ჩაი, ყავა და Take Five (ნაწილი 2)
არ გასულა ორი წუთი და დათომ უკანა ხედვის სარკეში ლუკა დაინახა. ჰმ, მაღალიც ყოფილა ყველაფერთან ერთად თურმე ვაჟბატონი - ამის გაფიქრება მოასწრო რომ ლუკამ კარი გამოაღო და ზუსტად დათოს გვერდით დაეშვა სკამზე, მომღიმარი სახით. - რა კარგი მანქანა გყოლია თურმე შენ. აშკარად გამიმართლა, მარშუტკით რომ არ მიწევს თბილისში წასვლა. - არის, რა ცოტა მოძველდა, მაგრამ ჯერ გამოდგება. სად წავიდეთ, რამე იდეა გაქვს ? - აუ რავი, აზრზე არ ვარ, გავუყვეთ გზას. აქვე შიომღვიმისკენ ავიდეთ ან თუ არ გეზარება დიდგორისკენ წავიდეთ. - კაი, წამო დიდგორისკენ, და წყნეთიდან გადავიდეთ თბილისში. - აუ რაღაც უნდა გითხრა. ბოდიში რა, წეღან მოგატყუე ... ლუკა არ მქვია, ირაკლი ვარ. მეგონა ჩემი მეგობარი მწერდა და მეკაიფებოდა და სხვა სახელი გითხარი. - დაიკიდე. მე მართლა დათო ვარ და ძაან გამიხარდა რომ გაგიცანი. ხშირად დადიხარ ხოლმე მაგ კაფეში ? - ხანდახან, აქვე მცხეთასთან, სოფელში ცხოვრობენ ჩემები. მაგ კაფეშიც ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი მუშაობს, იმას გამოვუარე. ეგ მეგონა რო მეკაიფებოდა. - ეეე რომელია? - აი ბარისტა, ყავა ვინც გაგიკეთა ის ბიჭი. - ვააა, ამათ უყურე ერთმანეთზე უფრო სიმპათიური და საყვარელი სამეგობრო რო ყოფიხართ. - ოჰ რა იყო, შენ იმასაც ხო არ დაადგი თვალი ? - ჰაჰაა, შენ ეჭვიანიც ყოფილხარ თურმე. მერე არ გაუტყდება ასე რო წამოხვედი ? - საღამოს ძმაკაცთან უნდა ავსულიყავით, მაგრამ არაუშავს, ვუთხარი დამირეკეს უნდა გავიდეთქო. უკვე ბნელდებოდა, დათომ მანქანა დაძრა და გაუყვენ ლამპიონებით განათებულ ქუჩას. გზაში ეღთმანეთის საქმიანობაზე ლაპარაკს შეყვნენ. დათო ერთ-ერთ კვლევით კომპანიაში ანალიტიკოსა, ირაკლი მაგისტრატურაზე სწავლობს და მალე ფსიქოლოგიის მაგისტრი უნდა გახდეს, ახლა ევოლუშენში მუშაობს. ამასობაში შებინდდა კიდეც, დიდგორისკენ რომ გადაუხვიეს უკვე ბნელოდა და ფარების შუქით განათებული ნაწვიმარი გზა, სველ ასფალტზე მიმოფანტული ათასფერი ფოთლები და წვიმის სუნი განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა. შეუყვნენ დიდგორის აღმართს და ლურჯ ცაზე, ხეებს შორის ბურთივით მრგვალი, სავსე მთვარეც ამოგორდა. - დათო, წეღან რომ მითხარი, ბიჭთან მართლა არასდროს არაფერი გქონია ? - აუ ბიჭო არა და არც ვიცი რა ხდება ჩემ თავს. ბავშვობის მერე ამ თემაზე არც მიფიქრია. სტუდენტობის მერე სულ შეყვარებულები მყავდა და არც მიფიქრია რო ბიჭთან რამის სურვილი შეიძლება გამჩენოდა. - კაი ღადაობ? - არა, არ ვღადაობ. ბავშობაში კი ვხვდებოდი რო ბიჭებზეც მიდგებოდა, მაგრამ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ერთადერთი აუზის გასახდელში მეშლებოდა ხოლმე ნერვები სხვებს რო ვაშტერდებოდი და მიდგებოდა ხოლმე. - ჰა აჰ ჰა, რა