, გასაგებია!- პირველად მიმართა სახელით და როცა მისი ბაგეებიდან ბიჭის სახელმა გაიჟღერა თავი უცნაურად იგრძნო - გთხოვ გონს მოდი რაა _ შეევედრა გოგო -თორემ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ასეთს ვერ გიყურებ.- აცრემლებული თვალებით ეუბნებოდა მას. ამ დროს მოულოდნელად აჩის სუნთქვა გაუხშირდა და მისმა აპარატმა ზმუილი დაიწყო. _ აჩი! - წამოიძახა და ექიმის მოსაყვანად გაიქცა -ექიმო გთხოვთ სასწრაფოდ აქ მოდით!- დაიძახა დეამ _ რა მოხდა?! - იკითხა მორიგე ექიმმა როცა პალატაში შევიდა. _ არვიცი მოულოდნელად მისმა აპარატმა ზმუილი დაიწყო და მას სუნთქვა გაუხშირდა. _ რაა?! მიმიშვით.- თქვა და საწოლთან მივიდა - გთხოვთ გარეთ დაიცადეთ! _ კიმაგრამ! _ აქ თქვენი ყოფნა არ შეიძლება გარეთ მოიცადეთ!- უთხრა ექიმმა _ კარგი, მაგრამ ხომ კარგად იქნება..?- ჰკითხა ექიმს _ კარგად, იქნება.- დაამშვიდა ექიმმა. შემდეგ კი დეა დერეფანში გავიდა.. პალატაში,ექთნები შეცვივდნენ ,და საქმეს შეუდგნენ. _ სასწრაფოდ,დეფიბრილიატორი მოამზადეთ!- თქვა ექიმმა და აპარატი აამუშავეს შემდეგ კი სამ თვლაზე აპარატი მკერდზე მიადეს და აპარატმა რამდენჯერმე დაარტყა ბიჭს. დეა, ამას ფანჯრიდან უყურებდა და თავს საშინლად გრძნობდა ცრემლები, ღაპაღუპით მოსდიოდა, ვერ გაეგო, თუ რა მოუვიდა აჩის ასე ,მოულოდნელად ვერ გაერკვია.. _ გთხოვ, გაუძელი! ძალიან გთხოვ..- იმეორებდა გულში. ცოტახანში, პალატიდან ექიმი გამოვიდა. _ ექიმო , რა მოუვიდა? - ჰკითხა დეამ _ გული უჩერდებოდა. მაგრამ მადლობა ღმერთს დროულად მოვახდინეთ რეაგირება, მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა უნდა დაველოდოთ მის გონზე მოსვლას.- უთხრა ექიმმა და თბილად გაუღიმა. _ მადლობა, ღმერთს. _ კარგით,ახლა დაგტოვებთ. - უთხრა და წავიდა დეა კი პალატაში შევიდა. და მის გვერდით ჩამოჯდა _ სულ , როგორ უნდა მაშინებდე.. იცოდე მეტი ასე აღარ მოიქცე! - გაუჯავრდა დეა. დიდხანს იჯდა და მის სუნთქვას აკვირდებოდა, და თვალს არ აშორებდა ეშინოდა ისევ რამე არ მომხდარიყო.. შემდეგ იქვე ახლოს პატარა მდივანზე წამოწვა რომ დაესვენა, და ისეთი გადაღლილი იყო მაშინვე ჩაეძინა. *** დილით, ადრე აჩი გონს მოვიდა შემდეგ თვალები ნელ ნელა გაახილა გვერდით გაიხედა და დეა დაინახა რომელსაც ეძინა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და მას დაუწყო ყურება. _ ალბათ, მთელი ღამე ჩემს გამო თვალი არ მოგიხუჭავს ?..მშვიდად იძინე !