სასაცილო ტიპი ხარ ეეე. ვაბშე არც გიკოცნია ბიჭისთვის ? - არამეთქი, არა. არასდროს. - ვააა, მაგარი სტრანნი ტიპი ხარ. მიდი გააჩერე ცოტა ხანს მანქანა, გადავიდეთ, გავიაროთ, კარგი ჰაერია. - აქ ? აქ რა გვინდა რო გავაჩერო. - ეეე კაი რა რას წუწუნებ, გააჩერე. - კაი ხო. დათომ კიდევ ორასიოდე მეტრი გაიარა, გზიდან გადავიდა ფოთლებში და მეტყევეების გაჭრილ ტყის შესასვლელთან გააჩერა მანქანა. დათოც და ირაკლიც გადმოვიდნენ მანქანიდან, კარი ხმაურით მიხურეს და გზას შეუყვენ. შეყვითლებულ, დანამულ ფოთლებს აშრიალებდნენ და მიუყვებოდნენ მთვარის განათებულ ბილიკს. დათო ბავშვობის ამბებს უყვებოდა, როგორ უყურებდნენ ხოლმე უბანში ბიჭები ერთად პორნოს და როგორ უსწორდებოდა ხოლმე, თან ძაან ეცინებოდა თავის თინეიჯერი თავის გახსენებაზე. ირაკლი, ნელ-ნელა დატოსთან უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა, მერე დათომ თითებზე იგრძნო როგორ შეეხო ირაკლის ხელი. არ შეიმჩნია. მაგრამ უცებ ირაკლი გაჩერდა და ისე რომ დათომ გააზრებაც ვერ მოასწრო რა ხდებოდა, შემოატრიალა, ტუჩები სახესთან მიუტანა, ისე რომ დათო უკვე მის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა და მოულოდნელად აკოცა. დათომ რაღაც უცხო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იგრძნო ბიჭის ტუჩების შეხებისას. ჯერ ტუჩებთან დაიწყო ეს შეგრძნება, მერე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელში გადაიზარდა, მთელ სხეულში დაუარა და ბოლოს მუცელში გაჩერდა. აი დაახლოებით ისეთი გრძნობა იყო, პირველად რომ გაბედა მისი კურსელ გოგოსთვის სიყვარულის ახსნა და მერე უცებ აკოცა იმ გოგოს. ასეთი რამ უკვე დიდი ხანია აღარ უგრძვნია. თვითონაც აკოცა ირაკლის, ძლიერი მკლავებით ახლოს მოიზიდა, მკერდით მიეკრო, ხელი ყურთან შეუცურა და მისი სახე მთლიანად ხელებში მოიქცია. ირაკლი გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული დათოს, როგორ სწრაფად სუნთქავდა და უკვე უჭირდა სუნთქვა, მაგრამ ერთმანეთის ტუჩებს ვერ ელეოდნენ, რაღაც განსახვავებულს გრძნობდა ორივე, კონკრეტულად რას არცერთმა არ იცოდა. დიდხანს გაგრძელდებოდა ეს უცნაური გრძნობა ორივესთვის, რომ არა იქვე ტყეში რაღაცის გარბენის და ტოტის მოტეხვის ხმა. უცებ ორივე შეკრთა, გამოფხილდა, მიხვდნენ რომ საკმაოდ შორს იყვნენ მანქანისგან. ერთდროულად შემოტრიალდნენ და დაიძრენ მანქანისკენ, ეს მანძილი ისე გაირეს და მანქანაში ისე ჩასხდნენ არცერთხს ხმა არ ამოუღია. არადა სათქმელი რამდენი ჰქონდათ. დათომ მანქანა დაქოქა, ისევ Dave Brubeck-ის Take Five ჩაირთო, დღეს უკვე მესამედ. მანქანის საბურავებმა ფოთლები ააშრიალეს და ძრავის ხმამ ღამის ტყის სიჩუმე დაარღვია. ალბათ ერთი კილომეტრი ისე გაიარეს, ხმა არცერთს ამოუღია. დათო ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, რა