- ამბობდა ჩურჩულით შემდეგ კი ხელი ასწია უნდოდა მისთვის სახიდან თმები, მოეშორებინა, თუმცა ვერ გაბედა შეხება, შემდეგ კი ხელი ფრთხილად აიღო და თავზე დაუწყო ფერება. ფრთხილად ეფერებოდა თავზე. მოულოდნელად,დეა შეინძრა და თვალები გაახილა და აჩი დაინახა რომელიც საწოლზე ჩამომჯდარიყო. და მას უყურებდა. _ შენ! შენ გონს მოხვედი?!- უთხრა და მღელვარებისგან გაუცნობიერებლად მოეხვია ბიჭს. ამ დროს კი მათთვის თითქოს დრო გაჩერებული იყო და ამ წუთას მხოლოდ ისინი არსებობდნენ დედამიწაზე დეას , მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული ხელები და თითქოს არ უნდოდა მისი გაშვება, _ მადლობა ,ღმერთს გაიღვიძე ..- ათრთოლებული ხმით ამბობდა. ძალიან შემეშინდა..- ამ დროს კი აჩი გახევებული იჯდა და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ისე მოულოდნელი იყო ეს ჩახუტება მისთვის. შემდეგ ნელ-ნელა ხელები მსუბუქად მოხვია მას და თავზე გადაუსვა ხელი რომ დაემშვიდებინა. _ კარგი , დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის,მე კარგად ვარ.- ეუბნებოდა თბილი ხმით. _ გთხოვ,ასე მეტი აღარ მოიქცე რაც არ უნდა მოხვდეს დამპირდი რომ მანქანას სწრაფად აღარ ატარებ. _ გპირდები,მეტი ასე აღარ მოვიქცევი.- უთხრა და სახეზე ცრემლები ცერა თითით მოწმინდა. ერთმანეთის პირისპირ ,იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. - აღარ იტირო კარგი ვერ ვიტან როცა ტირიხარ.. გოგონამ, ცრემლები მოიწმინდა და ოდნავ მოსცილდა. ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე ასე რატომ მოიქცა და მოეხვია. ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს _მე.. მაპატიე არვიცი რა დამემართა.. _ პატიებას, რისთვის მთხოვ ?- იკითხა აჩიმ _ ყველაფრისთვის! მართალა ძალიან ვწუხვარ არ მეგონა თუ ჩემი სიტყვები ასე იმოქმედებდა შენზე..- უთხრა დამწუხრებული ხმით. _ თავს ნუ იდანაშაულებ , კარგი შენი ბრალი არარის ის რაც გუშინ მოხდა. და თუ დავაშავებაა ორივემ ერთად დავაშავეთ, და არა მარტო შენ... დაივიწყე და ნუღა ფიქრობ ამაზე. _ ასე რატომ იქცევი?- კითხვა დეამ. _ როგორ,ასე? _ რავიცი, იმ ყველაფრის შემდეგ სხვა ალბათ, ზედაც აღარ შემხედვავდა მაგრამ შენ .. _ მაგრამ,მე სხვა არ ვარ დეა მე აჩი ბარბაქაძე ვარ და მე სხვებს არ ვგავარ და საჩხუბარი აქ არაფერია შენ მართალი ხარ მე ზღვარს გადავედი. უბრალოდ არ მესმის რა მემართება,ამ ბოლო დროს თავს არ ვგავარ დამავიწყდა ჩემი პირობა რომ არ შეგეხებოდი . და ამისთვის ბოდიშს გიხდი..- უთხრა სევდიანი ხმით _ კარგი, არაუშავს და ჩემ თავთან რას აკეთებდი? - უცბად სხვა თემაზე გადაერთო. დეა _ შენ თავთან რას უნდა ვაკეთებდე? უბრალოდ როცა გავიღვიძე ძალიან მწყუროდა აქ კი წყალი არ იყო ამიტომ მინდოდა შენთვის მეთქვა.- იცრუა აჩიმ _ სერიოზულად ? - ჰკითხა გაოცებულმა - იმისთვის მაღვიძებდი რომ წყალი გეთხოვა? _ ხო რა იყო? _ კარგი რაა დავიჯერო შენ საწოლთან აპარატს ვერ ხედავ ეგ აპარატი იმისთვის არის რომ ექთანი, გამოიძახო, შეგეძლო მისთვის გეთქვა და მე არ გაგეღვიძებინე..- შეუწუხდა დეა _ მაპატიე,ეგ ვეღარ მოვიფიქრე..- უთხრა ბიჭმა _ კარგი, არაუშავს.. ცოტახანში, მათთან ექიმი შემოვიდა _ თავს როგორ გრძნობთ?- ჰკითხა ექიმმა _ კარგად, ვარ უბრალოდ ცოტა თავი მტკივა და სუსტად ვარ _ ეგ არაფერია,რაც მთავარია ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახეთ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. _ ექიმო, სახლში წასვლას როდის შევძლებ?- ჰკითხა აჩიმ _ თუ რამე არ შეიცვალა დღის მეორე ნახევარში გაგწერთ.- უთხრა ექიმმა _ კარგი, მადლობა. _ახლა დაგტოვებთ . მერე ისევ გინახულებთ.- უთხრა და დატოვა პალატა _ ღმერთო შვილო როგორც კი შენი ამბავი გავიგე მაშინვე აქ წამოვედი.- ოთახში ხმაურით შევიდა ასაკოვანი ქალი. _ ბებია..?- იკითხა გაკვირვებულმა _ თავს როგორ გრძნობ ჩემო ბიჭო?- ჰკითხა ქალმა _ კარგად, მადლობა.. _ როგორ, გამახარე, შვილო გონს რომ მოხვედი - უთხრა დედამისმა და მოეხვია. _ დედა , კარგად ვარ ნუ დარდობ.- უთხრა მზრუნველი ხმით დედას _ ძალიან,გვანერვიულე შვილო იმედია მსგავს რამეს აღარ გაიმეორებ.- უთხრა ომარმა _ მსგავსი,რამ აღარ მოხვდება გპირდებით _ ძალიან კარგი. _ ეს გოგო ვინ არის ნანა? - იკითხა აჩის ბებიამ _ ეს..ეს დეაა ჩვენი რძალი - უთხრა ღიმილით და დეას გახედა რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ჩუმად ადევნებდა მათ თვალს.- დეა შვილო გაიცანი ეს აჩის ბებიაა ლია , ეს კი დეა როგორც უკვე გითხარი ჩვენი რძალი. _ გამარჯობა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- უთხრა თავაზიანად. _ ჰოო, ჩემთვისაც .- უთხრა და ამრეზით გახედა. _ კი მაგრამ,არ უნდა გეთქვათ რომ ჩემს შვილიშვილს ცოლი მოჰყავს. _ კარგი,რა დედა შენ ამდენი ხნის მანძილზე პანსიონატში იყავი და ერთხელაც არ გაგხსენებაივართ და ახლა ასე უცბად დაბრუნდი და გვსაყვედუეობ რომ არ გითხარით რომ აჩი დაქორწინდა, თანაც რა მნიშვნელობა აქვს ახლა ხომ იცი უკვე - უთხრა ომარმა _ კარგი,დეა შვილო დარწმუნებული ვარ გუშინ მთელი ღამე თვალი არ მოგიხუჭავს, თუ გინდა წადი და დაისვენე შენს ქმართან ჩვენ დავრჩებით. _ კარგი, წავალ და მალე მოვალ. მაშინ შეხვედრამდე.- უთხრა და წასვლა დააპირა. _ დეა შვილო.! - დაუძახა ოამრმა _ დიახ.