უნდა ეთქვა, ან რა უნდა ექნა. წარმოდგენა არ ქონდა ასეთ დროს როგორ იქცევიან ბიჭები. ბოლოს დუმილი ისევ ირაკლიმ დაარღვია. - რამე ცუდი ხო არ გავაკეთე ? რატო ხარ ჩუმად ? - არა, რა ცუდი ბიჭო. გამისწორდა, პროსტა მაგარი სტრანნი გრძნობაა. ბიჭს ვაკოცე ... - მანქანაში ეწევი ? - 3 წელია აღარ მომიწევია, მაგრამ მოწიე და მეც მომე ერთი ღერი. ირაკლიმ, მრცხენა ჯიბეში ჩაიცურა ხელი, ჯიბიდან პარლამენტი და სანთებელა ამოაძვრინა. ზუსტად ამ მომენტში გახედა დათომ და შეამჩნია, რომ ჯინსი სიგარეტის ამოღების მიუხედავად მაინც ამობერილი ქონდა ირაკლის. რაღაცნაირად გაუსწორდა, თვითონაც ვერ მიხვდს რატომ. თვალი უცებ მოაცილა და არ შეიმჩნია. ირაკლიმ კოლოფი გახსნა, ერთი ღერი ჯერ დათოს გაუწოდა, მოუკიდა და მერე თვითონაც მოუკიდა. ფანჯარები ჩამოწიეს და სუსხიანი მთის ჰაერი ორივეს ერთდროულად შეეფეთა სახეში. დათომ ღრმა ნაპასი დაარტყა და ხველა აუტყდა, ამაზე ორივეს გულიანად გაეცინათ. ნახევრად მოწეული ღერი საფერფლეში ჩაწვა და ჩააგდო. - ფუ რა საზიზღრობაა, ამას როგორ ვეწეოდი. - ხო, მეც ვფიქრობ ხოლმე რატომ ვეწევითქო, მაგრამ არა მარტო სიგარეტზე, ბევრ რამეს ისე ვაკეთებთ ადამიანები იმ მომენტში არ ვფიქრობთ შედეგზე ... ამასობაში კოჯორიდან დაღმართსაც ჩამოუყვენ, სოლოლაკის ვიწრო ქუჩები ჩაიარეს და თავისუფლების მოდანზე აღმოჩნდნენ. - საით მიდიხარ შენ ? - გლდანში, შენ ? - გაგიყვან მაშინ. მე დიდ დიღომში მივდივარ. - არა, რა გამიყვან კაცო, გამიჩერე მეტროსთან და მეტროთი გავალ. - კაი ღადაობ ? რა პონტში უნდა დაგტოვო შუა გზაზე. - ეე, შენ მარტო კოცნა კი არ გამოგდის კარგად საყვარელიც ყოფილხარ. - ამბობენ. - ჩაეცინა დათოს - ჰა ჰააა, ცოტა ნარცისიც. - მარტო ცხოვრობ ? - კი, მარტო, შენ ? - აუ მეც. ანუ შენც პიზდეცად ბარდაგი გაქვს სულ სახლში ? - ჰაჰააა, კი. დედაჩემი თუ ჩამოდის ხომლე, ინფარქტი ემართება და მერე 2 დღე ალაგებს ხოლმე სახლს რო რამეს დაემსგავსოს. - აუ ვაბშე წამო ჩემთან, დღეს მაგრად არ მინდოდა მარტო ყოფნა. ცოტა ლუდი დავლიოთ, რამეს ვუყუროთ ან ვილაპარაკოთ, მერე გვიან, ტაქსით გადი სახლში. - აუ რავი, არ ტეხავს ? ჯერ არც გიცნობ და სახლში რა პონტში ამოვიდე ? - კაი რა ტეხავს, მარტო ვარ და წამო რა. - კაი, ავიდეთ. რუსთაველის გამზირი სწრაფად ჩაიარეს, მაკდონალდსის პირდაპირ დათომ სანაპიროსკენ ჩაუხვია და რამდენიმე წუთში უკვე დიდ დიღომში იყვნენ. დათომ მანქანა კორპუსთან ახლოს გააჩერა, კარი გააღეს თუ არა დიდი დიღმის ქარმა დაუბერა და ორივემ იგრძნო როგორ შესცივდათ. სადარბაზოს კარი ჭრიალით შეაღო დათომ, და გამოძახების ღილაკს მიაჭირა თითი, ლიფტი მალევე ჩამოვიდა და ცოტა შემცივნებული, ორივე მხირაულად შევიდა ლიფტში. გაგრძელება იქნება ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.