- შემობრუნდა დეა _ შვილო, ქვევით მძღოლი იცდის უთხარი და ის მიგიყვანს სახლამდე კარგი? _ კარგი. - უთხრა და პალატიდან გავიდა. შემდეგ ლიფტი შევიდა ქვემოთ ჩავიდა და მძღოლთან მივიდა და უთხრა სახლში მიეყვანა ამის შემდეგ კი მძღოლმა გოგონა სახლში მიიყვანა,. _ მადლობა.- უთხრა და შიგნით შევიდა. სახლში შესულს მაშინვე თავის ოთახში აირბინა, ტანსაცმელი გაიხადა და დუშის ქვეშ დადგა იმდენად იყო გადაღლილი ემოციურად რომ არაფერის თავი არ ჰქონდა უეცრად ის მომენტი გაახსენდა როდესაც აჩის გადაეხვია და თავი უცნაურად იგრძნო, თითქოს არაფერია მაგრამ მხოლოდ უბრალო ჩახუტება იყო მაგრამ , მაგრამ ეს ჩახუტება უბრალო სულაც არ იყო , პირველად მოეხვია, მის ეგრეთწოდებულ ქმარს , _ რა მემართება?! ეს რას ნიშნავს ნუთუ მის მიმართ გულგრილი აღარ ვარ ?- ჰკითხა თავის თავს - არა ეს ასე არაა ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო იმ წუთას. მაგრამ მისი შეხება როცა ის შემეხო რატომ არაფერი ვთქვი, მაგრამ რა უნდა მეთქვა?ის ხო ისედაც ჩემს გამო არის ამ დღეში და კიდევ ჩხუბს ხომ არ დავუწყებდი არა ? - დაუსვა თავის თავს კითხვა მაგრამ მაინც რაღაც რიგზე არარის თითქოს ჩემში რაღაც იცვლება. რაც არ უნდა იყოს იგი ცუდი ადამიანი არარის და თავიდანვე შევთანხმდით რომ ვიმეგობრებდით ,მე კი მას ვეჩხუბე უბრალო კოცნის გამო ლოყაზე, ამით რა დაშავდა უბრალოდ მეგობრული კოცნა იყო მაგრამ... უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო..- ფიქრობდა დეა ცოტახანში აბაზანიდან გამოვიდა და მომზადება დაიწყო ამ ჯერად შავი ჯინსის შარვალი თეთრი თხელი სვიტერი ჩაიცვა და შავი ფერის მოსაცმელი აიღო შემდეგ, თმები და სახე მოიწესრიგა.. ამჯერად მაკიაჟი არ გაიკეთა არც საჭიროებდა მისი სახე მაკიაჟს ბუნებრივად ისედაც ლამაზი იყო მისი დიდი მწვანე კატასავით მომაჯადოებელი თვალები თვალის ჭრილი კი ნუშისებრი ჰქონდა პატარა მოწკუპული ცხვირი, და პუტკუნა გაბანტული ალუბლის ფერი, ტუჩები და თეთრი რძის ფერი კანი ,ყველაფერს რომ მორჩა, ფეხზე ჩაიცვა, ჩანთა და ტელეფონი აიღო და ქვევით ჩავიდა გადაწყვიტა, სანამ წავიდოდა, რამე მსუბუქი მოემზადებინა აჩისთვის მაგრამ არ იცოდა რა მოემზადებინა. რადგან არ იცოდა რა უყვარდა მას. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, ტკბილი პუდინგი მოემზადებინა,. მომზადებას რომ მორჩა საჭმელი კონტეინერში მოათავსა ,და სავადმყოფოში წავიდა. _ სად არის შენი რძალი ამდენს ხანს შეიძლება ავადმყოფი ქმრის ამდენი ხნით მიტოვება ! _ არაფერი დაშავდება თუ ცოტას დაისვენებს საბრალომ ისედაც მთელი ღამე გაათენა - თქვა და ამ დროს დეაც შევიდა პალატაში _ უკვე, მოხვედი შვილო? - ჰკითხა ქალმა _ დიახ ,დეიდა როგორც შეგპირდით მალე მოვედი ბოდიში ცოტა შემაგვიანდა უბრალოდ გადავწყვიტე აჩისთვის რამე მომეზადებინა და.. _ მართლა? ძალიან კარგია შვილო მიხარია რომ ასე ზრუნავ აჩიზე - ესიამოვნა ქალს -მაგრამ დაგესვენა ცოტა არაფრი დაშავდებოდა. _ რას ამბობ,რძალო ?მისი ქმარი აქ წევს ცუდად არის და ეს სახლში ისვენებდეს, ეგ რა წესია - აქოთქოთდა აჩის ბებია _ რა მოხდა,მერე ბებია,მე კარგად ვარ არაფრი დაშავდება თუ ცოტას დაისვენებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ მე.- მკვახედ უთხრა აშკარად არ ესიამოვნა აჩის ეს _ კარგი, ნუ ჩხუბობთ, მე ისედაც არ ვაპირებდი , დიდხანს დარჩენას სახლში, _ შენ ის მითხარი,რა მოამზადე ძალიან მშია..- უთხრა აჩიმ _ არ ვიცოდი რა მომემზადებინა, შენთვის არც ის ვიცოდი რა საჭმელი გიყვარს, ამიტომ ბევრი,ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტკბილი პუდინგი გამეკეთებინა. იმედია მოგეწონება. - უთხრა დეამ და აჩის ჩაეღიმა. გულში ძალიან ესიამოვნა ეს _. შვილო, უნდა გითხრა რომ შენ ზუსტად გამოიცანი თუ რა უყვარს მას მისი საყვარელი საჭმელია ტკბილი პუდინგი.- გამეღიმა ქალს _ მართლა?- გაოცდა დეა. _ კი... _ რძალო, ჩემი ძმა უბრალოდ გიჟდება ისე უყვარს ეს დესერტი.- გაეცინა ნიას _ მიხარია,თუ ასეა. მაშინ გემრიელად მიირთვი. - უთხრა დეამ. და კონტეინერი ამოიღო. - შეჭამ?- ჰკითხა დეამ _ მე მინდა , რომ შენი ხელიდან ვჭამო.- უთხრა ბიჭმა ღიმილიანი სახით. _ კარგი, როგორც იტყვი, ჩემო ძვირფასო ქმარუკავ.. - უთხრა და კოვზი პირთან მიუტანა. _ ძალიან,გემრიელია - შეაქო აჩიმ _ შეგერგოს.- უთხრა და გაუღიმა მათი თვალები კი იმ წუთას ასხივებდნენ. _ შეხედე რა საყვარლები არიან,არა შვილო?- უთხრა ნიას ნანამ _ კი, ძალიან ისინი ერთმანეთის თვის არიან შექმნილნი დედა . _ კარგი, წამოდით დავტოვოთ ისინი მარტო.- თქვა და მარტო დატოვეს წყვილი. ისინი, ჯერაც ერთმანეთს შესცქეროდნენ _ წავიდნენ!- უთხრა დეამ _ კი..- უთხრა აჩიმ.და დეა საწოლიდან წამოდგა. _ ბებიაშენი ისე მიყურებდა,რომ მეგონა მზერით მომკლავდა.- თქვა დეამ _ კარგი,რა ნუ აზვიადებ- გაეცინა აჩის.- უბრალოდ ბებია ცოტა უცნაური ქალია დეა მინდა გითხრა რომ მასთან, ფრთხილად იყავი ის ყველანაირად ეცდება შენს გამოწვევას. _ კარგი, მაგრამ ჩვენ ხომ ცალკე ვცხოვრობთ. _ ხო მაგრამ,ახლა მოგვიწევს რაღაც დროით მშობლებთან გადავიდეთ საცხოვრებლად. _ რაა?- შეიცხადა დეამ _ კი, მაგრამ.. იქ ერთად მოგვიწევს ცხოვრება ერთ ოთახში და.. _ ნუ ღელავ არ შეგჭამ არაფრი მოხდება ნუ ღელავ უბრალოდ ერთად დავიძინებთ სულ ესაა. _ კარგი , რა გაეწყობა. მაგრამ ჩვენი ნივთები..?- ჰკითხა დეამ _ მაგაზე ნუ ღელავ მსახურს გავგზავნით მათ მოსატანად _ კარგი... საღამოს, ექიმმა უკვე ნება დართო, სახლში წასულიყო. შემდეგ,კი სახლში წავიდნენ მალე კი უკვე სახლში იყვნენ. როგორც, კი ეზოში შევიდნენ, მათკენ მაქსი გამოემართა, და პირადპირ დეას შეეგება. _ამას ,უყურეთ რა განა ჩემთან მოვიდა..- გაეცინა აჩის _ როგორ ხარ მეგობარო.- უთხრა და წაეთამაშა დეა. ძაღლს. შემდეგ კი შიგნით შევიდნენ. ცოტახანში, მათი ნივთები მოიტანეს და ოთახში შეიტანეს. საღამოს, ყველა სუფრას მიუსხდნენ და ივახშმეს. _ კარგი, დედა,ჩვენ ოთახში ავალთ , უკვე გვიანია თანაც დეა ძალიან დაღლილია ხვალ ისედაც ადრე უნდა ადგეს. _ კარგი, შვილო რათქმაუნდა წადით დაისვენეთ.- უთხრა ქალმა და ისინიც ოთახში ავიდნენ. _ მომისმინე,აქ როგორ უნდა დავიძინოთ ერთად..- კითხვა დეამ _ ჩვენ, უკვე გვეძინა ერთად ხო არ დაგავიწყდა?!- უთხრა აჩიმ _ ოო, ხო მაგრამ ის ერთი დღე როგორმე გავუძელი და ახლა . არვიცი რამდენხანს მოგვიწევს ამ ოთახში ცხოვრება.- აწუწუნდა დეა _ არაფრი არ მოხდება, ნუ გეშინია თუ იმის გეშინია, რომ ღამეს რამე მოხდება ნუ ღელავ, თითსაც არ დაგაკარებ. _ კარგი,ხო შევალ გამოვიცვლი და მოვალ.- საღამურები აიღო და აბაზანაში შევიდა. ცოტახანში კი გამოვიდა. და ლოგინში შეწვა. _ კარგი,წავალ მეც გამოვიცვლი. _ იცოდე,ისევ ისე არ დამადგე თავზე გაიგე !- გააფრხილა დეამ აჩის კი გაეცინა. _ კარგი, დაწყნარდი არ გამოვალ.. - უთხრა და აბაზანაში შევიდა დეამ კი ტელეფონში დაიწყო ძრომიალი დიდი ხანია სოციალური ქსელი არ შეუმოწმებია და ახლა გადაწყვიტა ენახა. გვერდს სქროლავდა , მაგრამ ვერაფრით გაერთო ,და ტელეფონი ტუმბოზე დადო. და ისევ ფიქრებში გადაეშვა. დღეები , გადიოდა და დეა უკვე ნაკლებად ფიქრობდა თავის დაკარგულ სიყვარულზე, რაც ძალიან უცნაურია უკვე თვეზე მეტია რაც დეა და აჩი ერთად არიან, და აშკარა იყო რომ აჩის მიმართ იგი,მოლბა მაგრამ თვითონ ამას ვერ ხვდებოდა ,ჯერ ვერ გაერკვია თავის გრძნობებში აი აჩი, კი ის აშკარა იყო რომ მას დეა შეუყვარდა, თუმცა ამის აღიარება არ უნდა ან ვერ ბედავს... _ მე არ მესმის, რა უნდა გათხოვილ ქალს სასწავლებელში!იმის ნაცვლად რომ სახლში იყოს და ოჯახის საქმეს მიხედოს გვიანობამდე, გარეთ არის ,მე ეს არ მომწონს. აჯობებს თუ სწავლას დაანებებ თავს და სახლში იჯდები ვინ იცის გარეთ რომ ხარ, რას აკეთებ.- უთხრა ქალმა. _ ბებია ,მე ცუდს არაფერს ვაშავებ უბრალოდ სწავლა მინდა.!- უთხრა აცრემლებული თვალებით. _ დღეიდან, შენ აღარ ისწავლი !- განაცხადა ბებიამ. _ კარგით, თუ ასე გინდათ აღარ ვივლი!- თქვა გოგონამ _ რაა?!- გაისმა ბოხი ბარიტონი და ოთახში აჩი შემოვიდა. _ რა თქვი ახლახანს ბებია !?- ჰკითხა აჩიმ. _ ის რომ არ მომწონს შენი ცოლი გვიანობამდე ,რომ გარეთ არის და ოჯახს არ უვლის თანაც ვინ იცის რას აკეთებს შენს ზურგს უკან!- თქვა ზიზღით _მე არაფერს ვაშავებ!- უთხრა აჩის _ ვიცი! - უთხრა და ბებიას მიუბრუნდა - მომისმინე ბებია , მართალია ჩვენზე უფროსი ხართ და პატივს გცემთ, მაგრამ გთხოვთ სიტყვები შეარჩიეთ, თქვენ ახლა ჩემს ცოლზე ლაპარაკობთ, და მას შეურაცხყოფას აყენებთ, ის აჩი ბარბაქაძის მეუღლეა გესმით? და არავის მივცემ უფლებას, მასზე ვინმემ ცუდი თქვას,ან რამე დაუშავოს ! არავის გესმით? და მათ შორის არც თქვენ ბებია! ,მე მას ვენდობი, და მჯერა ჩემი ცოლის , ვიცი ის არასოდეს ჩაიდენს უმსგავსო საქციელს. _ როგორ,ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს!- გაბრაზდა ბებია. _ მაპატიეთ , მაგრამ თქვენ მაიძულეთ ასე მოვქცეულიყავი, თქვენ ჩვენ დიდი ხანია დაგვივიწყეთ, მის შემდეგ რაც ბიძაჩემი გარდაიცვალა თქვენ უვარი თქვით თქვენს ოჯახზე, და ახლა ამდენი წლის შემდეგ ჩნდებით აქ და კიდევ პრეტენზიები გაქვთ , რა უფლებით ითხოვთ რომ ჩემმა ცოლმა სწავლა მიატოვოს, მხლოდ იმიტომ რომ ეს თქვენ გინდათ, აქამდე მხოლოდ მამას გამო ვიყავი ჩუმად ვფიქრობდი აზრს შეიცვლის დეა ზე თქო მაგრამ შევცდი... _ აჩი , შვილო გთხოვ არ გინდა!- უთხრა დედამისმა _ არა,დედა მაცადე.. მისმინეთ ბებია, იცოდეთ რომ მე მეტი აღარ მოვითმენ მსგავს რამეს , - გამოსცრა კბილებში მისი თვალები კი ბრაზისგან ელვარებდა იმ წუთში. შემდეგ, დეას ჩაჰკიდა ხელი და ოთახში აიყვანა. დეა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა აცრემლებული თვალებით. _ დეა ,შენ კიდევ რა მოგივიდა! ვერ გაეცი სათანადო პასუხი!- გაუწყრა აჩი. _ რა უნდა მექნა უვარესად გავაბრაზებდი მას.- უთხრა დეამ _ დეა ,მე ხო გაგაფრთხილე,რომ მასთან ფრთხილად იყო რადგან ის ყველანაირად ეცდება, შენს გრძნობებზე იმოქმედოს .- უთხრა ბიჭმა _ რაც არ უნდა იყოს,ის ყველაზე უფროსია და ვერ შევეპასუხებოდი.- აჩი მასთან მივიდა ნიკაპზე ხელი მოკიდა და სახე მაღლა ააწევინა. _ კარგი, დამშვიდდი მეტი ვეღარ გაბედავს. შენთვის წყენინებას. - უთხრა გვერდით ჩამოჯდა და მოეხვია - არავის მივცემ უფლებას ვინმემ გული გატკინოს.- ჩაილაპარაკა ჩუმად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.